სადა არიან აწ ურწმუნონი? სადა არიან, რომელნი იტყჳან, თუ: შობასა კაცთასა ანუ ქცევასა ვარსკულავთასა შეუდგან საქმენი სოფლისანი და ჟამთა ცუდთა შემოიღებენ ეკლესიისა წესთა დამჴსნელად? ვითარ იტყჳთ, უბადრუკნო, თუ: ყოველნი საქმენი ქცევითა ჟამთა და ვარსკულავთაჲთა იქმნებიან და ამაოებასა ყოვლისასავე ჰქადაგებთ. ვის სადა აჴსოს, თუ სხუაჲ ქრისტე გამოჩნდა, თჳნიერ ერთისა მის ყოველთა მეუფისა? რად არა მიიღო ქცევამან ჟამთამან სხუაჲ მსგავსი საქმისაჲ მის? და გარეშე ამისა სხუანიცა საქმენი გულისჴმა-ყვენით:
გიხილავსა სხუაჲ სოდომ-გომოროჲ? ქმნილ არსა სხუაჲ წყლით-რღუნაჲ? რად არა მოიღო ქცევამან ჟამთამან ესევითარი? ვიდრემდის ეკიცხევთ თავთა თჳსთა ქცევითა მით ჟამთაჲთა და წესითა ვარსკულავთრაცხისაჲთა? და ვითარ აღესრულებისო მრავალი ვარსკულავთმრაცხელთა თქმული? - მეტყჳან ჩუენ გონებაცთომილნი ვინმე. ისმინე, უგუნურო, მიზეზი ამის საქმისაჲ: რამეთუ ოჴერ გიქმნიეს თავი შენი შეწევნისაგან ღმრთისა, უკეთურებითა მაგით შენითა, და განგიცემიეს ეშმაკისადა და განშორებულ ხარ ნეფსით განგებისაგან ღმრთისა, ამისთჳს ვინაჲცა ჰნებავს ეშმაკსა, შესცვალებს და მიმოდასდებს საქმეთა შენთა. ხოლო წმიდათა ზედა ვერარას იქმს ესევითარსა. და რად ვიტყჳ წმიდათა? ვერცა თუ ჩუენ ზედა, ცოდვილთა ამათ, რომელნი შეურაცხ-ვჰყოფთ მას და არარად შეგჳრაცხია, ვერარაჲ ჴელ-ეწიფების ქმნად, ვერცა შემძლებელ არს, დაღაცათუ მოქალაქობაჲ ჩუენი უწესო არს და განფრდილ ცოდვითა, გარნა ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა სარწმუნოებაჲ მართალი კეთილად გჳპყრიეს, ამისთჳს უზეშთაეს ვართ მძლავრებისა მის ეშმაკისა და არცა ერთი რაჲ ჴელმწიფებაჲ აქუს მას ვნებად ჩუენდა. ხოლო შენ, რომლისა ეგე თუალნი გულისანი დაბნელებულ არიან და მიდრეკილ ხარ წესისა მისგან ქრისტეანეთაჲსა და იტყჳ, თუ საქმენი შენივე შობისა ჟამსა და ვარსკულავთა წესსა შეუდგან და ამით ჯერითა მიგიცემიეს ეშმაკისადა შენ ზედა უფლებაჲ, შესცვალებს იგი საქმეთა შენთა, ვითარცა ჰნებავს, რაჲთა სრულიად გაცთუნოს და მიგიღოს ცნობაჲ შენი. აწ უკუე გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ყოვლითურთ სიტყუაჲ ეგე შობისა და ვარსკულავთაჲ ცუდ არს და არარაჲ და ყოველივე უწესოება და ტყუილ. კუალად იტყჳს ცუდადმეტყუელი იგი, ვითარმედ: უკუეთუ ცუდ არს სიტყუაჲ იგი შობისაჲ და ვარსკულავთაჲ, ვითარ იგი ვინმე მდიდარ არს და იგი ვინმე გლახაკ? ხოლო მე ვრჰქუა მას, ვითარმედ: არა უწყი; რამეთუ ესრეთ ვთქუა ჟამისად, რაჲთა გასწაო შენ არა გამოძიებად ყოვლისავე საქმისა, არამედ უწყებად, ვითარმედ არიან მრავალნი საქმენი ჩუენგან დაფარულნი, ხოლო წინაშე ღმრთისა განცხადებულნი. აწ უკუე რომლისაცა საქმისა მიზეზი არა იცოდი, ნუ იტყჳ, თუ: ესე ცუდად და ამაოდ არს, და მიზეზსა მისსა ვარსკულავთა მიაჩემებ და არაარსთა საქმეთა მისცემ უფლებასა. უმჯობეს არს უმეცრებაჲ კეთილი, ვიდრე მეცნიერებაჲ ბოროტი, რამეთუ უმეცრებამან მან ადვილად ისწავის ჯეროვანი, ხოლო ბოროტისა მზრახვალმან უძნელესად დაივიწყოს ბოროტი იგი და ისწავის კეთილი. და წიგნსა შინა უწერელსა ადვილად იწერების, ხოლო ბოროტად წერილისაჲ კეთილად გარდაქცევაჲ ძნელ არს, რამეთუ პირველად აჴოცაჲ ჯერ-არს ბოროტისა მის წერილისაჲ და მერმეღა დაწერაჲ კეთილისაჲ. და ქუეყანაჲ სრულიად უნაყოფოჲ უაღრეს არს, ვიდრეღა ეკლისა და კუროჲსთავისა აღმომაცენებელი; რამეთუ მას ზედა თესვად ადვილ არს, ხოლო ეკლოანისა მის პირველად ჯერ-არს შრომაჲ განწმედად და აღმოფხურად ბოროტისა მის ძირისა და მერმეღა - თესვად კეთილისა. ამისთჳს გეტყჳ: ნუ მოსწრაფე ხართ ყოვლისავე საქმისა მიზეზთა ცნობად, რამეთუ ამის ჯერისაგან მრავალნი შთავარდეს წვალებათა ბოროტთა და უკურნებელ იქმნეს. ვინ ხარ შენ, მიწაჲ ეგე და ნაცარი, რომელ გნებავს, თუმცა გულისჴმა-ჰყვენ სასჯელნი ღმრთისანი? არა გესმისა, რასა ღაღადებს ესაია: 'ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ექმნა მას?' არა აღმოიკითხავა წიგნსა პავლე მოციქულისასა, ვითარ იტყჳს: 'ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან სასჯელნი მისნი და გამოუკლეველ არიან გზანი მისნი!' აჰა, ესერა, ესე ყოველი ვთქუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალნი არიან საქმენი ჩუენგან დაფარულნი და ღმრთისადა საცნაურნი. ხოლო აწ ესეცა ვთქუა: იტყჳ, თუ: ვინაჲ არს ვინმე მდიდარ? - რომელნიმე მდიდარ არიან ნებითა და მიცემითა ღმრთისაჲთა, სხუანი კუალად მიშუებითა მისითა მოიგებენ სიმდიდრესა, რამეთუ ესე არს მოკლე და მარტივი სიტყუაჲ. და რაჲ არს სიტყუაჲ ესეო? - იტყჳს წინააღმდგომი, - მეძავთა და მემრუშეთა და მტაცებელთა ღმერთი მისცემსა სიმდიდრესა და იგი იქმსა განმდიდრებასა მათსა? არა იგი იქმს, არამედ მიუშუებს განმდიდრებად. ხოლო ფრიადი განყოფილებაჲ არს და უზომოჲ სიშორე შორის ქმნისა და მიშუებისა. და თუ სთქუა, ვითარმედ: ყოვლადვე რაჲსათჳს მიუშუებს? მე გრქუა შენ, ვითარმედ: ამისთჳს, რამეთუ არღა მოწევნულ არს ჟამი განკითხვისაჲ, რაჲთამცა მიიღო კაცად-კაცადმან ღირსებისაებრ. ვინმცა იყო უძჳრეს მდიდრისა მის, რომელი ნაბიჭევსაცა ტაბლისასა არა მისცემდა ლაზარეს? გარნა არავე დააყენა იძულებით სიმდიდრისაგან. ამისთჳსცა უუბადრუკჱს ყოველთაჲსა იქმნა, რამეთუ არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო. და ესე მარადის ესრეთ არს: უკუეთუ იყვნენ ორნი ცოდვილნი და ერთსა მას აღესრულოს ცხორებაჲ თჳსი სიმდიდრით და მეორესა მას სიგლახაკითა, არა სწორად იტანჯებიან მუნ, არამედ მდიდარი იგი და ფუფუნებული უძჳრესად იტანჯოს, ვითარცა-იგი მდიდარსა მას შეემთხჳა, რამეთუ კეთილი მისი აქავე მიეღო. აწ უკუე შენცა, იხილო რაჲ კაცი უკეთური და უსახური სიმდიდრესა შინა და ბედნიერობასა, სულთ-ითქუენ მისთჳს და ცრემლოდე, რამეთუ სიმდიდრე იგი აღმაორძინებელ სატანჯველთა მისთა იქმნების. რამეთუ ვითარცა-იგი, რომელთა მრავალი ეცოდოს და არა ენებოს სინანული, იუნჯებენ თავისა თჳსისა საუნჯესა რისხვისასა, ეგრეთვე რომელნი არა ხოლო თუ უტანჯველად დაშთენ ამას სოფელსა, არამედ შუებითცა და დიდებით აღასრულნენ დღენი თჳსნი, უმეტესსა მიეცნენ სატანჯველსა მას საუკუნესა. ისმინე ნეტარისა დავითისთჳს, ოდეს შთავარდა ცოდვასა მას და ამხილებდა ნათან წინაჲსწარმეტყუელი, ვითარ ამას საქმესა, სიმდიდრისა და დიდებისა მისისასა, უმეტესისა ბრალობისა მიზეზად მოიღებდა, რომელ-იგი ესოდენთა კეთილთა ზედა ესრეთ მისცა თავი თჳსი ცოდვასა და აჩუენა სახე უმადლოებისა და დაჴსნილობისაჲ. ამისთჳს აყუედრებდა ღმერთი და ეტყოდა: 'არა მეფედ გცხეა და გიჴსენ შენ ჴელისაგან საულისა და მიგეც შენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდაჲსი? და უკუეთუ მცირე იყო ესე შენდა, სხუაჲცამცა შევჰმატე. და რაჲსათჳს ჰქმენ ბოროტი წინაშე ჩემსა?' რამეთუ არა თუ ყოვლისავე ცოდვისა ერთი არს საშჯელი, არამედ მრავალი და ფრიად განყოფილი, ჟამთაგანცა და პირთაგან და პატივთაგან და მეცნიერებისაგან და სხჳსა მრავლისა. და რაჲთა ცხად იქმნას სიტყუაჲ ესე, შემოვიღოთ შორის ერთი რაჲმე ცოდვაჲ და იხილეთ, რავდენი განყოფილებაჲ აქუს. და ამას არა თავით თჳსით ვიტყჳთ, არამედ საღმრთოთა წერილთაგან. ვთქუათ სიძჳსათჳს: ისიძვა ვინმე პირველ შჯულისა, - სხუაებრ იტანჯოს, და ამას მოასწავებს პავლე, ვითარმედ: 'რავდენთაცა უშჯულოდ ცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ', ესე იგი არს უადვილესად; ისიძვა ვინმე შემდგომად შჯულისა, - უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ იტყჳს: 'რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა იტანჯნენ,' ესე იგი არს უძჳრესად; რამეთუ ბუნებითსა მას შჯულსა თანა იყოს წერილიცა იგი შემასმენელ მათა; კუალად ისიძვა მღდელმან ვინმე, - დიდად დასართავი აქუს სატანჯველისაჲ პატივისა მისგან. ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ იპოვის დედაკაცი სიძვასა შინა, სიკუდილისა თანამდებ არნ, ხოლო ასულნი მღდელთანი იპოვნიან თუ, ცეცხლითა დაიწუვოდეს, რაჲთა საცნაურ იქმნას, თუ რაოდენი საშჯელი მიელის მღდელსა, უკუეთუ ცოდოს. უკუეთუ ასულსა უმეტესი საშჯელი მიეჴადა ამისთჳს, რომელ მღდელისა ასული არს, რაოდენ უმეტად მღდელსა მოეჴადოს? კუალად, განიჴრწნა ვინმე იძულებით, - ესე ბრალისაგანცა და საშჯელისა ჴსნილ არს, იძულებისა მისთჳს. სხუამან მისცა თავი თჳსი სიძვასა სიმდიდრესა შინა, სხუამან სიგლახაკისათჳს, - აქაცა ფრიადი განყოფილებაჲ არს, ვითარცა ზემო ვთქუ დავითისთჳს. ისიძვა ვინმე შემდგომად ქრისტეს მოსლვისა, - უკუეთუ უნათლავად და უნანელად მოკუდა, უძჳრეს მათ ყოველთასა დაისაჯოს; სხუამან ისიძვა შემდგომად ნათლისღებისა, - უმეტესი სიმძიმე არს მის ზედა, რამეთუ ნათლის-ღებაჲ მეორე არღარა არს, არამედ შრომითა და ცრემლითა სინანულისაჲთა უჴმს განბანაჲ ცოდვისა მის თჳსისაჲ, რომელი შეემთხჳა; ისიძვა სხუამან მღდელობასა ამას შინა ახლისა შჯულისასა, - ესე არს თავი ყოველთა ბოროტთაჲ. იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ გიჩუენე ერთისა მის ცოდვისაჲ? და მეცნიერებისაგანცა არს განყოფილებაჲ უმეცარისაგან, რამეთუ იტყჳს: 'მონამან, რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად'. და პირველქმნულისა სახისა შემდგომად ცოდვაჲ აღმაორძინებელ არს საშჯელისა. ამისთჳს იერუსალჱმსა აყუედრებს: 'რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ და არა ინებეთო'. და შუებასა შინა ცოდვაჲ უძნელეს არს, ვიდრე სიგლახაკესა, ვითარცა ლაზარესთჳს წერილ არს; და ადგილისაგანცა ძნელოვან იქმნების ცოდვაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: 'შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა'; და სახისაგანცა ცოდვათაჲსა იქმნების სიმძიმე ცოდვისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: 'დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა'. და კუალად ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: 'არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი'. და კუალად ოდეს სხუათა ზედა მოწევნულისა რისხვისაგან არა შეშინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: 'ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ'. იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: 'სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა'. აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედა საქმესა, ნუცა ვეძიებთ, თუ ესე რაჲმე რად ესრეთ იქმნა, ანუ იგი რაჲმე რად ესრეთ განაწესა, არამედ მიუშუათ ყოველი მიუწდომელთა მათ განკითხვათა ღმრთისათა. ხოლო ჩუენ ესე ვიღუაწოთ, რაჲთა ცოდვისაგან განვეშორნეთ და სათნოებაჲ შევიკრძალოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:
Post a Comment