წინათქმა
„თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღვდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ“ (1. პეტ., 2,5)
ჩვენ წინ დადებული ამ საკვირველ ქალთა საკვირველი ცხოვ¬რებანი კიდევ ერთხელ შეგვაგონებს და გვწურთის ღვთის სიბრძნეში. კიდევ ერთხელ გაფანტავს ამაოების ბურუსს, რომელშიც თვალდახუჭული დავეხეტებით და შეგვახსენებს - რა არის კაცის ცხოვრების აზრი და არსი. რისთვის იშვა ადამიანი? რა უნდა ეძიოს, რა უნდა მოიხვეჭოს და სად უნდა წავიდეს? ადამის მოდგმას სულ ეს კითხვა უღრღნის გონებას. ყველას ეს კითხვა აწვალებს, პასუხისათვის კი ვერ მიუგნიათ. არადა პასუხი მარტივი და უბრალოა - ღვთის ხე¬ლითქმნილი ადამიანი ისევ ღვთის წიაღში უნდა დაბრუნდეს ღვთისავე დასახული გზით. გადაშალეთ ამ წმიდანთა ცხოვრებანი და ცოცხლად აღსრულებულ ამ პასუხს მოიძიებთ. თითქოსდა განსხვავებული მათი ცხოვრებები წვეთი წყალივით წააგავს ერთურთს. ყველა ერთი სულით სუნთქავს, ყველა ერთი სულით საზრდოობს - საღმრთო სულით. ყველას ერთი ჭეშმა¬რიტება აკერია პირს, ყველა ერთი უფლის ნებას აღასრულებს, ყველას ერთი აზრი აქვს, ერთი მიზანი ამოძრავებს, ერთი სასუფევლისაკენ მიილტვის. ისინი ტოვებენ სასახლეებს, სიმდიდრეს, მშობლებს, საქმროებს, შვილებს, პატივს, დიდებას, და ბოლოს სიცოცხლეს! „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს... რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“ (მათე, 10,37-39)
- გვეუბნება უფალი, ისინიც მისდევენ ამ მცნებას და აღასრულებენ. მათი ყველა სიტყვა, ყველა აზრი, ყველა სიტყვისგება ერთ ჭეშმარიტებას ეფუძნება, ერთი სული წმიდის სურნელებით სუნთქავს, მადლის მარილით შეზავებული: ან ფსალმუნს იშველიებენ, ან საწინასწარმეტყველოს, ან სახარებას, ან სამოციქულოს, მათი ყველა ნამოქმედარი თუ ნააზრევი ამ კლდეზე დგას - მართალი სარწმუნოების კლდეზე. ემსგავსნენ ისინი „კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“ (მათე 7,24,25).
ამიტომ ვერ ერევა ვერცერთს ვერც ამსოფლიური სიბრძნე, ვერც ეშმაკის მანქანებანი, ვერც შიში, ვერც სატანჯველი, ვერც მხეცი, ვერც წყალი, ვერც ცეცხლი, ვერც სიკვდილი. მათი სული აქვე უფალთან მყოფობს, მას მიელტვის, მით სასოებს, მით საზრდოობს, მით იქადის, მით იმოსება და ბოლოს მასთან მიდის. ესაა მათი ცხოვრების არსი - ამსოფლიურის დატევება იმა სოფლისათვის, ამქვეყნიურის მოძულება ზეციური ქალაქისათვის, ხრწნადის უგულებელყოფა უხრწნელისათვის, წამიერისა - მარადიულისათვის, ხილულისა - უხილავისათვის, სიკვდილისა - სიცოცხლისათვის. ყველა მათგანს ახსოვს - „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“ (მათე 6,24) ამიტომ უარყოფენ სიმდიდრეს უპოვარებისათვის, მრისხანებას - სიმშვიდისათვის, სიხარბეს - მოწყალებისათვის, უდებებას - მღვიძარებისათვის, უიმედობას - სასოებისათვის, სილაღეს - ცრემლებისათვის, ეშმაკს - ღვთისათვის. ეს სათნოებებია მათი საუნჯე, მათი სამკაული, მათი სამოსი, მათი პატივი, მათი დიდება, მათი სიმდიდრე, მათი ლამპარის ზეთი, რომლითაც სულები უნდა ააბრიალონ და სიძის ქორწილში შევიდნენ. გაყიდეს ყოველივე და მოივაჭრეს კეთილი მარგალიტი, მოიყიდეს „საუნჯე დაფარული ყანასა შინა“ (მათე 13, 44, 45).
არ ეშინიათ წმიდა დედებს არც ხელმწიფეების, არც მთავრების, არც ნადირების, არც ცეცხლის ალის, არც მრავალფერი სატანჯველის, არც ეშმაკის,არ ეშინიათ მათი, რომელთა „მოსწყჳდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად“ (მათე, 10,28).
ილტვიან ბოროტ საქმეთგან, სიძვისაგან, ვერცხლისმოყვარებისაგან, ხორციელ სიამეთაგან, ქედმაღლობისაგან, პატივისაგან - ცოდვისაგან, „ვითარცა ლომისაგან მყვირალისა“, რათა მან არ მოინადიროს მათი სულები და არ გამოსტაცოს კეთილ მწყემსს - ქრისტეს. შეხედეთ წმიდა ეკატერინეს. ამსოფლიური არაფერი აკლდა, არც სიმდიდრე, არც კეთილშობილება, არც სილამაზე, არც სიბრძნე, მან კი ყველაფერი იმსოფლიურზე გაცვალა. იხილეთ წმიდა ბარბარე - მამისაგან თავმოკვეთილი. არც თავისი სიყმაწვილე დანანებია, არც სილამაზე, არც მამის სიყვარული, არც სიმდიდრე, - ყველაფერი უფალს შესწირა. მოისმინეთ მარიამ ეგვიპტელის ამბავი - წლების განმავლობაში არც სიცხეს მორიდებია, არც სიცივეს, არც შიმშილს, არც წყურვილს, შიშველი დახეტიალობდა უდაბნოში ცოდვების მოტევების მომლოდინე. წმიდა თეოდორას უცქირეთ - როგორ დაითმინა უპატიობა, ცილისწამება, ღვაწლი, შრომა. ერთი ცოდვისათვის ურიცხვი ჭირი იწვნია, უფლის პირის ჭვრეტის ღირსი რომ გამხდარიყო. ყური დაუგდეთ წმიდა ქალწულ-მოწამეების: ეფემიას, პისტის, ელპიდეს, აღაპის, თეკლას, პარასკევას, ანასტასიას, იულიანას, ირინეს, მარინეს მარტვილობას, რამოდენა თავდადება, რამოდენა სიმამაცე, რამოდენა რწმენა, რამოდენა სიბრძნე, რამოდენა სიყვარული გამოაჩინეს ღვთისა. საქორწილო სამოსით მორთულ ქალწულთა რიგი ჩვენს თვალწინ რონინებს. ღიაა მათთვის ზეციური დარბაზის კარი. „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“ - უხმობს ზეციური სასიძო. არავინ განაძებს გარეთ, არავინ დაუხშობს კართ, არავინ მიიქცევა მათგან. „შევედით ქორწილსა ამას“ - უხმობს მეუფე ჭირთამთმენებს, ღვაწლშემოსილებს, კეთილგონიერებს, კრძალულებს, უპოვარებს, უმწიკვლოთ; მგლოვიარეებს გულითა, გლახაკთა სულითა, სასუფევლის მაძიებლებს, მშვიდობისმოყვარეთ, ჭეშმარიტებისათვის დევნულებს, უფლის სიყვარულში დამაშვრალთ. მათი ხილვით, მათი მოსმენით, მათი მაგალითით ამაოების ჭაობში ჩაფლულ სოფლის საქმეთაგან ეგების ოდნავ მაინც ავწიოთ თავი, ავიხედოთ მიწიდან ზეცისაკენ, ხრწნადიდან - უხრწნელისაკენ, დროებითიდან - მარადიულისაკენ, ცოდვის სიმწარიდან - ნეტარებისაკენ, წუთიერიდან - საუკუნოსაკენ, ამა სოფლიდან - სასუფევლისაკენ. მათი წმიდა ლოცვებით ღმერთმა მოგვმადლოს ჭეშმარიტების ჭვრეტა და შეცნობა, მისთვის თავდადება და მისით ცხოვრება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის ცხოვრება (ხსენება 5 სექტემბერს).
წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია მღვდელი იყო, აარონის ძის, ითამარის შთამომავალი. ცოლიც აარონის გვარიდანვე ესვა - მართალი ელისაბედი. წმიდა სახარება მოწმობს, რომ სათნოებებით შემკული ზაქარია და ელისაბედი უბიწოდ ვიდოდნენ ცხოვრების გზაზე. ასე მოგვითხრობს წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა: „და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“.1
მათ მართლაცდა კეთილმსახურ ცხოვრებაზე მათი წმიდა ნაშობი მეტყველებს, პატიოსანი და დიდებული წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცემელი უფლისა - იოანე. წმიდა წერილში ნათქვამია: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“.2 კეთილი ხე მართლაც ვერ მოისხამს ხენეშ ნაყოფს, რადგანაც, როგორც იგივე წერილი გვამცნობს: „უკეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი“.3 მხოლოდ წმიდა ძირს შეეძლო ამოეყარა ეს წმინდა რტო - იოანე. წინამორბედის მამა - წმიდა ზაქარია ჰეროდეს4 მეფობის ჟამს მღვდლობდა იერუსალიმში. იგი აბიათის დღითი-დღედ მსახურებისა იყო, ე. ი. აბიათის ტომის შთამომავალი, რომლის მღვდლობის ჯერიც მერვე შვიდეულში უწევდა. ამ დღითი-დღედ მსახურების შესახებ შემდეგია ცნობილი: დავით მეფემ დაინახა, რომ აარონის შთამომავლობა ისე გაიზარდა, რომ მათთვის ტაძარში ერთად მსახურება შეუძლებელი გახდა. ამიტომ ისინი ოცდაოთხ რიგად ანუ გუნდად დაყო, რათა თითო რიგს თავის შვიდეულში, ერთი მეორის მიყოლებით ემსახურა ტაძარში. მეფემ ყოველ რიგში თითო ყველაზე საპატიო კაცი გამოირჩია და ამ გუნდის წინამძღოლად დაადგინა. ასე რომ, თითო რიგს თავისი მთავარი მდღველმსახური ჰყავდა, ხოლო თავად რიგი ხუთიათას მღვდელს აღემატებოდა. მთავარ მღვდელმსახურებს იმაზე რომ არ ედავათ, თუ ვის გუნდს უნდა ემსახურა პირველ შვიდეულში, ვისას მეორეში, მესამეში და ა. შ. წილი ყარეს და წილყრით გაინაწილეს ჯერები. ამ დადგენილ რიგს მისდევდნენ ისინი ახალი მადლის გარდამოსვლამდე. თითოეული მღვდლის შთამომავლობა თავის წინაპრის წილყრით მიღებულ ჯერს იცავდა. მერვე წილი მღვდელ აბიათს5 რგებია. სწორედ მის შთამომავალთა რიცხვს ეკუთვნოდა წმიდა ზაქარიაც. ამიტომაც მერვე შვიდეულის განმავლობაში ის აღასრულებდა ტაძარში მსახურებას თავის გუნდთან ერთად. ერთხელ ზაქარია თავისი ჯერისამებრ მსახურებდა ღვთის წინაშე. მღვდლების წესისამებრ ის საკმევად უნდა შესულიყო უფლის ტაძარში. გარეთ, ეზოში უამრავი ხალხი იდგა. როცა ზაქარია საკურთხეველში შევიდა, მარჯვენა მხარეს უფლის ანგელოზი შენიშნა. ზაქარიას შიშის ზარი დაეცა, მაგრამ უფლის წარმოგზანილმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, ზაქარია“. ანგელოზმა მართალ მღვდელმსახურს აუწყა: შენი ლოცვა სათნო-ეყო უფალს, შეისმინა შენი და წყალობა მოგანიჭა შენს ცოლ ელისაბედს, მისი გარდასული ასაკისდა მიუხედავად, სიბერწის საკრველებისაგან განხსნის და ისიც შობს ძეს, ღვთაებრივი მადლის თანამოსახელეს - იოანეს6, რომელიც თავისი შობით არა მარტო მშობლებს მიანიჭებს სიხარულს, არამედ „მრავალნი განიხარებენ მისი შობით“ - დასძინა ანგელოზმა. მან ზაქარიას ისიც ახარა, შენი ძე დიდი იქნება უფლის წინაშე არა ხორციელად, არამედ სულიერადო, მმარხველი იქნება და ისეთი კრძალული ცხოვრება ექნება, ვერვინ შეედრებაო. სწორედ ასე მოწმობს მასზე თავად ძე ღვთისა: „რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არც ჭამდა, არც სუმიდა ღვინოსა“.7 ანგელოზმა უწინასწარმეტყველა, რომ მისი ვაჟი ჯერ კიდევ დედის მუცელშივე სული წმიდით აღივსებოდა და ისრაელის ძეთაგან მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემად, ქრისტეს წინამორბედი იქნებოდა „სულითა და ძალითა ელიაჲსითა“8 და ერს მაცხოვრის მისაღებად განამზადებდა. ამის გამგონე ზაქარიას განცვიფრების ზარი დაეცა, ვერ დაეჯერებინა ანგელოზის ნათქვამი. უცნაურად ეჩვენებოდა წი¬ნასწარმეტყველება, ელისაბედი ხომ ბერწი იყო და შვილიერების ასაკიც კარგა ხანია გადასვლოდა ორივეს. „როგორ დავიჯერო შენი ნათქვამი,“ - უპასუხა ანგელოზს, - „მე ხომ უკვე მოხუცი ვარ. ჩემი ცოლიც ხნიერია, თანაც არასდროს ჰყოლია შვილი“. მაშინ ანგელოზმა მიუგო: - „მე გაბრიელი ვარ, ღვთის წინაშე მდგომელი; შენთვის ამის საუწყებლად და სახარებლად მოვივლინე. შენ კი ჩემი სიტყვები არ ირწმუნე, ამიტომაც, აჰა, დადუმდები და სიტყვასაც ვერ დაძრავ, სანამ ჩემი წინასწარმეტყველება არ აღსრულდება“. ანგელოზთან საუბარმა ზაქარია კარგა ხნით შეაყოვნა ტაძარში. ეზოში მდგომი ხალხი გაკვირვებას იყო, ვერ გაეგო, რა მოხდა. მღვდელმსახური გამოვიდა და ხალხს ანიშნა, რომ დამუნჯდა. მაშინ იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ ზაქარიას ხილვა ჰქონდა. ზაქარიამ მსახურება დაასრულა თუ არა, თავის სახლს დაუბრუნდა, რომელიც მთიან მხარეს, ქებრონში, იუდას ქალაქში მდებარეობდა. ეს ქალაქი იუდას შთამომავლებს ხვდათ წილად და მღვდლების საცხოვრებლად იყო განკუთვნილი9. ანგელოზის უწყებულიც აღსრულდა და ბერწმა ელისაბედმა შვა ძე - იოანე. ეს სახელი ზაქარიამ დაფაზე დაწერა. „მაშინ აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და ადიდებდა ღმერთსა“10 სული წმიდით აღვსებული მღვდელი ასე წინასწარმეტყველებდა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ, და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისსა, ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა... და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“11. და აი, დადგა ჟამი, ოდეს ბეთლემს იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოტყინარე ვარსკვლავის კვალდაკვალ აღმოსავლეთით მოსულმა მოგვებმა ჰეროდეს აუწყეს ახალშობილი მეუფის შესახებ. ჰეროდემ მაშინვე მეომრები გაგზავნა ბეთლემში ყრმათა მოსაწყვეტად, თან ზაქარიას ძის მოძიება და მოკვლაც უბრძანა, რომელზეც უკვე ბევრი რამ სმენოდა. მეფის ყურამდეც მიეღწია იოანეს შობის უჩვეულო ამბებს. ბერწი ელისაბედის მუცლადღება და ანგელოზის წინასწარმეტყველება გარემო მკვიდრთა შიშსა და გაოცებას იწვევდა. მთელ იუდეველებს იოანეს შობის თანამდევი სასწაულები ეკერათ პირზე და ხმა ჰეროდემდეც მივიდა. ვინც ამ ამბავს მოისმენდა, გულში ღრმად ებეჭდებოდა და კითხულობდა: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?12 მოგვების შეტყობინებაზე ჰეროდეს მაშინვე იოანე მოაგონდა და იფიქრა: „ეს ხომ არ იქნება იუდეველთა მეფე?“ მეფემ ზაქარიას სახლს ცალკე მკვლელები მიუგზავნა ყრმის მოსაკლავად, მაგრამ მათ წმიდა იოანე იქ არ დახვედრიათ. ბეთლემში რომ ყრმათა უღმერთო ხოცვა დაიწყო, მოთქმა-გოდების ხმამ იუდას ქალაქ ქებრონამდეც მიაღწია. მღვდლების ქალაქი სულ მოკლე მანძილზე იყო ბეთლემიდან. მალე იქ ამ მოთქმის მიზეზიც შეიტყვეს. წმიდა ელისაბედმა მაშინვე აიყვანა თავისი ძე, ყრმა იოანე, რომელსაც უკვე წელიწადნახევარი შესრულებოდა და მთებს შეაფარა თავი. წმიდა ზაქარია იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა და თავის სამღვდელო მსახურებას აღასრულებდა. მთებში გახიზნული ელისაბედი ცრემლიანი შესთხოვდა ღმერთს, დაეფარა ისა და მისი ძე. ამ დროს ზემოდან მეომრები დაინახა, გაფაციცებით რომ დაეძებდნენ გამოქცეულებს. ისინი უკვე ძალზე ახლოს იყვნენ. შეძრწუნებულმა ელისაბედმა ახლომდებარე ქვის მთას შესძახა: „მთაო ღვთისაო, მიიღე დედა შვილითურთ!“ - მთამ მაშინვე გახსნა პირი და ლტოლვილები შიგ მოიქცია. ასე გადაურჩნენ მდევარს. წარგზავნილმა მკვლელებმა ვერსად იპოვეს ძებნილები და მეფესთან ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მაშინ ჰეროდემ ზაქარიას ბრძანება გაუგზავნა ტაძარში, გადმომეციო შენი პირმშო. - მე ამჟამად ისრაელის უფალ ღმერთს ვემსახურები, - მიუგო ამაზე წმიდა ზაქარიამ, - და არაფერი ვიცი ჩემი ძის ადგილსამ¬ყოფელზე. გამძვინვარებულმა ჰეროდემ მეორეჯერ გაუგზავნა მცველები და დააბარა, მოეკლათ ზაქარია, თუკი ის თავის ძეს არ გადასცემდა. სასტიკი მკვლელები მხეცებივით მიეჭრნენ მღვდელმსახურს, მეფის ნაბრძანების შესრულებას ეშურებოდნენ და გაშმაგებით ღრიალებდნენ: - სად გადამალე შენი ძე? მოგვეცი, მეფე გიბრძანებს, თორემ სასტიკი სიკვდილით დაისჯები. ამაზე წმიდა ზაქარიამ მიუგო: - თქვენ მხოლოდ ჩემს სხეულს მოაკვდინებთ, ჩემს სულს კი ღმერთი მიიღებს. მაშინ მკვლელები თავს დაესხნენ ზაქარიას და მეფის ბრძანებისამებრ მოკლეს იგი ტაძარსა და საკურთხეველს შორის. წმიდანის დათხეული სისხლი მარმარილოზე შედედდა და მარადის საწამებლად და ჰეროდეს განსასჯელად გაქვავდა. ღვთისკალთაგადაფარებული ელისაბედი კი თავის ძესთან ერთად გახსნილ მთაში ცხოვრობდა. ღვთის ბრძანებით მათთვის იქ გამოქვაბული შეიქმნა, აღმოცენდა წყარო, ხოლო გამოქვაბულის თავზე უხვად მსხმოიარე ფინიკის პალმა გაიზარდა. დედა-შვილს რომ მოშივდებოდა, ხე გადმოიხრებოდა, ნაყოფს მიაწვდიდა და ისევ სწორდებოდა. ზაქარიას მოკვლიდან ორმოცი დღის შემდეგ წინამორბედის დედა, წმიდა ელისაბედი იმ ქვაბულში მიიცვალა, ხოლო წმიდა იოანე ზრდასრულ ასაკამდე ანგელოზმა გამოზარდა უდაბნოებში და იცავდა იმ დღემდე, სანამ ის ისრაიტელებს გამოეცხადებოდა.

შენიშვნები:
1. ლუკა 1,6.
2. მათე 7,16.
3. რომ 11,16
4. ჰეროდე - ისტორიაში ცნობილია, როგორც დიდი, იუდეველთა მეფის - ანტიპატრეს ძე. იგი თავიდან გალილეას მართავდა, მაგრამ პირველი რომაელი იმპერატორის, ოქტავიუს ავგუსტის დროს, ჯერ კიდევ მის გამეფებამდე ქ.შ.-მდე 40 წ. იუდეველთა მეფის ტიტული მიიღო და მთელს იუდეას განაგებდა, რომელიც იმ დროს რომაელთა სახელმწიფოს იყოს დაქვემდებარებული.
5. იხ. 1 ნეშტ. 24.10.
6. იოანე ბერძნულ ენაზე ნიშნავს „ღვთის მადლი“.
7. ლუკა, 7,33.
8. ე. ი. ისეთივე შეუმუსრავი მოშურნეობითა და ზნეობრივი ძალმოსილებით, როგორითაც ოდესღაც მოქმედებდა ღვთის დიდი სათნომყოფელი - წინასწარმეტყველი ელია.
9. იხ. ნავ. 21,13. 1,
ნეშტ. 6.65. ქებრონი ქანაანის მიწის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ქალაქი იყო. ის აქამომდე არსებობს და ათიათასამდე მაცხოვრებელს იტევს. ისინი თავს ირჩენენ ვაჭრობით, პურის მოყვანით, მეხილეობითა და მევენახეობით. ეს ადგილი კარგად დამუშავებული და ძლიერ მოსავლიანია.
10. ლუკა, 1,64.
11. ლუკა, 1, 68-70,76
12. ლუკა, 1,66.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
No comments:
Post a Comment