ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. XVII ნაწილი.




20. [რიბ]. ორნი ვინმე მძოვარნი იყოფებოდეს მთასა ერთსა. და ვითარ შეისუენა [მე]ორემან, ყო ლოცვაჲ ძმამან მისმან, დაჰმარხა იგი მუნ. და შემდგომად მცირეთა დღეთა გარდამოვიდა მთით მეორე იგი ბერი და პოვა ქუეყანისა მოქმედი ვინმე და ჰრქუა მას: ყავ სიყუარული, ქრისტეს მოყუარეო ძმაო, და მოიღე სათხრელი და მოვედ ჩემ თანა. ხოლო კაცმან მან ყო ეგრეთ, და მოვიდა და შეუდგა მას. და ვითარ აღვიდეს იგინი მთასა მას, უჩუენა ბერმან კაცსა მას საფლავი ძმისა თჳსისაჲ და ჰრქუა მას: დათხარე აქა. და ვითარ განაღო საფლავი იგი, აღდგა ნეტარი იგი ბერი და ყო ლოცვაჲ. და ვითარ აღასრულა, მისცა ანბორისყოფაჲ და დაუტევა მშჳდობაჲ კაცსა მას, და ჰრქუა: ლოცვა-ყავ ჩემთჳს, ძმაო! და შთავიდა იგიცა საფლავსა მასვე და დადვა თავი ძმისა თჳსისა თანა, და მისცა სული თჳსი უფალსა. ხოლო კაცმან მან მიასხა მიწაჲ საფლავსა მას და დაჰფლნა გუამნი მათნი, და ადიდებდა ღმერთსა. და ვითარ წარვიდა მცირედ, თქუა: ვითარ არა მოვიღე წმიდათა მათგან ევლოგიაჲ? კუალად-იქცა იგი, რაჲთა მოიღოს და ვითარ მივიდა [მუნ], არღა პოვა საფლავი წმიდათაჲ მათ. დაუკჳრდა და მიუთხრობდა ყოველთა საკჳრველებასა [მას] სადიდებელად {მრთ}ისა.
21. [რიგ]. (167). გჳთხრობდა ჩუენ აგათონი მამასახლისი კასტელისაჲ, რომელი ეშე[ნა] ნატარსა მამასა ჩუენსა საბას, ვითარმედ: შთავედ ოდესმე [თხ]რობად ნეტარისა პიმენ მძოვრისა და [უთხ]რენ მას გულის სიტყუანი ჩემნი. და ვითარ იყო მწუხრი, დამიტევა მე ქუაბსა მას შინა, და წარვიდა იგი სხუასა ქუაბსა. ხოლო მე დიდად მევნო ღამესა მას სიცივისაგან, რამეთუ იყო ზამთარი, და გან-რაჲ-თენდა, მოვიდა ბერი და მრქუა მე: ვითარ იყავ ამას ღამესა, შვილო ჩემო? ხოლო მე ვარქუ: შემინდვე, მამაო, რამეთუ დიდად ფიცხელი ღამე გარდავიჴადე სიცივისაგან. მაშინ მრქუა მე ბერმან: მე კეთილად განვისუენე და არა ვიხილე ყოლადვე ჭირი სიცივისაჲ. და იყო იგი შიშუელ და ვარქუ მას: ყავ სიყუარული და მითხარ მე; ვითარ არა ცივ-[გე]ყვოდა შიშუელსა? და მრქუა მე: ლომი მოვიდა და დაწვა გუერდით ჩემსა და დამა[ტფ] მე. ხოლო მე გეტყჳ შენ, ძმაო, რამეთუ დასასრულსა მჴეცთავე შეჭმად უვი. და მე ვარქუ მას: რაჲსათჳს, მამაო? და მრქუა მე: რაჟამს ვიყავ მე ქუეყანასა ჩემსა, მწყემსი ვიყავ მე ცხოვართაჲ, და შემოერთნეს ცხოვართა ჩემთა კრავნი სხჳსანი, და შეჭამნეს იგინი [აღ]ლთა ჩემთა, და მე შემძლებელ ვიყავ [შე]ყენებად მათდა და არა დავაყენენ. და მე უწყი, რამეთუ მჴეცთაგან იყოს სიკუდილი ჩემი, და შემდგომად სამისა წლისა შეჭამეს ნეტარი იგი ბერი მჴეცთა და აღესრულა [იტყუაჲ] მისი, რომელი წინაჲსწარვე თქუა.
22. [რიდ]. (16). ბერი ვინმე იყოფებოდა ლავრასა შინა პეტრესსა, მახლობელად იორდანესა, სახელით ნიკოლაოს. გჳთხრობდა იგი, ვითარმედ: ვჯედ ოდესმე რაჲთს და წარვავლინეთ სამნი [ძმანი] თებაიდას მსახურებისათჳს მამათაჲსა. [და] {ითა} ჩუენ მივიდოდეთ უდაბნოსა მას, შევსც[ეთი] გზასა და შევცჳვეთ ქუეყანასა ურწყულსა, უქმსა და ყოლადვე დავიწყებულსა და უვალსა. [...]გუელი აწ ყოველი, და დავყავთ მრავალი დღე თჳნიერ წყლისა, და სიმძლაფრისა მის წყურილისაჲთა მოვაკლდით და წარვწირეთ სასოებაჲ [სიცოცხლი]სა ჩუენისაჲ, რამეთუ უფროჲს ზომისა შესწუვიდა სიცხე იგი ქუეყანასა. და ვპოეთ ხე ერთი, რაჲთა მის [...] [მი]ვცჳვენით ქუეშე მისა და მოველოდეთ [სიკუ]დილსა. და ვითარ დავრდომილ ვიყავ მე აჩრდილსა მის ხისასა, დამეცა მე განკჳრვებაჲ, ვხედევდი წყაროსა ერთსა სავსესა წყლითა, რომელი გარდამოეცემოდა, და ორნი ვინმე დგეს პირსა ზედა მის წყაროჲსასა და აქუნდა მათ სასუმელი ხეჲსაჲ(!). ხოლო მე ვიწყე ვედრებად ერთისა მათგანისა და ვეტყოდე: ყავთ სიყუარული და მასჳთ მე წყალი ამისგან. და არა ისმინა ვედრებაჲ ჩემი. ჰრქუა მას მეორემან მან: ასუ მაგას მცირედი. მიუგო: არა ვასუამ, რამეთუ დაჴსნილი არს და უდები და არა ზრუნავს სულისა თჳსისათჳს. ჰრქუა მას ერთმან მან: ჭეშმარიტად ეგრეთ არს, არამედ უცხოებისა მისთჳს ასუ მას. მაშინ მასუა მე წყალი იგი და ჩემთანათაცა მათ ძმათა. და ვითარ ვსუთ ჩუენ წყალი იგი, მოვეგენით ჩუენ გონებასა და ვიყვენით ჩუენ განძლიერებულნი, და დასცხრა წყურილი იგი ჩუენგან. და ვიდოდეთ სამ დღე თჳნიერ წყლისა, და ესრეთ მოვედით ჩუენ სოფლად.
23. [რიე]. (56). ბერისა ვისიმე იყო მოწაფე, რომელსა აქუნდა დიდი მორჩილებაჲ. და წარავლინა იგი დღესა ერთსა რომლისამე საჴმრისათჳს. და მისცა მას მცირედი პური. და წარვიდა ძმაჲ იგი. და ვითარ აღასრუ[ლა] საქმე იგი, მოიქცა ბერისავე და მოართუა მას პური იგი ეგრეთვე. და ვითარ იხილა იგი ბერმან, ჰრქუა ძმასა მას: რაჲსათჳს არა შეშჭამე პური ესე, შვილო ჩემო? იგი შეუვრდა ბერსა და ჰრქუა: შემინდვე, მამაო, რამეთუ ჟამსა წარსლვისასა არა მაკურთხე მე და მისთჳს არა ვჭამე. და ვითარ ესმა ესე ბერსა, დაუკჳრდა უბიწოებაჲ იგი მისი და კეთილად კითხვაჲ და აკურთხა იგი და უბრძანა საზრდელისა მიღებაჲ.
24. [რივ]. (56). ესე ძმაჲ (?) შემდგომად აღსრულებისა ნეტარისა მის ბერისა ეჩუენა მას უფალი, რამეთუ უფროჲს მოღუა[წე] იყო და ჰრქუა: ყოველსა სენსა, რომელსა დასდვა ჴელი შენი, მიეცეს მას კურნებაჲ. და ვითარ იყო ხვალისა დღე, განგებითა ღმრთისაჲთა [შე]ვიდა კაცი ვინმე ცოლითურთ. და დედაკაც[სა] მას ძუძუსა აჯდა მჯდომი, დიდად ფიცხელი. და ევედრებოდა, რაჲთამცა დასდვა ჴელი და განკურნა იგი. ჰრქუა მას ძმამან მან: შემინდვე, რამეთუ მე ცოდვილი ვარ და [რაღირსი] საქმისა მაგის ყოფად. ხოლო კაცი იგი დაად[რა] ვედრებასა და ეტყოდა ძმასა მას: იხილე თუალითა შენითა და შეიწყალო საწყალობელი ესე. მაშინ იძულებისა მისთჳს და ვედრებისა დასდვა ჴელი მას ზედა და დასწერა ჯუარი, და მყის განიკურნა იგი. და სხუანი[ცა] მრავალნი სასწაულნი ქმნნა უფალმან ჴელითა მის ნეტარისაჲთა არა ხოლო ცხორებასა მისსა, არამედ შემდგომად სიკ[უდი]ლისაცა მისისა.
25. [რიზ]. (42). ვიხილეთ ჩუენ ლავრასა შინა ფარაჲსასა მამაჲ ევქსანტი, კაცი შუენიერი და სათნოებითა შემკობილი. და აქუნდა მას დიდი მოწყალებაჲ, და ამით განგები[თა] ცხოვნდებოდა იგი სენა[კსა] შინა დაყუდებით. შემდგომად ოთხისა დღისა შეჭამის სეფის კუერი ერთი და იყიდის იგი ოთხ ფოლად. და ოდეს[მე ეყვის] იგი კჳრიაკესა სრულიად. და რაჟამს მოეახ[ლა] ჟამი სიკუდილისაჲ, დასნეულდა სნეულებითა მუცლისაჲთა. და აღვიყვანეთ ირუსალჱმს და დავაწვინეთ სასნეულოსა პატრიაქისასა. ნეტარმან კონონ მამასახლისმან წმიდისა მა[მისა] საბაჲს ლავრისამან წარსცა სფირიდითა ევლოგიაჲ რაჲვე და ექუსი დრაჰკანი, და ესრეთ მიუმცნო: შემინდვე მე, მამაო, რამეთუ უდბობითა ჩემითა ვერღარა მოვედ ხილვად შენდა, არამედ მიიღე მცირედი ესე ევლოგიაჲ და ლოცვა-ყავ ჩემთჳს, ხოლო ბერმან დაიმჭირა სფირიდი იგი ევლოგიითურთ, და დრაჰკანნი იგი უკუნსცა და ესრეთ მიჰრქუა: უკუეთუ სათნო უჩნდეს უფალსა ცხორებაჲ ჩემი, სოფელსა შინა არს ჩემ თანა ათი დრა[]კანი და იგი კმა არს ჩემდა ჴორცთა საჴმარად. უკუეთუ იგი წარვაგო და მიჴმდეს, მოვავლინო შენდა, არამედ უწყოდე, პატიოსანო მამაო, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა განვალ მე საწუთოჲსაგან და მივალ უფლისა, არამედ ლოცვა-ყავ ჩემთჳს, რაჲთა განვერე საშინელთა მათ სულთა განუკითხველთაგან. და შემდგომად ორისა დღისა შეისუენა მსგავსად წინაწარმეტყუელებისა. და შთავიღეთ გუამი მისი ლავრასა ხარიტონი[] და მუნ დავჰმარხეთ წმიდათა მამათა თანა.
26. [რიჱ]. (5). გჳთხრობდა ჩუენ მამაჲ პოლოხრონიოს, ვითარმედ: ძმამან ვინმე შეისუენა მონასტერსა შინა მაგდლოჲსასა, და მრქუა მე იკონომოსმან: ყავ სიყუარული და მოვედ ჩემ თანა და შემეწიე, რაჲთა მოვიღოთ ჭურჭელი ძმისაჲ ამის სახიდ საერთოდ. და მივედ მის თანა და ვიხილე იგი, რამეთუ ტიროდა, და ვარქუ მას: რაჲსათჳს სტირ, მამაო? და მრქუა მე: ამისთჳს, რამეთუ დღეს ძმისა ამის ჭურჭელსა გამოვკრებთ და ხვალე ჩემდა ჯერ არს გამოკრებად. და ესრეცა მე ვიტყჳ ამას, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა მიიცვალა ძმაჲცა. გარდაუტეო ხატი ესე და ვდგე წინაშე [მის]სა და აღვასრულო კანონი ჩემი და ვევედრებოდი ღმერთსა და ვიტყოდი სულ-თქუმით: [...]ტყოო, თუ მინდეს, თუ არა მაცხოვნე [იტყჳ]სა შენისათჳს წმიდისა. და მე ვითარცა ვარ თიჴა და ნაცარი და მარადის მსურის ცოდვისათჳს, [არამედ] ვითარცა ძლიერ ხარ და კაცთ-მოყუარე, დამაყენე და [ნუ] მიმიშუებ ნებასა ჩემსა ბოროტსა, რამეთუ უკუეთუ მრ[...] შეიწყალო, არა დიდ არს, და უკუეთუ ~ (?) ავნო, არა საკჳრველ არს, რამეთუ ღირ[] არიან წყალობასა, არამედ ჩემ ზედა უღირს[სა] აჩუენე, მეუფეო, წყალობაჲ შენი და სიმრავლე კაცთ-მოყუარებისაჲ შენისაჲ, რამეთუ ცოდვილთა [{ან}] მოხუედ, უფალო. და ესრეთ ევედრებ[ოდა] მარადის. ხოლო დაეცა ოდესმე ჩუეულებისაებრ თჳსისა, და კუალად მეყუსეულად დადგა და ევედრებოდა იგი ღმერთსა. ხოლო დაუკჳრდა ესე ეშმაკსა სასოებაჲ და [ეთი]ლი იგი ურცხჳნოებაჲ მისი ღმრთისა მიმართ. და გამოუჩნდა მას ცხადად ეშმაკი და ჰრქუა: მიკჳრს ურცხჳნოებაჲ ეგე [შენი], კაცო, რამეთუ ოდესცა მინდეს, დაგცემ. და [ითარ] კუალად ესრეთ იკადრებ ჴსენებად სა[ხელსა] ღმრთისასა? მიუგო და ჰრქუა მას ძმამან [მან]: სახლი ესე სამჭედლოჲ არს და ერთითა [კუ]ერითაშენ სცემდი და ერთითა კუერითა მე. და უნდეს ღმერთსა, რომელ არ[] წარვიკუეთო სასოებაჲ ვიდრე სიკუდილადმდე და რასაცა ზედა ვიპოვნეთ უკუანაჲს მას დღესა და [ნახო], თუ შენ სძლო, ანუ თუ წყალობამან {მრთ}ისამან. ხოლო ფიცით გეტყჳ შენ და ამას ვჰყოფ, რომელი-იგი მოვიდა წოდებად ცოდვილთა სინანულად, არა დავსცრე ვედრებად და ხდად სახელსა წმიდასა მისსა, ვიდრე შენ მართლუკუნ იქცე და სირცხჳლეულ იქმნე და დასცხრე ბრძოლისაგან ჩემისა. ხოლო ესე რაჲ ესმა ეშმაკსა, ჰრქუა მას: ჭეშმარიტად, ამიერითგან არღარა მბრძოდი შენ, რაჲთა არა გჳრგჳნი მოგატყუა შენ მოთმინებითა შენითა. და მიერითგან წარვიდა მისგან ეშმაკი იგი სირცხჳლეული მათა. ხოლო აწ იხილეთ, ვითარ კეთილ არს მოთმინებაჲ და სასოებისა არაწარკუეთაჲ, დაღაცათუ მრავალ გზის ვინმე შთავარდეს განსაცდელსა და ცოდვასა და დაცე[მასა]. ხოლო ამისა შემდგომად მოვიდა იგი სინანულსა შეჭმარიტსა, და ზინ და ტირნ მარადის ცოდვათა თჳსთათჳს. და ოდესმე ჰრქუა მას გულის სიტყუამან მისმან, ვითარმედ: კეთილად იქმ, რამეთუ სტირ. ხოლო მან თქჳს: წყეულ იყავნ კეთილი ესე, რამეთუ რად უჴმს ესე ღმერთსა, უკუეთუ ვინმე წარწყმიდოს სული თჳსი და განარისხოს ღმერთი, და მერმე დაჯდეს და ტიროდის, ანუ აცხოვნოს-ღა იგი, ანუ..
27. [რით]. (13). იტყოდეს მამისა მარკოზისთჳს, რომელი ჯდა უდაბნოს, ვითარმედ ჰქონდა საქმე ესე სამეოცდასამსა წელსა, კჳრიაკით-კჳრიაკედ იმარხვიდა, ვითარმედ საგონებელ იყო უჴორცოდ და [ქმ]ოდა ჴელთ-საქმარსა დაუცადებელად, და მისცემდა გლახაკთა და არარას ვისგან მიიღებდა. და მისთჳს ესმა ღმრთის მოყუარესა [ვი]სმე და მივიდა, რაჲთამცა მისცა [ას] საჴმარი რაჲმე. ხოლო ბერმან ჰრქუა: შემინდვე, არად მიჴმს, რამეთუ ჴელთ-საქმარი ჩემი კმა არს ჩემდა, რომელი მოვიდეს ჩემდა
 
ღმრთისათჳს.
28. [რკ]. ძმამან ჰკითხა მამასა ქსოჲსოს: უკუეთუ ვსუა სამი ჭიქაჲ ღჳნოჲ, დიდ არსა? ჰრქუა მას მან: უკუეთუ იცი, ვითარ ეშმაკი არღარა ცოცხალ არს, არად []რს, ხოლო უკუეთუ ეშმაკი არს-ღა, მშა[...]და არს, რამეთუ ღჳნოჲ ყოლადვე უცხო [არ] მონაზონთაგან.
29. [რკა]. ძმამან ჰკითხა ბერსა: უკუეთუ მივიდე სხჳსასა და მაიძულებდენ, კეთილ არსა, უკუეთუ [ვსუა] მის თანა ღჳნოჲ? მიუგო და ჰრქუა მას ბერმან: შვილო, ივლტოდე ღჳნისაგან, რამეთუ მის მიერ მრავალნი შთავარდებიან დაცემასა და წარწყმედასა, რამეთუ საფრ[ჴე] მონაზონისა ღჳნოჲ და დედანი არიან.
30. [რკბ]. ჰრქუა ბერსა ძმამან: ვითარ დავიცვა გული ჩემი? ჰრქუა მას ბერმან: ვინაჲთგან არა დავიცავთ ენასა ჩუენსა და მცი[...]სა, ვერცა გულსა დავიცავთ.
31. [რკგ]. ჰრქუა კუალად მამამან ტითოჲ: ესე არს უცხოებაჲ, რაჲთა დაჲმჭიროს ენაჲ თჳსი.
32. [რკდ]. ჰრქუა მამამან იპერიქე: კეთილ არს სუმაჲ ღჳნისაჲ და ჭამაჲ ჴორცისაჲ, ვიდრე ჭამაჲ ჴორცისა ძმისა თჳსისაჲ ძჳრის ჴსენებითა და ძჳრის ძრახვითა.

33. [რკე]. ბერისა ვისთანამე დიდისა იყო ძმაჲ ერთი მცირედ უდები. და ხედვიდა დიდთა მათ შრომათა ბერისათა. და ოდესმე ჰრქუა ბერსა: იტყჳან ვიეთნიმე, მამაო, ვითარმედ დიდი მოღუაწებაჲ მოიყვანებს მონოზონსა ამპარტავანებად. ჰრქუა მას ბერმან: შვილო, უკუეთუ უდბებით სიმდაბლე სარგებელ არს, მაშა წარვიდეთ და ვისუათ ცოლები და ჴორცი ვჭამოთ და ღჳნოჲ ვსუათ; ვაჲ ჩუენდა, შვილო, ვითა-ღა გუემღერიან ჩუენ ეშმაკნი, და ჩუენ არა გულისჴმა-ვჰყოფთ, არცა გუესმის დავითისი, რომელსა იტყჳს: იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი და შენ მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. აწ გულიჴმა-ყავ, შვილო, რამეთუ რომელსა შეეცოდოს და განერისხოს ღმერთი, თანა-აც მას, რაჲთა განაშოროს თავი თჳსი შუებათაგან სოფლისათა და განიწმიდოს სული ლოცვითა, მარხვითა და ტირილითა ღამე და დღე, რაჲთა სათნო ეყოს ღმერთსა.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon140.htm

No comments:

Post a Comment