წმ. გიორგის ბორბალზე წამება


უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

No comments:

Post a Comment