[თხრობანი]
1.ჟგ. (3). გჳთხრობდა ჩუენ მამაჲ ათანასე, რომელი იყო ლავრასა წმიდისა საბაჲსსა, ვითარმედ: რაჟამს ვიყავ მე უდაბნოსა იორდანისასა, იყო მუნ ხუცესი ერთი, სახელით კონონ, და მღდელობდა იგი ეკლესიასა შინა წმიდისა იოანე ნათლის-მცემელისასა, რომელი-იგი არს კიდესა იორდანისასა, ადგილსა მას, სადაიგი უფალმან ჩუენმან ნათელ-იღო, და შეიწყნარებდა იგი ყოველთა მომავალთა, და ნათელ-სცემდა მამათა და დედათა და სცხებდა მიჰრონსა. და ვითარ დაყო ჟამი რაოდენიმე და ჰყოფდა ამას, აღიძრა გულის თქუმითა სიძვისაჲთა ფიცხლად და უნდა განშორებაჲ ადგილისა მისგან, რამეთუ ვერ შეუძლებდა დედათა განშიშულებულთა ზეთისა ცხებად ბრძოლისა მისთჳს.
მაშინ გამოეცხადა მას წმიდაჲ იოანე და ჰრქუა: დაადგერ ადგილსავე შენსა და მე გარე მივაქციო ბრძოლაჲ ეგე გულის თქუმისა შენისაჲ. და ვითარ წარჴდეს დღენი რაოდენნიმე და ნათელ-სცემდა ყოველთა, მო-ვინმე-ვიდა სპარსეთით ქალი ერთი შუენიერი და ქმნულ-კეთილი ფრიად, რაჲთამცა ნათელ-იღო. ხოლო კონონ მღდელმან ვერ შეუძლო განშიშულებაჲ მისი და ცხებაჲ მიჰრონისაჲ. და ვითარ დაყო ორი დღე ქალმან მან თჳნიერ ნათლის-ღებისა, ეუწყა პატრიაქსა საქმე იგი და დაუკჳრდა და ენება, რაჲთამცა მიავლინა დედათა დიაკონი ქალისა მისისა და სხუათა დედათათჳს ადგილსა მას, რაჲთა იგი ჰყოფდეს ცხებასა და განშიშულებასა მათსა. და აუწყეს მას, ვითარმედ: დედაკაცისაჲ ვერ ეგების ყოფაჲ მას ადგილსა. ხოლო კონონ მღდელმან დაუტევა ადგილი იგი და წარვიდა და დამტკიცებულად იტყოდა, ვითარმედ არა მივიქცე მას ადგილსა და არცაღა ვიყოფებოდი მუნ. და ვითარ განვიდა მის ადგილისაგან და იქცეოდა იგი ბორცოვანსა მას, გამოეცხადა მას წმიდაჲ იოანე და ჴმითა მაღლითა ჰრქუა: უკუნიქცე ადგილსავე შენსა და მე აღვიღო ბრძოლაჲ ეგე შენგან. ჰრქუა მას ამბა კონონ: გრწმენინ ჩემი, რამეთუ არღარა მივაქციო მას ადგილსა და არცაღა ვიყოფოდი მუნ, მრავალ გზის აღმითქუ მე, რაჲთა ბრძოლაჲ ესე განმაშორო, არა და არა ვპოვე განშორებაჲ. მაშინ მოიყვანა იგი წმიდამან იოანე და დასუა ბორცუსა მას ზედა და განაშიშულნა ჴორცნი მისნი. დაასხა უპესა წყალი იგი იორდანისაჲ და დასწერა ჯუარი და ჰრქუა მას: გრწმენინ ჩემი, ხუცესო, რამეთუ ვეძიებდი უმჯობესსა შენსა და მინდა, რ{აჲთ}ა სასყიდელი გაქუნდე[ს] ბრძოლასა მაგას შენსა, ხოლო ვინაჲთგან არა გნებავს, აჰა ესერა აღებულ არს შენგან ბრძოლაჲ გულის თქუმისაჲ. მაშინ მიიქცა იგი ადგილსავე თჳსსა. და ვითარ იყო ხვალის[ა] დღე, განაშიშულა ქალი იგი და სცხო წმიდაჲ მიჰრონი ჴორცთა მისთა და მოსცა მას ნათელი, და არა იხილა ბუნებაჲ დედათაჲ ყოლადვე მის თანა. და შემდგომად მისა დაყო ათორმეტი წელი და ნათელ-სცემდა ყოველთა, და არღარა აღიძრნეს ჴორცნი მისნი გულის თქუმად და არცაღა სადა დედაკაცი ბუნებითა დედათაჲთა [იხილა]. და შემდგომად წელთა მათ შეისუენა და ჰმადლობდა უფალსა შემძლებელსა ყოვლისასა.
მაშინ გამოეცხადა მას წმიდაჲ იოანე და ჰრქუა: დაადგერ ადგილსავე შენსა და მე გარე მივაქციო ბრძოლაჲ ეგე გულის თქუმისა შენისაჲ. და ვითარ წარჴდეს დღენი რაოდენნიმე და ნათელ-სცემდა ყოველთა, მო-ვინმე-ვიდა სპარსეთით ქალი ერთი შუენიერი და ქმნულ-კეთილი ფრიად, რაჲთამცა ნათელ-იღო. ხოლო კონონ მღდელმან ვერ შეუძლო განშიშულებაჲ მისი და ცხებაჲ მიჰრონისაჲ. და ვითარ დაყო ორი დღე ქალმან მან თჳნიერ ნათლის-ღებისა, ეუწყა პატრიაქსა საქმე იგი და დაუკჳრდა და ენება, რაჲთამცა მიავლინა დედათა დიაკონი ქალისა მისისა და სხუათა დედათათჳს ადგილსა მას, რაჲთა იგი ჰყოფდეს ცხებასა და განშიშულებასა მათსა. და აუწყეს მას, ვითარმედ: დედაკაცისაჲ ვერ ეგების ყოფაჲ მას ადგილსა. ხოლო კონონ მღდელმან დაუტევა ადგილი იგი და წარვიდა და დამტკიცებულად იტყოდა, ვითარმედ არა მივიქცე მას ადგილსა და არცაღა ვიყოფებოდი მუნ. და ვითარ განვიდა მის ადგილისაგან და იქცეოდა იგი ბორცოვანსა მას, გამოეცხადა მას წმიდაჲ იოანე და ჴმითა მაღლითა ჰრქუა: უკუნიქცე ადგილსავე შენსა და მე აღვიღო ბრძოლაჲ ეგე შენგან. ჰრქუა მას ამბა კონონ: გრწმენინ ჩემი, რამეთუ არღარა მივაქციო მას ადგილსა და არცაღა ვიყოფოდი მუნ, მრავალ გზის აღმითქუ მე, რაჲთა ბრძოლაჲ ესე განმაშორო, არა და არა ვპოვე განშორებაჲ. მაშინ მოიყვანა იგი წმიდამან იოანე და დასუა ბორცუსა მას ზედა და განაშიშულნა ჴორცნი მისნი. დაასხა უპესა წყალი იგი იორდანისაჲ და დასწერა ჯუარი და ჰრქუა მას: გრწმენინ ჩემი, ხუცესო, რამეთუ ვეძიებდი უმჯობესსა შენსა და მინდა, რ{აჲთ}ა სასყიდელი გაქუნდე[ს] ბრძოლასა მაგას შენსა, ხოლო ვინაჲთგან არა გნებავს, აჰა ესერა აღებულ არს შენგან ბრძოლაჲ გულის თქუმისაჲ. მაშინ მიიქცა იგი ადგილსავე თჳსსა. და ვითარ იყო ხვალის[ა] დღე, განაშიშულა ქალი იგი და სცხო წმიდაჲ მიჰრონი ჴორცთა მისთა და მოსცა მას ნათელი, და არა იხილა ბუნებაჲ დედათაჲ ყოლადვე მის თანა. და შემდგომად მისა დაყო ათორმეტი წელი და ნათელ-სცემდა ყოველთა, და არღარა აღიძრნეს ჴორცნი მისნი გულის თქუმად და არცაღა სადა დედაკაცი ბუნებითა დედათაჲთა [იხილა]. და შემდგომად წელთა მათ შეისუენა და ჰმადლობდა უფალსა შემძლებელსა ყოვლისასა.
2. [ჟდ]. (19). მითხრობდა ჩუენ მამაჲ ელია კალიმონისა მონასტრისაჲ, ვითარმედ: ვჯედ დაყუდებით მახლობელად მონასტრისა ქუაბსა შინა. და მეცხრესა ჟამსა დაჰრეკა ვინმე კარსა, და ვითარ გამოვედ, ვპოვე დედაკაცი, და ვარქუ მას: რასა ეძიებ აქა? და მრქუა მე: შემინდვე, მამაო, რამეთუ მეცა ამითვე გონებითა ვცხონდები და ვიყოფვი მცირესა ქუაბსა მახლობელად შენსა, ვითარ უტევან ერთ. და მიჩუენა ქუაბი მისი და თქუა: ვიქცეოდე რაჲ უდაბნოსა ამას, მომეწყურა მე ფრიად სიცხისა მისგან, არამედ ყავ სიყუარული და მასუ მე მცირედ წყალი. ხოლო მე მოვართუ წყალი და ვასუ მას. და ვითარ შევედ ქუაბად ჩემდა, ბრძოლა-მიყო მე ეშმაკმან სულითა სიძვისაჲთა ძლიერად და აღმძრვიდა გულის თქუმითა დედაკაცისა მის მიმართ. და ვითარ ვიძლიე და ვერ უძლე წინააღდგომად გულის თქუმასა მას, გამოვედ და შეუდეგ კუალსა მის დედაკაცისასა. და სიმძაფრითა სიცხისაჲთა დაიწუებოდა ქუეყანაჲ, ვიდრემდის ქვანიცა ტყურებოდეს, რამეთუ იყო თუჱ იგი აგჳსტოსი. და ვითარ ვიდოდე სწრაფით და წარვლე უტევანი ერთი, და ბრძოლაჲ იგი ეგზებოდა გულსა ჩემსა, მეყუსეულად განკჳრვებაჲ დამეცა და ვიხილე ქუეყანაჲ განპებული, და ეგულებოდა შთანთქმაჲ ჩემი. და ვიხილენ მუნ შინა გუამნი მკუდართანი, სავსენი სიმყრალითა და დაჴსნილნი და საძაგელნი ფრიად, რომელთაგან გამოვიდოდა სიმრავლე მატლისაჲ და სდიოდა წუთხი და წალაჲ. და მოხუცებული ვინმე შუენიერი მიჩუენებდა მე გუამთა მათ და მეტყოდა: ესე გუამი დედაკაცისაჲ არს და ესე მის ყრმისაჲ ვისიმე, ესე ქმნულ-კეთილისა ქალისაჲ და ესე შუენიერისა ჭაბუკისაჲ. აწ უკუე განძეღ, იმოთხე და აღასრულე გულის თქუმაჲ შენი, ვითარ-იგი გნებავს. ჵ საწყალობელო, რავდენთა შრომათაჲ გნებავს წარწყმედაჲ ამის გულის თქუმისა აღსრულებითა. და ამის ცოდვისა საძაგელისათჳს გნებავსა განშორებაჲ თავისა შენისაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა? ვაჲ შენდა, უბადრუკო კაცო, რ{ამეთუ} უძლურ არს ძალი შენი და უსუსურ ცნობაჲ შენი, რამეთუ ერთისა გულის თქუმისათჳს ბილწისა და შეგინებულის[ა] გნებავს წარწყმედაჲ სულისა შენისაჲ. ხოლო მე სიმძაფრითა მით მყრალობისაჲთა დავეცი ქუეყანასა ზედა, და მოვიდა მოხუცებული იგი შუენიერი, რომელი მიჩუენებდა, და აღმადგინა მე, და განმაშორა ბრძოლაჲ იგი, და მივიქეც ქუაბად ჩემდავე და ვჰმადლობდი ღმერთსა.
3. ჟ[ე]. (21). მითხრობდა ჩუენ მამაჲ გერონტი ევთჳმის ლავრისაჲ, მე და სოფრომს, პატრიაქსა იჱრუსალემისასა, [ვითარმედ]: მე და ორნი ბერთაგანნი ვიქცეოდეთ მახლობელად ზღუა- მკუდრისა სოფემით კერძო. და ვითარ ვიდოდეთ ჩუენ კლდოვანსა მას მაღალსა, ვიხილეთ ერთი ვინმე მძოვართაგანი, ვიდოდა კიდესა ზღჳსასა ქუეშე კერძო ჩუენსა, და იყუნეს წინა მისა არაბნი. და ვითარ იხილეს იგი, მოექცა ერთი მათგანი და მოკლ[ა] მძოვარი იგი. [ხოლო] ჩუენ შორით ვხედ[ევდ]ით და ვტიროდეთ მწუხარებითა დიდითა უბრალოჲსა მისთჳს სისხლისა, რომელ დაითხია უსჯულოჲსა მის მიერ. და აჰა მეყსეულად მოვიდა მფრინველი დიდი და ფრიად საშინელი, მსგავსი ორბისაჲ და დაუშრიალა და აღიტაცა არაბი იგი და [ა]ღამაღლა ჰაერთა შინა და მერმე გარდამოაგდო იგი ქუეყანად, და დაეცა კ[ლ]დეთა მათ ზედა და განსქდა და განიბნივნეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. ხოლო ჩუენ და[გჳ]კჳრდა ფრიად და მივეცით დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან არა დაუტევა კუერთხი ცოდვილისაჲ ნაწილსა ზედა მართალთასა.
4. [ჟვ]. (25). ძმაჲ ვინმე იყოფებოდა ქოზიფისა მონასტერსა, და დაესწავა მას ჟამისწირვაჲ ზეპირით, და არა იყო იგი მღდელ, არცა დიაკონ. და წარავლინეს იგი იერიქოდ მოღებად სეფის კუერისა. და ვითარ მოვიდოდა იგი, იწყო სიტყუათა მათ ჟამისწირვისათა თქუმად. და ვითარ მოიხუნა იგინი და მისცნა დეკანოზსა, განჰმზადა დიაკონმან საკურთხეველი და დააგნა იგინი. ხოლო ნეტარი იოანე მღდელი, რომელი ეპისკოპოს იქმნა კესარია პალესტინისასა, წარდგა ჟამისწირვად და არა იხილა სული წმიდაჲ გარდამოსრული მის ზედა ჩუეულებისაებრ. შეწუხნა ფრიად და თქუა გონებასა თჳსსა: ნუუკუე ვცდე ამას ღამეს წინაშე უფლისა და ამისთჳს არა გარდამოჴდა სული წმიდაჲ. შევიდა სადიაკონოდ და დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და იწყო ტირილად. ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, და ჰრქუა: ძმამან მან, რომელმან მოიხუნა სეფის კუერნი ეგე, წართქუა მათ ზედა ლოცვაჲ იგი ჟამისწირვისაჲ, და არიან ეგე შეწირულ და შეწყნარებულ. ხოლო ნეტარმან იოანე ბრძანა, რაჲთა მიერ ჟამითგან არღარავინ დაისწავნეს სიტყუანი ჟამისწირვისანი ზეპირით ვიდრე მღდელობადმდე მისა.
5. [ჟზ]. (30). მი[ვე]დით ჩუენ მონასტერსა ერთსა კჳპრეს და ვპოვეთ ბერი ვინმე მალატი[ელი], სახელით ისიდორე. იყოფებოდა იგი მონასტერსა მას შინა და არა დასცხრებოდა ტირილისაგან. და ვითარ ვევედრებოდეთ ჩუენ მას, დასცხრა მცირედ და თქუა: დიდ არს ცოდვაჲ ჩემი, რამეთუ არავინა არს [ა]დამისითგან ესრეთ შეცოდებული, [ვ{ითა}რ] მე. ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: ჭეშმარიტად, ძმაო, არავინ არს უცოდველ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. და მან მრქუა ჩუენ: მართლიად გეტყჳ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ არავის კაცთაგანსა უქმნიეს მსგავსი ცოდვისა ჩემისაჲ, არცა ა[მას] და არცა სხუასა სადა, და ნუ ჰგონებთ, [ვ{ითარმე}დ] ცუდად ვაბრალებ თავსა ჩემსა, ვითარცა მა[ჩ]უნებელთა ყვიან, არამედ ლოცვა-ყავთ ჩემთჳს და მე გაუწყო თქუენ ძალი ცოდვისა ჩემისაჲ. რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ მე სოფელსა, მესუა მე ცოლი და მაქუნდა მე წვალებაჲ სევეროზისი. დღესა ერთსა განვე[დ] მე უბნად. და ვითარ მოვედ მე შინა, არა ვპოვე ცოლი ჩემი. და მითხრეს მე, ვითარმედ [წარ]სრულ არს იგი მოძმისა ჩუენისა ხუცისა ზიარებად, რამეთუ იყო იგი მართალსა სარწმუნოებასა [ა]ღმსაარებელი. ხოლო მე სრბით მივედ მისა, რაჲთამცა დავაყენე იგი ზიარებისაგან. და ვითარ მივედ მე, ვპოვე იგი ზიარებული. და აქუნდა მარგალიტი იგი პირსა მისსა, ხოლო მე უპყარ ყიაჲ მისი და ვიწყე შთობად, ვიდრემდის წარმოაგდო წმიდაჲ წმიდათაჲ. და აღვიღე იგი და გარდავაგდე და შთავაგდე მწჳრესა საძაგელსა ფრიად. და მყის მოიწია ელვაჲ საშინელი და აღიტაცა წმიდაჲ იგი მარგალიტი. და შემდგომად ორისა დდღისა ვიხილე კაცი ვინმე შავი, ძონძითა მოსილი, რომელი მეტყოდა მე: მე და შენ ერთითა განკითხვითა განკითხვად ვართ სატანჯველსა მას შინა ერთსა. ხოლო მე ვარქუ მას: და შენ ვინ ხარ? და მან მრქუა: მე ვარ, რომელმან ვეც უფალსა ღაწუსა მისსა. და მე, ვითარცა მესმა ესე, გულისჴმა-ვყავ, რამეთუ დიდ არს ცოდვაჲ ესე ჩემი. და ამისთჳს ვტირ და არა დავსცხრები გოდებისაგან, რაჲთა მოწყალე მექმნეს მე უფალი დღესა მას სასჯელისასა და არა ცოდვათა ჩემთაებრ წარმწყმიდოს.
6. [ჟჱ]. (36). მითხრობდა ვინმე ჩუენ მამათაგანი წმიდისა ეფრემისა, რამეთუ იყო პატრიაქი ანტიოქიისაჲ, ვითარმედ დიდი შური აქუნდა საღმრთოჲ, და იყო იგი მჴურვალე სარწმუნოებითა. და ეუწყა მას მესუეტისა ვისთჳსმე, ვითარმედ არს იგი სარწმუნოებასა ზედა სევეროზ მწვალებელისასა. აღდგა და მივიდა იგი მისსა, რაჲთამცა მოაქცია იგი წვალებისა მისგან. და ვითარა მიიწია ნეტარი იგი, იწყო სწავლად მესუეტისა მის და ეტყოდა: მოიქეც ცთომილებისაგან და აღიარე სარწმუნოებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ და მოვედ კათოლიკე ეკლესიად. მიუგო მესუეტემან მან და ჰრქუა: მე სარწმუნოებასა ჩემსა არ[ა] დაუტეობ. ჰრქუა მას წმიდამან ეფრემ: და ვითარ გნებავს შენ განკურნებაჲ, რამეთუ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განთავისუფლებულ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ ყოვლისაგან ვნებისა და სწავლისაგან მწვალებელთაჲსა. ჰრქუა მას მესუეტემან მან: აღაგზენით ცეცხლი და შევიდეთ მას შინა მე და [შენ], და რომელი გამოვიდეთ მისგან უვნებელ, იგი არს ჭეშმარიტსა და მართალსა სარწმუნოებასა, და მას შეუდგეთ. და ესე ამისთჳს ჰრქუა, რაჲთამცა პატრიაქი შეაშინა. მიუგო მან და ჰრქუა: [ჯე]რი? იყო შენდა, შვილო, რაჲთა ისმინო ჩემი, ვითარცა [მა]მისა შენისაჲ, ხოლო უკუეთუ გამოცდაჲ გნებავს, ვყოთ ეგრე. და ჰრქუა ერსა მას წმიდამან ეფრემ: კურთხეულ არს უფალი, რაჲთა მომართუათ მე შე[შაჲ]. და ვითარ მოიღეს, დიდად შეუდვა მას ც[ეცხ]ლი წინაშე სუჱტსა მის[ს]ა და ჰრქუა მას: გარ[და]მოჰჴედ! ვითარცა განჰბრჭე, ეგრეცა [ვყ]ოთ და შევიდეთ ცეცხლსა ამას მე და [შენ]. მაშინ დაუკჳრდა მესუეტესა მას მტკიცე [იგი] სარწმუნოებაჲ პატრიაქისაჲ და მინდობაჲ მისი უფლისა მიმართ, და არა ინება მან გარდამოსლვ[აჲ], შეეშინა მას, და შეიპყრა იგი ზარმან. ჰრქუა მას პატრიაქმან: არა შენ განაწესეა საქმე, რაჲთამცა აღასრულე იგი წინაშე ყოველთასა? აწ რაჲსათჳს არა გნებავს გარდამოსლვაჲ? მაშინ გან[იჴა]და ფილონი თჳსი, და მიეახლა ცეცხლსა მას და იტყოდა: ჵ უფალო ჩემო იესუ ქრისტე და ეღმერთო ჩუენო, რომელი ჩუენისა ცხორებისათჳს განჰკაცენ ქალწულისა მარიამისგან, გჳჩუენე ჩუენ ჭეშმარიტი. და ვითარ აღასრულა ლოცვაჲ, შეაგდო ფილონი იგი თჳსი ცეცხლსა მას შინა. და ვითარ დაყო მყოვარ ჟამ მუნ შინა, და შემდგომად მისა აღიღო იგი უვნებელი, და სული ცეცხლისაჲ არა იყო ყოლადვე მის თანა. და ვითარ იხილა ესე მესუეტემან მან, შეაჩუენა სევეროზ და წვალებაჲ იგი მისი ბოროტი და შეერთო წმიდასა და დიდებულსა კათოლიკე ეკლესიასა და ეზიარა საიდუმლოთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა ჴელითა ნატარისა ეფრემისითა, და ყოველსა ჟამსა ადიდებდა ღმერთსა კეთილთა მისთა ზედა.
7. [ჟთ]. (194). ბერი ვინმე სკიტეს მყოფი აღსრულ იყო ალექსანდრიას ჴელთა საქმრისა თჳსისა განსყიდად. და იხილა ჭაბუკი ვინმე მონაზონი, შემავალი ქულბაგსა მეღჳნისასა, და შეწუხნა ფრიად, და დგა და ელოდა გამოსლვასა მისსა. და ვითარ გამოვიდა იგი, განიყვანა კიდე და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, არა უწყია, რამეთუ გმოსიეს შენ სქემაჲ წმიდათაჲ და ხატი ანგელოზთაჲ, და ხარ შენ ჭაბუკ და მახენი ეშმაკისანი მრავალ არიან? ანუ არა უწყია, რამეთუ მიზეზითა ხედვისაჲთა და სმენითა სიცილისაჲთა წარწყმდებიან მონაზონნი ქალაქთა შინა და მისთჳს ივლტიან იგინი უდაბნოდ? შენ ვითარ იკადრე და შეხუედ მოსმურთა თანა, და გესმის მუნ შინა, რომელი შენ არა გინდა და ხედავ, რომელი გნებავს არა ხედვად, და მამათა და დედათა თანა აღერევი? ნუ, შვილო ჩემო, ნუღარა ჰყოფ ესევითარსა საქმესა, არამედ ისმინე ზრახებაჲ ჩემი და ივლტოდი უდაბნოდ, სადა-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა შემძლებელ იქმნე განრინებად სულისა შენისა. მაშინ ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: წარვედ, ბ[ერ]ო კეთილო, გზასა შენსა, რამეთუ ღმერთი არა ე[ძიე]ბს გარნა გულსა წმიდასა. მაშინ ბერმან აღიპ[ყრ]ნა ჴელნი თჳსნი ზეცად და თქუა: გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, საკჳრველებასა ამას ზედა; [მა]ქუს მე სკიტეს შინა ორმეოცდაათხუთმეტი წელი და ვერ მოვიპოვე გუ[ლი], და ამას მოსმურთა თანა აღრე[ვით] მოუპოვებიეს გული წმიდაჲ. და ვითარცა ესე [თქუა], მიიქცა სენაკადვე თჳსა მშჳდობით.
8. [რ]. (205). ჭაბუკი ვინმე მონაზონი წარივლინა მონასტრისა მსახურებასა, და მი-რაჲ-ვიდა, დაადგრა იგი კაცისა ვის თანამე ღმრთის მსახურისა, რომელსა ესუა ასული მხოლოდ-შობილი. და იყო დედაჲ მისი, აღსრულებულ იყო რავდენიმე დღე. ხოლო ეშმაკი რომელი მოსწრაფე არს წარწყმედასა კაცისასა, აღძრა ძმაჲ იგი ქალისა მის მიმართ გულის სიტყჳთა ბოროტითა, ვიდრემდის მიდრიკა გონებაჲ მისი სრულიად. და მანვე ეშმაკმან, რომელმან ბრძოლაჲ იგი შეუმზადა, საფრჴეცა შექმნა განმარჯუებისაჲ ცოდვისა მისთჳს. რამეთუ საქმე დიდი წარმოუგდო კაცსა მას, წარვიდა ასკალონად. ხოლო ძმამან მან ვითარ იხილა ესევითარი სიმარჯუე, მივიდა მისა, რაჲთამცა სრულებით განხრწნა იგი. ხოლო ქალწულმან მან, ვითარ იხილა იგი აღზრზენილი მჴურვალედ საქმისა მისთჳს ბოროტისა, ჰრქუა მას: ნუ აღშფოთნები და ნუცა იურვი ჩემთჳს, რამეთუ მამაჲ ჩემი არა მოვალს არცა დღეს, არცა ხვალე, არამედ ისმინე სიტყუაჲ ჩემი პირველად, და მე, რაჲცა ენებოს ღმერთსა, ვყო გონებითა კეთილითა ნებისაებრ შენისა. და შემდგომად ამისა ღონის ძიებით ჰრქუა მას: ღმრთისათჳს, მითხარ მე, ძმაო, რავდენი წელი გაქუს მონასტერსა შინა? ხოლო მან ჰრქუა: ათშჳდმეტი. მერმე ჰრქუა მას: იცია დედაკაცი ჴორცითა? ხოლო მან ჰრქუა: არა. მაშინ ჰრქუა მას ქალმან მან: ჵ საქმე ბოროტი! აწ უკუე გემოჲსათჳს ერთისა ჟამისა გნებავს წარწყმედაჲ შრომისა შენისაჲ, რომელი ესეოდენთა წელთა შეიკრიბე? ანუ რავდენ გზის დაგითხევიან ცრემლნი შენნი სულ-თქუმით წინაშე ღრმისა, რაჲთამცა განერე სიბილწისაგან და განსწმიდე გუამი შენი და უბრალოჲ წარმოსდეგ წინაშეე ქრისტესა?! და აწ ესე ყოველნი ღუაწლნი, რომელნი დაგითმენიან სულისა შენისათჳს, მათი გნებავსა მცირისა გემოჲსათჳს წარწყმედაჲ? შენ უწყი, ვითარცა გნებავს, ყავ! და ამასცა გეტყჳ შენ, უკუეთუ თანა-მეყო მე, ჯერ-არს შენდა, რაჲთა წარმიყვანო მე და მზრდიდე ვითარცა მეუღლესა. ჰრქუა მას ძმამან მან: ეგე ვერ ეგების ყოფად. მიუგო ქალამან მან და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ შენ, უკუეთუ მაიძულო, მრავალი მწუხარებაჲ მოვაწიო შენ ზედა. ჰრქუა მას ძმამან მან: ვითარ? მიუგო ქალმან: პირველად სული შენი წარსწყმიდო და და მეორედ სიტყუაჲ მიგეჴადოს შეგინებისათჳს სულისა ჩემისა. და ესეცა უწყოდე, ფიცით გითხრობ შენ: უკუეთუ შენ უნებლებით მაიძულებ, ჩემ მიერ ბოროტი შეგემთხჳოს, რამეთუ მყის თავი მოვიშთო მე და შენ კაცის-მკვლელთა და მეძავთა თანა დაისაჯო. აწ უკუე, ვიდრე დაცემადმდე შენდა და შევრდომად ბოროტსა, აღდგომილი მიიქეც მონასტრადვე შენდა მშჳდობით და უწყოდე, რამეთუ მომიჴსენო მე, მრავალ გზის მლოცვიდე. მაშინ ძმაჲ იგი სიტყუათა მათ ზედა მოეგო გონებასა თჳსსა და შეინანა საქმე იგი, და მსთუად წარვიდა მონასტრადვე თჳსა, და შეუვრდა მამასახლისსა და აღუარა ყოველი, და ყო აღთქუმაჲ, რაჲთა არღარა განვიდეს მონასტრით და დაყოს თუჱ სინანულსა შინა. და შემდგომად მისა შეისუენა და მი[ვიდა] წინაშეე უფლისა უბრალოჲ ცოდვისა მისგან.
9. რ[ა]. (105). მითხრობდა ჩუენ ბერი ქრისტეფორესთჳს, რომელი იყოფოდა მონასტერსა წმიდისა თევდოსისსა, ვითარმედ: დღესა ერთსა შეურდი მას და ვარქუ: ყავ სიყუარული, მამაო, და მითხარ მე, ვითარ სცხონდებოდე სიჭაბუკესა შენსა? და ვითარ განვამრავლე ვედრებაჲ ჩემი, და გულისჴმა-ყო ბერმან, რამეთუ სარგებელისათჳს სულისა ჩემისათჳს ვჰკითხავ მას, მითხრა მე. რაჟამს აღვიკუეცე და დავეწესე მონაზონად, და დიდი მჴურვალებაჲ მაქუნდა, შვილო ჩემო, და [მრავა]ლნი გულის სიტყუანი იყუნეს გულსა ჩემსა, და დღე ფსალმუნსა ვიწურთიდი, ხოლო ღამით შთავიდი მე ქუ[აბ]სა, სადა-იგი არს საფლავი წმიდისა თევდოსისი და სხუათ[ა] მამათანი. და სლვასა მას ჩემსა ყოველსა ზედა პ[არე]ხსა კიბისა[სა] (რიცხჳსაებრ თურამეტი), ასი მ[ოვი]დრიკი. და ვითარ შთავიდი მე ქუაბად, დავადგერ ლოცვასა შინა ვიდრე ცისკრისა ჟამადმდე, და რაჟამს [და]რეკის დეკანოზმან, აღვიდი მე და აღვასრული ცისკრისა გალობაჲ ძმათა თანა. და დავყავ [შრომა]სა შინა ათერთმეტი წელი დაუკლებელად და მოუმედგრებელად სხუათა ღუაწლთა და შრომათა მარხვითა დიდითა და მუცლისა შეკრძალებითა, უპოვარებითა და მორჩილებითა და ჴორცთა განკაფითა. და დღესა ერთსა მოვედ მე ქუაბად მი[მწუხ]რი ჩუეულებისაებრ, რაჲთამცა ვილოცე და აღვასრულე განწესებული იგი რიცხჳ მუჴლთა დრეკისაჲ. და შთავედ ქუაბად. აღტაცებულ ვიქმენ მე გონებითა და ვიხილე ქუაბი იგი სავსე კანდლებითა, ზოგი ენთებოდა და ზოგი არა. და ვიხილენ ორნი ვინმე სპეტაკითა მოსილნი, აღანთებდეს კანდლებსა მას, და ვარქუ მათ: რაჲსათჳს არა მიტეობთ ჩუენ ქუაბსა ამა[ს] ლოცვად, რამეთუ დაგიდგამს კანდლები ეგე ქუეყანასა ზედა? ხოლო მათ მრქუეს მე: ესე კანდლები მამათაჲ არს. და მე კუალად ვარქუ მათ: რაჲსათჳს რომელიმე ენთების და რომელიმე არა? და მრქუეს მე: რომელთა ჰნებავს კანდელი მათი, აღანთე[ბენ], და რომელთა არა ჰნებავს, დავსებულ არს. ხოლო მე ვარქუ მათ: ყავთ სიყუარული და მითხართ მე, უკუეთუ კანდელი ჩემი ენთებისა, ანუ არა? მრქუეს მე: ილოცევდი და ჩუენ აღვანთოთ. ვარქუ მათ: და მე აქა ჟამადმდე არღა მილოცავსა და ჟამთა ამათ ყოველთა არა სამე ვიქმოდეა? და ამას სიტყუასა ოდენ მოვეგე გონებასა ჩემსა, მიმოვიხილე და არავინ-რაჲ ვპოვე. მაშინ ვარქუ თავსა ჩემსა: ჵ საწყალობელო ქრისტეფორე, უკუეთუ გნებავს ჴსნაჲ სულისა შენისაჲ, მრავალი შრომაჲ გიჴმს მოპოვნებად. და ხვალისა დღე გამოვედ მონასტრით და წარვედ სინად, და არა წარვიტანე თანა გარნა სამოსელი ხოლო, რომელი მემოსა ჴორცთა ჩემთა. და დავყავ მუნ ერგასისი წელი. და შემდგომად მისა მოიწია ჩემდა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა: ქრისტეფორე, ქრისტეფორე, აღდეგ და მოიქეც მონასტრადვე შენდა, სადა-იგი შურებოდე პორველად ღუაწლითა კეთილითა, რაჲთა აღესრულო მუნ და დაეფლა მამათა თანა შენთა. და ვითარ მითხრა ესე ყოველი ნეტარმან ბერმან, შემდგომად მცირედისა შეისუენა და დაეფლა წმიდათა მამათა თანა ქუაბსა მას შინა.
10. [რბ]. (127). გჳთხრობდეს ჩუენ ვითარმედ: იყო ვინმე მთა[სა] სინასა კაცი მოღუა[წე], შემკობილი სათნოებითა, სახელით გიორგიოს. და დიდსა შაბათსა აღიძრა გულის სიტყჳთა, იყო რაჲ იგი მჯდომარე სენაკსა შინა თჳსსა. და იტყოდა: ვინმცა მყო მე დღეს იჱრუსალემს შინა, რაჲთამცა ღირს ვიქმენ საიდუმლოთა უფლისათა. [აღი]არებდა წმიდასა შინა აღდგომასა. და დაადგრა დღეე ლოცვად წადიერებასა მას შინა და სურვილსა წმიდისა აღდგომისათჳს, და ილოცვიდა. და ვითარ იყო მიმწუხრი, მოვიდა მოწაფე მისი და ჰრქუა [მოძღუა]რსა: მოვედ, მამაო, ეკლესიად, რამეთუ ჟამი არს ლოცვისაჲ. ჰრქუა მას ბერმან: წარვედ, შვილო, და ოდეს [მო]იწიოს ჟამი ზიარებისაჲ, მაუწყე მე. და დგა ბერი ლოცვადვე შინა თჳსსა მითვე გულის სიტყჳთა. და მოიწია ჟამი ზიარებისაჲ. აღდომასა შინა იპოვა ბერი გუერდით პატრიაქსა, და აზიარა იგი ჴელითა თჳსითა საიდუმლოთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. და იხილა იგი ნეტარმან პატრიაქმან, ჰრქუა სჳნ[კე]ლსა თჳსსა: ოდეს მოვიდა მამაჲ და წინამძღუარი სინისაჲ? მიუგო და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, მამაო, წმიდამან ლოცვამან შენმან, არ[ა] მიხილ[ავს] იგი, გარნა აწ-ღა ჟამსა ამას. მაშინ ჰრქუა მას პატრიაქმან: მივედ და არქუ მას, რაჲთა არა ვიდრე წარვიდეს, არამედ ყოს ს[იყუარულ]ი ჩუენ თანა. მივიდა მისა და ჰრქუა, რაჲ [უ]ბრძანა. ხოლო ბერმან ჰრქუა მას: ნებაჲ [შენი] იყავნ! და ვითარ აღასრულეს ლოცვაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის, და თაყუანის-სცა ბერმან ცხორების მომცემელსა საფლავსა, იპოვა სინას სენაკსა შინა თჳსსა. და მოწაფე მისრულ იყო და ჰრეკდა კარსა და ეტყოდა: მოვედ, მამაო, და ეზიარე. და წარვიდა იგი და კუალად ეზიარა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს [საიდუ]მლოთა. ხოლო ნეტარი პეტრე პატრიაქი შეუწუხნა, რაჟამს არა მივიდა ბერი სერობად მის თანა. შემდგომად დღესასწაულისა მის მიწერა ბერისა მამის[ა ფ]ოტისსა და ყოველთა მამათა სინელთა, რაჲთა მოჰგუარონ მას ნეტარი იგი ბერი. და ვითარცა წარვიდა მოციქული და მიართუა წიგნები იგი, წარმოავლინნა ბერმან სამნი ხუცესნი ვედრებად პატრიაქისა, და ითხოვდა შენდობასა. და მიწერა ესრეთ: ნუ ჰგონებ, წმიდაო მამაო, ვითარმცა შეურაცხვყავ ბრძანებაჲ შენი, და ესე უწყოდენ სიწმიდემან შენ[მან], რამეთუ შემდგომად ექუსისა თჳსა ერთად ვიყუნეთ მე და შენ წინაშე ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა. მუნ თაყუანის-გცე. და ვითარცა წარვიდეს მივლინებულნი იგი მღდელნი პატრიაქისა და ეტყოდეს მას, ვითარმედ მრავალი წელი აქუს ბერსა, ვინაჲთგან არ[ა] შემოსრულ არს პალესტინედ. და ეგრეთვე წიგნი ფარანელ ებისკოპოსისაჲ წამებდა, ვითარმედ ბერსა აქუს უმეტეს სამეოცდაათისა წლისა, ვინაჲთგან არ[ა] გამოსრულ არს იგი მთით სინაჲთ. ხოლო ნეტარმან პეტრე ვითარცა აღმოიკითხა წიგნები იგი, დაუკჳრდა და ჰრქუა მას: მართლიად გეტყჳ, რამეთუ მე თუალითა ჩემითა ვიხილე იგი დიდსა შაბათსა აღდგომას[ა] შინა და ჴელითა ჩემითა ვაზიარე საიდუმლოთა უფლისა ჩუენი[სა] იესუ ქრისტესთა. და მოიყვანნა ებისკოპოსნიცა, რომელნი დახუდეს მას დღესასწაულსა მოწმედ სიტყუასა თჳსსა, და იგინიცა იტყოდეს მღდელთა თანა, ვითარმედ: ჩუენ ყოველთა ვიხილეთ იგი და მოვიკითხეთ მშჳდობით ღამესა მას დიდებულსა. ხოლო მისრულთა მათ, ვითარცა ესმა ესე, დაუკჳრდა ფრიად. და ჰრქუეს პატრიაქსა და მისთანათა მათ: გრწმენინ ჩუენი, წმიდაო მამაო, რამეთუ წმიდასა მას ღამესა ჩუენ თანა ეზიარა ჴორცსა და სისხლსა უფლისასა ზედა მთას[ა] სინასა. მაშინ ყოველთა გულისჴმა-ყვეს ნეტარისა მისთჳს, ამბაკომისებრ აღტაცებულ იქმნა იგი უფლისა მიერ ანგელოზისაგან და ნიჭსა მას სამეუფოსა ღირს იქმნა მოღებად ორთავე შინა ადგილთა. და შემდგომად ექუსისა შეისუენა პატრიაქმან და ნეტარმანცა მან ბერმან მსგავსად წინაწარმეტყუელებისა მის, რომელი წინაჲსწარმეტყუელა და მიწერა პარტიაქისა.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon118.htm
No comments:
Post a Comment