ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. VI ნაწილი.

  


მთ (59). გჳთხრობდა ჩუენ ამბა პეტრე, ხუცესი ლავრისა
   წმიდისა საბაჲსი, ამბა თალელჱსთჳს, რომელი იყო კილიკიელი, ვითარმედ
   სამეოცი წელი დაეყო მონაზონებასა და ყოლადვე არა
   დასცხრებოდა ტირილისაგან. და რამეთუ იტყჳნ, ვითარმდ: მცირედი
   ესე ჟამი მოუცემიეს ჩუენდა ღმერთსა სინანულისათჳს
   და მოსწრაფებაჲ გჳღირს, რაჲთა არა დავიჭირვოთ და მერმე უდებად,
   ვინანდეთ.
   (61). გჳთხრობდეს ამბა ლეონტი კილიკიელისათჳს, ვითარმედ
   მეჟამეთაგანი იტო წმიდისა ღმრთის მშობელისა ეკლესიაჲსათაჲ,
   რომელ არს ნიაჲ, სპოდიონელთაგანი. და დაყო ორმეოცი
წელი და ეკლესი[] არა გამოვიდა სადამე, არამედ ფრიად მჴურვალე
   იყო იგი სათნოვებითა მოგებისათჳსს. და ოდეს გლახაკი მოვიდის
   მისა ქველის საქმისა თხოვად, უკუეთუ მწუხარეჲ არნ, ჴელთა
   მისცის ქველის საქმარი იგი; და რომელი იხედავნ, ქუე დაუდვის
   სუეტისა ძირსა, გინა სკამსა ზედა, გინა საკურთხეველად
   აღსავალსა, რომელსა-იგი მისცემნ და ჰრქჳს: აღიღე და ვიდოდე
   და ჰკითხვიდა ამისთჳს ბერმან ვინმე:

      _ რაჲსა ჴელთა არა მისცა ევლოგიაჲ გლახაკსა?

      ხოლო მან ჰრქუა, რამეთუ: ესე ევლოგიაჲ წმიდისა ღმრთის
   მშობელისაჲ არს და მე მისგან მომაქუს, და გლახაკსაცა იგივე
   მისცემს, ჩემი არარაჲ არს, და ამისთჳს ეგრეთ ვტვი, რაჲთა არა
   ვთქუა, თუ რასმე მივსცემ გლახაკსა.
 ნა (62-63). გჳთხრობდეს ამბა სტეფანე ხუცისათჳს, რომელი
   იყო ლავრასა შინა წმიდისა საბაჲსსა, ვითარმედ დღესა შინა ერთსაჯდა
   რაჲ იგიმსენაკსა თჳსსა, გამოეცხადა მას ეშმაკი
   პირისპირ და ჰრქუა მას: წარვედ ამიერ ლავრით, რამეთუ არარას
   სულისა სარგებელსა ჰპოვებ აქა.

      მაშინ მიუგო ბერმან და ჰრქუა: არა დაგემორჩილო შენ,
   რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ შენი, არავისთჳს სულისა სარგებელსა
   იურვი და  არცა ვისთჳს მართალსა ჰხრახავ და არცა
   გნებავს ცხორებაჲ კაცისაჲ, თუ ვითარ შეუძლო.

      და კუალად იყო ბერი იგი მჯდომარე სავრძელსა ზედა და
   იკითხვიდა წიგნსა. და კუალად გამოეცხადა ეშმაკი იგი და
   ჰრქუა:

      _ წარვედ ამი[]ერ ლავრით.

      ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ ჭეშმაროტად გნებავს წარსლვაჲ
   ჩემი ამიერ, მაშა სავრძელნი ესე, რომელთა ზედა ვზი, და წარვიდე.
   მაშინ ყო ეშმაკმან მან სავრძელი იგი, და მას ზედა მჯდომარჱ
   ბერი, მიმომავალი სენაკსა შინა.

      მაშინ, ვიღარცა იხილა ბერმან ღონისძიებით უცნებაჲ იგი
   ეშმაკისაჲ მის, ჰრქუა მას:

      _ ოდეს-ღა ესთენ მოსწრაფე ხარ წარსლვასა ჩემსა ამიერ,
    აჰა ესერა ჭეშმარიტსა გეტყჳ შენ, ვიდრე სიკუდილადმდე არა
   დაუტეო ადგილი ესე ჩემი.

      და აღდგა იგი და ყო ლოცვაჲ, და ეშმაკი იგი ვითარცა
   კუამლი განქარდა
  ნბ (64). სამნი ვინმე ბერთაგანნი მოვიდეს ამის ამბა სტეფანჱსსა
   და ზრახვიდეს სულთა სარგებელისათჳს. ხოლო ბერი
   დუმნა. ჰრქუესწ მას ბერთა მათ:

      _ რად არარას გუეტყჳ, მამაო, რამეთუ მოსრულ ვართ,
   რაჲთა სარგებელ გუეყოს სიწმიდისაგან შენისა.

      მიუგო მათ ბერმან და ჰრქუა: შემი[]დვეთ მე, მამანო წმიდანო,
   და გრწმენინ, რამეთუ არარაჲ მასმიეს სიტყუათა თქუენთაგანი,
   რომელსა ჰხრახევდით. ხოლო რომელი ჩემ თანა არს, იგი
   გითხრა თქუენ. არარას ახუასა ცხედავ ღამჱ და დღჱ წინაშე თუალთა
   ჩემთა, არამედ ქრისტესა, ღმერთსა ჩემსა, ჯუარცუმულსა ძელსა
   ზედა, და გონებათ ჩემი მას წარუტყუენავს.

      ხოლო მათ, ვიათარცა ესმა ესე, ფრიად სარგებელ იყვეს და
   წარვიდეს.
 ნგ (65). გჳთხრჵბდა ამბა იოანე ამის ამბა სტეფანე ხუცისათჳს,
   ვითარმდ შეელმა მას ღჳძლი ფრიად და ძლიერად, რომლისაგანცა
   აღესრულა. და მოვიდეს მკურნალნი და აიძულებდეს
   მას, რაჲთამცა ჭამა მფრინველისაჲ. ხოლო ამს არა უნდა ესე
   ყოფის, არამედ ჭირისა მისთჳს და მორჩილებისა თავს-იდვა
   ყოფადცესე. და ესუა მას ძმაჲ ჴჵრციელად მსოფლიოჲ, მორწმუნჱ 
   და ფრიად მდაბალი. და მუნ დახუდა იგი ჟამსა მას, ოდესიგი
   აიძულეს ბერსა ჭამად მფრინველისაჲ. და ვიტარცა იხილა
   ესე, ფრიად შეწუხნა მისთჳს და თქუა: , ვითარ შემდგომად ესოდენთა
   მარხვათა და მოღუაწებათა, აწ ჟამსა სიკუდილისასა ვიხილე
   ძმაჲ ჩემი ჭამად ჴორცისა! და მუნთქუესვე დაეცა მის ზედა
   განკჳრვებაჲ და იხილა კაი ვინმე დიდებული, რომელი ეტყოდა:
   რაჲსათჳს შესწუხენ და განიკითხე ძმაჲ შენი, იხილე ტრაჲ იგი ჭამად
   ჴორცისა? არა უწყია, ვითარმედ ჭირისაგან და მორჩილებისათჳს
   აიძულა ამს ყოფად? ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა იხილნე
   საქმენი ძმისა შენისანი, მოიქეც არმოსავალით და იხილე.

      და ვითარცა მოიქცა იგი, იხილა ქრისტე ჯუარ-ცუმული
   ძელსა ზედა და მარჯუენით მისსა ძმაჲ მისი ჯუარ-ცუმული ძელსავე
   ზედა.

      ჰრქუა კაცმან მან: იხილეს ძმაჲ შენი ჯუარ-ცუმული ძელსა
   ზედა ქრისტჱს თანა? ამიერითგან გრწმენინ, რომელსა მოციქული
   იტყჳს: უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვადიდნეთ.
  ნდ (67-68). გჳთხრობდა მოწაფჱ ამბა თევდოსი საყუდებულისაჲ,
   ვითარმედ: დაყო მან სენაკსა შინა დაყუდებით ორმეოცდაათხუთმეტი
   წელი. და სიტყუაჲ არაოდეს მოეგო კაცისწა. და იმარხავნ
   იგი ორ-ორით. და ჟამსა პირისა ჴსნისასა ასოჲ ერთი დაუსჳს
   მოწაფესა თჳსსა, დაცმან მიართჳს საზრდელი. და ამისთჳს აუწყეს
   ამბა აბრამის, მამასახლისსა წმიდისა ნიაჲსასა, ვითარმედ არა
   აქუს მას სამოსელი საზამთროჲ. და იყიდა მან ბურნუსი ეთი და
   წარსცა იგი მას, რაჲთა შეიმოსოს. და რომელთა მოიღეს, პოვეს
   იგი მძინარჱ, რამეთუ სავ რძელთა ზედა მიიძინის მან. და დაუდვეს
   იგი მას გუერდით დაცწარვიდეს. და ვიტარცა განიღჳძა,
   შეიმოსა იგი და მუნთქუესვე მოვიდეს სპარსნი და განსძარცუეს
   იგი და წარვიდეს. ხოლო იგი არცა შეწუხნა და რაცა სიტყუაუგო
   მათ.


  ნე (69). მივედით ოდესმე მე და სოფრონი ბრძენი ალექსანდ\რიად 
   წმიდისა პალადისა, მონასტარად, და ვჰკითხეთ მას
   სიტყუაჲ სულთა ცხორებისათჳს. ხოლო ბერმან მოგჳგო და გურქუა:
   შვილნო ჩემნო, მოსწრაფე ვიქმნნეთ აქა მცირედსა ამას ჟამსა
   სულთა ჩუენთათჳს, რაჲთა მუნ საუკუნოდ ვიხარებდეთ და ვიხილოთ
   მოთმინებაჲ იგი წმიდათა მოწამეთაჲ სატანჯველთა შინა
   ურჩულოთა მიერ, ვითარ-იგი იგუემებოდეს ქრისტჱსთჳს და სიხარულით
   მოითმენდეს. რომელთამე მათგანთა აღმოგჴდიდეს თუალთა
   მათთა და რომელთამე ძუალთა მათთა დაჰლეწდეს და რომელთამე ცეცხლითა
   დასწუივიდეს და რომელთამე ზღუასა დაათქმიდეს და აღურაცხელ
   იყო სატანჯველი იგი მაი, რომელთა-იგი ეშმაკი ასწავებდა
   მათ. და უკუეთუ ჩეუნცა ვიღუაწოთ ჟამსა ამას, მათ თანავე
   შევირაცხენით, რამეთუ თქუა ქრისტემან, ვითარმედ: ძესა კაცისასა
   არა აქუა ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს.


  ნვ (69). ვჰკითხეთ ჩუენ ამასვე ამბა პალადიოსს, ვითარმედ:
   _ გუაუწყე ჩუენ, ვითარ მოხუედ შენ დასაბამსა
   მონაზონებად.

      ხოლო ბერმან მრქუა ჩუენ: მე სიყრმესა ჩემსა ვიყავ ქუეყანასა
   ჩემსა თესალოკეს. და იყო მუნ ზღუდესა ქალაქისასა გარე
    დაყუდებული ერთი, რომელსა სახელი ერქუა ამბა დავით. ესე
   კაცი იყო წმიდაჲ და სათნოჲ ღმრთისაჲ და მოწყალჱ, და დაეყო
   დაყუდებასა მას შინა ვითარ ორმეოცდაათი წელი. და ერისაგანნი
   სცვიდეს ქალაქსა მას ბარბაროსთაგან. დაცმცველნი იგი ვიდოდეს
   ღამე ზღუდესა ზედა. და იხილეს ცეცხლი დიდძალი ყოვლით
   კერძოვე სენაკსა მის დაყუდებულისასა და განჰკვირდეს, და ჰგონებდეს,
   ვითარმედ ბარბაროსთა აღუდვეს ცეცხლი იგი, რაჲთა დაწუან
   ბერი იგი. და ვიათარცა განთენა, მოვიდეს და პოვეს სენაკი
   მისი გებულად და ბერი იგი მშჳდობით. და მეორესა ამესა
   კუალად იხილეს ცეცხლი  იგი და დაუკჳრდა ფრიად. და
   დაადგრა ნათელი იგი სენაკსა ამს ვიდრე აღსრულებადმდე ბერისა
   მის. და მრავალნი კაცთაგანი ზღუდესა ზედა ღამესა ათევდ,
   რაჲთა იხილო ნათელი იიგ. და მე, ოდეს ვიხილე ნატელი იიგი,
   გულისხმა-ვყავ და ვთქუ გონებასა ჩემსა, ვითარმედ: უკუეთუ ამას
   ქუეყანასა ესევიტრასა მადლსა მიანიიჭებს ღმერთი მონა[თა] მისთა
   სათნოთა, რავდდენ უფროთს საუკუნოსა მას განაბრწყინვნეს უფროჲს
   მზი[]-თუალისა!? და დაუტევე ქუეყანაჲ ჩემი და მოვედ აქა და
   მონაზონ ვიქმენ. და ესე არს მიზეზი მონაზონებისა ჩემისაჲ.
  ნზ (71). გჳთხრობდა პალადიოს, ვითარმედ ქუეყანასა თესალონიკისასა
   შე-ოდესმე-იპყრეს ავაზაკი ერთი, რომელსა მოეკლა
   კაცი. და გამოჴდა ბრძანებაჲ მის ზედა მთავრისაგან, რაჲთა მოიკლას
   იგი ადგილსა მას, რომელსაცა მოეკლა მას კაცი იგი. და
   ვითარ წარყვანდა იგი ერისა კაცთა მათ მოკლვად, თანა დახუდა
   ვინმე ერთი მონაზონი და შეუდგა მათ, რაჲთა იხილოს, ვითარ
   მოკლან ავაზაკი იგი. და ვითაცა მივიდოდეს გზასამას, მისდევდა
   მათ ერიცა მარვალი. მაშინ მიხედა ავაზაკმან მან მონაზონსა
   მას და ჰრქუა:

      _ მიხედენ ღმერთსა, მონაზონო, სენაკი არა გიდგსა და ჴელთსაქმარი
   არა გიცა?

      ჰრქუა მას მონაზონმან მან: ჰე, ძმაო, სენაკიცა მიდგს და
   ჴელთ-საქმარიცა.

      ჰრქუა მას ავაზაკმან მან: რაჲსა არა დაშთები სენაკსა
   შენსა და სტირ ცოდვათა შენთა, ვიდრე არა აქა ურგებად
   იარები?

      ჰრქუა მას მონაზონმან მან: ჭეშმარიტად, ძმაო, მართალსა
   მეტყჳ, არამედ მე კაცი ვარ უდები და არა მაქუს მე
    ლმობიერებაჲ და მისთჳს შეგიდეგ, რაჲთა ვიხილო სიკუდილი შენი დამის
   მიერ ლმობიერ იქმნეს გონებაყ ჩემი.

      მიუგო ავაზაკმან და ჰრქუა: წარვედ, მამაო, სენაკად შენდა
   და ჰმადლობდ ქრისტესა, რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს ავაზაკთა
   შორის და მიჴსნა  ჩუენ ცოდვათაგან და მან მოგცეს ლმობიერებაჲ
   და ცხორებაჲ საუკუნოჲ.

      ნჱ (72). გჳთხრობდა კუალად ამბა პალადიოს, ვიტარმედ: შეიპყრეს
   ბერი ვინმე, რომელსა კაცი მოეკლა. და მიიყვანეს იგი
   მთავრისა. და ვითარ იწყეს გუემად მისა აელქსანდრიას, აღიარა,
   ვიტარმედ: არს ჭაბუკი ერთი მოყუას მისა კლვასა მას თანა.
   და ვითარ სახელ-სდვა, მოიყვანეს ჭაბუკიცა იგი. და იყო იგი
   ოცის წლის. და იწყეს ტანჯვად მათა. და ვითარ ფრიად გუემნეს
   იგინი, იწყო ქაბუკმან მან უვარის-ყოფად, ვითარმედ: არარაჲ
   ესევითარი მიქმნიეს. ხოლო ბერი იგი აღიარებდა, ვითარმედ:
   ეგრჱთ არს, ჩუენ მოვკლათ იგი. ამისა შემდგომად გამოჴსდა ბრძანებაჲ
   მთავრისაგან, რაჲთა ორნივე იგი ჯუარს-აცუნენ. და წარიყვანნეს
   მჴედართა ადგილსა, რომელსა ქრქჳან პანტონ, სადაიგი
   ბოროტის მოქმედნი ჯუარს-აცუნიედ. და ვითარ მიიწინერს
   იგინი ადგილსა მას, უნდა მჴედართა მათ, რაჲთა ყრმათა იგი პირველად
   ჯუარს-აცუან. და ვითარ ამას იქმოდეს, მიუგო ყრმამან
   მან, მჴედართა მათ და ჰრქუა:

      _ გაფუცებ თქუე ღმერთსა ცხოველსა, მჴდარნო, რაჲთა
   ესე სათხოველი მომმადლოთ მე ღმრთისათჳს, და აღმოსავალით
   მიქციოთ პირი ჩემი, ოდეს ჯუარს-მაცუათ.

      ჰრქუეს მას მჴედართა მათ: და რაჲსათჳს ესრჱთ ითხოვ?

      ჰრქუა მათ ყრმამან მან: ამისთჳს, უფალნო ჩემნო, რამეთუ
   არღა მაქუს მე, ვინაჲთაგან ნათელ-მიღებიეს და ქრისტიანე ქმნულ
   ვარ, თჳნიერ შჳდისა თთჳსა, ბარე მკუდარი
   აღმოსავალით ვჰხედვიდე.

      ესმა რაჲ ესე მჴედართ მათ ყრმისა მისგან, ლმობიერ
   იქმნნეს მის ზედა და იწყეს ყოველთა ტირილად დიდითა მწუხარებითა.
    დაცმცირედ დდაცადეს ჯუარს-ცუმაჲ მის, ვიდრემდე ბერი
   იგი პირველად ჯუარს-აცუან. და ვიღაეცა ჯარს-აცუოდეს ბერსა
   მას, და ესმოდა ყრმისა მისგან, რაჲ-იგი ჰრქუა მათ, და მან
   ჰრქუა მათ:

      _ მე მიქციეთ პირი კერპთა ტაძრით კერძო, ღმრტისა ჩემისა
   მიმართ სერაპიონისა.

      ესმა რაჲ ესე მჴედართ მათ გმო\ბაჲ  იგი ბერისაჲ მის,
   მუნთქუესვე ჯუარს-აცუეს იგი და დაუტევეს ყრმაჲ იგი. და ვიდრე
   იგინი ჯუარს-აცუმიდეს ბერსა მას, მუნთქუესვე მოიწია მჴედარი
   მთავრისწაგან, რაჲთა არა ჯუარს-აციან ყრმაჲ იგი, არამედ უკუნიყვანონ
   იგი მუნვე მთავრისა, რამეთუ ეუწყა მას ჭეშმარიტად, ვითარმედ
   ბერმან მან შურითა ნაცილი დასდვა მას ზედა ქრისტეანე
   ყოფისა მისისათჳს, რამეთუ კერპთ-მსახურთაგანი იყო და თჳსი
   ბერისაჲ მის. და ვითარცა ესმა მჴედართა მათ, და ყოველნი რომელნ
   მუნ დაჰხუდეს, ფრიად განიხარეს სიხარულითა დიდითა
   ყრმისა მისთჳს. და მიიყვანეს იგი მთავრისა, და ბრძანა განტევებაჲ
   მისი. ხოლო მან არღარა მიაქცია სახედ თჳსა, არამედ
   წარვიდა უდაბნოდ და მონაზონ იქმნა.

      და ესე სარ[]ებელისათჳს დავწერეთ, რამეთუ ღმერთი იჴსნის

   მორწმუნეთა თჳსთა და წარწყმედს ურწმუნოთა.

No comments:

Post a Comment