ქადაგება ხვალინდელ საკვირაო სახარებაზე. წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე).


იგავი მთესვარისა და თესლისათვის, თქმული უფლისა მიერ და დღეს ჩვენგან მოსმენილი, გვასწავებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, თუ ვითარი მოქმედება აქვს სწავლასა და ქადაგებასა მოძღვართასა გულსა ზედა მსმენელთასა.

გამოვიდა მთესვარი თესვად. ესრეთ იწყო მაცხოვარმან იგავი ესე, და, იყო ოდეს, იგი თესვიდა, რომელნიმე თესლნი დავარდნენ გზასა ზედა და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შესჭამეს იგინი. სხვა თესლი დავარდა ადგილსა კლდოვანსა ზედა, სადა იგი არ იყო სიღრმე მიწისა, და თუმცა აღმოვიდა, გარნა, ვინაითგან ძირი ვერ გაიბა, სიცხისგან გახმა. რომელნიმე თესლნი დავარდნენ ეკალთა შორის და აღმოვიდნენ ეკალნი და შეაშთეს იგინი; ხოლო რომელიმე დავარდნენ ადგილსა კეთილსა და აღმოცენდნენ და გამოიღეს ნაყოფი რომელთამე ასეული, რომელთამე სამოცეული და რომელთამე ოცდა-ათეული.

წმ. ბასილი დიდი. მომთრვალეთათჳს.

1. აღმძრვენ მე სიტყუად საქმენი იგი მწუხრისა ამის გარდასრულისანი. ხოლო კუალად დააყენებს აღძრვასა ჩემსა პირველთა მათ შრომათა უნაყოფოებაჲ, რამეთუ მუშაკიცა, რაჟამს ერთგზის თესულმან მისმან ნაყოფი არა გამოიღის, უდებ არნ მასვე ქუეყანასა ზედა მეორედ დათესვად, რამეთუ უკუეთუ ესეზომთა სწავლათა ზედა, რომელ ვქმნენით გარდასრულსა ჟამსა წელიწდისასა და არა დავსცხერით ვედრებად თქუენდა და კუალად შჳდთა ამათ შჳდეულთა მარხვისათა, ღამე და დღე, არა დავსცხერ წამებად თქუენდა სახარებასა მას მადლისა ღმრთისასა და მის ყოვლისაგან სარგებელი არარაჲ იქმნა, რომლითაღა სასოებითა გასწაო დღეს? ჰოი, რავდენთა ღამეთა ამაოდ იღჳძეთ, რავდენთა დღეთა ამაოდ შემოჰკერბით, უკუეთუ ოდენ ამაოდ, რამეთუ რომელი მოსრულ იყოს წარმართებასა კეთილთა საქმეთასა და მერმე კუალად-მიიქცეს პირველთავე ჩუეულებათა მიმართ, არა ოდენ შრომილისაჲ მის სასყიდელი დაშჭირდეს, არამედ უმეტესსაცა საშჯელსა ღირს იქმნას, რამეთუ იხილა გემოჲ კეთილთა მათ სიტყუათა ღმრთისათაჲ და ღირს იქმნა საიდუმლოთა სულიერთა და მერმე ყოველივე იგი უგულებელს-ყო მცირედისა გულისთქუმისათჳს. „რამეთუ უმეცარი იგი ღირს არს შენდობისა, ხოლო ძლიერნი ძლიერადცა იტანჯნენ“ (სიბრძნ. 6,7), ერთმან ღამემან და ერთმან ეშმაკისა ბრძოლამან შრომაჲ იგი ყოველი დაარღჳა და უჩინო ყო. ვითარ უკუე გულსმოდგინე ვიყო აწ სიტყუად? და უწყითმცა, ვითარმედ დავიდუმემცა, უკუეთუმცა არა მეშინოდა საქმისა მისგან იერემია წინაჲსწარმეტყუელისა, რომელსა ურჩისა მის ერისა მიმართ სიტყუად არა ენება და ამისთჳს მოიწია მის ზედა, ვითარცა იგი იტყჳს თჳთ, ვითარმედ: იქმნა ცეცხლი წელთა შინა მისთა და შეიწუებოდა ყოვლით კერძო და ვერ ძალ-ედვა თავს-დებად.

ხოლო აწ დედათა ბოროტთა დაივიწყეს შიში ღმრთისაჲ, შეურაცხ-ყვეს საუკუნოჲ იგი ცეცხლი ესევითარსა მას დღესა შინა, რაჟამს თანა-ედვა ჴსენებისათჳს აღდგომისა დაჯდომაჲ სახლთა შინა თჳსთა და მოჴსენებაჲ დღისა მის, რაჟამს-იგი განეხუნენ ცანი და გამოჩნდეს მსაჯული იგი ზეცით: და საყჳრნი ღმრთისანი და აღდგომაჲ მკუდართაჲ და საშჯელი სიმართლისაჲ და მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა მისთაებრ.
ამათ ესევითართა საქმეთა წურთისა წილ და განწმედისა წილ გულთა მათთაჲსა ბოროტთა გულისსიტყუათაგან და აჴოცისა ცრემლითა ცოდვათა მათთა და განმზადებისა წილ მიგებებად ქრისტესა დიდსა მას დღესა გამოჩინებისა მისისასა, განაგდეს უღელი იგი ქრისტეს მონებისაჲ და მოიჴადნეს თავთაგან პატიოსნებისა იგი საბურველნი, უგულებელს-ყვეს ღმერთი და უგულებელს-ყვნეს ანგელოზნი მისნი და ურცხჳნო იქმნეს წინაშე პირსა მამათასა: და გარდაიტევეს თმები, მიითრევდეს სამოსელთა და იმღერდეს ფერჴითა, თუალითა ბილწითა, სიცილითა ურცხჳნოჲთა მღერად და ბორგად აღიძრნეს და შეაგინებდეს გულსა ჭაბუკთასა და ეკლესიათა მათ წინაშე, რომელნი არიან გარეგან ქალაქისა, მემღერნი განაწყვნეს მათ და ადგილად თჳსისა საძაგელებლობისა ყვნეს წმიდანი იგი ადგილნი. შეაგინეს ჰაერი ჴმათა მათგან სამეძვოთა და შეაგინეს ქუეყანაჲ ფერჴთა მათ მიერ არაწმიდათა, რომლითა იქმოდეს მღერასა მას. და უგუნურთა ჭაბუკთა სიმრავლჱ გარე-მოაწყვნეს სახილველად მათდა, მეძავ განცოფებულ იქმნეს და ბორგილებისა არცა ერთი საზღვარი დაუტევეს.

წმ. ეფრემ ასური. ანდერძი.

მივიცვალები მე ეფრემ და ვწერ ანდერძს, რამეთუ მსურს ყოველს ვუწილადო რაჲცა მაბადია და მცნობელნი ჩემნი მომიხსენიებდნენ ამა სიტყვათაგან მაინც.
ვაი, რომ ჟამი ჩემი გარდახდა და მდინარება წელთა ჩემთა განქარდა. ხორცნი განილია და ნავი მიადგა ნაპირს.
ლამპარში ზეთი დაშრეტილა და დღენი ჩემნი გარდასულან. მსახურმა აღასრულა წუთისოფელი და მოგზაურმა განვლო ჟამი კუთვნილი.
გარემომადგნენ მე მცველნი და ვითარცა ავაზაკსა ქედსა ზედა დამადგნეს ჯაჭვნი.
ვის შევღაღადო, ანუ ვის ვუხმო შველად, რამეთუ არავინა ჩანს მხსნელი? და ვაი, შენდა ეფრემ, ოდეს სამსჯავროდ წარსდგე წინაშე ძისა! და გარემოგადნენ შენ მცობელნი შენნი.

წმ. ეფრემ ასური. სიტყვა საყოველთაო აღდგომაზე, სინანულსა და სიყვარულზე და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოსვლაზე.

უმჯობეს წრფელი სიყვარულისა ნურას მივიჩნევთ, საყვარელნო, რამეთუ მრავალგზის ვეცემით ყოველთა დღეთა და ჟამთა შინა. ამისათვის მოვიპოვოთ სიყვარული, რამეთუ იგია მრავალთა ცოდვათა უჩინომყოფელი. რა სარგებელია, ძმანო, უკეთუ გვაქვნდეს ყოველი, ხოლო მხსნელი ჩვენი სიყვარული კი არ გაგვაჩნდეს; ანუ რა სარგებელია, უკეთუ ვინმე წვეულებასა მართავდეს, მეფე დიდებულთ უხმობდეს, უნაკლო ხორაგსაც განამზადებდეს, გარნა კი უმარილოს? გემოც არ გაესინჯება ამგვარ სანოვაგეს. ხოლო არა ოდენ ხარჯი გაცუდდება და შრომა გაუქმდება, არამედ ყოველთაგან განქიქდება ამგვარი მასპინძელი. უსიყვარულოდ ყოველი საქმე უწმინდურია. დაღათუ ვინმე ქალწულებას იცავდეს. მარხვას, ლოცვასა თუ მღვიძარებას მისდევდეს, გლახაკთა შეიწყნარებდეს, ანუ ნაყოფთაც ყოველთა ღმერთსა სწირავდეს, ეკლესიებს აღაშენებდეს და სხვათაც რამ დიდთა საქმეთა აღასრულებდეს; უსიყვარულოდ ესე ყოველი არად შეირაცხვის წინაშე ღმრთისა;

წმ. ეფრემ ასური. სიტყვა უფლის მოსვლისათვის, სოფლის აღსასრულისა და ანტიქრისტეს გამოჩინებისათვის.

ითარ შევიძლო თქმა უთქმელისა მე უმდაბლესმან და ცოდვით აღვსილმან ეფრემ, რაიც ძალს ჩემსას აღემატების? გარნა მადლითა და სახიერებითა თვისითა მაცხოვარმა უწიგნურნიცა განაბრძნო, ხოლო მეოხებითა მათითა ყოველნი მართალნი განანათლნა. და აწ იგივ განაბრძნობს პირსა ჩემსა და ნათელჰყოფს სიტყვასა ჩემსა სამოძღვროდა და სარგებლად ჩემდა და სხვათა ყოველთა მსმენელთაცა. გარდა სულთქმითა და ტკივილით ვიტყვი სოფლის აღსასრულსა და ურცხვსა მას და უსაძაგლესსა ვეშაპზედ რომელ ზარგანხდის ყოველს ცისქვეშეთს და ძრწოლას, სულმოკლეობას და ურწმუნოებასა შთაუთხრობს გულთა კაცთასა და ჰყოფს სასწაულებსა და ნიშებსავიდრე ცდუნებადმდე, უკეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა“ (მათე 24, 24), და აცთუნებს ყოველთა ცრუ სასწაულებითა და ნიშნებითა, გარნა ღმერთისა მიშვებით მიიღებს იგი ხელმწიფებასა ქვეყნის ცდუნებისასა, რამეთუ აღივსო ქვეყანა უწმიდურებითა და ყოვლითა საშინელებითა. ხოლო ესოდენის უწმიდურებისათვის კაცთასა დაუშვა ყოვლადწმიდა მეუფემ, რათა განსცადოს სოფელი სულმა მაცდურმა და რამეთუ ნებსით განუდგნენ კაცნი ღმერთსა და შეიყვარეს ბოროტი.

წმ. ეფრემ ასური. მღვდლობისათვის.

ჩვეულო სასწაული, გამოუთქმელი ძალი და საშინელი საიდუმლოა მღვდლობის საიდუმლო! იგი სულიერი, წმიდა, მაღალღირსი და უყვედრელია. გარნა ზეცით ქრისტემან მოანიჭა ესე მდაბალთა. გმოძ¬ღვრავთ და გვედრით ცრემლითა და სულ¬თქმითა, რაითა მოვხედოთ ამა საუნჯეს მღვდლობისას, რომელ დამმარხველია სიწმიდისა და ღირსებისა. და კუალად ნათელია იგი და საჭურველი უბადლო, სვეტი ურყევი და გალავანი ურღვევი. იგივ საძირკველია მტკიცე, მიწითგან ზეცად აღმავალი; და რაჲსა ვიტყვი, ძმანო? უზეშთაესა ცასა-ცათასა აღვალს იგი და შორის უხორცოთა მათ ანგელოზთა თანა მკვიდრობს და შორის ძალთა ზეცისათა სამღვდელონი თვით მეუფისა და შემოქმედისა თანა ზრახვენ და მოიღებენ მხნეობას. გარნა არა დავცხრები, ძმანო ქებად მის ხარისხისა, რომელ მოანიჭა სამებამ ადამის ძეთა. მით იხსნა ქმნული ყოველი და განანათლა; მოძღვართ მეოხებითა აღივსო წმიდათა და ღვთივსათნო კაცთაგან მთანი და ბორცვნი და ტყენი და უფსკრულნი. ხოლო ვიტყვი ამას მონაზონთათვის, ვითარ თქუა ესაია დიდებითმეტყველმან: „ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა“ (ესაია 42. 11, 12).

წმ. ეფრემ ასური. ნეტარისა აბრაჰამისათვის ვითარ-იგი სიბრძნით და საკვირველად გამოიყვანა მარიამ, ძმის-წული თვისი, მეძავობისაგან.

მნებავს, საყუარელონო, თქუენსა მაგას ერთობასა სმენად დიდებული იგი საქმე, რომელი ქმნა წმიდამან აბრაჰამ ჟამსა მას სიბერისა მისისასა. რამეთუ გონიერთა და სულიერთა ნანდვილვე საკვირველ არს და სავსე სარგებელითა და ცრემლითა. ხოლო საქმე იგი ესე არს:
I. რამეთუ ესუა ნეტარსა მას ძმაჲ ხორციელად, რომელსა ესუა ასული, სახელით მარიამ. და აღესრულნეს მშობელნი იგი მისნი და დაშთა ყრმაჲ იგი ობლად. და მოიყვანეს ყრმაჲ იგი მეცნიერთა თვისთა და მოჰგუარეს მამის ძმასა მისსა, რამეთუ იყო იგი შვიდისა წლისაი. ხოლო ნეტარმან მან ბრძანა ყოფაჲ მისი გარეშესა მას სახლსა. და იყო საშუავალ მათსა მცირე სარკუმელი, რომელსა შინა დაასწავა მას „დავითი“ და სხუანი წიგნნი და მისთანავე ღამესა ათევნ და გალობნ.

წმ. ეფრემ ასური. შესვენებულთათვის.

აცნი მორწმუნენი რომელნი განმზადებულ არიან მარადის წიგნთაგან სმენად ნუგეშინის-ცემისათვის, არა ჯერ-არს, ვითარმცა მწუხარებაჲ ეუფლა მათ ზედა, გინა თუ მგლოვარებამან დააბრკოლნეს გონებანი და სულნი მათნი.
რამეთუ აჰა ესერა სავსე არიან წინას¬წარმეტყუელნი ნუგეშინის-ცემითა და მოციქულნი სასოებითა მათთვის, რომელნი სარწმუნოებით ისმენენ და შეუორგულებელად ჰრწამს, ხოლო უღმრთონი ამისთვის ჰყოფენ გლოვასა, რამთუ არა მოელიან აღდგომასა; და მწვალებელნი ამისთვის მეტად ჰყოფენ მწუხარებასა, რამეთუ არა აქუს სასოებაი აღდგომისა; ხოლო რომელნი ესვენ აღდგომასა, არა მეტად იგლოვენ; და რომელნი მოელიან მერმისა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; და რომელნი მოელიან მერმისა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; და რომელთა ჰრწამნ წმიდათა წიგნთაჲ, მუნვე სმენითა მათ წიგნთაჲთა ნუგეშინის-ცემულ არიედ, რამეთუ წინასწარმეტყუელთა თქუეს განცხოველებისათვის, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომისათვის.

წმ. ეფრემ ასური. სიტყვანი.

გევედრები შენ, ქრისტე, მაცხოვარო სოფლისაო, მოიხილე ჩემდა და შემიწყალე მე და მიხსენ მე მრავალთაგან უშჯულოებათა ჩემთა, რამეთუ ურჩ ვექმენ ყოველთა მათ კეთილთა, რომელ ჰქმენ ჩემ თანა, რამეთუ მე, უცები და უგუნური, მყავ ჭურ სავსე მეცნიერების და სიბრძნის. განმრავლდა ჩემ ზედა მადლი შენი და აღავსო შიმშილი ჩემი და წყურილისა ჩემისაგან განმისუენა მე და განანათლა დაბნელებული გონებაჲ ჩემი; შეკრიბნა შეცთომილნი გულის-სიტყუანი ჩემნი და აღავსნა წიაღნი ჩემნი ყოვლითა სიმდიდრითა და კეთილითა.

ცხოვრებაჲ და შესხმაჲ წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისი, კესარია-კაპადუკიელ მთავარეპისკოპოსისაჲ, რომელი აღწერა წმიდამან და ნეტარმან მამამან ჩუენმან გრიგოლი ღმრთისმეტყუელმან


«ვითარცა მოსე და აჰრონ განაკვირვებდეს ფარაოს და დასცემდეს ეგვიპტესა სასწაულთა მოქმედებითა მით. ეგრეთვე ბასილი და გრიგოლი განაქარვებდეს მოძღვრებასა მას ათენელთასა. ვითარცა იგი იანეს და იამბრესსა. და სამებასა აქებდეს.»

იოვანე მტბევარი
გუაკურთხენ, უფალო!
1. ფრიად მაიძულებდა მე დიდი და ღმერთშემოსილი ბასილი აღწერად სიტყუათა სწავლისათა და შესხმად ღუაწლსა და ცხორებასა წმიდათასა, ვიდრე ჩუენ თანა იყო, რამეთუ უყუარდეს მას სიტყუანი ჩემნი, რომელ არა ვინ ესრეთ შეიყუარებს თავისაცა თჳსისა თქუმად განგებულებითა ღმრთისაჲთა, თჳთცა სადმე წინამდებარე აღწერად დიდებულებათა მისთა, რომელნი-იგი უზეშთაეს არიან კაცთა ბუნებისა და მოუძლურდების ყოველი ენაჲ ღირსებით თქუმად. რამეთუ მე ესრეთ ვიტყჳ, რაჲთა ყოველმან სწავლულმან სიბრძნითა ფრიადითა და ძლიერმან სიტყჳთა უკუეთუ ინებოს ჴელოვნებისა თჳსისა გამოცდად და ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ამისსა შესხმასა ოდენ თანაწარჰჴედინ. რამეთუ უზეშთაეს არს კაცობრივისა სიტყჳსა და სხუათა საქმეთა შინა, რომელიცა უზეშთაესი სახჱ პოოს, დაიდევინ იგი წინაშე თჳსსა, ვითარცა მხატვარნი მაგალითსა და მისა მიმართ გამოაჩინენ ჴელოვნებაჲ თჳსი და ძალი.

ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. XVI ნაწილი.


11. [რგ]. (119). გჳთხრობდა ჩუენ, მივიდა ოდესმე ეშმაკი ბერისა ვისამე ხატითა მონაზონისაჲთა და შემოსილი სქემითა, და დაჰრეკა კარსა სენაკისა მისისასა. და ვითარ განუღო კარი, ჰრქუა ბერმან ეშმაკსა მას: ყავ ლოცვაჲ. ხოლო ეშმაკმან იწყო რეცა ლოცვად და თქუა: აწ და [მარადის], უკ{უნი}თი უკუნისამდე. და ჰრქუა მას ბერმან: [ავ ლოცვაჲ], ხოლო ეშმაკმან კუალად თქუა: აწ, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. მაშინ ბერმან ჰრქუა მას: ყავ ლოცვაჲ და თქუ: დიდებაჲ მამასა და ძესა და სულსა აწ, მარადის და უკუნითი, ამენ. და ვითარცა ესმა ესე ეშმაკსა მას, ივლტოდა იგი ცეცხლისაგან და უჩინო იქმნა.

წმ. იოანე ოქროპირი. რაჲთა ვიქადოდით ჯუარცუმისათჳს ქრისტესისა, და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა.



ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, ესე იგი არს ჯუარი ქრისტესი; არამედ ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალე გუაქუნდინ იგი, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელ-იღებდეს, ჯუარი წინაუძღჳს; უკუეთუ ტაბლაჲ იგი საიდუმლოთაჲ დაეგებოდის, ჯუარი თანაიქცევის; უკუეთუ კურთხევაჲ მღდელობისაჲ აღესრულებოდის, ჯუარი თავსა ზედა გამოისახვის; და ყოველსა საქმესა თანა ცხორებისა ჩუენისასა შეერთებულ არს, ყოვლისავე კეთილისა წინამძღუარ არს. ამისთჳსცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩუენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამეთუ აზნაურებისა ჩუენისა და ჩუენდა მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი. 'ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა', იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, რომელ ესე ჯუარცუმასა მოასწავებს. რაჲ არს უკუე უმეტეს ამისა სახე წყალობისაჲ, რამეთუ ჩუენთჳს, ვითარცა ცხოარი, კლვად მიიგუარა ჯუარსა ზედა. ამისთჳს გამოვსახავთ სახესა მას ჯუარისასა ჩუენ ზედა, რაჲთა გამოვსახვიდეთ რაჲ, მოვიჴსენოთ ცხოელსმყოფელი იგი ვნებაჲ, რომელი ჩუენთჳს ჴორცითა თავს-იდვა უფალმან.