ოვ (118). გჳთხრობდა ამბა სერჯი რაითელი ძმისა ერთისათჳს დიაკონისა, რომელი იყო მის ადგილისაჲ, რომელსა სახელი ერქუა მინა. ესე განვიდა სოფლად დიაკონობად. და არა უწყი, რაჲ შეემთხჳა მას, რამეთუ დაუტ[ე]ვა მონაზონებაჲ და იქმნა იგი ერისკაც. და შემდგომად მრავლისა ჟამისა წარვიდა იგი ანტიოქიად. და ვითარცა აღვიდოდა სელევკიით, იხილა მან მონასტერი წმიდისა სჳმეონ მესუეტისაჲ. და თქუა გულსა თჳსსა: აღვიდე და ვიხილო წმიდაჲ სჳმეონ, რამეთუ არა[ო]დეს ეხილვა იგი. და ვითარ აღვიდა იგი და მიეახლა სუეტსა მას, იხილა იგი წმიდამან სჳმეონ. და ღმრთისა მიერ გულისხმა-ყო, ვითარმედ არს იგი მონაზონ და აქუს მას კურთხევაჲ დიაკონებისაჲ. მაშინ მოუწოდა მსახურსა თჳსსა და ჰრქუა: წარვედ და მოიხუენ საპარსველნი. და ვითარცა მოართუნა, ჰრქუა მას: კურთხეულ არს ღმერთი, მივედ და აღპარსე იგი. და უჩუენა დიაკონი იგი თითითა, რამეთუ იყო გარემოჲს სუეტსა მას ერი მრავალი. მაშინ განკჳრდა სიტყუასა მას ზედა დიაკონი იგი, და შიში დიდი დაეცა მის ზედა. და ესრჱთ შეიწყნარა იგი, და არა აღმოთქუა მან სიტყუაჲ, და გულისხმა-ყო, ვითარმედ გამოუცხადა ღმერთმან საქმჱ მისი. და შემდგომად აღპარსვისა ჰრქუა მას წმიდამან სჳმეონ: კუერექს ყავ აწ, შვილო ჩემო. და ვითარცა კუერექს ყო, ჰრქუა მას: წარვედ აწ და მიიქეც მონასტრადვე შენდა რაითდ, ვინაჲცა გამოსრულ ხარ. ჰრქუა დიაკონმან მან წმიდასა სჳმეონს, რამეთუ: მრცხუენის მე წმიდათა მამათაგან და ვერ შემძლებელ ვარ თავს-დებად ამას საკიცხელსა. ჰრქუა მას წმიდამან სჳმეონ: არა ჯერ-არს შენდა სირცხჳლი ამას ზედა, შვილო ჩემო, და გრწმენინ ჩემი, რამეთუ ოდეს მიხჳდე, შეგიწყნარონ შენ მამათა დიდითა სიხარულითა და მხიარულებითა და ფრიად იხარებდენ ყოველნი კუალად-ქცევისა შენისათჳს. და ესეცა უწყოდე, შვილო ჩემო, ვითარმედ ღმერთმან ქმნეს შენ ზედა სასწაული, რომლითაა გულისხმა-ჰყო, ვითარმედ შეგინდვნა შეცოდებანი შენნი. და ვითარცა მიიწია ძმაჲ იგი რაითდ სიხარულით შეიწყნარეს მამათა. და მუნთქუესვე შეიყვანეს იგი საკურთხეველად. და დღესა კჳრიაკესა, რაჟამს ეპყრა მას ბარძიმი, რომელსა შინა იყო სისხლი გამნმაცხოველებელი მჴსნელისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, წარმოჰვარდა მას მეყსეულად მარცხენჱ თუალი მისი. და ამით სასწაულითა უწყებულ იქმნ[ნ]ეს მამანი, ვითარმედ შეუნდვნა ღმერთმან ყოველნი ცოდვანი მისნი თქუმულისა მისებრ წმიდისა სჳმეონისა.
ოზ (128). მივიწიენით ამბა ათანასისა, ლავრასა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა. მითხრობდა ესე და თქუა, ვ{ითარმე}დ ესმა ათინაგენა ებისკოპოსსა დირაელსა დამიანჱსგან, უთხრობდა ესრე, ვითარმედ: დედის-დედასა ჩემსა ძმაჲ ესუა, რომელსა სახელი ერქუა ადელფიოს. დაა იყო იგი ებისკოპოსი არაბიელი. და ამას ესუა დაჲ სხუაჲ. და იყო იგი დედოფალ მონასტერსა დედათასა. და იყვნეს მის ქუეშე დანი მრავალნი ნისას. და ესე ებისკოპოსი მიოდესმე-ვიდა მოხილვად მონასტრისა და ხილვად დისა თჳსისა. და ვითარცა შევიდა ეზოსა მონასტრისასა, იხილა ამან ერთი ვინმეა დათაგანი ეშმაკეული, რომელი ფრიად იგუემებოდა მისგან და გორვიდა იგი ქუეყანასა. მაშინ მოუწოდა დასა თჳსსა და ჰრქუა მას: დაჯერებულ ხარა, დაო, ტანჯვასა ამისსა ეშმაკისა მიერ, ვითარ-ესე გაშიშულებული ინგორების? ანუ არა უწყია, ვითარმედ ყოველთა ამათ დათათჳს საშჯელი შენ მიგეჴადების, რამეთუ დედოფალი მათი ხარი შენ? მიუგო დამან მისმან და ჰრქუა: და რასა უკუე შემძლებელ ვარ მე ყოფად ეშმაკისა ამის? ჰრქუა მას ებისკოპოსმან მან: და რასა უკუე იქმ აქა ამათ ესოდენთა წელთა? მაშინ ყო ლოცვაჲ ებისკოპოსმან და მუნთქუესვე განჳდა ეშმაკი იგი დისა მისგან და ჰმადლობდეს ყოველნი ღმერთსა.
ოჱ (130). მითხრობდა ჩუენ ამბა ათანასი, ვითარმედ: მამათა ჩუენთა მოეგო მარხვაჲ და სიგლახაკჱ ვიდრე სიკუდილდმდე, ხოლო ჩუენ განგჳღებიეს მუცელი ჩუენი და შევჰკრებთ მონაგებთა. და კუალად მითხრობდა, ვითარმედ: დღეთა მამათა ჩუენთასა არა იყო ყოლადვე შფოთი, არცა აღძრვაჲ და არცა აღრევაჲ ერისკაცთა თანა. ხოლო ჩუენ დღეს შ[ე]ქცეულ ვართ ჴელთ-საქმარსა და ზრუნვასა მისსა, და სულისა ზრუნვაჲ უდებ გჳყოფიეს ყოლადვე. და კუალად მითხრობდა ჩუენ, ვითარმედ: მბრძოდა ოდესმე გულის სიტყუაჲ ჩემი, ვითარმედ რაჲ-მე ეყოს მოღუაწეთა გინა მათ, რომელნი არა იღუწიან? მაშინ დამეცა მე განკჳრვებაჲ, და რეცა კაცი ვინმე მოვიდა და მრქუა მე: შემომიდეგ მე. და მიმიყვანა მე ადგილსა ერთსა ნათლითა სავსესა. და მიმადგინა მე კარსა ზედა და მესმოდა შინაჲთ გამო ჴმაჲ კაცთაჲ, რომელნი ად[ი]დებდეს ღმერთსა. და ვითარ ვჰრეკეთ კარსა, და ესმა ერთსა მათგანსა, მოდგა კარსა და მრქუა ჩუენ: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას კაცმან მან, რომელმან მიმიყვანა მე: შემოსლ[ვ]აჲ გუნებავს მანდა, განგჳღე და შემოვიდეთ. მოუგო კაცმან მან შინაგანით და ჰრქუა: ვერვინ მათგანი შემოვალს ადგილსა ამას, რომელნი უდებებით ცხონდებიან სოფელსა შინა. ხოლო უკუეთუ ჭეშმარიტად გული გითქუამს შემოსლვად აქა, წარვედით და მოსწრაფედ იღუწიდითა და ნუ რას სოფლისა საქმესა ჰზრუნავთ, და აქა შემოხჳდეთ, რამეთუ ესე ადგილი მოღუაწეთაჲ არს.
ოთ (143). ვითარცა აღვედით ჩუენ თებაიდას, ქალაქსა ანტონიას, ვპოვეთ კაცი ბრძენი, რომლისა სახელი ფობაროს. ამან მითხრა სარგებელისა ჩუენისათჳს და მრქუა, ვითარმედ: იყო ვინმე ავაზაკი ერთი ადგილთა არმობოლისათა, რომლისა სახელი დავით, და მრავალთა ბოროტთა იქმოდა და ურიცხუნი სისხლნი დაეთხინეს და ფრიადნი მონაგებნი წარეხუნეს კაცთაგან, რომელი სხუასა კაცთაგანსა არავის უქმნიეს ბოროტი სწორად მისა. და ვითარცა იყო იგი ერთსა მთათაგანსა, და მის თანა უმრავლჱს ოცდაათისა კაცისა ავაზაკისა, და ესე იყო წინამძღუარ მათ ყოველთა, და ავნებდეს ყოველთა კაცთა. და ვერვინ შემძლებელ იქმნა ჴელმწიფეთაგანი შეპყრობად მათა. და მრავალნი ჟამნი დაეყუნეს ამას შინა. და დღესა შინა ერთსა მოიქცა გონებასა თჳსსა და გულისხმა-ყო წარწყმედილობაჲ თჳსი, და ლმობიერ იქმნა მას ზედა და მცირედ განჴურდა სულითა, და მუნთქუესვე დაუტევნა მოყუასნი მისნი და მარტოჲ წარვიდა და მივიდა ერთსა მონასტერთაგანსა. და ვითარცა ჰრეკა კარსა მონასტრისასა, გამოვიდა მისა მეკარჱ და ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? მიუგო მას ავაზ[აკ]თ-მთავარმან მან: მნებავს მე, რაჲთა მონაზონ ვიქმნე. და შევიდა მეკარჱ იგი და აუწყა მისთჳს მამასახლისსა. და გამოვიდა მისა მამასახლისი და იხილა იგი. და ვითარცა გულისხმა-ყო, რამეთუ მოხუცებულ არს იგი, მიუგო და ჰრქუა მას: ვერ შემძლებელ ხარ შენ აქა დამკჳდრებად და მინაზონებად ჩუენ თანა, რამეთუ ძმანი ესე ფრიად შურებიან და ძლიერად იმარხვენ და გარდარეულად იღჳძებენ და ილოცვენ, და სხუათა წესთა მონაზონებისათა იპყრობენ, რომელთა შენ ვერ შემძლებელ ხარ თავს-დებად მინასტრისა კანონსა. მაშინ იწყო ვედრებად ავაზაკთ-მთავარმან მან და ჰრქუა მამასახლისსა: ნუ, წმიდაო მამაო, ნუ უგულებე[ლ]ს-მყოფ მე, რამეთუ შემძლებელ ვარ თავს-დებად ყოველსა წესსა მონასტრისასა და მონაზონებისასა ღმრთისა შეწევნითა და არარას ბრძანებასა თქუენსა ურჩ ვექმნე მე, უფალსა თუ უნდეს, გარნა შეხოლო-მრთე რიცხუსა სამწყსოთა შენთასა. ჰრქუა მას მამასახლისმან: ვერ შემძლებელ ხარ აქა ყოფასა, და წარვედ გზასა შენსა მშჳდობით და ნუ მრავალსა იტყჳ, რამეთუ არა ეგების ყოფაჲ შენი ჩუენ თანა. მიუგო და ჰრქუა ავაზ[აკ]თ-მთავარმან მან: ნუუკუე ვერ მიცნობა მე? მე ვარ დავით ავაზაკთ-მთავარი და ამისთჳს მოსრულ ვარ აქა, რაჲთა ვსტიროდი ცოდვათა ჩემთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა. და უკუეთუ არა შემიწყნაროთ, აჰა ესერა ჭეშმარიტსა გეტყჳ და გრწმენინ ჩემი, რამეთუ გეფუცები მას, რომელი მყოფ არს ცათა შინა, ვითარმედ უკუნვიქცე მე მოყუასთა ჩემთა თანა და მივიყვანნე იგინი აქა და მოგსრნე თქუენ ყოველნი მახჳლითა და დავარღჳო მონასტერი ესე, და შენ ზედა იყოს ცოდვაჲ ესე. მაშინ, ვითარცა ესმა ესე მამასახლისსა, შეიყუანა იგი შინაგან მონასტერსა. და აღპარსა იგი და შეჰმოსა მას წმიდაჲ სქემაჲ მონაზონებისაჲ. და იწყო მან მოღუაწებად მარხვითა და ლოცვითა, მორჩილებითა და სიმდაბლითა და ყოვლითა სათნოვებითა. უზეშთაეს ექმნა ყოველთა მკჳდრთა მონასტრისათა მონაზონებითა, რამეთუ იყო მონასტერსა მას შინა ვითარ სამეოცდაათი სული, და ყოველთა მათ ჰმსახურებდა მოუწყინებელად. და ექმნა მათ ყოველთა სახე კეთილის სათნოვებითა. და დღესა შინა ერთსა, მჯდომარე რაჲ იყო იგი სენაკსა შინა თჳსსა და ფსალმუნებდა, მოვიდა მისა ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: _ დავით, დავით, შეგინდვნა ღმერთმან ყოველნი ცოდვანი შენნი, და ამიერითგან სასწაულთა მრავალთა იქმოდი. მიუგო მან და ჰრქუა ანგელოზსა მას: არა მრწამს ესე შენგან, ვითარმცა შემინდვნა ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, რომელნი უმრავლჱს ქჳშისა ზღჳსა არიან, ვითარმცა მცირესა ამას ჟამსა მომეტევნეს მე ყოველნი. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: უკუეთუ ზაქარია მღდელისაგან ურწმუნ[ო]ვებაჲ იგი არა თავს-ვიდევ სიტყუათა ჩემთაჲ ძისა მისისათჳს და შევკარ ენაჲ მისი და ვსწავლე იგი დუმილითა, ვინაჲთგან არა ჰრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ, შენ განგიტეოა? ამიერითგან იყავ შენცა დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად დღეთა ცხორებისა შენისათა. მაშინ დავით თაყუანის-სცა მას პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა: ოდეს სოფელსა შინა ვიყავ და ვიქმოდე უჯეროთა საქმეთა და სისხლთა დავსთხევდი, მაშინ ვზრახევდი სავნებელთა სიტყუათა, ხოლო აწ, რაჟამს მნებავს მე მსახურებაჲ ღმრთისაჲ და გალობისა შეწირვაჲ ენითა ჩემითა, მაშინ შევკრავ, რაჲთა არა ვზრახვიდე?!ა მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა, რამეთუ: იყო შენ ლოცვასა და გალობასა ღმრთისასა ჴსნილ და მეტყუელ, ხოლო კაცთა საზრახავისაგან დადუმებულ. და ეგრჱთცა იქმნა. და ესრჱთ მრავალნი სასწაულთა საქმენი აღასრულნა ღმერთმან მის მიერ. და ფსალმუნებდა და გალობდა ეკლესიასა შინა. ხოლო კაცისა სიტყუასა, დიდსა გინა მცირესა, ვერ შემძლებელ იყო სიტყუად. და რომელმან გჳთხრა ესე ჩუენ. ამას ეხილვა იგი ესრჱთ მდუმარე.
პ (180). მითხრობდა დიონისიოს, ებისკოპოსი ასკალონისა ეკლესიისაჲ, იოვანე მძოვრისათჳს და თქუა, ვითარმედ: ჭეშმარირად დიდ იყო იგი წინაშე ღმრთისა ნათესავსა ამას შორის, და მოვიჴსენოთ რომელიმე სათნოვებათა მისთაგანი. ისმინეთ სასწაული ესე, ვითარმედ იყო ოდესმე ბერი მჯდომარე ქუაბსა შინა მახლობელად სოფელსა სხოს, რომელი ჰშორავს იერუსალჱმს ვითარ ოცით მილიონით. და ესუენა მას ქუაბსა შინა ხატი ერთი წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისა მარიამისი და ეტჳრთა ჴელთა მისთა იესუ ქრისტჱ ღმერთი ჩუენი. და არნ ოდესმე, წარვალნ ბერი ვიდრემე ქალაქად, გინა უდაბნოდ, ანუ იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად პატიოსანსა ჯუარსა და წმიდათა ადგილთა, გინა მთად სინად, გინა წმიდათა მოწამეთა ეკლესიათა განშორებულად იერუსალჱმსა, რამეთუ ფრიად მოყუარულ იყო იგი წმიდათა მოწამეთა. და ოდესმე წარვიდის იოვანე წმიდად ეფესოდ, და ოდესმე თევდორე-წმიდად ევხაბიტას, და ოდესმე თეკლა-წმიდად სელევკიად ასურეთისასა, და ოდესმე სერგის-წმიდად რუსიფას, და ოდესმე ამის წმიდისა და ოდესმე სხჳსა. და რაჟამს განემზადის წარსლვად, შეჰმზადის კანდელი წინაშე ხატსა წმიდისა ღმრთის მშობელისასა და აღანთის იგი ჩუეულებისაებრ, წარდგის და ილოცის ღმრთისა მიმართ, რაჲთა წარუმართოს გზაჲ მისი, და ეტყჳნ წმიდასა ღმრთის მშობელსა წინაშე ხატსა მას: ჵ დედოფალო, წმიდაო ღმრთის მშობელო, აჰა ესერა წარ[მა]ვალ ვარ მე შორსა გზასა დღეთა მრავალთა, დამიცევ მე და თჳთ იზ[რ]უნე კანდელისა შენისათჳს და ყავ იგი, რაჲთა არა დაივსოს ვიდრე მოსლვადმდე მონისა შენისა, რამეთუ ესრე მნებავს მსახურსა შენსა, რამეთუ მე შეწევნითა და წინამძღურობითა შენითა წარვალ გზასა ამას. ესრჱთ ეტყჳნ ხატსა მას და განვიდის და აღასრულის გზაჲ იგი. და შეიქცის და მოვიდის მუნვე ქუაბად თჳსა ოდესმე შემდგომად თთჳსა ერთისა და ოდესმე ორისა და სამისა და ოდესმე ხუთისა და ექუსისა, და ეგრჱთვე პოვის, ოდეს მოიქცის, კანდელი იგი ქუაბსა მას შინა წინაშე ხატსა წმიდისა ეღმრთის მშობელისასა, რამეთუ ენთებინ იგი ეგრეთვე, ვითარცა განუტევებიედ, გან-რაჲ-ვალნ იგი ქუაბისა მისგან. და არასადა ეხილვა მას კანდელი იგი თავით თჳსით დავსებული, არცა ოდეს დაიძინის და არცა ოდეს გზავნის სადამე არნ, და არცა ოდეს უდაბნოჲთ მოვიდის, პოვის იგი დავსებული.
პა (147). მითხრობდა ჩუენ ამბა მენა, ვითარმედ ესმინა მას ევლოჯი ალექსანდრიელ პატრეაქისაგან, რამეთუ იტყოდა იგი, ვითარმედ: რაჟამს-იგი აღსრულ ვიყავ მე ქალაქად სამეუფოდ კოსტანტინედ, ვიხილე მუნ გრიგოლი დიდებული მთავარ-დიაკონი ჰრომისაჲ. ესე მითხრობდა წმიდისა ლეონ პატრეაქისათჳს ჰრომთაჲსა და თქუა, ვითარმედ: წერილ არს ჰრომს ეკლესიათა შინა, ვითარმედ: ლეონ პატრეაქმან მიუწერა ებისტოლჱ ფლაბიანოსს, კოსტანტინელ პატრეაქსა, ევტუქი და ნისტორ მწვალებელთათჳს, და[დ]ვა იგი ტაძარსა შინა წმიდისა პეტრჱსსა, თავისა მის მოციქულთაჲსა, ლუსკუმასა ზედა. და მარხვითა და ლმობიერითა ლოცვითა ევედრებოდა მას და ეტყოდა: ეჰა, წმიდაო მოციქულო, გევედრები მე, არაღირსი ესე, რომელი საწრმუნო მყავ საყდარსა ამას ზედა წმიდისა ტაძრისა შენისასა. მე უცებ და უმეცარ ვარ მართალსა სარწმუნოვებასა, არამედ შურითა საღმრთოჲთა დამიწერიეს ებისტოლჱ ესე მწვალებელთა პირისა დასაყოფელად. აწ, უკუეთუ რაჲმე არს მას შინა ცთომილი, განაგე და მრუდი განჰმართე და ნაკლული განასრულე, ვითარცა შენ უწყი. და შემდგომად ორმეოცისა დღისა ილოცვიდა რაჲ იგი, გამოეცხადა მას წმიდაჲ პეტრე მოციქული და ჰრქუა: წარმიკითხავს ებისტოლჱ შენი, რომელი დაგიწერიეს მწვალებელთათჳს და განმიგებიეს და განმიმართებიეს. მაშინ აღიღო ებისტოლჱ იგი ლუსკუმისა მისგან წმიდისა პეტრჱსა და განჰჴსნა იგი და იხილა, რამეთუ განეგო იგი ჴელითა მოციქულისაჲთა: რომელიმე გამოეღო სიტყუაჲ და რომელიმე შეერთო, დაწერილი იგი ახალი საცნაურ იყო.
პბ (148). მითხრობდა თევდორე ებისკოპოსი დარნასონ ქალაქისაჲ და თქუა, ვითარმედ: რაჟამს-იგი ვიყავ მე სჳნკელი წმიდისა ევლოჯი პატრეაქისა თანა, ალექსანდრიელისა, დღესა ერთსა ვიხილე კაცი ვინმე დიდებული ხილვითა, რომელი მეტყოდა მე: _ მიჟამე მე პატრეაქისაგან. მაშინ მიუგე და ვარქუ მას: ვინ ხარ შენ, უფალო ჩემო, და ვითარ მიბრძანებ მე ჟამებასა? მომიგო და მრქუა მე: მე ვარ ლეონ ჰრომისა პატრეაქი. მაშინ შევედ მე ევლოჯი პატრეაქისა ჟამებად და ვარქუ მას, ვითარმედ: ლეონ ჰრომისა პატრეაქი შემოვალს მოკითხვად შენდა. ვითარცა ესმა ესე ევლოჯის, მუნთქუესვე აღდგა მწრაფლ მიგებებად მისა. და შეემთხჳა და შეიტყუბნეს ურთიერთას და ყვეს ლოცვაჲ და მოიკითხნეს და დასხდეს. მაშინ წმიდამან ლეონ მიუგო და ჰრქუა პატრეაქსა ევლოჯის: _ უწყი-მეა, რაჲსათჳს მოვედ მე შენდა? მიუგო და ჰრქუა: არა, წმიდაო მამაო, არა უწყი,ა რაჲსათჳს მოშურა სიწმიდჱ შენი სიგლახაკისა ჩემისა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ მე მადლისა მოცემად შენდა, რამეთუ კეთილად მიუგე ებისტოლისა ჩემისათჳს, რომელი მომეწერა მე ძმისა ჩემისა ფლაბიანე კოსტანტინეპოლელ პატრეაქისადა,ბ რამეთუ ნებაჲ ჩემი დაამტკიცა და მწვალებელთა პირნი დაუყვნა. და ესე უწყებულ იყავნ შენდა, ჵ ძმაო ჩემო, რამეთუ არა ხოლო თუ ნებაჲ ჩემი მარტოდ დაამტკიცე, არამედ ნებაჲ წმიდისა პეტრჱსი, თავისა მის მოციქულთაჲსაჲ, რომელმანცა განაგო ებისტოლჱ იგი ჴელითა თჳსითა, და უფროჲს-ღა ნებაჲ ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲ, რომელი შენ მიერ იქადაგა. და ესე ჩუენებაჲ არა ხოლო თუ ერთ გზის და ორ გზის ვიხილე, არამედ სამ გზის, და ესრჱთ ვირწმუნე, ვითარმედ ღმრთისა მიერ იყო. და მაშინ-ღა ვაუწყე ესე წმიდისა ევლოჯი პატრეაქსა. ხოლო მას ვითარცა ესმა ესე, ფრიად ტიროდა. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და თქუა: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, რომელმან მყავ მე ჭეშმარიტებისა მქადაგებელ, უღირსი ესე ლოცვითა ღირსად მსახურთა შენთაჲთა, წმიდისა პეტრჱსითა და ნეტარისა ლეონისითა, და შეიწირე მოსწრაფებაჲ ჩემი, ცოდვილისა მონისა შენისაჲ.
პგ (149). ვპოვეთ ჩუენ წერილი ნეტარისა და ანგელოზთა მობაძავისა ლეონ ჰრომთა პატრეაქისათჳს, ვითარმედ ორმეოც დღე იმარხვიდა და ილოცვიდა ტაძარსა შინა წმიდისა პეტრჱსსა, რაჲთა მეოხ-ეყოს წინაშე ღმრთისა ცოდვათა მოტევებისათჳს. და ვითარცა აღასრულა ორმეოცი დღე, გამოეცხადა მას წმიდაჲ პეტრე მოციქული და ჰრქუა: აჰა ესერა მე ვევედრე ღმერთსა შენთჳს და მოგიტევნა ყოველნი შეცოდებანი შენნი თჳნიერ ხოლო ჴელთ-დასხმისა, რომლისაგან განკითხვად ხარ მისთჳს, უკუეთუ გიყოფიეს შეპოვნებით ქრთამითა.
პდ (150). მმმითხრობდა ამბა თევდორე ჰრომი და თქუა, ვითარმედ: განშორებულ ჰრომისა, ვითარ ოცდაათი მილიონით, არს მცირჱ ქალაქი, სახელით რომითა. ამას ქალაქსა შინა იყო ებისკოპოსი დიდებული და სათნოებითა შემკული. და მივიდეს კაცნი მოქალაქენი მისნი წმიდისა აღაპითოს ჰრომთა პატრეაქისა და შეასმინეს ებისკოპოსი მათი, და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ჭამს იგი საჭმელსა ფეშხუენსა შინა წმიდასა. და ვითარცა ესმა ესე პატრეაქსა, განცჳფრდა და წარავლინნა მისა ორნი მღდელთაგანნი, და შეკრეს იგი და მკჳრცხლ მოიყვანეს ჰრომედ და შეაყენეს იგი შეკრულია საპყრობილესა. და დაყო სამი დღჱ საპყრობილესა შინა. და ვითარ მოიწია დღჱ კჳრიაკჱ და ეძინა პატრეაქსა კჳრიაკისა ღამესა, და იხილა მან ჩუენებით კაცი ვინმე დიდებული, რომელი ეტყოდა მას, ვითარმედ: ამას კჳრიაკესა ნუ სწირავ შენ ჟამსა და ნუცა ვინ სხუაჲ ებისკოპოსთა და მღდელთაგანი ამის ქალაქისაჲ, არამედ ებისკოპოსი, რომელ არს საპყრობილესა, მისი მნებავს ჟამისწირვაჲ დღეს. და ვითარცა განიღჳძა პატრეაქმან, განკჳრდა იგი ჩუენებისა მისთჳს და თქუა გულსა თჳსსა: ებისკოპოსი იგი შესმენილ არს უნასისათჳს და ვითარ წიროს მან დღეს ჟამი? ეჩუენა მას კუალად და ჰრქუა: ებისკოპოსი, რომელ არს საპყრობილესა შინა, გარქუ შენ, ვითარმედ დღეს მან წიროს ჟამი წმიდასა შინა ეკლესიასა. და კუალად ეჩუენა ეგრჱთვე. და კუალად, ვითარცა განიღჳძა პატრეაქმან, განკჳრვებულ იყო ამისთჳს. და მიავლინა საპყრობილედ და მოიყვანა ებისკოპოსი იგი და გამოჰკითხვიდა მას და ჰრქუა: რაჲ არს საქმჱ შენი? ხოლო ებისკოპოსმან არარაჲ სხუაჲ სიტყუაჲ მიუგო, გარნა ესე ხოლო, ვითარმედ: ფრიად ცოდვილ ვარ. და ვითარცა ვერარაჲ სხუაჲ ათქუმია, მაშინ ჰრქუა მას პატრეაქმან: წარმოდეგ და წირე დღეს ჟამი. ხოლომ იგი არა ლამოდა სიმდაბლით, არამედ ეტყოდა: შემინდვე, არა ღირს ვარ. მაშინ აიძულა მას პატრეაქმან ჟამისწირვად. და, ვითარცა წარდგა იგი წინაშე წმიდასა საკურთხეველსა და პატრეაქი მდგომარე იყო მახლობელად მისა და დიაკონთა მოეცვა საკურთხეველი, და იწყო ებისკოპოსმან ჟამისწირვად, და ვითარცა განიშორა ლოცვაჲ აღპყრობისაჲ, არა განასრულა იგი, არამედ კუალად-ექცა თავითვე მეორედ და მესამედ და მეოთხედ, ვიდრემდის ყოველთა მუნ მდგომარეთა დაუკჳრდა. და ჰრქუა მას პატრეაქმან: რაჲ არს ესე, რამეთუ მეოთხედ იტყჳ ამას ლოცვასა და არა განასრულებ მას? მიუგო ებისკოპოსმან და ჰრქუა მას: შემინდვე მე, წმიდაო მამაო, რამეთუ არა ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი ჩუეულებისაებრ და ამისთჳს არა განვასრულე ლოცვაჲ იგი. არამედ ყავ სიყუარული ღმრთისათჳს და განავლინე დიაკონი ესე, რომელსა სამწერობელი უპყრიეს, რამეთუ მე ვერ კადნიერ ვარ განვლინებად მისა. მაშინ უბრძანა დიაკონსა მას განსლვად პატრეაქმან. და ვითარცა განვიდა, მუნთქუესვე იხილა ებისკოპოსმან და პატრეაქმან სული წმიდაჲ გარდამოსრული და ა[ღ]საპყრობელი იგი, რომელი ებურა საკურთხეველსა ა[ღ]პყრობისა ჟამსა ვიდრე დიაკონთა ა[ღ]პყრობადმდე, აღმაღლდა თავით თჳსით ზედა საკურთხეველსა და დაფა[რა] ებისკოპოსი და პატრეაქი და ყოველნი დიაკონნი, რომელნი მუნ მ[დ]გომარე იყვნეს საკურთხეველსა ზედა, და დგა იგი ა[ღ]მაღლებულად და ჴელშეუხებელად ვითარ სამ ჟამ ოდენ. და მაშინ-ღა უწყებუ[ლ] იქმნა პატრეაქი, ვითარმედ ებისკოპოსი იგი დიდ არს წინაშე ღმრთისა, და ვითარმედ უსამართლოდ შეასმინეს იგი. და ფრიად შეწუხნა, ვინაჲთგან განუკითხველად შეაყენა იგი საპყრობილესა, და კანონად დაიდვა თავსა ზედა თჳსსა, რაჲთა არა მწრაფლ და განუკითხველად რაჲმე ქმნეს საქმჱ, არამედ სულგრძელებით გამოიწულილოს ყოველივე პირველ საქმისა.
პე (173). იყო ვინმე მონაზონი იორდანისა არეთა, საჭურისი, რომლისა სახელი თევდორე. მაშინ იიძულა იგი რომლისამე საქმისათჳს აღსლვად ქალაქად კოსტანტინედ. და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, არა დახუდა ნიავი სავალად ნავსა. და დაყვეს მრავალი ჟამი ზღუასა მას შინა ნავითა მით, ვიდრემდის დაილია წყალი მათი. და იყვნეს იგინი ჭირსა შინა დიდსა და მწუხარებასა მიუთხრობელსა, მენავენი და ყოველნი, რომელნი იყვნეს ნავსა მას შინა. მაშინ აღდგა მონაზონი იგი თევდორე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად ღმრთისა მიმართ, მჴსნელისა სულთა ჩუენთაჲსა სიკუდილისაგან. და ვითარცა ილოცა მან განგრძობილად ღმრთისა მიმართ, მაშინ დასწერა ზღუასა ნიშითაა ჯუარისაჲთა და ჰრქუა მენავეთა მათ: კურთხეულ არს ღმერთი, აღმოივსეთ აწ წყალი ზღჳსა ამისგან საჴმარად თქუენდა, რომელ კმა გეყოფვოდის. მაშინ აღავსეს ყოველი სარწყული მათი წყლითა ტკბილითა და დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა მარადის დიდებულსა.
პვ (176). მითხრობდა ჩუენ ანბა ანდრეა, ვიყვენით რაჲ ჩუენ ალექსანდრიას. და თქუა, ვითარმედ: რაჟამს ვიყავ მე ჭაბუკ, დიდად უკეთურ და ურჩ ვიყავ. და იყო ჟამსა მას ბრძოლაჲ და განდგომილებაჲ. მაშინ ვივლტოდეთ მე და ცხრანი მოყუასნი ჩემნი ფილისტიმედ, და ერთი ჩუენგანი იყო ფილობონისი და ერთი ჰურიაჲ. და ვითარცა ვიდოდეთ ჩუენ გზასა უდაბნოჲსასა, დასნეულდა ფრიად ჰურიაჲ იგი, მოყუასი ჩუენი, და მოიწია სიკუდიდ. და ვიყვენით ჩუენ დიდსა შინა მწუხარებასა და ვერაჲ უწყოდეთ, რაჲმცა რაჲ უყავთ მას. არამედ მსგავსად მოყუასთა სიყუარულისა ვერ დაუტეობდით მას, რამეთუ ყოველნივე, მსგავსად ძალისა, თითოეული ჩუენი იტჳრთვიდა, და გუენება, რაჲთა მივაწიოთ იგი ქალაქად რომელადმდე, გინა სოფლად, რაჲთა არა მოკუდე ს იგი უდაბნოსა ზედა. მაშინ ჰურიაჲ იგი უსაზრდელობნითა, სალმობისა განძჳნებითა და მზისა სიცხითა, ჭირითა და მოგინებითა და წყურილითა ყოლადვე დაპსნილ იქმნა და სიკუდიდ მიიწია. და შემდგომად მისა სიკუდი[ლი] ჭეშმარიტი მოიწია მის ზედა. და ვითარცა ვერღარა შესაძლებელ იყო ტჳრთვაჲ მისი, განვწირეთ იგი მრავლითა ცრემლითა, და განვემხადენით დატევეაბდ მისა უდაბნოას მას და წარსლვად, არჲთა არა ყუოველნი მოვწყდეთ წყურილითა. და ვითარცა დავდევით იგი ქჳშასა ზედა და ვტიროდეთ ყოველნი, გჳხილნა, რამეთუ დაუტეობდით და წარვიდოდეთ. და სული მისი მის თანა-ღა იყო. ხოლო გონებასა ეგო იგი უქცვეალდ, მაშინ იწყო ფუცებად ჩუენდა და მეტყოდა: _ მიჰხედენით ღმერთსა, დამბადებელსა ცათა და ქუეყანისაას, რომელმან მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ჴსნისათჳს კაცთაჲსა, რომელი კუალად მოსლვად არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა. ნუ დამიტევებთ მოსიკუდიდ ჰურიაებაას შინა, არამედ ყავთ ჩემთჳს წყალოაბჲ და ნათელ-მეცით მე, რაჲთა ქრისტიანჱ განვიდე ამიერ სოფლით და მივიდე წინაშე რმრთისა ნათელ-ღებული. მიუგეთ მას და ვარქუთ: მართლიად გეტყჳთ, ძმაო, რამეთუ არა ჯერ-არს ჩეუნდა საქმედ ესე, რამეტუ ჩუენ ყოველნი ერისა კაცნი ვართ და ესე საქმჱ ებისკოპოსთა ად მღდწლთაჲ არს, და კუალად არც წყალი მაქუს ჩუენ აქა. მაშინ კუალად იწყო ცრემლითა ფუცებად და ვედრებად ჩუენდა და მრქუა: ნუ სდამაკლებთ მე ამას ნიჭსა ღმრთისა მიერ მოცემულსა, ჵ ქრისტიანენო! მაშინ განცჳფრდით ყოველნი და არა უწყოდეთ რაჲმცა უყავთ მას ამისთჳს. მაშინ მრქუა ჩუენ ფილობანის ღმრთისა მიერითა აღძრვითა: აღადგინეთ და განძარცუვეთ ეგე. და შემდგომად მრავლისა შრომისა შემძლებელ ვიქმნენით განძარცუვად და აღდგინებად მისა. მაშინ ფილობანის აღივსნა ორნივე პევშნი თჳსნია ქჳშითა და გარდაადსხა თ[ა]ვსა მისსა და ესრჱთ იტყოდა: ნათელ-იღებს თევდორე სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და მიუგებდა თითოეული ჩუენი ამენსა. და უწყის მხოლომან ღმერთმან, ძმანო ჩემნო, ვითარმედ მუნთქუესვე განიკურნა იგი ძალითა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲთა. ვიდრემდის არარაჲ გერში სალმობისაჲ იყო მის თანა ყოლადვე. არამედ განცხოველდა და მჴნედ განძლიერდა იგი, და მოსწრაფედ და მჴურვალედ წინა-მიძღოდა ჩუენ ყოველთა ნეშტსა მას უდაბნოჲსასა, ვიდრემდის ჩუენ ყოველნი განჳჳრვებულ ვიყვენით მყის შეცვალებასა მას მისსა და ვჰმადლობდით სახიერებასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა. და ვითარცა მოვიწიენით ასკალონდ, ვაუწყეთ საქმჱ მისი დიონოსიოს ებისკოპოსსა, რომელი-იგი იქმნა ძმისა მის ზედა გზასა მას ჩუენსა, და ვითარცა ესმა ესე ებისკოპოსსა, განკჳრვებულ იქმნა იგი სასწაულისა მისთჳს დიდებულისა, წარავლი[ნა] და მოუწოდა მღდელთა თჳსთა და აუწყა მათ საქმჱ იგი და ჰკითხა: უკუეთუ შეერაცხების ძმასა მას ნათლის-ღებად ქჳშისა იგი გარდასხმაჲ, ანუ არა? მაშინ რომელთამე მათგანთა თქუეს: ჯერ-არს შერაცხად იგი ნათლის-ღებად სასწაულისა მისთჳს დიდებულისა, რომელი იქმნა მის ზედა. და რომელთამე თქუეს: არა. რამეთუ გრიგოლი ღმრთის მეტყუელმან აღრაცხა ყოველი ნათლის-ღებაჲ, და რამეთუ მოსე ნათელ-სცა, არამედ წყლითა, და ამისა პირველად ღრუბლითა და ზღჳთა; და ნათელ-სცა იოვანე ჰურიასტანს წყლითაა სინანულად; და ნათელ-სცა იესუ სულითა, რომელ არს სისრულჱ; და კუალად ნათლის-ღებაჲ მეოთხჱ, რომელ არს სისხლითა წამებისაჲთა. და კუალად უწყი ნათლისღებაჲ მეხუთე ცრემლითა. აწ რომლითა ამათგანითა ნათელ-უღებიეს ამას, რაჲთა შეერაცხოს ნათლის-ღებად? და კუალად უფალი ეტყჳს ნიკოდემოსს: ამენ, ამენ, გეტყჳ შენ, უკუეთუ არა იშვეს კაცი წყლისაგან და სულისა, ვერ შემძლებელ არს შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. და სხუათა თქუეს: აწ უკუე ვინაჲთგან არა წერილ არს მოციქულთა ნათლის-ღებაჲ, არა შევლენანა იგი[ნი] სასუფეველსა ღმრთისასა? მიუგეს სხუათა და ჰრქუეს: ჰე ჭეშმარიტად ნათელ-უღებიეს, ვითარცა თქუა კლემის თქუმულსა მას შინა თჳსსა მეხუთესა, მოაჴსენა და თქუა თქუმულისაგან მოციქულისა, ვითარმედ ვჰმადლობ ღმერთსა, რომელ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც: და ქრისტჱსთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: პეტრეს ნათელ-სცა მარტოდ და პეტრე ანდრიას ნათელ-სცა, და ა[ნ]დრეა ნათელ-სცა იაკობს და იოვანეს და სხუათა ყოველთა მოციქულთა. და ვითარცა ზრახეს ესე ყოველი, განიზრახა დიონოსიოს ებისკოპოსმან, რაჲთა წარავლინოს ძმაჲ იგი და წმიდად იორდანედ და ნათელი მოიღოს მას შინა. და ფილობონის აკურთხა დიაკონად.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon077.htm
No comments:
Post a Comment