და აწ, საყუარელნო, ჩუენცა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა შეგუემთხჳოს მლევანი ესე საქმჱ. რამეთუ რომელთაცა ჰქონან საფასენი და არა მისცემენ გლახაკთა, ბოროტისა მის მონისა მობაძავ არიან. რამეთუ შენცა, კაცო, მნე ხარ მონაგებთა შენთაჲ, ვითარცა მნენი იგი ეკლესიისანი; და ვითარცა მნესა ეკლესიისასა, რომლისადა რწმუნებულ არიან საფასენი გამოსაზრდელად გლახაკთა, არა ჴელ-ეწიფების ცუდად წარგებად, რამეთუ გლახაკთაჲ არს, ეგრეთვე არცა შენ ჴელ-გეწიფების საფასეთა შენთა, გინა თუ მამული იყოს, გინა თუ ვინაჲცა, ამაოთა და ცუდთა საქმეთა ზედა წარგებად. რამეთუ რწმუნებულ არს შენდა უფლისა მიერ მიცემად შენთა თანამონათა საზრდელი ჟამსა თჳსსა.
და რაჲ არს "ჟამსა თჳსსა?" - ესე იგი არს, რომელნი ნაკლულევან იყვნენ, რომელთა შიოდის, რომელნი შიშუელ იყვნენ. და, ვითარცა შენ მონათა და შენთა მნეთა ამცნებ კეთილად განგებად მონაგებსა შენსა, ეგრეთვე ღმერთი შენგან ეძიებს. ამისთჳს მოგცა საფასე, რაჲთა გაქუნდეს მიზეზი მოგებად სათნოვებისა ქველისსაქმითა; რაჲთა მოიგო სიყუარული, თავი იგი სათნოვებათაჲ; რაჲთა მოიგო კაცთმოყუარებაჲ, რომელიიგი საქმე არს საღმრთოჲ. და აწ შენ ანგაჰრებითა შეპყრობილ ხარ, არა ხოლო თუ არა იქმ ქველისსაქმესა, არამედ ჰგუემცა გლახაკთა, აგინებ და შეურაცხ-ჰყოფ, ვითარცა იტყჳს უფალი ბოროტისა მის მონისათჳს: "იწყოსო გუემად მის თანამონათა მათ." - ესე ანგაჰრთათჳს თქუა და მტაცებელთა, რომელნი აჭირვებენ გლახაკთა. და კუალად იტყჳს: "ჭამდეს და სუმიდესო მომთრვალეთა თანა." რამეთუ შუებისმოყუარეთათჳსცა და ნაყროვანთა საშჯელი განმზადებულ არს. კაცო, არა თუ ამისთჳს მოგეცნეს საფასენი, რაჲთა იშუებდე და ითრვებოდი, არამედ რაჲთა მოწყალებასა იქმოდი. არა თუ შენი არს, რაჲ-ეგე გაქუს, არამედ გლახაკთაჲ რწმუნებულ არს შენდა. გინა თუ მამული გაქუს, გინა თუ შრომითა შენითა მოგებული, გლახაკთათჳს მოუცემიეს ღმერთსა, რაჲთა მისცემდე მათ საზრდელსა ჟამსა თჳსსა. უკუეთუ არა კეთილად განაგო, საშჯელი მიგეჴადოს. იხილე, რაოდენითა იგავითა გამოაჩინა ესე: რამეთუ ქალწულნი იგი დაისაჯნეს, არა თუ რომელ სხუათაჲ მოიტაცეს, არამედ რომელ თჳსი არა მისცეს. ეგრეთვე რომელმან ქანქარი იგი დაჰფლა ქუეყანასა და რომელნი მშიერსა თანაწარჰჴდეს, ესე ყოველნი არა თუ ანგაჰრებისათჳს და სხუათაგან მოხუეჭისა დაისაჯნეს, არამედ რომელ თჳსისაგან არა მისცემდეს ქველისსაქმედ, არამედ ბოროტად წარაგეს, ვითარცა ამან მონამან, რომლისათჳს აწ აღმოვიკითხეთ. ვისმინოთ ნაყროვანთა და შუებისმოყუარეთა, რომელნი ტაბლათა ზედა ბრწყინვალეთა წარვაგებთ სიმდიდრესა მას არა ჩუენსა, არამედ გლახაკთათჳს ჩუენდა რწმუნებულსა, დაღაცათუ მრავლისა მისთჳს კაცთმოყუარებისა, ვითარცა ჩუენსა გჳბრძანებს უფალი მიცემად; გარნა არა ჩუენი არს, არამედ მის მიერ ჩუენდა რწმუნებულ არს. რაჲსათჳს უკუე ესრეთ უმადლოდ გამოვაჩინებთ თავთა ჩუენთა? გულისხმა-ვყოთ, თუ რაოდენ საწადელ იყო პოვნად ღონისა შენდობად შემდგომად ნათლისღებისა მოწევნულთა ცოდვათა. უკუეთუმცა არა ეთქუა, თუ: "იქმოდეთ ქველისსაქმესა, რაჲთა მიგეტევნენ ცოდვანი", რავდენნიმცა იტყოდეს: ჰჱ, თუმცა იყო ღონე მიცემად საფასისა და განრომად საუკუნეთა მათგან სატანჯველთა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქადაგა, აწ კუალად უდებ იქმნეს. ამას ზედა მრავალნი მეტყჳან, ვითარმედ: ჰჱ, მივსცემ გლახაკთა, რაჲსათჳს მაყუედრებ? არამედ რაჲ არს სიტყუაჲ, კაცო? ჯერეთ არა მიგიცემიეს არცა თუ მის ქურივისა სწორად, რომელმან ორი იგი წულილი დადვა ფასის-საცავსა, არცა თუ ზოგი მისისა მის შესაწირავისაჲ, რამეთუ ნამეტნავისა შენისა ასეულსაცა არა მისცემ და უმეტესსა ცუდსა და ამაოთა საქმეთა ზედა იზღვევი ხადილობად და მთრვალობად და სხუათა უძჳრესთა, ვითარცა მონისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: "ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა და სცემდეს მის თანამონათა." ესე იგი არს თჳსსა მას უწესოვებასა თანა მოყუსისაცა ცხორებაჲ შეურაცხ-ეყოს, რომელ-ესე დიდად განმამწარებელ არს ღმრთისა. ამისთჳს ორად განკუეთასა ბრძანებს ესევითარისა მის მონისასა. რამეთუ ვითარცა-იგი სიყუარული პატიოსან არს წინაშე მისა და სასწაულად თჳსისა მოწაფებისა ურთიერთას სიყუარული განაწესა, ეგრეთვე სიძულილი და ულმობელობაჲ მოყუსისა მიმართ საძაგელ არს ღმრთისა წინაშე. ამისთჳს, საყუარელნო, ძმათმოყუარებაჲ შევიკრძალოთ, რამეთუ ესე არს გზაჲ ზეცად აღმყვანებელი, ესე გუყოფს მსგავს ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს. და იხილენით, რაბამნი სათნოებანი დაშენებულ არიან ამას გზასა ზედა. და აწ ესრეთ გამოვსახოთ: გულისხმა-ვყვნეთ ორნი გზანი სათნოებათანი: ერთი იგი, რომელი თჳსსა ოდენ კეთილსა ზრუნვიდეს და სათნოდ იქცეოდის, და მეორე, რომელი მოყუასსაცა არგებდეს. აწ ვიხილოთ, რომელი ამათ ორთა გზათაგანი ადრე მიმაწევს ჩუენ თავსა სათნოვებათასა. საცნაურ არს, ვითარმედ მეორესა მას, რომელი მოყუასსა არგებდეს, პავლე დიდად აქებს, ვიდრეღა მას, რომელი თავსა ოდენ თჳსსა არგებდეს. ხოლო ოდეს ვთქუა, თუ: პავლე აქებს, ქებაჲ იგი ქრისტესგან გულისხმა-ყავთ, რამეთუ პირითა პავლესითა ქრისტჱ იტყოდა. ისმინეთ უკუე, რასა იგი იტყჳს ამის ჯერისათჳს: "ნუ თავისა თჳსისასა ეძიებნ კაცად-კაცადი, არამედ მოყუსისასა თითოეული". და კუალად იტყჳს: "კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსაშენებელად". და კუალად იტყჳს: "იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ". ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს: მარხვაჲ და მოღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ-ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ-გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან. ისმინე უკუე ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: "შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არავე რაჲ სარგებელ არს ჩემდა". ვთქუა სხუაჲცა უმეტესი სიტყუაჲ ჭეშმარიტი: გულისხმა-ვყვნეთ ორნი კაცნი: ერთი იგი იმარხევდინ და ილოცევდინ და აღსასრულსა წამებითაცა სრულ იქმენინ, ხოლო მეორემან აღშენებისათჳს მოყუსისა და სარგებელისათჳს მისისა დრო-ეცინ წამებასა და დიდისა მის გჳრგჳნისაგან წუთ ერთ დააკლდინ. ვინ უაღრეს იქმნების ამათ ორთაგან და რომელი უმეტესსა სასყიდელსა მიემთხუევის? არა საჴმარ არს აქა ჩემდა მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ დგას ნეტარი პავლე და განჩინებით იტყჳს: "გული მეტყჳს მე განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲსღა უმჯობეს; ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უაღრეს თქუენთჳს". და პატივ-სცა აღშენებასა მოყუასთასა უფროჲს ქრისტეს მიმართ მოსლვისა, რამეთუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანა ყოფაჲ - აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ. ხოლო ნებაჲ მისი არარასა ზედა არს ესრეთ განსუენებულ, ვითარ ამას, რაჲთა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმოდით. და ესე აუწყა პეტრეს, რაჟამს ჰრქუა:"პეტრე, გიყუარ-მეა?" და სამგზისვე სიყუარულისა მისისა სასწაულად მწყსაჲ ცხოვართა მისთაჲ უბრძანა. ხოლო ესე არა მღდელთა მიმართ ხოლო თქუმულ არს, არამედ კაცად-კაცადისა, რომლისადაცა რწმუნებულ იყოს გინა თუ დიდი, გინა თუ მცირე სამწყსო. ნუ მცირისათჳს უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ მამამან ზეცათამან სათნო-იყო მცირეცა იგი სამწყსოჲ. ერთიცა თუ ვის ჰყვეს მოწაფ, ანუ შვილი, ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდინ, რაჲთა სარგებელ ეყოს მას სულიერითა წესითა. ესრეთ ვიქმნეთ სათნო უფლისა და მონა სარწმუნო. უკუეთუ მოვიგოთ სიყუარული, მოწყალებაჲ, სახიერებაჲ, სიტკბოებაჲ, ამათ მიერ მარხვაჲცა ჩუენი და ლოცვაჲ შეწირულ იყოს ღმრთისა. რამეთუ ჭეშმარიტად რომელსა ჰქონდეს სიყუარული და მოწყალებაჲ, ყოველნივე სათნოვებანი მის თანა არიან: არა იპარავს, არა იტაცებს, არა ცილსა სწამებს, მტერთა ულოცავს, მწყევართა აკურთხევს, მოძულეთა კეთილსა უყოფს. ვინაჲთგან უკუე გულისხმა-გჳყოფიეს, ვითარმედ სიყუარული ძმათაჲ და სარგებელი მათი სულიერი და ჴორციელი მიგჳძღჳს ცხოვრებად საუკუნოდ, ესე სათნოვებაჲ შევიტკბოთ, რაჲთა სასუფეველსა ცათასა ღირს ვიქმნეთ ქრისტჱ იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:
Post a Comment