არავინ არს უკუე უსანატრელეს მოციქულთასა და უფროჲსად სამთა მათ ყოვლადქებულთასა, რომელნი ღრუბელსა მას შინა ნათლისასა ღირს იქმნეს შესლვად მეუფისა თანა; არამედ, უკუეთუ გუენებოს, ვიხილოთ ჩუენცა ქრისტე, არა ვითარ-იგი მაშინ იხილეს მათ მთასა ზედა, არამედ ფრიად უბრწყინვალესად, დიდებულსა მას მეორედ მოსლვასა მისსა. რამეთუ მაშინ ჰრიდა მოწაფეთა, და ესოდენ უჩუენა ბრწყინვალებაჲ თჳსი, რაოდენ ძალ-ედვა მათ ტჳრთვად, ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი მოვიდეს დიდებითა მამისაჲთა, არა მოსეს და ელიას თანა ხოლო, არამედ ურიცხუთა მათ მჴედრობათა თანა ანგელოზთასა, მთავარანგელოზთა თანა და ქერაბინთა, ბევრეულთა მათ თანა სერაბინთა და სხუათა მათ დასთა, და არა ღრუბელი აგრილობდეს, არამედ ყოვლითურთ ცანი ძრწოლით განეხუნენ, და დაჯდეს იგი საყდართა დიდებისათა, და ყოველი ბუნებაჲ კაცთაჲ წარდგეს წინაშე მისსა.
ვინმცა უძლო მითხრობად, ანუ გონებითაცა მიწუთომად მაშინდელსა მას დიდებასა და ბრწყინვალებასა მისსა. რამეთუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოზნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვნენ შიშით, და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა, და რომელთამე ეტყოდის: 'მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო', და სხუათა ჰრქუას: 'ეჰა, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ'; და კუალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს ცეცხლად საუკუნოდ, და რომელსამე უწოდდეს მონად ბოროტად, უკეთურად და მედგარად; და სხჳსა ნაწილსა ორგან განკუეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს; სხუათა კუალად უბრძანებდეს შეკრვად ჴელით და ფერჴით და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდის ჟამისა მისგან? მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, და ფრიად უმეტესცა მზისა. არამედ არაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალესი მზისა, ამისთჳს მას მოვიღებთ სახედ მაშინდლისა მის მართალთა ბრწყინვალებისა. რამეთუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ თქუა მახარებელმან, ვითარმედ: 'განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე', ამისთჳს ესრეთ თქუა, რამეთუ არღარაჲ პოა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალესი მზისა, რაჲთამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკუეთუ არა, ესე ცხად არს, თუ რაჲზომ უმეტეს იყო ბრწყინვალებაჲ იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ, აჰა, ესერა, მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა, ხოლო მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალებაჲ იგი ნათელსა მზისასა, რომელ ყოვლადვე ვერ იტჳრთეს მოწაფეთა, არამედ დაცჳვეს პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკუე გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსლვისასა უმეტეს მზისა, ხოლო ვაჲ ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე და შიში და ძრწოლაჲ შეედვას მათ, რაჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდინ. მაშინ არად საჴმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაჲ, რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან; ყოველივე შიშუელ და თავდადრეკილ იყოს წინაშე მისსა. არა არს მუნ მდიდარი და გლახაკი, ძლიერი და უძლური, ბრძენი და უმეცარი, მონაჲ და აზნაური, არამედ ესე წესნი და სახენი დაიჴსნებიან და გამოძიებაჲ საქმეთაჲ თუალუხუავი იხილვების და მოქმედნი უშჯულოებისანი სირცხჳლეულნი გამოჩნდებიან. ამისთჳს, საყუარელნო, გევედრები: აღვიძუარცუნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ, რაჲთა დიდებაჲ უფლისაჲ გამობრწყინდეს ჩუენ ზედა, ჴელ-ვყოთ მცნებათა უფლისათა აღსრულოებად, რამეთუ არარაჲ შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველნი მცნებანი მისნი ადვილ და შესაძლებელ არიან. ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი და სცნა სიადვილე მცნებათა ღმრთისათაჲ. 'შე-ღათუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ შთაიცუა და ნაცარი დაიფინო, მითცა არავე ჰრქჳან მარხვა და დღე სათნო უფლისა; რამეთუ არა ესევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, იტყჳს უფალი, არამედ განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ ცოდვისაჲ, განუტევენ პყრობილნი მიტევებით და ყოველი ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქე'. იხილე, სიბრძნე იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: წარმოთქუნა პირველად ძნელოვანნი და გამოაჩინა, ვითარმედ არა თუ ჭირსა და შრომასა ეძიებს ღმერთი, არამედ მორჩილებასა მისსა, რამეთუ ადვილად მოგუცემს წყალობასა მისსა უკუეთუ გუენებოს. და გჳჩუენებს, ვითარმედ სათნოებაჲ ადვილ არს და სუბუქ, ხოლო ცოდვაჲ მძიმე არს და მწარე. ამისთჳს ცოდვასა სახელ-სდვა გულარძნილებად და კრულებად სიცრუისა, და სათნოებასა ჴსნილებად და აზნაურებად. 'განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ ცოდვისაჲ'. ჭეშმარიტად ცოდვაჲ კრულებაჲ არს სულისაჲ და ჴელბორკილი არს მრავალფერად გულარძნილი, რომელი შეაშთობს და აჭირვებს სულსა მას შეკრულსა გულარძნილებითა მისითა. აწ უკუე, მორწმუნენო, განვხეთქნეთ ჩუენგან აპაურნი ცოდვისანი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მისი, შევიტკბოთ სათნოებაჲ და მცნებანი უფლისანი შევიყუარნეთ, რამეთუ უღელი მისი ტკბილ არს და ტჳრთი მისი მცირე არს და სუბუქ. ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ: 'განუტევენო პყრობილნი მიტევებით და ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქე'. ზემო კრულებად სიცრუისა და გულარძნილებად ყოველსავე ცოდვასა უწოდა, ხოლო აწ ჴელისწერილნი სიცრუისანი აჴსენნა, რომელ არიან ჴელისწერილნი იგი ვახშთა და აღნადგინებთანი, რომელნი-იგი დიდად სავნებელ და წარმწყმედელ არიან სულისა, რაჲთა გჳჩუენოს, თუ რაჲზომ ადვილ და სუბუქ არს კეთილისა საქმე. რამეთუ რაჲ სიძნელე არს არამოჴდაჲ ვაჴშისაჲ გლახაკისაგან? რაჲ სიმძიმე არს ამას შინა? ჭეშმარიტად არცა ერთი, გარნა ვნებაჲ იგი ანგაჰრებისაჲ იქმს ამას ყოველსა. გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ ამისთჳს მოგეცნეს საფასენი ღმრთისა მიერ, რაჲთა ნუგეშინის-სცემდე გლახაკთა, არა თუ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად განამრავლებდე ჭირთა და მწუხარებათა მათთა. რამეთუ აწ სახითა ნუგეშინისცემისაჲთა უფროჲსად აღაორძინებ განსაცდელსა სიგლახაკისა მისისასა, მისცემ საფასესა, რაჲთა უმეტესად განამრავლო საფასე; მისცემ ოქროსა გინა ვეცხლსა, რაჲთა მოიგო ოქროჲ და ვეცხლი უმეტესი ჭირისა მისგან გლახაკისა მის, რომელმან ივასხა. ბოროტ არს ვაჭრობაჲ ესე, საძაგელ არს ჴელოვნებაჲ ესე, და ღონე საძულელ არს ესე წინაშე ღმრთისა. მიეც, საყუარელო, ოქროჲ შენი და ვეცხლი და მოიყიდე სასუფეველი ცათაჲ. ნუ მცირესა და უნდოსა სავაჭროსა მოივაჭრებ, ვაჴშსა და აღნადგინებსა ათეულსა საფასისა შენისასა, გინა ხუთეულსა, არამედ ცხორებაჲ იგი უკუდავი მოიგე. რაჲსათჳს გლახაკ ხარ გონებითა და დავრდომილ? რაჲსათჳს უგუნური ვაჭარი ხარ, ფრიადისა მიმცემელი და მცირედისა მომღებელი? საფასისა წილ წარწყმედადისა სასუფეველი საუკუნოჲ მოგეცემის და შენ არა მოიღებ მას, არამედ მცირედისა აღნადგინებისათჳს მოიშთვები. ჵ ფრიადი ესე სიცოფე! რად დაუტეობ ღმერთსა და კაცობრივთა სარგებელთა სდევ? რაჲსათჳს მდიდარსა მას და განმამდიდრებელსა ყოველთასა თანაწარჰჴდები და გლახაკისა მისგან ეძიებ აღნადგინებსა შენსა და ცუდად აშთობ მას? მდიდარი იგი მეუფე მზა არს მოცემად, ჴელი განუმარტებიეს და წინაგიყოფს ნიჭსა მას დიდებულსა, და შენ თანაწარჰჴდები მას და მისგან გნებავს მოღებად, რომელი იძულებითცა მცირედსა მოცემად ვერშემძლებელ არს. იგი წადიერ არს მოცემად და ესე მწუხარე არს; იგი ასწილად მოგცემს და ესე ასეულსაცა ვერშემძლებელ არს; იგი ცხორებასა საუკუნოსა მოგცემს და ესე - წარწყმედასა; იგი თანანადებსა შენსა ქებით და დიდებით მოგცემს და ესე - შფოთით და გინებით. აწ უკუე არა უკუანაჲსკნელი უგუნურებაჲ და სიცოფე არსა დიდთა მათ კეთილთა დატეობაჲ და უნდოთა ამათ და ცუდთა ძიებაჲ? რავდენნი აღნადგინებისათჳს დიდთა განსაცდელთა შთავარდეს, რავდენთა თავნიცა თჳსნი და მოყუასნიცა დააგლახაკნეს, რავდენნი ამის ჯერისათჳს სრულიადსა წარწყმედასა მიეცნეს! და ნუ ამას იტყჳ, კაცო, თუ გლახაკი იგი წადიერ არს მოცემად აღნადგინებისა, რამეთუ ესე გარდამატებულისა მის ანგაჰრებისა შენისათჳს იქმნების, ვინაჲთგან თჳნიერ ვაჴშისა არა ავასხებ. ამისთჳს აიძულებს ჭირი გლახაკსა მას წადიერებად აღნადგინებისა მოცემასა და შენისა მისთჳს უსახურობისა მადლიერ არს, არამედ შენ გულისჴმა-ყავ, რაოდენსა ბრალსა ამის საქმისასა წარმოიტყჳან წერილნი ძუელნი და ახალნი. გარნა იტყჳან ვინმე მევაჴშეთაგანნი, ამისთჳს მოვიღებო აღნადგინებსა, რაჲთა მივსცე იგი გლახაკთა. გულსავსე იყავ, კაცო, ვითარმედ ესევითარი ქველისსაქმე ღმერთსა არა ჰნებავს. უმჯობეს არს არამიცემაჲ გლახაკთადა, ვიდრეღა ესევითარისა მონაგებისაგან მიცემაჲ. უკუეთუ აღნადგინებისაგან იქმოდი ქველისსაქმესა, გრქუას შენ ღმერთმან, ვითარმედ: არა ესევითარი ქველისსაქმე გამოვირჩიე მე. ვაჴში და აღნადგინები სრულიად განგდებულ არს შჯულისაგან საღმრთოჲსა. და არა ესე ხოლო, არამედ წესისაგანცა პირველთა მათ მეფეთა და მთავართაჲსა საძულელ იყო ესე საქმე. რამეთუ შჯულსა შინა ჰრომაელთა სამეფოჲსასა ესრეთ განწესებულ არს, რაჲთა მთავართა მათგან, რომელთაცა სჳნკლიტოს ეწოდების, რომელიცა იპოოს აღნადგინებისა მიმღებელად, განვარდეს სამთავროჲსაგან თჳსისა; ხოლო აწ ჩუენცა ვქადაგებთ, ვითარმედ ყოველი მევაჴშე და აღნადგინებისა მკრებელი განაგდებს თავსა თჳსსა სასუფეველისაგან ცათაჲსა. აღნადგინები მსგავს არს ნაშობთა იქედნისათა, რამეთუ ვითარცა იგინი შეშჭამენ საშოსა დედისასა, ეგრეთვე ესე შეშჭამს სულთა მათ მომგებელთა მისთასა. ამათ ესევითართა ჴელისწერილთათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: 'ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქეო', რამეთუ უფალმან ესრეთ გჳბრძანა: 'ავასხებდითო, ვინაჲ-იგი არა მოელოდით მოღებასა'. ხოლო შენ, კაცო, არა მას ოდენ ეძიებ, რომელი მიეც, არამედ აღნადგინებისაცა მოჴდად იკადრებ გლახაკისაგან და ჰგონებ, თუ ამით ჯერითა საფასეთა შენთა განამრავლებ, არამედ უწყოდე, ვითარმედ საფასისა წილ ცეცხლსა მას უშრეტსა აღატყინებ შენ ზედა. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, უცხო-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ამის უჯეროებისაგან; მოვიწყჳდნეთ ბოროტნი ესე ჩუეულებანი, დავამჴუნეთ აღნადგინებნი იგი ანგაჰრებისანი; განვიჴსნათ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ; განვხეთქოთ გულარძნილებაჲ ყოვლისავე ცოდვისაჲ; განუტევნეთ პყრობილნი მიტევებით და ყოველი ჴელისწერილი სიცრუისაჲ განვხეთქოთ; ვსცეთ მშიერთა პური და გლახაკნი უსადგურონი შევიყვანნეთ სახლად ჩუენდა; ვიხილოთ თუ შიშუელი შევმოსოთ იგი და თჳსი ნათესავისა ჩუენისაჲ არა უგულებელს-ვყოთ (ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ და წმიდისა ნათლისღებისა ძმანი ჩუენნი); მოვიგოთ სიყუარული, სახიერებაჲ, კაცთმოყუარებაჲ, სიწმიდე, სიმდაბლე, ლმობიერებაჲ; უცხო-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისავე ცოდვისაგან; შევინანნეთ პირველქმნილნი უშჯულოებანი; მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი. ესრეთ თუ ვყოთ, ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: 'ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთისმსახურებაჲ უნაკლულებით, რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად, ჩას, რამეთუ არცა განღებად რაჲ ჴელ-გუეწიფების', გარნა ხოლო საქმენი ჩუენნი, გინა კეთილნი, გინა ბოროტნი. აწ უკუე, ძმანო, კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რაჲთა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდად შუენიერებასა მას უფლისასა, მო-რაჲ-ვიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თჳსითა, განკითხვად ყოველთა კაცთა, და დავდგეთ მარჯუენით მისა და გუესმას ჴმაჲ იგი კურთხევისაჲ და მივემთხჳნეთ მკჳდრობასა მას სასუფეველისა ცათაჲსა. ამას ესევითარსა კეთილსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment