ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა. ვითარ
პატიოსან
არს
და
უმჯობეს
სოფლიოჲსა
მის
წარმავალისა.
აწ უკუე ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი ამის პირისათჳს. მითხართა, ძმანო, თუ რაჲ საწადელი არს ამას საწუთროსა შინა ანუ რაჲ კეთილი? ჭეშმარიტად არარაჲ. არამედ უფროჲსღა მოქალაქობაჲ იგი მონაზონთაჲ, რომელი ფიცხელ და საჭირო და საწყინო მრავალთა მიერ წოდებულ არს, ფრიად უტკბილეს არს და უსაწადელეს სოფლიოჲსა ამის შუენიერად და სუბუქად საგონებელისა. და მოწამე
ხართ
მრავალნი
თქუენგანნი,
რომელნიცა
ჟამსა
განსაცდელისა
და
ჭირისასა,
უწყი,
რამეთუ
სანატრელად
უწესდით
მას
და
მათ
ჰნატრიდით,
რომელნი
მთათა
შინა
და
ქუაბთა
ცხონდებიან
და
უზრუნველად
ღმერთსა
ჰმონებენ.
გულისჴმა-ყავთ უკუე და იხილეთ
ყოველივე
ჭეშმარიტებით,
და
ესოდენ
ჰპოოთ
უმჯობეს
მოქალაქობაჲ
იგი
მონაზონთაჲ,
ვიდრე
ცხორებაჲ
სოფლიო,
რაოდენ
უმჯობეს
არს
ნავთსაყუდელი
მყუდროჲ
სადგურად,
ვიდრე
გული
ზღჳსაჲ,
ქარითა
სასტიკითა
აღდუღებული.
და იხილეთ საყოფელთაგან მებრ დაწყებაჲ ბედნიერობისა მათისაჲ. დაუტევნეს სიყუარულისათჳს ღმრთისა ქალაქნი და უბანნი და ამბოხებანი და შფოთნი, და გამოირჩიეს მთათა შინა და ქუაბთა და უდაბნოთა მოქალაქობაჲ, სადა-იგი არა არს ზიარებაჲ სოფლისაჲ, სადა-იგი არარაჲ კაცობრივი იპოების, არცა ზრუნვანი, არცა შფოთნი, არცა შურნი და ჴდომანი და ბოროტისა ზრახვანი, ტრფიალებანი ჴორცთანი, გულისთქუმანი და გემოჲთმოყუარებანი, არცა სხუაჲ რაჲმე ესევითარი. ხოლო საქმე მათი არს ზრახვაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა, სათნოებათათჳს და ძლევისათჳს ვნებათაჲსა, გონებაჲ მათი არს მარადის ღმრთისა თანა, გული მათი ყოვლისავე ვნებისაგან წმიდა არს; საქმე უპყრიეს, რაჲ-იგი აქუნდა ადამს სამოთხეს შინა პირველ ურჩებისა, ოდეს დიდებაჲ შეემოსა და ღმერთსა კადნიერებით ჰზრახვიდა და სანატრელსა მას საყოფელსა მკჳდრ იყო. რამეთუ არარაჲთა არიან ესენი მისა უდარეს; არა აქუნდა მას ზრუნვაჲ სოფლისაჲ, არცა ამათ აქუს. ღმერთსა ეტყოდა გონებითა წმიდითა, ეგრეთვე ესენი იქმან, და უფროჲსიცა აქუს კადნიერებაჲ, რაოდენ უმეტესი მადლი მოუღებიეს სულისაგან წმიდისა. ვერ ძალ-მიც თითოეულად საქმეთა მათთა თქუმად, გარნა მრავლისაგან მცირედი მიგითხრა. ესე აქუს წესად მნათობთა მათ სოფლისათა: ცისკარსა ფრიად მსთუად აღდგებიან სარეცელთაგან თჳსთა, გონებითა მღჳძარითა და ფრთხილითა, რამეთუ არარაჲ არნ დამამძიმებელ მათა, არცა ზრუნვანი, არცა ჭამადთა თითოსახეობანი, არცა მწუხარებანი სოფლიონი, არამედ ვითარცა ანგელოზნი იქცევიედ ქუეყანასა ზედა. აღდგებიან უკუე სუბუქად და დაუყენებელად, და წარდგებიან წინაშე ღმრთისა სიხარულით, და ვითარცა ერთისა პირითა გალობასა და ქებასა შესწირვენ ღმრთისა და ჰმადლობენ აურაცხელთა მათ ქველისმოქმედებათა მისთათჳს, რომელთა იქმს კაცად-კაცადსა ზედა და ზოგად ყოველთა ზედა. ხოლო მე ზემო ვთქუ, ვითარმედ საქმე უპყრიეს, რაჲ-იგი აქუნდა ადამს სამოთხესა შინა, გარნა აწ ამას გკითხავ: რაჲთა განყოფილ არს ანგელოზთაგან ესევითარი იგი კრებული, რომელნი დაუცადებელად ადიდებენ ღმერთსა: 'დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ'. ჭეშმარიტად მობაძავნი არიან უჴორცოთა ანგელოზთანი კაცნი იგი ჴორციელნი. ხოლო რაჟამს გალობაჲ იგი საღმრთოჲ აღასრულონ, მერმე მუჴლთა მოიდრეკენ და ვედრებასა შესწირვენ ღმრთისა; ხოლო ვედრებაჲ მათი არა არს ცუდთა რაჲმე და ამაოთა საქმეთათჳს, არამედ ამას ევედრებიან, რაჲთა ღირს იქმნენ კადნიერებით დადგომად წინაშე საყდართა დიდებისათა, ოდეს- იგი მოვიდეს განკითხვად ცხოელთა და მკუდართა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა არავის მათგანსა ესმას ჴმაჲ იგი საშინელი: 'წარვედით ჩემგან, არა გიცნი თქუენ'. კუალად ევედრებიან, რაჲთა სიწმიდითა გონებისაჲთა და სიმრავლითა სათნოებათაჲთა განვლონ ზღუაჲ ესე ამის ცხორებისაჲ და ღირს იქმნენ მიწევნად ნავთსაყუდელსა მას ზეცისა სასუფეველისასა. და წინაუძღჳს ვედრებისა მის მამაჲ და მოძღუარი, რაჲთა ყოველივე საქმე მათი წესიერ იყოს. და აღასრულნიან რაჲ წმიდანი იგი ლოცვანი და აღმობრწყინდის მზე, განვალს კაცად-კაცადი საქმედ განწესებულთა მათ საქმეთა თითოეულისათა, რაჲთა მოირეწონ საზრდელი თჳსიცა და მომავალთაცა გლახაკთაჲ. ხოლო სამოსელი მათი კუალად ახოვნებისა და სიმჴნისა სახე არს, რამეთუ არა მსგავს არიან მათსა, რომელნი ვლენ 'ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა და შეთრევითა ქუე-ქუემოთაჲთა', ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; სამკაულითა ბრწყინვალითა, მელევანდებითა და საკუხებითა, ძოწეულითა და ბისონითა, მეწამულითა და ზეზითა, ოქროჲსა თანა და ანთრაკსა განრჩუნვილითა. არამედ სანატრელთა მათ ჰბაძვენ: ელიას და იოვანეს და წმიდათა მოციქულთა. მსგავსად მათსა შეჰმზადებენ ესენიცა სამოსელთა თჳსთა, რომელნიმე თმისაგან თხათაჲსა და რომელნიმე თმისაგან აქლემთაჲსა, სხუანი ხალენებითა და დაძუელებულითა თხის ტყავებითა დასჯერდებიან. ხოლო ტაბლაჲ თუ მათი ვინ განიცადოს, ცნას, ვითარ ჴორცთაღა შინა უჴორცოთა მიემსგავსნეს, რამეთუ საზრდელ მათა არს პური და მარილი, ანუ მცენარეთაგან მხალთა ველისათა, და იგიცა არა მაძღრივ, არამედ საპყრობელად ხოლო ბუნებისა ჴორცთაჲსა. და სასუმელ მათა არს წყალი, და იგიცა ნაკლულევანად. ხოლო რომელნიმე მცირედსა მას ჭამადსა დღითი-დღე მიღებად იკდემენ, არამედ ორ-ორით, გინა სამ-სამით, ანუ თუ ექუს- ექუსითცა იხილვენ გემოსა ჭამადისასა. ესრეთ ყოვლით კერძო აჭირვებენ ჴორცთა თჳსთა, სასოებითა საუკუნოჲსა მის ცხორებისაჲთა. სადა არიან, რომელნი-იგი განთიადითგან მიმწუხრამდე სხენან ტაბლათა ზედა ბრწყინვალეთა, აღვსებულთა ყოვლითა სანოვაგითა უცხოჲთა და თითოფერითა, და სუმენ განწურვილსა ღჳნოსა სიმღერითა და ემბნითა, ქნარითა და თითოსახითა სიღოდითა? სადა არიან მიმავალნი იგი თეატრონად და მხილველნი კრებულთა მათ საეშმაკოთა, და მსმენელნი ჴმათა მათ სიძვად აღმზრზელთა? ჰრცხუენოდენ მოქალაქეთა მათგან ზეცისა სავანეთაჲთა. რამეთუ მეცა გეტყჳ თქუენ უძლურებისათჳს თქუენისა სიტყუასა მას მოციქულისასა: 'ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეთცა აწ წარუდგინენით ასონი თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ'. იხილეთ, რაოდენი არს ორთა მათ განწყობილთა შორის განყოფილებაჲ, წმიდათა მათ მეუდაბნოეთა ვიტყჳ და შუებათა შინა და განცხრომათა და სიმღერათა შინა მყოფთა. ესოდენი არს მათ შორის განყოფილებაჲ, რაოდენ უკუეთუმცა ვის ესმა ანეგლოზთა ზეცათა შინა გალობაჲ ჴმითა მით საწადელითა და მერმე მივიდამცა და ესმა კუმინვაჲ ღორთაჲ მწჳრესა შინა დაფლულთაჲ. რამეთუ პირითა მათ ნეტართაჲთა ქრისტე ზრახავს, ხოლო ამათ უბადრუკთაჲთა ეშმაკი ვალალაებს. ამათ თანაშემწედ აქუს სტჳრი და წინწილაჲ, განბერვითა ღაწუთაჲთა საწყინოჲსა ჴმისა აღმომტეობელი, ხოლო პირითა მით წმიდათაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ღაღადებს, ჴმითა სასმენელითა, ჴმითა კურთხევისაჲთა, ჴმითა საგალობელითა და საწადელითა. რაოდენსაცა ვიტყოდი, ჯეროვნად ვერ გამოვაჩინებ განყოფილებასა მათსა და ამათსა, გარნა მინდა ვინმე ცნობამიღებულთა ამათგანი წარყვანებად და თუალითა ჩუენებად კრებული იგი წმიდათაჲ, და არღარამცა მეჴმარნეს მრავალნი სიტყუანი. იგი კრებული მგელთა კრავ-ჰყოფს, ესე განწყობილი მემღერეთაჲ ცხოვართა მგლად გარდააქცევს. მუნ უკუეთუ ვინ მივიდეს გლახაკი და იხილნეს შვილნი მდიდართა და დიდებულთანი, შემოსილნი ხალენებითა და ფლასებითა, დიდი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღოს სიგლახაკისა თჳსისაჲ; მდიდარი თუ მივიდეს, დიდად შეიკდიმოს და ლმობიერ

იქმნას. ხოლო ამათ თანა რაჲ იპოოს ესევითარი? შე-თუ-ვიდეს გლახაკი და იხილნეს მემღერნი, შვილნი მზარაულთა და მეპრატაკეთანი, ძოწეულითა მოსილნი
და
ზეზითა,
უფროჲსად
იწყლას
გული
მისი
და
იწყოს
დრტჳნვად,
უკუეთუ
არა
ფრიად
გონიერი
იყოს,
და
შურითა
ფრიადითა
აღივსოს.
შე-თუ-ვიდეს
მდიდარი,
უმეტესად
გარდაჰმატოს
ანგაჰრებასა
და
ტრფიალებასა
და
ტყუედ
ვნებათა
გამოვიდეს
მიერ.
ამისთჳს
ვთქუ,
ვითარმედ:
იგი
კრებული
მგელთა
კრავ-ჰყოფს
და
ესე
ცხოვართა
მგლად
შესცვალებს.
იგინი
სულთა
მათ
მათდა
შევედრებულთა
ტყუეობისაგან
ეშმაკისა
განათავისუფლებენ,
ყოველსავე
კეთილსა
ასწავებენ;
რამეთუ
საწადელ
არს
ცხორებაჲ
მათი
არა
თუ
ოდეს
გალობდენ
ხოლო,
არამედ
შემდგომად
ამისაცა.
რამეთუ
აღასრულიან
რაჲ
კანონი
იგი
ლოცვათა
სერობისათაჲ,
მეყსეულად
რომელმანმე
წიგნი
ესაიაჲსი
აღიღის
და
მას
თანამზრახვალ
ექმნის,
სხუამან
იერემიაჲსი,
ანუ
სხუათა
წინაჲსწარმეტყუელთაჲ,
სხუამან
წიგნი
მოციქულთაჲ,
სხუამან
წიგნი
მამათაჲ,
და
კაცად-კაცადი
აღაორძინებნ
გულისჴმისყოფასა
თჳსსა,
აღიმაღლებნ
გონებასა
ხედვად
ღმრთისა,
განიცდინ
ბუნებასა
ხილულთა
და
უხილავთასა,
ამაოებასა
ამას
საწუთროჲსასა
და
სიმტკიცესა
მის
საუკუნოჲსასა.
ესრეთ
იყვნიან
სიტყუანი
ღმრთისანი
ტკბილ
სასასა
მათსა,
უფროჲს
თაფლისა
პირსა
მათსა.
თაფლ
მათდა
არნ
გულისჴმის-ყოფაჲ
საღმრთოჲ,
თაფლ
გოლეულ,
ფრიად
საკჳრველ,
უაღრეს
თაფლისა
მის,
რომლითა
უდაბნოს
იოვანე
იზარდებოდა.
რამეთუ
ამას
თაფლსა
არა
ფუტკარნი
იქმან,
ცუართაგან
ზეცისათა
და
ყუავილთა
ველისათა,
არამედ
მადლი
სულისა
წმიდისაჲ
შეჰმზადებს
სულთა
შინა
ღმრთისმოყუარეთასა.
გნებავს
თუ
ხილვაჲ
სიტკბოებისა
და
სურნელებისა
თაფლისა
მის,
მიეახლე
ნეტართა
მათ
და
იხილო
გამოუთქუმელი
სიტკბოებაჲ
და
მიუთხრობელი
სურნელებაჲ,
რომელი
გამოვალს
პირით
მათით.
რამეთუ
არარაჲ
გამოვალს
მათგან
ბოროტისა
სიტყუაჲ,
ანუ
ცუდადმეტყუელებაჲ
ანუ
ძჳრისზრახვაჲ,
არამედ
ყოველი
სიტყუაჲ
მათი
ღირს
არს
აღწერად
წიგნთა
შინა
სულიერთა.
მსგავს
არიან
პირნი
მათნი
წყაროსა
თაფლისასა,
გინა
თუ
წყლისა
ცხოელისასა;
ხოლო
პირნი
სივერაგეთა
სოფლისათა
შექცეულთანი,
მოკიცხართა
და
განმცხრომელთა
და
მემღერთა
და
ძჳრისმეტყუელთანი,
უკუეთუ
ვინ
მიამსგავსნეს
მდინარესა
მწჳრისასა,
არა
სცთების
ყოვლადვე,
არამედ
ჭეშმარიტსა
იტყჳს.
უკუეთუ
მრისხავთ
ამისთჳს,
რომელ
პირნი
ესევითარნი
მდინარესა
მწჳრისასა
მივამსგავსენ,
უწყოდეთ,
ვითარმედ
ფრიად
რიდობით
ვთქუ
ესე;
ხოლო
წერილი
ფრიად
უმეტეს
ამისა
იტყჳს
ესევითართათჳს:
'გესლი
ასპიტისაჲო
ბაგეთა
მათთა';
და
'სამარე
ზეღებულ
არს
ჴორჴი
მათი'.
ხოლო
ნეტართა
მათ
მონაზონთაჲ
არა
ეგრეთ
არს,
არამედ
იხილვების
სავსე
სიტკბოებითა
და
სურნელებითა
ფრიადითა;
და
ესე
ამასვე
სოფელსა.
ხოლო
მის
საუკუნოჲსაჲ
რაჲ-იგი მიელის
მათ,
რომელმან-მე სიტყუამან
გამოთქუას,
რომელმან-მე გონებამან
მოიგონოს
ბრწყინვალებაჲ
იგი
ანგელოზებრივი,
ნეტარებაჲ
იგი
გამოუთქუმელი,
კეთილნი
იგი
მოუგონებელნი?
უწყი,
მრავალთა
გულნი
განჴურდეს
სიტყუათაგან
ამათ
და
სურვილად
აღიძრნეს
კეთილისა
ამის
მოქალაქობისა.
გარნა
რაჲ
სარგებელ
არს,
უკუეთუ
ვიდრე
ეკლესიასა
შინა
იყვნეთ,
სურვილი
ესე
აღეტყინებოდის
შორის
თქუენსა,
ხოლო
გან-რაჲ-ხჳდეთ
ამიერ,
დაშრტეს
ალი
იგი
და
განგრილდეს?
ამისთჳს,
ჵ
კაცო,
უკუეთუ
იქმნა
შენ
შორის
სურვილი,
უკუეთუ
აღეტყინა
გულსა
შენსა
ცეცხლი
სულიერი,
ნუ
გცონინ
წარსლვად
მათ
ანეგლოზთა
თანა
და
შერთვად
კრებულსა
მათსა.
ვერ
გულისჴმა-გიყოფს
ესრეთ
სიტყუაჲ
ჩუენი,
ვითარ
ხილვაჲ
თუალითა.
ნუ
იტყჳ:
განვაზრახო
ცოლსა
ჩემსა
და
ვიურვნე
საქმენი
ჩემნი.
ესე
სიტყუანი
დროებისანი
დაჴსნილობისა
დასაბამ
არიან.
ისმინე,
რამეთუ
ინება
ვინმე
მოკითხვად
სახლეულთა
თჳსთა
და
არა
შეუნდო
წინაჲსწარმეტყუელმან.
და
რად
ვიტყჳ
მოკითხვასა
სახლეულთასა,
მამისა
თჳსისა
დამარხვაჲ
ენება
მოწაფეთაგანსა
ვისმე
და
არცა
ესე
შეუნდო
ყოფად
ქრისტემან.
და
რაჲმცა
იყო
უმეტეს
ამისა
საჭიროჲ
და
სათანადოჲ
საქმე,
ვითარ
დამარხვაჲ
აღსრულებულისა
მამისაჲ?
არამედ
ესეცა
დააყენა.
რაჲსათჳს-მე ყო ესე? ამისთჳს,
რამეთუ
ეშმაკი
ყოვლითა
ძალითა
ზედა
დგას
დახრწევად
ჩუენდა
გზათაგან
საღმრთოთა,
და
უკუეთუ
რაოდენიცა
პოოს
მიზეზი
მცირედისა
უცალოებისა
და
დროებისაჲ,
დიდსა
უდებებასა
იქმს.
ამისთჳს
ბრძენი
იგი
იტყჳს:
'ნუ
სდროებ
დღითი-დღე, უკუეთუ
გნებავს
გზასა
მას
საღმრთოსა
წარმატებად'.
უკუეთუ
ყოველივე
ღმრთისათჳს
უგულებელს-ჰყო, ყოველივე
კეთილად
განგემარჯოს,
ვითარცა
იტყჳს:
'ეძიებდით
სასუფეველსა
ღმრთისასა
და
სიმართლესა
მისსა,
და
ესე
ყოველი
შეგეძინოს
თქუენ'.
ნუ
ზრუნავ
უკუე
სახლეულთა
შენთა,
არამედ
არწმუნენ
იგინი
ღმერთსა,
რაჲთა
მან
კეთილად
იღუაწნეს.
უკუეთუ
შენ
იურვოდი
მათ,
კაცობრივ
იურვი
და
ღმერთი
არა
ფრიად
იღუწის,
არამედ
ვითარცა
ყოველსა
სოფელსა
ოდენ.
უკუეთუ
კულა
მხოლოსა
ღმერთსა
არწმუნო
მათი
ზრუნვაჲ
და
შენ
მას
შეუდგე,
ნეტარ
იყვნენ
იგინი,
რწმუნებულნი
მეუფისა
მის
სახიერისა.
აწ
უკუე
გნებავს
თუ,
რაჲთა
ყოვლით
კერძო
კეთილი
გეყოს
და
ზრუნვათაგან
თავისუფალ
იქმნე,
უგულებელს-ყავ სოფელი
და
სული
შენი
იღუაწე,
რაჲთა
აქაცა
სანატრელ
იქმნე
და
საუკუნეთა
მათ
კეთილთა
მიემთხჳო,
მადლითა
და
კაცთმოყუარებითა
უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრისტესითა,
რომლისაჲ
არს
დიდებაჲ
თანა
მამით
და
სულით
წმიდითურთ
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამენ.
მერმისა მისთჳს სასჯელისა და რაჲთა მოვიგოთ ზრუნვაჲ სულთა ჩუენთაჲ.
ისმინეთ, რომელნი ღირსქმნილ ხართ საჲდუმლოთა მათ დიდებულთა და ჩინებულ ხართ ქორწილსა მას ზეცისასა, და მერმეღა საქმეთა მიერ ბოროტთა შეამწინკულებთ სულთა თქუენთა.
გულისჴმა-ყავთ ვინაჲ
იწოდენით
- მებოძირთაგან
და
ფოლოცთა
და
ყურეთა
ქალაქისათა,
მკელობელნი
და
ბრმანი
სულითა,
რომელ-ესე ფრიად
უძჳრეს
არს
ჴორციელსა
სნებასა.
შეიკდიმეთ
კაცთმოყუარებისაგან
მჩინებელისა
მის
და
ნუმცა
ვინ
შეიმოსს
კუალად
პირველთა
მათ
შებღალულთა
სამოსელთა.
გამოიძიენ
კაცად-კაცადმან
სამოსელი
სულისა
თჳსისაჲ,
განირცხან
იგი
და
განიწმიდენ.
ისმინეთ,
მამანო
და
დედანო,
ყოველმან
კაცმან
და
ყოველმან
ჰასაკმან!
არა
ხილულთა
ამათ
სამოსელთა
სამკაულსა
ეძიებს
ჩუენგან
ღმერთი,
არამედ
სამკაულსა
მას
სულიერსა
ეძიებს;
ვიდრემდის
ჴორცთა
სამოსლითა
შუენიერითა
ვამკობდეთ,
ძნელ
არს
სამკაულისა
მის
სულიერისა
პოვნაჲ.
რამეთუ
არა
შესაძლებელ
არს
ერთბამად
ჴორცთაცა
და
სულისა
მკობაჲ,
არა
შესაძლებელ
არს
ერთბამად
ღმრთისაცა
მონებაჲ
და
მამონაჲსი.
აწ
უკუე
შემკობაჲ
ესე
ჴორცთაჲ
დაუტეოთ
და
სულისაჲ
შევიკრძალოთ.
უკუეთუმცა
ვინ
სახლი
შენი
შეამკო
ეზოებითა
ოქროქსოილითა
და
შატროვანებითა
ნემსულითა,
და
შენმცა
განგაშიშულა
საქიქელად
ყოველთა
თანაწარმავალთა,
არამცა
სირცხჳლ-გიჩნდაა?
აწ
უკუე
ამას
საქიქელსა
საქმესა
შენ
თჳთ
იქმ
თავსა
ზედა
შენსა:
სახლსა
მას
სულისა
შენისასა,
რომელ
არიან
ჴორცნი,
ამკობ
სამოსლითა
ბრწყინვალითა
და
თითოფერითა
და
ჰფუფუნებ
შუენიერად,
ხოლო
სული
დაგიტეობიეს
შიშუელი,
ძონძითა
უნდოჲთა
მოხუეული
და
სირცხჳლეული.
არა
უწყია,
ვითარმედ
მეფისაჲ
ჯერ-არს შემკობაჲ,
ვიდრეღა
ქალაქისაჲ?
ამისთჳსცა
ურაკპარაკთა
ქალაქისათა
ოდეს
შეამკობდენ,
ტილოთა
განჰფენენ,
და
ღებილთა
გინა
ყუავილთა
თივისათა,
და
კმა
არნ,
ხოლო
მეფისათჳს
შემზადებულ
არს
სამკაულად
პორფირი
მარგალიტითა
განრჩუნვილი
და
გჳრგჳნი
ანთრაკითა
და
სამარაგდოჲთა
განგებული
და
ზურმუხტითა
ჰინდურითა
განკარგული
და
სხუაჲ
იგი
თითოფერი
სამკაული,
ვითარცა
უწყით.
აწ
უკუე
შენცა,
კაცო,
ეგრეთვე
იქმოდე.
ჴორცნი
უნდოჲთა
სამოსლითა
შემოსენ,
ხოლო
სულსა
მეწამული
და
პორფირი
შთააცუ,
და
გჳრგჳნი
დაარქჳ
ქვისა
მისგან
პატიოსნისა
და
დასდჳ
ეტლთა
ზედა
შუენიერთა,
რაჲთა
დაუყენებელად
აღვიდეს
ქორწილსა
მას
ზეცისასა.
რასა
იქმ,
კაცო?
ქალაქსა
შეამკობ
და
მეუფესა
ამას
- სულსა
დაუტეობ,
რაჲთა,
ვითარცა
ტყუე,
შეკრული
ჴელბორკილითა,
მიმოეთრიოს
ბოროტთა
ვნებათა?
არა
გულისჴმა-ჰყოფა,
ვითარმედ
ქორწილად
საღმრთოდ
წოდებულ
ხარ?
არა
იგონება,
თუ
ვითარ
უჴმს
ყოფად
სულსა,
რომელი
მას
სასძლოსა
შევიდოდის?
ფესუედითა
ოქროანითა
თანა-აც შემკობაჲ
და
შემოსად
პირად-პირადად
შუენიერად.
გნებავსა,
რაჲთა
გიჩუენნე
კაცნი,
შემკობილნი
სამოსლითა
საქორწინოჲთა?
მოიჴსენენ
წმიდანი
ესე
მონაზონნი,
რომელნი
ზემოსა
თავსა
ვაჴსენენ,
რომელთა
ჰმოსიეს
ფლასები
და
ხალენები,
და
უდაბნოთა
მკჳდრ
არიან,
მათ
ჰქონან
ჭეშმარიტად
სამკაულნი
საქორწინენი.
ამისთჳსცა
რაოდენნიცამცა
ვინ
მისცნა
პორფირნი
და
ოქროქსოილნი,
არამცა
განუცვალნეს
ხალენები
და
თხის
ტყავები
მათი,
არამედ
ვითარცა
მეფესა,
უკუეთუ
ვინ
ძონძი
გლახაკისაჲ,
საძაგელი,
მიუპყრამცა
და
აწუევდა
შემოსად,
მოიძაგამცა
იგი
და
შეჰრისხნა,
ეგრეთ
შეურაცხიეს
მათ
პორფირი
ანუ
გჳრგჳნი
მეფისაჲ.
ესე
ამისთჳს,
რამეთუ
იციან
ბრწყინვალებაჲ
თჳსთა
მათ
შესამოსელთაჲ
და
არიან
იგინი
ფრიად
უაღრეს
მეფეთა
და
მთავართაჲსა.
უკუეთუმცა
განგიხუნა
ვინ
კარნი
გონებისანი
და
იხილენმცა
სულნი
მათნი
და
შინაგანი
იგი
სამკაული,
ვერმცა
იტჳრთე
ბრწყინვალებაჲ
შუენიერებისაჲ
მის
და
ელვარებაჲ
გონებათა
მათთაჲ,
არამედ
დაჰვარდიმცა
ქუეყანასა
ზედა
შიშისაგან
და
მცხინვარებისა
მის
ფრიადისა.
მქონან
სახენი
მრავალნი
პირველთაგან
წმიდათა,
გარნა
ზრქელთა
და
უგულისჴმოთა
ხილულნი
სახენი
უფროჲსად
შეაგონებენ.
ამისთჳს
წარგავლინებ
სავანესა
ამათ
ნეტართასა,
რაჲთა
იხილნეთ
ვითარ
განშორებულ
არიან
საქმეთაგან
სოფლისათა
და
სიხარულით
განწყობილ
არიან
ბრძოლად
ეშმაკისა.
ამისთჳსცა
დაუტევნეს
ქალაქნი
და
სოფელნი
და
ტალავრებითა
ცხონდებიან,
რამეთუ
მჴედართა,
წყობად
განსრულთა,
არა
არს
წესი
სახლთა
შინა
ყოფად,
არამედ
კარვებითა
დგებიან,
ვითარცა
მსწრაფლ
წარმავალნი.
ეგრეთვე
ესენი,
ვინაჲთგან
დაბანაკებულ
არიან
წყობად
მტერისა,
მსხემთა
და
წარმავალთა
წესი
უპყრიეს,
არა
ვითარ
ესე
ჩუენ
ვიქმთ:
არა
ვითარცა
განწყობად
განმზადებულნი,
არამედ
ვითარმცა
საუკუნოჲ
მკჳდრობაჲ
გუაქუნდა
აქა.
რომელმანმცა
მჴედარმან
ბანაკსა
შინა
დადვა
საფუძველი
შენებად
სამარადისოჲსა
სამკჳდრებელისა,
ვინაჲთგან
უწყინ,
ვითარმედ
მალე
წარსლვად
არს
მიერ
ადგილით,
ანუ
ინებამცა
სყიდად
ვენაჴთა
და
ყანათა
უცხოსა
ქუეყანასა?
უკუეთუ
ქმნას
ესე,
ვითარცა
ორგული,
იტანჯოს,
რამეთუ
ჰრქუას
მას
ერისთავმან:
ბრძოლად
მოსრულ
ხარ
აქა,
ანუ
მზახობად?
უკუეთუ
ჩუენ
თანა
მავალი
ხარ,
რაჲსათჳს
აქა
სამკჳდრებელთა
იმზადებ,
ორგულო
მჴედარო?!
ეგრეთვე
ჩუენ,
ძმანო,
განვიგულნეთ
თავნი
თჳსნი.
ნუ
აქა
ვეძიებთ
სამკჳდრებელსა,
არამედ
ქალაქსა
მას
ზეცისასა,
სადა-იგი მიმავალ
ვართ;
ხოლო
აქა
კმა
არს
ტალავარი
ოდენ
და
საჭურველნი
ბრძოლისანი
და
არა
ტაძარნი
და
საუნჯენი
და
თითოფერნი
საუცრებანი.
იხილენით,
ვითარ
ცხორებენ
წარმართნი,
არაბნი
და
გუთნი,
კარვებითა
და
ტალავრებითა.
ესრეთ
ჯერ-იყო ცხორებაჲ
ქრისტეანეთაჲ,
რაჲთამცა
მიმოვიდოდეს
და
ჰბრძოდეს
ეშმაკსა
და
იჴსნიდესმცა
მის
მიერ
ტყუექმნულთა.
უკუეთუ
ძნელ
გიჩნს
სიტყუაჲ
ესე
ჩემი,
წარვედ
სამკჳდრებელად
ზემოჴსენებულთა
მათ
მამათასა
და
იხილნე,
ვითარ
ქუაბთა
შინა
და
ტალავართა
ცხონდებიან,
ვითარცა
ჭეშმარიტნი
მჴედარნი
მეუფისანი,
ფრიად
უაღრესნი
ჴორციელთა
მათ
მჴედართასა.
რამეთუ
არა
რკინისა
და
რვალისა
საჭურველები
იხილვების
მათ
შორის,
არამედ
ყოველივე
სულიერი
არს
და
საღმრთოჲ,
საჭურველიცა
მათი
და
ბანაკიცა.
არა
ტილოჲსა
მიერ
შეკერულნი
ჰქონან
კარავნი,
არამედ
სათნოებათა
მიერ
შემზადებულნი,
სადა-იგი ზედაჲსზედა
ესტუმრებიან
ანგელოზნი
და
ანგელოზთა
მეუფე.
უკუეთუ
აბრაჰამს
ესტუმრნეს,
კაცსა,
რომელსა
ცოლი
ესუა
და
შვილი,
უცხოთმოყუარებისა
მისისათჳს,
ოდეს
პოონ
კაცი
ფრიად
უმეტესითა
სათნოებითა
შემკობილი
და
ჴორცთა
შინა
ჴორცთა
შეურაცხმყოფელი,
არამცა
წადიერებით
მოვიდოდეს
მის
თანა?
ჰე,
ჭეშმარიტად.
რამეთუ
ტაბლაჲცა
იგი
მოღუაწეთაჲ
სურნელებითა
მით
მარხვისაჲთა
სავსე
არს,
მიმსგავსებული
ტაბლასა
მას,
რომელი
უფალმან
მთასა
ზედა
დაუგო
ერსა
მას.
და
ამისთჳსცა
წადიერებით
ანგელოზნი
იქცევიან
მათ
თანა.
არავინ
არს
მათ
შორის
მონაჲ,
გინა
უფალი.
ყოველნი
ურთიერთას
მონანი
არიან
და
უფალნი
წესითა
მით
სიყუარულისაჲთა.
შემწუხრდის
რაჲ,
არცა
ერთი
არნ
მათ
თანა
მწუხარებაჲ,
ვითარ-ესე ჩუენ შეგუემთხუევის
ზრუნვათაგან
დღისათა.
არა
ზრუნვიდიან
დაკრძალვად
კართა
კლიტებითა
და
მოქლონებითა,
შიშისათჳს
ავაზაკთაჲსა,
არა
ეკრძალებოდიან
ნაბერწყალთა
დავრდომისათჳს,
ვითარ-იგი სჭირს
ნივთიერთა
კაცთა,
ეშინინ
რაჲ
დაწუვისაგან
ნაქონებისა
მათისა.
ესე
ყოველი
უშიშობაჲ
და
უცთომელობაჲ
მოსცა
მათ
უპოვარებამან
და
შეურაცხებამან
სოფლისამან.
ეგრეთვე
სიტყუაჲ
მათი
ყოველივე
საღმრთოჲ
არს
და
სულიერ.
არა
იტყჳან,
ვითარ-ესე ჩუენ,
საქმეთა
უსარგებლოთა,
თუ:
იგი
ვინმე
მთავარ
იქმნა
და
ჴელმწიფე;
იგი
ვინმე
გარდავარდა;
იგი
ვინმე
მოკუდა
და
სახლი
მისი
სხუამან
დაიმკჳდრა;
იგი
ვინმე
განმდიდრდა,
და
სხუაჲ
ესევითარი;
არამედ
მათი
სიტყუაჲ
ყოველივე
მის
საუკუნოჲსათჳს
არს,
ყოველივე
ზეცისათჳს
არს,
სადა-იგი მოქალაქობაჲ
მათი
აღესრულების,
სასუფეველისათჳს
იტყჳან,
სამოთხისათჳს,
წიაღთათჳს
აბრაჰამისთა,
გჳრგჳნთა
მათთჳს
დაუჭნობელთა,
ქრისტეს
თანა
ყოფისათჳს.
კუალად
აჴსენებენ
სატანჯველთა
მათცა,
რომელნი
განუმზადნეს
ცოდვილთა
თავთა
თჳსთა,
სირცხჳლისა
მისთჳს,
რომელი
მოწევნად
არს
მათ
ზედა
და
სასჯელისა
მისთჳს
საშინელისა.
იწურთიდიან
ჴელოვნებათა
წინამდებარისა
მის
ბრძოლისათა,
რაჲთა
არა
იძლინენ
ღონეთაგან
და
მანქანებათა
ეშმაკისათა.
აჴსენებდიან,
ვითარ
მძლე
ექმნეს
მას
წმიდანი,
ილოცვიდიან
ეგრეთვე
მძლე-ყოფად
შეწევნითა
ქრისტესითა.
ესე
არს
ცხორებაჲ
მათი.
აწ
უკუე
რაჲ-მე ვართ ჩუენ მათ თანა?
უდარეს
ვართ
ჯინჭველთასა,
ყოვლითურთ
მიწისა
და
ნაცრისა
მზრუნველნი,
და
უფროჲსღა
მჴეცთა
საქმე
გჳპყრიეს
ტაცებითა
და
ანგაჰრებითა
და
ყოვლითა
ბოროტითა.
ჩუენ
მსგავს
ვიქმნენით
პირუტყუთა,
ხოლო
იგინი
მსგავს
არიან
ანგელოზთა,
რამეთუ
ყოველი
საქმე
მათი
ანგელოზთაჲ
არს.
ამისთჳსცა,
უკუეთუ
მივიდეს
მათა
ზუავთა
მათ
მთავართაგანი
ვინმე,
არა
ეგების,
თუმცა
არა
შეიმუსრა
ქედმაღლობაჲ
მისი,
რამეთუ
მათ
თანა
ყოველივე
დიდებაჲ
სოფლიოჲ
შეურაცხ
არს;
არად
შეურაცხიეს
მეფჱ,
არცა
ეპარხოსი,
ანუ
სხუაჲ
ვინმე
დიდებულთაგანი.
და
ესე
ამით
საცნაურ
არს:
უკუეთუ
ვინ
მისცეს
ერთსა
მათგანსა
მეუფებაჲ
ყოვლისა
სოფლისაჲ,
ესოდენ
არა
თავს-იდებს
მიღებად,
ვითარცა
არამცა
თავს-იდვა მეფემან
მყრალისა
რაჲსმე
მწჳრისა
ჴელითა
რევნად.
ამისთჳს,
მორწმუნენო,
უკუეთუ
გუნებავს
სამოსლისა
საქორწინისა
მოგებად,
მსგავს
მათა
ვიქმნეთ.
ნუ
გუცონინ
მისლვად
მათდა,
რაჲთა
მათ
მიერ
ქორწილსა
მას
ზეცისასა
კადნიერად
შევიდეთ;
რამეთუ
მუნ
არა
ჴელ-ეწიფების
შესლვად,
რომლისა
სამოსელი
შებღალულ
იყოს
სიძვითა
და
არაწმიდებითა,
ანგაჰრებითა
და
ტაცებითა,
უკეთურებითა
და
სიცრუითა.
ხოლო
ჩუენ
ღირსმცა
ვართ
განწმედად
თავთა
ჩუენთა
ყოვლისაგან
ბილწებისა
სულიერისა
და
ჴორციელისა,
შინაგანთა
და
გარეგანთა
ცოდვათაჲსა,
რაჲთა
დაუსჯელად
და
სიხარულით
შევიდეთ
ქორწილსა
მას
ზეცისასა,
მადლითა
და
კაცთმოყუარებითა
უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრისტესითა,
რომლისაჲ
არს
დიდებაჲ
და
სიმტკიცე
თანა
დაუსაბამოჲთ
მამით
და
ყოვლადწმიდით,
სახიერით
და
ცხოელსმყოფელით
სულითურთ
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამენ.
ლოცვა-ყავთ წმიდისა
მამისა
ეფთჳმესთჳს,
რომელმან
წმიდაჲ
ესე
წიგნი
თარგმანა,
წმიდანო
ღმრთისანო.
ქრისტე,
ადიდე
სულითა
მამაჲ
იოვანე.
No comments:
Post a Comment