ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. XVI ნაწილი.


11. [რგ]. (119). გჳთხრობდა ჩუენ, მივიდა ოდესმე ეშმაკი ბერისა ვისამე ხატითა მონაზონისაჲთა და შემოსილი სქემითა, და დაჰრეკა კარსა სენაკისა მისისასა. და ვითარ განუღო კარი, ჰრქუა ბერმან ეშმაკსა მას: ყავ ლოცვაჲ. ხოლო ეშმაკმან იწყო რეცა ლოცვად და თქუა: აწ და [მარადის], უკ{უნი}თი უკუნისამდე. და ჰრქუა მას ბერმან: [ავ ლოცვაჲ], ხოლო ეშმაკმან კუალად თქუა: აწ, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. მაშინ ბერმან ჰრქუა მას: ყავ ლოცვაჲ და თქუ: დიდებაჲ მამასა და ძესა და სულსა აწ, მარადის და უკუნითი, ამენ. და ვითარცა ესმა ესე ეშმაკსა მას, ივლტოდა იგი ცეცხლისაგან და უჩინო იქმნა.
12. [რდ]. (160). []ერი ვინმე იტ[]ოდა: ვჯედ ოდესმე სენაკსა ჩემსა და ვიქმოდე ჴელთ საქმარსა და ვიტყოდე დავითსა, და აჰა ჰინდოჲ []რთი ჭაბუკი შემოვიდა სარკუმლით, და მოერტყა მას არდაგი შიშუელსა ზე[და] და დგა წინაშე ჩემსა, და იწყო როკვად. ხოლო მე []რა დავაცადე ფსალმუნებაჲ ჩემი და არცა მი[ვხედენ] მას. და მრქუა მე: არა კეთილ[ად] ვროკავა, ბერო? ხოლო მე არაჲ მიუგე. და კუალად მრქუა მე: არა შეგიყუარდა როკვაჲ ჩემი, ბერო? და მე არარაჲ მიუგე მას. [მაშინ] მრქუა მე: ბერო ბოროტო, შენ ეგერა []გონიეს, ვითარმედ კეთილსა რასმე საქმესა იქმ? გრწმენინ ჩემი, რამეთუ სამ გზის შეც[თო]მილ ხარ ფსალმუნსა მაგას შენსა: სამეოცდამეცხრესა ფსალმუნსა, სამეოცდამეექუსესა და სამეოცდამეშჳდესა. მაშინ გულისჴმა-ვყავ და მოვდერკ წინაშე უფლისა, და მუნთქუესვე უჩინო იქმნა. ხოლო ფსალმუნთა მათ თქუმაჲ ფრიად საწერტელ ექმნების ეშმაკთა, რამეთუ იტყჳს: აღდეგინ ღმერთი და განიბნინე[] ყოველნი მტერნი მისნი.
13. [რე]. (161). მივედით ჩუენ მამისა [ისა]ჰაკისა. ხოლო ბერმან იწყო თხრობად ჩუენდა, ვითარმედ: უწინარეს ორმეოცდაათორმეტისა წლისა ვჯედ სენაკსა შინა ჩემსა, ვიქმოდე ბადესა სამუმლესა, და ვსცეთ და ვერ განვაგე, და მის გამო მწუხარე ვიქმენ და დავადგერ დღე ყოველ საქმესა მას შინა ბრძოლითა და შრომითა, რაჲთა განვაგე ბადე. და ვერ განვაგე იგი და ვიყავ ურვა[სა] შინა და არა უწყოდე, რაჲმცა ვყავ. და ვითარ ამას ვიგონებდი მწუხარე,მეყსეულად ჭაბუკი შავი შემოვიდა სარკუმლით სენაკსა ჩემსა და მრქუა მე: ცთომილ ხარ, არამედ მომე(!) და მე განვაგო ეგე. ხოლო მე ვარქუ მას: წარვედ ჩემგან, რამეთუ არა ჰქმნე შენ საქმე ჩემი უკუნისამდე. მომიგო და მრქუა მე: რაჲსათჳს იჭირვი და ავნებ თავსა შენსა და [ან]რყუნი საქმესა შენსა? მე მიუგე და ვარქუ მას: შენ ნუ იურვი. და კუალად მრქუა მე: მეწყალი, რამეთუ განჰრყუნი საქმესა შენსა. მაშინ ვარქუ მას: ბოროტად მოხუედ აქა და წყეულმცა ხარ შენ! და ვინ მოგიყვანა? ხოლო მან მრქუა: შენ მომიყვანე აქა. და ვარქუ მას: ვითარ? და მრქუა მე: აჰა ესერა სამი კჳრაჲ არს, ვინაჲთგან ემტერები ძმასა შენსა და ეზიარები ჟამსა. ხოლო მე ვარქუ მას: სტყუვი, არა ჭეშმარიტსა იტყჳ. და მრქუა მე: არა ერთისა საჭმელისათჳს ოსპნისა განიკითხე იგი ბოროტად? და მე არა თანა-წარვჰჴედ საქმესა მას. ხოლო მან მრქუა, ვითარმედ: მე ვარ ბოროტთა ზედა მოჴსენე, და ამიერითგან შენ ჩემი ხარ, რამეთუ მე ვარქუ _ კეთილ. ხოლო მე, რაჟამს მესმა ესე, მე მუნთქუესვე მივედ მოძმისა მისისა, სადა შეუვრდი მას და ვყავ სიყუარული მის თანა. და ვითარ მოვედ სენაკად ჩემდა, ვპოვე, [{ითარმე}] დაეწუა ეშმაკსა მას ბადე იგი და ჭილი, რომელ[სა] ზედა ვილოცევდი. და ეგრეთ წარსრუ[] იყო.
14. [რვ]. [] იყო ვინმე უკეთუ[რი] კაცი, და არა დასცხრებოდა გმობად წმიდისა ღმრთის მშობელისა. ეჩუენა მას წმიდაჲ დედოფალი და ჰრქუა: რაჲ ბოროტი შე[გე]მთხჳა შენ, რომელ არა დასცხრები გმირობისაგან ჩემისა? [კრ]ებულსა შორის იგი არავე დასცხრა უკეთურებისაგან. კუალად ეჩუენა წმიდაჲ ღმრთის მშობელი, ასწავებდა და ჰრქუა: ნუ მოიკლავ სულსა შენსა, დასცხერ გმობისა მაგისგან ჩემისა. ხოლო საწყალობელი იგი დაბნელებული იყო ეშმაკისაგან და [შეს]ძინებდა უძჳრესსა. კუალად მესამედ ეჩუენა მას {მრთ}ის მშობელი და არარაჲ მიუგო, არამედ [გარე] წარსლვასა მისსა შეახო ჴელთა და ფერჴთა მისთა და წარვიდა. და ვითარ გან[]რთა ჰრულისა მისგან საწყალობელი [იგი], იპოვნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი მო[რღუეულნი] და ქუეყანასა დაცჳვნებულნი. და იგი დაშ[თა] ვითარცა ძეგლი უძრავად ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და მიერითგან ყოველსა ერსა უთხრობდა და აღიარებდა ბრალთა თჳსთა, და იტყჳნ: მართლიად შემემთხჳა მე მოსაგებელი []ლთა ჩემთაჲ.
15. [რზ]. (60). იყო ვინმე ქალწული ქმნულ-კეთილი. დაყუდებულ იყო სახლსა შინა თჳსსა. და იყო იგი ფრიად მოსწრაფე სულისა თჳსისა ცხორები[სათჳს] [მარხვითა] და მღჳძარებითა და გლახაკთა მოწყალებითა. ხოლო ეშმაკი რომელი მარადის ეშურების [ცხორებ]ასა კაცთასა და განჰმზადებს საფრჴესა, უნდა მონადირებაჲ ნეტარისა[]; მისცა და შთა[უგდ] ჭაბუკსა ვისმე შერაცხილთაგანსა []ლი მისი, და წარტყუენულ იქმნა ტრფიალებითა მისითა. და მოვიდის იგი ყოველთა დღეთა, დაჯდის კართა ზედა მის ქალწულისათა და აუ[რვ]ებნ მას მრავლითა სიტყჳთა ლიქნისაჲთა. უკუეთუ გამოვიდის მსახური მისი რომლისამე საჴმრისათჳს, სტანჯავნ და გუემნ მას გინებითა და რისხვითა და მრავალფერითა ყუედრებითა. და ოდესმე არა განუტევის იგი გამოსლვად გარე და არცა ქალწული იგი. და ვითარ იხილა ქალწულმან მან აღძრვაჲ იგი და აღზრზინებაჲ ჭაბუკისაჲ მის, მიავლინა და მოუწოდა. ხოლო იგი აღდგა მსწრაფლ და წარვიდა სიხარულით, ჰგონებდა, ვითარმედ ნებაჲ მისი აღასრულოს. და ვითარ შევიდა სახედ მისა, ჰრქუა მას ქალწულმან: ძმაო, რაჲსათჳს მაურვებ მე დღითი-დღედ და შემაწუხებ, და არა უტეობ მსახურსა ჩემსა განსლვად გარე და არცა მე? მიუგო მას ჭაბუკმან მან და ჰრქუა: ჭეშმარიტსა გეტყჳ შენ, დედოფალო ჩემო, რამეთუ წარტყუენულ ვარ ფრიად სიყუარულითა შენითა და ოდეს სადა გიხილი, აღეტყინის ცეცხლი გულსა ჩემსა. მაშინ ჰრქუა მას ქალწულმან მან: რომელი ადგილი უფროჲს გიყუარს პირსა ჩემსა? ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: შუენიერებაჲ თუალთა შენთაჲ მაურვებს მე და ამას წარუტყუენავს გონებაჲ ჩემი. და ვითარ ესმა ესე მას, ჰრქუა: მგებდ მე. და მოიღო ფხინი და აღმოიყარნა ორნივე თუალნი მისნი და მიუყარნა, და ჰრქუა მას: წარვედ აწ და განძეღ მაგათითა სიყუარულითა. ხოლო ჭაბუკმან მან ვითარ იხილა საშინელი იგი საქმე, შეძრწუნდა და შეიპყრა იგი შიშმან და სინანულმან, რამეთუ მიზეზითა მისითა აღმოიჴადნა ნეტარმან მან თუალნი თჳსნი. მყის განვიდა უდაბნოდ სკიტედ და მონაზონ იქმნა.
16. [რც]. (70). მითხრობდა მამაჲ პალადი, ვითარმედ: შემდგომად დავით თესალონიკელისა მასვე ხესა, რომელსა ჯდა, შევიდა ბერი, რამეთუ იყო ღრუჲ ძირი მისი, დაუტევა მცირე სარკუმელი, ვინაჲთ იგი მომავალთა ზრახავნ. და ვითარ მოვიდეს ბარბაროზნი და წარტყუენეს ქუეყანაჲ იგი, მივიდეს ადგილსა მასცა, სადა ბერი იგი შეყენებულ იყო. და გან-რაჲ-ვლიდეს ხეთა მათ ქუეშე, იხილა იგი ერთმან მათგანმან, რამეთუ გამოეყო თავი მისი და იხედვიდა ბგერასა მას მათსა და რისხვასა; და აღმო[]ჴადა მახჳლი თჳსი, რაჲთამცა სცა ბერსა მას და მოკლა იგი. და ვითარ მიჰყარა, დაადგრა ჴელი მისი განმარტებულად და შეუძრავად. და ვითარ იხილე[] ესე სხუათა მათ ბარბაროზთა, დაუკჳრდა და შიშმან შეიპყრნა იგინი. მოვიდეს ბერისა და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა განკურნა იგი. ხოლო ბერმან ყო ლოცვაჲ და განიკურნა იგი და განუტევნა მშჳდობით.
17. [რთ]. გჳთხრობდა ჩუენ [მა]მათაგანი ვინმე ესევითარსა საკჳრველსა: იყო მახლობელად ანტიოქია ქალაქსა მონასტერი დედათაჲ, რომელსა შინა იყოფებოდა ას სამოცი ქალწული. და იყო მონასტერი იგი მოზღუდვილი და შეკრძალულ[]. და იყვნეს მას ქუეყანასა ათორმეტნი ავაზაკნი, ფრიად ბოროტნი და განთქუმულნი. და დღესა ერთსა განიზრახეს ურთიერთსა, რაჲთამცა მონასტერი იგი გამოტყუენეს. მოუწოდა მთავარმან ავაზაკთამან მოყუასთა თჳსთა და ჰრქუა მათ: [იხილ]ეთ და განიზრახეთ, რომლითა ღონითა შევიდეთ მონასტერსა მას. და თქუა ერთმან მათგანმან: [გა]რე-შემომვლო(!) მე, და უკუეთუ ვპოო ნაპრალი, შევიდე მუნით, ანუ სარკუმლით. და [ჰრ]ქუა: არარაჲ იცი და ვერცა ამით ღონითა [შე]ხჳდე მონასტერად. და თჳთოეულმან მათ[გან]მან წარმოთქუა ღონე თჳს[]. ჰრქუა მათ ყოველთა: არა იცით და ვერცა შეხუალთ მით ღონითა. მაშინ ჰრქუეს ავაზაკთა მთავარსა: მაშინ ვითარ გნებავს, ვითარ შევიდეთ? ხოლო მან ჰრქუა: შევიმოსო მე სამოსელი მონაზონთაჲ და დავიდგა ჩაფხუტი თავსა ჩემსა, კუნკული, და დავფლნე თმანი ჩემნი მას შინა, და შევისხნე მე სამჴარნი საფარველად ჩემდა, ხოლო ჴრმალი დავიკრა ბარკალსა ჩემსა და მივიდე მათსა მწუხრი, ვითარცა მონაზონი უცხოჲ. და ვარქუა მეკრესა უცხოებისა ჩემისათჳს: მრცხუენი[] შემოსლვად ქალაქად, ეკლესიად არა მნებავს შემოსლვაჲ დედათა შემთხუევისათჳს, არამედ ყავ სიყუარული ღმრთისათჳს, დამაცადე მე, რაჲთა დავადგრე ღამესა ამას შინაგან ბჭეთა მათ მონასტრისათა და განთიად წარვიდე გზასა თჳსსა. ესე ზრა[]ვაჲ ბოროტი ჰრქუა მოყუას[] თჳსთა. და მათ სთნდა და ჰრქუეს: კეთილა[] განგიზრახავს, ყავ ეგრე. ხოლო იგი მივიდა, დაჰრეკა კარსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ მონაზონთაჲ, და ჰრქუა მას ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელი მოემზადა. ხოლო მეკრემან, რაჲ ესმნეს სიტყუანი ესე, შეიწყნარა, ვითარცა მონაზონი, ღირსი და შემკული ყოვლითა სათნოებითა, წარ[ვი]და, აუწყა დედოფალსა. ხოლო მან ბრძანა შემოყვანებაჲ მისი შინა. და მოუწოდა ყოველთა დათა, იკურთხნენ მისგან. და ბრძა[ნა] მოღებაჲ წყლისაჲ, და დაჰბანნეს ფერჴნი მისნი ყოველთა დათა, და წარიღეს ნაბანი იგი, ვითარცა ევლოგიაჲ და ვითარცა საკურნებელი სენთაჲ. იყო მონასტერსა მას შინა დაჲ ერთი ქუემდებარე მრავლით ჟამითგან, ხოლო დამან მან (ჰმსახურებდა მას) წარიღო ნაბანისა მისგანი და ასხურა მას სარწმუნოებით, და მუნთქუესვე, ვითარ-იგი სათნო უჩნდა ღმერთსა, განიკურნა უძლური იგი, აღდგა ფერჴთა თჳსთა ზედა და მივიდა ავაზაკისა მის. ხოლო დათა მათ ვითარცა იხილეს იგი და ცნეს მიზეზი განკუ[]ნებისაჲ მისისაჲ, ერთობით, ვითარცა ერთითა პირითა, ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან ყვის სასწაული კურნებათაჲ წმიდათა მისთა მიერ. ხოლო ავაზაკმან მან ვითარ იხილა საქმე იგი და ესმა დედათაჲ მათ დიდებისა მიცემაჲ, დაეცა მას შიში და []რწოლაჲ, და შეძ[]წუნდა სული მისი და დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა წინაშე მათ დათასა და იწყო აღსაარებად, ვითარმედ: უწყის მხოლომან ღმერთმან, რამეთუ მე კაცი ვარ ცოდვილი და მთავარი ავაზაკთაჲ, რომელნი აწ მცირედ-ღა ხილვად არიან, რამეთუ მოვლენ იგინი მას ღამესა, რაჲთამცა გამო[ტყუე]ნეს მონასტერი ესე თქუენი, არამედ ნუ გეშინის, რამეთუ არა უტეო მათ ბოროტისა ყოფად თქუენდა, რამეთუ ამისთჳს ქმნა უფალმან სასწაული ესე ჩემ მიერ, რაჲთა იჴსნეს სული ჩემი წარწყმედისაგან. და ვითარცა [თქუა] ესე, გამოიღო მახჳლი თჳსი და დააგდო ქუეყანასა იგი წინაშე მათსა. ხოლო ქალწულთა მათ ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე და იხილეს მახჳლი იგი, შეიპყრნა შიშმან და დაადგრეს ღამე ყოველ ფსალმუნებასა შეძ[]წუნებულნი დიდად. და ვითარ იყვნეს იგინი ლოცვასა მას, აჰა ესერა მოიწია კრებული იგი ავაზაკთაჲ და დადგეს ბჭეთა ზედა მონასტრისათა. ხოლო მთავარი იგი მათი განვიდა და უთხრა მათ ყოველივე, რაჲ-იგი იქმნა მის მიერ და რაჲ-იგი ყვეს ქალწულთა მათ. და მერმე ჰრქუა მათ: ამ[იერითგან] არღარა ვიყო მე ავაზაკ და არცაღა ვჰმსახურო მე ეშმაკსა, არამედ შე[უდ]გე მე ქრისტესა და ვიქმნე მონაზონ; და აჰა ესერა მიმიცემიეს თქუენდა ყოველი მო[ნა]გები ჩემი, წარაგეთ იგი, ვითარცა გნებავს და წარვედით მშჳდობით. მაშინ ყოველთა მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუ ბოროტსა მას ცხორებასა გეზიარ[]ნით, და წინამძღურობაჲ შენი სათნო იყო, და აჰა ესერა ამიერითგან ჩუენცა დაუტეოთ ავაზაკობაჲ და არა განგეშორნეთ, დავადგრეთ შენ თანა; და ვითარ-იგი მაშინ ავაზაკობასა შინა ერთად ვცხონდებოდეთ, ეგრეთვე აწ აღვიღოთ უღელი მონაზონებისაჲ ერთობით შენ თანა. მაშინ ყოველთა ერთბამად დასთხივნეს მახჳლნი მათნი და დაუტევნეს ავაზაკობაჲ და იქმნეს მონაზონ და კეთილად აღასრულეს ცხორებაჲ მათი.
18. [რი]. (9). ბერი ვინმე იყოფებოდა ლავრასა მა[...]ლოჲსასა, და არარაჲ აქუნდა მას სხუაჲ ჴორცთ საჴმარი გარნა მცირედი პური, ხოლო მადლი სარწმუნოებისაჲ აქუნდა მდიდრად. დღესა ერთსა მოვიდა მისა გლახაკი და სთხოვდა ქველის საქმესა. ხოლო ბერსა მას არარაჲ აქუნდა, გარნა ჴუეზაჲ ერთი პური, გამოიღო და მისცა იგი გლახაკსა მას. ჰრქუა მას გლახაკმან მან: პური არ[] მინებს, არამედ მომეც მე სამოსელი. და უნდა ბერსა, რაჲთამცა დაარწმუნა მას, უპყრა ჴელი მისი და შეიყვანა იგი სენაკად თჳსად. ხოლო გლახაკმან მან არარაჲ პოვა ყოლადვე ჴორცთა საჴმარი მუნ შინა. და სარგებელ ეყო მას ფრიად, და აღეშენა ცხორებასა მას ზედა ბერისასა. და მოიღო მახალი თჳსი, რომელსა შინა იდვა შენაკრები იგი მისი, და მისცა იგი ყოველივე ბერსა და ჰრქუა: მიიღე ესე, ბერო კეთილო, საჴმრად შენდა და ლოცვაყავ ჩემთჳს, ხოლო მე შემძლებელ ვარ სხჳსა შეკრებად ადგილითიადგილად სლვითა. და ესე რაჲ თქუა, წარვიდა იგი აღშენებული.

19. რია. ანტიოქიას მყოფთა მამათაგანი გჳთხრობდა ჩუენ, ვითარმედ: აღვედ ოდესმე მთასა ამანონსა საჴმრისათჳს, და ვპოვე მე ქუაბი და შევედ მას შინა, და ვიხილე მძოვარი ვინმე, რომელსა მუჴლნი მოედ[რი]კნეს აღმოსავალით კერძო და ჴელნი ზეცად განეპყრნეს და თმაჲ თავისა [მისისაჲ] შთავიდოდა ქუეყანად. ხოლო მე ვჰგონებდი, ვითარმედ ცოცხალ არს და ილოცავს და თაყუანის-[][ემს] ქუეყანასა ზედა. და ვარქუ მას: ლოცვა-ყავ ჩემთჳს, მამაო. და ვითარ არარაჲ მომიგო, მივეახლე, რაჲთამცა მოვიკითხე იგი, უპყარ ჴელი მისი და ვპოვე აღსრულებული, და ვიკურთხე გუამისა მისისაგან და გამოვედ. და ვითარ წარმოვე[] მცირედ, ვიხილე სხუაჲ ქუაბი და შევედ მას შინა, და ვპოვე ბერი ვინმე და მრქუა მე: კეთილად მოხუედ, ძმაო, არ[] შეხუედა ქუაბსა? და ვარქუ მას: ჰე, მამაო, შევედ. მრქუა მე: ნუ თუ რაჲ წარიღე []? და ვარქუ მას: არარაჲ. მაშინ მრქუა მე: გრწმენინ ჩემი, ძმაო, რამეთუ [მძოვარ]სა ამას აღსრულებულსა აქუს ათხუთმეტი წელი და უწინარეს მოსლვისა შენისა ჟამითა ერთითა [აღ]ესრულა. და ესე რაჲ თქუა, ყო ლოცვაჲ. და გამოვედ და მივეც დიდებაჲ ღმერთსა. 20. [რიბ]. ორნი ვინმე მძოვარნი იყოფებოდეს მთასა ერთსა. და ვითარ შეისუენა [მე]ორემან, ყო ლოცვაჲ ძმამან მისმან, და[4 ]ჰმარხა იგი მუნ. და შემდგომად მცირეთა დღეთა გარდამოვიდა მთით მეორე იგი ბერი და პოვა ქუეყანისა მოქმედი ვინმე და ჰრქუა მას: ყავ სიყუარული, ქრისტეს მოყუარეო ძმაო, და მოიღე სათხრელი და მოვედ ჩემ თანა. ხოლო კაცმან მან ყო ეგრეთ, და მოვიდა და შეუდგა მას. და ვითარ აღვიდეს იგინი მთასა მას, უჩუენა ბერმან კაცსა მას საფლავი ძმისა თჳსისაჲ და ჰრქუა მას: დათხარე აქა. და ვითარ განაღო საფლავი იგი, აღდგა ნეტარი იგი ბერი და ყო ლოცვაჲ. და ვითარ აღასრულა, მისცა ანბორისყოფაჲ და დაუტევა მშჳდობაჲ კაცსა მას, და ჰრქუა: ლოცვა-ყავ ჩემთჳს, ძმაო! და შთავიდა იგიცა საფლავსა მასვე და დადვა თავი ძმისა თჳსისა თანა, და მისცა სული თჳსი უფალსა. ხოლო კაცმან მან მიასხა მიწაჲ საფლავსა მას და დაჰფლნა გუამნი მათნი, და ადიდებდა ღმერთსა. და ვითარ წარვიდა მცირედ, თქუა: ვითარ არა მოვიღე წმიდათა მათგან ევლოგიაჲ? კუალად-იქცა იგი, რაჲთა მოიღოს და ვითარ მივიდა [მუნ], არღა პოვა საფლავი წმიდათაჲ მათ. დაუკჳრდა და მიუთხრობდა ყოველთა საკჳრველებასა [მას] სადიდებელად {მრთ}ისა.


http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon118.htm

No comments:

Post a Comment