პზ (178). მითხრობდა გიორგი ხუცესი სხოლარისაჲ, ვითარმედ: იყო ვინმე ადგილსა რომელსამე ბერი ფრიად შრომითა განკაფული. და იყო იგი წრფელ სარწმუნოვებითა, და სადაცა დაემთხჳს ეკლესიასა მართლმადიდებელთასა გინა მწვალებელთასა, განუკითხველად ეზიაროს იგი. და ჟამსა ერთსა გამოეცხადა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: მაუწყე მე, ბერო, ოდეს მოჰკუდე, ვითარ გნებავს, რაჲთა შეგმურო შენ, ვითარ-იგი შეჰმურვენ მეგჳპტელნი მონაზონნი ანუ ვითარ იერუსალჱმელნი? მიუგო ბერმან მან და ჰრქუა: არა უწყი. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: განიზრახე აწ და შემდგომად სამისა კჳრიაკისა მოვიდე და მაუწყე მე. და განეშორა იგი. მაშინ მივიდა ბერი იგი სხჳსა ბერისა გამოცდილისა და განშორებულისა და წარმოუთხრა მას, რაჲ-იგი ჰრქუა მას ანგელოზმან მან. და ვითარცა ესმა ესე ბერსა მას, დაუკჳრდა და ღმრთისა მიერ აღიძრა იგი. მიხედა ბერსა მას და ჰრქუა: მაუწყე მე, ბერო, სადა ეზიარი შენ წმიდასა საიდუმლოსა? ხოლო მან ჰრქუა მას: სადაცა დავემთხჳი, ვეზიარი. მაშინ ცნა ბერმან საქმჱ მისი და ჰრქუა მას: ეკრძალე და ნუ ეზიარები გარეშე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, რომელსა შინა იჴსენებიან ოთხნი კრებანი, ვითარცა ოთხნი თავნი სახარებანი. და ოდეს მოვიდეს კუალად ანგელოზი იგი და გკითხვიდეს, არქუ მას იერუსალჱმელთა მონაზონთაებრ მნებავს, რაჲთა შემმურო მე. და შემდგომად სამისა კჳრიაკისა მოვიდა კუალად ანგელოზი იგი ბერისა და ჰრქუა მას: რაჲ განიზრახე, ბერო? ჰრქუა მას ბერმან: იერუსალჱმელთაებრ მნებავს, რაჲთა შემმოსო მე. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: კეთილ, კეთილ. და მუნთქუესვე შეისუენა ბერმან. და ესე ამისთჳს იყო, რაჲთა არა წარწყმდეს ბერი იგი და შრომანი მისნი და დაისაჯოს მწვალებელთა თანა.
პჱ. მითხრობდა კაცი ვინმე საქმესა რომელსამე, რომელი ჯერ-არს დაწერად. და თქუა, ვითარმედ: დღეთა თეოფილე ალექსანდრიელ პატრეაქისათა კაცი ვინმე იყო დიდებული, რომლისა სახელი ეპიმახოს. და იყო იგი ჴელმწიფე და მდიდარ ფრიად. და ბრწყინვიდა იგი მონაგებთა სიმრავლითა. ამან დაივიწყა სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ და ვიდოდა იგი გზათა უშჯულოებისათა. და პოვნილ იყო იგი ყოველსა შინა საქმესა ცოდვისა და ურჩულოებისასა და სიძულილსა კაცთასა. და იყო იგი ჭურ ყოვლისა უკეთურებისა და იყო სიქადულ მისა ტაცებაჲ და მოხუეჭაჲ და უსამართლოვებაჲ, ვითარმედ ეძლია მისა ბოროტსა ჩუელებასა უმშჯავროვებისასა, ბუნებასა კაცობრივსა. და იყო ხილვაჲ მისი უცხო ყოველთა კაცთაგან, ვითარცა მჴეცისა მძჳნვარისაჲ. და ვერვინ კაცთაგანი იკადრებდა შესმენად მისა, რამეთუ მონაგებთა მათ, რომელთა მოიტაცებდა უმშჯავროდ კაცთაგან, ამით განიგებდა საქმეთა თჳსთა ჴელმწიფეთა თანა უფროჲსთა მისთა. და დაყო ამას ესევითარსა განრყუნილებასა შინა ჟამი მრავალი, და ვერვინ იკადრებდა სიტყჳს-გებად მისა ყოლადვე. და ვითარცა იყო იგი ესევითარსა შინა განწირულებასა, აღიძრა სულისა მიერ წმიდისა თეოფილე პატრეაქი და მიავლინა მისა და მოუწოდა საპატრეაქოდ და ჰრქუა მას: ვიდრემდის, ძმაო ჩემო, იქცეოდი ამას უსამართლოვებასა შინაა და შიშსა ღმრთისასა არა მოიგონებ გონებასა შენსა და არა დასცხრები უკეთურთა ამათ და ბოროტთა საქმეთაგან? მიუგო მან და ჰრქუა: არად გინებს, ჵ პატრეაქ, ამისთჳს გრძელი საზრახავი, რამეთუ რომელი-ესე შეთხზულ არს ბუნება[სა] ჩემსა, ვერღარა შემძლებელ ვარ მე ცვალებად მისა. მაშინ პატრეაქი მოართუმიდა მრავლით კერძო სიტყუათა ნუგეშინის-ცემისათა. და ჰრქუა მას: მრავალნი სხუანი პირველ შენსა იყვნეს უბოროტჱს და უძჳრჱს შენსა, ძმაო ჩემო, და მოიქცეს და შეევედრნეს სახიერებასა ღმრთისასა და ცხონდეს. და აწ შენცა, უკუეთუ დამემორჩილო მე, მრწამს მე უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსი, რამეთუ დღესა მას განკითხვისასა შეგინდვნეს ყოველნი შეცოდებანი შენნი, რომელნი აქამომდე გიქმნიან. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: და სადაჲთ ანუ რომლითა საქმითა ვენუკევდე ღმერთსა შენდობასა ცოდვათა ჩემთასა? რამეთუ მიქმნიან მე აურაცხელნი ბოროტნი და უკეთურებანი. აწ რაჲ უკუე გაქუს სიტყჳს-გებად ჩემდა, რომლითამცა ღირს ვიქმენ მოტევებასა, ნუუკუე მრქუა მე მონაზონებისათჳს, რაჲთა ვიმარხვიდე და ღამეთა ვათევდე და ზედგომით ცრემლითა და სულ-თქუმითა ვევედრებოდი ღმერთსა შრომითა და ჭირითა და მრავლითა ღუაწლითა, რომელ თანა-აც მონაზონთა აღსრულებად, მე ამას ვერ შემძლებელ ვარ ტჳრთვად. აწ უკუე რასა მეტყჳ მე სხუასა საქმესა, რომლითა შემინდვნეს ღმერთმან ბოროტნი საქმენი ჩემნი, მარქუ მე! მაშინ, ვითარცა იხილა პატრეაქმან, ვითარმედ ეშმაკსა ფრიად განუჩემებიეს იგი, ჰრქუა მას: უკუეთუ ვერ შემძლებელ ხარ საქმესა მონაზონებისასა ტჳრთვად და ვერცა ძალ-გიც მარხვად, ხოლო მე გევედრები, რაჲთა ისმინო სიტყუაჲ ჩემი და შეხვიდე ერთსა მონასტერსა, რომელი მე გრქუა შენ, და თანა შეიღო ყოველი მონაგები შენი, და მონანი და მსახურნი შენნი, რომლითა იშუე[ბ]დე შენ სოფელსა შინა, და განსასუენებელი ჴორცთა შენთაჲ, რომლითა განისუენებდე, გაქუნდეს შენ თანა. არამედ მო-ხოლო-ჰრიდე მცირედ უსამართლოვებათა მათ და უმშჯავროვებათა, რომელთა იქმოდე, და მე დაგიწერო შენ ჴელითა ჩემითა ჴელით წერილი, და თავს-ვიდვა მე გლახაკმან ღმრთისაგან, რომელმან-იგი აღმითქუა, ვითარმედ: რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა, ვითარმედ: ღმერთმან შეგინდვნეს ყოველნი ცოდვანი შენნი, რომელნი დღესამომდე გიქმნიან, რაჲთა ყოველთა, რომელთა უხილავს ბოროტისა საქმჱ შენი, რაჟამს იხილონ შეცვალებაჲ შენი, ჰმადლობდენ და ადიდებდენ ღმერთსა, რომელი-იგი პირველ იგმებოდა შენ ძლით. და უკჳრდეს ყოველთა საქმჱ შენი. და ამით ესევითარითა სიტყჳთა და აღთქუმითა პატრეაქისაჲთა დაჯერებულ იქმნა გონებაჲ კაცისაჲ მის და ლმობიერ იქმნა გული მისი ღმრთისა მადლითა. მიუგო და ჰრქუა პატრეაქსა: დამიწერე მემას ზედა ჴელით წერილი, ვითარცა აღმითქუ მე, და მე ვყო ყოველი ესე, რომელ მიბრძანე მე, და წარვიღო ჩემ თანა საფლავად ჴელით წერილი შენი დასტურებისათჳს სიტყჳსა შენისა. მაშინ პატრეაქმან სიხარულით დაუწერა მას ჴელით წერილი და მისცა იგი მას. ესე კაცი, რომელ ვაჴსენეთ ესრჱთ უკეთურად, ამან მყის შეცვალა ყოველი იგი საქმჱ მისი უსახური, ვითარცა უბრძანა მას პატრეაქმან და მრავალთა კაცთა უკუნ-სცა მონაგები მათი. და შევიდა იგი მონასტერსა, რომლისაჲ ებრძანა პატრეაქისაგან. და იყო განგებაჲ ცხორებისა მისისაჲ მუნ შინა. და შემდგომად ექუსისა თთჳსა დასნეულდა იგი და შეიტყუა თავსა თჳსსა, ვითარმედ მოწევნულ არს განსლვაჲ მისი ამიერ სოფლით. მაშინ მიავლინა თეოფილე პატრეაქისა მონაჲ თჳსი და ჰრქუა: აჰა ესერა, წმიდაო მამაო, ვითარცა მიბრძანა სიწმიდემან შენმან დღით, რომლითგან დამიწე[რე] ჴელით წერილი ესე, არარაჲ გარდავაქციე მცნებაჲ შენი აქამომდე, და მინდობილ ვარ, ვითარმედ ქრისტემან აღმისრულოს აღნათქუემი შენი. აწ იხილე შენცა, უკუეთუ დასტურ არს აღთქუმაჲ იგი, რაჲთა აღმისრულოს მე ღმერთმან. მაშინ, ვითარცა ესმა ესე პატრეაქსა, ლმობიერ იქმნა მის ზედა და ტიროდა და მიჰრქუა მოციქულსა მისსა თანა ესრჱთ: გულ-პყრობილ იყავ, შვილო ჩემო, ვითარმედ აწ ოდენ ქრისტემან დაგაჯეროს შენ და სხუათა ყოველთა სიდასტურჱ ჩემ გლახაკისა აღთქუმულისა მისთჳს. და კუალად ჰრქუა კაცმან მან პატრეაქსა: აჰა ესერა მე შევიმოს ჴელით წერილსა შენსა მსგავსად სარწმუნოვებისა ჩემისა და სიტყუათა შენთა, და ესრჱთ წარვალ წინაშე ღმრთისა, და გაფუცებ ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, რაჲთა ჩემ თანა დაჰმარხოთ საფლავსა შინა ჴელით წერილი შენი მისანდობელად და დასაჯერებელად სულისა ჩემისა ცოდვილისა. და უბრძანა პატრეაქმან მონათა მისთა, რაჲთა ყონ ეგრე, ვითარცა ინება. და გარდაიცვალა ამას შინა და დაჰმარხეს ჴელით წერილი იგი პატრეაქისაჲ მის თანა საფლავსა შინა მონათა მისთა. მაშინ წმიდაჲ თეოფილე პატრეაქი ზრუნვასა შინა იყო მისთჳს და იტყოდა: ნეტარ რაჲ უკუე ეყოკაცსა მას ჴელით წერილისა მის ჩემისათჳს? და ვითარცა იყო იგი ამას ზრუნვასა შინა და ვითარცა ენება უფალსა, დღესა მესამესა უჩუენა სახიერებაჲ მისი მას და სხუათა ყოველთა. მოვიდა მისა ღამე ანგელოზი უფლისაჲ და აქუნდა მას ჴელით წერილი იგი, აჭენა მას, განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: ჰხედავა ჴელით წერილსა ამას? ხოლო პატრეაქმან ჰრქუა: რომელსა? ჰრქუა მას ანგელოზმან მან: იხილე. და უჩუენა მას წიგნი იგი. მაშინ მოუღო პატრიაქმან და განჰჴსნა იგი და წარიკითხა და იცნა იგი. და ჰრქუა ანგელოზსა მას: ესე ჴელით წერილი ჩემი არს, რომელი დაუწერე მე ეპიმახოსს, რომელი იყო ჴელმწიფეთაგანი, შე-რაჲ-ვიყვანე იგი მონასტრად. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მიიღე ესე და უზრუნველ იყავ მისთჳს, რამეთუ ქრისტემან წარმომცა ესე შენდა და გეტყჳს: მიიღე ჴელით წერილი შენი და მხიარულ იყავ ეპიმახოჲსთჳს, რომელსაიგი თავს-მდებ ექმენ, რამეთუ თავს-მდებებაჲ შენი მოთუალულ არს, და შენდობილ არიან შეცოდებანი მისნი ყოველნი. და მისცა ანგელოზმან ჴელით წერილი იგი და წარვიდა. მაშინ დაუკჳრდა პატრეაქსა ღმრთისა კაცთ-მოყუარებაჲ და სახიერებაჲ მოწყალებათა მისთაჲ და ჰმადლობდა ყოვლისა მპყრობელსა. და აუწყა ესე ყოველთა და უჩუენა მათ ჴელით წერილიცა იგი, და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა ყოვლისა მპყრობელსა.
პთ (192). მითხრობდა ჩუენ ხუცესი, რომლისა სახელი პეტრე, რომელი მოსრულ იყო ჰრომით წმიდისა გრიგოლისთჳს ჰრომთა პატრეაქისა, ვითარმედ: რაჟამს პატრეაქი იქმნა იგი, აღაშჱნა მონასტერი დიდი მონაზონთათჳს და შეკრიბნა მამანი მას შინა და დაუდვა მათ კანონი, რაჲთა არავის მათგანსა რაჲმე აქუნდეს მონაგებთაგანი ვიდრე ერთ ქრთილადმდე. ხოლო ჴორცთა საჴმარსა მათ ყოველთასა იგი უღუწიდა მათ. და იყო მუნ შინა მონაზონი ერთი, რომელსა ძმაჲ ესუა მსოფლიოჲ და ევედრა მას და ჰრქუა: არა მიც მე კუნკული, არამედ ყავ სიყუარული და მიყიდე მე კუნკული ერთი. და ჰრქუა მას ძმამან მან ერისა კაცმან: მიიღე ესე სამი დრაჰკანი და ვითარი სათნო არს შენდა, თჳთ იყიდე. და მიიღო მონაზონმან მან სამი იგი დრაჰკანი და იპყრა იგი მის თანა. მაშინ იხილა იგი ერთმან ვინმე ძმათაგანმან, მის თანა რაჲ იყო სამი იგი დრაჰკანი, წარვიდა და აუწყა ესე მამასახლისსა. და ვითარცა ესმა ესე მამასახლისსა, წარვიდა იგი და აუწყა მისთჳს პატრეაქსა. და ვითარცა ეუწყა პატრეაქსა გროგოლის მამასახლისისაგან, განაყენა ძმაჲ იგი ზიარებისაგან, ვითარცა გარდამავალი კანონსა მონასტრისასა. და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღესრულა ძმაჲ იგი უზიარებელი, და არა უწყოდა ესე პაპმან. და შემდგომად ორისა დღისა გინა სამისა მივიდა მამასახლისი და აუწყა ძმისა მის გარდაცვალებაჲ. მაშინ ფრიად შეწუხნა პატრეაქი ამისთჳს, რამეთუ არა განეჴსნა იგი პირველ გარდაცვალებისა კრულებისაგან. მაშინ დაწერა ქარტასა ლოცვაჲ და მისცა იგი მთავარ-დიაკონსა და უბრძანა, რაჲთა თანა- წარვიდეს და წარიკითხოს იგი საფლავსა ზედა მის ძმისასა. და იყო ლოცვაჲ იგი მკუდრისა განსაჴსნელი კრულებისაგან. წარვიდა მთავარ-დიაკონი იგი და წარიკითხა წიგნი იგი, რომელსა ეწერა ლოცვაჲ იგი საფლავსა ზედა მის ძმისასა. და მას ღამესა იხილა მამასახლისმან ძმაჲ იგი მკუდარი და ჰრქუა მას: არა მოჰკუედა შენ, ძმაო? ჰრქუა მას: ჰე. და კუალად ჰკითხა მას მამასახლისმან და ჰრქუა: და სადა უკუე იყავ აქამომდე? ჰრქუა მას ძმამან მან: მართლიად გეტყჳ, მამაო, რამეთუ ვიყავ მე საპყრობილეს შეყენებულ და ვერ გამოვიდოდე მიერ ვიდრე გუშინდლამდე. მაშინ ყოველთა გულისხმა-ვყავთ, ვითარმედ მას ჟამსა წარიკითხა მთავარ-დიაკონმან ლოცვაჲ იგი საფლავსა ზედა მის ძმისასა და განიჴსნა კრულებისაგან და სული მისი განთავისუფლდა პატიჟთაგან კრულებისათა.
ჟ (193). მითხრობდეს წმიდისა აპოლინარიოს ალექსანდრიელ პატრეაქისათჳს, ვითარმედ ფრიად მოწყალე იყო იგი და სახიერ გლახაკთათჳს. მითხრეს ჩუენ ჭეშმარიტად მის[თჳს], ვითარმედ: იყო ვინმე ალექსანდრიას ჭაბუკი ერთი, ძჱ მთავრისა ერთისა მის ქალაქისაჲ, და აქუნდა მათ მონაგები ფრიადი და სიმდიდრჱ მიუწდომელი. და ვითარცა გარდაიცვალნეს დედა-მამანი იგი მისნი, დაუტევეს მას სიმდიდრჱ მათი ყოველი: ოქროჲ ფრიადი და ნავნი სავაჭრონი. მაშინ ებრკუმა მას და მყის წარჴდა ყოველი მონაგები მისი ზღუასა შინა და ჴმელსა, ვიდრემდის არა დაშთა მის თანა არარაჲ. და მიიწია იგი დიდსა სიგლახაკესა. და ესე არა თუ უდბობით განრყუნილებასა შინა რაჲმე წარაგო, არამედ შემთხუევით შეემთხჳა ყოვლისა დაჭირვებაჲ და მრავალ გზის ზღუასა დაენთქა და მრავალ გზის ჴმელსა წარუღეს და სიმდიდრისაგან იჯმნა იგი ყოველთა უმცირეს და უგლახაკეს. და ვითარცა ესმა ესე ნეტარსა აპოლინარიოსს, პატრეაქსა, და იხილა იგი ესევითარსა შინა სიგლახაკესა და ჭირსა, და რამეთუ იცოდა მთავრობაჲ იგი და სიმდიდრჱ მშობელთა მისთაჲ და ენება, რაჲთა შეიწყალოს და მისცეს მცირედი ევლოგიაჲ, რომლითა ცხონდების, და ჰრცხუენოდა. ხოლო, რაჟამს იხილის იგი საპატ[რ]ეაქოს ეგევითარსა შინა სიგლახაკესა და შეურაცხებასა, შეწუხნის ფრიად მისთჳს სულითა, რამეთუ მოსილ არნ იგი სამოსლითა ძონძითა დაა ბაყლეანითა და შესურილ არნ იგი მწინკულევანებითა, მჭმუნვარე პირითა და მწუხარე გულითა. და ვითარცა ფრიად იურვოდა მისთჳს პატრეაქი და სწყალობდა, მოუჴდა მას ღმრთისამიერი გულის სიტყუაჲ და განიზრახა მან საქმჱ ჭეშმარიტად განსაკჳრვებელი და სათნოვებათა მისთა დამამტკიცებელი, და მიავლინა და მოუწოდა მწიგნობარსა ეკლესიისასა თჳსაგან და ჰრქუა მას მარტოდ: შემძლებელ ხარა, ჵ მწიგნობარო, დაფარვად საიდუმლოსა, რომელი მე გამოგიცხადოა შენ? ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: ვესავ მე ძესა ღმრთისასა, უფალო ჩემო, რამეთუ ყოველი, რომელი მიბრძანო, არავის გამოუცხადო უკუნისამდე კაცთაგანსა. მაშინ ჰრქუა მას აპოლინარიოს პატრეაქმან: წარვედ აწ და დაწერე ჴელი ორმეოცდაათისა ლიტრისა ოქროჲსაჲ მთავრისაჲ მის, ჭაბუკისა მამისაჲ, ეკლესიასა ზედა და შთაწერენ მას შინა მოწამენი, რომელნი მომკუდარ არიან და მომართ[უ] მე იგი აქა. მაშინ მწიგნობარმან მან ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას პატრეაქმან და მოართ[უ]ა ჴელი იგი. და რამეთუ იყო, ვინაჲთგან გარდაცვალებულ იყო მთავარი იგი, მამაჲ ჭაბუკისაჲ მის, ათი წელი და ჴელი ესე ახალი იყო, ჰრქუა მწიგნობარსა: წარიღე ესე და დაჰფალ ხუარბალსა შინა, რაჲთა ფერი იქციოს და მერ[მ]ე მომართ[უ]. და ყო ეგრე და მოართუა კუალად მწიგნობარმან ჴელი იგი პატრეაქსა. მაშინ ჰრქუა მწიგნობარსა: წარვედ აწ და თჳსაგან განიყვანე ჭაბუკი იგი და არქუ მას: რაჲ მომცე, უკუეთუ მიგცე შენ წიგნი ერთი ჴელი მამისა შენისაჲ, რომელსა შინა წერილ არს ხუასტაგი არამცირედი? და იხილე და ნუ წარმოგაქუს მისგან სამისა დრაჰკნისა უფროჲს და მიეც მას ჴელი ესე. ჰრქუა მას მწიგნობარმან: და თუ მიბრძანო, უფალო ჩემო, ყოლადვე არაჲ მოვიღო მისგან. ჰრქუა მას პატრეაქმან: არა, არამედ წარმოიღე მისგან სამი დრაჰკანი. მაშინ წარვიდა მწიგნობარი იგი ჭაბუკისა მის და ჰრქუა მას მარტოდ: რაჲ მომცე მე, უკუეთუ მიგცე რაჲმე, რომელი ფრიად სარგებელ გეყოს შენ? ხოლო მან აღუთქუა, რაჲთა მისცეს მას ყოველი, რომელი ითხოვოს მისგან. მაშინ ჰრქუა მას მწიგნობარმან მან, ვითარმედ: ხუთით დღით წინა ვეძ[ი]ებდი მე წიგნსა სახლსა შინა ჩემსა და ვპოვე მე ჴელი ესე და მომეჴსენა, რამეთუ სანატრელსა მამასა შენსა მოეცა ჩემდა ნამარხევად დასტურობისა ჩემისათჳს. და იგი გარდაიცვალა, და ესე ჴელი დაშთა ჩემ თანა აქამომდე, რამეთუ დამავიწყდა მე ეგე, რაჲთა მიგცე შენ. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: და აწ რასა მიბრძანებ მე, რაჲთა მიგცე შენ ამისთჳს? ჰრქუა მწიგნობარმან: სამი დრაჰკანი. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: და შენ ჭეშმარიტად უწყია, ვითარმედ ჴელი ესე დასტური არს და მართალი? ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: ჰე ჭეშმარიტად, დასტური არს, და ესე ოქროჲ უშრომელად წარმოგაქუს. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: უწყის მხოლომან ღმერთმან, ვითარმედ დღეს არარაჲ მაქუს, ხოლო უკუეთუ წარმოვიღო მე, მიგცე, შენ სამი დრაჰკანი და უფროჲს მისა, გენებოს თუ. და მისცა მას ჴელი იგი მისი. მაშინ მოიღო ჭაბუკმან მან ჴელი იგი და აღვიდა პატრეაქისა და თაყუანის-სცა მას და მისცა მას ჴელი იგი. და მიიღო პატრეაქმან და წარიკითხა. და ყო თავი თჳსი ვითარცა კაცი შეშფოთებული, და შეჰრისხნა მას ფიცხლად. მიუგო და ჰრქუა: სადა უკუე იყავ აქამომდე, რამეთუ ვინაჲთგან მამაჲ შენი მომკუდარ არს, დღეს მეათჱ წელი არს წინაშე ჩუენსა, წარვედ ჩემგან, რამეთუ არარაჲ არს შენი ჩემ თანა. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: მართლიად გეტყჳ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ არა იყო ჩემ თანა, არამედ იყო ეგე მწიგნობარსა თანა ეკლესიისასა, და მე არა უწყოდე მისთჳს, არამედ ღმერთმან ყავნ წყალობაჲ მის თანა,ა რამეთუ მომცა მე ეგე დღეს და მრქუა მე, ვითარმედ: წიგნსა სხუასა ვეძიებდ და ესე ვპოვე. მაშინ განავლინა იგი გარე პატრეაქმან და ჰრქუა: წარვედ ჩემგან აწ, ვიდრემდის ვიხილო. და ჴელი იგი დაიყენა მის თანა. და მოუწოდა მღდელთა და დიაკონთა ეკლესი[ი]სათა და უჩუენა მათ ჴელი იგი და ჰრქუა: ყრმამან მან, ძემან მის მთავრისამან, მომართუა ჴელი ესე და ითხოვს ამას ოქროსა, რომელ წერილ არს აქა, და შევშფოთენ და არა უწყი, რაჲ ვყო. ხოლო მათ, ვითარცა წარიკ[ით]ხეს და იხილეს, რამეთუ დასტური იყო, ჰრქუეს მას: და რაჲ ეგების, მამაო, არა უჴმს ეკლესიასა მონახუეჭი გლახაკისაჲ მის და უფროჲს-ღა წყალობაჲ გიღირს მისი, რამეთუ მდიდართა შვილი არს და დღეს ესევითარსა სიგლახაკესა მიცემულ არს იგი და თავისა სამართალსა ითხოვს. ჰრქუა მათ პატრეაქმან: ესე მეათჱ წელი არს აწ, ვინაჲთგან მამაჲ მისი მომკუდარ არს და უკუეთუ ვახში მისი არა ითხოვოს, თავნი სიხარულით მივსცნეთ. და შემდგომად კჳრიაკისა ერთისა აღვიდა ჭაბუკი იგი პატრეაქისა. მაშინ აბრალებდა მას პატრეაქი ესოდენ დაყოვნებისათჳს.ა და გამოიღო ჴელი იგი და იწყო მიზეზობად, ვითარმცა ყოლადვე არას მისცემდა მას. ჰრქუა მას ჭაბუკმან: უწყის ღმერთმან და ლოცვამან შენმან, წმიდაო მამაო, ვითარმედ არა მაქუს მე დღისა ერთისაცა საღუაწი სახლსა შინა ჩემსა. ხოლოა აწ, ვითარცა გარწმუნოს ღმერთმან წყალობაჲ ჩემი, შემიწყალე მე. ჰრქუა მას პატრეაქმან მდუმრიად, ვითარცა ისმინა ვედრებაჲ მისი: ესე რომელ ჴელსა ამას შინა წერილ არს ოქროჲ, მიგცე იგი, არამედ ამას ვითხოვ შენგან, ძმაო ჩემო, რაჲთა ვახში არა ითხოვო ეკლესიისაგან. მაშინ თაყუანის-სცა ჭაბუკმან მან პირსა თჳსსა ზედა და ჰრქუა: ყოველი, რომელი ენებოს უფალსა ჩემსა, მომეცინ, და რაჲცა მიბრძანოს, ვყო. და უკუეთუ მიბრძანოს სიწმიდემან შენმან, რომელიმე თავთაგანიცა განუტეო. ჰრქუა მას პატრეაქმან: კმა არს ჩუენდა ვახშისაცა განტევებაჲ. მაშინ გამოიღო ორმეოცდაათი ლიტრაჲ ოქროჲ და მისცა მას და განუტევა მშჳდობით, და ულოცა მას ვახშისა განტევებისათჳს. ესე არს საქმჱ სათნოვებისაჲ დაფარული, რომელი იყო აპოლირიანოს პატრიაქმან და ეგრჱთვე ღმერთი შეეწია მიერითგან ჭაბუკსა მას და უკურთხა მონაგები წმიდისა მის მიცემული და განმდიდრდა იგი უფროჲს მშობელთა თჳსთა და ჰმადლობდა ღმერთსა. ესე აპოლირიანოს სხუაჲ არს, რომელი ბრწყინავს სათნოვებითა შემკული, და სხუაჲ არს მწვალებელი იგი და მაცთური და მკლველი სულისა თჳსისაჲ.
ჟა (195). რაჟამს ვიყვენით ჩუენ ალექსანდრიას, მოვიდა ლეონ ფემიტრაბულოსით. და იყო კაცი ესე სარწმუნოჲ და ქრისტჱს მოყუარჱ. და იყო იგი მკჳდრ ფიკრინის მრავალთა წელთა. და მოვიდა ევლოჯის ალექსანდრიელ პატრიაქისა, რაჲთა ებისკოპოს იქმნეს იგი ქალაქსა ზედა ფიკრინის. და ესე მითხრობდა, ვითარმედ: დღეთა ნეტარისა თეოფილე ალექსანდრიელ პატრეაქისათა ებისკოპოსი იყო ფიკრინის, რომელსა სახელი ერქუა სუნესიოს, ფილოსოფოსი იყო იგი. და ვითარცა მოიწია იგი მუნ, პოვა კაცი ფილოსოფოსი, სახელით ევაგრიოს. ესე მოყუას ყოფილ იყო მისა სწავლასა მათსა სიყრმესა, და ფრიად მოყუარე იყო იგი მისა, რამეთუ იყო იგი შჯულითაა წარმართ და ფრიად მჴურვალე მსახურებასა კერპთასა. და ენება მისი სუნესიოსს ებისკოპოსსა, რაჲთამცა მოაქცია იგი კერპთ-მსახურებისაგან, და ფრიად მოსწრაფებით იღუწიდა მისთჳს და ზრუნვიდა, თუ ვითარ ყოს მათ შორის სრული სიყუარული, რომელ არს სულთა ცხორებისათჳს. და ფრიად ასწავებნ მას ქრისტეანობისათჳს. და ესე არად სარგებელ ეყოფოდა, რამეთუ ყოლადვე არა შეიწყნარებდა სწავლასა მისსა, არამედ დიდისა მის სიყუარულისათჳს არა მოიწყინა და არცა დაეყენა იგი დღითი-დღედ მოძღურებისაგან და სწავლისა მისისა, რაჲთა ჰრწმენეს მას ქრისტე ღმერთი და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ მისი. დღესა ერთსა ჰრქუა ფილოსოფოსმან მან: ჭეშმარიტად, ჵ ებისკოპოს! ყოველსა თანა ესეცა არავე მრწამს ქრისტეანეთაჲ, რომელსა იტყჳთ, ვითარმედ აღსასრული ყოფად არს ამის სოფლისაჲ, და შემდგომად აღსრულებისა ყოველნი კაცნი, რომელნი ჴორცითა ამით წინა ყოფილ იყვნენ, კუალად ამითვე ჴორცითა აღდგენ უხრწნელად, და საუკუნოდ ცხონდენ, და კუალად მიიღოს ყოველმან მისაგებელი საქმეთა თჳსთაჲ, რომელნი ექმნენ სოფელსა ამას. და ყოველი რომელი წყალობდეს გლახაკსა, იგი ღმერთსა ავასხებს, და რომელმან განუყოს მონაგები თჳსი უქონოთა, ცათა შინა დაიუნჯებს, და მერმე მოიღოს მან ასი წილი და ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტჱსგან დღესა მას აღდგომისასა. და ესე ყოველი ჩემ თანა საცთური და ბასრობაჲ არს, რომელსა არა აქუს სიმტკიცჱ და არცა დასტურობაჲ ჩემ თანა. მაშინ დაუმტკიცებდა ებისკოპოსი ყოველსა საქმესა ქრისტეანობისასა, და ვითარმედ ჭეშმარიტ არს და არარაჲ არს მას შინა ტყუვილი და ცუდის მეტყუელებაჲ, და უჩუენებდა ცხადად საქმესა ჭეშმარიტებისასა. და შემდგომად მრავლისა ჟამისა დაარწმუნა მას ქრისტეანე ყოფად, და ნათელ-იღეს მან და ყოველთა სახლეულთა მისთა. და შემდგომად ნათლის-ღებისა მისცა მან ებისკოპოსსა სამი კენტარი ოქროჲ და ჰრქუა მას: მიიღე ესე და განუყავ გლახაკთა და დამიწერე ჴელით წერილი ჴელითა შენითა, და რაჲთა ქრისტემან მომცეს მე იგი საუკუნესა მას მომავალსა. მაშინ წარმოიღო მისგან ოქროჲ იგი ებისკოპოსმან და დაუწერა მას ჴელით წერილი ქარტასა ზედა, ვითარცა ენება მას. და შემდგომად ნათლის-ღებისა მცირედსა ჟამსა ცხონდა ფილოსოფოსი იგი და დასნეულდა სენითა სიკუდილისაჲთა. და ოდეს მოკუდებოდა, ჰრქუა შვილთა თჳსთა: ოდეს შემმოსოთ მე და შემმუროთ, ესე ჴელით წერილი ებისკოპოსისაჲ მომეცით ჴელსა ჩემსა, და ესრჱთ დამმარხეთ, და ნუმცა ვინ უწყის ესე. და რაჟამს აღესრულა, ყვეს ეგრჱთ ძეთა მისთა, ვითარცა-იგი უბრძანა ფილოსოფოსმან, და დაჰფლეს მის თანა წიგნი იგი. და მესამესა დღესა ეჩუენა ღამე ეპისკოპოსსა ფილოსოფოსი იგი და ჰრქუა მას: მოვედ შენ საფლავსა ჩემსაა და მიიღე ჴელით წერილი შენი, რამეთუ მომიღებიეს ვალი იგი ქრისტჱსგან და გარდაგიჴდიეს და არღარაჲ არს ჩემი შენ თანა. და ამისისა დაჯერებისათჳს დამიწერიეს მე ჴელითა ჩემითა წიგნსა მას შინა გარდაჴდილობაჲ. და ვითარცა განიღჳძა ებისკოპოსმან, არა უწყოდა, ვითარმედ ჴელით წერი[ლი] მისი დაუმარხავს ფილოსოფოსისა თანა საფლავსა შინა. და ვითარცა განთენა, მიავლინა და მოუწოდა ძეთა მისთა და ჰრქუა მათ: და-რაჲ-ჰმარხეთა ფილოსოფოსისა თანა საფლავსა შინა? ხოლო მათ ეგონა ოქროჲსათჳს და ჰრქუეს მას: არა, უფალო, არარაჲ დაგჳმარხავს მის თანა თჳნიერ სამოსლისა მისისა. ჰრქუა მათ: და არცა ქარტაჲ დაწერილი დაჰმარხეთა მის თანა? მაშინ მოეჴსენა მათ წიგნისა მისთჳს, და ჰრქუეს: ჰე უფალო, რამეთუ რაჟამს მოკუდებოდა იგი, მომცა ჩუენ ქარტაჲ წერილი და მრქუა: ოდეს დამმარხვიდეთ მე, მომეცით წიგნი ესე ჴელსა ჩემსა, და ნუმცა ვინ უწყის ესე ყოლადვე. მაშინ ჰრქუა მათ ებისკოპოსმან ჩუენებაჲ იგი, რომელი იხილა. და წარიყვანნა იგინი და მღდელნი თჳსნი და კაცნი მოქალაქენი, და მივიდა საფლავად ფილოსოფოსისა. და განაღეს საფლავი იგი და პოვეს ფილოსოფოსი იგი მდებარჱ და ჴელთა ეპყრა მას ჴელით წერილი იგი ებისკოპოსისაჲ. და გამოუღეს მას და განჰჴსნეს და პოვეს მას შინა წერილი ახალი ჴელითა ფილოსოსისაჲთა ესრჱთ, ვითარმედ: მე, ევაგრეოს ფილოსოფოსი, შენ, წმიდასა ებისკოპოსსა სუნესიოსს, მოგიკითხავ. უწყებულ იყავნ სიწმიდჱ შენი, ვითარმედ მომიღებიეს ვალი იგი, რომელ ამას წიგნსა შინა დაგეწერა და არღარაჲ არს ჩემი შენ ზედა ოქროჲსა მისგანი, რომელი-იგი შენ მიერ მივეც მე ქრისტესა, ღმერთსა და მჴსნელსა ჩუენსა, რამეთუ მომცა მე იგი მრავალ წილად აღნადგინებითურთ. და ყოველთა, რომელთა იხილეს ესე, განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა, სასწაულთა მოქმედსა, რომელი მისცემს მონათა თჳსთა ესევითარსა დაჯერებასა საკჳრველებითა. და ესეცა მითხრა ჩუენ ლეონ, ვითარმედ: ვიდრე აქამომდე წიგნი იგი, ფილოსოფოსისა ჴელითა დაწერილი, კიმილიასა თანა ეკლესიისასა ძეს ქალაქსა მას შინა. და ოდეს მეკიმილიესა ახალსა დაადგენედ, წიგნიცა იგი კიმილიასა თანა მიუთუალიან, რაჲთა კრძალულად დაჰმარხონ იგი მოსაჴსენებელად სასწაულისა მისთჳს დიდებულისა .
დამატება I
ესე თავები იპოვა კჳპრეს, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან თეომორფო, მიმსგავსებული სამოთხესა
1. ძმაჲ ვინმე მონაზონ იქმნა და განუყო ყოველი მონაგები თჳს[ი] გლახაკთა, და დაიყენა დაბაჲ ერთი კეთილი თავისა თჳსისათჳს. და ერისა კაცი ვინმე შერაცხილთაგანი ეტრფიალა დაბასა მას და მრავალ გზის ევედრა ძმასა მას, რაჲთა მიჰყიდოს იგი, გინა თუ სხუაჲ მისცეს ნაცვალად მისა. ხოლო მან არა ინება. და ერისკაცი იგი იქმნა მთავარ მას ქუეყანასა და [ა]იძულა მონაზონსა მას დატევებაჲ დაბისაჲ მის, რამეთუ მრავალნი განსაცდელნი მოაწივნა მის ზედა. და ვითარცა იხილა ძმამან მან ჭირი იგი მრავალი და არაჲ პოვა, რომლითამცა ევედრა მას და არცა სხუაჲ ვინ პოვა, რომელიმცა შემწე ეყო მას, რამეთუ ყოველნივე მიიქცინა მთავარმან მან. ხოლო ამისა შემდგომად მივიდა იგი ბერისა ვისამე, რომელი დაყუდებულ იყო მათ ადგილთა, და იყო იგი განთქუმულ სათნოებითა. და მოვიდის მისა ძმაჲ იგი მრავალ გზის და ევედრებინ მას, რაჲთა მი-ვინმე-უვლინოს მთავარსა მას, გინა თუ მიწერროს მისა წიგნი, რაჲთა დააცადოს ჭირი მისი. ხოლო ბერმან არწმუნის მას, რაჲთა უკუნიქცეს სენაკად თჳსა და არა მიუშჳს. ვითარ იხილა ძმამან მან, რამეთუ ჭეშმარიტად მიუღებს დაბასა მას მთავარი იგი, მოვიდა იგი ბერისა და ჰრქუა მას: აჰა ერისმთავარი იგი მიმიღებს დაბასა ჩემსა, გარნა, ღმრთისათჳს, შემეწიე მე და მიწერე მისა, გინა მიავლინე. და ვითარ აიძულა ბერსა მრავლითა ვედრებითა, მიწერა წიგნი სახე ესევითარი მთავრისა მის: მონაზონი ამისთჳს იქმნის მონაზონ, რაჲთა არარაჲ მოიგოს, რომლითამცა უსამართლოჲ ვინმე უყო მას, ხოლო უკუეთუ მო-რაჲმე-იგოს, მოეღენ მას იგი, რამეთუ არა არს იგი მონაზონ. და დაჰბეჭდა წიგნი იგი და მისცა ძმასა მას. ხოლო მან არა უწყოდა, რაჲ წერილ არს მას შინა. და წარვიდა ძმაჲ იგი და მისცა წიგნი იგი მთავარსა მას. ხოლო მთავარმან მან მიითუალა იგი დიდითა პატივითა და ამბორს-უყო მას. და ვითარ აღმოიკითხა, ჰრქუა ძმასა მას: უწყია, რაჲ წერილ არს წიგნსა ამას? ხოლო მან ჰრქუა: რაჲთა დაუტეო დაბაჲ ჩემი. მაშინ დაუკჳრდა მთავარსა სათნოებაჲ ბერისაჲ და მოუწოდა ყოველსა კრებულსა და ბრძანა, რაჲთა წარიკითხონ წიგნი იგი წინაშე მათსა. და მიერითგან არღარა მიაქცია დაბასა მას მთავარმან მან სიკეთისათჳს ბერისა. ამის გამო გჳკჳრს ჩუენცა გონებაჲ იგი კეთილი, ვითარ-იგი მან მიწერა, რომელსა შინა არა იყო ყოლადვე ვედრებაჲ, და დააჯერა მას დატევებაჲ დაბისაჲ მის.
2. მოვიდეს ოდესმე ფილოსოფოსნი ბერისა ვისამე. და ვითარცა ყვეს ლოცვაჲ, დასხდეს. ხოლო ბერმან არარაჲ მიუგო მათ სიტყუაჲ და არცა ზე აღიხილნა თუალნი. და იგინი ევედრებოდეს მას და ჰრქუეს: აბბა, გუარქუ ჩუენ სიტყუაჲ. ხოლო იგი დუმნა და თხზვიდა სირასა. და კუალად ჰრქუეს მას: მოვედით შენდა, რაჲთა გუესმეს შენგან სიტყუაჲ, რომელი სარგებელ ვიყოთ. მაშინღა ჰრქუა ბერმან: თქუენ წარაგეთ მონაგები თქუენი, რაჲთა ისწავოთ სიტყუაჲ; ხოლო მე დაუტევე ყოველი სოფელი, რაჲთა ვისწაო დუმილი. და მათ, ვითარცა ესმა ესე, დაუკჳრდა და წარვიდეს აღშენებულნი.
3. გჳთხრობდა ბერი ვინმე, ვითარმედ: ალექსანდრიას იყო ვინმე მდიდარი, და დასნეულდა იგი და შეეშინა სიკუდილისაგან. და მოიღო ოცდაათი ლიტრაჲ ოქროჲ და მისცა იგი გლახაკთა. და ამისა შემდგომად ფანიკურნა, და შეინანა, რომელი-იგი ყო. და ესუა მას მეგობარი, კაცი გონიერი. და მივიდა მისა და უთხრა, რაჲ-იგი ყო და ვითარ შეინანა. ხოლო მან ჰრქუა მას: აწ უფროჲს გიღირს სიხარული, რამეთუ მიეც იგი ღმერთსა. და მან არა დაიჯერა. მაშინ ჰრქუა მეგობარმან მისმან: აჰა ესერა ოცდაათი ლიტრაჲ ოქროჲ რამეთუ იყო იგიცა მდიდარ ფრიად), არამედ მოვედ ჩემ თანა მინა-წმიდას და თქუ, ვითარმედ: არა მე ვყავ შესაწირავი იგი, არამედ ამან, და მიიღე ესე ოქროჲ. და მივიდა კაცი იგი მინა-წმიდას და ყო ეგრე. და მიიღო ოცდაათი იგი ლიტრაჲ ოქროჲ. და ვითარცა განვიდოდა ეკლესიით, დაეცა და მოკუდა. ხოლო მღდელთა მათ ჰრქუეს კაცსა მას, ოქროჲსა უფალსა: მიიღე ოქროჲ შენი. ხოლო მან თქუა: ნუ იყოფინ ეგე ჩემდა წინაშეე ღმრთისა, ვინაჲთგან მივეც იგი ქრისტესა, არამედ მიეცეს ეგე გლახაკთა. და მასვე ჟამსა განუყვეს გლახაკთა. და რომელთა ესმა ესე, შეეშინა, და ადიდებდეს ღმერთსა სარწმუნოებასა ზედა მის კაცისასა.
4. ერისკაცსა ვისმე ესუა ასული და შეემთხჳა მას სიცოფე. ხოლო მშობელნი მისნი ევედრებოდეს მრავალთა მონაზონთა, რაჲთა ლოცვა-ყონ მისთჳს, და არა განიკურნა. და უკუანაჲსკნელ ჰრქუა მათ მონაზონმან ვინმე, რომელი მეგობარ იყო მათა: უკუეთუ გნებავს, რაჲთა განიკურნოს ასული თქუენი, მივედით უდაბნოსა უშინაგანესსა, რამეთუ არიან მუნ კაცნი წმიდანი, და მე მრწამს, ვითარმედ განკურნოს ღმერთმან ლოცვითა მათითა. და ვითარცა ესმა ესე, წარემართნეს უდაბნოდ. და შეემთხჳა მათ ჭაბუკი ერთი მონაზონი. და ვითარცა იხილეს შორით, განიხარეს და თქუეს: აჰა ესერა ღმერთსა მოუვლინებიეს ჩეუნდა ერთი წმიდათაგანი, რაჲთა არა დავშურეთ ყოველსა ამას უდაბნოსა. და შეიმთხჳნეს ურთიერთას და დაცჳვეს მშობელნი მისნი ქალითურთ ქუეყანასა ზედა და ევედრებოდეს და ეტყოდეს: ასული ესე ჩუენი აღშფოთებულ იქმნა ეშმაკისაგან, არამედ, ღმრთისათჳს, ლოცვა ყავ მისთჳს. ხოლო მან ჰრქუა მათ: მე კაცი ვარ ცოდვილი. ხოლო იგინი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: ნუ, ეღმრთისათჳს, ნუ იტყჳ მაგას, არამედ უფროჲს-ღა იზრუნე ჩუენთჳს, და ასულისა ჩუენისათჳს ლოცვა ყავ. რამეთუ ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ სიმდაბლისათჳს იტყჳს ამას. ხოლო იგი მასვე სიტყუასა იტყოდა. და ვითარცა [ა]იძულეს მას ფრიად, აღიძრა იგი გონებითა თჳსითა და გამოიღო მახალაკისაგან თჳსისა მცირე წიგნი და ჰრქუა მათ ფიცით, ვითარმედ: ესე წიგნი მით ადგილით მოვიპარე და გამოვედ. და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განვიდა ეშმაკი იგი ქალისა მისგან, რამეთუ ვერ თავს-იდვა აღსაარებაჲ იგი სიმდაბლისაჲ ჭაბუკისაჲ მის საწრმუნოებასა თანა მათსა, ვითარ იგინი არა შეორგულდეს სიტყუასა მას ზედა მონაზონისასა, არამედ ეპყრა მათ ვითარცა წმიდათაგანი, თაყუანის-სცემდეს მას და ევედრებოდეს. და ჩუენცა უფალმან მოგუეცინ სარწმუნოებაჲ მათი სადიდებელად მისა უკუნისამდე, ამენ.
5. ალექსანდრიას ქალაქსა, რომელ არს ეგჳპტისაჲ, ტაძარსა წმიდისა მარიამისსა კაცთა მორწმუნეთა, ქრისტეს მოყუარეთა, შესლვასა მათსა და გამოსლვასა ეკლესიით იხილეს ბერი ვინმე მჯდომარე გარეშე კართა, რომელი ჰყიდდა სფირიდსა და თქუეს ურთიერთას: ვინაჲთგან გჳხილავს ბერი ესე სყიდასა სფირიდისასა, არასადა გუესმა სიტყჳს-გებაჲ მისი ვის თანამე ყოლადვე. მოვედით და გამოვცადოთ იგი. და მივიდეს მისა და ჰრქუეს: თქუ, ბერო, ჰყიდია სფირიდსა ამას? ხოლო მან ჰრქუა: ჰე, და ჰრქუეს: ვითარ? ჰრქუა: ათ ფოლად. ხოლო მათ ჰრქუეს: დიდ არს, არამედ მიიღე ხუთ-ხუთი ფოლი რა სფირიდ. ხოლო მან ჰრქუა: ვითარცა გნებავს, ეგრეთცა წარიღეთ. და კუალად ჰრქუეს მას: ესეცა დიდ არს, არამედ უკუეთუ გნებავს, მოგუეც თითო ფოლად. და კუალად ჰრქუა მათ: ვითარცა გნებავს, ეგრეთცა მიიღეთ. და მისცეს მას თითო ფოლი და წარიღეს ყოველი იგი სფირიდი. და აღიღო ბერმან არგანი თჳსი და წარემართა სენაკად თჳსა. ხოლო მათ ცნეს სათნოებაჲ მისი, მიეწინეს და ჰრქუეს მას: რაჲ ჰყავ აბბა? და მან თქუა: რაჲ ვყავ? და მათ ჰრქუეს, რამეთუ გუარქუ ჩუენ, ვითარმედ ათი ფოლი რაჲ სფირიდი. და გარქუთ, ვითარმედ: დიდ არს, არამედ მოგუეც ხუთ-ხუთ ფოლად. და შენ თქუ: ვითარცა გნებავს, ეგრეცა წარიღეთ. და კუალად გარქუთ: უკუეთუ გნებავს, თითო ფოლად წარვიღოთ. და დაჯერებულ იქმენ და მიიღე ჩუენგან თითო ფოლი. არამედ გევედრებით შენ (და შდეუვრდეს მას), ღმრთისათჳს, გუარქუ ჩუენ, რაჲსათჳს ესრეთ ჰყავ? ხოლო მან ჰრქუა მათ: ესრეთ არს ჩუეულებაჲ ჩემი, ერთჯერ ვთქუ ფასი, და რაჲცა ვინ მომცის, წარვიღი. და ევედრებოდეს მას, რაჲთა მივიდენ მის თანა სენაკად მისა. და წარვიდეს. და ვითარცა შევიდეს სენაკად მისა, პოვეს სტამნითა წყალი და ერთი ქოთანი და კოშკი. და კუალად ჰრქუეს: გჳბრძანე, რაჲთა ვქმნეთ ხევსი მცირედ და ვჭამოთ შენ თანა და ვიკურთხნეთ შენგან. და ჰრქუა მათ: ქმენით. და ქმნეს, და იყო სენაკი მისი ადგილსა ერთსა, სადა იყვნეს ოთხნი ბჭენი ქალაქისანი. ვითარცა ქმნეს, ჰრქუა მათ ბერმან მან კეთილმან: წარვედით ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან უბანი თევდოსისი და ჰპოვოთ მუნ ბერი ერთი, რომელი ჰყიდის სფირიდსა და არქუთ მას: გეტყჳს შენ ბერი იგი, მოყუასი შენი, მოვედ, რაჲთა ჰჭამო ძმათა თანა ხევსი. და წარვიდეს იგინი და პოვეს მუნ ბერი ვინმე, ვითარცა-იგი ჰრქუა კეთილმან ბერმან. და ჰრქუეს მას: გეტყჳს ბერი იგი, მოყუასი შენი, მოვედ, რაჲთა ჰჭამოთ ხევსი ძმათა თანა. ჰრქუა მათ: და არა გრქუაა, ვითარმედ ვჭამოთ? და თქუეს: არა. მაშინ ჰრქუა მათ: უწყოდეთ, ძმანო, რამეთუ მიუწოდა ღმერთმან. ხოლო იგინი შეშფოთნეს სიტყუასა მისსა ზედა და წარიყვანეს ბერი იგი სფირიდითურთ და პოვეს, რამეთუ აღსრულებულ იყო ბერი იგი. და განუმარტნეს ჴელნი მისნი და ფერჴნი და ტიროდეს მყოვარ ჟამ და დაჰმარხეს. და ევედრებოდეს ბერსა მას და ჰრქუეს: ღმრთისათჳს, ჯედ სენაკსა შენსა და ჩუენ მოგართუათ პური შენი დღითი-დღე, რაჲთა ლოცვა-ჰყო ჩუენთჳს, ხოლო მან ჰრქუა მათ: მოვედით ჩემდა დღესა მეშჳდესა, და უკუეთუ მპოვოთ მე ცოცხალი, ყავთ ეგრე, ვითარცა სთქუთ, რამეთუ ართქუმაჲ მაქუს ნეტარისა თანა ბერისა და მას ჩემ თანა, რაჲთა რომელიცა უწინარეს მოვკუდეთ, ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა მიიყვანოს მეორეცა დღესა მეშჳდესა. და ყვეს ეგრეთ ქრისტეს მოყუარეთა მათ. და მოვიდეს დღესა მეშჳდესა და პოვეს იგი აღსრულებული და დაჰმარხეს გუერდით ბერისა მის, და ტიროდეს მყოვარ ჟამ ამათ ორთათჳსვე საფუძველთა სათნოებისათა. და წარვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან გამოუცხადა მათ ესევითარი საკჳრველებაჲ.
6. გჳთხრობდა ვინმე, ვითარმედ ჭაბუკი ვინმე იყო დიასპანთა ზედა მეფისათა. და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად. და ესუა მას მეგობარი კაცი შერაცხილთაგანი კოსტანტინეპოლის, და ესუა მას ცოლი ჭაბუკი. და ვითარცა მოვიდის ჭაბუკი იგი, შეიწყნარის მეგობარმან მისმან სიყუარულით და მოწლედ ისტუმრის. რამეთუ ერთობით ჭამედ ცოლითურთ მის კაცისაჲ სიყუარულითა უბიწოდ. და დაყოვნებასა მას მისსა მათ თანა შეუჴდა დედაკაცსა მას გულის სიტყუაჲ ჭაბუკისა მისთჳს, და ვერ ცნა. და იცვიდა თავსა თჳსსა და არარაჲ ჰრქუა მას, არამედ ითმენდა იგი შრომით. და ვითარცა წარვიდა ჭაბუკი იგი ჩუეულებისაებრ თჳსისა, ხოლო დედაკაცი იგი გულის სიტყუათაგან დაეცა სნეულად, და ქმარმან მისმან მოიყვანნა მკურნალნი. და ვითარცა განიხილეს იგი, ჰრქუეს ქმარსა მისსა: არა არს ამას თანა სენი ჴორცთაჲ, არამედ გონებისაჲ. ხოლო ქმარი მისი დაუჯდა მის თანა, ევედრა ფრიად და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს საქმე შენი? ხოლო იგი შეძრწუნდა და ჰრცხუენა პირველად და არა აღიარა. ხოლო უკუანაჲსკნელ აღიარა და თქუა: შენ იცი, უფალო ჩემო, გინა თუ სიყუარულითა, გინა თუ მარტივობითა მოიყვანნი აქა პირნი ჭაბუკთანი და მე, ვითარცა დედაკაცსა, შემემთხჳა გულის თქუმაჲ ჭაბუკისა მისთჳს, რომელი არს დიასპანთა ზედა. და წარვიდა ქმარი მისი ჭაბუკისა მის და ჰრქუა მას: შენ უწყი, ვითარ შეგიყუარე და შენისა სიყუარულისათჳს შეგიყვანი სახიდ ჩემდა, და ცოლისა ჩემისა თანა ჰჭამდი. ხოლო მან ჰრქუა: ეგრეთ არს, უფალო ჩემო, ვითარცა ჰბრძანე. ხოლო მან ჰრქუა: აჰა ესერა გულის თქუმასა შეუპყრიეს იგი. ხოლო მას, ვითარცა ესმა ესე, შეწუხნა ფრიად, რამეთუ შეკრულ იყო იგი სიყუარულითა მისითა და ჰრქუა მას: ნუ იურვი, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა შეწევნაჲ ჩუენი ხოლო. წარვიდა ჭაბუკი იგი, და დაიყჳნა თმაჲ მისი და მოიღო კირი და იცხო თავსა და პირსა მისსა, ვიდრემდის მოსწუნა წარბნი მისნი და წამწამნი, და წარვიდა მისგან ყოველი შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ, და იქმნა იგი ვითარცა გონჯი მრავალჟამისაჲ. და შეიხჳა თავის-სახუეველი და მივიდა სახიდ მის კაცისა. და პოვა დედაკაცი იგი მდებარე და ქმარი მისი მჯდომარე მის თანა. და მოიჴადა თავის-სახუეველი იგი მისგან, და უჩუენა მათ პირი თჳსი და თავი, და თქუა: გან-რაჲ-გეშორე თქუენგან, ესრეთ შემქმნა მე ღმერთმან. ხოლო დედაკაცმან მან, ვითარცა იხილა შუენიერებისა მისგან ვითარსა უშუერებასა მიწევნულ იყო, დაუკჳრდა მას ფრიად. და იხილა ღმერთმან საქმე მისი და განაშორა დედაკაცსა მას ბრძოლაჲ იგი, და მუნთქუესვე აღდგა და განაგდო ყოველი იგი გულის სიტყუაჲ. მაშინ ჭაბუკმან მან მიიყვანა ქმარი მისი თჳსაგან და ჰრქუა მას: აჰა ესერა ცოლსა შენსა თანა არარაჲ არს ვნებაჲ მადლითა ღმრთისაჲთა. ხოლო ამიერითგან არღარა იხილოთ პირი ჩემი. ესე არს ნიჭი სიწმიდისაჲ და დადებაჲ თავისაჲ სიყუარულისათჳს და მიგებაჲ კეთილის წილ კეთილი.
7. თქუა ვინმე მამათაგანმან იგავი ესე სიმდაბლისაჲ, ვითარმედ, ჰრქუა კჳპაროსმან ლერწამსა, ვითარმედ: თქუენ უსუსურნი ხართ და არა გარდასტყდით ზამთრის, და ჩუენ ესრეთ შევიმუსრნით და ოდესმე ძირითურთ აღვიფხურნით. მიუგო ლერწამმან და ჰრქუა: ჩუენ, ოდეს მოვიდის ზამთარი და მოჰბერის ქარმან ძლიერმან, მივდრკით ქარსა თანა იქი და აქა, იმიერ და ამიერ, და ამისთჳს არა გარდავსტყდით, ხოლო თქუენ წინააღუდგებით ქარსა და ამისთჳს იჭირვით. ესე თქუა ბერმან, ვითარმედ: არა ჯერარს წინააღდგომაჲ, არამედ უფროჲს-ღა, რაჲთა მიჰრიდოს კაცმან ჟამსა შფოთისასა, ანუ თუ მიცემისათჳს, გინა მოღებისათჳს, გინა ესევითარისათჳს, და რაჲთა ადგილ-სცე რისხვასა და არა წინააღუდგე, რაჲთა არა შეჰვარდე შრომასა და გულის სიტყუათა ბოროტთა, ვითარცა თქუა პავლე: ადგილ-ეც რისხვასა.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon088.htm
No comments:
Post a Comment