გარნა ამის პირისათჳს ფრიადი კრძალულებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა ჰურიათაებრ აღვიღოთ ჯუარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამეთუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტჳრთა ჯუარი ქრისტესი; ხოლო ჰურიათა, რაჲთამცა ჯუარს-აცუეს და მოკლეს უფალი, ამისთჳს მიაქუნდა. და აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეკრძალნეთ, რაჲთა არა სიტყჳთ ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ. რამეთუ მრავალნი თაყუანის-სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ, და მსგავს ჰურიათა იქმნებიან. რომელსა სარწმუნოებაჲ მართალი არა აქუნდეს, მსგავს არს მათსა, რომელნი ეტყოდეს: 'უკუეთუ ძე ღმრთისაჲ არს, გარდამოჴედინ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს ეგე'; რამეთუ ესეცა ურწმნუო არს, ვითარცა იგინი. კუალად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს მართალი, და საქმე კეთილი არა გუაქუნდეს, სარწმუნოებაჲ იგი მკუდარ არს. ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: 'რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა'. და რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, არა უყუარს უფალი; და რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, უფალსა შეურაცხ-ჰყოფს, რამეთუ თავადი იტყჳს: 'რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე მიყავთ'. და რომელი მოიღებდეს ქრთამსა უბრალოჲსა დასჯად, მოყუასი არს იუდაჲსი, რამეთუ ესეცა განჰყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე. და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მას თჳსად შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ: რომელი ისიძვიდეს, სულსა თჳსსა წარიწყმედს, რამეთუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული იტყჳს. და რომელი დამონებულ იყოს ბოროტთა გულისთქუმათა და აღასრულებდეს მათ და სუფევდეს ცოდვაჲ მის ზედა, იგიცა მათ ჰბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტჱ. რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? არარაჲ სხუაჲ, გარნა ესე: უფლისა მიმართ გურწმენდინ და მართლმორწმუნეობით ვადიდებდეთ წმიდასა და განუყოფელსა სამებასა, და ჯუარსა ქრისტესსა თაყუანის-ვსცემდეთ და წმიდასა ხატსა მისსა, და ღირსად მცნებათა მისთა და წმიდისა მის სახარებისა მისისა ვმოქალაქობდეთ, განვეშორნეთ ყოველსავე ცოვდასა და მოვიგოთ სინანული, ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ. 'უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა', იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: 'შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ'. ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: 'ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა', რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედ ჟამ ყოფადნო.
No comments:
Post a Comment