ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. VII ნაწილი.


ნთ (75). და კუალად* იგივე პალადიოს გჳთხრობდა,* ვითარმედ: 
   აქა, ალექსანდრიას, იყო კაცი ვინმე* ქრისტჱს მიყუარჱ 
   და გლახაკთ მოწყალჱ. და ისტუმრებდა იგი უცხოთა და მონაზონთა. 
   და ესუა მას ცოლი ფრიად* მორწმუნჱ, მსგავსი* მისი. 
   და ამათ ესუა ასული მცირჱ, ვითარ რვისა წლისაჲ. და დღესა 
   ერტსა განიზრახა კაცმან მან აღსლვა კოსტანტინედ ვაჭრობად. 
   და ვითარ შევიოდა ნავსა, დაუტევა მშჳდობაჲ ცოლსა თჳსსა 
   და ასულსა, და ერთი მონათაგანი დაუტევა მშჳდობაჲ ცოლსა თჳსსა 
   და ასულსა, და ერთი მონათაგანი დაუტევა მსახურად მათა. და 
   ვითარ წარემართებოდა იგი, ჰრქუა მას ცოლმან მისმან:* 

      _ ვის შეგუვედრენ? 

      ხოლო მან ჰრქუა: წმიდასა ღმრთის მშობელსა შემივედრებიეთ 
   და მან დაგიცვნეს თქუენ. 
    და წარვიდა იგი.* 
      და დღესა ერთსა შეუჴდა ეშმაკი მონასა მას* და აღაზრზინა 
   იგი, რაჲთა მოკლას დედოფალი თჳსი და ყრმაჲ იგი, და წარიღოს 
   მონაგები მათი და წარვიდეს. და აღიღო დანაკი და აღვიდა იგი 
   ქორსა მას, სადა მსხდომარე იყუნეს იგინი და იქმოდეს ჴელთსაქმარსა. 
   და ვითარ მიიწია შუვა* ოდენ კარსა და ენება შესლვაჲ, 
   დაშთა იგი საშუვალ* კარსა შეუძლო ვერცა* შინა 
   შესლვაჲ და ვერცა ზეუკუნ სლვაჲ.* მაშინ იწყო ჴმობად დედოფლისა 
   თჳსისა: მომეახლე მე ვიდრე აქამომდე.* ხოლო მან,* ვითარცა 
   იხილა, რამეთუ დაშთა იგი შუვა*ოდენ კარსა, განკჳრდა 
   გონებითა თჳსითა, თუ რაჲსა არა შევალს მათა. ჰრქუა მას 
   დედაკაცმან მან; 

      _ რაჲ გნებავს, შემოვედ და მაუწყე მე, ხოლო მე მანდა არა 
   მოვალ.* 

      მაშინ იწყო ფიცებად და ვედრებად მისა,* რაჲთა მივიდეს 
   მისა* ოდენ. ხოლო იგი ეფუცა, რაჲთა არა მისა მივიდეს.* 
   და* ჰრქუა მას* მონამან მან: მაშა ყრმაჲ ეგე მომივლინე.* 

      და მან არცაღა იგი მიუვლინა მას. 

      მაშინ, ვითარცა იხილა მონამან მან, ვითარმედ ვერას შემძლებელ 
   არს ნებისა თჳსისა ბოროტისა აღსრულებად,* განიგმირა 
   დანაკითა მით* თავი თჳსი. და ვითარცა იხილა დედაკაცმან მან, 
   რაჲ-იგი ყო მონამან მან, ჴმა-ყო ძლიერად. და შემოკრბეს* მოძმენი 
   კისნი და შურტანი ჴელმწიფისანი და იზილეს საკჳრველი 
   იგი. და უტხრა ყოველი ნებაჲ თჳსი ბოროტი და მოკუდა იგი.* 
   და დაუკჳრდა ყოველთა, ვითარ* იჴსნა დედაკაცი იგი და ასული 
   მისი და მოკლა ძჳრის მზრახვალი იგი, და ადიდებდეს ღმერთსა. 

 ჲ (77). დღესა ერთსა წარვედით მე და უფალი ჩემი სოფრონი 
   ერთისა ვისამე ფილოსოფოსთაგანისა სწავლად მისგან სიტყუათა, 
   ვიყვენით რაჲ ალექსანდრიას. და ვითარ მივედით* მისა, იყო 
   ჟამი სამხრისაჲ, და დავჰრეკეთ კარსა. და გამოვიდა ქალი ერთი კითხვად. 
   და ვიჟამეთ შესლვად. ხოლო მან მრქუა ჩუენ: აწღა* ოდენ 
    დაწოლილ არს, არამედ ჰგებდით მცირედ, ვიდრემდის განიღჳძოს. 
   მაშინ ვარქუ მე სოფრონის: გუალე და წარვიდეთ ადგილსა, რომელსა 
   ეწოდების ტატირალუნ, რომელი იყო შორის ქალაქსა, ადგილი 
   პატივცემული ალექსანდრელთაგან ფრიად, და მუნ დავსხდეთ* 
   ჩუენ.* და რამეთუ იტყჳანცა, ვითარმედ ალექსანდრე წარიღო 
   გუამი  იერემია წიმნაწარმეტყუელისაჲ ეგჳპტით და დაევა 
   მას ადგილსა, და აღაშჱნა და შეამკო. და კაცნი დასხდიან მუნ 
   სიტყჳს მზრახვალნი. 

      და ვითარცა მივედით ადგილსა მას, არღარავინ კაცთაგანი 
   ვპოვეთ მუნ, რამეთუ სამხრისა ჟამი იყო, თჳნიერ სამნი მწუხარენი 
   სხდეს და ზრახვიდეს ურთიერთას. და ვითარცა ვიხილენით 
   იგინი,* მივედით მდუმრიად და დავსხედით მათ თანა თჳნიერ 
   ცნობისა მათისა. მაშინ* იწყეს სიტყუად* ბრმათა მათ და* კითხვად 
   ურთიერთას, თუ ვითარ დაბრმეს. 

      და ჰრქუეს ერთსა: მიხედენ ღმერთსა და გჳთხარ შენ, თუ* 
   ვითარ დაბრმი. 

      მიუგო მან და ჰრქუა: მე გაუწყო საქმჱ ჩემი, ვითარ* დავმწუხარდი. 
   ოდეს ვიყავ მე ჭაბუკ, წარვედ მე* იფრიკეთა ვაჭრობად. 
   და ვითარ მოვიდოდე ნავითა, თუალთა ტკივილი შემედვა 
   ნავსა შინა და* საოლავი და საკურნებელი არა მაქუნდა, და 
   მძაფრისა მისგან ტკივილისა მიმერო სინათლჱ თუალთა ჩემთაგან.* 

      და ჰრქუეს მეორესა მას:* გჳთხარ აწ შენ,* თუ*ვითარ 
   დაჰნწუხრდი.* 

      მიუგო და ჰრქუა:* მე ჭიქისა მოქმედი ვიტავ და მჴირცალებისა 
   მისგან ცცხლისა დავბრმი.* 

      და ჰკითხეს მესამესა მას: კჳთხარ შენცა, ვითარ* დაჰბრმი. 

      ჰრქუა მათ:* გაუწყო ჭეშმარიტი, ვითარ დავბრმი. ოდეს 
   ვიყავ მე ჭაბუკ, ვიყავ მე ყოვლით სახით უკეთურ და ბოროტ და* 
   მოძულე ჴელთ-საქმრისა და არარაჲ მაქუნდა, რაჲმცა ვჭაემე, და 
   იპარევდი იქი და აქა, და ესრჱთ ბოროტად და ჭირით ვიზარდებოდე. 
   და დღესა შინა ერთსა ვდეგ მე სავაჭროს და ვიგონებდი 
   უკეთურებასა. და მივხედენ და აჰა ესერა* მკუდარი ვინმე 
    ჭაბუკი მოაქუნდა შერაცხილთაგაი, შემოსილი სამოსლითა რჩეულითა, 
   დამარხვად. და ვითარ* ვიხილე იგი, მრქუა* მე გულის სიტყუამან 
   უკეთურმან,* რაჲთამცა გავსძარცუე სამოსელი იგი. და 
   შეუდეგ მათ, რაჲთა ვიხილო ადგილი, სადა დადვან  იგი. და 
   დადვეს* იგი ეკლესიასა უკუანა, დიდსა,* წმიდისა იოვანჱს[ს]ა და 
   წარვიდეს. და ვითარცა წარვიდეს* და არღარავინ დაშთა მუნ 
   კაცთაგანი,* მაშინ განვაღე მე* საფლავი იგი და განვსძარცუვე* 
   ყოველი იგი სამოსელი თჳნიერ ერთისა, რომლი შინაგან ემოსა. 
   და ვითარცა გამოვედ მიერ* საფალავით, მრქუა მე უკეტურმან 
   მან* გულის სიტყუამან ჩემმან: განძარცუვე* იგიცა, რამეთუ ლბილ 
   და შუენიერ არს. და კუალად-ვიქეც მე საწყალობელი ესე და შევედ 
   საფლავად, რაჲთა განვსძარცო იგიცა. და ვითარცა მივეახლე 
   განძარცუვედ, წარმოჯდა მკუდარი იგი წინაშე ჩემსა* და 
   მოყო ჴელი თჳსი დაცორითა თითითა წარმომყარნა ორნივე 
   თუალნი ჩემნი. მაშინ დაუტევე მე, უბადრუკმან* ამან, 
   და მრავლითა ჭირითა გამოვედ მე* საფლავით. და ესე არს მიზეზი 
   მწუხარებისა ჩემისაჲ.* 

      ხოლო ჩუენ, ვითარცა გუესმა ესე,* თუალ მიყუნა* სოფრონი, 
   დაწარვედით მიერ. 

      და მრქუა მე: მართლიად გეტყჳ,* უფალო იოვანე, რამეთუ 
   არღარა ვისწაოთ დღეს, რამეთუ სარგებელ გუეყო ჰამბავი იგი* 
   მკუდრისაჲ მის. 

      და ესე* ამისთჳს დავწერეთ, რაჲთა რომელნი იკითხვიდენ, 
   მათცა სარგებელ ეყოს, რამეთუ არარაჲ იქმნების კეტილი, გინა 
   ბოროტი, რომელიმცა არა ცხად იყო წინასეღმრთისა, დაფარულთა 
   მეცნიერისა.* 
  ჲა (78). ესე სასაწული ჩუენთჳთ ყურთა ჩუენთა გუესმა, 
   ხოლო მეორჱ ესე,* მსგავსი ამისი, გჳტხრა მამასახლისმან ჯეღონტელმან 
   ამბა იოვანე, მო-რაჲ-ვიდოდა იგი ანტიოქიით. 

      და გურქუა ჩუენ, ვითარმედ: მო-ვინმე-ვიდა ჩემდა ჭაბუკი 
   ერთი და მრქუა მე: ყავ სიყუარული ღმრთისატჳს, მამაო, და 
   შემმოსე მე* სქემაჲ მონაზონებისაჲ. და რამეთუ ტიროდა იგი 
   მწარედ დიდითა სულ-თქუმითა დაუცადებელად. 

      ხოლო მე, ვითარცა ვიხილე იგი ესრჱთ შეურვებული, ვარქუ 
   მას: ვინაყ მოიპოვე, ძმაო, ესევითრაი ლმობიერობაჲ. 

      ხოლო მან მრქუა მე: ჭეშმარიტად, მამაო,  რამეთუ მე 
   გარდარეულად ცოდვილ ვარ. 

      ხოლო მე ვარქუ მას: შვილო ჩემო, ვითარცა ყოველთა სენთა 
   და უძლურებათა თავად* მსგავსად სალმობისა საკურნებელი 
   წამალი არს,* ეგრჱთვე ცოდვისა მსგავსად სინანული არს. აწ 
   უკუე მაუწყე მე* ცოდვაჲ შენი და მსგავსად მისა საკურნებელი 
   მიიღე, რამეთუ სხუაჲ არს სინანული კაცის მკლველთაჲ და სხუაჲ 
   მსიძავთაჲ* და სხუაჲ* გრძნეულთა და სხუაჲ მპარავთაჲ, და რაჲთა 
   არა ყოველნი ვნებანი წარმოვთუალნე* სსულისა და ჴორცთანი,* 
   რამეტუ ყოველთა საკურნებელი იპოვების მსგავსად ვნებისა. 

      მაშინ სულთ-ითქუნა სიღრმითა გულისაჲთა და იცემდა მკერდსა 
   და გარმოჰყრიდა* ცრე[მ]ლთა მჴურვალეთა ვითარცა წყაროთა. 
   და დიდისა მისგან აღდუღებისა ვერ შემძლებელ იყო სიტყუად.* 
   და მე, ვითარცა ვიხილე იგი ესრჱთ არშფოთებულად, ვარქუ მას: 

      _ შვილო ჩემო, აიძულე თავსა შენსა და მიტხარ მე, რაჲ 
   არს საქმჱ შენი და შეწვნითა ღმრთისაჲთა მიიღო კურნბაჲ, 
   რამეთუ მან მხოლომან სახიერებითა თჳსითა ჩუენისა ჴსნისათჳს 
   ჴორცნი შეიმოსნა* და ჭამდა იგი მეზუერეთა თანა და ცოდვილთა 
   და ცოდვათა ჩუენთათჳს დასთხინა სისხლნი თჳსნი უბიწონი ჯუარსა 
   ზედა და ავაზაკსა სამოთხჱ მიანიჭა.* ეგრჱთვე შენცა შეგიწყნაროს, 
   ოდეს მოიქცე მისა* მიმართ. 

      მაშინ მრქუა მე: 

      _ უფალო ჩემო, სავსე ვარ ყოვლითა ცოდვითა, რომელსა 
   ვერ იტჳრთვენ ვერცა* ქუეყანაჲ, რამეთუ უწინარჱს 
   ორისა დღისა ქალწული რთი, ასული მთავართაგანისა 
   ამის ქალაქისაჲ, არესრულა და შემოსეს იგი სამოსლია პატიოსნითა 
   მსგავასდ სიმდიდრესა მათისა და დაჰმარხეს იგი. ხოლო მე, 
   მწარედ საწყელობელი ესე, რომელი ამას ბოროტსა საქმესა 
   ჩუეულ ვიყავ, წარვედ საფლავად და შევედ, და ვიწყე განძარცუვად 
   მისა. და ვითარცა განვსძარცუვე* ყოველი, რომელი  ემოსა 
   მას, და დაუტევე სიშუელი, ვ{ითარც}ა დედისა შობილი,* და შევკრიბე 
    იგი და აღვიღე, რაჲთამცა გამოვედ სამარისა მისგან, მაშინ წა[რ]მოჯდა 
   მკუდარი იგი ქალწული წინაშე ჩემსა და მოოყ ჴელი თჳსი 
   მარცხენჱ და შემიპყრამე ჴელი მარჯუენჱ* მტკიცდე და დამიჭირა 
   მე*1ა ძლიერად. 

      მომიგო* და მრქუა მე: ჵ კაცო, ვინმე განწირულო, ესრჱთ 
   სათნო იჩინეა განარცუვად ჩემი* და განშიშულებაჲ!* არა შეიშინეა 
   ღმრთისაგან და არაც შეიწყალე მე ვითარცა მკუდარი? არა შეირცხჳნეა 
   წარდგომაჲ ჩემი შიშუელისაჲ წინაშე ქრისტესა* და არა 
   მოიჴსენეა, ვითარმე ამის ბუნებისაგან გამოსრულ ხარ, და ოდესღა 
   მე გამაშიშულე, დდაჲ შენი განაქიქე. აწ რაყ უკუე შენდობაყ 
   და მიზეზი გაქუს წინაშე ღმრთისა, რამეთუ ჩემი ცოცხლისა* 
   პირი არა უხილავს კაცსა, თჳნიერ ჩემთასა, და შენ 
   გუამი ჩემი ესრჱთ ურცხჳნოდ განაიშულე! რომლითა კადნიერებითა 
   წარსდგე* წინაშე ღმრთისა, ანუ რომლითა ჴელითა მოგაქუს 
   ჴორცი ქრისტჱსი, ჵ საწყალობელო ვინმე! 

      ხოლო მე, ვითარცა* ვიხილე, რაჲ-იგი* ვიხილე, და მესმა, 
   რაჲ-იგი მესმა, შემედვა* ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა და ზარ-განჴდილმან 
   შიშით მიუგე მას: 

      _ შემინდვე და განმიტევე აწღა, თუ და არღარა შევსძინო* 
   საქმედ ბოროტსა ამას საქმესა.* 

      მომიგო და მრქუა მე: შენ ვითარცა გინდა, შემოხუედ აქა, 
   ხოლო ვითრაცა გნებავს, ვერღარა განხუალ ამირ, არამდ ესე 
   ყოფად არს საფალავ შნდა, ვითარცა ჩემდა, დანუ ჰგონებ, ვითარმცა 
   მსწრაფლ მოჰკუდი, არამედ მრავლითა ჭირითა განვიდეს 
   სული შენი ბოროტად. 

      მაშინ ვიწყე მე ტირილით ვედრებად მისა* და ვეფუცე* 
   ღმერთსა ცხოველსა, ვიღამედ უკუეთუ განმიტეო მე, არღარა 
   სევსძინო ბოროტისა საქმედ,. მაშინ, შემდგომად ფრიადისა ტირილისა 
   და მრავლისა  ვედრებისა, მომიგო და მრქუა მე: 

      _ უკუეთუ გნებავს განრინებად ამის ჭირისაგან და განსლვად 
   ამიერ, მომეც მე სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა, რაჲთა ოდეს განხჳდე, 
   არა ხოლო თუ ამათ ოდენ* ბოროტისა საქმეთაგან* განეყენო, 
   არამედ მუნთქუესვე მსწრაფლ* განხჳდე სოფლით და მონაზონ 
   იქმნე და ინანდე ღმრთისა მიმართ ბოროტთა საქმეთა შენთათჳს. 
    და მე ვეფუცე მას და ვარქუ: უწყის უფალმან, დაფარულთა 
   მეცნიერმან, ვითრამედ არა ხოლო თუ, რომელი შენ მრქუა,* იგი 
   ოდენ ვყო, არამედ აქაჲთვე წარვიდე მონასტრად და არღარა 
   მივაციო სახიდ ჩემდა, არამდ მონაზონ ვიქმნე. 

      მაშინ მრქუა მე ქალწულმან მან მკუდარმან: შემმოსე მე, 
   ვითარცა მპოვე. 

      და ვითარცა შევმოსე იგი, მიეყრდნა და მოკუდა. დამე 
   გამოვედ და მოვდ შენდა. 

      მაშინ ვითარცა მესმა მე ესე ჭაბუკისა მისგან, ვასწავენ მას 
   სინანულისა გზანი და განფებაჲ მონაზონებისაჲ. და შევჰმოსე მას 
   წმიდაჲ სქემაჲ და დავაყუდე იგი ქუაბსა შინა ერთსა მთისასა, და 
   ფრიად ჰმადლობდა იგი ღმერთსა ტირილითა და მჴურვალედ მოსწრაფე 
   იყო სულისა ცხორებისათჳს. 
 ჲბ (79). მივიწიენით ჩუენ*1ა ოდესმე* სელევკიად, რომელ არს 
   მახლობელად ანტიოქიასა და ვიხილეთ ამბა თევდორე, ებისკოპოსი 
   ქალაქისა სელევკიისაჲ. და მან გჳთხრა ჩუენ, ვითარმედ: 
   იყო ვინმე კაცი ვაჭარი შერაცხილთაგანი და მდიდარი ფრიად 
   ნეტარისა დიონოსიოს ებისკოპოსისა ზე, რომელი იყო უწინარჱს 
   ჩემსა ქალაქსა ამას შინა. ესე* კაცი იყო შჯულსა ზედა სევეროსის 
   მწვალებელისასა. და ესუა მას ყრმაჲ ერთი, მონაჲ კეთილად მსახური, 
   და უყუარდა იგი მას ფრიად კეთილად მსახურებისა მისისათჳს. 
   ესე ყრმაჲ არარ ეზიარებოდა უფლისა თჳსისა თანა მწვალებელთა 
   ეკლესიასა, არამედ ეზიარებოდა იგი მართლმადიდებელთა 
   თანა წმიდსა კათოლიკე ეკლესიასა, დაღაცათუ* ფრიად 
   მძიმე იყო იგი უფალსა მისსა ზედა, რამედ სიყუარულისა  მისისათჳს 
   მიეშუა იგი* ზიარებად მართლმადიდებელთა ეკლესიასა. 

      ამან ყრმამან დიდსა ხუთშაბათსა წარიყვანა* ნაწილი წესისაებრ 
   მის ქუეყანისა, რაჲთა ეზიარებოდის* იგი ჟამსა, დასნეულებასა 
   მისსა,* გინა ოდესცა ენებოს, და დაუსუენა იგი სარკუმელსა 
   შინა თჳსსა. და შემდგომად წმიდისა აღვსებისა* წარავლინა 
   იგი უფალმან მისმან ქალაქად კოსტანტინედ ვაჭრობად. ხოლო 
   მას* დაავიწყდა წმიდაჲ იგი ნაწილი სარკუმელსა შინა და განსაღებელი 
   სარკუმელისაჲ მის მისცა უფალსა თსსა და წარვიდა იგი.* 
    და შემდგომად დღეთა რავდენთამე* განაღო კაცმან მან სარკუმელი 
   იგი ყრმისაჲ მის და პოვნა მუნ შინა კოლოფნი იგი, რომელთა 
   შინა იყო წმიდაჲ იგი ნაწილი. და ვითარცა იხილა იგი, 
   შეწუხნა ფრიად და დაშთა იგი განცჳბრებული, რამეთუ არა უწყოდა, 
   რაჲმცა უკუე ყო ნაწილი იგი, რამეტუ არა დაჯერებულ 
   იყო იგი ზიარებისა*1ა მისგან, ვინაჲთან იყო იგი წმიდისა კათოლიკე 
   ეკლესიაჲსაგან* მოყვანებულ, რამეტუ იყო იგი იაკობთა 
   შჯულსა ზედა. მაშინ დაუტევა იგი ეგრჱთვე შეუხებელად ჟამსა 
   მას, რამეთუ თქუა გულსა ტჳსსა: აწ ოდენ მოვიდეს ყრმაჲ ჩემი 
   და ეზიაროს ამით. ვითარცა წარჴდა წელიწადი იგი და არა 
   მოვიდა მონაჲ იგი მისი, და მოიწია დიდი ხუთშაბათი,* და* ენება 
   კაცსა მას,* რაჲთა გამოიღოს ნაწილი იგი და დაწუას ცეცხლითა, 
   რაჲთა არღარა დაშთეს იგი* სხუასა წელიწადსა. და ვითარცა 
   განაღო სარკუმელი იგი, იხილა რამეთუ ყოველი იგი ნაწილი 
   აღორძინებულ იყო და გამოეღო თავწარსხმული იფქლისაჲ ჭურჭელსა* 
   მას შინა, რომელსა ესუენა. იხილა რაჲ იგი* კაცმან მან, 
   შეიპყრა იგი* ძრწოლამან და შიშმან* მიუთხრობელმან უცხოჲსა 
   მისთჳს სასწაულისა, სასინელისა და დიდებულისა. მაშინ მან და 
   ყოველა კრებულსა მისთა გამოიყვანეს ნაწილი იგი დიდითა 
   დიდებითა და იტყოდეს მგზავრ კჳრ[ი]ელესონსა, ვიდრემდის მიიწნეს 
   წმიდად  კათოლიკე ეკლესიად წმიდისა დიონოსიოს ებისკოპოსისა* 
   და აუწყეს მას ყოველი იგი* ყოფილი. და ესე სასწაული 
   საშინელი იხილეს ყოველთა მკჳდრთა ქალაქისათა და სხჳთ 
   მოსრულთა. და ამის გამო კაცმან მან და ყოველმან ერმან მისმან 
   და აურაცხელთა* სულთა, რომელთა იხილეს ესე, დაუტევეს 
   შჯული იაკობთაჲ და მოვიდეს წმიდად კათოლიკე ეკლესიად და 
   ეზიარნეს მას შინა. და* ვითარცა მოიწია მონაჲ იგი კაცისწაჲ მის,* 
   მშჳდობით პოვა უფალი თჳსი და ყოველი სახლი თჳსი,* რამეთუ 
   დაეტევა მათ ბილწი იგიწვალებაჲ მათი და აღეარა მართალი 
   სარწმუნოვებაჲ. და აღივსო იგი სიხარულითა და ყოველნი ერთბამად 
   ადიდებდეს ღმრთსა სასწაულთა მოქმედსა, რომელმან 
   იჴსნნა იგინი ბოროტისა მისგან წვალებისა. 
 ჲგ (92). გჳთხრობდა მამაჲ ჩუენი მართალი ამბა გიორგი 
   არქიმანდრიტი* მონასტრისა მამისა ჩუენისა მიდისა თევდოსისი, 
   რომელი არს უდაბნოსა წმიდისა ქალაქისა, ქრისტჱს ღმრთისა 
   ჩუენისა, იერუსალჱმისასა, მე და სოფრონის ბრძენსა და თქუა, 
   ვითარმედ: 

      _ იყო აქა ინა ძმაჲ რთი, სახელით გიორგი. და იყო იგი მსახურებისა 
   ადგილისასა ერთსა. დაიყო იგი შემკულ მრავლითა 
   სათნოვებითა ფრიად მორჩილ. და დღესა შინა ერთსა 
   ენება ძმათა საქმეჲ პურისაჲ. და ვითარცა განაჴურვის ღუმელი 
   ფრიად, ვითარცა რვალი, ენება ძმათ[ა] მათ გამოცდაჲ ძმისა გიორგისი. 
   და განზრახვით დაუმალნეს მას ღუემლისა საგველნი.*1ა და 
   უბრძანეს მას გამოგვაჲ ღუემლისაჲ. ხოლო იგი ეძიებდა საგველთა, 
   და არა პოვნა. და მორჩილებითა მით, რომელი აქუნდა მას უდრტჳნველად, 
   იძუა იგი შესლვად ღუმელსა მას განჴურვებულსა 
   და გამოგავა იგი დამოსლითა თჳსითა და გამოვიდა. და არარაჲ 
   ევნო მას ცეცხლისა მისგან. და ვითარცა მეუწყა ესე ძმათა მათგან, 
   რომელთა ესე ყვეს, ფრიად შევრისხენ* მათ და ვაბრალე გამოცდისათჳს 
   ძმისა მის. ხოლო იგინი სიმდაბლით შემივრდეს და 
   შენდობაჲ ითხოვეს. 
 ჲდ (92). და კუალად მითხრობდა მამათ ჩუენი გიორგი ძმისა 
   მის გიორგისთჳს, ვითარმედ: დღესა შინა ერთსა მწყსიდა იგი    ღორთა. და მოიწინეს მის ზედა ორნი ლომნი, რაჲთამცა მისტაცეს 
   მას რომელიმე ღორთა მათგანი.*მაშინ, ვითარცა იზილნა 
   იგინი, მოიღო კუერთხი თჳსი და განიოტნა და სდევნიდა 
   იგი* მათ ვიდრე წმიდად მდინარედ იორდანედმდე, ვითარცა საცხოვართა, 
   და მუნ დაუტევნა იგინი.* 
  ჲე (92). და* კუალად მითხრობდა მამაჲ ჩუენ[ი] გიორგი და 
   თქუა, ვითარმედ: რაჟამს-იგი მენება აღშენებაჲ ტაძრისა წმიდისა 
   კჳრიკეჲსთჳს ადგილსა მას, ვიწყე მოთხრად საფუძველისა, რაჲთა 
   საზირკუელი დავდვა. მაშინ მეჩუენა მე ძილსა შინა მონაზონი, 
   ფრიად შრომითა შემოსილიო, რომელსა ემოსა პალეკარტი ფინიკისა 
   ფურცლისგან თხზული, და მეჭთა მისთა იყო მცირჱ კენდონი* 
   დანაკის კუდისა ფურცლისაჲვე. და* მომიგო და მრქუა მე 
   სიტყჳთა მდაბლითა: მითხარ-ღა, ჵ გიორგი, ვითარ დაჯერებულ 
    იქმენ, შემდგომად ეგოდენთა ღუაწლთა და შრომათა ჩემთა* დამიტეო 
   მე გარეშე* ტაძრისა ამის, რომლისაჲ გეგულების შჱნებაჲ. 
   ხოლო მე ფრიად დამრცხუენა ზარისა მისგან ბერისა და ვარქუ 
   მას: უფალო, ნუ იყოფინ ჩემდა, ვითარმცა ესე ვყავ. ხოლო 
   მან მრქუა მე: ჰე ჭეშმარიტად, რაემთუ გიყოფიეს ესე. მაშინ მიუგე 
   და ვარქუ: მითხარ მე, მამაო, ჭეშმარიტად* ვინ უკუე* ხარ 
   შენ მომიგო და მრქუა: მე ვარ პეტრე მძოვარი იორდანისაჲ. და 
   ვითრაცა განთენა, უმატე სიგრძესა მის საფუძველსასა.* და ვითარ 
   ვთხრიდი, ვპოვე გუამი მისი წმიდაჲ,* დაფლული ქუეყანასა*6ა განუხრწნელად 
   ჴორცითა, შემოსილი დანაკის კუდისა ფურცლისა თხზულითა, 
   და მცირჱ იგი კენდონი ბეჭთა მისთა, ვითარცა ვიხილე 
   მე ჩუენებასა ღამისასა. და ვითარ* აღვაშჱნე* ტაძარი იგი,* ვქმენ 
   ლუსკუმაჲ ფრიად* შუენიერი მარჟუენით კერძო საკურთხეველისსა 
   და დავდევ იგი მას შინა. 

  ჲვ (93). კუალად მითხრობდა მამაჲ ჩუენი გიორგი და თქუა, 
   ვითარმედ: დღესა ერთსა წარვდ მე ამბა სისინი მძოვრისა. და* 
   ამას ნეტარსა ღმრთისათჳს დაეტევა ებისკოპოსობაჲ თჳსი და მოწევნულ 
   იყო იგი მახლობლად სოფელსა, რომელსა ეწოდა*   ბეჲთმურანი. 
   და იყო იგი მახლობელად* წმიდასა იორდანესა, ვითარ 
   ექუსით მილიონით, დამუნ დაყუდებყულ იყო. დავითარცა მივიწიენით 
   მისა* და* ვჰრეკეთ კარსა სენაკისა მისისასა ფრიად. და* 
   შემდგომად მრავლისა ჟამისა განმიღო ჩუენ მოწაფემან მისმან და 
   მრქუა მე: ჭეშმარიტად* გეტყჳ, მამაო წმიდაო, ვითარმედ ბერი 
   დასნეულთა სნეულებითა დიდითა,* ვიდრემდე მიიწია სიკუდიდ, 
   და ითხოვა ღმრთისაგან ვედრებაჲ, რაჲთა არა განიყვანოს ჴორცთაგან, 
   ვიდრემდის ესმეს მოწევნაჲ შენი ქუეყანასა ამას,* რამეთუ 
   შემესწავა იგი ქალაქსა სამეუფოსა კოსტანტინეს, რაჟამს-იგი 
   აღსრულ ვიყავ მე* წინაშე ტიბერის მეფისა საქმისა რომლისათჳსმე 
   მონასტრისა ჩემისა, და ღმრთისამიერითა სიყუარულითა 
   უყუარდი მე. და ვითარცა შევიდა მოწაფჱ იგი, რაჲთა აუყოს 
   ბერსა მოსლვაჲ ჩემი, დაყოვნდა იგი ფრიად და მერმე ფამოვიდა 
   და მრქუა ჩუენ*: შემოვედით. და ვითარცა შევედით შინა, ვპოვეთ 
    ბერი, რამეთუ გარდაცვალებუ[ლ] იყო. მასინ მეუწყა გონებისა 
   ჩემისაგან,* ვითარმედ ვითარცა ესმა ბერსა ჩემთჳს, რამეთუ* მიწეულ 
   ვარ მისა, მუ[ნ]თქუესვე წარვიდა იგი უფლისა თჳსისა, ვითარცა-იგი 
   აღეთქუა. და ვითარცა* მოვეხჳ გუამსა მისსა წმიდასა, 
   მრქუა მე მკუდარმან მან ვითარცა ცოცხალმან: კეთილად მოხუედ, 
   ძმაო, ამბა გიორგი. და მიიძინა ეგრჱთვე. მაშინ ვაუწყეთ 
   მსოფლითა, რაჲთა მოვიდენ დამარხვასა ბერისასა. და ვითარცა 
   მოიწინეს და მოთხარეს საფლავი, ჰრქუა მოწაფემან ბერისამან 
   საფლავისა მთხრელთა მათ: ყავთ სიყუარული, ძმანო, და მცირედ 
   გა-რე-აფართეთ საფლავი ეგე, რაჲთა ორნი ეტინენ მას შინა. და 
   ვითარცა იგინი თხრიდეს, მიწვა მოწაფჱ იგი სირასა*3ა ზედა და 
   შეისუენა. და* და[ვ]ჰფლენით ორნივე იგი ერთად _ ბერი და მოწაფჱ 
   მისი. 
  ჲზ (94). ესევე, მამაჲ ჩუენი გიორგი არქიმანდრიტი,* გჳთხრობდა 
   ჩუენ და ტქუა ანბა ლულიანჱსთჳს, რომელი იყო ებისკოპოსი 
   ბუსრას, ვითრმდ: ვიღაცა წარვიდა იგი მონასტრით და იქმნა 
   ებისკოპოს ბუსრას,* კაცნი ვინმე იყუნეს* ქალაქსა მას შინა ქრისტჱს 
   მოძულენი და ენება მოკლვაჲ ებისკოპოსისაჲ გრძნებითა და 
   წამლითა. მაშინ მისცეს ქრთამი დიდძალი  გრძნეულსა მეწამლესა, 
   რაჲთა შეასუას მას წამალი საკუდინებელი. და მისცეს მას 
   წამალი, რაჲთა იგიცა შეასუას სასუმლითა უცნობელად კათალიკოზ[ი]სა. 
   და ვითარცა ესე შეჰმზადეს, მისცეს ყრმასა მისსა, რომელი 
   ასუამნ სასუმელსა, რაჲთა შეასუას* მას. ხოლო ყრმამან 
   მან განზავა იგი კითხასა შინა სასუმელსა და მისცა იგი კათალიკოზსა 
   ლულიანეს ჩუეულებისაებრ* სავსჱ წამლითა მაკუდინებ[ე]ლითა. 
   ხოლო მან ღმღტისამიერითა უწყებითა გულისხმა-ყო ბოროტი 
   იგი განზრახვაჲ მათი, რომელნი ამას იქმოდეს. და მოიღო 
   კათხაჲ იგი წამლეანი ყრმისა მისგან და დაიდგა იგი წინაშე მისა* 
   და არარაჲ ჰრქუა ყოლადვე ყრმასა მას, რომელმან მისცა წამალი* 
   იგი*11ა. მუნთქუეს[ვე]* წარავლინნა* და მოიწოდა ყოველთა 
   მოქალაქეთა მისთა და მათ თანა იყუნეს ყოველნი, რომელთა 
   შეეზავა* წამალი იგი მაკუდინებელუი წმიდისა მისთჳს. მაშინ წმიდამან 
   ლულიანე* არა ინება ცხადად მხილებაჲ მათი, რომელტა 
    საქმჱ იგი ქმნეს სიკუდილისა მისისათჳს, არამედ სიმდაბლით 
   ჰრქუა ყოველთა: უკუეთუ ჰგონებთ, რაჲთამცა მოჰკალთ გლახაკი 
   ლულიანე,* აჰა ესერა კათხაჲ ესე, რომელ განგიმზადებიეს სიკუდილისა 
   ჩემისათჳს, შევსუა იგი წინაშე თქუენ ყოველთასა. და 
   აღიღო კათხაჲ იგი სავსჱ წამლითა და დასწერა მას სამ გზის 
   ჯუარი ორითა თითითა თჳსითა და თქუა: სახელითა მამისაჲთა 
   და ძისაჲთა და სულსა წმიდისაჲთა შევსუამ კათხასა ამას. და 
   შესუა იგი წინაშე მათ ყოველთასა და არარაჲ ბოროტი ევნო მას. 
   ხოლო ვითარცა შესუა, და* იხილეს ესე მათ, რომელთა შეეზავა,* 
   შეინანეს და შეუვრდეს მას სინანულით. ხოლო მან აღადგინნა 
   იგინი და შეუნდო და მშჳდობით განუტევნა და შიში 
   ღმრთისაჲ ასწავა მათ და წარვიდეს. 



No comments:

Post a Comment