8. თქუა ვინმე ქრისტესმოყუარემან, რომელსა თანა იყო მადლი მოწყალებისაჲ, ვითარმედ: ჯერ არს მისა, რომელი ქველის საქმესა იქმოდის, რაჲთა შეჰრაცხოს თავი თჳსი, ვითარმედ იგი არს, რომელი მიიღებს, და ესრეთ ჯერ-არს მისა მიცემაჲ, და ესევითარი მოწყალებაჲ მიაახლებს ღმერთსა.
9. გჳთხრობდა ვინმე ქრისტეს მოყუარე და თქუა, ვითარმედ: შევედით ოდესმე მონასტერსა ბერისა ვისამე წმიდისაჲსა თებაიდას, რომელნი ზოგად ცხონდებოდეს. და ვითარცა მივეახლენით მონასტერსა, და ძაღლები დიდ-დიდები, თმოსნები და საშინელები დგეს ზღუდეთა ზედა და ყეფდეს. ხოლო მე შემეშინა და მეგულებოდა, რაჲთამცა გარდავჰჴედ ცხენსა. ხოლო ჩემთანა მათ აქუნდა გამოცდილებაჲ ჩუეულებისაგან მათ ძაღლთაჲსა, და მრქუეს მე: ნუ გარდახუალ, უფალო, რამეთუ მაგათ ძაღლთა აქუს ბრძანებაჲ, რაჲთა არა გარდამოჴდენ ზღუდით, არამედ მით ყეფდენ. და ეგრეთ იყო, ვითარცა-იგი თქუეს, რამეთუ ერთჯერ დაესხნეს ვისმე და ავნეს ფრიად. და ვითარცა ცნა ესე ბერმან, უბრძანა ძაღლთა მათ, რაჲთა არღარა გარდამოვიდენ ზღუდით. და შევედით მონასტრად და ვიკურთხენით ბერისა მისგან წმიდისა და სხუათაგანცა მამათა. და მიგჳყვანნეს ჩუენ ჯურღმულად ჟამსა ლოცვისასა. და იყო აქლემი იგი, რომელი წყალსა აღმოასხამნ, მდგომარე შეუძრველად. და ვჰკითხეთ: რაჲსათჳს არა იქცევის აქლემი ესე? და გურქუეს ჩუენ: უფალმან, მამამან ჩუენმან, უბრძანა მაგას, რაჲთა ჟამსა ლოცვისასა, ოდეს სარეკელსა ჰრეკონ, ნუ იქცევი, ვიდრემდის განუტეონ ლოცვაჲ. რამეთუ იყო ოდესმე ლოცვაჲ და ჴმისაგან დოლაბისა მეჯურღმულესა არა ესმა რეკაჲ და ვერ მოვიდა ეკლესიად ჟამისწირვასა. ხოლო ბერი მივიდა ჯურღმულად და ჰრქუა მეჯურღმულესა მას: რაჲსათჳს არა მოხუედ ლოცვად? ხოლო მან ჰრქუა: შემინდვე, მამაო, რამეთუ არა მესმა რეკაჲ, რამეთუ ძრვაჲ ამის დოლაბისაჲ არა მიტევებს სმენად. მაშინ უბრძანა ბერმან აქლემსა მას და ჰრქუა: კურთხეულ არს ღმერთი, ოდეს ჰრეკონ ჟამისწირვისათჳს, ნუ შეიძრვი, ვიდრემდის განუტეონ ლოცვაჲ. და მიერითგან დაიმარხა ბრძანებაჲ ბერისაჲ. და ვითარცა გუესმა ესე, დაგჳკჳრდა და ვადიდებდით ღმერთსა.
10. ფილასოფოსი ვინმე მიეცა სიკუდილსა წამებისასა მჴევლისაგან თჳსისა, და ვითარცა იხილა ქალი იგი, განიჴადა ბეჭედი იგი თჳსი ოქროჲსაჲ, მიუგდო მას და ჰრქუა: გმადლობ შენ, დედაკაცო, რამეთუ მექმენ მე მიზეზ ესევითარისა კეთილისა. და ესრეთ სიხარულით იწამა ძალითა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა.
11. იყო ვინმე ერთი განშორებული, რომელი კეთილად ცხოვნდებოდა. და ევედრა ღმერთსა და ჰრქუა: უფალო, მაუწყე მე სარჩელი შენი უკუანაჲსკნელი, ვითარ ყოფად არს? და მრავალ გზის ამის მიზეზისათჳს ყო მრავალი ლოცვაჲ. ხოლო ღმერთმან არა გამოუცხადა მას, რამეთუ ესევითარსა ვერ შემძლებელ არს კაცი ცნობად. და ვითარცა დაადგრა მრავალსა შრომასა და ვედრებასა, უნდა ღმერთსა, რაჲთა დააჯეროს მას. და მოიწია მის ზედა გულის სიტყუაჲ, რაჲთა წარვიდეს და იხილოს მძოვარი ერთი, რომელი იყოფვოდა შორს მისგან ფრიად. და ვითარცა აღიღო მახალაკი თჳსი და წარემართა გზასა, მოავლინა ღმერთმან ანგელოზი ხატითა მონაზონისაჲთა, და შეემთხჳა ბერსა მას და ჰრქუა: ვიდრე ხუალ, ბერო? ხოლო მან ჰრქუა მას: მძოვრისა მის მონაზონისა მივალ, ჰრქუა მას ანგელოზმან მან, რომელი ჩნდა ხატითა მონაზონისაჲთა: და მეცა მისა მივალ, არამედ გუალე და მივიდოდით ზოგად. და ვითარცა ველსა პირველსა მას მივიდეს, ადგილსა ერთსა, რომელსა შინა იყო ქრისტეს მოყუარე ვინმე, და შეიწყნარნა იგინი და განუსუენა მათ. და ვითარცა ჭამდეს იგინი, აღიღო ანგელოზმან მან საჭმელი, რომელი მოეღო ქრისტეს მოყუარესა მას ლანკნითა ვეცხლისაჲთა, და აღაგდო იგი ჰაერსა. ხოლო ბერმან იხილა ესე და შეწუხნა ფრიად. და მეორესა დღესა ვლეს. და ვითარ მოიწია ჟამი, დაადგრეს ადგილსა ერთსა, რომელსა შინა იყო მონაზონთ მოყუარე ვინმე. და შეიწყნარნა იგინი და ისტუმრნა იგინი. და განთიად, ვითარ ეგულებოდა წარსლვაჲ, ესუა მას ძე მხოლოდ-შობილი და მოიყვანა იგი, რაჲთა იკურთხოს მათგან. და შეუპყრა ანგელოზმან მან ყელი ყრმასა მას და მოაშთო იგი. ხოლო ბერმან იხილა ესე და შეიპყრა განკჳრვებამან, გარნა თქუა არარაჲ. და დ დღესა მესამესა ვლეს და არა პოვეს, ვინმცა შეიწყნარნა იგინი. და იყო მუნ დაბაჲ ერთი ოჴერი მრავლით ჟამითგან. და მიეახლნეს მას და დასხდეს სიჩრდოსა ქუეშე ზღუდისასა და ჭამდეს. იხილა ანგელოზმან მან კედელი ერთი, რომელი დაეცემოდა. აღდგა და შეიკუართა და იწყო დაჴსნად კედლისა მის და კუალად შენებად. მაშინ ვერღარა დაითმინა ბერმან მან და აფუცა და ჰრქუა მას: ანგელოზი ხარ ანუ ეშმაკი, მითხარ მე, რაჲ ხარ? რამეთუ ამათ საქმეთა, რომელთა შენ იქმ, არა არს ესე საქმე კაცისაჲ. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: და რაჲ ვყავ? ჰრქუა მას ბერმან: გუშინ და ძუღუან შეგჳწყნარნეს ქრისტეს მოყუარეთა მათ და განგჳსუენეს, და ერთისაჲ მის წარწყმიდე ლანკნაჲ მისი, ხოლო მეორისაჲ მის მოუკალ ძე მისი, და აქა არარაჲ ვპოვეთ განსუენებაჲ, აღდგომილ ხარ და აშენებ. მაშინ ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ისმინე და მე გითხრა შენ, რამეთუ პირველმან მან კაცმან, რომელმან შეგჳწყნარნა ჩუენ, არს იგი ღმრთის მოყუარე და ყოველი, რაჲცა აქუს, ღმრთისა მოცემული არს. ხოლო ლანკნაჲ იგი მოგებულ იყო გზისაგან ბოროტისა, და რაჲთა არა მის წილ წარწყმიდოს სასყიდელი სხუათა მათ კეთილთაჲ, ამისთჳს წარვწყმიდე იგი, და იქმნა ყოველივე მისი წმიდა. ხოლო მეორე იგი, რომელმან გჳსტუმრნა, კაცი არს შემკული სათნოებითა, და უკუეთუმცა ცხონდა ყრმაჲ იგი მისი, ყოფად იყო ყრმაჲ იგი სადგური ეშმაკთაჲ და დავიწყებად ესხნეს ღმერთსა კეთილნი იგი მამისა მისისანი, და ამისთჳს მოვაკუდინე იგი, ვიდრე ყრმა-ღა-იყო, რაჲთა იგი განერეს და კეთილნი იგი მამისა მისისანი ეგნენ დაუვიწყებელად წინაშე ღმრთისა. ჰრქუა მას ბერმან: და აქა რაჲსათჳს ჰყავ ესრე? ხოლო მან ჰრქუა მას: ამის დაბისა უფალი კაცი არს მედგარი და ეძიებს ბოროტსა მრავალთათჳს, და არს იგი გლახაკ და ამისთჳს ვერ შეუძლებს ყოფად მას. ხოლო მამის-მამამან მისმან, რომელმან აღაშენა ესე დაბაჲ, დაუპყრა კედელსა ამას საფასე, და რაჲთა არა შენებასა მისსა პოვოს საფასე იგი, და უყოს მათ ბოროტი, რომელთა ჰნებავს. აჰა ესერა აღმიშენებიეს ესე და დამიჴსნიეს მიზეზი მისი. ხოლო შენ, ბერო, მიიქეც სენაკადვე შენდა და ნუ გამოეძიებ საქმეთა ღმრთისათა, ვითარცა თქუა სულმან წმიდამან: განკითხვანი უფლისანი არიან, ვითარცა უფსკრულნი მრავალნი. და ვითარცა ესე თქუა, უჩინო იქმნა. მაშინ მოეგო ბერი გონებასა და მიიქცა სენაკად თჳსა და ადიდებდა ეღმერთსა განკითხვათა მისთა ზედა მიუწდომელთა.
12. ჯერ-არს ჩუენდა პირველად, რაჲთა მიგითხრა თქუენ თავისა მის მოწაფთაჲსა წმიდისა პეტრესი და სარწმუნოებაჲ ჰრომთაჲ, რომელთა-იგი ეწამების მოციქული იგი წმიდაჲ პავლე და იტყჳს: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა იესუ ქრისტეს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა. მივიწიენით მუნ ნებითა ღმრთისაჲთა ლოცვად. ხოლო აბბა პავლე მწერალმან, ნათესავით კილიკიელმან, გჳთხრა ჩუენ, ვითარმედ ჟამთა გრიგოლი პატრეაქისათა, რომელსა ერქუა საკჳრველთ მოქმედი, მოვიდეს მისა კაცნი ფრაგუნი და სთხოვდეს ნაწილსა წმიდისა პეტრესსა, რაჲთა დადვან იგი ტაძარსა მას შინა, რომელი-იგი მათ აღეშენა სახელად წმიდისა პეტრესა. ხოლო მას უნდა თხოვაჲ მათი აღსრულებად. და მიიყვანნა მღდელნი თჳსნი და მოვიდა ტაძრად წმიდისა პეტრესა და მოიღო მან, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ აქუნდა, სამოსლისაგან საკურთხეველისა ნახევი ერთი ძუელი, და მოჰკუეთა მას ვითარ მტკაველი ერთი და შთადვა იგი გუადრუცსა შინა და ზედა კერძო მისა ენქერი; და ყო ლოცვაჲ, დაჰბეჭდა და დადვა საფლავსა ზედა წმიდისა პეტრესსა, და დაჰკრძალა კარი და წარიღო კლიტე. და შემდგომად სამისა დღისა მივიდა და იგინიცა მათ თანა. ყო ლოცვაჲ და განაღო კარი, და მისცა მათ გუადრუცი იგი ეგრეთვე დაბეჭდული. ხოლო მათ მიიღეს იგი სიხარულითა დიდითა და წარვიდეს. და ვითარცა მიიწინეს მახლობელად ქალაქისა მათისა, ნებითა ღმრთისაჲთა შეუჴდა გულის სიტყუაჲ, რაჲთა აღსტეხონ ბეჭედი იგი და იხილონ გუადრუცი რომელი. და ვითარცა განახუნეს გუადრუცნი იგი, პოვეს ნახევი იგი მცირე. აღივსნეს გულის წყრომითა, ვითარცა მოკიცხულნი ჰრომთაგან, და მუნთქუესვე უკმოიქცეს და მოვიდეს ჰრომედ წმიდისა პაპისა, არამცირედ ჰრისხვიდეს და აბრალებდეს ვითარცა მოკიცხულნი. ხოლო იგი სარწმუნოებითა მით, რომელი აქუნდა მას, მინდობილ იყო და ენება მას, რაჲთა განკურნნეს იგინი, და რაჲთა უჩუენოს მათ, რამეთუ ყოველი სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი დაამტკიცებს ყოველსა საქმესა ქრისტეანებისასა. და უბრძანა მათ, რაჲთა დაჰბეჭდონ გუადრუცთა მათ და დაუტეონ მის თანა. და ხვალისა დღე მიიყვანნა მის თანა მღდელნი თჳსნი და ერი მრავალი და იგინიცა მათ თანავე. და მოვიდეს ლიტანიაჲთა ტაძრად წმიდისა პეტრესა. და ყო ლოცვაჲ, და აღსტეხა ბაჭედი, და აღაღო გუადრუცი იგი, და მოიხუნა საპარსველნი და იწყო დაჭრად წმიდისა მის ნახევისა. არამცირედი სისხლი გამოჴდა მისგან. და ვითარცა იხილეს, შეეშინა ფრიად. და დაეცნეს პირთა ზედა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეუნდოს მათ მცირედ მორწმუნოებაჲ იგი მათი. და მისცა მათ გუადრუცი იგი ნახევითურთ. ხილო წმიდასა მას უნდა არღარა მიცემის მათა, ვითარცა არაღირსთა. არამედ შეეწყალნეს იგინი ვითარცა სახიერსა, და მისცა იგი მათ. და ესე არა მათ ხოლო უყო, არამედ მრავალთა სხუათა, რომელნი-იგი იკითხვედ ნაწილსა წმიდისა მოციქულისასა, რამეთუ ესევითარი ჩუეულებაჲ აქუნდა ყოფად. და უკუეთუ სხუათაცა წმიდათა მოწამეთა ვისმე უნებნ ნაწილი მიღების, და აღუშენიან ტაძარი სახელად მათა, ესრეთვე უყვის მათცა, რამეთუ შევიდის, სადა-იგი წმიდათაგანი ვინ ძენ და მიიღის ნახევი ერთი ვითარ მტკაველი ერთი, და დადვის იგი გუამსა ზედა მის[სა] და ყვის ღამის თევაჲ. და განთიად ხვალისა დღე კუალად განზომის და იხილის, უკუეთუ არა შემატებულ არნ ნახევსა მას? ყვის ღამის თევაჲ მეორედ და მესამედ და დაადგრის ვედრებასა და არა განწყჳდის ლოცვაჲ, ვიდრემდის პოვის შემატებაჲ. მაშინ-ღა მისცის მათ, და წარვიდიან და ყვიან სატფური ტაძრისაჲ მის, და დადგიან იგინი მუნ ნაცვალად ნაწილისა, რამეთუ არა ეგების მათა, ვითარ-იგი სხუათა ყვიან, ვითარმცა დაუტევა ნახევი იგი და წარვიდა და სხუასა ნაწილსა ეძიებდა. ხოლო რომელმან ყვის ესე, დასდვიან მას პატიჟი დიდი. აწ უკუე იხილეთ სარწმუნოებაჲ ბერძენთაჲ, რამეთუ არა ცუდად ეწამების მათ რჩეული იგი მოციქული და მისთჳს ვიდრე აქამომდე ნებითა ღმრთისაჲთა დაცულ არიან შეუძრველად ყოველთაგან მწვალებელთა.
13. წარმოვედით ოდესმე ჰრომით ადგილსა, რომელსა ჰრქჳან რაბენი, და მიგჳწოდა ჩუენ პალატად გრიგოლიოს, ძემან ბოოტისმან, რამეთუ იყო იგი ადგილსა მთავრისასა და მეგობარ იყო ჩუენდა პირველითგანვე. და იყო მუნ დიაკონი ვინმე ბიზინტიელი, რომელი დაედგინა მსახურად ეკლესიისა მის, რომელი იყო მუნ. გჳთხრობდა იგი და თქუა, ვითარმედ: ჟამთა ერაკლე მეფისათა წარვიტყუენე მე აბარონთაგან და მრავალი ჟამი დავყავ მათ თანა. და უკუანაჲსკნელ მეოტ ვიქმენ სხუათა თანა მოყუასთა ჩემთა, რომელ წარტყუენულ იყვნეს ჩემ თანა. და ღამე ვიდოდეთ უდაბნოსა მას თრაკეთისასა მრავალთა დღეთა, რამეთუ დღისი ვერ ვიდოდეთ შიშისაგან. და არარაჲ დაშთა ჩუენ თანა საზრდელისაგან ყოლადვე, ვიდრემდის მივიწიეთ სიკუდიდ. და იყო დღე იგი განთიად კჳრიაკე და შევწუხენით ფრიად არა ხოლო თუ საზრდელისათჳს, არამედ რამეთუ განვიდოდეთ ამის საწუთროჲსაგან თჳნიერ ზიარებისა საიდუმლოთა ღმრთისათა. იწყეს ჩემთანა მათ ვედრებად ჩემდა ფიცით და იძულებით და მეტყოდეს მე: ნუ გჳტევებ ჩუენ სიკუდიდ თჳნიერ ზიარებისა, უკუეთუ არა, შენ მიუგო ღმერთსა სიტყუაჲ ჩუენთჳს დღესა მას საშინელსა სარჩელისასა. ხოლო მე მიუგე მათ და ვარქუ: რაჲსათჳს ესრეთ უგუნურებით მაფუცებთ მე და ურვასა მოაწევთ ჩემ ზედა, პირველად, რამეთუ არა ვარ მე ხუცესი და კუალად, არა გუაქუს პური, და ვინაჲ ძალ-მიც მე ზიარებად თქუენდა? და აღდგა ერთი მათგანი და წარმობერტყა ყოველი მალაკები ჩუენი და პოვა მცირე ნატეხი პურისაჲ. და ვითარცა იხილეს იგი, აღდგეს ყოველნი და მომართუეს მე და მრქუეს: მიიღე ესე და, ვითარცა გნებავს, გჳქმენ ჩუენ ნაწილი. ხოლო მე ვაცილობდი მათ და ვეტყოდე, ვითარმედ: არა ეგების ესე ყოფად. ხოლო მათ იწყეს იძულებად ჩემდა მრავლითა ტირილითა. მაშინ მივენდე მოწყალებათა ღმრთისათა და სარწმუნოებასა მათსა, და აღვდეგ და ვპოვე მას ადგილსა განგებითა ღმრთისაჲთა კლდე ერთი დიდი და წმიდაჲ. და კადნიერ ვიქმენ და მოვიღე ნატეხი იგი და დავდევ მას ზედა. და დავარდი ქუეყანასა ზედა მუჴლთ-მოდრეკით, მოყუსებითურთ ჩემით მრავალჟამ ტირილით. და აღვდეგ და ვყავ ლოცვაჲ დიაკონებისაჲ და ვთქუთ, ვითარცა განახლებასა თქჳან, და "მრწამსი" და "მაამო ჩუენოჲ". და იყვნეს თუალნი ჩუენნი ზეცად მიმართ მხედველ. და ვთქუთ "ერთ არსი" და რომელი შეუდგს მას. და იქმნა ნატეხი იგი პურად დიდად და წმიდად. და ვითარცა ვიხილეთ ესე, ვადიდებდით ღმერთსა და ვჰმადლობდით ესევითარისა საკჳრველებისათჳს, და ვეზიარენით მისგან და განვძლიერდით, მსგავსად სიტყჳსა მის განვახლდით და უფროჲს პირველისა განვძლიერდით და ვჭამდით მისგან ოც დღე, და მერმეცა, ვიდრემდის მოვედით სოფლად.
14. აბბა თეოდორე ასიელი, რომელი იყო პირველ მძოვარ უდაბნოსა წმიდისა იორდანისასა და გჳთხრობდა ჩუენ, ვითარმედ: ვიყავ მე ფილატრონს, რომელი-იგი არს მთაჲ ასიაჲსაჲ, ვ{ითარმე}დ მოვიდეს სივლაბნი სოფელსა ერთსა, რომელი იყო მათ ადგილთა, და შევიდეს ეკლესიად დღესა კჳრიაკესა. და იყო ყოველი ერი შეკრებულ ეკლესიად ჟამისწირვად. ხოლო აღესრულა ყოველი წესი ჟამისწირვისაჲ, და მღდელი აზიარებდა ერსა, და უნდა ბილწთა მათ, რაჲთამცა აღიტაცეს საიდუმლოჲ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ, წმიდაჲ და საშინელი. ხოლო მღდელი იგი ჭეშმარიტი აყენებდა მათ მსგავსად ძალისა თჳსისა. და ჰრქუეს მას მტერთა მათ ბოროტთა: რაჲსათჳს ესავთ ამას, ესე არს ღმერთი თქუენი? ხოლო მან ჰრქუა მათ: ჴორცი მისი არს ეგე, რომელი-იგი ჯუარს-ეცუვა ჩუენთჳს, იესუ ქრისტესი, მჴსნელისა ჩუენისაჲ, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ეცინოდეს მათ ბილწნი იგი და ჰრქუეს: არა გრცხუენისა თქუენ, რომელნი ესავთ ამას, რომელი-ესე განიხრწნების და იქმნების სკორე. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ იყოფინ ეგე წინაშე ღ{მრ}თისა, და არა ვერწმუნოთ, ვითარმცა ეგრეთ იქმნა ესე ხოლო ვითარცა ესმა ესე, აიძულეს მას, რაჲთა შეჭამოს ყოველი იგი ნაწილი, და მუნთქუესვე განუპეს მუცელი ცოცხალსავე, და არარაჲ პოვეს მისგანი ყოლადვე. და ვ{ითარც}ა იხილეს ესე, განკჳრვებამან შეიპყრნა იგინი ჭეშმარიტად საკჳრველისა მისგან საკჳრველებათაჲსა. და გამოვიდეს სოფლისა მისგან და არავინ წარიყვანეს მუნით, არამედ მსწრაფლ განვიდეს იგინი. ხოლო მწყემსმან მან ჭეშმარიტმან მისცა სული თჳსი უფალსა და შესწირვიდა მადლობასა, რომელმან ღირს ყო იგი სიკუდილსა მას წამებისასა.
15. მონაზონი ვინმე იყო ქოზიბას, და განვიდა უდაბნოდ დაყუდებად, და იქცეოდა იგი ფსალმუნებითა და ლოცვითა. ესმა მას, იტყოდეს რაჲ ეშმაკნი ურთიერთას: გუალე და მივისწრაფოთ სრბით სოფელსა რომელსამე (და იყო სოფელი იგი აბრამეანით კერძო), რაჲთა დავსცეთ მუნ ხუცესი სიძვითა, რამეთუ გამოსრულ არს მისთჳს ბრძანებაჲ, რაჲთა ხვალე მეორესა ჟამსა დღისასა მოკუდეს. და ვითარცა ესმა ესე ბერსა მას, რამეთუ იყო იგი მოწყალე, და მყის წარემართა სოფლად, სადა იყო ხუცესი იგი. და ვლო ღამე ყოველ. და ვითარცა იყო განთიად, ვითარ ერთ ჟამ დღისა მის, მივიდა მუნ და პოვა ხუცესი ეკლესიისაჲ მჯდომარე გარეშე კართა ეკლესიისათა. და შეეპყრა იგი ურვასა ფრიადსა. და ვითარცა იხილა იგი, აგონა, ნუუკუე იგი არს, და ჰკითხა მას და ჰრქუა: შენ ხარა ხუცესი ამის სოფლისაჲ? და მიუგო მას ძლით და ჰრქუა: მე ვარ. და ჰრქუა მას ბერმან: აღდეგ, რამეთუ მაქუს რაჲმე სიტყუაჲ საშინელი შენ თანა. ხოლო მან არა დაიჯერა წუხილისა მისგან, რომელსა შეეპყრა იგი. და ევედრა მას ბერი და აღადგინა და მიიყვანა ყურესა ერთსა ეკლესიისასა თჳსაგან და წარმოუთხრა მას, რაჲ-იგი ესმა ეშმაკთაგან. ხოლო მას, ვითარცა ესმა ესე, სულთ-ითქუნა დიდად ტირილით და ჰრქუა მას: ნეტარ თუმცა, ძმაო, უწინარეს ერთისა ჟამისა მოსრულ იყავ, რამეთუ აჰა ესერა უწინარეს მცირედისა ჟამისა მოვიდა აქა ქალი ერთი, რაჲთამცა აღანთო სანთელი კანთლისაგან, და დავეცი მის თანა სიძვითა. და ვითარცა თქუა ესე, დაეცა მეყსეულად და სულნი წარჰჴდეს. და ესე რაჲ იხილა ბერმან წმიდამან, შეიპყრა განკჳრვებამან და შიშმან, ვითარ-იგი ღმერთი მიუშუებს, და ვითარ ეშმაკნი მოსწრაფე არიან წარწყმედასა ზედა კაცთასა. და საცნაურ არს ესე, უკუეთუმცა არა არზანიგ ყოფილ იყო იგი ამას, არამცა ღმერთსა მიეშუა მის ზედა ეშმაკთა, რაჲთამცა ესევითარი შეამთხჳეს მას. აწ უკუე ყოვლითა მოსწრაფებითა და ყოვლითა ღონითა შეწევნასა თანა ღმრთისასა დავიცვნეთ თავნი ჩუენნი საყოფელთაგან ეშმაკთაჲსა, რომელ არიან დედანი, რამეთუ არარაჲ სხუაჲ ესევითარი აქუს საჭურველი ჩუენთჳს მბრძოლსა მას ნათესავისა ჩუენისასა, ვითარ იგინი, ხოლო ჩუენ თჳნიერ სიცონილისა მარადის ვითხოვდეთ ღმრთისაგან მოწყალისა, რაჲთა დაგჳცვნეს ესევითართაგან მახეთა ეშმაკისათა.
16. გჳთხრობდა აბბა სტეფანე, მთავარი მღდელი, თევდოსიწმიდელი, და თქუა, ვ{ითარმე}დ: არა მინდა ოდესმე ზიარებად მონასტერთა ჩემთა თანა, ვითარცა-იგი თქუენ, რამეთუ სახელ-სდებდეს ლოცვათა შინა დიდებულთა მეფესა კოსტანტინეს ურჩულოსა მორწმუნედ, რომელმან-იგი მოკლა ძმაჲ თჳსი და განდევნა სამართალი და ქმნა მრავალი ბოროტი. და მე ვერ მეძლო განსლვად გარე მონასტრისა უძლურებისაგან. და ყოველნი, რომელნი იყვნეს მონასტერსა შინა, ბრძანებაჲ მიიღეს მამასახლისისაგან, რაჲთა არა მომცენ პური, გინა მო-რაჲმე-მიტანონ ქალაქით. და ვიყავ მე დიდსა შინა იწროებასა და ჭირსა არამცირედსა, რამეთუ მრავალი ჟამი მაქუნდა უზიარებელსა. ხოლო ღამესა ერთსა ვიხილე ძილსა შინა, ვ{ითარმე}დ ვიყავ მე ეკლესიასა მდგომარე საფლავსა თანა წმიდათა მოწამეთასა და ვილოცევდ ტირილით. ხოლო არამრავლისა ჟამისა შემდგომად ვიხილე ჭეშმარიტად დედოფალი წმიდაჲ და ყოვლად ქებული და მარადის ქალწული ღმრთის მშობელი მარიამ, გარდამომავალი საკურთხეველით. და მოიწია ვიდრე ჩემდამდე. ხოლო მე ვიცან იგი და თაყუანის-ვეც. და მრქუა მე: რაჲ შეგემთხჳა? ხოლო მე წარმოუთხარ მიზეზი იგი ჭირისა ჩემისაჲ და ვარქუ, ვ{ითარმე}დ: არა მიც თჳნიერ ე[რ]თი ნაწილი, რომელსა-იგი ვესავ, რაჲთა ვეზიარო დღესასწაულსა ერთსა საუფლოსა. და განიღიმა და მრქუა მე: წარვედ და მოიხუენ კოლოფნი შენნი. და სრბით მოვიხუენ. და მიიხუნა იგინი და განახუნა ჴელითა თჳსითა და აღავსნა საბლარდნელისაგან თჳსისა. და მრქუა მე: მიიხუენ ესენი და ნუ გულსა გაკლს, არამედ იხილე და ნუ ვის აზიარებ ამისგან, რომელნი აჴსენებენ სახელსა მას, და რომელი ეზიაროს მათ თანა, იგი ეშმაკთა თანა ეზიარების. ხოლო მე აღვივსე სიხარულითა და აღვდეგ. და ვპოვენ კოლოფნი სავსენი ნაწილითა წმიდითა, ვითარცა-იგი ვიხილე ძილსა შინა. და იყო იგი სპეტაკ ფრიად, რომელ არასადა მიხილავს ეგევითარი ცხორებასა ჩემსა, რომლისაგან მარადის ვეზიარებოდეთ მე და მოწაფე ჩემი აბბა ბასილი, რამეთუ იგიცა მოხუცებულ იყო, ვიდრემდის მიუწოდა მას ღმერთმან და აღასრულა ცხორებაჲ ესე.
17. სერჯიოს მშჳდმან, დიაკონმან წმიდისა პავლესმან, გჳთხრა ესე და თქუა, ვითარმედ: რაჟამს მოკლა კოსტანტი მეფემან ძმაჲ თჳსი და გიორგი ერისთავი, და დღესა ერთსა მეყსეულად ერთბამად სრბით მიიწია ყოველი ერი ეკლესიას წმიდათა კოზმან-დამიანეთასა. და მეცა მივედ, რაჲთა ვიხილო, თუ რომლისა სახისათჳს ესრეთ სრბით მივიდეს მუნ. და ვითარცა შევედ ტაძარსა მას წმიდასა, ვპოვე ერი მრავალი, რომელნი ჴმობდეს კირიელესონსა, რამეთუ კანდელი იგი, რომელი იყო წინაშე საკურთხეველსა, იქმნა იგი სავსე სისხლითა. და ვითარცა ვიხილე ესე, ვჰგონებდ, ვითარმედ ღონისძიებითა რაჲთამე იქმნა ესრეთ, და სხუანიცა ჩემ თანა ეგრეთვე ჰგონებდეს. და ვიწყე ლალვად იკონომოსისა და ვარქუ: ჭეშმარიტად, თქუენ ძლით წარწყმედად არს ქალაქი ესე. ხოლო მან არა მომიგო სიტყუაჲ, არამედ სრბით მივიდა და მოიღო კანდელი იგი და სხუანი ორნი კანდელნი, რომელნი ეკიდნეს მას თანა. და დასთხინა იგინი წინაშე ჩუენსა და კუალად მუნვე დაჰკიდნა. და მყის, ვ{იდრ}ე ვიყვენით-ღა ჩუენ მდგომარე და ვხედევდით, და აჰა ესერა იწყეს სამთავე მათ, ვითარცა წყაროჲსაგან მდინარისა და აღივსებოდეს სისხლითა. და მოიხუნეს იგინი და წარსცნეს დასარწმუნებელად: ერთი მეფისა და ერთი დედოფლისა და მესამე პეტრე პატრეაქისა, რომელი-იგი იყო ძირითგანვე მისით იაკობი, და არა ხოლო თუ ესე სამნი კანდელნი, არამედ სხუანიცა საკურთხეველისანი და სხუათა ადგილთა ჩინებულთანი, რომელნი ეკიდნეს ტაძარსა მას შინა წმიდასა, იქმნეს ესრეთვე, ვიდრემდის ყოველთა უკჳრდა. და შეიპყრნა იგინი შიშმან ამის საკჳრველებისათჳს. და იყვნეს იგინი ძრწოლასა შინა და ზარსა მოლოდებითა რისხვისაჲთა. და არა ხოლო თუ ესე, არამედ გარეშე ქალაქსა ერთ გზის და ორ გზის პოვეს სისხლი ქუეყანასა ზედა, ვითარცა წჳმისაგან, რომელი არა ხოლო ერთმან და ორმან იხილა, არამედ მრავალთა.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon088.htm
No comments:
Post a Comment