ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. V ნაწილი.

     

ლზ (49). კუალად იგივე ანასტასი ხუცესი წმიდისა აღდგომისაჲ
   მითხრობდა, ვითარმედ: მთავარი ვინმე იყო ჴელმწიფჱ ფილისტიმესა
   ზედა, სახელით ბეჲმარ. და დღესა ერთსა მოვიდა იგი
   ერითა თჳსითა ლოცვად წმიდისა აღდგომასა. და ვითარცა ეგულებოდა
   შესლვად წმიდად აღდგომად, იხილა მან ვერძი ერთი,
   რომელი მოეგება და სცა რქითა თჳსითა ძლიერად, და უკ[]მოაგდო
   იგი კარისაგან საფლავისა. ხოლო იგი შეშინდა და კუალადიქცა
   შეძრწუნებული. ჰრქუა მას დევტელარმან და ფარგალიტთა:
   რაჲსა არა შეხუალ, უფალო, საფლავად?

      მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს შემოგიყვანებიეს
   აქა შინა ვერძი ესე, რომელი მირქენს მე და არა მიტევებს
   შესლვად საფლავად?

      ხოლო მათ, ვითარცა ესმა ეს მთავარსა მისგან, განკჳრდეს
   და შთახდეს საფლავსა მას, და არარაჲ იხილეს.

      და ჰრქუეს მას: შევედ, უფალო, რამეთუ არარაჲ არს აქა შინა.
    და ვითარცა ენება შესლვად საფლავად, კუალად იხილა ვერძი
   იგი, და მოუტევა და სცა მას რქითა თჳსითა და ზეუკუნ აგდო
   იგი და არა უტევა შესლვად საფლავად. და ვითარცა მრავალ
   გზის ყო ესე, და ჰხედვიდა იგი ჩუენებასა მას, და სხუანი იგი
   არარას ჰხედვიდეს.

      ჰრქუა მას დევტელარმან: გრწმენინ ჩემი, უფალო ჩემო,
   ვითარმედ გონებასა შინა შენსა არს ზაკუვაჲ რაჲმე და ამისთჳს არა
   გაუფლა შესლვად მას შინა, არამედ კეთილად  ჰყო, უკუეთუ
   აღიარნე საქმენი შენნი წინაშე მისსა, რამეთუ იგი სახიერ არს
   და მოწყალე და შეგიწყალოს შენ, რამეთუ ჰნებავს ცხორებაჲ შენი.
   ამისთჳს გიჩუენა შენ ესე სახილავი საკჳრველი.

      მაშინ მიუგო კაცმან მან დიდითა ტირილითა და ჰრქუა:
   ჭესმარიტად, რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლითა ცოდვითა და უშჯულოვებისა
   საქმითა.

      და დავარდა იგი წინაშე ღმრთისა და აღიარებდა ყოველთა
   ცოდვათა თჳსთა დიდითა ტირილითა.

      დაშემდგომად მისა აღდგა და კუალად აზმნო შესლვად
   საფლავად. და კუალად გამოუჩნდა მას ვერძი იგი და არა აუფლა
   შესლვად საფლავად.

      მაშინ მიუგო და ჰრქუა მას დევტელარმან: მართლიად
   გეტყჳ შენ, რამეთუ სხუაჲ რაჲმე მიზეზი არს შენ თანა,
   რომლითა ადეყენებით შეწლვად წმიდად საფლავად.

      მაშინ მიუგო მთავარმან და ჰრქუა: ნუუკუე ამისთჳს დავეყენები
   მე შესლვად წმიდად საფლავად, რამეთუ ვარი მე
   შჯულსა ზედა სევეროსისა და არა ვეზიარები მე მართლმადიდებელთა
   თანა.

      მიუგო მას დევტელარმან და ჰრქუა: ჭეშმარიტად, რამეთუ,
   ამისთჳს არა ღირს ხარ შენ შესლვად წმიდად საფლავად.

      და ვითარცა ესმა ესე მთავარსა მას, მუნთქუესვე შეაჩუენა
   შჯული იგი თჳსი. და მოჰგუარეს მას პორცი დაისსხლი ქრისტჱსი
   და ეხიარა იგი. და ესრეთ შევიდა იგი საფლავად და
   არღარაჲ იხილა. და ჰმადლობდა იგი ღმერთსა, რომელმან იჴსნა
   იგი წვალებისა მისგან ბოროტისა
 ლჱ (50). ბეჲსანს შინა, ქალაქსა საკათალიკოზოსა, შევემთხჳენით
   ანასტასის ხუცესსა და მან მითხრა ჩუენ ამბა გიორგისთჳს
   დაყუდებულისა, და გურქუა, ვითრამედ: დეკანოზი ვიყავ მე და
   ღამესა ერთსა აღვდეგ, რაჲთამცა დავრეკე ჟამსა ცისკრისასა.
   და მესმა მე, რამეთუ გიორგი დაყუდებული  ტიროდა მჴურვალედ
   მწარითა ცრემლითა. და მივედ მისა და მჰკითხე მას და
   ვარქუ:

      _ რაჲ არს, მამაო, რაჲსა ესრეთ განმწარებულად სტირ?
   მაუწყე მე.

      ხოლო მან არა მომიგო მე სიტყუაჲ.

      მაშინ ვიწყე მე ვედრებად მისა ტირილით, რაჲთა მაუწყოს
   მე მიზეზი იგი ტირილისა მისისაჲ. და ვითარცა ფრიად ვაიძულე
   მს მრავლითა ვედრებითა, მაშინ სულთ-ითქუნა სიღრმითა
   გულისაჲთა, მომიგო და მრქუა მე:

      ვითარ არა ვტიროდი, შვილო ჩემო, რამეთუ ქრისტე, ღმერთი
   ჩუენი, განრისხებულ არს ცოდვათა ჩუენთა ზედა და არა ჰნებავს
   შეწყალებაჲ ჩუენი, რამეთუ ვიიხლე, შვილო ჩემო, თავი ჩემი
   მდგომარჱ წივაშე საყდარსა სასინელსა მჴსნელისა ჩუენისასა,
   და გარემოჲს მისსა ბევრეული სიმრავლჱ ანგელოზთაჲ და წმიდათაჲ
   ევედრებოდეს მას შენდობად ჩუენდა. ხოლო მან არა შეიწყნარა
   ვედრებაჲ მათი. და შემდგომად ამისა მოიწია დედოფალი,
   ღმრთის მშობელი, შემოსილი სამოსლითა პორფირითა,
   თაყუანის-სცა მას და თქუა: მე მომმადლე შეცოდებაჲ მათი და
   შეუნდვე, ხოლო მან არცაღა ვედერბაჲ მისი ისმინა. და ამისთჳს
   ვტირ, შვილო ჩემო, რამეთუ მეშინის მე ისხვისა მისგან და
   წარწყმედისა, რომელი მოწევნად არს ჟამთა ამათ ჩუენ ზედა.

      და ესე სიტყუაჲ მრქუა მე ბერმან ხუთშაბათად განთენებასა.
   და მეორესა დღესა პარასკევსა იქმნა ძრვაჲ საშინელი და მრავალნი
   ქალაქნი ზღჳს კიდესა დაეცნეს და მრავალნი სულნი წარწყმდეს.
   და აღესრულა სიტყუაჲ იგი ბერისაჲ.

      ლთ (50). იგივე ანასტასი მითხრობდა გიორგი დაყუდებულისათჳს,
   ვითარმედ: ვიყავ ოდესმე მდგომარე სარკუმელსა
   ბერისასა, და იწყო ტირილად, და  მომიგო და მრქუა
    მე: ვაჲ ჩემდა, ძმაო, რამეთუ არა მაქუს ლმობიერებაჲ, არამედ
   უდებებასა შინა წარვჰჴდით და დღეთა ჩუენთა და მეშინის მე ვითარმედ
   მცირედ-\ღა  და შემდგომად რისხვაჲ {მრთისა}  მოწევნად არს
   ჩუენ ზედა. და ხვალისა დღე გამოჩნდა ჩუენ ზედა ცეცხლი საშინელი
   და აღვივსენით ჩუენ ყოველნი შიშითა მიუთხრობელითა.
  (51). ქალაქსა ანაზარბოსსა, რომელ არს საკათალიკოზოჲ,
   ვითარ ათოტმეტით მილიონით არს ლავრაჲ, რომელსა ეწოდების
   მეგჳპტელთაჲ. ამას მონასტერსა შინა იყო ბერი ვინმე , რომელი
   გარდაიცვალა უწინარჱს ხუთისა წლისა, სახელით ივლიანოს. ამას
   დაეყო ქუაბსა შინა მცირესა სამეოცდაათი წელი და არა ოდეს
   სადა რაჲ მოეგო ამის საწუთროჲსა საპმარი, არამედ ერთი
   ხოლო პალეკარტი და ფიჩჳ და კათხაჲ ერთი ძელისაჲ და სახარებაჲ.
   და ამისთჳს გჳთხრობდეს, ვითარმედ ყოველთა დღეთა ცხორებისა
   მისისათა სანთელი არა ოდეს აღენთო ღამით, არამედ
   გამოუჩნდის მას ზეგარდამო ნათელი ბრწყინვალჱ, და ჰხედავნ იგი
   წერილსა და იკიტხავნ წიგნსა ვითარცა დღისი, ვიდრე აღსრულებადმდე
   მისა.
    მა (52). მო-ოდესმე-ვიდა ძმაჲ ვინმე ელია დაყუდებულისა,
   რომელი იყო ქუაბსა შინა სპილიონისასა, რომელ არს წმიდასა
   მაისა ჩუენისა საბაჲსი, და ჰრქუა მას:

      _ მითხარ მე, მამაო, სიტყუაჲ, რომლითა ვცხონდე.

      მიუგო ბერმან და ჰრქუა, ვითარმედ: დღეთა მამათა ჩუენთა
   პირველთასა სამი ესე სათნოვებაჲ დაემარხა მტკიცედ, რომლითა
   შემზლებელ იქმნნეს ცხორებად: მარხვაჲ ძლიერი, და სიმდაბლჱ
   მიუთხრობელი, და სიგლახაკჱ მიუწუდომელი, ხოლო დღეს მოუგიეს
   მონაზონთა ნაყროვნებაჲ სიხარბით, და გულ-ფიცხლობაჲ მანკიერებით,
   და შეკრებაჲ მრავლისა მონაგებისაჲ. აწ, რომელიცა სათნო
   არს წინაშე თუალთა შენთა ორთა ამათგანი, იგიცა შეიკრძალე.
 მბ (53). მითხრობდა ჩუენ ამბა სტეფანე თმოსანი ბერისა
   ვისთჳსმე, რომელი მკჳდრ იყო ლავრასა წმიდისა მამისა ჩუენისა
   საბაჲსსა, სახელით კჳრიაკოზვითარმედ: შთა-ოდესმე-სრულ
   იყო იგი უდაბნოსა მას კჳტილისასა პირსა ზღუა-მკუდრისასა. და
   დაყო მუნ ჟამი რავდენიმე. და კუალად-იქცეოდა იგი სენაკადვე
    თჳსა. და იყო ჟამი სიცხისაჲ და შეეურვა მას ფრიადისა მისგან
   სიცხისა და წყურილისა, ვიდრემდის სულმოკლე იქმნა და დაეცა
   ქუეყანასა ზედა, და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად ღმრთისა
   მიმართ და თქუა: უფალო, შენ უწყი, ვითარმედ ვერღარა შემჟლებელ
   ვარ სლვად წყურილისაგან და სიცხისა. 3 და ვითარცა ესე
   თქუა, გამოუჩნდა მას ზეცით ღრუბელი ცუარითა სავსჱ და აგრილობდა,
   და განაჟლიერა იგი. და აღდგა და წარვიდა. და ვიდრე
   შესლვადმდე მისა სენაკად არა განეშორა მისგან. და იყო სიშორჱ
   გზისაჲ მის ვითარ ათორმეტ მილიონ.
 მგ (53). მითხრობდა იგივე სტეფანე ამის ბერისათჳს კჳრიაკოზისა,
   ვითარმედ: მო-ოდესმე-ვიდეს სოფლით ნათესავნი მისნი,
   ერისა კაცნი, ხილვად მისა და იკითხეს ლავრასა შინა სენაკი
   მისი. დაც უჩუენეს მამათა სენაკი მისი, და მივიდეს, და ჰრეკეს
   კარსა მისსა. და ვითარცა იჭჳრა ბერმან სარკუმელით სენაკისა
   მისისაჲთ და იცნნა იგინი, ილოცა ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა
   იხილონ იგი. და გამოვიდა ბერი სენაკიდან და წარვიდა უდაბნოდ
   და არა მოიქცა იგი, ვიდრემდის არა წარვიდეს იგინი ლავრით.
   და მაშინ-ღა მოიქცა იგი სენაკად თჳსა.
 მდ (54). მი-ოდესმე-ვედით ჩუენ თევდორე ალექსანდრიელისა
   ტარნუდინს. და მრქუა ჩუენ ბერმან: მართლიად გეტყჳ თქუენ,
   შვილნო ჩემნო, ვითარმედ განრყუნეს მონაზონთა თქუმული მამათაჲ.
   რამეთუ იყო ჟამთა მათ პირველთა მამათასა სკიტეს სიყუარული
   ფრიადი, მარხვაჲ და სათნოვებაჲ. და მე ვეწიფე მუნ მამათა
   ბერთა, რომელთა, უკუეთუ არა მოვიდის მამათა უცხოჲ სტუმარი,
    არა მიიღიან მათ საზრდელი ყოლადვე. და იყო მუნ ერთი
   ბერთაგანი, რომელსა სახელი ერქუა ამონიოს. ესე ჯდა მახლობელად
   ჩემსა, და მე  ვიცოდე წესი და განგებაჲ მისი, რამეთუ
   არასადა ჭამის მარტომან. მაშინ მივიდა მისა ყოველთა შაბათთა,
   რაჲთა ჩემითა მიზეზიღა პირ-იჴსნეს ბერმან, რამეთუ ესე იყო
   წესი მათ ყოველთაჲ მათ ჟამთა, _ უკუეთუ მოვიდის მათა უცხოჲ
   მონაზონი, ჰრქჳან მას: ყავ ლოცვაჲ, მამაო; და ვიდრე იგი ილოცავნ,
   იგინი ტაბლასა განჰმზადებედ და მუთქუესვე დასხდიედ
   პურისა ჭამად.
 მე (55). გჳთხრობდა ამბა ირინიოს, ვითარმედ: ბერი ვინმე
   იყო სკიტეს მგდომარჱ. ამან იხილა ეშმაკი, რამეთუ მისცემდა
   იგი ძმათა რომელთამე ცულებსა და რომელთამე ნიჩბებსა და
   რომელთამე გოდრებსა.

      მაშინ ჰკითხა მას ბერმან და ჰრქუა: რასა უკუე იქმ ამას,
   ეშმაკო?

      ხოლო ეშმაკმან მან ჰრქუა ბერსა: ამას განუყოფ საშფოთველად
   და შესაქცეველად, რაჲთა ამას საქმარსა მიექცენ და ლოცვისათჳს
   უდებ იქმნენ.
  მვ (55).იგივე ანბა ირინიოს გჳთხრობდა კუალად, ვითარმედ:
   ოდეს ბარბაროსნი მოვიდეს სკიტედ, ვივლტოდე მიერ და
   მოვედ მე ღაზაჲთ კერძოთა ადგილთა, რამეთუ ქუეყანაჲცა ჩემი
   მუნ იყო. და შევედ ერთსა მონასტერსა, ვითხოვე სენაკი და დავჯედ
   მას შინა, რაჲთა მუნ ვიყოფვოდი. დამონითხოვე მამასახლისისაგან
   წიგნი მამათაჲ, რაჲთა ვიკითხვიდე მას შინა. და ვითარცა
   განვყავ კითხვად, ვპოვე მე თავი ესე, ვითარმედ: ძმაჲ ვინმე მივიდა
   ბერისა რომლისამე წმიდათაგანისა და ჰრქუა მას:

      _ ლოცვა ყავ ჩემთჳს, მამაო.

      ჰრქუა მას ბერმან: შვილო, ოდეს ჩუენ თანა იყოფვოდე, თანა-მედვა
   ლოცვაჲ შენთჳს ხარკით, ხოლო აწ, ვინაჲთგან წარსრულ
   ხარ შენ ჩუენგან თჳსთა შენთა თანა, არღარა თანა-მაც ლოცვაჲ
   შენი.

      ხოლო მე, ვითარ წარვიკიტხე თავი ესე, მუნტქუესვე შევყავ
   წიგნი იგი და ვარქუ თავსა ჩემსა: ვაჲ შენდა, ირი\ნეოსვაჲ
   შენდა, რამეთუ მოსრულ ხარ თჳსთა შენთა თანა და მამანი არღარა
   გილოცვენ ამიერითგან და თჳთ უდებ ხარ, არამედ იზრუნე
   სულუსა შენისატჳს.

      და აღვდეგ მუნთქუესვე და მივართუ წიგნი იგი უფალსა
   თჳსსა და გამოვედ, და მოვედ ადგილსა ამას. და ვიყიოფვი უდებებით.
   და ესე არს მიზეზი მოსლვისა ჩემისაჲ.
 მზ (57). ქალაქისაგან ეღონეას ვითარ ოთხ მილიონ იყო
   მესუ[]ტჱ ერთი კილიკიას, სახელით სჳმეონ. და ესე მოკლულ
   იქმნა მეხის-ტეხისაგან. ხოლო იყო სხუაჲ მესუეტჱ, სახელით
   ივლიანოზ, განშორებულად მისგან ოცდაოთხით მილიონით.

      და მასვე ჟამსა ჰრქუა მოწაფეთა ღჳსთა: შექმენით ცეცხლი და
   მოიხუ[]ნით საცეცხურნი და საკუმეველი.

      და ვითარ ჰრქუა ესე უწინარჱს ლოცვისა ჟამისა, ჰრქუეს
   მას:

      _ რაჲსათჳს, მამაო, უწინარჱს ლოცვისა ჟამისა ითხოვ
   ცეცხლსა და საკუმევ[]ლსა მიუბერ?

      მიუგო ბერმან და ჰრქუა მათ, რაემთუ: აჰა ესერა ჟამსა ამას
   გარდაიცვა[ლა] ამბა სჳმეონ, რამეთუ იყო მესუეტჱ ეღონ ქალაქისათ
   და ესერა სული მისი სიხარულით აღვალს ზეცად.

  მჱ (58). გჳთხრობდა ამბა სტეფანე, რომელი იყო ლავრისაგან
   წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსა; {ამეთუ} იყო იგი მოსილ ძაძითა
   ივლიანოს დაყუდებულისაჲჳს, რომელი იყო მესუეტე, ვითარმედ:
   გამოჩნდა ლოი ერთი ქუეყანასა მათსა და მტავალნი სულნი
   უცხონი და მის ქუეყანისანი მოწყჳდნა. და დიდსა შინა მწუხარებასა
   იყუნეს ყოველნი მის ქუეყანისანი მპეცისა მისგან ბოროტისა.
   და დღესა შინა ერთსა ჰრქუა ბერმან მოწაფესა თჳსსა:

      _წარვედ, შვილო, დასავალით კერძო, ვითარ ორ მილიონ,
   და ჰპოვო მუნ ძმაჲ ერთი მჯ[]ომარჱ და არქუ მას: გეტყჳს შენ
   გლახაკი ივლიანოს სახელითა იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისაჲთა,
   წარვედ ამიერ ადგილით და ნუეღარა იყოფვი აქა ჟამ ერთცა.

       მაშინ წარვიდა ძმაჲ იგი, ვითარცა უბრძანა მოძღუარმან
   მისმან. და პოვა ლომი იგი საშინელი მწოლარჱ და ჰრქუა
   მას სიტყაჲ იგი ბერისაჲ. ხოლო მას, ვითარცა ესმა, მუნთქუესვე

   ივლტოდა მიერ, ვითარცა დევნული

No comments:

Post a Comment