XII სიტყვისა მისთვის რაჟამს უბრძანა პეტრეს შენ
ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი.
მერმე ეტყვის უფალი პეტრეს ვითარმედ შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი
და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას: კუალად ამას უმეტესად მიიღებენ მიზეზად ცუდის მეტყველებისა მათისა: წინა აღგვიდგებიან და იტყვიან პეტრე მოციქული არს იგი კლდე და ეკლესია მას ზედა აღშენებულ არსო: ხოლო ესე არა არს*(167) საკვირველ რათა ჩვენ წინააღგვიდგენ რამეთუ თვით ქრისტეს მიმართ წინააღმდგომ არიან კლდისა მის ცხოვრებისა და ლოდისა რჩეულისა: რომელ იქმნა თავსაკიდარ, რომელი მოასწავა დავით ღმერთად და აწ ქრისტე სახარებისა იგავისა მიერ განაცხადებს და იტყვის: ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა მისთა ესე იქმნა თავ საკიდურ: და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა შეიმუსროს და რომელსა ზედა დაეცეს განანქრიოს იგი: (ლუკ. 20.17) სიტყვასა ამასცა ქრისტე ბრძანებს: ცანი და ქვეყანა წარხდეს ხოლო სიტყვანი ჩემნი არა სადა წარხდენ: (ლკ 21.33)
და ჭეშმარიტად უადვილეს არს ცისა ქუეყანისა წარხდომა ვიდრეღა იოტა ერთი გინა ბეწვი ერთი სჯულისაგან გინა წინასწარმეტყველთა წარჰხდომად: და
უმეტესღა(168)
სიტყვა სახარებისა სიტყვისაებრ მოციქულისა: ძმანო არა ეგებოდა რათამცა დავარდა სიტყვა უფლისა:
რამეთუ ჰურიანი ეკუეთნეს რა კლდესა მას ცხორებისასა და შეიმუსრნეს და მოისპნეს: ვითარცა ბრძანა ვითარმედ რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა შეიმუსროს: ხოლო აწ ლათინნი წინა აღუდგებიან ბრძანებათა მისთა და თვით პეტრეს უხმობენ კლდედ და მის გამო ყოველთა პაპათა და არა დასცხრებიან წინააღდგომად ვიდრემდის დაეცეს მათ ზედა ლოდი იგი რჩეული და მით განანქრიოს იგინი რომელი ქუემორე სიტყუამან განაცხადოს: რომელსა იგი მათთვის მოასწავებს ღვთისმეტყველი იოანე გამოცხადებასა შინა: ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ: რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა შეიმუსროს: ესე ჰურიათათვის თქმულ არს: ხოლო რომელსა ზედა დაეცეს იგი(169) განანქრიოს. ესე ყოველთა პაპის მოსავთა ზედა თქმულ არს, რამეთუ პეტრეს უბრძანა რა ქრისტემან შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემიო: არა ხოლო თუ პეტრესა ზედა აღაშენა ეკლესია თვისი ქრისტემან, არცა პავლესა ზედა, არცა იაკობსა და იოანესა ზედა, არამედ თვით თავსა ზედა თვისსა აღაშენა ეკლესია თჳსი
ქრისტემან და იგი თავადი არს კლდე ცხორებისა:. და ლოდი რჩეული და იგი თავ ექმნა ეკლესიასა თვისსა, რამეთუ სიტყუაჲ იგი
რომელ თქუა პეტრე: შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა ამას ზედა არს აღშენებული ეკლესია: რამეთუ ქრისტემან არა ჰრქუა პეტრეს თუ შენ ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი: არამედ ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემიო. ამას აღსარებისა კლდესა ზედა რომელ არს იესო ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა: ამას ზედა არს აღშენებული ვითარცა ვთქუ და სხვანიცა(170) ღვთისმეტყველნი ესრეთვე იტყჳან და
იგი თავადი არს კლდე ცხორებისა: ვითარცა ითქუა
და აწ კუალად ვიტყჳ იგი არს კლდე ცხოვრებისა და ლოდი პატიოსანი და თავსაკიდარი და არათუ სხუაჲ ვინმე და არცა პეტრე: ისმინეთ ჩემი და თვით მის წმიდისა პეტრეს მიმართ დაუყო პირი მათი ამაოსა მეტყველი რომელსა იგი კლდედ უხმობენ: ვითარმედ ქრისტე არს კლდე იგი და არა პეტრე: და უკეთუ მისგანცა არა შეიკდიმონ მერმე ჭური იგი რჩეული წარმოუყენო ნუთუ მისგან ოდენ შეიკდიმონ და ჩუენთანა აღიარონ ჭეშმარიტება:
და აწ კუალად ვიტყჳ იგი არს კლდე ცხოვრებისა და ლოდი პატიოსანი და თავსაკიდარი და არათუ სხუაჲ ვინმე და არცა პეტრე: ისმინეთ ჩემი და თვით მის წმიდისა პეტრეს მიმართ დაუყო პირი მათი ამაოსა მეტყველი რომელსა იგი კლდედ უხმობენ: ვითარმედ ქრისტე არს კლდე იგი და არა პეტრე: და უკეთუ მისგანცა არა შეიკდიმონ მერმე ჭური იგი რჩეული წარმოუყენო ნუთუ მისგან ოდენ შეიკდიმონ და ჩუენთანა აღიარონ ჭეშმარიტება:
ისმინეთ პეტრესი რასა ეტყვის ჰურიათა: ვითარმედ ესე არს ლოდი იგი რომელ შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურ: და არავინაჲ არს
სხჳთ ცხოვრება*(171) და არცაღა არს სხვა სჯული ცასა ქუეშე მოცემული კაცთა რაჲთამცა ჯერ
იყო ცხორებაჲ ჩუენდა: (საქმე 4.11) აწ
სადა ჩანს პეტრეს კლდეობა რომლისათვის არა თქუა ესრეთ ვითარმედ მე მიბრზანა ქრისტემან კლდეობაჲ და
მე ვარ ლოდიო ანუ რაჲსათვის იტყვიან აწინდელნი პაპები ზეცას ღმერთი არს
და ქუეყანასა ზედა ჩვენ ვართ ეკლესიის თავნიო:
კვალად მისვე პეტრეს ისმინეთ რასა დასწერს კათოლიკეთა შინა და იტყვის: უკეთუ გემო გიხილავს რამეთუ ტკბილ არს ღმერთი რომელსა იგი მოუხედით ლოდსა ცხოველსა, რომელი იგი კაცთაგან შეურაცხ იქმნა, ხოლო ღვთისაგან რჩეულ და პატიოსან. და თქვენცა, ვითარცა ლოდნი რჩეულნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად: შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა*(172) ღვთისათა იესო ქრისტეს მიერ. +
რამეთუ წერილ არს წიგნთა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მის მიმართ, არა სადა ჰრცხუენეს. თქუენდა უკუე არს პატივი, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურვათათჳს
– ლოდი, რომელ შეურაცხ-ყუეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავსაკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების, რომელნი შებრკოლდებიან სიტყვისა მის ურჩებითა:. (პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლე თავი II.3) ჩანს აქა რამეთუ ქრისტე არს ლოდი რჩეული და კლდე ცხოვრებისა სიტყვისა მისებრ წმინდისა პეტრესა და არა სხვაჲ ვინმე და
არცა პეტრე არს, არამედ სიტყვაჲ იგი
პეტრესი რომელმან აღიარა ძედ ღვთისა ცხოველისა: +
და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების*(173) აწინდელნი პაპები ჰრომისანი არიან რომელნი პეტრეს გამო იქადიან და აცთუნებენ მრავალთა და შეაბრკოლებენ და თავსა თვისსა მეორედ ქრისტედ ქადაგებენ ყოველთა შორის და წინააღუდგებიან კლდესა მას ცხორებისასა და ეკუეთებიან ლოდსა რჩეულსა რომელი დადებულ იქმნა სიონს შინა, რომელ არს იერუსალიმი და არა ჰრომს შინა: რომელი წინასწარმეტყველმან მოასწავა და თვით წმინდამან პეტრე ესრეთ ქადაგა ვითარმედ თვით კლდე იგი არს ქრისტე და არა თუ პეტრე და აწ უკეთუ პეტრესი არა გესმით აწ მოვედით და წმიდისა მოციქულისა პავლესი ვისმინოთ ნუ უკუე პეტრე სათნოებისათვის ქრისტესა თავისა თვისისა კლდეობა ვერ აღიარა ვჰკითხოთ უკუე ჭურსა მას რჩეულსა*(174) პავლეს თუ ვინ არს კლდე ანუ ვინ არს ლოდი იგი: ხოლო იგი მოგვიგებს ხმამაღლად და არა დაჰფარავს: და ესრეთ გუეტყვის: უკეთუ კაცთა სათნო ვეყოფოდი ქრისტეს მონამცა არა ვიყავო: ამისთვის ვიტყვი ხმამაღლად და არა დავიდუმებ რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და
ყოველნი ზღვასა განხდეს და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა; და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; და ყოველთა იგივე სასმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე: (I კორინთელთა 10.1) დადუმდინ ყოველი პირი მდიდრად მეტყუელი*(175) და დაიდევინ ხელი პირსა ზედა, რამეთუ პავლე ქრისტესა უწოდს კლდედ და არა თ პეტრეს: +
ვითარცა იგი სხვასაცა ადგილსა იტყვის: იგივე მოციქული ვითარმედ: ისრაელი სდევდა სჯულსა მას სიმართლისასა და სჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა: რაჲსათვის-მე?
რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან სჯულისათა, რამეთუ შებრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა. ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა რწმენეს იგი, არა სადა ჰრცხუენეს: (ჰრომაელთა 9.31.) ამით ჩანს რამეთუ ქრისტე არს კლდე იგი და არა პეტრე: რომელსა ეკუეთნეს ჰურიანი და შეიმუსრნეს: რომლისა მოასწავა ესაია წინასწარმეტყველმან დადებაჲ სიონს შინა
და არა დადებაჲ ჰრომს*(176) შინა:
+
კვალად იტყვის იგივე პავლე: ამიერითგან უკუე არღარა ხართ თქუენ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა. აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავსაკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ: რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, რომელსა ზედა თქუენცა აღშენებულ ხართ სამკვიდრებელად ღვთისა სულთა: + (ეფესელთა 2.19)
კვალად იგივე მოციქული მიუწერს კორინთელთა: ვითარმედ ღვთისა თანა შემწენი ვართ ღმრთისა ნამუშაკევნი: ღვთისა აღშენებულნი ხართ მადლითა მით ღვთისათანა მოცემულითა (ჩემდა) ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღვარმან საფუძველი დავდევ: ხოლო სხვაჲ იგი
აშენებდინ: ხოლო კაცად კაცადი ეკრძალენ (ვითარძი) აშენებდეს: რამეთუ საფუძველი სხვაჲ ვერვის ძალუც*(177) დადებად გარეშე მისა
რომელი იგი დადებულ არს რომელ არს იესო ქრისტე: +
ჭეშმარიტ არს და უცილებელ: რამეთუ ქრისტე არს კლდე ცხოვრებისა და ლოდი რჩეული, საფუძველი და საკიდარი:. დასაბამი და აღსასრული და არა სხვაჲ
ვინმე არა ანგელოზი არცა მამშვიდებელი არცაღა კაცი, არამედ თავადი უფალი ვითარცა იტყვის ესაია: წინასწარმეტყველთაგან მრავალ სახედ მოსწავებული: და მოციქულთაგან ძედ ღმრთისა და თანა სწორად მამისა აღსარებული და ყოველთა მართლმადიდებელთა ეკლესიათა თავსაკიდურად ჩინებული:. და არა არს პაპა ჰრომისა მხოლოდ თავი ეკლესიისა არცა საფუძველ არამედ ქრისტე ძე ღმრთისა და იგი არს თავი ეკლესიისა: ვითარცა წერილ არს: რამეთუ აღადგინა იგი მკვდრეთით და დასვა იგი მარჯვენით მისა ზეცათა შინა: უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა*(178) (ეფესელთა 1.20) და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა რომელ სახელ დებულ არს: არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას: და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიათა: რომელ იგი არს გვამი მისი აღსავსებაჲ იგი
რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო: და კუალად იტყვის რამეთუ ქმარი არს თავი ცოლისა: ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა: და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისა: + (ეფესელთა 5.23)
ამით უწყით ვითარმედ იგი თავადი არს თავ ეკლესიისა სიტყვისაებრ საღმრთოსა წერილთასა და ეკლესია არს გუამი მისი და ამის ეკლესიისა ასოდ განეწესნეს
ხუთნივე საპატრიარქონი და სხვანი ყოველნი ეპისკოპოზნი: ვითარცა დასწერს მოციქული პავლე:
რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ*(179) მრავალ (Iკორინთელთა 12.14) ვითარცა იგი გუამსა შინა შეწყობილებაჲ და შენაწევრებაჲ ასოთა რომელიმე
თვალ არს, რომელიმე ყურ, რომელიმე ხელ, რომელიმე პირ და რომელიმე საყნოსელ ხუთთა ამათ
საგრძნობელთაებრ ხუთნი პატრიარქნი განეწესნეს და სხუანი საეპისკოპოსონი სხვათა ასოთაებრ,
რომლისა თავ არს ქრისტე იესო: სიტყვისაებრ მოციქულისა აწ ესერა დასხნა უფალმან ასონი
იგი თითოეულად გუამსა მას შინა ვითარცა ინება: ხოლო უკეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო სადამცა
იყო გუამი იგი? (I კორინთელთა
12.19) ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთი გუამი რომელ არს ეკლესია მართლმადიდებელთა:
და თავ მისა არს ქრისტე და არა პაპა ვითარცა ვიტყოდეთ: ხოლო პაპა იტყვის მე ვარ თავი
ყოვლისა ეკლესიისაო: ესე იქნებისა ღვთისმოყვარენო რათამცა ერთსა გუამსა ორი თავი*(180)
აქუნდა ვითარმცა ხილულისა ეკლესიისა თავი პაპა იყოს და უხილავისა ქრისტე: ზეცასა ქრისტე
იყოს ღმერთად და ქუეყანასა ზედა პაპა და არა უფროსღა ქრისტე: რამეთუ ქრისტე არს მშვიდობაჲ ჩვენი რომელმან
შექმნა ორივე იგი ერთად სიტყვისაებრ პავლესა: და შუა კედელი ზღუდისა მის დახსნა მტერობაჲ იგი ხორცთა მისთა
სჯული იგი მცნებათა მათ ბრძანებით განაქარვა რათა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად
ახლად კაცად ყოფად მშვიდობისა და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ხორცითა ღმრთისა:
+ (ეფესელთა 2.14)
და თვით თავადისა იგი ბრძანებაჲ გესმისთ ვითარმედ
მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაჲ
ცათა შინა და ქუეყანასა ზედა: (მათე 28.18) ჩანს უეჭველად რამეთუ არს ხელმწიფე
ცათა და ქუეყანისა და არა პაპა ჰრომისა: და არცა არს ესე სჯულის დებაჲ პეტრესი არცა
პავლესი*(181) არცა სხვათა მათ მოციქულთა რათამცა თავთა თვისთა ქადაგებდეს და არა ქრისტესა:
ჩვენ ვართ საფუძველნი და თავნი ეკლესიათანი და არა იესო ქრისტე ძე ღვთისა: +
ვითარცა იტყვის პავლე და ერთ ხმა
არიან სიტყვანი მოციქულთანი მის თანა და ესრეთ ხმობენ: + : +
რამეთუ არა თუ თავთა თვისთა ვქადაგებთ,
არამედ უფალსა იესოს, ხოლო თავთა ჩუენთა-მონად თქუენდა იესო ქრისტესთვის: (II კორინთელთა 4.5) ხოლო პაპა ჰრომისა ყოველსა შინა
სოფელსა ქადაგებს თავსა თვისსა მეორედ ქრისტედ და თავად ეკლესიისა: და მოწაფენი მისნი
ამისვე მქადაგებელ არიან რათა ყოველსა სოფელსა არწმუნონ პაპისა ღმერთად აღსარებაჲ: და შეაცთუნონ ყოველი კაცი, რამეთუ თვით თვალით მხილველნი
მოციქულნი: არა რად იტყვიან თავთა თვისთა, არამედ მონად ქრისტესა და მსახურად: +
ვითარცა კვალად იტყვის პავლე: კორინთელთა
მიმართ: რამეთუ რაჟამს*(182) ვინმე იტყოდის ვითარმედ მე პავლესი ვარ: და სხუაჲ იტყოდის მე აპოლოსი
ვარ: არა ხორციელვე ხართა: რამეთუ რაჲ არს პავლე ანუ რაჲ არს აპოლო: არამედ მსახურნი რომელთაგან თქუენ გრწმენა
და კაცად კაცადსა ვითარცა უფალმან მისცა: მე დავასხ აპოლო მორწყო: ხოლო უფალმან აღაორძინა:
აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ
არს არცა მომრწყუელი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი: ხოლო დზმსხმელი იგი და
მომრწყუელი ერთ არიან: და კაცად კაცადმან თავისი სასყიდელი მიიღოს თვისისაებრ შრომისა:
აქა სადღა ჩანს უაღრეს უდარესობაჲ ანუ პავლესი ანუ
პეტრესი გინა სხვათა მათ მოციქულთა: აწ რომელნი პეტრეს გამო იქადიან და ღმერთ ყოფენ
პაპასა ჰრომისასა პეტრე მოციქულისა შეურაცხისმყოფელ არიან და სხუათა მათცა მოციქულთა
მაგინებელ ექმნებიან და ღვთისა*(183) წინააღმდგომ არიან: +
რამეთუ იტყვის ღმერთი მოსე წინასწარმეტყველისა
მიერ იხილეთ იხილეთ, რამეთუ მე ვარ და არავინ არს სხვაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე: მე მოვაკუდინო და ვაცხოვნო ფავცი
და მე განვკურნი: და აწ ვითარ არა წინააღმდგომ არიან ღმრთისა აწინდელნი პაპები: იგი
ბრძანებს მე ვარ და სხუაჲ
არა ვინ არს ღმერთი ჩემსა გარეშე: პაპა ბრძანებს ქვეყნიერი ღმერთი მე ვარო:.
ქრისტე ბრძანებს სახარებისა იგავისა მიერ. მე ვარ ლოდი თავსაკიდურთაო: ხოლო პეტრე ქადაგებს
ქრისტესა ლოდად ცხოველად და პავლე იტყვის ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე და დავით მოასწავებს
ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა მისთა ესე იქმნა თავ საკიდურთა: და დანიელ იხილა
მთისგან უხელოდ გამოკუეთილი ლოდი რომელმან შეჰმუსრნა ყოველნი ამაღლებულნი*(184) მეცნიერებასა
ზედა ღმრთისასა. და ესაია მოასწავებს სიონს შინა დადებასა ლოდსა პატიოსანსა და კლდესა
ცხორებისასა:
ხოლო პაპა ჰრომისა იტყვის
პეტრეს გამო მე ვარ კლდე და მე ვარ ლოდი თავსაკიდურთაო: იხილეთ ღვთის მოყვარენო ესე
ვითარი წინააღდგომა ღვთისა: და მოციქულთა შეურაცხება: და წინასწარმეტყველთა სჯულისდებისა
დახსნა: და ესრეთ სთქუთ ღმერთი ამპარტავანთა შემუსტავს. ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი
XIII სიტყვისა
მისთვის
რაჟამს
ჰრქუა
პეტრეს
მიგცნე
შენ
კლიტენი
სასუფევლისანი
და
რომელი
შეჰკრა
ქუეყანასა
ზედა
კრულ
იყოს
ცათა
შინა
და
რომელი
განხსნა
ქუეყანასა
ზედა
ხსნილ
იყოს
იგი
ცათა
შინა:
ჭეშმარიტ არს ბრძანებაჲ იგი
ღმრთისა და უცვალებელ: და რაოდენნი ბრძანა და რაოდენნი აღთქუმანი და ნეტარებანი აღუთქუნა მოწაფეთა თვისთა და*(185) მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა არა იცვლების: არამედ უტყუვილ არს აღთქმათა შინა მისთა: არა მხოლო პეტრეს ზედა არცა მხოლო სხვათა მათ მოციქულთა ზედა: არამედ ყოველთა მოშიშთა მისთა ზედა და მოყვარეთა სახელისა მისისათა: - ხოლო სიტყუაჲ იგი
თუ მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისანი: - ესე ყოველთა უწყით და არა ვინ არს ამისი მაცილობელი ვითარმედ სასუფეველსა ცათასა არცა კლიტე აქუს არცა მოქლონნი არცაღა რამცა კლიტენი მისნი მიეთვალნა ვისთვისმე. არამედ კლიტენი და მოქლონნი და კარნი სასუფევლისანი იესო ქრისტეს ღმერთად აღსარებაჲ არს:
ვითარცა თავადი ქრისტე ბრძანებს: მე ვარ კარი: ჩემ მიმართ თუ ვინმე შემოვიდეს, ცხონდეს. (იოანე 10.9) ჭეშმარიტად იგი არს გზა და იგი არს ჭეშმარიტება და იგი არს კარი და კლიტე სასუფეველისა რომელი გუექმნა გზაჲ ცხორებისა და
კარ სასუფეველისა: რაჟამს გამოგვიცხადა ღვთაებაჲ თვისი და*(186)
გუაცნობა დაუსაბამო მამა თვისი და თანასწორებაჲ თვისი მამისა და
სულისა წმიდისა თანა: ესე არს კლიტე იგი სასუფევლისა რომელი პეტრეს არწმუნა: რაჟამს იგი ჰრქუა პეტრე: შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა: არა ხოლო თუ მარტო პეტრეს ჰკითხა უფალმან თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად ვინ ვარ მე: არამედ ათორმეტთავე ზოგად ჰკითხა ვითარცა წერილ არს: ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად ვინ ვარ მე: ხოლო პეტრე ყოველთა მიერ მიუგო და ყოველთა იგი ექმნა პირ და ენა და თქუა შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა: მაშინ უბრძანა შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი: და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისანი და შემდგომი: ვითარცა იგი ზოგად ჰკითხა ეგრეთვე ზოგად მისცნა ესე ხელმწიფებაჲ:
არა თუ ესე არამედ ყოველნი აღთქმანი და ნეტარებანი ზოგად უბრძანა ყოველთა ვითარცა ზემოცა უვრცელესად*(187) ვიტყოდეთ: და უკეთუ მეორედ მოსვლასა მას დიდებულსა რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა ზედა დიდებისათა. ათორმეტთა ვითარცა ზოგად უბრძანა დასხდომა. განსჯად ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაელისათა: სხვათა ნეტარებათა და აღთქმათათვის არღა საჭირო არს თქმა თუ ვითარ სწორედ მისცა ყოველივე რაჲცა
იგი მისცა: ხოლო მიცემა იგი კლიტეთა სასუფევლისათა მისისა ღვთაებისა ცნობა და აღსარება იყო რაჟამს ძედ ღვთისად აღიარა: და ჭეშმარიტად იგი არს კლიტე და კარი სასუფევლისა ვითარცა იგი ეტყოდა ღმერთი ჰურიათა და მწიგნობართა და აყუედრებდა ესრეთ: ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და
ფარისეველნო
ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხვალთ და შემავალთა უტევებთ არა შესვლად: (მათე 23.14) ხოლო
კვალად ლუკა ესრეთვე იტყვის: ვაჲ თქუენდა,*(188) სჯულის მოძღვარნო, რამეთუ დამალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ შეარახუალთ და შემავალთა აყენებთ: (ლუკა 11.52) იხილეთ
რამეთუ კლიტე და კარი სასუფევლისა ქრისტეს ღვთაებაჲ არს
პირველად წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული და მოციქულთაგან ქადაგებული: ესე კლიტე იყო რომელი დამალნეს მწიგნობართა და სჯულის მოძღუართა. ხოლო მოუხუნა იგინი ქრისტემან და მისცნა იგი უწიგნოთა მოციქულთა: ისმინეთ თუ ვითარ დამალნეს მწიგნობართა და თუ ვითარ გამოაცხადეს უწიგნოთა მოციქულთა და ყოველივე გაუწყო: რამეთუ წინასწარმეტყველნი მრავალ სახედ და მრავალ გვარად მოასწავებდეს ღმრთისა გარდამოსლვასა და ხორცთა შესხმასა. ხოლო მწიგნობარნი და ფარისეველნი სამარადისოდ აღმოიკითხვიდეს და არა გულისხმაჰყოფდეს და სხვათაცა*(189) უმალავდეს: ვითარცა იგი ჰეროდესთვის წერილ არს რაჟამს იგი მოვიდეს მოგუნი ვარსკვლავისა წინამძღოლობითა იერუსალიმად: და ეძიებდეს შობილსა მას მეფესა: ხოლო ჰეროდე შეკრიბნა მღვდელთმოძღვარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყველთა მიერ: და შენ, ქუეყანა ეგე იუდასი, არა სადა უმრწმეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. (მათე 2.3) ესე წინასწარმეტყველებაჲ მიქიას მიერ
ითქუა: რამეთუ ესე ოდენ აუწყეს ჰეროდეს და სხუაჲ იგი
დაიდუმეს: ხოლო რაჲ იყო
დადუმებული იგი რომელი არა აუწყეს ჰეროდეს, არამედ ესე ვითარმედ: ხოლო გამოსავალნი მისნი დღეთაგან საუკუნეთა: (მიქია 5.2) ესე ხოლო დამალნეს და ესე*(190) იყო კლიტე სასუფევლისა რომელსა შინა არცა თვით შევიდეს და სხვათაცა აყენებდეს:. ეგრეთვე იერემიაცა მოასწავებდა და იტყოდა ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუაჲ ღმერთი: ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა
გამოჩნდ(ი)ს და კაცთა შორის იქცეოდის: და ესაია იტყვის აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი
მისი ევმანუელ: რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი: ესე და უმრავლესი ამისა მრავალ სახედ მოსწავებულ
არს წინასწარმეტყველთაგან. ესე იყო კლიტე სასუფევლისა და ამას უმალევდეს ერთა: ვითარცა
იგი პავლეცა აყუედრებს ჰურიათა: და ეტყვის ვითარმედ: რამეთუ რომელნი-იგი მკვიდრ არიან
იერუსალიმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ხმათა მათ წინასწარმეტყველთასა,
რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვიდეს, საჯეს და აღასრულეს და არცა ერთი*(191)
ბრალი სიკუდილისა უპოვეს: (საქმე 13.27) რამეთუ ყოველთა შაბათთა სჯულსა და წინასწარმეტყველთა
აღმოიკითხვიდეს, რომელნი ცხადად მოასწავებდეს ქრისტეს გამოჩინებასა და ღვთაებასა: ხოლო
იგინი არა გულისხმაყოფდეს და სხვათაცა უმალავდეს. ამისთვის აყუედრებს ღმერთი და ეტყვის:
ვაჲ თქუენდა
სჯულის მოძღვარნო, რამეთუ დამალენით კლიტენი მეცნიერებისანი. თქუენ შეარახვალთ და შემავალთა
აყენებთ: +
რამეთუ იგი არს კლიტე სასუფევლისა
ვითარცა ვთქუ, რომელთა ძედ ღვთისა და ღმერთად ჭეშმარიტად ჰრწამს იესო ქრისტე და მცნებათა
მისთა იმარხავს: სიტყვისაებრ საუფლოსა რომელ თქუა უფალმან: +
ესე არს ცხორებაჲ, რათა გიცოდიან შენ მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და რომელ
მოავლინე იესო ქრისტე: (იოანე 17.3) და კუალად ბრძანებს: რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს
ცხორება საუკუნო, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვა*(120) ღმრთისა დადგრომილ არს მის ზედა.
(იოანე 3.36) ამისი მეცნიერება და ამისი ჭეშმარიტი ზედამიწევნით ცნობა მისცა უფალმან
ჰურიათა და ამისი კლიტე არწმუნა რათა მომავალი იგი ჰრწმენეს: ძედ ღმრთისა და ღმერთად
ჭეშმარიტად ხოლო მათ დამალნეს კლიტენი იგი მეცნიერებისანი, არცა თვით შევიდეს და არცა
სხვანი უტევეს შესვლად: +
ხოლო მოუხუნა უფალმან კლიტენი იგი
მწიგნობართა და სჯულის მოძღვართა და მისცნა იგინი უწიგნოთა და უმეცართა მოციქულთა:
ხოლო მათ არღარა დამალნეს არცა დაიდუმეს, არამედ ხმამაღლად ქადაგნეს და ყოველსა სოფელსა
არწმუნეს ღმრთაებაჲ
მისი: +
პეტრე ხმობს შენ ხარ ქრისტე ძე ღმრთისა
ცხოველისა:
პავლე ღაღადებს ღმერთი გამოჩნდა ხორცითა:
და განმართლდა სულითა: ეჩუენა ანგელოზთა იქადაგა წარმართთა შორის: მერმე იტყვის რა
მოველოდით გამოჩინებასა დიდისა ღვთისა და*(121) მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესა:
+
იოანე ღაღადებს: პირველითგან იყო
სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა: და ღმერთი იყო სიტყუა იგი: +
ხოლო თომა რაჟამს იხილა წყლულებაჲ იგი საუფლო ხმაყო
შენ ხარ ღმერთი ჩემი და ღმერთი ჩემი:
ეგრეთვე წმინდა სტეფანე იქოლებოდა
რა ბილწთა ჰურიათაგან ახედნა ცად და იხილნა ცანი განხმულნი და თქუა. აჰა ესერა ვხედავ
ცათა განხმულთა და ძესა კაცისასა მარჯვენით ღმრთისა მდგომარესა: +
კვალად იაკობ ძმა უფლისა აღიყვანეს
სიმაღლესა ტაძრისასა მწიგნობართა და სჯულის მოძღვართა და ეტყოდეს თქუ რათა ყოველთა
ესმეს შენგან ვითარმედ რაჲ
არს კარი და ვითარ ჯერ არს აღსარებაჲ იესოსი: ეგონა ჰურიათა ვითარმედ ნებისაებრ მათისა იტყოდის:
ხოლო მან არა დამალა მსგავსად მათისა კლიტენი მეცნიერებისანი:*(122) არამედ ხმამაღლად
ღაღადყო იესო ქრისტე არს ძე ღმრთისა რომელი ზის მარჯვენით მამისა და ეგულების განკითხვა
სოფლისა სიმართლით: მაშინ გარდამოაგდეს სიმაღლისა მისგან და მოკლეს:. ესე იყო კლიტე და ესე იყო კარი სასუფევლისა და არა თუ
სხუა რაიმე: და ამით განახუნეს კარნი სასუფევლისანი: ესე ვითარი კლიტე მისცა პეტრეს
და სხვათა მათ მოციქულთა: რამეთუ არა ხოლო თუ მარტო პეტრე აღიარებდა ძედ ღმრთისა იესო
ქრისტესა და სხვანი უარჰყოფდეს: არამედ ზოგად ყოველნი აღიარებდეს ძედ ღმრთისა და თანა
სწორად მამისა ამისთვისცა ზოგად მიიღეს ესე ხელმწიფება რათა რომელთა შეკრვიდენ ქუეყანასა
ზედა კრულ იყოს ცათა შინა და რომელთა განხსნიდენ ქუეყანასა ზედა ხსნილ იყოს იგი ცათა
შინა: +
ეგრეთვე კლიტენი იგი სასუფევლისანი*(123)
რომელ არს მეცნიერებაჲ
ქრისტეს ღვთაებისა ვითარცა პეტრეს არწმუნა ეგრეთვე სხვათა მათცა მოციქულთა
ხელთ უდვა: +
ამისი უეჭუელობაჲ სტეფანემ გარწმუნოს
და იაკობ ძმამან ღმრთისამან: ვითარ ამათ ღმერთად აღსარებითა იესო ქრისტესითა განახუნეს
ცანი და იხილნეს მარჯულ მამისა იესო ქრისტე და სხუათა მოციქულთათვის ნუღარას იჭუეულ
ხართ ვითარმედ მათცა ხელთა აქუს კლიტენი სასუფევლისანი და ვისცა არწმუნეს იესო ქრისტეს
ღმერთად აღსარებაჲ
და მცნებათა მისთა დამარხვა მათ ყოველთათვის განახუნეს შესავალნი ცათანი და
მუნ აღიყუანნეს მორწმუნენი ქრისტესნი: +
ესე არს კლიტე სასუფევლისა
და ესე არს კარი ცხოვრებისა და სხუაჲ არა არს და არცა მისცემიეს ხელმწიფებაჲ ესე მარტო პეტრეს, არამედ
სხუათა მოციქულთაცა: არცა მარტო*(124) ჰრომის პაპებსა, არამედ ყოველთა მართლმადიდებლობით
ცხოვრებულთა პატრიარქთა და ეპისკოპოზთა ზედა არს ბრძანებაჲ ესე შეკრვისა და განჰხსნისა,
რამეთუ არა არს თვალღებაჲ ღმრთისა თანა: არცა არს ბრძანებაჲ მისი და აღთქმა მისი ერთსა
და ორსა ზედა: არცა ათსა და ასსა ზედა გინა თუ ათასსა: არამედ ყოველთა მორწმუნეთა და
მოშიშთა სახელისა მისისათა მიიწევის ბრძანებაჲ ესე და მტკიცე არს და უცვალებელ
აღთქმანი და ნეტარებანი მისნი: ვითარცა იგი თომას ეტყოდა: რამეთუ მიხილე და გრწამს
არამედ ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწამ: და კუალად ბრძანებს: არა ხოლო ამათთვის
გკითხავ, არამედ ყოველთავე რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ: რათა ყოველნი
ერთ იყვნენ: და ესრეთ ყოველნი აღთქმანი და ბრძანებანი მისნი უტყუელ არიან*(125) და ჭეშმარიტებაჲ მისი ჰგიეს უკუნისამდე:
No comments:
Post a Comment