ნანდჳლვე არარაჲ არს უძჳრეს ამპარტავანებისა. ესე წარსწყმედს
სრულიად
ცნობასა
კაცისასა
და
უგუნურთა
უუგუნურესად
გამოაჩინებს.
და
ვითარცა
რაჲ
კაცი
სამწყრთეული
ჰგონებდეს
თავსა
თჳსსა
უმაღლეს
მთათა,
და
აღიპყრობდეს
ჴელსა,
რაჲთამცა
უზეშთაეს
მთისა
მაღლისა
გამოაჩინა,
არარას
სხუასა
სახესა
უგუნურებისა
მისისასა
ვეძიებთ,
ეგრეთვე
ოდეს
იხილო
კაცი
ზუავი
და
ამპარტავანი,
რომელი
ჰგონებდეს
თავსა
თჳსსა
ყოველთა
უაღრეს,
და
შეურაცხებად
უჩნდეს
სხუათა
სწორებაჲ,
ნუღარას
ეძიებ
სხუასა
სამხილებელსა
და
სასწაულსა
უგუნურებისა
მისისასა.
ესევითარი-იგი ფრიად
უსაკიცხლეს
არს
ცოფთა
და
ნავღლიანთასა,
რამეთუ
ამისი
სიცოფე
ნეფსით
არს,
ხოლო
მათი
უნებელად.
ესევითარმან
მან
ქმნის
თუ
ცოდვაჲ,
ვერარაჲვე
შეიგონის,
რამეთუ
ვითარცა
ტყუე
მიმოუტაციეს
იგი
ეშმაკსა
და
თუალნი
გონებისა
მისისანი
დაუბნელებიან;
ყოველთავე ზედა მაღლოინ, იქადინ ჴორციელთა და ცუდთა საქმეთათჳს, დიდებისათჳს წარმავალისა, გინა სიმდიდრისა, გინა თუ ძლიერებისა, ანუ თუ დიდებულთა შვილებისა. კაცო, რაჲსათჳს ჰზუაობ და იქადი ესევითართა ამათ საქმეთა ზედა? ესე ყოველი 'ამაოებაჲ არს ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო', იტყჳს წერილი. რაჲ არს დიდებულთა შვილებაჲ? არარაჲ არს, გარნა სახელი ხოლო, საქმეთაგან ცარიელი, და ესე სიტყუაჲ კეთილად და განცხადებულად სცნა დღესა მას სიკუდილისასა. ხოლო გნებავს თუ, აქავე გულისჴმა-ყავ, რამეთუ არცა ერთი რაჲ არს ამის საქმისაგან უმეტესობაჲ. ამისთჳსცა ყოველნივე განსაცდელნი სოფლიონი მო-თუ-იწინენ, გინა თუ ბრძოლაჲ, გინა თუ ძრვაჲ, გინა თუ სნებაჲ, ანუთუ სიკუდილი, სწორებით მოვლენ მდიდართა ზედა და გლახაკთა. და ვითარცა-იგი გლახაკსა არა ჰრიდებენ, ეგრეთვე არცა მდიდარსა და დიდებულთა შვილსა. და ამასცა ვიტყჳ, ვითარმედ: უმეტესადღა მდიდართა ზედა მოიწევიან განსაცდელნი და მწუხარებანი, ვიდრეღა გლახაკთა. მდიდართა ზედა არიან შიშნი მეფეთანი, მთავართა და ჴელმწიფეთა უზეშთაესთანი; არა მრავალნი ტაძარნი მდიდართანი და სახლნი შუენიერად გამოქანდაკებულნი დაირღუნესა ბრძანებითა მეფეთაჲთა, გინა თუ განდგომილებითა ერისაჲთა? და ყოველი სიმდიდრე მათი იავარ იქმნა. ხოლო გლახაკი ამის ყოვლისაგან თავისუფალ არს. აწ უკუე, კაცო, რაჲსათჳს ჰზუაობ სიმდიდრესა ზედა და დიდებულთა შვილებასა? რად ჰმაღლოჲ მთავრობასა ზედა და აზნაურებასა? მიჩუენე სულისა მთავრობაჲ და აზნაურებაჲ, ვითარი აქუნდა მას, რომელი ჴორციელად გლახაკ იყო და უპოარ, ხოლო მეფენი ძრწოდეს მისგან. რომელი კადნიერებით ეტყოდა ჰეროდეს: 'არა ჯერ-არს შენდა ქორწინებად ცოლი ფილიპეს, ძმისა შენისაჲ'. და კუალად, ვითარ იყო პირველ მისა მოსილი იგი ხალენითა, რომლისაგან იმალვოდა აქაბ მეფე; ვითარ იყვნეს მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი. უკუეთუ გაქუს ესევითარი სულიერი აზნაურებაჲ, მაშინღა ნუვე ჰზუაობ, რამეთუ 'საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა'; ხოლო უფროჲსად ამაოთა ამათ და წარმავალთა საქმეთათჳს ზუაობაჲ დიდი უგუნურებაჲ არს. რამეთუ სულნი მდიდართა და დიდებულთა ქუეყანისათა უმრავლესნი, ვერაგობისაგან თჳსისა და ცოდვისმოყუარებისა, ფრიად შორს არიან ჭეშმარიტისა მის აზნაურებისაგან, და უფროჲსღა მონა არიან, არა ხოლო თუ ცოდვისა, არამედ ყოველთა კაცთაცა. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაჰჴსნის აზნაურებასა მას სოფლისასა, ვითარ შემსჭუალვაჲ გონებისაჲ საქმეთა სოფლისათა და დიდებასა კაცობრივსა. ესე ჰყოფს სულსა მონა არა თუ ერთისა კაცისა, ანუ ერთისა ვნებისა, არამედ ბევრეულთა კაცთა და უმრავლესთა ვნებათა. და უძჳრესი ესე არს, რამეთუ რომელთაცა იგი ჰმონებნ, მტერვე მისა იყვნიან და შურითა შეიწუებოდიან მისა მიმართ. უბადრუკი იგი ჰმონებნ, ვითარცა უფალთა, და ეშინინ, ვითარცა მბრძოლთაგან, და იგინი ებრძოდიან, ვითარცა მტერნი. ესრეთ არიან საქმენი ცუდისა მის და ამაოჲსა დიდებისა და ტრფიალთა მისთანი. ხოლო სულიერთა და ღმრთისმოყუარეთა კაცთა მოქალაქობაჲ არა ესრეთ არს, არამედ ერთსა თუ ევნებინ, სხუათა მის თანა ელმინ; უკუეთუ უხარინ, მის თანა მხიარულ იყვნიან, ვითარცა იტყჳს მოციქული: 'უკუეთუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი'. და კუალად იტყჳს: 'ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?' ესრეთ არს საქმე ღმრთისმოყუარეთაჲ. აწ უკუე, ძმანო, რაჲსათჳს ღელვათა შინა დავინთქმით და არა მივისწრაფით ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა, რომელ არს სათნოებაჲ? რაჲსათჳს არა დაუტეობთ სახელსა კეთილისასა და საქმესა შევიტკბობთ? რამეთუ დიდებაჲ და ძლიერებაჲ და სიმდიდრე და ყოველივე ესევითარი სოფლისა ამის საწუთროჲსა საცთურთა შინა სახელით ხოლო წოდებულ არს, ხოლო საქმეთაგან ცარიელ არს, გარნა ღმრთისმოყუარეთა შორის საქმით არს ესე ყოველი. მათ აქუს ჭეშმარიტი სიმდიდრე, მათ აქუს ჭეშმარიტი ძლიერებაჲ, ჭეშმარიტი დიდებაჲ, და სხუაჲ ყოველივე კეთილი მათ შორის მტკიცე არს და შეურყეველ, სამარადისო და წარუვალ. ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, მოვიგოთ, ძმანო, ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ და ბოროტისა მისგან მონებისა განვათავისუფლნეთ თავნი ჩუენნი; და ნუმცა საწადელ გჳჩნს ზუაობაჲ მთავრობისაჲ, ნუცა მძლავრობაჲ სიმდიდრისაჲ, ნუცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ შიში ღმრთისაჲ და სათნოებაჲ იყავნ ჩუენდა სასურველ. მოვიძულოთ ზუაობაჲ და ამპარტავანებაჲ, შევიყუაროთ სიმდაბლე და სიმშჳდე და უმანკოებაჲ, რაჲთა ამასცა სოფელსა სათნოდ ღმრთისა ვცხონდებოდით და საუკუნეთა მათ კეთილთა მკჳდრ-ყოფად ღირს ვიქმნეთ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ლოცვა-ყავთ მამისა იოვანესთჳს და მამისა ეფთჳმესთჳს.

No comments:
Post a Comment