ხოლო კუალად ზემოწერილნი იგი სიტყუანი მოვიჴსენნეთ და მცირედ მათთჳს სიყუარულისა თქუენისა მიმართ ვიტყოდით. გულისხმა-ვყოთ, საყუარელნო, რამეთუ ყოველთავე წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდარსა ქრისტეს[ს]ა და სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს. გამოვსახოთ გონებათა ჩუენთა იგი სამშჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს და სიტყჳს-გებაჲ თანა-გუაც.
შევედინღა კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს. არა შეძრწუნდაა თითოეული? არა განცჳბრდითა? მე მოვიჴსენე და ძრწოლაჲ შემედვა და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა. ხოლო უკუეთუ აწ ჴსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲ-მე ვყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოზნი და ანგელოზთმთავარნი განწყობილ იყვნენ, ოდეს საყჳრთა მათ საშინელთა სცემდენ და მკუდარნი აღდგებოდინ, რომელნიმე აღიტაცებოდინ და რომელნიმე დაშთებოდინ, ოდეს წიგნნი იგი მატიანთანი განეხუმოდინ და საქმენი კაცად-კაცადისანი წარმოდგებოდინ და მდინარე ცეცხლისაჲ დიოდის, ოდეს-იგი, ვითარცა პეტრე მოციქული იტყჳს: "ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ?" მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ და უფალი იესუ ქრისტე დიდებითა დიდითა დაჯდეს საყდართა მათ შესაძრწუნებელთა, და მართალნი დაადგენ მარჯუენით მისა, და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი ხუდეს და მერმე დაშჯილნი წარივლინნენ ცეცხლად. ვაჲმე, ვაჲმე, დაღაცათუმცა ცეცხლად არა მიივლინებოდეს, ესე მებრ, რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცჳვენ შეურაცხად, რაჲზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს. უკუეთუ წარმავალისა ამის და უნდოჲსა ქუეყანისა სამეუფოჲთ ვინ განიდევნოს მსახურთაგანი მეფისათა ცთომისა რაჲსათჳსმე და განვარდეს თხოვად პურისა, დიდი მწუხარებაჲ და გარდამატებული ჭუვილი შეემთხუევის. უკუეთუ წარმავალისა ამის და აჩრდილებრ განქარვებადისა დიდებისაგან გამოჴუებაჲ ესრეთ შესაწუხებელ არს, რაჲ-მე იყოს მაშინ ცოდვილთა ზედა? ანუ მცირედ სატანჯველად გგონიესა განვრდომაჲ მარჯუენით მდგომარისა მისგან კურთხეულისა კრებულისა და გამოჴუებაჲ მიუთხრობელისა მისგან დიდებისა და განშორებაჲ ზატიკობისა მისგან და შუებისა გამოუთქუმელთა მათ კეთილთა? ხოლო ამას ყოველსა ზედა ბნელსაცა მივეცემოდით გარესკნელსა, და ღრჭენასა კბილთასა, და საკრველთა განუჴსნელთა, და მატლსა დაუძინებელსა, და ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ჭირსა მიუთხრობელსა. რაჲ-მე ვყოთ, ოდეს ენანი ჩუენნი შეიწუებოდინ, ვითარცა მდიდრისა მის, ვგოდებდეთ და არავინ ისმენდეს, სულთ-ვითქუმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა და არავინ მოგუხედვიდეს, ვხედვიდეთ ყოველგნით და ნუგეშინის-ცემაჲ არასადაჲთ იყოს? ჵ გლახაკთა და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მიეცნენ. შევიდით რაჲ ოდესმე საპყრობილედ და ვიხილნით მუნ კაცნი, შეკრულნი და შებორკილნი და ბნელსა შეწყუდეულნი, შევწუხნით წყალობითა მათითა და ყოვლით კერძო განვეკრძალნით არამიცემად ესევითარსა მას ჭირსა. რაჲ-მე უკუე ვყოთ, ოდეს მიგჳყვანებდენ ზიდვით და ჭენებით სატანჯველთა მათ გეჰენიისათა? იგი საკრველნი არა საბლისანი არიან, არცა რკინისანი, რომლითა შეკრულ ვართ, არამედ ცეცხლისა უშრეტისანი. იგი ზედამდგომარენი არა ბუნებისა ჩუენისანი არიან, რაჲთამცა სადმე ვევედრენით და შეგჳწყალნეს, არამედ ანგელოზნი არიან (რომელთა თუალთა შედგმადცა ვერ ეგებოდის ჩუენგან), განრისხებულნი ჩუენ ზედა, რომელ-იგი მეუფესა შევსცოდეთ და მცნებანი მისნი არა დავიმარხენით. არა არს მუნ, ვითარ-ესე აქა იქმნების პყრობილთა ზედა: და რომელნიმე ვეცხლსა მისცემენ, სხუანი საზრდელსა მოართუმენ, სხუანი სიტყჳთ ნუგეშინის-სცემენ, არამედ მუნ არარაჲ ესევითარი იპოვების. დაღაცათუ ნოვე და იობ და დანიელ იხილნენ თჳსნი მათნი სატანჯველთა მათ შინა, ვერ იკადრებენ შეწევნად, რამეთუ ბუნებითისაცა წყალობისა მაშინ დაჴსნაჲ იქმნების. ვინაჲთგან იპოვებიან მრავალნი მამანი მართალნი შვილთა უკეთურთანი და სხუანი შვილნი მართალნი მამათა ცოდვილთანი; ხოლო რაჲთა სიხარული იგი მართალთაჲ წმიდაჲ იყოს და შეუწუხებელ, და არა წყალობითა თჳსთა მათთაჲთა მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: ბუნებითი იგი წყალობაჲ დაშრტების მათ შორის, და რომელთა ზედა მეუფჱ განრისხნეს, იგინიცა ჰრისხვიდენ, თჳსთა მათ შვილთა, ანუ მშობელთა, გინა ძმათა. უკუეთუ კაცნი მრავალგზის აქავე შვილთა უკეთურთა უვარ-ჰყოფენ, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ მართალნი მას საუკუნესა ესრეთ იქმან? აწ უკუეთუ ვისმე საქმენი კეთილნი არა ჰქონდინ, კეთილსა ნურას მოელის, დაღაცათუ ბევრეულნი ისხნენ თჳსნი და მშობელნი მართალნი, რამეთუ კაცად-კაცადმან მოიღოს რაჲ-იგი ჴორცთა შინა ექმნას, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი. ესე მარადის გუაქუნდინ, ძმანო, გონებათა შინა ჩუენთა და ვეკრძალნეთ თავთა თჳსთა. უკუეთუ ცეცხლი გულისთქუმათა ბოროტთაჲ გმძლავრობს, კაცო, ჴსენებაჲ საუკუნოჲსა მის ცეცხლისაჲ წინააღუდგინე და ესე მეყსეულად დაშრტეს. უკუეთუ სიტყუასა ბოროტსა იტყოდი, მოიგონე ღრჭენაჲ იგი კბილთაჲ და იქმნას შიში იგი აღჳრ შენდა. უკუეთუ მოტაცებაჲ უცხოჲსა მონაგებისაჲ გენებოს, ისმინე საშინელი იგი განჩინებაჲ მსაჯულისა მის მართლისაჲ, რომელსა იტყჳს: "შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა", და ვნებაჲ იგი ბოროტი ივლტოდის შენგან. უკუეთუ შუებით და მთრვალობით გარდაიჴდი დღეთა შენთა, მდიდარი იგი მოიჴსენე, რომელ ნაწუელთა წყლისასა ეძიებდა ცეცხლსა მას შინა და ვერ მიემთხჳა სათხოველსა მას, და განეყენო შენ უწესოვებისა მისგან; უკუეთუ მოცინარი ხარ და განმცხრომელი, მოიჴსენე საუკუნოჲ იგი ჭირი და გლოვაჲ, და დიდად გერგოს; უკუეთუ უსახურ ხარ და უწყალო, მოიჴსენენ ქალწულნი იგი სულელნი, რომელთა სანთელნი დაშრიტეს და სასძლოჲსა მისგან განვარდეს, და ადრე მოიქცე მოწყალებად; უკუეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიჴსენენ, რომელმან-იგი ქანქარი ქუეყანასა დაჰფლა და რაჲ-იგი შეემთხჳა, და განიღჳძო ძილისა მისგან უდებებისა; უკუეთუ შური მოყუსისაჲ გჭამს, მოიჴსენე მატლი იგი უძილი, და განერე სენისა მისგან ბოროტისა. ყოველნი იგი სატანჯველნი, ცოდვილთათჳს განმზადებული, გონებასა შინა გუაქუნდინ, და ვისწრაფოთ, საყუარელნო, არა შთავრდომად მათ შინა, რამეთუ არარაჲ მძიმჱ და შეუძლებელი განუწესებიეს ჩუენდა ქრისტესა. ვინაჲ უკუე ესრეთ მძიმედ გჳჩნს მცებათა მისთა აღსრულებაჲ? უდებებისაგან ჩუენისა და დაჴსნილობისა. ხოლო გან-თუ-ვიფრთხოთ, ყოველთა უძნელესნიცა მცნებანი ადვილად აღგჳჩნდეს. ნუ ვხედავთ მათ, რომელნი შუებასა შინა არიან და განცხომასა და გულისთქუმათა ბოროტთა აღსრულებასა, არამედ იგი მოვიჴსენოთ, თუ რაჲ არს აღსასრული მათი: აქა სიზრქჱ ჴორცთაჲ და სიმყრალჱ, და მას საუკუნესა - ცეცხლი და მატლი საუკუნოჲ და სხუანი იგი სატანჯველნი. კუალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისხმა-ვყოთ: აქა ზრუნვანი და შიშნი და ურვანი, და მუნ - საკრველნი განუჴსნელნი. ნუ დიდებისმოყუარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისხმა-ვყოთ: აქა მონებაჲ უზეშთაესთაჲ და კაცთმოთნებაჲ, და მუნ - სიგლახაკჱ ბოროტი და ბნელსა შინა ყოფაჲ გარესკნელსა. უკუეთუ ამას ესევითარსა ვიწურთიდეთ და ესრეთ წინააღუდგებოდით ბოროტთა მათ გულისთქუმათა ჩუენთა, ადრე მძლე ვექმნათ მათ მადლითა ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი წარუვალთა მათ კეთილთაჲ. ჰე, გევედრები, მათ კეთილთა სურვილი მოვიგოთ, რამეთუ ჴსენებაჲ მებრ მათი სახარულევან არს, ხოლო მიმთხუევაჲ მათი რომელმან-მე ენამან გამოთქუას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაჲზომ ტკბილ არს და საწადელ. ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ კეთილთა მათ მიმთხუევად, ვითარცა-იგი უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან საუკუნოჲსა განვარდენ და სატანჯველთა მათ მიეცნენ. ხოლო ჩუენ, ძმანო, უკუეთუ გუსურის კეთილთა მათ ზიარებად, "რომელნი თუალმან არა იხილნა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა", შევიტკბოთ სათნოებაჲ და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვჩნდეთ, რაჲთა სასუფეველი ცათაჲ დავიმკჳდროთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე, სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:
Post a Comment