18. გჳთხრობდა თევდორე ღმრთის მოყუარე, და მთავარ-დიაკონი დიდისა მოწამისა თევდორესი, რომელი-იგი არს გარეშე კართა ქალაქისათა იერუსალემს, და თქუა, ვითარმედ: ცოლი ზაქარია დიაკონისაჲ, რომელსა ერქუა ოქროვან, მოვიდა წმიდისა და სამ გზის სანატრელისა სოფრომი პატრიაქისა, იერუსალიმელისა, და შეასმენდა ქმარსა თჳსსა, ვითარმედ ისიძავს. ხოლო კაცმან მან ღმრთისამან ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო, ნეტარ თუმცა დაყოფილ იყვნეს ყურნი ჩემნი ჟამსა ამას და არამცა სმენილ იყო ჩემდა ესევითარი! და მოუწოდა ქმარსა თჳსსა და ჰკითხა მას, უკუეთუ ჭეშმარიტ არს, რაჲ-იგი ესმა მისთჳს. ხოლო მან უვარ-ყო საწყალობელმან. ჰრქუა პატრიაქმან დედაკაცსა მას, შემძლებელ ხარა ჩინებად, დედაკაცო? მრავალთა უწყიან ესე, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ხოლო ჩინებად ვერ შემძლებელ ვარ, რამეთუ არავის ჰნებავს, რაჲთამცა შეაყო თავი თჳსი ესევითარსა საქმესა. მას ჟამსა მიხედა დედაკაცმან მან ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: იხილე, ძმაო, და ნუ დასტკებნი სჳნდისსა შენსა, რომელ-იგი არს გონებაჲ მამხილებელი, და ჰგონებდე, ვითარმცა დაჰფარე იგი ღმრთისაგან, რომელი-იგი ჰხედავს ყოველსა და არარაჲ დაეფარვის გულის სიტყუაჲ ჩუენი. ხოლო უკუეთუ იცი რაჲმე ამისგანი, ნუ კადნიერ იქმნები შესლვად წმიდასა საკურთხეველსა, და უკუეთუ გონებაჲ შენი არა გამხილებს, აჰა ესერა არს წმიდაჲ საკურთხეველი, და თუ კადნიერ ხარ, შევედ მას. ხოლო დიაკონმან მან, რომელი-იგი იყო მიზეზი შესმენისაჲ ამის, არა განიზრახა განმკითხველი იგი გულისაჲ და თირკუმელთაჲ და ლირბად და ურცხჳნოდ შევიდა საკურთხეველად, და შემდგომად მცირედისა ჟამისა იქმნა იგი თავითგან ვიდრე ფერჴადმდე კეთროვან. და უჩუენა ღმერთმან დიდად ძლიერმან საკჳრველი ესე, რაჲთა არა კადნიერ იქმნეს კაცი, ვითარმცა შეურაცხ-ყო საქმე ღმრთისაჲ.
19. და ესეცა მანვე გჳთხრა და თქუა, ვითარმედ: სარკინოზნი უღმრთონი შემოვიდეს წმიდად ქალაქად, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისად, იერუსალემდ, მიშუებითა ღმრთისაჲთა სასწავლელად მედგრობისა ჩუენისა, რომელი აურაცხელ არს. და მუნთქუესვე სრბით მიიწინეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან კაპიტოლიონ, და შეიპყრნეს კაცნი, რომელნიმე იძულებითა და რომელნიმე ნეფსით განწმედად ადგილსა მის და აღშენებად წყეული იგი, რომელ არს სალოცველად, რომელი-იგი წოდებულ არს მათ მიერ მიძგითაჲ. და იყო მათ შორის იოვანე მთავარ-დიაკონი წმიდისა მოწამისა თევდორესი, რამეთუ იყო იგი ხუროებით მარმარილოჲსაჲ მომსხმელ, და შესცთა მათგან შესაძინელისათჳს ბოროტისა და წარვიდა ნებსით თჳსით საქმედ მუნ. და იყო მარჯუე ფრიად ჴელითა. და ვითარცა ცნა ესე კაცმან მან ყოვლად სანატრელმან, რომელი-იგი ვაჴსენეთ, წმიდამან სოფრომი, მიუვლინა მას დღესა პარასკევსა და მოიყვანა იგი და ევედრა მას, ვითარცა მამაჲ და მეძიებელი კრავთა მათ მეტყუელთაჲ, რომელი მისცნა მას ღმერთმან, რაჲთაა არა შეაგინნეს ჴელნი თჳსნი ყოლადვე, არამედ რაჲთა განეშოროს ესევითარსა საქმესა საძაგელსა. და დაარწმუნა მას და ჰრქუა, რამეთუ: წმიდაჲ აღდგომაჲ მოგცემს შენ საქმარსა, რაოდენცა გინდეს, და ფასსა ორ წილ, გარნა ნუ ხოლო ურჩ ექმნები მცნებასა ჩემსა. და თავსა თჳსსა ივნებ და ექმნები მიზეზ წარწყმედისა მრავალთა, რაჟამს ნეფსით თჳსით აშენებ ადგილსა მას, რომელი-იგი დაწყევა ქრისტემან, და შენ წინააღუდგები ბრძანებათა მისთა, რომელსა-იგი ვერვინ შემძლებელ არს წინააღდგომად მისა. და უკუეთუ არა, ვერ შემძლებელ ხარ საქმედ მუნ და ყოფად უღელსა მას ქუეშე, რომელსა განეწესე, რომელი-იგი არცაღა ერისკაცსა რომელი წოდებულ არს ქრისტეანედ, უღირს საქმედ მუნ. და ესრევე სახედ დიაკონნიცა, მოყუასნი მისნი, ევედრებოდეს მას. ხოლო მან ჟამსა მას აღუთქუა ფიცით და არწმუნა ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა, რაჲთა არღარა იქმოდის მუნ მიერითგან. და შემდგომად ორისა დღისა იპოვა იგი მუნვე, რამეთუ იქმოდა იგი ფარულად. ხოლო ვითარცა ეუწყა მისთჳს მწემსსა მას კეთილსა, აღიძრა გონებითა წარწყმედასა ზედა მისსა და აღიღო შური ფინეზისი, მიავლინა და მოუწოდა მუნთქუესვე. და ვ{ითარც}ა მახჳლითა, განგმირა იგი სიტყჳთა ღმრთისაჲთა და შეაჩუენა წმიდისა ეკლესიისაგან ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა. ხოლო შემდგომად შეჩუენებისა წმიდისა მის ღმრთისა მიერ შემწეობითა სარკინოზთაჲთა შევიდა მძლავრებით ეკლესიასა თჳსსა. ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა იქმოდა იგი მონასტერსა შინა, რომელსა ჰრქჳან შეყენებულთაჲ, წმიდასა მთასა, და დგა იგი ზედა კიბესა. და იყო განშორებულ ქუეყანისაგან ვითარ კაც ერთ. და შეუბრკუმა მას და შთამოიჭრა ქუეყანად, და აღმოვარდა ფერჴი მისი, და შეჰჴდა ტყავი და ჴორცი, და დაყო მრავალი ჟამი უძლურებასა შინა, და არარაჲ სარგებელ ეყო მას ჴელოვნებაჲ მკურნალთაჲ. მაშინ აღიარა მედგრობაჲ თჳსი და თქუა: არა თუ სხჳსა სახისათჳს შემემთხჳა ესე, არამედ ამის მიზეზისათჳს, რომელ ვყავ ურჩებაჲ მღდელთ-მოძღურისაჲ, და მოიწია ჩემ ზედა რისხვაჲ ესე, რომელსა არა აქუს ნუგეშინისცემაჲ. და ჰკითხა ვისმე ერთსა მოყუასსა მისსა ამისთჳს, რომელი იყო მოშიში ღმრთისაჲ, რომელმანცა წარმოგჳთხრა ესე, თუ რაჲ ეგების ყოფად. ხოლო მან აზრახა, რაჲთა მიავლინოს საფლავად წმიდისა მის და აღანთოს კანთელი და იცხოს მისგან წყლულსა მისსა, და ნეშტი იგი შესუას. და ყო ეგრეთ. და პოვა მცირედ ლხინებაჲ, ვითარმედ შემძლებელ იყო სლვად არგნითა. და კუალად კადნიერად ყო და დაავიწყდა მოწყალებაჲ ღმრთისაჲ. და შევიდა წმიდასა საკურთხეველსა და დასდვა ჴელი ტრაპეზსა ზედა, რამეთუ ვერ ეძლო ზე დგომად. და მცირედისა ჟამისა შემდგომად დაყროლდა წყლული იგი მისი და მოჰშჭამა (!) ფერჴი მისი ვიდრე ბარკლადმდე მისა და დაჰჴსნდა და მრავლითა ჭირითა მოკლა საწყალობელი იგი. აწ უკუე იხილე, ძმაო, რამეთუ არა შეჰგავს ურჩებაჲ სიტყუასა მღდელისასა, რომელ არს კურთხევაჲ, რაჲსაცა ზომისაჲ იყოს და უფროჲს ღა უკუე ესევითარისა მღდელთ-მოძღურისაჲ, რამეთუ არა იგი არს, რომელი შეჰკრავს, არამედ მით, რომელი-იგი იესუ ქრისტემან თქუა: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რომელი განჴსნეთ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. აწ უკუე ყოვლითა კრძალულებითა და ყოვლითა ძალითა ჩუენითა ვისწრაფოთ დაცვად სიტყუაჲ და მცნებაჲ მღდელისაჲ, რაჲთა არა ვიქმნეთ განკითხვასა ქუეშე მძიმესა, რამეთუ არა ცუდად კანონნი პატიოსანნი განიკითხვენ ესევითარსა, რამეთუ არა კაცთა შეურაცხ- ჰყოფენ, არამედ სულსა წმიდასა.
20. ორესტი, ხუცესი წმიდისა გიორგის მონასტრისაჲ, რომელი იყო ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ტაკინონ, მთათა ფემისათა, საჴელმწიფოსა ქუეშე ანტიოქიისასა, რომელ არს პისიდიისაჲ და ფრიგჳაჲსაჲ, გჳთხრობდა ესე, ვითარმედ: იოვანე, რომელი იყო სოფლისაგან ბონიტონით მათ არეთა, ესმა კოსტანტინეს შინა დიაკონისაგან ასიელისა, რომელი-იგი იყო მენავეთ მოძღუარი, რამეთუ ჰყიდდა იგი ტჳრთსა ნავისა თჳსისასა ვაჭარსა ვისმე. და ვითარ იგინი აცილობდეს ურთიერთას, თქუა მიმსყიდველმან მან: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ არა წარვიღებ თჳნიერ ესრეთ. და მეყსეულად დააგდო სასწორი დიაკონმან მან, რომელი ჰყიდდა და ჰრქუა: შემინდვე, არღარა ვჰყიდი ამიერითგან, რამეთუ მრავალნი განსაცდელნი შემემთხჳნეს სიტყჳსა მაგისთჳს. და შემდგომად მისა ევედრებოდა მას ფრიად მიმსყიდველი იგი, რაჲთამცა მიჰყიდა მას, და ვერღარა ხოლო ჩუენ ვჰკითხეთ მიზეზი იგი სიტყჳსაჲ მის. და იწყო თხრობად ჩუენდა და თქუა, ვითარმედ: ჩემსა ქუეყანასა იყო ეკლესიაჲ, რომლისაჲ ვიყავ მე დიაკონი. და იყო მას შინა ხუცესი. და იქმნა ჩუენ შორის მკსინვარებაჲ. და მე სიტყუასა უგებდი, და მან კრულ მყო და თქუა: კურთხეულ არს უფალი, კრულმცა ხარ საიდუმლოთაგან ქრისტესთა. ხოლო მე თავმოთნებითა ჩემითა განვძჳნდი და არად შევჰრაცხე სიტყუაჲ მისი. და მოიწია წმიდაჲ კჳრიაკე, წარვედ სხუად სოფლად, რაჲთამცა ვყავ მსახურებაჲ მუნ, რამეთუ იყო ხუცესი იგი მუნი მეგობარი ჩემი. ხოლო მან, ვითარცა მიხილა, სიხარულით შემიწყნარა, გამომკითხა და მრქუა: რომლისა მიზეზისათჳს იქმენ გარეშე ეკლესიისა შენისაგან ესევითარსა დღესა? ხოლო მე ვჰგონებდ, ვითარმედ საქმე ესე არარაჲ არს და ურცხუენელად წარმოუთხარ, ვითარმედ მკსინვარებაჲ იყო ჩემ შორის და ხუცისა, და კრულ-მყო. და ამის_ თჳს მოვედ აქა, რაჲთა ვყო მსახურებაჲ და ვეზიარო და დაუტეო იგი, რაჲთა განკფდეს. და ვითარცა ესმა ესე ხუცესსა მას, მრქუა მე: შემინდვე, უფალო, ოდეს მას კრულ-უყოფიე, ვერ ძალ-მიც შეწყნარებად შენდა. ხოლო მე არცაღა ესრეთ შევირცხჳნე, არამედ წარვიღე ძღუენი და წარვედ ეპისკოპოსისა ჩუენისა. ხოლო მან იკითხა ჩემთჳს და ცნა რაჲ იგი, არცა მან შემიწყნარა, არამედ მრქუა მე: მივედ ხუცისა შენისა და დაუმდაბლე თავი შენი, რამეთუ ვერ ეგების განჴსნაჲ სხჳსაგან, ვ{ითარც}ა კანონი იტყჳს, და ნუ აცთუნებ თავსა შენსა ცუდად. ხოლო მე მაშინ-ღა დავიჯერე, რამეთუ არა არს სხუაჲ თჳნიერ მისა, და მოვიქეც, რაჲთა ვევედრო მას, თანაშეწევნითა კაცთაჲთა. და ვიდრე მივიდოდე, რაჲთამცა ვყავ ესე, ვპოვე იგი, რამეთუ აღსრულებულ იყო. მას ჟამსა ვიიძულე წარსლვად მიტროპოლიტისა ჩუენისა, ხოლო მან წარმავლინა პატრიაქისა ბიზინტიად. და მას, ვითარცა ესმა მიზეზი ჩემი, წარმავლინა ჰრომედ და თქუა: გრწმენინ, შვილო ჩემო, რამეთუ ავნე სულსა შენსა ფრიად, რაჟამს არა დაუმდაბლე თავი შენი და დააჯერე, რაჲთა განგჴსნას ცხორებასა მისსა, რამეთუ არავინ შემძლებელ არს ამიერითგან განჴსნად შენდა, გარნა თუ პატრიაქი ჰრომისაჲ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა ეკლესიათა ღმრთისათაჲ, პეტრესთჳს, რომელმან-იგი მიიღო ჴელმწიფება ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაგან შეკრვად და განჴსნად, რომლისაჲ მიკჳრს, თუ ყოს ესე. ხოლო მე ვითარცა მესმა ესე, წარვედ ჰრომედ. და მან, ვ{ითარც}ა ცნა საქმე ჩემი, ყოლადვე არა თავს-იდვა ხილვაჲ ჩემი, არამედ მიბრძანა მთავარ-დიაკონისა მიერ და მრქუა: წარვედ წმიდად ქალაქად იერუსალემდ, ნუუკუე პატრიაქმან მუნმან შეუძლოს ადგილთა მათგან წმიდათა ვედრებად ღმრთისა განჴსნად შენდა, რომლისათჳს, არცა მისსა ვჰგონებ, ვითარმცა ყო ესე. და ამისა შემდგომად წარვედ იერუსალემდ და მოვედ პატრიაქისა და არცა მან შემიწყნარა, ა{რამე}დ წარმავლინა უდაბნოდ მამათა თანა მუნ მყოფთაა და თქუა: ნუუკუე ვინ იპოვოს მათგანი ღირსი და შეუძლოს ვედრებად ღმრთისა მოწყალისა და განგჴსნეს შენ ამის მძიმისა კრულებისაგან. ხოლო მე, საწყალობელი ესე, ვიდოდე ყოველსა მას უდაბნოსა, რომელსა მყოფ იყვნეს წმიდანი მამანი, და ვ{ითარც}ა მივიდი ერთისა, მიმავლინის მეორესა, და ეგრეთვე მან სხჳსა. და მრქუა მე მონაზონმან ვინმე: რაჲსა დაშურები ფრიად? უკუეთუ ბერი იგი წმიდაჲ, რომელი არს უშინაგანეს ჩუენსა, ვერ შემძლებელ არს განჴსნად შენდა, მაშინ უწყოდე, ვითარმედ ვერვინ შემძლებელ არს სხუაჲ ქუეყანასა ზედა ამას ყოფად. და ვევედრე მას ფრიად, რაჲთა მიმიძღუეს მისა. ხოლო იგი აღიძრა ღმრთისა მიერ ლმობიერად და წარმიყვანა. და ვითარცა მივიწიენით, ვპოვეთ ადგილი იგი, სადა იყოფოდა წმიდაჲ იგი ბერი, რამეთუ იყო საყოფელი მისი ქუეყანასა ქუეშე. და ვყავთ ლოცვაჲ და მუჴლთ-მოდრეკაჲ ფრიად და ვიტყოდეთ კირიელეისონსა მრავალ ჟამ. და მოუგო მონაზონსა მას, რომელი იყო ჩემ თანა, და სახელ-მდვა მე და თქუა: რაჲსა მოაშურე ძმაჲ ეგე, რომლისა ვერვინ შემძლებელ არს შეწევნად მისა? ხოლო იგი მეტყოდა: ნუ უსასო იქმნები, არამედ დაადგერ ვედრებასა ტირილით და მეცა ეგრეთვე დავადგრე. და მრავლისა ვედრებისა შემდგომად აღმოიხილა ჩუენდა ვითარცა ქუესკნელით. და იყო იგი შიშუელ, ხოლო შემოსილ იყო თმითა და იყო იგი სპეტაკ, ვ{ითარც}ა მატყლი. და მრქუა მე: რაჲ გნებავს, რაჲთა გიყო შენ? საქმე მძიმე ჰქმენ შენ, რამეთუ განარისხე ხუცესი შენი და არა თავს-იდევ სიმდაბლე. აჰა ესერა რაოდენი მოგივლიეს და რაოდენი შრომაჲ გიხილავს და არარაჲ სარგებელ იყავ. აწ არღა გიცნობიესა, ვ{ითარმე}დ არა კეთილ არს შეურაცხ-ყოფად სიტყუაჲ მღდელისაჲ? უფროჲს-ღა უკუეთუ ვინმე ღირსი იყოს წინაშე ღმრთისა, რამეთუ არა იგი არს შემკრველი და განმჴსნელი, ა{რამე}დ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან-იგი ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რომელი განჰჴსნეთ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. და ვინ შემძლებელ არს განჴსნად შენდა, რამეთუ იგი აღსრულებულ არს? ხოლო მოყუასმან ჩემმან თუალ-მიყვნა და დავვარდით ქუეყანასა ზედა ტირილით ვედრებად მისა. მაშინ გურქუა ჩუენ: დაადგერით აქა სამ დღე და ევედრენით ღმერთსა, რომელი-იგი ბუნებით არს მოყუარე კეთილისაჲ და წყალობისაჲ, ნუუკუე შეეწყალო და მოგხედოს შენ აურაცხელისა მოწყალებისა მისისათჳს. და შევიდა იგი ქუაბსა მას, რომელი იყო ქუეყანასა. ხოლო ჩუენ დავადგერით გარეშე. და შემდგომად სამისა დღისა გამოვიდა ქუაბით და გურქუა ჩუენ: აღდეგით, ძმანო, ლოცვად. და აღვდეგით, და იგიცა ჩუენ თანა. და ვილოცევდით მყოვარ ჟამ. და ვიხილეთ ჰაერთა შინა ცხედარი მომავალი. და იყო მას შინა ხუცესი იგი, რომელმან კრულ-მყო მე. მაშინ მრქუა მე კაცმან მან ღმრთისამან: იცნობა ამას? ხ{ოლო} მე მიუგე და ვარქუ: ჰე, მამაო. და მრქუა მე: ევედრე მას. ხოლო მე დაუვარდი მას და ვევედრებოდე ფრიად და ყ{ოვლა}დვე არა შეისმინა ჩემი. და ჰრქუა მას, რომელი-იგი ჭეშმარიტად მონაჲ არს ღმრთისაჲ: შეისმინე, მამაო, სიმრავლისათჳს მოწყალებათა ღმრთისათა და რომლისათჳს მოივლინე, შეიწყალე ესე, რამეთუ ფრიად დაშურა. მაშინ მრქუა მე ხუცესმან მან: რაჲ სარგებელ გეყო, ძმაო, რაჟამს ესრეთ განმამწარე, გარნა აწ მოწყალებისათჳს ღმრთისა და ვედრებისათჳს ამის წმიდისა მამისა და კადნიერებისა ამისისათჳს წინაშე ღ{მრ}თისა, კურთხეულ არს უფალი, ჴსნილმცა ხარ კრულებისაგან შენისა, წარვედ მშჳდობით ადგილსავე შენსა და ადიდებდ ღმერთსა. და ნუ ხარ შეურაცხისმყოფელ სიტყუასა მღდელისასა. და ვ{ითარც}ა ესე მრქუა მე, მეყსეულად მიიძინა ცხედარსავე მას ზედა. და აღმაღლდა იგი, ვ{ითარც}ა მოვიდა, და უჩინო იქმნა. მაშინ იწყო ბერმან სწავლად ჩუენდა და განკრძალვად და განმტკიცებად არა მცირედ, და წარმოვიღეთ ჩუენ თანა ლოცვაჲ მისი საგზლად და მოვიქეცით მშჳდობით და ვადიდებდით ღმერთსა მოწყალესა და მოყუარესა წყალობისასა. და მივედ ქუეყანასა ჩემსა, და არღარავინ შეიძნო მიერ ჟამითგან შეწყნარებაჲ ჩემი, არამედ ყოველთა, რომელთა მიიღიან ბრძანებაჲ, ესრეთ სიხარულით შეიწყნარეს, და კურთხეულ არს ო{ჳფალ}ი, რ{ამეთუ} ლნ ადიდნის მადიდებელნი თჳსნი, რომლისათჳს ვაკურთხევთ მას აწ და მარადის და ო{ჳ}კ{ოჳნით}ი ო{ჳ}კ{ოჳნისამდ}ე, ამენ.
21. და ჭეშმარიტად, დასარწმუნებლად და დასამტკიცებელად ამის პირველისა თავისა არა გუცონის მოთხრობად საკჳრველებისა მის, რომელი-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა იყო წმიდისა თევდორეს მიერ, რომელი-იგი იყო შეყენებულ, რომელსა ეწოდა სოკეონელი. წარმოვიღოთ შორის ესე, რომელი ჭეშმარიტად წმიდაჲ არს, და რომელი-იგი სიყრმითგან თჳსით იქმნა მონაჲ ღმრთისაჲ საკუთარი. და ამას ოდესმე ესმა მრავალთაგან, არა ხოლო მღდელთაგან, არამედ ერისა კაცთაცა უშიშად თქუმაჲ: კურთხეულ არს უფალი. და მრავალ გზის ევედრებინ და ასწავებნ ამისთჳს. და ვერ შეუძლო დარწმუნებად ნათესავსა კაცთასა, რომელნი ძნიად დაიჯერებენ. და დღესა ერთსა ესმა ერისა კაცისა ვისგანმე, იტყოდა რაჲ ამას სიტყუასა: კურთხეულ არს უფალი არარაჲსათჳს. მას ჟამსა ფრიად შეწუხნა იგი სიბრმესა ზედა და უგუნურებასა კაცთასა და ჰრქუა მსახურსა თჳსსა: წარვედ და მოუწოდე ყოველთა, რომელნი არიან აქა, და მომართუ მე ჭიქაჲ, სავსე წყლითა. და ვ{ითარც}ა ყო ესე და შეკრბეს ყოველნი, მაშინ მიიღო წმიდამან ჭიქაჲ იგი და თქუა: გნებავსა, რაჲთა უწყოდით, თუ რაჲ ძალი აქუს სიტყუასა მაგას? და მუნთქუესვე დასწერა ჯუარი ჭიქასა მას სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და აღაგდო წყალი ზე ჰაერსა და თქუა: კურთხეულ არს უფალი, დადეგ მანდა. და დაადგრა წყალი იგი ზე ჰაერსა და ეკიდა მყოვარ ჟამ წინაშე ყოველთა. და ყოველი იგი ერი ჴმობდა კირიელეისონსა, ვიდრემდის თქუა მან იგივე სიტყუაჲ: კურთხეულ არს უფალი, შთამოვედ! და შთამოვიდა. მაშინ-ღაა გულისხმა-ყვეს ძალი სიტყჳსაჲ მის საღმრთოჲსაჲ და ყოველნი დასცჳვეს მუჴლთ-მოდრეკით წინაშე მისა და ითხოვეს შენდობაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა მოიქცენ მიერითგან და დაიმარხონ სიტყუაჲ იგი.
22. და ესევე, რომელ ვაჴსენეთ, ძმაჲ საკუთარი ღმრთისაჲ აბბა თევდორე მითხრობდა, ვითარმედ: რაჟამს ვიყავ ბიზანტიას, მესმა კაცთა ღმრთის მოყუარეთაგან, ვითარმედ იმღერდეს ოდესმე ყრმანი ადგილსა, რომელსა ჰრქჳან სირჯიოს. და ქმნნეს მათგანნი ზოგნი ხუცად და რომელნიმე დიაკონად. მოიღეს პური და დადვეს ლანკანსა ზედა მსგავსად სეფისკუერისა, და რეცა თუ ჟამსა წირვენ. და ვ{ითარც}ა თქუეს "ერთ არსი," აღმაღლდა პური იგი ლანკნითურთ, და იპოვა იგი მდებარე საკურთხეველსა ზედა წმიდისა მარიამისსა, რომელ არს ურბიკისაჲ, და ესე სასწაული იქმნა განცხადებულად ყოველთა შორის. და მოიღეს და დადვეს პური ესე ნაწილსა თანა წმიდასა, რომელი-იგი მღდელთაგან ჭეშმარიტთა შეწირულ იყო. ხოლო ყრმანი იგი დაისწავლნეს აღნიშვნით ესრე სახედ. ხოლო ვითარცა აღიზარდნეს, და რომელი-იგი ხუცესი იყო, აკურთხეს იგი ხუცად, და დიაკონი _ დიაკონად, და წიგნის მკითხველი _ წიგნის მკითხველად ეკლესიასა მას წმიდისა ღმრთის მშობელისასა, რომელ არს ურბიკისაჲ.
23. კაცი ვინმე ვაჭარი დიამიტელი, სახელით სტეფანე, მოვიდა ჩემდა და მითხრა ესევითარი რაჲმე, ვითარმედ, _ ქალაქსა შინა სოზოსისასა ყრმანი მრავალნი ქრისტეანენი და ჰურიათან[ი] ჰმწყსიდეს საცხოვართა მათთა, და იმღერდეს ვ{ითარც}ა ჩუეულებაჲ არს ყრმათა ქრისტეანეთაჲ. და ყვნეს მათგანნი, რომელნიმე ხუცად, რომელნიმე დიაკონად და რომელნიმე მოწესედ ეკლესიისად, და იქმოდეს რეცა თუ სახესა წმიდისა ჟამისწირვისასა მიგუვებით. ხოლო ყრმაჲ ერთი ჰურიათაგანი მიუდგნ მათ და არა ჰნებავნ განშორებაჲ მათგან. ხოლო ყრმათა მათ ქრისტეანეთა განაძიან იგი და არა უტევებედ მათ თანა ვ{ითარც}ა ჰურიასა. ხოლო იგი მისდევნ მათ კ{უალა}დ და ეძიებნ, რაჲთა არა განეშოროს მათგან. და ჰრქუეს მას: უკუეთუ გნებავს ჩუენ თანა ყოფის, მოვედ, რაჲთა მოგნათლოთ შენ. ხოლო მან შეიწყნარა ესე სიხარულით. და რომელნი იყვნეს ნათესავთა მისთაგანნი, აყენებდეს მას ყოფად ამას. ხოლო უკუანაჲსკნელ მიიყვანეს და დაადგინეს ყრმაჲ იგი კიდესა ზღჳსასა, და აღასრულეს მის ზედა წესი ნათლის-ღებისაჲ, ვითარცა ასწავა მათ ღმერთმან, და ნათელ-სცეს ზღუასა მას შინა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲთა. და ერთმან მან ყრმათაგანმან მიიქუა იგი ნათლითა. და ესე საკჳრველი იქმნა ნებითა ღმრთისაჲთა. ხოლო ყრმასა მას მიერითგან არღარა უნდა, რაჲთამცა მივიდა მშობელთა თჳსთა თანა, არამედ ყრმათა თანა ქრისტეანეთა დაადგრის, და მივიდა მათ თანა წმიდასა ეკლესიასა ლოცვად. და ესე საქმე იქმნა განცხადებულად ყოველთა შორის. და ეძიებდეს მშობელნი ყრმისანი, რაჲთა წარიყვანესმცა იგი. ხოლო ყრმასა მას არა უნდა მისლვად მათ თანა, და არცა ქრისტიანენი მისცემდეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მივიდეს მსაჯულისა, და ბრძანა, რაჲთა მიეცეს ყრმაჲ იგი მშობელთა თჳსთა. ხოლო მათ წარიყვანეს მძლავრ სახედ თჳსა თჳნიერ ნებისა თჳსისა. მრავალი ღონე ყვეს და ვერ შეუძლეს დაყენებად მისა, რამეთუ ოდესმე სციან მას და ოდესმე ჰლიქნიდიან და ოდესმე დაპადიმრიან. და ამას ყოველსა თანა ვერ შეუძლეს დაყენებაჲ მისი. მაშინ განცჳფრდა მამაჲ მისი და განიზრახა ზრახვაჲ ჰურიაებრი და მივიდა მესაჴუმილესა თანა აბანოჲსასა. და მისცა დრაჰკანი ერთი და ჰრქუა მას: ღმრთისათჳს, მაგრიად და კეთილად განაჴურვე საჴუმილი ეგე და მწუხრი, ოდეს გინდეს დაჴშვად, მაუწყე მე, რამეთუ მნებავს რაჲმე შეწუვად მას შინა, და შექმენ თიჴაჲ, რამეთუ მინებს პირი საჴუმილისაჲ დაყოფის. ხოლო მან აღუთქუა ესე ყოფად და ყო ეგრე, ვ{ითარც}ა ჰრქუა მას. და იყო ჟამი მწუხრისაჲ, და აუწყა მას. ხოლო კაცმან მან შეიტკბო ძე თჳსი, რომელი იქმნა ქრისტიანე, რამეთუ სხუანიცა შვილნი ესხნეს. და არწმუნა, რაჲთა მიიყვანოს აბანოდ და დაბანოს. და ვ{ითარც}ა წარვიდეს, პოვეს საჴუმილი იგი განჴურვებული მაგრიად. და ევედრა მესაჴუმილესა, რაჲთა წარვიდეს. და ვითარ იხილა, რამეთუ არავინ არს მუნ, შეკრა ყრმაჲ იგი თჳსი და შეაგდო მას შინა, და დაუგოზა პირი მისი კეთილად და დაჯდა ჟამ ერთ. და მერმე აღდგა და წარვიდა. და ხვალისა დღე აღდგა და მივიდა მესაჴუმილე იგი. და განაღო პირი საჴუმილისაჲ, და პოვა ყრმაჲ იგი, ვითარცა საყდარსა ზედა მჯდომარე; რამეთუ მეყსეულად, რაჟამს შთააგდო ყრმაჲ იგი, დანელდა საჴუმილი იგი, ვ{ითარც}ა იყო სამთა ყრმათა წმიდათა ზედა ძალითა ძლიერისა ღმრთისაჲთა, ჴმა-ყო და გამოიყვანა ყრმაჲ იგი და მიიყვანა ეკლესიად. და შეკრბეს ყოველნი ქრისტეანენი და მივიდეს მსაჯულისა და უთხრეს, რაჲ-იგი იყო. ხოლო იგი განკჳრდა ამას ზედა და ადიდა ღმერთი, მიავლინა და მოუწოდა მამასა მის ყრმისასა და წარჩინებულთა ჰურიათა. ხოლო იგი საწყალობელი არა დაიფარა, არამედ ჰგონებდა, ვითარმედ არარაჲ იპოვოს ყოლადვე ყრმისაჲ, მის, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ უფროჲს ზომისა განჴურვებულ იყო საჴუმილი იგი. და შემდგომად მისა აღიარა, რამეთუ ვერ ეგებოდა მისგან დაფარვაჲ მას ჟამსა, რამეთუ საქმე იგი განცხადებულ იყო ნებითა ღმრთისაჲთა და თქუა, ვითარმედ: გრძნებითა ქრისტეანეთაჲთა არა დაიწუვა ყრმაჲ ესე. და ვითარცა ესმა ესე მსაჯულსა მას, აჰა ესე არს, რომელმან-იგი მაშინ აღაგზნა და აწცა მანვე აღაგზნეს, და შენცა ყავ გრძნებაჲ, რომელი გნებავს, და შევედ შენ და ორნი ძენი შენნი საჴუმილსა მას, და უკუეთუ განერნეთ, დავირწმუნოთ, ვითარმედ იგიცა გრძნებითა განერა. ხოლო სხუანი იგი ჰურიანი ევედრებოდეს ფრიად ამისთჳს და აღუთქუეს ქრთამად ოქროჲ დიდძალი და ვერ შეუძლეს დარწმუნებად, არამედ განაჴურვეს საჴუმილი იგი ფრიად და შეაგდეს იგი და ძენი მისნი მას შინა. და არცაღა თუ ძუალი მათი იპოვა ყოლადვე. მაშინ სირცხჳლეულ იქმნნეს, რომელნი-იგი ჭეშმარიტად ჰურიანი იყვნეს. ხოლო ქრისტეანეთა წარიყვანეს ყრმაჲ იგი უშიშად და კმა-ყვეს ნათლის-ღებაჲ იგი ყრმათაჲ საკჳრველისა მისთჳს საკჳრველებათაჲსა, არამედ სცხეს მას წმიდაჲ მირონი და შეჰმოსეს მას სამოსელი სპეტაკი და მიიყვანეს მათ თანა ეკლესიასა ღ{მრ}თისასა და ადიდებდეს ღმერთსა.
24. აბბა სჳმეონ ალოვანელი არამცირედსა ჟამსა იყო ჩემ თანა და მითხრობდა მე საკჳრველებათა მრავალთა ღმრთისათა, და პირველი _ წმიდისა ზაქარიაჲსთჳს, რომელი იყო პატრიაქი იერუსალემისაჲ, ვითარმედ: რაჟამს იყო ტყუეობაჲ იგი საშინელი სპარსთაგან უღმრთოთა ქალაქსა წმიდასა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, და წარიღეს ძელი იგი წმიდისა ჯუარისაჲ განმაცხოველებელი, და ნებითა თჳსითა პატიოსანი ესე კაცი წარვიდა, რამეთუ აღირჩია სიკუდილი, ვიდრე ცხორებაჲ, ვინაჲთგან წარიღეს ძელი იგი თაყუანის-საცემელი. და ესე წარვიდა ძელსა მას თანა წმიდასა ხუასრო მეფისა მის სპარსთაჲსა. და დიდსა პატივსა უყოფდეს თჳთ მეფე და მთავარნი მისნი მოწყალებითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ყოველსა ჟამსა პატივ-სცემს და ადიდებს მათ, რომელნი ჭეშმარიტად პატივ-სცემენ მას, ვ{ითარც}ა თქუა სიტყუამან საღმრთომან: ვადიდნე მადიდებელნი ჩემნი. რამეთუ იპოვა დედაკაცი ვინმე ცოლთა შორის ხუასროჲსთა, რომლისა მიერ პატივცემულ იქმნა ძელი იგი წმიდისა ჯუარისაჲ. და კაცი ესე წმიდაჲ პირველ მოჴსენებული, რამეთუ იყო იგი სახელით ქრისტეანე, ხოლო იყო იგი წვალებისაგან ნისტორის უღმრთოჲსა და მოძულებულისა ღმრთისა მიერ, და ევედრა მეფესა და მიიღო ძელი იგი წმიდისა ჯუარისაჲ ეგრეთვე დაბეჭდული პატრიაქისაგან და სხუანი წარტყუენულთაგანნი, რომელთაჲ ინება მან. პალატად თჳსა წარიყვანა და მისცა მათ ადგილი კეთილი და დაყუდებული. და დიდსა პატივსა უყოფდა და ძღუენსა მიუძღუანებდა მათ და საკუმეველთა სულნელთა და სანთელსა ფრიადსა, და ყოველსა საჴმარსა უხუებით მისცემდა მათ. და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა კაცთა ვიეთმე ჰურიათა აქუნდა კადნიერებაჲ წინაშეე მეფისა, და ეშმაკისა მიერ, კეთილისმოძულისა, აღიშურვეს მათ პატივისა მისთჳს, რომელსა უყოფდეს ყოველნი, და შეასმინეს იგი და თქუეს, ვითარმედ ისიძავს. და ქალსა ვისმე საწყალობელსა, რომელსა-იგი მათ ჟამთა ოდენ ეშვა, აღუთქუეს ფასი და დააჯერეს, რაჲთა წმიდაჲ იგი შეასმინოს. ხოლო მეფემან მოუწოდა წმიდასა მას და მისცა იგი განსაკითხავად მსაჯულთა. და აღდგეს ჰურიანი იგი, წინააღმდგომნი ღმრთისანი ქალითურთ, ჴმობდეს და დაამტკიცებდეს, ვითარმედ ყრმაჲ იგი, რომელი აქუნდა, მისი არს. და იყო ყრმაჲ იგი ვითარ ათხუთმეტისა დღისაჲ. ხოლო ქალი იგი ფ{რია}დ ჴმობდა მრავალ ჟამ. ხოლო წმიდაჲ იგი დგა განშორებულად მსაჯულთაგან და მიყრდნობილ იყო არგანსა თჳსსა და მრავალ ჟამ დუმნა. ხოლო მსაჯულნი იგი ეტყოდეს, რაჲთა მიუგოს მათ სიტყუაჲ. მაშინ მოითხოვა ყრმაჲ იგი და მიიქუა ჴელთა თჳსთა ზედა და ჰკითხა წინაშე ყოველთაჲსა. და დასწერა ჯუარი პირსა მისსა და ჰრქუა მას: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, თქუ, ყრმაო, ჭეშმარიტად, მე ვარ მამაჲ შენი? და მოუგო ვ{ითარც}ა სრულმან კაცმან და თქუა: ნუ იყოფინ! და ესმა ესე ყოველთა, რომელნი იყვნეს მუნ. და შეიპყრნა იგინი განკჳრვებამან საკჳრველებისა მისთჳს, რომელი იქმნა ღმრთისა მიერ. ხოლო ესმა რაჲ ესე მეფესა მსაჯულთაგან, უფროჲს-ღა შესძინა პატივის-ცემად მისა და ეპყრა იგი ვ{ითარც}ა წინაწარმეტყუელი.
25. და სხუაჲ ამისვე მსგავსი გჳთხრა მანვე სჳმონ ამის წმიდისა პატრიაქისათჳს, ვითარმედ: მთავრისა ვისიმე მის ქუეყანისა ცოლი იყო ბერწ, და მრავალთა გრძნეულთა მისანთა სთხოვდა, რაჲთა მოსცენ შვილიერებაჲ. და ვერ მიიღი თხოვაჲ თჳსი. ხოლო ქმარი მისი მოვიდა სარწმუნოებით კაცისა მის ღმრთისა, პირველ მოჴსენებულისა, და ევედრა მას, რაჲთა მოსცეს მათ ღმერთმან შვილი ლოცვითა მისითა. ხოლო მან არა თავს-იდვა, არამედ თქუა, ვითარმედ: მე ცოდვილი ვარ. ხოლო დაადგრა ვედრებასა მრავალ ჟამ. მაშინ დადგა აღმოსავალად კერძო წინაშე წმიდისა მის ძელისა და ყო ლოცვაჲ და თაყუანის-ცემაჲ. და მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი წინაშე მის კაცისა და მისცა იგი მას და ჰრქუა: წარიღე ესე და მიართუ ცოლსა შენსა და არქუ მას, რაჲთა იცხოს და სუას ამისგანი. ხოლო მან წარსცა მუნთქუესვე წყალი იგი. და ვ{ითარც}ა მიიღეს, ჰკითხა დედაკაცმან მან: რაჲ არს ესე? და ესმა ჭეშმარიტი. ხოლო მან შეურაცხ-ყო იგი და ბრძანა, რაჲთა დასთხიონ. და ვ{ითარც}ა მოვიდა ქმარი მისი, იწყო ბრალობად დედაკაცმან მან საწყალობელმან და თქუა: ნაბანი ესევითარისაჲ ჯერიყოა შენდა, რაჲთამცა წარმოეც ჩემდა შესასუმელად? ხოლო მას, ვ{ითარც}ა ესმა ესე, ჰრქუა მას: და არა ჰსუ მისგანი და არცა იცხე? და თქუა მან: არა, არამედ ვბრძანე, რაჲთა დაითხიოს. და ჰკითხა მას: სადა დაითხია იგი? და წარვიდა და პოვნა ორნი ყუავილნი მას ადგილსა, რამეთუ მყის აღმოსცენდეს. და მოიხუნა იგინი და მიართუნა ცოლსა თჳსსა და ჰრქუა მას: ჰხედავა, საწყალო, ვითარ შურად აღუდეგ თავსა შეენსა? რამეთუ ღმერთსა ენება შეწევნაჲ ჩუენი, და უკუეთუმცა გენება და შეგესუა, ესევითარნი ყუავილნი, ორნი ყრმანი, შობად გესხნეს. არამედ არცა ღირს იყავ, და ამისთჳსცა ვერ მიეთხჳე ნებასა შენსა. ხოლო იგი აბრალებდა თავსა თჳსსა ფ{რია}დ განძჳნებასა და ამპარტავანებასა ზედა თჳსსა და არარაჲ სარგებელ ეყო მას, არამედ უნაყოფო დაადგრა ვიდრე აღსასრულადმდე მისა.
26. და მანვე გჳთხრა, ვითარმედ: თავმან ხუცისა სოფლისა ჩემისამან მითხრა, ვითარმედ ჭაბუკი ვინმე სპარსი შემოვიდა სახედ ჩემდა და იხილა ტაძარსა ჩემსა შინა ხატი წმიდისა ღმრთის მშობელისაჲ და მრქუა მე: უწყია, რაჲ არს ხატი ესე? და ვარქუ: ჰე. მაშინ მრქუა მე: ჭეშმარიტად, თქუენ არა უწყით, გარნა მე ჭეშმარიტად უწყი ძალი მისი. მიუგე და ვარქუ მას: და ვითარ შენ წარმართი ჩუენსა უფროჲს მეცნიერ ხარ? და მრქუა მე, ვ{ითარმე}დ: ჟამთა ხუასრო მეფისათა მივედით ქართლად. და იყო ქალი ერთი სახლსა მას შინა, რომელსა ვიყავ მე, და დავსხედით მე და იგი სიმღერად ვაშლითა, რამეთუ ვესროდით ურთუერთას. და ერთ კერძოსა მას, რომელსა ვიყავ მე, იყო მუნ ხატი ესევითარი მდგომარე. და მტყორცა ქალმან მან მრავალ გზის, და ეცა ერთ გზის ვაშლი იგი ხატსა მას. და მუნთქუესვე დაეცა ქალი იგი პირსა ზედა თჳსსა, ეშმაკისაგან იშთვებოდა და პეროოდა და სხუასა მრავალსა იქმოდა ბოროტსა, ვ{ითარც}ა-იგი ეშმაკეულნი და გრძნეულნი. და მრავალნი მკურნალნი მოვიდეს და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა, ვიდრემდის მოვიდა ქრისტეანე ვინმე და ცნა მიზეზი იგი. და მოუწოდა მღდელსა მუნსა ქრისტეანესა და ჰრქუა მას: ყავ ლოცვაჲ საწყალობელსა ამას ზედა. და დასდვა ხატი იგი მის ზედა და მუნთქუესვე განიკურნა ეშმაკისა მისგან. აღდგა და ადიდებდა ღმერთსა, რომელი-იგი იშვა ქალწულისაგან მიუწდომელად, და მიერ ჟამითგან ფრიად პატივ-სცემდა ხატსა მას და ითხოვნ შენდობასა ცოდვათასა.
27. ძმამან გიორგი, ქალაქით სუნადით, გჳთხრა, ვითარმედ: ქალაქსა შინა ფილამილიოჲთ მთასა მას პისიდისასა ხუცესი ვინმე დგა ჟამისწირვად. და შევიდა ვინმე მოძმეთა მისთაგანი ეკლესიად, ჴმობდა და იტყოდა, ვითარმედ: ყრმაჲ შენი მგელთა წარიღეს. ხოლო იგი არა შეშფოთნა ყოლადვე და არცა განეშორა წმიდასა საკურთხეველსა, და არცა აღმოთქუა სიტყუაჲ თჳნიერ სიტყუათა ჟამისწირვისათა, ვიდრემდის აღასრულა შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ და განუტევა ერი მშჳდობით. და აკრიბა ნაწილი იგი ნეშტი წესისაებრ და დაჰკრძალა სამოსელი საკურთხეველისაჲ. და მაშინ-ღა იკითხა, თუ სადაჲ წარვიდეს მგელნი იგი, რომელთა აღიტაცეს ყრმაჲ ჩემი? იწყო დევნად ხუცესმან და პოვნა იგინი შორს, ვითარ ორით მილიონით. და სხდეს იგინი კლდესა ქუეშე გარემოჲს ყრმასა იმიერ და ამიერ, და საშუალ ყრმა იგი იმღერდა ქჳშითა, და არა იყო მის თანა ვნებისაგანი ყოლადვე. დიდებაჲ შენდა, კაცთმოყუარეო უფალო, რომელი პატივ-სცემ და ადიდებ, რომელთა მცნებაჲ შენი წმიდაჲ უფროჲს ყოველთა ნათესავთა და შვილთა მათთა შეიყუარეს.
28. თევდორე ეპისკოპოსმან მითხრა ესევითარი რაჲმე, ვითარმედ: ჟამთა არკადის წმიდისა მთავარ-ეპისკოპოსისათა ხუცესი ერთი გრძნეული შეიპყრეს ორთა დიაკონთა თანა გრძნეულთა. და იწყო მთავარმან მან გუემად მათა, რაჲთა აღიარონ. და მრქუა მთავარ-ეპისკოპოსმან: წარვედ, ძმაო. და ყავ, რაჲთა გამოჰკითხოს მთავარმან იძულებით ყოველი ჭეშმარიტად. და მე ვარქუ მთავარსა, რაჲთა გამოკითხოს, ვინაჲთგან იქმნნეს ამას წარწყმედა[სა] შინა. და ვითარ ა[რა] შეიშინეს ღმრთისა, ოდეს იყვნეს ამას მოწესეობასა შინა და ჰმსახურებდეს, და ნუუკუე გამოეცხადის რაჲ ჟამთა შინა, რამეთუ მე არა დავიჯერებ, ვითარმცა ღმერთმან არა ამხილა მათ დაბადებულთა თჳსთათჳს. და ვ{ითარც}ა ჰკითხეს მათ, თქუეს მათ, ვითარმედ ხუცესსა მას აქუს ათხუთმეტი წელი, ხოლო ამათ: ერთსა ექუსი წელი და მეორესა ოთხი. და შეუდგინა სიტყუაჲ ესე ხუცესმან და თქუა, ვითარმედ ვიდრე ექუს წლადმდე არარაჲ ვიხილე. და შემდგომად ექუსისა წლისა ვიდრე სიწმიდისა შემოყვანებადმდე მიტევიან და აღვასრული ყოველივე წესისაებრ. ხოლო ოდეს შემოვიდის სიწმიდე, მუნთქუესვე ვიხილე კაცი სპეტაკითა მოსილი, საშინელი ხილვითა, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ მითხრობად ხატსა მისსა. მოვიდის და შემკრის და დამადგინის ყურესა ერთსა თჳსაგან, და დადგის იგი და ყოველივე აღასრულის მსახურებაჲ საიდუმლოჲსაჲ და აზიარის ერი. და ყოველივე აღასრეულის ვიდრე განტევებადმდე ერისა. და ვ{ითარც}ა ერი განუტევის, მოვიდის და განმჴსნის მე, ხოლო მეცხრესა წელსა ვ{ითარც}ა შევიდი კართა ეკლესიისათა, მეყსეულად მოვიდის და გამძარცუვის სამოსელი ჩემი, და შემკრის და დამადგინის ერთ კერძო და ყოვლადვე არა მიტევის შესლვა საკურთხეველად. და მე ვჰკითხე მათ მთავრისა მიერ უკუეთუ ეზიარი? და თქუა, ვითარმედ: მე ესრე ვაჩუენებდ წინაშე კაცთა, თუ ვ{ითარმე}დ ვეზიარებოდე, ხოლო არა ვეზიარებოდე. და ამისთჳსცა განცხადნა საქმე ჩემი, რამეთუ ერთმან ხუცესმან მიმხადა მე სახედ თჳსა, და ვ{ითარც}ა ვეზიარებოდეთ და ვერ ეგებოდა ჩემგან, ვითარმცა არა მოვიღე ნაწილი, და ვერ ვიმარჯუე, რაჲთამცა დავდევ ფეშხუენსა ზედა ჩუეულებისაებრ ჩემისა, არამედ მოვიღე და დავმალე საჴელსა შინა ჩემსა. და გამოვედით ეკლესიით და წარვიდოდეთ ხუცისა მის, რომელმან-იგი მიმხადა მე, და დავაგდე იგი გზასა ზედა ერთ კერძო. და იყვნეს ადგილსა მას ღ[ე]რღედნი და გარე-მოადგეს მას და იწყეს ჴმობად, და მრავალთა განასხნეს. ხოლო იგინი მუნვე შეკრბიან და ჴმობედ, ვიდრემდის მივიდა ერთი ვინმე ადგილსა მას, რაჲთა იხილოს, თუ რაჲსათჳს ესრეთ ჴმობენ. და პოვა მუნ წმიდაჲ იგი ნაწილი და იკითხა: ვინაჲთ მოჴდა ესე აქა, ანუ ვინ განვლო გზაჲ ესე? და თქუეს, რომელნი დაემთხჳნეს მას ადგილსა ჩემთჳს. ხოლო იგი სრბით მოვიდა და შემიპყრა მე და მიმცა მსახურთა ეკლესიისათა და მათ აღსაარებად მცეს და განმძარცუეს სქემაჲ ჩემი და მიმცეს განკითხვა[დ], ვ{ითარც}ა ესე მხედავთ. ვითარცა აღიარა ესევითარი და სხუაჲცა მრავალი წარმოთქუა, და მოყუასთა მისთა (?). და წარვედ მე მთავარ-ეპისკოპოსისა, ხოლო მსაჯულმან მან განბჭეო მათ ზედა, რაჲთა ხუცესი იგი დაწუან ცეცხლითა, ხოლო დიაკონნი იგი მისცენ მახჳლსა და თავები მოეკუეთოს. და ეგრეთცა ეყო.
29. მონაზონი ვინმე, სახელით ამბაკუმ, გჳთხრობდა დემეტას, რომელ არს ეგჳპტისაჲ: ვ{ითარმე}დ ვპოვე წიგნი და ვიკითხევდ მას შინა და ვპოვე, ვითარმედ მონაზონი ვინმე, სახელით ელპიტი, იყო სენაკსა თჳსსა, და ჰბრძოდა ეშმაკი მოწყინებისაჲ. და ვითარცა დაადგრა ბრძოლაჲ ესე მის ზედა, აღდგა და წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა, რომელსა ჰრქჳან ალოს, და იქცეოდა მას შინა. და იხილა ვინმე შიშუელი ფრიად, ბერი. და ვითარცა იხილა მან, იწყო სივლტოლად. ხოლო ელპიტი სდევდა მას გულსმოდგინედ. და დადგა იგი ლოცვად. და შემდგომად ლოცვისა ჰრქუა მას: რაჲსათჳს მოხუედ აქა, გინა რაჲსაჲჳს თავს-იდევ ესოდენი შრომაჲ? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ეშმაკი მოწყინებისაჲ მბრძოდა სენაკსა შინა ჩემსა და აღვდეგ და გამოვედ უდაბნოსა ამას ლოცვად და ვიქცევი, რაჲთა წარვიდეს ეშმაკი მოწყინებისაჲ ჩემგან. და განვიზრახე, ნუუკუე ვინმე ვპოვო მონათაგანი ღმრთისათაჲ,რაჲთა ლოცვა-ყო[ს] ჩემთჳს. და აჰა ესერა ღმერთმან მოწყალემან უგულებელს-ყვნა ცოდვანი ჩემნი და მომივლინა მე სიწმიდე შენი. გარნა წყალობა ყავ ღ{მრ}თისათჳს და ლოცვა-ყავ ჩემთჳს, შემიწყნარე, რაჲთა ვიყოფვოდი შენ თანა. ხოლო მან თქუა: ესე ვერ ეგების ყოფად, რამეთუ არა მოგეცემის ღმრთისა მიერ. მაშინ ჰრქუა მას ელპიტი: გევედრები, შენ, რაჲთა მაუწყო, ვითარ მოხუედ აქა და რაოდენი ჟამი გაქუს, და რაჲ ნიჭი მოგცა შენ ღ{მერ}თ{მა}ნ? ხოლო მან მოსწრაფედ ჰრქუა მას, რომლისა მიზეზისათჳს მოვედ აქა, გინა რომლისა სახისათჳს ესე საცნაურ არს, რამეთუ ცოდვილ ვარ და მოვედ რაჲთა ვიჴსნა სული ჩემი ცოდვათაგან. და ღმერთმან კაცთ მოყუარემან ინება და მომიძღუა სიგლახაკესა ჩემსა და მაქუს სამეოცდაათი წელი და უფროჲს, და არა მიხილავს ხატი კაცისაჲ დღესამომდე. ხოლო უწინარეს მცირედისა ჟამისა ამიმაღლდა გონებაჲ ჩემი ეშმაკისა მიერ კეთილის მოძულისა, ვითარმედ მიწევნულ ვარ საზომსა უფროჲს ყოველთა კაცთასა, და ნებითა ღმრთისაჲთა შემიჴდა მე გულის სიტყუაჲ, რაჲთა ვევედრო მე ღმერთსა, თუ ვისსა საზომსა მიწევნულ ვარ, ანუ თუ არს ვინ საზომსა ჩემსა ქუეყანასა ზედა. და ვევედრე ღმერთსა მჴურვალედ. და დღესა ერთსა მეშჳდესა მოიწია ჩემდა ჴმაჲ უჩინოჲ და მრქუა, ვითარმედ სერჯის თანა არს საზომი შენი, რომელი-იგი არს ალექსანდრიას, მჯდომარე ყოველთა შესაკრებელსა. ხოლო მე შევწუხენ ფრიად და ვარქუ თავსა ჩემსა: ვაჲ შენდა, პურე, საწყალობელო, რამეთუ აჰა ესერა რაოდენი წელი გაქუს მსახურებასა ქრისტესსა ესევითარითა შრომითა და ჭირითა, და აჰა ესერა შეირაცხე ყოველთა შესაკრებელისა მის თანა. და გულის სიტყუამან ამპარტავანებისამან მრქუა მე, ვითარმედ: ჴმაჲ ესე მტერისაჲ არს. და ამისგან არა დავიჯერე, და კუალად დავადგერ შჳდ დღე ვედრებასა. და მესმა იგივე ჴმაჲ, ვითარმედ: გარქუ შენ, საზომსა სერჯი ალექსანდრიელისასა მიწევნულ ხარ. მაშინ ვარქუ თავსა ჩემსა: უკუეთუ ესრეთ ნებავს ღმერთსა, არა დავჯდე, ვიდრემდის არა ვიხილო, თუ ვინ არს, გინა თუ რაჲ არს საქმე მისი. მაშინ წარვედ ალექსანდრიად ქალაქად და ვიკითხე. და მიჩუენეს მე იგი, ჯდა რაჲ იგი ურაკპარაკსა მეძავთა თანა. რამეთუ იცინოდა და განსცხრებოდა და იმღერდა, და ზოგნი მეძავნი შევიდიან და ზოგნი გამოვიდიან, რამეთუ იგი იყო ზედა ყოველთა მეძავთა. და ვ{ითარც}ა შევედ ყოველთა შესაკრებელსა მას, და ვიკითხე, უკუეთუ იგი არს სერგი? და მრქუა: მე ვარ. მაშინ ვარქუ მას: მინებს, რაჲთა ვყო შენ თანა სიყუარული. და მრქუა მე: კეთილ, დაჯედ. და უბრძანა მექულბაგესა, და მოიღო რაჲ იგი, ჭამის მუნ, და ვიიძულე შემდგომად ესოდენთა წელთა ჭამად მისგან სიყუარულისათჳს ღმრთისა. და განვიზრახევდ, უკუეთუ ღმერთსა ჰნებავს, რაჲთა შემრაცხოს ამის თანა, უკუე ჯერ-არს ჩემდა, რაჲთა ვყო სიყუარული მის თანა. და ვ{ითარც}ა გავნძეღით და გამოვედით, ვჰკითხე მას, უკუეთუ უდგს მუნ სახლი. ხოლო მან თქუა: ჰე. და ვარქუ მას: მიგუალე სახედ შენდა, რამეთუ მნებავს სიტყუად შენდა რაჲმე. ხოლო მან განმგმო, ნუუკუე ვიძლიე ეშმაკისაგან და მინებს ცოდვის. და მომხედა თუალითა ბოროტითა და მომიძულა გონებასა თჳსსა, და დაუკჳრდა, რამეთუ ვითარ ესოდენსა სიბერესა და ამას ხატსა ვიძლიე ამით გულის სიტყჳთა, ვითარ-იგი უკუანაჲსკნელ მითხრა მან. და მივედით სახედ მისა და ვყავთ სიყუარული. და ვარქუ მას: ღმრთისათჳს, უწიწველად მითხარ ცხორებაჲ შენი და რომელი კეთილი ჰქმენ? ხოლო იგი განკჳრდა სიტყუასა მას ზედა და მრქუა მე: კაცო ღმრთისაო, აჰა ესერა ვიპოვე ურაკპარაკსა შინა მეძავთა თანა ჭამასა და სუმასა და განცხრომასა, რამეთუ მე ვარ მათ ყოველთა ზედა და თჳნიერ ჩემსა ვერვინ მიეახლების მათ, არამედ მრქჳს მე, და რომელიცა ჰნებავ[ს], მივსცი მას. და აქამომდე იკითხავ ცხორებასა ჩემსა, რამეთუ აჰა ესერა თჳთ თუალითა შენითა გიხილავს და რაჲსა-ღა გნებავს სხუაჲ ცნობის? ხოლო მე დავადგერ ფრიადითა ვედრებითა და ფიცითა, რაჲთა არარაჲ დამიფაროს, უკუეთუ ყო სადამე კეთილი. და კუალად უთხარ მას ჴმაჲ იგი, რომელი მოვიდა ჩემდა ზეცით. მაშინ დაუკჳრდა კაცთ-მოყუარებაჲ ღმრთისაჲ და სულთ-ითქუნა დიდად და თქუა: შემინდვე მე, ძმაო, უკუეთუ ესე ესრეთ არს, მოვიჴსენე, რამეთუ ერთ გზის ჩუეულებისაებრ ჩემისა შევედ ურაკპარაკსა და ვიხილე დედაკაცი ერთი ფრიად ქმნულ-კეთილი, და ქსოვდა იგი ფასითა. და გულმან მითქუა მისთჳს და ვარქუ დედაკაცსა მას, რომლისა თანა ქსოვდა: ვინაჲ არს დედაკაცი ესე? და მრქუა მე: ამის ქალაქისაჲ არს. და ვარქუ: ეზრახე, რაჲთა დაწუეს ჩემ თანა. ხოლო მან მრქუა მე: ვერ ძალ-მიც რქუმად მისა ესევითარი, დაღაცათუ დღეს გლახაკი არს, ა{რამე}დ არს იგი შერაცხილთაგანი. ხოლო მე მინდა, რაჲთა უწყოდი, თუ რაჲსათჳს მოიწია ამას საზომსა. და მან მრქუა, ვითარმედ: ქმარმან მისმან ისესხა მთავრისაგან ასი დრაჰკანი, და შეიპყრა იგი და შეაყენა საპყრობილესა და წარიყვანნა ორნი ძენი მისნი და დაიმონნა. და აჰა ესერა ესე იარების დღე და ღამე, რაჲთა შე-რაჲთ-უძლოს განთავისუფლებად მათა. და ვ{ითარც}ა მესმა ესე, ვარქუ მას: შენ არქუ, რაჲთა მოვიდეს ჩემდა და მე მივსცე მას ასი დრაჰკანი. ხოლო მან მრქუა მე: ვერ შემძლებელ ვარ რქუმად მისა და არცა ვჰგონებ, ვითარმცა ყო ესე, რამეთუ უწყი მე, ვ{ითარმე}დ ღირსი არს ფრიად. და მე ვარქუ მას: მივედ და არქუ, ნუუკუე ყოს, და თუ არა ყოს, შენდა არარაჲ არს. ხოლო იგი დამემორჩილა და ჰრქუა მას. ხოლო მან დაღაცათუ სულთ-ითქუნა და ტიროდა, ხოლო უქადა მას და თქუა: რაოდენი ჟამი მაქუს მე და ვიქმ დღე და ღამე, რაჲთამცა განვათავისუფლენ და ვერ მივეწიფე, და აწ ესერა მოუძლურებულ ვარ და ვერღარა ძალ-მიც საქმედ, და რაჲ ვყო, არაჲ უწყი, ხოლო ესე უწყი, ვითარმედ ღმერთი მოწყალე არს, და ნუუკუე შემინდოს ერთი ესე ცოდვაჲ სამთა ამათ სულთათჳს, რამეთუ უწყის მან მხოლომან, ვითარმედ დღესამომდე არა ვიცი სხუაჲ მამაკაცი გარნა მეუღლისა ჩემისა, და აწ ჭირისაგან მივეც გუამი ჩემი ცოდვასა სამთა მათ სულთათჳს. და მოვიდა მოციქული იგი ჩემი და მითხრა, ვითარმედ ნება მცა. და წარვედ სრბით და მოვიღე ასი დრაჰკანი და მივეც ჴელსა მისსა. და მიიღო დრაჰკანი იგი ცრემლითა და სულ-თქუმითა და შევიდა სენაკად და თქუა: უფალო ღმერთო, შენ უწყი წუხილი ესე ჩემი და შემინდვე ცოდვაჲ ესე ბოროტი. ხ{ოლო} მე ვ{ითარც}ა მესმა ესე, იწყლა გული ჩემი და ვთქუ გონებასა ჩემსა: უკუეთუ ესე ესრეთ წუხს, მაშა, რად არა მივალ მათ თანა, რომელნი არიან ჴელსა ჩემსა, რომლისაცა თანა მინდეს, და აღვისრულო ნებაჲ ჩემი? რამეთუ არა არს მათ შორის განყოფაჲ ცოდვისა ამისთჳს, ბილწისა და ცბიერისა. და განუტევე დედაკაცი იგი დრაჰკნითა უვნებელად. და წარვიდა და განათავისუფლა ქმარი მისი და ყრმანი მისნი. ხოლო მე, ვ{ითარც}ა მესმა ესე, ღაღად-ვყავ და ვთქუ: დიდებაჲ მხოლოსა ღ{მერ}თსა კაცთ-მოყუარესა, რამეთუ შენ თანა შევირაცხე. და ამისა შემდგომად კუალად სულთ-ითქუნა და მრქუა მე: ჭეშმარიტად, უკუეთუ ესე მიუთუალავს ღმერთსა, ვითარ-იგი სთქუ, და შენ ღმრთისა მიერ მოხუედ ჩემდა, რომელი-ესე ჭეშმარიტად ცოდვილ ვარ. ამიერითგან მიგითხრა სხუაჲ საქმჱ უფროჲსი ამისსა. იყო მთავარი ერთი მძლავრი, ცოდვის მოყუარე და უცხოჲ ეკლესიათაგან ღ{მრ}თისათა. შემოვიდა ქალაქსა ამას ალექსანდრიას და ყოველსა დღესა მიიყვანნის ჩემგან ორნი მეძავნი. და იყო დღესა ერთსა, განვიდოდა ფოლოცსა რომელსამე, და იყო მუნ მონასტერი დედათაჲ, და იხილა მათგანნი გარეშე და გულმან უთქუა მათთჳს, და უბრძანა ერისაგანთა, რაჲთა მოიცვან მონასტერი იგი, რაჲთაა არავინ ივლტოდის მათგან. და შევიდა იგი და შეკრიბნა ყოველნი და აღრაცხნა, და პოვა სამეოცდაათი ქალწული. და მომცა მე და მიბრძანა: ვ{ითარც}ა გნებავს, ყავ, და ოდეს ვითხოვო, მომცნი, ვიდრემდის განსრულდეს რიცხჳ ესე სამეოცდაათისაჲ. და ვ{ითარც}ა ვიხილე და მესმა, ვთქუ გონებასა ჩემსა: ვაჲ მე, ცოდვილსა ამას, რაოდენი წელი აქუს ამათ, დაჰმარხვენ ქალწულებასა ამათსა ქრისტესთჳს, რამეთუ დადნეს ჴორცნი ამათნი მარხვითა და ლოცვითა და ყ{ოვ}ლითა შრომითა, რაჲთამცა დაიმარხნეს თავნი მათნი უბიწოდ სიძისა მისთჳს უკუდავისა, და ჩემ ძლით წარწყმიდონ ყოველი ესე შრომაჲ და შეიგინნენ ამის ბილწისაგან და მჴეცისაგან სისხლის მჭამელისა. ნუ იყოფინ ჩემდა ესევითარი საქმე! და განვიზრახევდ ფრიად და შევცბუნდი და ვითხოვე ღ{მრ}თისაგან, რაჲთა მომცეს ცნობაჲ და მიზეზი და განვათავისუფლნე ამის შეგინებისაგან. ხოლო ღმერთმან დიდად მოწყალემან წყალობა-ყო და მომცა მე გულის სიტყუაჲ კეთილი. აღვდეგ და მივედ მათ თანა, რომელნი იყვნეს ჴელსა ჩემსა მეძავნი ამის ქალაქისანი, და განუყავ მათ ყოველი მონაგები ჩემი და ძლით დავარწმუნე მათ, რაჲთა მოიპარსონ თავი მათი და შეიმოსონ სქემაჲ ენკრატისთაჲ, და შევიყვანენ მონასტერსა მას და დაუტევენ მუნ და წარვიყვანენ ქალწულნი იგი და დავმალენ სხუასა ადგილსა და მივსცემდ მთავარსა მას საწყალობელსა ყოველთა დღეთა მეძავთა მათ, ვიდრემდის განსრულდა სამეოცდაათი. და ვ{ითარც}ა განსრულდა, წარვიდა ეშმაკი იგი ბოროტის მოქმედი მუნთქუესვე. მაშინ წარვიყვანენ ქალწულნი იგი და შევიყვანენ მონასტერსა და მინდა, რაჲთამცა გამოვიყვანენ მეძავნი იგი. ხოლო მათ, ვ{ითარც}ა იხილნეს მჴევალნი იგი და სძალნი ქრისტესნი, არღარა გამოვიდეს მუნით, არამედ თქუეს: უკუეთუ ღმერთმან ღირს გუყვნა ჩუენ, რომლითაცა მიზეზითა შემოსად წმიდაჲ ესე სქემაჲ, ამიერითგან ნუ იყოფინ ესე ჩუენდა, რაჲთამცა მივაქციეთ სიცბილსა მას და სილირწესა, წარმწყმედელსა სულთა ჩუენთასა! და დაადგრეს იგინი მუნ შინა სქემასა მას წმიდასა და სათნო-ეყვნეს ღმერთსა სინანულითა წმიდითა. და ვ{ითარც}ა მესმა ესე მე, ფრიად ვადიდე მხოლოჲ, შემწე და მჴსნელი მათი, რომელნი ესვენ მას სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა, და ვარქუ მას: გრწმენინ, ძმაო, ფრიად დავშუერ და აწ უწყი, რამეთუ არა ხოლო თუ ჩუენ თანა სწორ ხარ სათნოებითა, არამედ უაღრეს ხარ ჩუენსა. ხოლო აწ, ეღმრთისათჳს, ლოცვა ყავ ჩემთჳს, რაჲთა მივიქცე ადგილსავე ჩემსა. ხოლო მან მრქუა მე: მე ვილოცო შემთჳს, რაჲთა წარხჳდე, ცხოველ არს ღმერთი ჩემი, უკუეთუ ნანდჳლვე შენ თანა შერაცხილ ვარ, ვითარ-იგი სთქუ, არა განგიტეო, არამედ მოვიდე შენ თანა. და მევედრა მე, რაჲთა ვჰგებდე დღესა ერთსა გინა ორსა. და განუყო ყოველი, რაჲცა აქუნდა, გლახაკთა და შემომიდგა. და დაყო აქა ჩემ თანა სამი წელი, და აწღა გარდაიცვალა ღმრთისა მიერ უწინარეს ოთხისა დღისა. და ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთსა წარჰყავს სული ჩემი, და დამდევ მის თანა, არამედ წარვედ და შემდგომად სამისა დღისა მოვედ, რამეთუ მაქუს მე სიტყუაჲ დიდი და გითხრა შენ. ხოლო მე წარვედ და შემდგომად სამისა დღისა მოვედ, ვ{ითარც}ა მიბრძანა მე წმიდამან ბერმან. და ვპოვე იგი, რამეთუ გარდაცვალებულ იყო. დავჰმარხე იგი სერგის თანა, ვ{ითარც}ა-იგი მამცნო მე. და წარვედ და ვადიდებდი ღმერთსა საკჳრველებისა მისთჳს. და ვჰმადლობდი, რომელმან ღირს მყო მე ხილვად ამას და მითხრობად საქებელად სახელისა მისისა წმიდისა, ამენ.
30. მითხრა ესე ხუცესმან ლავრისა ჩუენისა წმიდისა საბაჲსმან, სახელით მიქაელ, და თქუა, ვ{ითარმე}დ: იყო აქა მონაზონი ერთი ფრიად მოხუცებული, რომელსა დაეყო ორმეოცდაათი წელი, და იყო იგი სათნოებითა შემკული, და ღმერთმან აუწყა დღე იგი გარდაცვალებისა მისისაჲ. და დღესა პარასკევსა, ჟამსა მესამესა, ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: აღდეგ და შექმენ ცეცხლი და წირე ჟამი. ხოლო მან ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა. და ეზიარა იგი განმაცხოველებელსა ჴორცსა და სისხლსა იესუ ქრისტეს მჴსნელისა ჩუენისასა. და კჳრიაკესა ღამესა, ჟამსა მეექუსესა, ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: მოიღე ცეცხლი და დაასხ საკუმეველი. და მან ყო ეგრე, და მეყსეულად განათლდა სახლი იგი უბრწყინვალეს მზის თუალისა. აღივსო სულნელებითა, ვიდრემდის მიიწია სამსა მილიონსა სულნელებაჲ მისი. და მრავალთა დაუკჳრდა სული საკუმეველისაჲ მის. და ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: მშჳდობაჲ შენდა, შვილო ჩემო. და დაიძინა ძილი იგი ტკბილი. და დაჰმარხეს იგი მამათა თანა, და ჩუენ მივეცით დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან ადიდნის ღირსნი მისნი, ამენ.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon088.htm
No comments:
Post a Comment