XVII-XVIII თავები. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.



XVII სიტყსა მისთ, რომელი წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა ვითარმედ ვერ გამოხვიდე მიერ ვიდრე არა გარდაიადო ყოველი იგი და კუალად ვითარმედ: ვერ გამოხვიდე ვიდრე არა მისცე უკანასკნელი მწულილი

კუალად ბრძანებასა მას ღმრთისასა, რომელსა იტყ სახარება იგავისა მიერ: ლათინნი ამასცა განსაწმედელსა ზედა მოიღებენ და ესრეთ ყოველსა საღმრთოსა წერილსა გარდააქცევენ და კუალად სხუად სახედ სთარგმნიან და წინააღუდგებიან ყოველსა მართლგამომეტყველთა წმიდათა მთარგმანებელთა.
ხოლო  ვისმინოთ იგავი იგი სამეუფო, რომელსა ბრძანებს: ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყ განგება მონათა სთა და ვითარცა იწყო განგებად წარმოუდგინეს ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისა და ვითარცა არა რა აქუნდა მას რამცა მისცა უბრძანა იფალმან მისმან განსყიდვა ცოლისა მისისა და შვილთა მისთა და რაცა  აქუნდა მას: და გარდახდეს იგი
თარგმანი: - ვინ არს მეუფ იგი. არამედ მეუფ მეუფეთა და ღმერთი ღმერთთა, რომელსა ეგულების განცჯა ყოველთა კაცთა და გამოძიება საქმეთა კაცად-კაცადისათა და მიგება თუეულისა საქმეთა მათთაებრ, რომელთაცა არწმუნა სავაჭრო იგი ამას სოფელსა:კაცად კაცადსა ძალისაებრ, რომელ არს ღმრთისამიერ მოცემული ნიჭი: რომელთამე სიტყუა სიბრძნისა, რომელთამე განკითხუა სულთა, რომელთამე შეძლება საქმეთა და გუამისა სიმტკიცე და ელთა და ფერთა სიმარჯუე და რომელთამე სიმდიდრე და საფასენი, რათა კაცად-კაცადი შეეწეოდის მოყვასსა სსა სულიერად გინა თუ ორციელად და ნაკლულევანებასა მას მოყვასისასა აღავსებდინ: მეცნიერი უსწავლელსა ასწავებდენ, ძლიერი უძლურთა შეეწეოდინ და მდიდარნი და ქონიერნი გლახაკთა და ნაკლულევანთა მისცემდინ სიტყსაებრ მოციქულისა: ძმანო თანა გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებასა მას უსუსურთასა ტვირთვად და არა თავთა სთა სათნოყოფად, რათა კაცად-კაცადი მოყუასსა სათნოეყოფოდინ კეთილისათ აღსაშენებელად.
ხოლო ოდეს იქმნეს გამოძიება საქმეთა და რომელთა ღმრთისა მიერი იგი მიცემულნი ნიჭნი კეთილად ეხმაროს სასყიდელი მიიღოს მრავალ წილად ღვთისაგან, ხოლო რომელთა კეთილად ვერ განაგოს ვითარცა იგი სხუასაცა იგავსა შინა წერილ არს სასჯელი ტალანტისა დამფლველისა. იგივე შეემთხოს ამასცა: ხოლო ესე წარმოუდგინეს ღმერთსა, რომელსა თანა ედვა ბევრი ტალანტი. უბრძანა უფალმან განსყიდვა ცოლისა მისისა და შვილთა მისთა და რაცა აქუნდა გარდახდად იგი. ესე იგი არს ვითარმედ რავდენიცა ნიჭნი მოუცემიეს უფალსა ჩუენთვის, ხოლო ჩუენ თუ ბოროტად წარვაგებთ მას და მარტოდ თავთა ჩუენთათ ვიხუმევთ და არა მოყუასთაცა სათნო ვეყოფით კეთილისათ აღსაშენებლად: ესე არს ტალანტისა დამალვა და სასჯელიცა მისი გულისხმაყავ, თუ რა შეემთხ ბოროტსა მას მონასა, რომელმან იგი დამალა ტალანტი.
და რაჟამს იქმნეს გამოძიება საქმეთა კაცად-კაცადისა მაშინ ცოლიცა და შვილნი თუ ვინმე დანყიდოს და რაცა აქუნდეს ყოველივე მისცეს, ვერცა მით შემძლებელ არს მცირედისაცა ცოდვისა გარდახდად, რამეთუ თანაწარუვალ არს სასჯელი იგი ნიერ მოწყალებითა და სახიერებითა და მიტევებითა მოყვასისა თანანადებთათა: სიტყთა არა რათა შემძლებელ არს კაცი გარდახდად ბრალთა სთა,, ვითარცა თავადი ღმერთი ბრძანებს:
დავარდა მონა იგი, თაყუანისცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა უფალო და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მისსა მონა იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას; და ვითარცა გამოვიდა მიერ მონა იგი ჰპოვა ერთი მის თანა მონა, რომელსა ედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა მომეც რაცა იგი თანა გაც. შეუვრდა მას მოყვასი იგი მისი და ევედრებოდა და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ: ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა იგი და შეაგდო საპყრობილესა ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.
ხედავა უცყალობასა მის მონისასა[?] მან რავდენისა აურაცხელისა ტალანტისა შენდობა მიიღო რომელი თანაედვა უფლისაგან სისა, ხოლო ამან მცირეცა ესე არა მიუტევა.
ხოლო იხილეს რა მის თანა მონათა საქმე ესე შეწუხნეს ფრიად. მივიდეს და აუწყეს უფალსა მისსა ყოველივე იგი რაცა იქმნა. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო! ოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდი მე. არა ჯერ იყო შენდაცა რათამცა შეიცყალე შენ შენ თანა მონა იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?
ესეცა იხილე რაჟამს უწყალო იგი მონა, რომელმან მრავალთა ბრალთა მიტევება მიიღო უფლისაგან სისა და მან მცირედიცა იგი არა მიუტევა და აუწყეს რა ესე უფალსა, რომელსა პირველ უწყებისაცა არა რა დაეფარვოდა: მოუწოდა მას და ეტყ: მონაო ბოროტო: ჭეშმარიტად ბოროტ არს და უკეთურ რომელმან ვერ გულისხმაყო სიმდიდრე მოწყალებათა ღვთისათა, რამეთუ მან მრავალთა და დიდთა თანანადებთა მიტევება მიიღო, ხოლო მან მცირე და უნდო არა მიუტევა, რამეთუ სხუა არს შეცოდება უფლისა მიმართ და სხუა არს კაცთა კაცისა მიმართ, რამეთუ იგი მეუფე არს და ჩუენ მონანი, იგი ღმერთი არს და ჩუენ კაცნი მოკუდავნი, მიწანი და მტვერნი. იგი შემოქმედი და ჩუენ მისნი შექმნილნი და რა სწორება არს თუმცაღა ჩუენ ჩუენებრთა და ჩუენ ბუნებათა კაცთა მცირედი რამე მიუტეოთ: არამედ იგი დიდითა მით სახიერებითა სითა მცირესა მიზეზსა ეძიებს ჩუენგან, რათა მოგუცნეს დიდნი და აურაცხელნი მადლნი მისნი.
ხოლო ვინათგან ბოროტი იგი მონა უწყალო ექმნა მის თანა მონასა და არა მიუტევა, აწ სამართლად განურისხდა უფალი იგი მისი და მისცა იგი ელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი: _ და კუალად ზემო წერილ არს.
იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან_მსახურსა, და საპყრობილედ შთავარდე. ამინ გეტყ შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანასკნელი კოდრატი.
ეგრეთვე უკას სახარებასა შინა წერილ არს ესევე სიტყუა, ვითაარმედ ვერ გამოხვიდე მიერ ვიდრე არა მისცე უკანასკნელი მწულილი. ესე ყოველი, რომელი წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა იგი აქუსთ მიზეზად პაპის მოსავთა განსაწმედელისა ცეცხლისათ და სიტყუითა ამით დიდად წინააღგვიდგებიან და ჰგონებენ თუმცა ჩუენ სიტყუა არა რა გუაქუნდა, არამედ მათ უფროსად არა რა აქუსთ სიტყუა და ვერცა გულისხმაუყოფიესთ: ვითარმედ ვიდრე და ვიდრემდისი არა თუ დასასრულსა და ოხჭანსა მოასწავებს, არამედ დაუსრულებლობსა და საუკუნოსა საუკუნოსასა ცხად ჰყოფს. ამისაგან გეუწყოს ესე, რაჟამს ქრისტე ეტყოდა მოწაფეთა სთა: აჰა ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. მაშა ესეცა ეგრეთვე იქმნება სიტყსაებრ მათისა. ქრისტე მეუფ მოწაფეთა სთა და მოციქულთა თანა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა იქმნების განშორებულად და შემდგომად აღსასრულისა ამის სოფლისა განეშორების მათგან და ყოველნი იგი აღთქუმანი და სიტყუანი უფლისანი, რომელნი აღუთქუნა ტყუილ იქმნების, რომელი იგი ეტყოდა: მნებავს მამაო რათა სადაცა მე ვიყო იგინიცა ჩემთანა იყვნენ და რათა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა. ესე და უმრავლსი ამისა წერილ არს, რომელიაღუთქუა მათ თანა საუკუნოდ ყოფნისა.
და კუალად წერილ არს წინასწარმეტყველისა მიერ: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერთა შენთა.
და მოციქული იტყ რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ელმწიფებანი და ზალნი, რამეთუ ჯერ არს მისა სუფევა ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერთა მისთა: აჰა ცხადი და ჭეშმარიტი განმარტება ვიდრემდის და ვიდრე აქა განიხილე, რამეთუ ვიდმისთრემდის დაისხნეს მტერნი ქუეშე ფერთა სთა მუნამდე იჯდეს მარჯულ მამისა ღუთაებისა წიაღთა შინა და შემდგომად მტერთა ქუეშე ფერთა დასხმისა არღარა იყოს მარჯულ მამისა და აღდგეს წიაღთაგან ღუთაებისათა და ვითარ იყოს ესე და ვითარ მოეზავების სიტყუა ესე.
ამისთ ვიტყ ვითარმედვიდრე და ვიდრემდის საუკუნოობასა და დაუსრულებლობასა მოასწავებს: ეგრეთვე ცეცხლისა მისთ გეჰენიისა გულისმაყავ: ვიდრემდის გარდაიხადოს და ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი მწულილი ვერ გამოხვიდეო: გულისმაჰყავ, რამეთუ არა რა შთაჰყვების ცეცხლსა მას შინა რამცა მისცეს მას და გარდაიხადოს: და უუეთუ შთაჰყვეს რამე, ვინ არს იგი რომელსამცა მისცეს და უკეთუ მისცეს რა არს მისაცემელი იგი და სახმარი, რამეთუ დავიტ იტყ: არა მისცეს ღმერთსა სახსარი სი და სასსყიდელი სულისა სისა.

და უკუეთუ სხუა რამე უნივთო სათნოებათაგანი შთაჰყვების ჯოჯოხეთს შინა: და არცა ესე არს საკვირველ, რამეთუ არა ვინ არს ცოდვილი თუმცა ერთიცა კეთილთაგანი არა ექმნას: ვითარცა იგი არცა მართალი თუმცა არა რა ბრალი აქუნდა: უკუეთუ ცოდვილსა თუ რამე მცირედი კეთილთაგანი ჰქონებიეს დამ ას მოჰხდიან და მისგან მიმზლავრებულთა მისცემენ იგი უმეტესად შიშუელი და ცალიერი დაშთების ცეცხლსა მას შინა გეჰენიისასა და უფროსად ვერღარა გამოვალს მიერ და საუკუნო ექმნების სატანჯველი იგი: და არა თუ გამოვალს და განწმდების, არამედ საუკუნოდ დაშთების და მრავალი ესევითარი გეპოოს სასღმრთოთა წერილთა შინა ვიდრე და ვიდრემდის, რომელი არა დასრულებადსა, არამედ დაუსრულებლობასა მოასწავებს.

XVIII სიტყსა მისთ, რომელსა იტყვიან მოსავნი პაპისანი ვითარმედ განრავიდენ სულნი ორცთაგან აწვე მიიწევიან ადგილთა მათ მათთ განჩინებულთა და პირველ მეორედ მოსლვისა მართალნი სასუფეველად დაეწესებიან, ხოლო ცოდვილნი ჯოჯოხეთს შინა პირველ ორცთა შემოსისა და არღარა იქმნების მათი გამოყვანება

ხოლო ჩუენ ამის ყოვლისათ ერთ მა ვართ ბერძენთა თანა და წინა აღუდგებით ზრახუათა მათთა შედგომილნი კეთილსა წმიდათა მამათასა მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და მრავალთა მოწამეთა. მოვიხუამთ ძუელისა და ახლისა პირის დასაყოფელად მათდა, რამეთუ სულნი ამიერ წარსრულთანი განრავიდენ ორცთაგან, ჭეშმარიტად მასვე ჟამსა შინა მიიწევიან მართალნი კეთილთა მათ შინა ზეცისათა სავანესა მართალთასა ღირსებისაებრ და საზომისა ადგილთა მათ შინა ნათლისათა, ხოლო ცოდვილნი ჯოჯოხეთსა სატანჯველთა შინა, იგიცა საზომისაებრ კაცად-კაცადისა ცოდვათასა: სულნი ოდენ მარტონი და არა ორცნიცა, რამეთუ ვინათგან სულნი და ორცნი ერთად შეაუღლნა უფალმან. სულსა ვერ ძალუც ორცოდ არცა კეთილი არცა ბოროტი ვითარცა იგი არცაღა ორცთა ნიერ სულისა, რამეთუ სამსჯავრო იგი საშინელი არღა ქმნულ არს და მიგება ღირსებითი კაცად-კაცადისა საქმეთაებრ, რომელი ორცითა ამით იმუშაკეს და ვიდრე აღსასრულამდე გამოჩინებადთა წმიდათათჳს, რამეთუ აღვსება ჯერ არს ზენა სოფლისა სიტყსაებრ გრიგოლი ღვთისმეტყველისა.
ისმინეთ მოციქულისა პავლესი ღასა ხმობს: რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესათა რათა მოიღოს კაცად-კაცადმან ორცთა ამათგან რაცა იგი ქმნა გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი, რამეთუ ვიდრემდის ორცნი არა შეემოსნენ სულსა უხრწნელნი მუნამდე ღირსებითი მისაგებელი არა იქმნების, არცაღა ჯერეთ უკანასკნელ გამოჩინებადნი წმიდანნი სრულ ქმილ არიან სიტყსაებრ მოციქულისა: და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებითა და არა მოიღეს აღნათქუამი იგი, რამეთუ უფალმან ჩუენთ უმჯობესი წინასწარ განიგულა, რათა არა ნიერ ჩუენსა სრულ იქმნნეს.
რამეთუ უფალმან ვითარცა წინასწარ მეცნიერმან ყოვლისამან წინასწარ განიგულა უკანასკნელ გამოჩინებადთა წმიდათა და სათნო ყოფითა მისთა და ალოდინებს პირველ ჩუენსა წარსრულთა წმიდათა ვიდრე მეორედ მოსლვადმდე, რათა ერთობა (მად) გვირგვინოსან ყვნეს და ერთად ადიდოს, ოდეს ორცნიცა ესე მოკუდავნი სულსა თანა დამაშვრალნი შეემოსნენ და უმეტესი ბრწინვალება და დიდება მიენიჭოს: და მათნი იგი მტანჯველნი უსჯულონი უმეტესად სირცხვილეულ იქმნენ და დაისაჯნენ, რაჟამს ესენი იდიდნენ და იგინი შეურაცხ იქმნენ.
რამეთუ ჯერეთ აბელ მართლისა ორცნი ქუეყანასა ზედა მდებარე არიან: ეგრეთვე მკულელისა მისისა კაენისი, იგიცა ქუეყანასა ზედა მდებარე არს და თითოეულად ყოველნი, რომელნი მოსწყდეს ღვთისათ და არღა მოუღიეს აღნათქუამი იგი რათა არა თვინიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.
ვითარცა კათოლიკეთა შინა იუდასთა წერილ არს: წინასწარმეტყველთა მათთ მეშვიდემან ადამისითგან ენუქი და თქუა: აჰა ესერა მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაითა ყოფად სასჯელისა ყოვლისათვისმე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათ საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელნი უსჯულოებდეს და შემდგომი.
აჰა ცახად იქმნა, რამეთუ ჯერეთ არა ქმნილ არს მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა, არცა წმიდანი ღირსად [გან]დიდებულან, არცა უღმრთონი ჯეროვნად დასჯილან, არცა ღმერთი მოსრულ არს ბევრეულთა წმიდანთა მისთათა, არცა უღმრთოთა მხილებით სასჯელი მიჰგებიეს.
იხილეთ, რამეთუ ჯერეთ არა სრულქმნილ არიან წმიდანი: განიცადეთ საქმენი ელიასნი ვითარ აღიტაცა ორცითა ეტლითა ცეცხლისათა რეცა ზეცად დაჰგებს მეორედ მოსლვასა უფლისა ენუქის თანა, რამეთუ იგიცა აღტაცებულ არს ორცითა ვითარცა წერილ არს: ენუქი სათნო ეყო უფალსა და არღარა იპოვა რამეთუ გარდასცვალა უფალმან. ესენი კუალად მოსლვად არიან მცირედ უწინარეს მეორედ მოსლვისა: ამათ ეგულების ჟამსა მას უკანასკნელსა წამებად ვითარცა ბრზანებს ქრისტე: ელია მოვიდეს და კუალად ეგოს ყოველი. და კუალად წერილ არს გამოსხადებასა შინა: ვითარცა იგი იხილნა ღვზთისმეტყველმან იოანე ორნი ზეთის ხილნი და ორნი სასანთლენი მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა მპყრობელისა: ესე არიან ორნი იგი მოწამენი ენუქი და ელია. მითვე ორცითა არიან და ჟამსა მას უკანასკნელსა მოსვლად არიან და წამებად: და კუალად განცხოველებად და აღდგომად და ამაღლებად ზეცად: ვითარცა შემდგომითი შემდგომად მოიხსენებს გამოცხადებასა მას შინა.
უკეთუ ესენი ჯერეთ ორცითა არიან სადა იგი არიან ადგილთა მათ შინა ნათლისათა და კუალად ეგულვების მოსლვა და წამებად და კუალად სრულებასა ელიან მხოლოდ სულნი ამიერ წარსრულთანი, ვითარ მიიღებენ მისაგებელსა პირველ მეორედ მოსლვისა: ვითრცა წერილ არს: ვითარმედ ჯერ არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელება და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავება. ამისთ ვიტყ ვითარმედ ჯერეთ არა წარდგომილ ვართ წინაშე საყდართა ქრისტესათა, არცა განხრწნადთა ამათ ორცთა შეუმოსია უხრწნელება, არცა მოკუდავსა უკვდავება, არცა მრჩობლ მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა. დაღაცათუ სულნი მართალთანი ელთა შინა ღვთისათა არიან ვითარცა წერილ არს და სიხარულსა შინა გამოუთქმელსა იშუებენ და ცოდვილთა სულნი სიღრმეთა ჯოჯოხეთისათა იტანჯებიან: არამედ კერძოებით და არა სარწმუნოებით, რამეთუ მართალნი ელიან უზეშთაესსა დიდებასა და ბრწყინვალებასა: ხოლო ცოდვილნი უმწარესსა დასჯასა და უსასტიკესსა სატანჯველსა: და ესრეთცა ჯერ არს რათა რაჟამს იქმნეს საშინელი იგი მეორედ მოსლვა ქრისტესი და ცა და ქუეყანა განახლდენ და ანგელოზნი და კაცნი ზოგად შემოკრბენ და მოკუდავმანამან შეიმოსოს უკვდავება და ხრწნილებამან უხრწნელება, მაშინ იქმნას მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა, რათა ყოველთა მიერ სახილველ იყოს მართალთა ბრწყინვალება და ჯეროვანი მისაგებელნი ეგრეთვე: ცოდვილთადასჯა და სირცხვილი საუკუნო. ვითარცა იგავთა შინა წერილ არს: მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებლისა სისასა და ამხილებს პირის-პირ და კუალად მოციქულიცა ესრეთ ხმობს: უკეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა, ცეცხლითა ალისათა მიგებად შურისგებისა.
ამით საცნაურ არს, რამეთუ ჯერეთ არა ქმნილ არს მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა, არცა მაჭირვებელთა წმიდათასა ჭირი, არცა ჭირვეულთა მართალთა ლხინი, გამოჩინებასა მას უფლისა: არცა არს ჯერეთ საუკუნო ჯოჯოხეთი, რამეთუ არცა ცოდვილთა ასმის ხმა იგი თუ: წარვედით ჩემგან დაწყეულნო ცეცხლსა მას საუკუნოსა: არცა მართალთა, ვითარმედ: მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქუენთ გამზადებულნი.
რამეთუ წერილ არს ვითარმედ: ოდეს დაჯდეს საყდართა ზედა, მაშინ ჰრქუას, არა თუ აწვე: არამედ მაშინ ჰრქუას მეუფემან ოდეს დაჯდეს საყდართა ზედა: არცა სმენილ არს ესე ვითარმედ, ინახიდგმიდენო აბრაჰამის თანა, ისააკი თანა და იაკობის თანა სასუფეველსა მამისა მათისასა.
კუალად წერილ არს სახარებასა შინა ვითარმედ: მოავლინეს ძემან კაცისამან ანგელოზნი სნი და შეკრიბნეს სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი: და შესთხინეს იგინი სახმილსა მას ცეცხლისასა: მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა: მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა მათისასა.
კუალად ბრძანებს: ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისა: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის სახმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა. ესე ყოველ[] ესრეთ მოასწავებენ და ესრეთ მზისა უბრწყინვალესად ქადაგებენ ვითარმედ ჯერეთ მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა არა ქმნილ არს: არცა სრული სულით და ორცით მრჩობლი სიხარული მართალთა, არცა დასჯა ცოდვილთა და ვითარ იყოს ესრეთ პირველ მეორედ მოსლვისა: დაღაცათუ აწ სულნი ოდენ არიან თვითეული სსა ადგილსა: ცოდვილნი ქუესკნელს ხოლო მართალნი ზეცას. არამედ მოელიან თვითეულნი ორცთა შემოსას და მით სრულსა მისაგებელსა.
ვითარცა დასწერს მახარებელი იოანე ვითარმედ ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მოკლულნი სიტყვისათ ღმრთისა და წამებისათ რომელ აქუნდა: და ხმა ყვეს ხმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო. არა სჯი სისხლთა ჩუენ თანა მკვიდრთაგან ქუეყანისათა და მიეცა თვითეულსა სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ რათა განისვენონ მცირედთა ჟამთა, ვიდრემდის აღესრულნნ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი ვითარცა მათ.
და კუალად წერილ არს მასვე გამოცხადებასა შინა: მოვიდა რისხვაშენი და ჟამი მკუდართა სჯისა და მიცემად მონათა შენთა სასყიდელი წინასწარმეტყველთა და წმიდათა და მოშიშთა სახელისა შენისათა.
და კუალად წერილ არს: და მრქუა მე ანგელოზმან მან, რომელი მიჩუენებდა ამათ ყოველთა: ნუ დაბეჭდავ სიტყუათა წინასწარმეტყველებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს. უსამართლო იგი უსამართლოებდინ ჯერეთ ჯერეთ და შეგინებული იგი შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდა იგი წმიდა იქმნებოდინ ჯერეთ. და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი მივაგო საქმეთა მათთაებრ. ამათ ყყოველთა წამებათაგან ჭეშმარიტ იქმნა, ვითრცა არს ჭწეშმარიტ და უცილობელ სიტყუა იგი პავლესი, ვითარმედ არღა მოუღიეს აღნათქუამი იგი წმიდათა, რათა არა თვინიერ სრულ იქმნენ ვითარცა იგი ზემოთცა მოვიხსენეთ.
იხილეთ მართლმადიდებელნო რაოდენი წამებანი წმიდათა წერილთაგან შემოვიხუენ და უმრავლესსა თანა წარვხედ, რომელნი მამაღლად ქადაგებენ და ცხადად მოასწავებენ ვეთარმედ ჯერეთ არა არს მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა, არცა მისცემია სრულებით მისაცემელი შრომათა მათთა, არცა ჯერეთ ცოდვილთა  სრულებით მიჰგებიეს მისაგებელი მათი: არა ვიტყ ამას თუმცა არა იტანჯებოდეს ცოდვილნი. ანუ არა იხარებდეს მართალნი, არამედ ზოგებით და კერძოებით, რამეთუ შეუღლვილნი ორცნი მათნი რომელთა ერთ ნება იყო კეთილისა მიმრთ და ბოროტისა: ჯერეთ აქავე არიან: მართალთა და ცოდვილთა, უღვთოთა და წმიდათა, მოციქულთა და მოწამეთა და მტანჯველთა და მომწყუედელთა მათთა მეფეთა მათ უსჯულოთა, დაღაცა თუ იგინი ზეცას იხარებენ და ესენი ქუესკნელს იტანჯებიან: არამედ მარტო სული ოდენ და არა ორცნიცა, რამეთუ, რომელმან სული დაჰბადა მანვე ორცნიცა და არცა ერთი ამათგანი განქარდების: დაღაცათუ მცირედ ჟამ განიხრწნების, არამედ კუალად განახლდების ვითარცა წერილ არს: მოუღის სული მათი, მოაკლდინ და მიწადვე სად მიიქციან: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა.
და კუალად წერილ არს: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ორცი მშნვიერი და აღდგების ორცი სულიერი. (Iკორ. 15.42).
რამეთუ ჯერეთ ორცნი არა აღდგომილ არიან და არცა აღსასრული და მიგება კაცად-კაცადისა.
იხილეთ ძმანო სადა სჩანს აქა აწვე მიგება მართალთა და ცოდვილთა და დასჯა საუკუნო, უღმრთოთა, და სრული სასყიდელი წმიდათა?
არამედ გულისმა ყავთ და ჭეშმარიტად უწყოდეთ, ვითარმედ პირველ აღსასრულსა და საშინელსა მეორედ მოსლვასა არა იქმნების სრული მისაგებელი მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა ვთქუ: ვიდრე ორცნი ესე, რომელი დასაბამსა დამბადებელმან მისმან სულისა თანა კეთილად შეაუღლნა: ვიდრე არა შეემოსნენ რათაცა სიმართლე ქმნეს ანუ თუ ცოდუა, სრულებითი მისაგებელი არა იქმნების.
ხოლო ოდეს იქმნეს მეორედ მოსლვა ქრისტესი საშინელი და საყრსა დაეცეს და მკუდარნი აღდგენ და ხრწნილებამან ამან შეიმოსოს უხრწნელება და მოკუდავმან ამან უკუდავება: მაშინ მიეგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ: ვითარცა წამებენ ყოველნი საღმრთონი და ღვთივსულიერნი წიგნნი წმიდათა მოციქულთა და წინასწარმეტყუელთანი და წმიდათა ღვთისმეტყველთა მოსწავებანი და უწყებანი: და ნიერ თავადისა ქრისტეს ჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისა ბრძანბანი.
ხოლო რომელთა ესე ესრეთ არა სწამს და ესრეთ არა აღიარებენ, შეცდომილ არს იგი გზისაგან წრფელისა და განვრდომილ არს მართლისა: და ვიტყ ვითარმედ ეშმაკთაცა უძლიერეს არს კაცი იგი, რომელი ესრეთ არა აღიარებდეს და აწვე იტყან პირველგანჩინებულისა მის ჟამისა სრულებით მიგებასა მართალთა და ცოდვილთასა, რამეთუ ეშმაკნი რაჟამს განასხნა კაცთაგან უფალმან: ევედრებოდეს და იტყოდეს: რა ძეს ჩუენი და შენი იესო ძეო ღვთისაო (მთ 8.29) მოჰხუედ არა უწინარეს ჟამისა ტანჯუად ჩუენდა: რამეთუ უწინარეს ჟამისა აღსასრულისათ თქუა, რამეთუ მის ჟამისაგან ეშინისთ, რამეთუ მუნამდე არცა იგინი არიან სადა შეწყუდეულ, არამედ მცირედნი ოდენ მიზეზნი ღმრთისა განდგომილებისანი, ხოლო ჟამსა მას აღსასრულისასა ეშმაკთაცა გარდაუწყდებათ უძვირესად, დაისჯებიან და შეიწყუდევიან სიღრმეთა შინა ჯოჯოხეთისასა და ვერღარა ხელეწიფების ვნებად კაცთა, არცაღა ქუეყანასა ზედა ქცევად: ამისათ ვიტყ ვითარმედ ეშმაკთაცა უძვირეს არს კაცი იგი, რომელი ესრეთ არა აღიარებს, რომელი  ზემო აღვწერეთ და უკუეთუ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა არა ჰრწამს: ბარე ეშმაკთა ირწმუნონ, რომელნი მამაღლად ღაღადებდეს: იესო ძეო ღმრთისაო მოსრულ ხარ უწინარეს ჟამისა ტანჯუად ჩუენდა: და თქუნ უწინარეს ჟამისა მის არა იქმნების მისაგებელი: არცა სახელ იდების საუკუნო ჯოჯოხეთი.
და რომელსა ესრეთ არა ჰრწამს და იტყ ვითარმედ აწვე სრულებით მიეცემის საქმეთა მათთაებრ: კაციიგი არცა აღიარებს მკუდართა აღდგომასა, არცა მისაგებელსა მართალთა და ცოდვილთასა: არცა ორცთა უხრწნელყოფასა, რომელი დაბადა ღმერთმან და დიდითა სიბრძნითა შეაუღლა უხილავსა სულსა, რათა ერთბამად იდიდნენ კეთილისათÂ გინა ერთბამად დაისაჯნენ ბოროტისათ.
კუალადცა ვიტყოდი: უკუეთუ აწვე იქმნების მისაებელი მარტოდ სულისა, რასათსღა მეორედ მოსლვა ქრისტესი, ანუ რასათსღა აღდგომა მკუდართა, ანუ რაისათსღა შრომანი და მოღვაწებანი წმიდათანი: უკუეთუ ორცნი არა აღდგებიან და უკუეთუ იქმნების აღდგომა მკუდართა და ჭეშმარიტად იქნების და ორცთა ამათ შემოსვა და უხრწნელ ყპფა მართალთა და ცოდვილთა: ვითარღა სახელიდების საუკუნო ჯოჯოხეთი: ვინათგან მაშინ იქმნების ყოველთა ქუესკნელს დასჯილთა სულთა გამოსლვა და ორცთა შემოსვა და ვინათგან ჭეშმარიტად ესე ესრეთ იქმნების, რასათვიღა სახელ დებენ საუკუნო ჯოჯოხეთად და იტყან: არღარა იქმნების მათი გამოსლვაო: ესრეთ ყოვლითა სიცრუვითა სავეს არიან და გარდააქცევენ ყოველთა საღმრთოთა წერილთა და ესე არს ნება მათი, რათა ყოველი წინააღმდგომი თქუან და განაწესონ ყოველი ახალი სჯული გარეშე მოძღურებისა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა და ყოველთა ასწაონ ღმერთად აღსარება პაპისა და თაყუანისცემა და ამით შეაცდუნონ ყოველი კაცი და დაამორჩილონ ბრძანებასა მისსა და ყოველი მისი განწესებული ითქუას ყოველსა ქუეყანასა და დაიხსნას ყოველი განწესება წმიდათა მოციქულთა და დთა მსოფლიოთა კრებათა.

No comments:

Post a Comment