ამისთჳს, ძმანო, ვივლტოდით ანგაჰრებისაგან, რამეთუ ამან ვნებამან წარწყმიდა იგი, ამან მჴეცთა უფიცხეს-ყო საწყალობელი იგი და ბილწი. და ყოველთავე, რომელთა მძლე ექმნას, უკუანაჲსკნელსა ბოროტსა შთასთხევს, და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთააგდებს. და კუალადცა ვიტყჳ: ვივლტოდით ანგაჰრებისაგან. და ამისა თქუმად არაოდეს დავსცხრე. კაცო, რასა შეჰკრებ ოქროსა? რად მჴეცსა მას უმძჳნვარეს-ჰყოფ და სრულიად დაამონებ თავსა შენსა მძლავრსა მას უწყალოსა? თქუ, თუმცა შენი იყო ყოველი ოქროჲ პალატისაჲ და რომელიცა სიღრმეთა შინა ქუეყანისათა დამალულ არს, რაჲ სარგებელმცა გეყო, მო-რაჲ-იწიოს სიკუდილი და ცარიელი განხჳდე, და იგი ყოველი სხუათა დაუტეო? და ვიდრეღა აქა იყო, სამზირებელ იყავმცა ავაზაკთა და მპარავთა, მტერთა და შემასმენელთა;
რამეთუ მდიდრისა მრავალთა ძალ-უც ვნებად, ხოლო გლახაკსა რაჲ ვინ ავნოს, ანუ რაჲ წარუღოს? ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: გლახაკსა და შიშუელსა ვერცა თუ ათასსა კაცსა ჴელ-ეწიფების დატყუევნად, ვერცა თუ მეფესა ძალ-უც ვნებად, რამეთუ აქუს დიდი შემწე - სიგლახაკე იგი. ხოლო ვეცხლისმოყუარესა ყოველთავე ძალ-უც ვნებად, არა კაცთა ოდენ, არამედ გრკილთაცა და მატლთა, და სიგრძეცა ჟამისაჲ დიდად ავნებს, ხოლო დღენი მისნი ზრუნვათა და შიშთა და ურვათა და იჭუთა შინა განილევიან, და განძღომად სიმდიდრითა მით ვერ ძალ-უც დაღაცათუ აქუს. ამისთჳს იტყჳს ბრძენი ვინმე: "ვითარცა საჭურისი მისრული დედაკაცისა ქალწულისა, სურვიელ არნ აღსრულებად გულისთქუმისა თჳსისა, და ვერ ეძლის და სულთ-ითქუამნ"; ესრეთ არიან ყოველნი მდიდარნი, აქუს სიმდიდრე და განძღომად ვერ ძალ-უც, არამედ დღითი-დღე უმეტესისა სურინ. უძნავნ ცაჲ, რომელ არა წჳმნ ოქროსა, უმძიმნ მზე, რომელ არა გამოსცემს ოქროსა, და არარაჲ არს მის თანა განსუენებაჲ, ანუ შუებაჲ, არამედ მონებაჲ ვნებათა ბოროტთაჲ. ხოლო იგი ოდენ არს უფალ საფასეთა, რომელი წარაგებდეს ჯეროვნად. ხოლო სხუანი იგი ანგაჰრნი მონანი არიან და ტყუენი ვნებათა და ცოდვათანი, რამეთუ სიმდიდრემან პოვნეს თუ უგუნურნი, უუგუნურეს ჰყოფს, პოვნეს თუ ბილწნი, უბილწესად გამოაჩინებს; ხოლო სიგლახაკე დასაბამი არს სიბრძნისაჲ, უკუეთუ ენებოს, ფრიად უადვილესად მოიგებს შიშსა ღმრთისასა და ყოველსავე კეთილსა. არამედ ჵ უგულისჴმოებაჲ ვიეთმე კაცთაჲ! სწყევენცა გლახაკთა, და იტყჳან, ვითარმედ: იგინი არიან საყუედრელნი სოფლისანი; რამეთუ ნანდჳლვე არა უწყის ბრმამან სარგებელი ნათლისაჲ, არცა ბნელსა შინა მყოფსა ძალ-უც ცნობად ოქროჲსა ანუ მარგალიტისა, გინა პორფირისა სამეუფოჲსა. ეგრეთვე ვეცხლისმოყუარემან, არა უწყის, თუ რაჲ არს კეთილ და შუენიერ. მოიძუარცე, კაცო, ნისლი ეგე ვნებათაჲ და მაშინ იხილო ბუნებაჲ საქმეთაჲ. რად საყუედრელ არს გლახაკი? რომელ არა აქუს ოქროჲ და ვეცხლი და ცხედარნი პილოჲსძუალისანი, ვეცხლითა შეჭედილნი, და სხუაჲ იგი უცნებაჲ სოფლისაჲ? და რაჲ კეთილი არს ამისგან? არცა ერთი, ნუ იყოფინ! რომელი სახლი მსგავს არს თეატრონსა და საროკველსა, მდიდართაჲ ანუ გლახაკთაჲ? ჰე, მდიდართაჲ. რომელი მსგავს არს სახლსა პავლესსა გინა აბრაჰამისსა, მდიდართაჲ ანუ გლახაკთაჲ? ჭეშმარიტად გლახაკთაჲ. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ იგი არს პატიოსან და წმიდა. შევედ, კაცო, სახლსა ზაქესსა, და იხილე, ოდეს შევიდოდა მუნ ქრისტე, ვითარ შეამკო მან. არა მოჰმზადნა საჯდომნი ძოწეულნი და ბისონნი, არცა საყდარნი და ცხედარნი ოქროქანდაკებულნი, არცა გამოიღო საუნჯეთაგან საბურავები სახითქმნული და ბიალონები იქცევისი, არამედ შეამკო სამკაულითა, რომელი სათნო იყო უფლისა, რამეთუ ჰრქუა უფალსა: "აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი". აწ უკუე ჩუენცა ესრეთსახედ შევამკობდეთ სახლთა ჩუენთა, რაჲთა შემოვიდეს ჩუენდა ქრისტე. ესევითარი ტაბლაჲ დაუგოთ, ესევითარნი საჯდომნი დაუსხნეთ, რაჲთა განისუენოს ჩუენ შორის, რაჲთა სავანე-ყოს ჩუენ თანა, თანა მამით და სულით წმიდითურთ. ეგრეთვე მათე მეზუერემან ქმნა, გულსმოდგინებითა შეამკო სახლი თჳსი, და დატევებითა ყოვლისაჲთა, და შედგომითა ქრისტესითა. კორნელიოს კუალად შეამკო ქველისსაქმითა და ლოცვითა. რამეთუ სამკაულ სახლისა არს სათნოებაჲ. და უნდოებაჲ სახლისა არა ესე არს: ცხედარი საგლახაკოჲ, და ჭურჭელი კეცისაჲ, და კედელნი მტუერდადებულნი, არამედ ცოდვანი მას შინა მყოფთანი. და ამას ქრისტე გამოაჩინებს. რამეთუ სათნოებისა მოქმედთა შორის განისუენებს, ხოლო ოქროლესულთა მათ და ცოდვითა სავსეთა არცა თუ მიეახლების. აწ უკუე სადა ყოველთა მეუფე მკჳდრ არს, ჭეშმარიტად ყოვლისავე სამეუფოჲსა პალატისა იგი სახლი უბრწყინვალეს არს; ხოლო სადა ჭურჭელნი ეშმაკისანი არიან, იგი დაღაცათუ ოქროჲთა მოლესულ იყოს და მარმარილოჲთა შუენიერითა ბრწყინვიდეს, უხენეშეს არს სასკორეთა და სამწჳრეთა ადგილთასა. ამას არა მათთჳს ვიტყჳ, რომელნი სიმდიდრესა თჳსსა გლახაკთა ზედა წარაგებენ, არამედ ვეცხლისმოყუარეთა და ანგაჰრთათჳს; რაჲთა ცნან, ვითარმედ სახლთა მათთა ქრისტე არა შევალს. და ნანდჳლვე არა ვჰპოებთ, თუ შევიდა იგი ბრწყინვალეთა ტაძართა, არამედ მეზეუერისათა და მეთევზურთასა, არა სამეუფოთა და ფუფუნეულთა თანა. და შენცა, უკუეთუ გნებავს შეწყნარებაჲ ქრისტესი, შეამკვე სახლი შენი მოწყალებითა, ლოცვითა, მღჳძარებითა, მარხჳთა, სიყუარულითა, სიმდაბლითა. უკუეთუ ესენი გაქუნდენ, რაოდენცა გლახაკი იყო და სახლი უნდოჲ გაქუნდეს, ნუ სირცხვილ-გიჩნს. და რომელი მდიდარ არს და დიდებულ, ნუ სიმდიდრისათჳს ზუაობს, არამედ უფროჲსად ჰრცხუენოდენ, და ისწრაფდინ ზემოთქუმულისა მის სიმდიდრისა სათნოებათაჲსა მოგებად, რაჲთა ღირს იქმნას ქრისტეს შეწყნარებად და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხჳოს, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment