XV სიტყჳსა
მისთჳს ესაია წინასწარმეტყველისა რომელსა ლათინნი განსაწმენდელსა ზედა იმოწმებენ, ვითარმედ სახლი იჱრუსალიმისა განწმიდოს შორის მისა
სულითა სასჯელისათა და სულითა შემწველითა.
კუალად სიტყუასა მას ესაია წინასწარმეტყველისასა წინაგვიყოფენ და საცთურისა თჳსისა
მოწამედ მოიღებენ, რომელსა იტყვჳს:
და იყოს ნეშტი იგი ისრაელისა სიონს შინა და ნეშტი იჱრუსალიმსა შინა
და ეწოდოს წმინდა რომელნი დაწერილ არიან ცხოვრებად იჱრუსალიმს შინა,
რამეთუ გამორცხას უფალმან
მწიკული იგი
ძეთა და ასულთა სიონისათა და სახლი იჱრუსალიმისა განწმინდოს შორის მისა
სულითა სასჯელისათა და სულითა შემწველითა.
ამას ყოველსა განსაწმედელსა ზედა იმოწმებენ ვითარმცა წინასწარმეტყველსა სიტყვანი ესე ჯოჯოხეთისა ცეცხლსა შინა განწმენდისათჳს ეთქვნეს სულთა მუნ შთასრულთათჳს:
ხოლო ჩუენ განმარტებაჲ ამის
სიტყჳსა ვთქუათ მადლითა ღვთისათა, ვითარცა მოგუცეს ჩუენ უფალმან სიტყუაჲ:
ვითარცა იტყჳს
წინასწარმეტყველი:
და იყოს ნეშტი იგი ისრაელისა სიონს შინა და ნეშტი იჱრუსალიმს შინა
და ეწოდოს წმიდაჲ რომელნი დაწერილ არიან ცხოვრებად იჱრუსალიმს.
თარგმანი: - ამას მათთჳს
იტყჳს, რომელნი ჰურიათაგან მოიქცეს და იქმნნეს მორწმუნე: იგინი არიან ნეშტი ისრაელისანი და ნეშტი იჱრუსალიმისანი. მათ ეწოდების ნეშტი, რამეთუ ჰურიანი ეკუეთნეს რაჲ
კლდესა ცხოურებისასა და შეიმუსრნეს და განიბნინეს: ჴოლო მათგან მოქცეულნი და მორწმუნექმნილნი და მათგან დაშთომილნი იჱრუსალემს, იგინი არიან ნეშტნი, რომელნი დაწერილ არიან ცხოურებად: რაჲ იგი ღვთისმეტყველმანცა იხილა გამოცხადებასა შინა: ესმა რიცხჳ დაბეჭდულთა მათ
ასორმეოცდაოთხი
ათასი ათორმეტთა ტომთაგან ძეთა ისრაელისათა, თესლისაგან იუდასა ათორმეტი ათასი, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთა: (გამოცხადება 7.4) ეგრეთვე შემდგომითი შემდგომად ყოველთა მათგან ტომთა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთა, რომელნი დაწერილ არიან წიგნსა მას ცხოურებისასა და წინაშე საყდრისა ღვთისა და კრავისა იხარებენ ზეცაისა იჱრუსალიმსა. ესე
არს ნეშტი ისრაელისა სიონს შინა და ნეშტი იჱრუსალიმს შინა
და ეწოდოს წმიდაჲ რომელნი დაწერილ არიან ცხოვრებად იჱრუსალიმს: და ესევე წინასწარმეტყველი ესაია ღაღადებს იჱრუსალიმისათჳს:
დაღაცათუ იყოს რიცხჳ იგი
ძეთა ისრაელისათა ვითარცა ქვიშა ზღვისა, ნეშტი ოდენ ცხონდეს.
წინასწარმეტყველისა: -რამეთუ გამორცხას უფალმან მწიკული იგი ძეთა და ასულთა სიონისათა.
თარგმანი: - ხოლო რომელნიცა მოიქცეს ჰურიათაგან, ვითარცა ვთქუ ნათლისღებითა და სისხლითა, გამორცხა უფალმან მწიკული მათი, რამეთუ წყალი იგი ნათლისღებისაჲ არს
განმრცხელ და წარმღუნელ მწიკულთა მათ სულისათა სიტყჳსაებრ ფსალმუნისა: უფალმან წყლით რღუნაჲ
დაამკვიდრნის:
ხოლო სისხლი იგი ცჴოველსმყოფელი არს მომტევებელი ბრალთა და უსჯულოებათა.
წინასწარმეტყველისა: - და სახლი იჱრუსალიმისა განწმიდოს შორის მისა
სულითა სასჯელისათა და სულითა შემწველითა.
თარგმანი: - მეუფე ქრისტე ბრძანებს: სჯად სოფლისა ამის მოსრულ ვარ, რათა რომელნი არა ხედვიდენ – ხედვიდენ და რომელნი ხედვიდენ დაბრმენ, რამეთუ სჯად სოფლისა ამის მოვიდა და რომელნი მოსეს სჯულითა იქადოდეს და იტყოდეს ვითარმედ ვხედავთო, მათ ზედა საბურველი იგი ძუელისა სჯულისა აღუძარცველად მდებარე იყო. იგინი უმეცარად დაბრმეს და ვერ იცნეს ნათელი იგი სოფლად მოსრული და შეიყვარეს ბნელი უფროს, ვიდრეღა რა ნათელი, ხოლო რომელნი იგი მარტივნი იყუნეს და წრფელნი და სულელად საგონებელნი მათ იცნეს ნათელი იგი სოფლად მოსრული. მიხედეს და განათლდეს ნათლისა მისგან დაუსაბამოჲსა
და იქმნეს კეთილად მხედველ, რამეთუ სჳმონ
მოხუცებულმან
მიირქუა რაჲ ღმერთი განჴორციელებული ამასვე მოასწავებდა და ეტყოდა ღვთისმშობელსა: ვითარმედ ყრმაჲ ესე
დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის-საგებელად. და თავად(ი)ცა ღმერთი: ვითარმედ მამა არავის სჯის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა: ესე არს სიტყუაჲ იგი
წინასწარმეტყველისა:
ვითარმედ სახლი იჱრუსალიმისა განწმინდოს სულითა სასჯელისათა.
წინასწარმეტყველისა: - და სულითა შემწველითა.
თარგმანი: - ესე არს სულითა შემწველითა, რაჟამს ქორსა მას ზედა სიონისასა, რომელ არს სახლი ყოვლისა იერუსალიმისა, რომელსა შინა მოჰფინა ქრისტემან სული წმიდაჲ სახედ ცეცხლისა და
განუყუნა თითუეულსა ცეცხლისა ენანი და მით განწმიდნა და დაწუვნა ყოველნი ვნებანი კაცთანი სულითა სასჯელისათა და სულითა შემწველითა. რამეთუ იგი სულიწმიდაჲ არს
შემწუელ ყოველთა მწიკულთა და ბილწებათა კაცთასა. და მერმე მოციქულნი რაჲ განიბნინეს პირსა ზედა ყოვლისა სოფლისასა: და რომელთაცა ნათელსცემდეს და ჴელთა დასხმიდენ ცხადად მიაქუნდა სულიწმინდაჲ მსგავსად ცეცხლისა ენათა. ვითარცა მათ
ხილულად მოიღეს, ეგრეთვე სხუათა მიანიჭებდეს ჰურიათა და წარმართთა მორწმუნექმნილთა, ვითარცა საქმესა მოციქულთასა წერილ არს.
ამისთჳს
ეტყოდა ღმერთი წინასწარ მოწაფეთა თჳსთა:
ვითარმედ ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა: არამედ არა მნებავს რაჲ აწვე
აღეგზნას. (ვნახო ლუკა 12,მთ)ესე ცეცხლი იყო რომელი აღეგზნა ქუეყანასა ზედა რომლისა მოფენად მოვიდა ქრისტე: ამას მოასწავებს ესაია და იტყჳს:
განწმიდოს სახლი იერუსალიმისა სულითა სასჯელისათა და სულითა შემწუელითა: ესე ცეცხლი მოჰფინა ქრისტემან გულთა შინა მორწმუნეთასა და აღაგზნა სიყვარული ღმრთისა გულთა შინა ჩუენთა: ვითარცა მოციქული იტყჳს
ვითარმედ: სიყვარული ღმრთისა განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა: რამეთუ ცეცხლისა მისთჳს
საღმრთოჲსა იტყჳს
და არა არს მათისაებრ სიცბილისა, რომელსაცა იგინი ცეცხლისათჳს
გეჰენიისა იმოწმებენ, რამეთუ უპირულ არს სიტყუაჲ მათი
და უმსგავსო: არცა ძალუც ცეცხლსა მას გეჰენიისასა განწმედა, არცა მიტევებაჲ ცოდვათა, არამედ სულსა წმიდასა, რომელი აღეგზნა ჩუენ
შორის ქრისტეს მიერ სახედ ცეცხლისა მოფენითა ჩუენ მორწმუნეთა შორის. იგი არს განმწმედელი და მომტევებელი ცოდვათა, პირველად ემბაზსა ზედა, რაჟამს ნათელს ვიღებდეთ. მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა
დაიწუან ყოველნი ცოდუანი ჩუენნი: და მერმე თუ რაჲმე
ბიწი შეხუდეს, ვითარცა კაცთა ჴორციელ(ი)თა მჴურვალებითა სინანულისათა და სიყუარულითა ღმრთისათა, რომელი განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, მით განქარდებიან ცოდუანი ჩუენნი და უკუეთუ ვინმე აქა არა ინებოს განწმედა თავთა თჳსთა
კეთილთა საქმეთა მიერ და შეწყნარებად სულისა წმიდისა: მუნ ცეცხლსა შინა ნურღარასა ლხინებასა ელიან თჳნიერ
აქეთგან მოხმარებისა და შეწევნისა: რომლისათჳსსცა
უფალმან მართლმორწმუნენი მისნი მიხსნნეს ცეცხლისაგან გეჰენიისა და სხუათა მათ მწარეთა სატანჯუელთაგან და დაუსჯელად ღირსმყუნეს წარდგომად წინაშე საყდარსა მისსა საშინელსა და მიმთხუევად კეთილთა მათ საუკუნეთა, ქრისტეს იესოს მიერ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ და
პატივი მამისა თანა დაუსაბამოსა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
XVI სიტყჳსა
მისთჳს რომელსა იტყჳს
მოციქული ვითარმედ ცეცხლითა გამოიცდების კაცად-კაცადისა იგი საქმე, რომელსა იგინი განსაწმედელისათვის იტყჳან.
კუალად სიტყუასა მისსაცა პავლესა სხუად სახედ გარდააქცევენ და ამასცა განსაწმედელსა ზედა მოწამედ მოიღებენ, რომელსა მიუწერ კორინთელთა და იტყჳს:
ვითარმედ საფუძველი სხუაჲ ვერვეს ძალუც დადებად გარეშე მისა,
რომელი იგი დადებულ არს, რომელ არს იესო ქრისტე. უკუეთუ ვინმე აყენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვესხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარცა რაჲ იყოს,
ცეცხლმან გამოაცხადოს: რომელსა იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა სასყიდელი მიიღოს რომლისა იგი საქმე დაიწუას, იზღვიოს; ჴოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან.
თარგმანი: - უკუთუ ვინმე გულისჴმისყოფით ისმენდეს სიტყუასა ამას
მოციქულისასა
არა ძნელ არს ძალი ამის სიტყჳსა, არამედ ადვილ არს მადლითა სულისა წმიდისათა, რამეთუ ამასა ყოველსა მერმისა მისცეცხლისათჳს
იტყჳს, რომელი გამოჩინებად არს წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტესა, დღესა მას მეორედ მოსვლისასა, რომელი იგი გამომცდელი არს კაცად-კაცადისა საქმეთა და არა მათთაებრ ზრახვისა, რომელსა აწვე განსაწმედელსა ზედა მოიღებენ იგინი, არამედ ესე იგი ცეცხლი არს რომელი იხილა წინასწარმეტყველმან დანიელ, ვითარცა იტყჳს
ვითარმედ: საყდარნი დაიდგნენ და ძუელი დღეთა დაჯდა მას ზედა: ათასნი ათასნი დგენ წინაშე მისა და ბევრნი ბევრთანი მსახურებდენ მას და მდინარე ცეცხლისა დიოდა წინაშე მისა: ვითარცა დავითიცა წინასწარმეტყველი იტყჳს:
ღმერთი ცხადად მოვიდეს ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს: ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად: და შემდგომი. კუალად სხუასა ფსალმუნსა შინა იტყჳს:
სიმართლე და განკითხუა წარმართებაჲ საყდრისა მისისა: ცეცხლი მის
წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.
ესე ყოველი ცეცხლისა მისთჳს მეორედ მოსლვისა თქმულ არს და მოციქულიცა ამის ცეცხლისათჳს
იტყჳს:
ვითარმედ ცეცხლი გამოჩინებად არს წინაშე საყდრისა ქრისტესისა რომელმან გამოცადოს კაცად-კაცადისა საქმე, რომელი დღემან მან გამოაცხადოს.
რამეთუ რომელი აშენებდეს საფუძველსა მას ზედა, რომელ არს იესო ქრისტე ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკსა პატიოსანსა. ესე მართლმადიდებლობაჲ არს
და კეთილისა საქმენი, რავდენნიცა მცნებანი არიან ქრისტესნი, რომელსა იმოქმედებენ სოფელსა ამას შინა მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა. იგინი გამოიცადნენ რაჲ ცეცხლისა მისგან, რომელი დიოდეს წინაშე საყდრისა მის
ქრისტესა. არა დაიწუვნენ, არამედ ეგნენ შეუწველად და უბრწყინვალეს იქმნეს ვითარცა ნივთნი ესე პატიოსანნი უბრწყინვალეს იქმნებიან ცეცხლსა შინა და ესმას რაჲ მეუფისაგან ჴმაჲ იგი კურთხევისა რომელ(..) მაშინ უხმობს მართალთა: მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისანო. განვლონ ცეცხლი იგი და გამოვიდენ განბრწყინვებულნი და ელვარექმნილნი სიტყჳსაებრ ფსალმუნისა, რომელსა იტყჳს:
ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი
ცეცხლისა და ესრეთ გამოვიდნენ და დადგენ მარჯუენით მეუფისა.
მოციქულისა: - ხოლო რომელი აშენებდეს ძელსა, თივასა, ლერწამსა: ესენი მწვალებელნი არიან და ყოველნი მოქმედნი ბოროტისანი, რომელთა უქმად გარდაიხადეს ცხორებაჲ ესე
საწუთოსა, რომელი მოგუცა უფალმან სათნოებისა სამუშაკოდ, რათა კაცად კაცადმან შეუკრიბოს თავსა თჳსსა
კეთილნი საქმენი და დაიუნჯოს მის დღისათჳს,
რომელსა შინა განბრწყინდნენ ვითარცა ოქრო რჩეულნი და ვითარცა ანთრაკნი პატიოსანნი; არამედ რომელთა კეთილთა საქმეთა წილ იმუშაკეს და საწუველნი გეჰენიისანი ჴორციელნი და წარმავალნი და ყოვლითურთ შეექცინენ მსოფლიოთა ზრუნვათა. ჭეშმარიტად და უცილობელად ამათი საქმე დაიწუას და განქარდეს ვითარცა შეშა და უფროსად ვითარცა თივა და ლერწამი და იგი განერეს და ესრეთ განერეს ვითარცა ცეცხლისაგან. ესე იგი არს ვითარმედ სული არა განილევის არცა განქარდების ცეცხლსა მას შინა რაჟამს ჴორცნიცა უკუდავნი და უჴორცონი შეემოსნენ და
ეგოს ცეცხლსა მას შინა უკუდავსა და დაუსრულებელად. ესე არს სიტყჳსა
მის ძალი, ვითარცა წმინდა იოანე ოქროპირიცა ესრეთვე სთარგმნის სიტყუასა ამას და არა არს მათისაებრ სიცბილისა, რომელსა მოიღებენ აწვე განსაწმედელად ცოდუათა ცეცხლსა მას შინა გეჰენიისასა, რამეთუ ცეცხლსა შინა განწმედა არა იქმნების.
რამეთუ ცეცხლსა მას მეორედმოსლვისათჳს
იტყჳს, რომელი გამოჩინრბად არს დღესა მას განკითხჳსასა წინაშე საყდარსა ქრისტესასა და არა თუ აწინდელისა ცეცხლისათჳს,
რომელსა იგინი აწვე განსაწმედელად სულთა აღიარებენ, რამეთუ მოციქული ესრეთ იტყჳს
ვიტარმედ: დღემან მან გამოაცხადოსო: რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არსო: და არა განსაწმედელისათჳს,
ვითარცა ჰგონებენ მოსავნი პაპისანი.
No comments:
Post a Comment