ვაჲ ჩემდა დღისა მისთჳს საშინელისა! ჯერ-იყო ჩუენდა სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ჴსენებაჲ, ხოლო აწ ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა უფროჲსად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქმნებით ოდეს ვაჴსენოთ იგი. ანუ მე ოდენ შემემთხუევის ესე, ხოლო თქუენ მოხარულ ხართ ჴსენებითა მისითა? ესე უწყი, ვითარმედ ოდეს სიტყუანი ესე მესმოდინ, ძრწოლაჲ შემედების და მწარედ ვგოდებ და სიღრმეთაგან გულისათა სულთ-ვითქუამ, რამეთუ უწყი, ვითარმედ არა მაქუს ნაწილი მათ თანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოზნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ; არამედ სხუათა მათ თანაზიარ ყოფად ვარ, რომელნი ქუემო იჴსენებიან - სულელთა მათ თანა ქალწულთა, და მონისა მის, რომელმან დაჰფლა ქანქარი უფლისა თჳსისა, და სხუათა მათ თანა ცოდვილთა. ამისთჳს ვიგლოვ და ვცრემლოი, ოდეს მოვიჴსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვვარდებით ჩუენ ცოდვილნი, ვითართა კეთილთა და საშუებელთაგან საუკუნეთა და წარუვალთა, მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს. რამეთუ უკუეთუმცა ჭირი დიდი გჳჴმდა და შჯულიმცა მძიმე დადებულ იყო, ჯერ-იყო ეგრეთცა დადებაჲ თავთა თჳსთაჲ სიკუდილად და არა გამოჴუებად დიდებისა მისგან; გარნა ვთქუა, თუ გუაქუნდა მცირედ რაჲმე მიზეზი, რაჲთამცა ვთქუთ, თუ ფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ, რამეთუ შრომაჲ დიდ იყო და ჟამი - გრძელ და ტჳრთი - მძიმე; იყო მიზეზი ესე არარაჲვე, გარნა ვთქუა, თუ მცირედ რაჲმე სიტყუაჲ გუეპოვებოდა. ხოლო აწ ესევითარი სიტყუაჲ და მიზეზი არარაჲ გუეპოების და ესე არს მწარე და ძნელ;
და ამას საქმესა ეგულების უძჳრეს გეჰენიისა წერტაჲ მაშინ გულთა ჩუენთაჲ, ოდეს მცირედისა ჟამისათჳს და კნინადისა შრომისათჳს სასუფეველი ცათაჲ დაგუჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქუმელნი და მოუგონებელნი. რამეთუ ნანდჳლვე ჟამი მცირე არს და მოკლე და შრომაჲ - კნინოდენი და ფრიად სუბუქი. ხოლო ჩუენ დაჴსნილ ვართ და სრულიად ქუემწოლარე. კაცო, მოღუაწებაჲ შენი ქუეყანასა ზედა არს და გჳრგჳნი - ცათა შინა; ჭირი შენი კაცთა შორის არს და პატივი - ღმრთისაგან; სრბაჲ შენი ორ დღე არს და სასყიდელი - საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა; ბრძოლაჲ ჴორცითა ამით განჴრწნადითა არს და ნიჭნი იგი - უჴრწნელ და წარუვალ. აწ უკუე დაღაცათუ ქრისტესთჳს არა ვინებოთ მოღუაწებაჲ, თჳთ თავით თჳსით იგივე შეგუემთხუევის. რამეთუ დაღაცათუ ქრისტესთჳს არა თავს-იდვა სიკუდილი, თჳთ ბუნებით სიკუდილი თანა-გაც. უკუეთუ ქრისტესთჳს არა დაუტევნე საფასენი, მცირედღა და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცარიელი განხჳდე. აწ უკუე სახიერი იგი უფალი მას ეძიებს შენგან, რომელსა-იგი თჳნიერ ნებისაცა შენისა სიკუდილი მიგიღებს; მას გენუკევს ნეფსით ქმნად, რაჲ-იგი უნებლიეთცა შემთხუევად არს შენდა. ამას ოდენ გეტყჳს, რაჲთა უნებელი იგი თანანადებნი ნეფსით ჰქმნა მისისა სიყუარულისათჳს. ჰხედავა, ვითარ ადვილ არს ღუაწლი ესე და ტჳრთი ესე - სუბუქ? რომელი-იგი უეჭუელად შემთხუევად არს შენდა, იგი ნეფსით ქმენ ჩემთჳსო, - გეტყჳს ტკბილი იგი და სახიერი მეუფჱ, - და კმა არს ჩემდა ესე მორჩილებაჲ. რომელ-იგი სხუასა ავასხებ საფასესა, მე მავასხე და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე; ჴორცთა მაგათ, რომელთა სხუასა დაამონებ, მე დამამონენ და შრომაჲ შენი არა იქმნას ცუდ, რამეთუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლისა გარდაჴდითა. აწ, საყუარელო, ესე სიტყუანი მეუფისანი ყურად-იხუენ და გულისხმა-ყავ. რაჲ არს ესე, რომელ ყოველსა საქმესა ზედა მას პატივ-სცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს, გინა თუ სესხებაჲ იყოს, გინა თუ ვაჭრობაჲ, გინა თუ მჴედრობაჲ (უკუეთუ სესხებაჲ იყოს, რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ; უკუეთუ ვაჭრობაჲ იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდის, მას ეზავები; უკუეთუ მჴედრობაჲ იყოს, რომელიცა უხჳ და კეთილად მიმნიჭებელი იყოს მეფჱ, მას შეეწყნარები); ხოლო ქრისტჱ უმეტეს ყოველთასა მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა, მცირედისა და არარაჲსა შრომისა წილ და უნდოჲსა წარსაგებელისა წილ. არა გთნავს სესხებაჲ ესე, გინა ვაჭრობაჲ, გინა მჴედრობაჲ მისი. რაჲ არს

ესე სისულელე? რაჲ არს ესე უგუნურებაჲ? კუალად გეტყჳს უფალი: რაჲსათჳს ქუე დაჰფლავ საფასესა შენსა და მიწათა არწმუნებ საუნჯესა შენსა? მომეც მე ნამარხევად, არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქუეყანაჲ? მან მრავალგზის არცა თუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებითურთ მოგცე, და რომელ მე მარწმუნე, ამის ჯერისათჳს დიდი კეთილი გიყო. რამეთუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყუარებ მათ. აწ უკუე ჩემდა მომართ დადევ ნაწილი შენი და რასაცა იქმოდი, ჩემ მიერ ქმენ, და ნეტარ იყოს შენდა. უკუეთუმცა სესხებაჲ გნებავს, მე მავასხე; უკუეთუ შენებაჲ გნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე, მე მოგცე ადგილი უსასყიდლოდ; უკუეთუ სამკაული გიჴმს, ჩემი მიიღჱ; უკუეთუ საჭურველი გიჴმს, ჩემი შეიმოსჱ; უკუეთუ შიშუელ ხარ, ჩემი შთაიცუ; უკუეთუ საზრდელი გიჴმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ; უკუეთუ სლვაჲ გნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე; უკუეთუ სამკჳდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკჳდრო; უკუეთუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ჴელოვანი და მაშენებელი მე ვარ. რამეთუ მე რომელსაცა მოგცემ, სასყიდელსა არა ვეძიებ, არამედ უფროჲსღა სასყიდელი მოგცე, ამისთჳს მებრ, უკუეთუ ჩემი იჴმარო და სხჳსა არავისი იქმნა მოქენე. ამის სიყუარულისა უმეტესი რაჲ ეგების, კაცო? მე გექმნა მამა, მე - ძმა, მე - სიძე უხრწნელებისა, მე - სადგურ, მე - სამკაულ, მე - საფასჱ, მე - საფუძველ. რაჲ გენებოს, ყოველი კეთილი გეპოვოს ჩემ თანა; ნუ სადა იჭირვი, მოვედ ჩემდა, მე განგისუენო; მე შენთჳს მონებად მოვედ, მე შეგიყუარე, მე ასოდ ჩემდა გიწოდე, მე - ძმად და დად და დედად, მე შენთჳს დავგლახაკენ, შენთჳს ჯუარს-ვეცუ, შენთჳს სიკუდილი თავს-ვიდევ და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქუესკნელით, ზეცას შენთჳს მეოხ ვარ მამისა, ქუეყანად შენთჳს მოვედ მამისა მიერ შუვამდგომელად. აწ უმეტესი ამისა რაჲ გიჴმს? ანუ რაჲსათჳს მევლტი მე, რომელმან ესრეთ შეგიყუარე შენ? რად დამიტეობ მე და სოფელსა ამას ჰმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რაჲსათჳს ჭურსა განჴურეტილსა შთაასხამ? რამეთუ ესრეთ არს, რომელი სოფელსა ამას ჰმონებდეს. რაჲსათჳს ცეცხლად შთააბნევ შრომათა შენთა? რაჲსათჳს ჰაერთა სცემ? რაჲსათჳს ამაოდ ჰრბი შენ? არა ყოვლისავე ჴელოვანებისა აღსასრული არსა? ჰჱ, ჭეშმარიტად. აწ უკუე მიჩუენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერარაჲ ძალ-გიც ჩუენებად, რამეთუ 'ამაოებაჲ ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო არს'. ხოლო უკუეთუ ჩემ თანა დასდვა ნაწილი შენი და ჩემთჳს იყოს შრომაჲ შენი, მიგცე შენ სამკჳდრებელად სასუფეველი ცათაჲ და ჰსუფევდე ჩემ თანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა. ძმანო ჩემნო საყუარელნო, არა გესმისა სიტყუანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად ამას ყოველსა მეტყჳს ჩუენ და ფრიად უმრავლესსა. უკუეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩუენდა; უკუეთუ ურჩ ვექმნეთ, ვაებაჲ საუკუნოჲ მოგუეცეს. ეჰა, საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისაჲ და გულისთქუმანი ბილწებისანი საწადელ არიან ჩუენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი. განვიდეთღა, კაცო, სამაროვანად; მიჩუენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი, ანუ სხუაჲ თჳსთაგანი. გულისხმა-ყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა. სადა არს, რომელი-იგი ოქროჲთა შემკობილ იყო და ოქროქსოვილი ემოსა, რომელი-იგი ეტლთა ზედა ოქროქანდაკებულთა აღმჴედრებულ იყო და მჴედრები ათასეული წინაშე უვიდოდა და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთამე სცემდა, რომელთამე მოსწყუედდა, რომელთამე შეაწყუდევდა, სხუათა ანიჭებდა, სხუათა ადიდებდა, და ჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისაჲ? შთაიხედენღა საფლავსა მისსა და მიჩუენე დიდებაჲ მისი. ვერრას ვხედავ, გარნა მატლთა და წუთხსა, ძუალთა და ნაცარსა და მტუერსა. იგი ყოველივე აჩრდილი იყო და წარჴდა, ზღაპარი იყო და დაივიწყა, სიზმარი იყო და საკიცხელ იქმნა. და ჰე, თუმცა აქამომდე იყო სიძნელე მათი - ამაოება ოდენ და დავიწყება. ხოლო უძჳრესი ესე არს, რომელ დიდებაჲ იგი და პატივი და შუებაჲ და ბრწყინვალებაჲ აჩრდილ იყო და განქარდა, ხოლო მის მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ჩუენთა ცოდვაჲ არა აჩრდილებრ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩუენ თანა ჰგიეს საუკუნესა მას და ცხად იყოს ყოველთა წინაშე მტაცებელობანი იგი და ანგაჰრებანი, სიძვანი და მრუშებანი და სხუანი იგი ბოროტნი, ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოდგენ წინაშე ჩუენსა. რომლითა-მე თუალითა მივხედნეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს? რამეთუ წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა და ყოველთავე საქმეთა ჩუენთა გამოძიებაჲ ყოფად არს გამოწულილვით, და ესე ჭეშმარიტ არს და უეჭუელ. ხოლო უკუეთუ ვინ ურწმუნო იქმნების მერმისა მისთჳს საშჯელისა, აღმოიკითხენინ წინაჲსწარმეტყუელნი და ცნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა ამის, და გულისხმა-ყავ საქმეთაგანცა ამის სოფლისათა. მიხედენინ მათ, რომელნი აქა იტანჯებიან, რომელნიმე საპყრობილეთა შინა და დილეგთა წყუდიადთა შეწყუდეულნი, სხუანი მღჳმეთა შინა და ორმოთა, სხუანი ეშმაკისაგან იგუემებიან, სხუანი ცნობამიღებულ არიან, სხუანი სენთაგან უკურნებელთა შეპყრობილ არიან, სხუანი სიგლახაკესა შინა სამარადისოსა დავრდომილ არიან, ანუ თუ სიყმილითაცა მოსწყდებიან, სხუანი გლოვათა მწარეთა შთავარდებიან სიკუდილითა საყუარელთა მათთაჲთა, სხუანი ტყუეობასა და მონებასა უცხოთესლთასა მიცემულ არიან, და ვინ აღრაცხნეს ბოროტნი ამის საწუთროჲსანი? აწ ესე ყოველნი ცოდვათათჳს იტანჯებიან. დაღაცათუ არიან მრავალნი, რომელნი უმეტესისა სასყიდლისა მოღებად გამოიცდებიან, ვითარ-იგი იობის ზე იქმნა, გარნა აწ მათთჳს არა ვიტყჳ, გარნა მათ ვაჴსენებ, რომელნი მისაგებელად ცოდვისა მიეცემიან განსაცდელთა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უკუეთუმცა სხუათაცა ცოდვილთა არა მიელოდა საშჯელი და სატანჯველი, არცამცა ამათ შეემთხუეოდა ესევითარი აქა. რამეთუ არა ეგების ესე, თუმცა ღმერთმან ყოველთამან რომელნიმე ტანჯნა და რომელნიმე, უძჳრესთა ცოდვათა მოქმედნი, უტანჯველად დაუტევნა; არამედ უეჭუელად არს მას საუკუნესა საშჯელი და სატანჯველი მათთჳს, რომელთა ცოდვანი არა აღიჴოცნენ აქავე ანუ ნეფსითითა ჭირითა და სინანულითა, ანუ უნებელთა განსაცდელთა მოწევნითა. აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი ჩუენნი, რაჲთა საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან განვერნეთ და სასუფეველსა ცათასა მკჳდრ ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment