მარადჟამ უნდა ვმადლობდეთ უფალს იმისათვის, რომ „ნებსით არა ნებავს
სიკუდილი
ცოდვილისაი,
არამედ
მოქცევაი და ცხონებაი მისი”.
`“ჩვენს
დროში
საკვირველი
ამბის
მომსწრე
გავხდი,
- გვიამბობს ილიოპოლის1 ეკლესიის
დიაკვანი
იაკობი,
- ამიტომაც ჩემს წმიდა ძმებს მინდა, რომ მოგითხროთ. გულდასმით წაიკითხეთ, მეტად სულისსარგოა.
ანტიოქიის2 უწმიდესმა
არქიეპისკოპოსმა
საეკლესიო
საჭიროებისათვის
გარეშემო
ქალაქებიდან
რვა
ეპისკოპოსი
იხმო.
მათ
შორის
ღვთის
წმიდა
კაცი,
ჩემი
ეპისკოპოსი
ნონიც
ერია.
ის
საკვირველი
ვინმე
იყო.
ადრე
ტავენას3
მონასტრის
ყველაზე
მკაცრი
ცხოვრების
ბერად
ითვლებოდა,
შემდეგ
თავისი
კეთილმსახურებისათვის
ეპისკოპოსად4
აირჩიეს.
ნონი
ილიოპოლიდან
ეახლა
არქიეპისკოპოსს
და
მეც
თან
წამიყვანა.
ეპისკოპოსები
წმიდა
მოწამე
იულიანეს5
სახელობის
ტაძარში
შეიკრიბნენ.
გამოსვლისას
ნონისაგან
დამოძღვრა
მოისურვეს
და
ეკლესიის
კართან
ჩამოსხდნენ.
ნონმა
ბაგენი
გახსნა
და
სულისსარგო
და
საცხონებელ
საუბარს
მოჰყვა.
მის
წმიდა
შეგონებებს
ყველა
მოწიწებით
უსმენდა.
ამ დროს ეკლესიასთან ერთმა წარმართმა ქალბატონმა ჩაიარა, მთელს ანტიოქიაში სახელგავარდნილმა მეძავმა. ძვირფას სამოსელში მოკაზმულს ქედმაღლად ეჭირა თავი, უხვად აესხა ოქროული და თვალ-მარგალიტი. ლამაზად შემკული ყმაწვილქალები და ჭაბუკები ახლდნენ თან. ქალი ისეთი სილამაზით ბრწყინავდა, რომ ეს მაღალი წრის ჭაბუკები მისი ცქერით ვერ ძღებოდნენ. გვერდით ჩაგვიარა და სურნელება შემოგვაფრქვია. ასე ურცხვად მოარული, თავდაუბურავი და მხრებგაშიშვლებული ქალის დანახვაზე ეპისკოპოსებმა თვალები დახუჭეს და ჩუმი ოხვრით ზურგი აქციეს, როგორც დიდ ცოდვას. ნეტარი ნონი კი დიდხანს უცქერდა დაკვირვებით, სანამ ქალი თვალს არ მიეფარა. მერე ეპისკოპოსებს მიუტრიალდა და ჰკითხა:
ამ დროს ეკლესიასთან ერთმა წარმართმა ქალბატონმა ჩაიარა, მთელს ანტიოქიაში სახელგავარდნილმა მეძავმა. ძვირფას სამოსელში მოკაზმულს ქედმაღლად ეჭირა თავი, უხვად აესხა ოქროული და თვალ-მარგალიტი. ლამაზად შემკული ყმაწვილქალები და ჭაბუკები ახლდნენ თან. ქალი ისეთი სილამაზით ბრწყინავდა, რომ ეს მაღალი წრის ჭაბუკები მისი ცქერით ვერ ძღებოდნენ. გვერდით ჩაგვიარა და სურნელება შემოგვაფრქვია. ასე ურცხვად მოარული, თავდაუბურავი და მხრებგაშიშვლებული ქალის დანახვაზე ეპისკოპოსებმა თვალები დახუჭეს და ჩუმი ოხვრით ზურგი აქციეს, როგორც დიდ ცოდვას. ნეტარი ნონი კი დიდხანს უცქერდა დაკვირვებით, სანამ ქალი თვალს არ მიეფარა. მერე ეპისკოპოსებს მიუტრიალდა და ჰკითხა:
_ განა იმ ქალის სილამაზით არ მოიხიბლეთ?
მათ ხმა არ გაუციათ. ნონმა ტირილი დაიწყო და თავი ჩახარა. ცრემლებმა ცხვირსახოცი მთლად დაუსველა და მთელი გული დაულტო. მერე გულის სიღრმიდან სულთ-ითქვნა და კვლავ ჰკითხა ეპისკოპოსებს:
_ ნუთუ არ დაგატკბოთ მისმა მშვენიერმა იერსახემ?
ისინი კვლავ დუმდნენ.
_ ამ ქალმა მართლაც ბევრი რამე მასწავლა, _ თქვა ნონმა, _ საშინელ სამსჯავროზე სწორედ მას დაგვიყენებს წინ უფალი და მით განგვსჯის. როგორ ფიქრობთ, რა ხანი დაჰყო თავის განსასვენებელში, ასე რომ მორთულიყო?
ტანთ
იბანდა,
იმოსებოდა,
ათასგვარად
იკაზმებოდა,
გულდასმით
იცქირებოდა
სარკეში.
მთელი
აზრი
და
ზრუნვა
იმისკენ
ჰქონდა
მიმართული,
რომ
ყველაზე
ლამაზი
წარდგომოდა
თავისი
დროებითი
თაყვანისმცემლების
მზერას.
ჩვენ
კი
უკვდავი
სიძე
გვივის
ზეცაში,
ვისი
ჭვრეტა
ანგელოზებსაც
კი
სწყურიათ
და
ჩვენი
წარწყმედილი
სულის
შესამკობად
არას
ვზრუნავთ.
შეგინებულს,
გაძრცვილს,
ბილწებით
აღვსებულს
ვხედავთ
და
არას
ვცდილობთ,
სინანულის
ცრემლებით
განვბანოთ,
კეთილმსახურების
წმიდა
ძოწეულით
შევმოსოთ,
რათა
სათნო-ეყოს ღვთის
მზერას
და
უპატიო
და
განგდებული
არ
აღმოჩნდეს
კრავის
ქორწილის
ჟამს.6
ზნეობრივი შეგონება რომ დაასრულა, ნეტარმა ნონმა თავის ცოდვილ დიაკვანს მიხმო და ორივენი მისი სენაკისაკენ გავემართეთ. ეს სენაკი იმავე ეკლესიის მახლობლად იყო. ეპისკოპოსი მოსასვენებელში შევიდა თუ არა, მიწაზე
პირქვე
დაემხო
და
ტირილით
ამოთქვა:
_ უფალო იესო ქრისტე! შემინდე ცოდვილსა და უღირსს.
იმ
ქალის
ზრუნვა
ხორცის
შესამკობად
ბევრად
აღემატა
ჩემს
რუდუნებას
წარწყმედილ
სულზე.
რამხელა
მონდომება
აჩვენა
იმ
ქალმა,
თავისი
ხორციელი
თაყვანისმცემლების
მოსაწონად
როგორ
მოირთო
და
მოიკაზმა,
მე
კი
აბა
რას
ვცდილობ,
რომ
სათნო-გეყო,
ჩემს
ღმერთსა
და
უფალს,
უდებებასა
და
უზრუნველობაში
მყოფი
რა
პირითღა
შეგხედავ?
რა
სიტყვებიღა
გამამართლებს
შენს
წინაშე?
ვაი,
მე,
ცოდვილს!
შენი
წმიდა
საკურთხევლის
წინაშე
მდგომი
იმ
სულიერ
სილამაზეს
არ
მოგიძღვანებ,
ჩემგან
რომ
ეძიებ.
ეს
ამაოებით
შეპყრობილი
ქალი
მოკვდავ
კაცებს
ჰპირდება,
თავი
მოაწონოს
და
ასე
დიდებულად
მორთული
წარსდგეს
მათ
წინაშე.
ასრულებს
კიდეც
დანაპირებს.
მე
კი
შენ,
ჩემს
უფალს
შემოგფიცე,
სათნო-გეყოფი-მეთქი
და
გეცრუვე
უდებებით
შეპყრობილი.
ახლა
შიშველი
ვიარები,
რადგან
შენი
ნაბრძანები
არ
აღვასრულე.
აღარ
მაიმედებს
ჩემი
საქმენი.
მხოლოდ
შენს
წყალობასღა
ვესავ
და
მითღა
ველი
ცხონებას.
დიდხანს მოთქვამდა წმიდა ნონი. იმ ქალზეც ევედრებოდა ღმერთს:
_ უფალო! ნუ წარწყმედ შენი ხელის ქმნილებას, ასეთ სილამაზეს გარყვნილებაში ნუ დაუტევებ,
დემონთა
ხელმწიფებაში
ნუ
ამყოფებ!
შენსკენ
მოაქციე,
დაე,
შენი
წმიდა
სახელი
განდიდდეს
ამ
ქალში,
შენ
ხომ
ყველაფერი
ძალგიძს,
უფალო!
ერთი დღე-ღამე გავიდა. კვირა დილით, ცისკარზე წმიდა ნონი მეუბნება:
_ ძმაო იაკობ, მისმინე, რა სიზმარი ვიხილე წუხელ. მეჩვენა, თითქოს წმიდა საკურთხევლის ერთ-ერთ კუთხეში
ვდგავარ.
და
აი,
მსახურების
ჟამს
შავი
მტრედი
შემოფრინდა,
სულ
უწმინდურებაში
ამოსვრილი
ირგვლივ
სიმყრალეს
აფრქვევდა.
გარშემო
მიფრენდა.
ვეღარ
ვუძლებდი
მის
მყრალ
სუნს.
როცა
დიაკვანმა
წარმოთქვა:
„კათაკმეველნო, განვედით!“ _ მტრედი
გაფრინდა
და
წირვის
დასრულებამდე
აღარ
გამოჩენილა.
ეკლესიიდან
გამოსულმა
ისევ
დავინახე
ის
უწმინდური
მტრედი,
ისევ
გარშემო
დამიწყო
ფრენა.
ხელი
გავიწოდე,
ავიყვანე
და
ტაძრის
სტოაში
მდგარ
წყალში
ჩავაგდე.
იმ
წყალში
მთელი
თავისი
უწმინდურება
ჩამოირეცხა,
განიწმიდა
და
თოვლივით
განსპეტაკდა.
მერე
მაღლა-მაღლა
აფრინდა
და
გაუჩინარდა.
სიზმრის მოყოლა რომ დაასრულა, წამომიყვანა და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად საკათედრო
ტაძრისაკენ
გავეშურეთ.
ეკლესიაში
საღვთო
ლიტურგია
აღასრულეს
არქიეპისკოპოსთან
ერთად.
წირვის
დასრულებისას
არქიეპისკოპოსმა
ნეტარ
ნონს
შესთავაზა,
ერისთვის
ექადაგა.
ნონმაც
აღაღო
პირი
და
მასში
დავანებული
ღვთის
სიბრძის
ძალით
ხალხის
შეგონება
დაიწყო.
მისი
სიტყვები
ამსოფლიური
სიბრძნის
დახვეწილობით
არ
გამოირჩეოდა,
სადა
იყო
და
უბრალო,
ყველასათვის
შემაგონებელი
და
ქმედითი,
რადგან
მისი
პირით
თავად
სული
წმიდა
მეტყველებდა.
ნონი
საუბრობდა
საშინელ
სამსჯავროზე,
მართალთა
და
ცოდვილთა
მომავალ
მისაგებელზე.
მისი
საუბარი
ისე
ალბობდა
იქ
მყოფთა
გულებს,
რომ
გულ-შემუსვრილნი
ცრემლებით
მიწას
ალტობდნენ.
სწორედ ამ დროს მოწყალე ღვთის განგებულებით ტაძარში ჩვენთვის ცნობილმა მეძავმა შემოიარა. ის ადრე არასდროს მოსულა ეკლესიაში, არც თავისი ცოდვები გახსენებია. ახლა კი წმიდა ნონის შეგონებები მოხვდა ყურს და ღვთის შიშმა შეიპყრო, ცოდვებზე დაფიქრდა. წმიდა ნონმა საუკუნო სატანჯველი რომ ახსენა, სასოწარკვეთამ დარია ხელი,
თვალთაგან
ცრემლები
ღვარად
წასკდა.
თავის
ორ
მსახურს
მიუბრუნდა
და
უთხრა:
_ აქ დაიცადეთ, როცა ის წმიდა კაცი გამოვა, ვინც შეგონებებით გვმოძღვრიდა, უკან გაჰყევით,
ნახეთ,
სად
ცხოვრობს.
მერე
დაბრუნდით
და
მამცნეთ.
მსახურებმა თავის ქალბატონს დავალება შეუსრულეს და აუწყეს: ის წმიდა კაცი წმიდა მოწამე იულიანეს ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობსო. მაშინ ქალი დაჯდა და ასეთი წერილი დაწერა:
„ქრისტეს
წმიდა
მოწაფეს
ცოდვილისა
და
ეშმაკის
მახურისაგან.
შევიტყვე,
შენმა
ღმერთმა
ცანი
როგორ
მოდრიკა
და
ცით
მიწად
მოგვეახლა
ცოდვილთა
საცხოვნებლად.
იმდენად
დაუმდაბლებია
თავი,
რომ
მეზვერეებთან7
ერთად
სერობდა.
ის,
რომლის
ჭვრეტასაც
ქერუბიმებიც
ვერ
ბედავენ,
ცოდვილებთან
მყოფობდა
და
მეძავებს
ესაუბრებოდა.8
ბატონო
ჩემო!
თუკი
შენ
მართლაცდა
ჭეშმარიტად
ქრისტეს
მონა
ხარ,
როგორც
სხვა
ქრისტიანებისაგან
მესმა,
ხელს
ნუ
მკრავ,
მსურს,
შენი
დახმარებით
ქვეყნიერების
მხსნელს
მივეახლო
და
მისი
ყოვლადწმიდა
პირი
ვიხილო“.
წმიდა ნონმა წერილი წაიკითხა თუ არა, ასეთი პასუხი მისწერა:
„როგორიც
არ
უნდა
იყო,
ღმერთმა
უწყის
შენი
სახეცა
და
შენი
ზრახვანიც.
ამიტომ
შეგივრდები:
ნუ
გამომცდი
მე
უღირსს,
ცოდვილი
მსახური
ვარ
ღვთისა.
თუკი
მართლაც
კეთილ
სურვილს
აუმოძრავებიხარ - გსურს, ჩემი ღმერთი ირწმუნო და ჩემი ხილვა გწადია, მაშ, მოდი და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად მიგიღებ.
შენთან
ცალკე
შეხვედრაზე
კი
ვერ
დამითანხმებ“.
ცოდვილმა დედაკაცმა წერილი მიიღო თუ არა, სასწრაფოდ წაიკითხა და დიდი სიხარულით აღივსო. მყისვე წმიდა იულიანეს ეკლესიისაკენ გაეშურა და წმიდა
ნონს
თავისი
მოსვლა
აცნობა.
მანაც
მაშინვე
შეკრიბა
შვიდივე
ეპისკოპოსი
და
ქალს
უხმო.
წმიდა
ეპისკოპოსთა
კრებულთან
მოსული
ქალი
ძირს
დაემხო,
წმიდა
ნონს
ფეხებში
ჩაუვარდა
და
შესძახა:
_ გვედრებ, ბატონო! შენს მოძღვარს _ უფალ იესო ქრისტეს ემსგავსე, შენი მადლი მაფრქვიე და ქრისტიანად მაქციე. ცოდვათა ზღვა ვარ, უსჯულოებათა უფსკრული, წმიდა ნათლის-ღებით განმბანე!
ამგვარ სინანულითა და რწმენით მოსულ მეძავის ხილვაზე ყველა იმ მყოფთ ცრემლები წასკდათ. ნეტარმა ძლივს მოიშორა ქალი ფეხებიდან.
_ საეკლესიო კანონები, _ უთხრა მან, _ თავმდებთა გარეშე მეძავის მონათვლას კრძალავს იმის შიშით, რომ ის კვლავ არ დაუბრუნდეს თავის გახრწნილ ცხოვრებას.
ქალი კვლავ წმიდანის ფეხებთან დაემხო, ცრემლებით ულტობდა და თმებით წარხოცდა, როგორც ოდესღაც სახარებისეული მეძავი _ ქრისტე
ფეხებს.9
_ თუკი არ მომნათლავ, ღვთის წინაშე შენ აგებ პასუხს ჩემს სულზე, _ ამბობდა, _ შენი ხელიდან მოიძიებს ჩემს სულს უფალი, შენ მიგაწერს ჩემ უკეთურ საქმეებს. თუკი უნათლავს გამიშვებ, ჩემს უწმინდურ და გარყვნილ ცხოვრებას გავაგრძელებ და ბრალი შენ დაგედება. თუკი ახლავე არ მიხსნი ბოროტ საქმეთაგან, შენს ღმერთს უარვყოფ და კერპებს ვცემ თაყვანს. თუკი აწ ქრისტეს
სასძლოდ
არ
მაქცევ
და
შენს
ღმერთთან
არ
მიმიყვანებ,
მასთან
და
მის
წმიდანებთან
წილს
ვეღარ
იქონიებ.
ღვთისადმი ამგვარი ძლიერი სწრაფვით აღგზნებული მეძავის ხილვამ ღვთის სადიდებლად მიაქცია იქ მყოფნი. ნეტარმა ნონმა დაუყოვნებლივ არქიეპისკოპოსთან გამგზავნა
ამ
ამბის
საუწყებლად.
არქიეპისკოპოსმა
ძლიერ
გაიხარა
და
მითხრა:
_ მიდი და შენს ეპისკოპოსს უთხარი: პატიოსანო მამაო, ეს საქმე შენ გელოდა, კარგად გიცნობ შენ, ღვთის პირო. აკი თავად უფალმა გვამცნო: „გამო-თუ იყვანო
პატიოსანი
უღირსისაგან,
ვითარცა
პირი
ჩემი
იყო“.10
მაშინვე ეკლესიის პირველ დიაკონისას _ ქალბატონ რომანას
უხმო
და
თან
წამატანა.
ნონთან რომ შევედით, ქალი ისევ მიწაზე იყო გართხმული ნეტარის ფეხებთან. ეპისკოპოსმა ძლივს წამოაყენა ფეხზე და უთხრა:
_ აღდეგ, შვილო და ნათლის-ღებად განემზადე.
ქალი წამოდგა.
_ ჯერ ცოდვები აღიარე! _ უთხრა ეპისკოპოსმა.
მეძავმა ტირილი დაიწყო:
_ თუკი სინდისს გამოვიძიებ, ერთ კეთილ საქმესაც ვერ ვპოვებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი ცოდვები ზღვის ქვიშაზე მრავალრიცხოვანია. ზღვა იმდენ
წყალს
ვერ
დაიტევს,
ჩემი
ბილწი
საქმეები
რომ
წარხოცოს.
მაგრამ
შენს
ღმერთს
ვესავ,
რომ
უსჯულოების
ტვირთს
შემიმსუბუქებს
და
მოწყალედ
გადმომხედავს.
_ რა გქვია? _ ჰკითხა ეპისკოპოსმა.
_ მშობლებმა პელაგია მიწოდეს, _ უპასუხა მეძავმა, _ ანტიოქიის მოქალაქეებმა კი მარგალიტა
შემარქვეს
იმ
ლამაზი
და
ძვირფასი
სამკაულების
გამო,
რომლითაც
ჩემმა
ცოდვებმა
მომკაზმეს.
მაშინ ეპისკოპოსმა პელაგია მოამზადა და მალევე მონათლა, მირონი სცხო და ცოდვათა მისატევებლად უფლის სისხლსა
და
ხორცს
აზიარა.
პელაგიას სულიერი დედა დიაკონისა რომანა იყო. მან სანათლავი ემბაზიდან ამოიყვანა ახლადნათელღებული და ტაძრიდან
კათაკმეველთა
განსასვენებელში
შემოიყვანა.
ჩვენ
ყველანი
იქ
დავხვდით.
ნეტარი
ნონი
სხვა
ეპისკოპოსებს
მიუტრიალდა
და
შესთავაზა:
_ მოდი, ძმებო, ტრაპეზი გავშალოთ და ღვთის ანგელოზებთან ერთად ვიხაროთ
წარწყმედილი
ცხოვრის
მოპოვებისათვის.
სულიერი
სიმშვიდისათვის
მცირედ
წავიხემსოთ
ღვინითა
და
ზეთით.
ახლადმონათლულთან ერთად სერობად
რომ
დავსხედით,
კართან
ეშმაკი
მოდგა
და
ყველას
გასაგონად
ადამიანური
ხმით
დაიწყო
მოთქმა-გოდება:
_ ვაი, მე; ვაი, მე! რას აღარ ვითმენ ამ ენათგაკრეფილი ღვინისმსმელისაგან! ოჰ, ვერაგო
ბებერო!
სამასი
ათასი
სარაცინიც
არ
იკმარე,
აკი
ხელიდან
გამომტაცე
და
მონათლე!
არც
ილიოპოლს
დასჯერდი,
წამგვარე
და
შენს
ღმერთს
მიაახლე!
ერთ
დროს
ჩემი
იყო
ეს
ქალაქი,
იქ
ყველა
მე
მეთაყვანებოდა.11
ახლა
უკანასკნელი
იმედიც
წამართვი.
რაღა
ვქნა,
ჯიუტო
მოხუცო,
მატყუარავ?
შენი
ხრიკების
დათმენა
აღარ
ძალმიძს.
შენი
გაჩენის
დღე
დაიწყევლოს,
ბოროტო
მოხუცო!
შენი
ცრემლების
მდინარეებმა
წარხოცეს
და
იავარქმნეს
ჩემი
საცხოვრებელი.12
ასე მოთქვამდა ეშმაკი განსასვენებლის კარებთან, ისე რომ მისი ხმა ყველას
გვესმოდა.
დემონმა
ახლა
ახლადმონათლულ
პელაგიას
შესტირა:
_ რას მიშვები, ქალბატონო პელაგია? განა იუდას არ ემსგავსები? მოციქულის დიდებითა და პატივით შემოსილმა თავისი უფალი რომ განსცა. აკი შენც ასე მიყავ.
ეპისკოპოსმა ღვთის მხევალს უბრძანა, პირჯვარი გადაისახეო. პელაგიამ მაშინვე პირჯვარი გადაიწერა და ეშმაკს მიმართა:
_ დაე, ჩემგან ჩემმა მხსნელმა _ იესო ქრისტემ განგაძოს გარეთ!
ამის თქმა იყო და ეშმაკი გაქრა.
ორი დღის შემდეგ, როცა პელაგიას თავის სულიერ დედასთან ერთად ეძინა, ეშმაკი ისევ გამოეცხადა, გააღვიძა და საუბარი გაუბა:
_ ჩემო ძვირფასო ქალბატონო მარგალიტა, რა მიქნია შენთვის ცუდი? განა ოქრო-ვერცხლით არ აგავსე? განა ძვირფასი თვლებით, სამკაულებითა და სამოსით
არ
შეგამკე?
გამენდე,
გევედრები:
ასეთი
რა
დაგიშავე?
რასაც
მიბრძანებ
ყველაფერს
მყისვე
აგისრულებ,
ოღონდ
არ
დამიტევო
და
ქვეყნის
სამასხარაოდ
არ
მაქციო.
პელაგიამ პირჯვარი გადაიწერა და მიუგო:
_ დაე, განგაგდოს ჩემგან უფალმა იესო ქრისტემ, რომელმაც შენს კბილებს გამომგლიჯა და თავის სასძლოდ მაქცია.
და ეშმაკიც მყის გაუჩინარდა.
პელაგიამ მაშინვე წმიდა რომანა გააღვიძა და სთხოვა:
_ ილოცე ჩემთვის, დედაო, მაცდური თავს არ მანებებს.
რომანამ დაამშვიდა:
_ ნუ გეშინია მისი, შვილო ჩემო, ახლა იგი შენი ჩრდილის დანახვასაც კი უფრთხის.
ნათლობიდან მესამე დღეს პელაგიამ თავისი მსახური იხმო და დაავალა:
_ ჩემს სახლში შედი, მთელი ჩემი ქონება აღწერე, ოქროს საცავებში დაგროვილი, მთელი ჩემი სამკაული შეაგროვე და აქ მომიტანე.
მსახურიც წავიდა და ნაბრძანები შეასრულა. მაშინ ნეტარმა პელაგიამ წმიდა ეპისკოპოს ნონს უხმო, ყველაფერი ჩააბარა და უთხრა:
_ აი, ის საგანძური, რომლითაც სატანამ გამამდიდრა. შენს წმიდა ხელებს ვაბარებ. მე კი უფლის საუნჯე უნდა ვეძიო.
ნეტარმა ეპისკოპოსმა ეკლესიის იკონომოსი იხმო, ყველას თვალწინ გადასცა შემოწირული განძეულობა და უბრძანა:
_ წმიდა და განუყოფელი სამების სახელით გაფუცებ, ამ ოქროდან არაფერი შეიტანო არც საეპისკოპოსოში, არც ეკლესიაში,
არც
შენს
და
არც
რომელიმე
მღვდელმსახურის
სახლში.
სულ
ობლებს,
გლახაკებსა
და
უძლურებს
დაურიგე,
რათა
ის,
რაც
ბოროტებით
მოპოვებულა,
სიკეთისათვის
დაიხარჯოს,
ცოდვიანი
სიმდიდრე
სიმართლის
სიმდიდრედ
იქცეს.
ანათემა
ამ
ფიცის
დამრღვევს
და
მის
სახლეულს.
დაე
მათთან
იყოს
მისი
ხვედრი,
ვინც
ყვიროდა:
„ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“.13
ღვთის მხევალ პელაგიას ამ ქონებიდან ერთი მისხალიც არ დაუტოვებია თავისთვის. დიაკონისა რომანა ასაზრდოებდა. ღმერთს შეჰფიცა,
არ
ვისარგებლებო
ცოდვით
მოპოვებული
სიმდიდრით.
ყველა
მონა
და
მხევალი
გაათავისუფლა,
ოქრო-ვერცხლით
დაასაჩუქრა.
_ დროებითი მონობისაგან განთავისუფლებთ, _ უთხრა მსახურებს,
_ თქვენ
კი
ეცადეთ
ცოდვებით
სავსე
ამაო
სოფლის
მონობიდან
დაიხსნათ
თავი,
რათა
ამ
წუთისოფელში
ერთად
მცხოვრებთ
საუკუნო
ცხოვრებაშიც
ერთად
გვეღირსოს
ყოფნა.
ასე დამოძღვრა მსახურები და გაუშვა.
ნათლისღებიდან მერვე დღეს,
ახლადმონათლულთა
ჩვეულებისამებრ,
პელაგიას
თეთრი
სამოსი
უნდა
გაეხადა.
კვირა
დღე
იყო.
პელაგია
უთენია
ადგა,
ნათლისღების
თეთრი
სამოსელი
გაიძრო
და
ძაძა
ჩაიცვა.
აიღო
ნეტარი
ნონის
ძველი
ტანსაცმელი
და
ყველასგან
მალულად
ანტიოქია
დატოვა.
ამ
დღიდან
არავის
უნახავს,
არავინ
უწყოდა
მისი
ადგილსამყოფელი.
მისი
დარდით
დიაკონისა
რომანას
თვალზე
ცრემლი
არ
უშრებოდა.
ყოვლისმცნობელმა
ღმერთმა
ნეტარ
ნონს
გამოუცხადა,
რომ
პელაგია
იერუსალემში
იმყოფებოდა.
მანაც
დაამშვიდა
რომანა:
_ ნუ სტირი, შვილო ჩემო, სიხარული გმართებს. პელაგიამ მარიამის მსგავსად „კეთილი
ნაწილი
გამოირჩია,
რომელი
არასადა
მიეღოს
მისგან“.14
რამდენიმე დღეში არქიეპისკოპოსმა გაგვიშვა და ჩვენც
ილიოპოლში
დავბრუნდით.
სამი
წელი
გავიდა.
მე
იერუსალემს
გადაწყვიტე
გამგზავრება
_ მინდოდა
ჩვენი
უფლის
წმიდა
აღდგომისათვის15
მეც
თაყვანი
და
წასვლის
ნებართვა
გამოვთხოვე
ნეტარ
ნონს.
მან
მაკურთხა
და
თან
დამაბარა:
_ ძმაო იაკობ! წმიდა ადგილებში რომ მიხვალ, ერთი ბერი მოიძიე, სახელად პელაგიოსი, ის ევნუხია(საჭურისი)16, ძალზე
კეთილმსახური,
რამდენიმე
წელია,
დაყუდებულ
ცხოვრებას
ეწევა.
იპოვე
და
გაესაუბრე.
მისგან
დიდ
სარგებელს
მიიღებ,
რადგან
მართლაც
ჭეშმარიტი
მონაა
ღვთისა
და
სრულქმნილი
მონაზონი.
თურმე ღვთის მხევალ პელაგიაზე მიყვებოდა, რომელსაც იერუსალემის მახლობლად ელეონის მთაზე17 მოეწყო სენაკი,
სადაც
ოდესღაც
ჩვენი
უფალი
ლოცულობდა
და
იქ
დაყუდებულიყო
ოდენ
ღმერთზე
მინდობილი.
მაგრამ
ნონს
ეს
ჩემთვის
არ
გაუმხელია.
გავემზადე და წმიდა ადგილების მოსალოცად წავედი, რათა უფლის წმიდა ადგილებისა და მისი პატიოსანი ჯვრისათვის თაყვანი-მეცა. მეორე დღეს ეპისკოპოსის დანაბარებისამებრ, მონაზონი პელაგიოსის
ძიება
დავიწყე,
ელეონის
მთაზე
ვიპოვე
მისი
სენაკი.
ეს
სენაკი
ოთხივე
მხრიდან
აკრული
იყო
და
კარი
არ
ჰქონდა,
მხოლოდ
ერთ
კედელზე
შევნიშნე
პატარა
სარკმელი.
დავაკაკუნე.
სარკმელი
გაიღო
და
ღვთის
მხევალი
ვიხილე.
მან
მიცნო,
მაგრამ
არ
გამომცნაურებია.
მე
ვერც
კი
შევიცანი,
ან
კი
როგორ
უნდა
მეცნო:
მისი
მშვენება
და
სილამაზე
ყვავილივით
დამჭკნარიყო,
თვალები
ჩასცვივნოდა,
უზომო
მარხვისაგან
სახის
ძვლები
და
მყესები
ამობერვოდა.
მთელი
იერუსალემი
ევნუხად
იცნობდა
მას,
ერთმა
კაცმაც
არ
იცოდა,
ქალი
რომ
იყო.
მეც
არაფერი
ვუწყოდი,
ჩემმა
ეპისკოპოსმა
აკი
ევნუხი
ბერის
მოძიება
მთხოვა.
კურთხევა
ვთხოვე,
როგორც
ბერს.
მან მკითხა:
_ მითხარი, ძმაო, იაკობი არა ხარ, ნეტარი ეპისკოპოსის, ნონის დიაკვანი?
მე გავოცდი, ჩემი ვინაობა რომ იცოდა და მივუგე:
_ დიახ, ბატონო ჩემო.
_ შენს ეპიკოპოსს სთხოვე, ჩემზე ილოცოს. მართლაც წმიდა კაცია და ქრისტეს მოციქული. შენც, ძმაო ჩემო, _ დასძინა, _ გთხოვ, ილოცე ჩემთვის.
ამის თქმაზე სარკმელი მომიხურა და მესამე ჟამნის გალობა დაიწყო. მეც ვილოცე და განვეშორე. დიდად მარგო ანგელოზისდარი მოღვაწის ხილვამ
და
ტკბილმა
საუბარმა.
დავბრუნდი იერუსალემში. ბევრი მონასტერი
მოვიარე,
ძმობას
ვეწვიე,
წმიდა
ბერებს
ვესაუბრე,
მათგან
კურთხევა
ავიღე
და
სულს
მეტად
ვარგე.
ყველა
სავანეს
მოსდებოდა
ევნუხ
პელაგიოსის
ცხოვრების
მაგალითი.
ამიტომ
მე
კვლავ
მომინდა
მასთან
მისვლა
და
სულის
დამშვიდება.
მივედი
საკანთან,
სარკმელზე
მივუკაკუნე,
ლოცვა
აღვავლინე
და
გავკადნიერდი
სახელით
მიმემართა:
_ გამიღე, მამა პელაგიოს!
მაგრამ ის არ გამომხმაურებია.
ვიფიქრე: ან ლოცულობს, ან ისვენებს-მეთქი და ცოტა ხანში კვლავ დავუკაკუნე, თან ვთხოვე: სარკმელი გამიღე-მეთქი, მაგრამ კვლავ უპასუხოდ დავრჩი. დავაყოვნე და ისევ დავაკაკუნე. სამი დღე ასე გავატარე სარკმელთან მჯდომმა, თან დრო და დრო ვუხმობდი, ძლიერ მსურდა მისი წმიდა სახე მეხილა და კურთხევა ამეღო, მაგრამ არც ხმა ისმოდა და არც პასუხი. მაშინ გულში გავიფიქრე:
_ ან სადმე წავიდა ამ სენაკიდან, ანდა აღესრულა.
გავკადნიერდი და სარკმელი
ძალით
შევაღე.
პელაგიოსი
მკვდარი
იწვა
ძირს.
შევძრწუნდი
და
მწარედ
ვინანე,
მის
უკანასკნელ
კურთხევას
რომ
ვერ
ვეღირსე.
სარკმელი
მივკეტე
და
იერუსალემს
მივაშურე.
წმიდა
მამებს
ვაცნობე,
ძმა
პელაგიოსი
აღესრულა-მეთქი.
მაშინვე
მთელ
იერუსალემს
მოედო
სულითშემოსილი
ბერის
სიკვდილის
ამბავი.
მისი
პატიოსანი
გვამის
დაკრძალვაზე
მთელი
გარეშემო
მონასტრების
ბერ-მონაზვნობა
მოგროვდა,
იერუსალემის
მცხოვ¬რებნიც
მოვიდნენ
და
უამრავი
ხალხი
იერიქოდან.
იორდანეს
იქითა
ნაპირიდან
მოსულებმა
სარკმელი
ამოტეხეს
და
შესასვლელი
გააკეთეს
ერთი
კაცისთვის.
ღვთისმოშიში
ბერები
ამ
კარით
შევიდნენ
სენაკში
და
პატიოსანი
გვამი
გამოიტანეს.
იერუსალემის
პატრიარქიც
მობრძანდა
მამების
კრებულითურთ.
გვამი
რომ
გააშიშვლეს
ნელსაცხებლების
შესაზელად,
მაშინ
განცხადდა,
რომ
მიცვალებული
ქალი
იყო.
_ ყოვლად საკვირველო უფალო, _ აღმოხდათ ცრემლმორეულებს, _ დიდება შენდა,
რამდენი
შეფარული
წმიდანი
გივის
ამქვეყნად,
დედაკაცნიც
და
მამაკაცნიც.
პელაგიას საიდუმლოს ხალხს უმალავდნენ, მაგრამ ის მაინც განცხადდა, რადგანაც ღმერთს სათნო-უჩნდა გამოეაშკარავებინა და განედიდებინა
თავისი
მხევალი.
დაკრძალვას
ხალხის
დიდი
სიმრავლე
მოაწყდა.
მონაზონი
ქალებიც
მოვიდნენ
სანთლებითა
და
საკმევლის
კმევით,
ფსალმუნთგალობითა
და
საეკლესიო
საგალობლების
თანხლებით
აიღეს
პელაგიას
პატიოსანი
და
წმიდა
სხეული,
საკადრისი
პატივით
შეაბრძანეს
იმავე
სენაკში
და
იქ
დაკრძალეს.18
ასეთი იყო მეძავყოფილის ცხოვრება, ამგვარი
იყო
წარწყმედილი
ცოდვილის
მოქცევა,
მისი
საქმენი
და
მოღვაწება,
რითაც
სათნო-ეყო კიდეც
უფალს.
დაე,
უფალმა
იესო
ქრისტემ
მასთან
ერთად
ჩვენც
მოგვმადლოს
წყალობა
საშინელი
სამსჯავროს
დღეს!
მასვე
დიდება
მამისა
და
სულისა
წმიდისა
თანა
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამინ!
შენიშვნები
1. პალესტინის ილიოპოლი _ პალესტინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა, ახლანდელი სირიის
მხარეში.
ძველ
დროში
იგი
მთელი
წარმართული
აღმოსავლეთის
ცენტრალურ
პუნქტს
წარმოადგენდა.
IV საუკუნეში
კი
ქრისტიანობის
კერად
იქცა.
მას
თავისი
ეპისკოპოსები
ჰყავდა.
შემდგომში
ეს
ქალაქი
ნელ-ნელა დაინგრა.
2. სირიის ანტიოქია _ სირიის ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ქალაქი. სირიის დედაქალაქი იყო. მდებარეობს მდ. ორონტზე. დაარსდა 300 წ. ქ. შ.-მდე სელევკიოს ნიკატორის მიერ და მამამისის პატივსაცემად ანტიოქია ეწოდა.
როგორც
ქრისტიანობის
შუაგული,
ქრისტიანული
ეკლესიისათვის
ანტიოქია
მეორეა
იერუსალიმის
შემდეგ
და
როგორც
დედა
ქრისტიანული
ეკლესიებისა.
ანტიოქიის
სახელგანთქმული
ეკლესია
პირველად
წმ.
მოციქულებმა
_ პავლე
და
ბარნაბამ
დააარსეს,
შემდეგ
კი
პეტრე
მოციქულმა
განამტკიცა.
მწვალებლობებთან
(არიანულ
და
ნესტორიანულ)
ბრძოლისას
ანტიოქიაში
ეკლესიის
მამათა
მრავალი
კრება
მოიწვიეს.
ძველთაგან
ანტიოქიის
ეკლესია
განსაკუთრებული
პრივილეგიებით
სარგებლობდა
ალექსანდრიასთან,
იერუსალიმთან,
კონსტანტინეპოლთან
და
რომთან
ერთად.
მისი
ეპისკოპოსები
პატრიარქის
ტიტულს
ფლობდნენ.
ამიტომაც
წმ.
პელაგიას
ცხოვრებაში
პატრიარქი
უნდა
ვიგულისხმოთ
და
არა
არქიეპისკოპოსი.
3. ტავენას მონასტერი პირველი საერთო საცხოვრებელი მონასტერი იყო. მდებარეობდა
ტავენაში,
ზემო
ეგვიპტეში,
მისი
უძველესი
დედაქალაქის
_ თებეს
ჩრდილოეთით.,
დაარსდა
340 წ.
მახლობლად
ღირსი
პახუმი
დიდის
(ხს.
15 მაისს)
მიერ,
რომელმაც
პირველმა
დაწერა
საერთოსაცხოვრებელი
მონასტრის
მკაცრი
ტიპიკონი.
ეს
ტიპიკონი
ძალზე
სწრაფად
გავრცელდა
ქრისტიანულ
სამყაროში.
ტავენას
მონასტერს
უდიდესი
მნიშვნელობა
ჰქონდა
ქრისტიანული
მონაზვნობის
ისტორიაში,
პახუმი
დიდის
ტიპიკონის
წარმატებაც
დიდი
იყო
და
ჯერ
კიდევ
მის
სიკვდილამდე
ამ
მონასტერში
7000-მდე
ბერი
მოღვაწეობდა.
ტავენა
შემდგომშიც
განთქმული
იყო
მონასტრული
ცხოვრებით.
4. ნონი ჯერ ედესის
კათედრაზე
აირჩიეს
ეპისკოპოსად
448 წ.
გაძევებული
ივას
ადგილზე.
როცა
ქალკედონის
კრებამ
ივა
ედესის
კათედრაზე
დააბრუნა,
ნონი
ილიოპოლში
აღსაყრდა.
5. აქ იგულისხმება წმ. მოწამე იულიანე ტარსელი, რომელმაც III ს.-ში იმარტვილა
(ხს.
21 ივნისს)
ანტიოქიაში
მისი
სახელობის
ეკლესია
აშენდა,
სადაც
მისი
წმ.
ნაწილები
გადაიტანეს.
6. გამოთქმა აღებულია აპოკალიფსის საიდუმლო გამოსახულებიდან (იხ. აპოკ.
19,7) ქორწილი
ძლევაშემოსილი
ქრისტესა
და
მისი
წმ.
ეკლესიის
ზეიმის
სახეა,
როელიც
დადგება
სატანას,
ანტიქრისტეს
და
მათი
მსახურების
საბოლოო
დამარცხების
შემდეგ,
დროის
აღსასრულს.
7. მეზვერეებად იწოდებოდნენ ხარკის ასაკრეფად რომაელებისაგან დანიშნული იუდეველები.
ისინი
ბაჟის
შეგროვებისას
ყოველნაირად
ცდილობდნენ,
სარგებელი
ენახათ.
მეზვერეებს
იუდეველები
გამცემებად
თვლიდ¬ნენ, როგორც
წარმართული
იმპერიის
ანგარებიან
და
თავხედ
აგენტებს.
ისინი
ღვთისა
და
სამშობლოს
მოღალატეებად
მიიჩნეოდნენ.
ცოდვილი,
წარმართი
და
მეზვერე
_ ერთი
და
იგივე
იყო
იუდეველისათვის.
მათთან
საუბარი
ცოდვად
ითვლებოდა,
მათთან
ურთიერთობა
_ შებილწვად,
მიუხედავად
იმისა,
რომ
მათ
შორის
კეთილი
და
ღვთისმოშიში
ადამიანებიც
იყვნენ.
მაგრამ
ქრისტეს
არ
სძაგდა
ისინი.
ამიტომაც
იუდეველები
ამისათვის
ხშირად
ჰკიცხავდნენ
მას.
(იხ.
მათე
11, 19, ლკ,
5,30; 7,34; 15,1-2).
8. იხ. ლუკა 7,37-50. იოანე 8,3-11 და სხვ.
9. ლუკა 7,37-38.
10. იერემია, 15,19.
11. V ს. დასაწყისში ილიოპოლში ჯერ კიდევ წარმართობა მძლავრობდა. მაგრამ წმ. ნონის მოღვაწეობამ მისი გავლენა საბოლოოდ შეასუსტა. სარაცინებში არაბებია ნაგულისხმევი, რომლებიც წმ. ნონმა
ქრისტიანობაზე
მოაქცია.
დაახლოებით
30 000 ადამიანი.
12. დემონისთვის იავარქმნილ საცხოვრებელში იგულისხმება პელაგია.
ბიბლიური
შეხედულებით,
როგორც
კეთილმსახური
კაცია
სული
წმიდის
ტაძარი
(იხ.
კორ.
6,19), ასევე
ბოროტების
მსახური
ტაძარია
ბოროტი
სულისა.
ამიტომაც
დემონი
პელაგიას
თავის
საცხოვრებელს
უწოდებს,
რომელიც
დაცარიელდა
მას
შემდეგ,
რაც
პელაგია
ქრისტეს
შეუდგა.
13. ე. ი. ქრისტეს გამყიდველებთან და ღვთისმკვლელებთან.
14. ლუკა, 19,42.
15. ე. ი. ქრისტეს აღდგომის ტაძრისათვის, რომელიც უფლის აღდგომის ადგილას აიგო; ასევე ქრისტეს საფლავისათვის.
16. ევნუხი _ ხორციელი კავშირისადმი უმოქმედო კაცი. მაღალი სულიერი აზრით _ ხორციელი ვნებებისათვის მკვდარი.
17. ელეონის მთა ანუ ზეთისხილისა _ იუდეის ერთ-ერთი მთა. ასე ჰქვია ზეთისხილის ხეების სიმრავლის გამო. ის იერუსალიმის აღმოსავლეთით ძევს და მისგან
კედრონის
ველით
არის
გამოყოფილი.
იგი
სხვა
მახლობელ
მთებზე
მაღალია.
მისი
მწვერვალიდან
ყოველი
მხრით
მშვენიერი
ხედი
იშლება.
ელეონის
მთა
ახალი
აღთქმის
ისტორიაში
მაცხოვრის
მიწიერი
ცხოვრების
სხვადასხვა
ღირსშესანიშნავი
მოვლენებითაა
გაბრწყინებული.
განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა
ამაღლება,
რომელიც
სწორედ
ამ
ადგილიდან
მოხდა.
წმ.
პელაგიას
ქვაბული,
რომელიც
მაცხოვრის
ამაღლების
ადგილის
შორიახლოს
მდებარეობდა,
მე-12
საუკუნეში
ნახა
რუსმა
მომლოცველმა
იღუმენმა
დანიელმა.
დასავლელი
მოგზაური
ანზელმი
1509 წ.
წერდა:
`ამაღლების
ადგილიდან
ცოტათი
ქვემოთ
20 ნაბიჯის
სიახლოვეს
არის
ადგილი,
ანუ
სენაკი,
სადაც
წმ.
პელაგიამ
თავისი
სინანული
აღასრულა.~
18. წმ. პელაგიას სიკვდილი ნონის ილიოპოლის ეპისკოპოსობისას მოხდა. ნონი ამ კათედრას
ფლობდა
451-458 წწ.
პელაგიას
მოქცევაც
ამ
პერიოდში
მოხდა,
ასე,
რომ
წმიდანის
აღსასრული
სადღაც
457 წ.
ივარაუდება.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
No comments:
Post a Comment