კა (26). ბერი ვინმე იო კალამონიდა მონასტერსა, რომელ
არს მახლობელად წმიდისა იორდანესა, საზხელით კჳრიაკოზ. ესე
ბერი დიდ იყო წინაშე ღმრთისა. და მოვიდა მისა ძმაჲ ვინმე
უცხოჲ დურასელე, სახელით თეოფილე, კითხვად ბერისა გულის
სიტყუა[თა]თჳს სიძვისათა. ხოლო იწყო ბერმან სწავლად მისა
სიწმიდისათჳს. და ვითარცა ფრიად სარგებელ იყო ძმამან მან სწავლაჲ
ბერისაჲ, მიუგო და ჰრქუა ბერსა; ჭეშმარიტსა ვიტყჳ, მამაო,
უკუეთუმცა არა ნესტორი ვიყავ შჯულითა, არამცა განვეშორე
სიწმიდისაგან შენისა. ესმა რაჲ ესე ბერსა, ვითარმედ ნისტორი
არს, შეწუხნა ფრიად წარწყმედისა მისისათჳს, იწყო სწავლად
მისა და ჰრქუა: განეშორე ბოროტისა მისგან წვალებისა, მოვედ
მართალსა სარწმუნოვებასა და ეზიარე კათოლიკე ეკლესიასა.
და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, უკუეთუ არა აღიაროს კაცმან
მართალი სწარწმუნოვებაჲ და წმიდაჲ ქალწული მარიამ არა ჰრწმენეს
ღმრტის მშობელად, ჭეშმარიტად, არავინაჲ არს მისა
ცხორებაჲ.
მიუგო ძმამან მან ბერსა და ჰრქუა: ჰე მამაო, რამეთუ
ყოველნი მწვალებელნი ესრე იტყჳან: უკუეთუ არა ეზიარებოდი
ჩუენ თანა, არა არს შენდა ცხორებაჲო, და აწ არა უწყი, თუ
ვითარვყო მე გლახაკმან ამან და რომელსა შეუდგე, არამედ მე
გევედრები შენ ღმრთისათჳს, ევედრე უფალსა ჩემთჳს, რაჲთა დამაჯეროს
მე მართალი სარწმუნოვებაჲ.
მაშინ შეიწყნარა ბერმან ვედრებაჲ ძმისაჲ მის სიხარულით.
და ჰრქუა მას: დაჯედ აქა, ქუაბსა ამას შინა ჩემ თანა, და
მე ვევედრო ღმერთსა შენთჳს, და ვესავ წყალობასა მისსა,
ვითარმედ გიჩუენოს შენ გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.
და აღუტევა იგი ქუაბსა მას შინა და განვიდა ბერი ზღუა-მკუდრისა
კიდესა; და იწყო ვედრებად ღმრთისა, რაჲთა დააჯეროს
ძმასა მას მართალი სარწმუნოვებაჲ. და ვითარცა მოიწია ჟამი
მეექუსჱ დღისაჲ მის მეორისაჲ, იხილა ძმამან მან კაცი ვინმე
საშინელიდიდებული ხილვითა, რომელი ეტყოდა მას: მოვედ და
იხილე ჭეშმარიტებაჲ. და მიიყვანა იგი ადგილსა ბნელსა, სავსესა
სიმყრალითა, რომელსა სიან ეგზებოდა საჴუმილი განძჳნებულად
და ოხრისა ჴმასა მოსცემდა ძლიერად და საშინელად. და უჩუენნა
მუნ შინა შთაყრილნი ნისტორ და არიოზ და ევტუქოს და ევარჯენე,
და საბელიანოს, და ყოველნი მოყუასნი მისნი მწვალებელნი.
და ჰრქუა მას კაცმან მან დიდებულმან, რომელი გამოუჩნდა:
ესე არს ადგილი ყოველთა მწვალებელთა და მგმობართა სულისა წმიდისათაჲ
და ყოველნი, რომელნი მათ შეუდგან. აწ, უკუეთუ გთნავს
ადგილი ესე, დაადგერ შენ ნისტორებასა ზედა, რაჲთა ამას შეხჳდე;
და უკუეთუ არა გნებავს შესლვაჲ ამას შინა, მაშა მოვედ კათოლიკე
ეკლესიად და აღიარე მართალი სარწმუნოვებაჲ, რომელსა
ბერი გასწავებს შენ. და აჰა მე გაუწყებ შენ, უკუეთუ ქმნნეს
კაცმან ყოველნი სათნოვებანი და არა აქუნდეს მას მართალი სარწმუნოვებაჲ,
ამას ადგილსა მომავალ არს. და ვითარცა იხილა ძმამან
მას ჩუენებაჲ იგი, და მოვიდა ბერისა და აუწყა ძმამან მან,
რომელი-იგი იხილა, და სიხარულით შეიწყნარა მართალი სარწმუნოვებაჲ
და დაადგრა იგი ბერისა მის თანა ორმეოც წელ და ესრჱთ
კბ (27). დაბაჲ იყო გარეშე ქალაქსა ეღონ კილიკიაჲსასა.
და უყო მას შინა ეკლესიაჲ იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და
იყო მას ზედა ხუცესი ერთი, კაცი მოხუცებული და წმიდაჲ, და
დიდ იყო იგი წინაშე ღმრთისა და დღესა ერთას შეკრბეს მკჳდრნი მის დაბისანი და მოვიდეს ებისკოპოსისა და ეტყოდეს
მას: განავლინე ჩუენგან ხუცესი ესე, რ{ამეთუ} დღითი-დღედ შემაწუხებს
ჩუენ იგი. ჰრქუა მათ ებისკოპოსმან; და რასა უკუე იქმს იგი?
მიუგეს მათ და ჰრქუეს: დრესა კჳრიაკესა ოდესმე აღასრულებს
ჟამის-წირვასა სამ ჟამს და ოდესმე ექუს ჟამს და ოდესმე ცხრა
ჟამს, და არაოდეს დადგრების წესსა ზედა ეკლესიისასა, ვითარცა
ყოველნი მღდელნი ეკლესიისანი.
მაშინ მოუწოდა ებისკოპოსმან მღდელსა მას თჳსაგან და
ჰრქუა:
_ რაჲ არს ესე, ძმაო, რომელსა იტყჳან შენთჳს მდაბიონი
შენნი? რაჲსათჳს შეურაცხ-ჰყოფ წესსა ეკლესიისასა და არა
აღასრულებ ჟამის-წირვასა ერთსა ჳამსა, ვითარცა ბრძანებულ არს?
მიუგო მას ხუცესმან მან და ჰრქუა: ჰე, წმიდაო მამაო,
ჭეშმარიტსა მიბრძანებ, არამედ მე გლახაკმან, რაჟამს აღვასრულო
ჟამი ცისკრისაჲ დღესა კჳრიაკესა, დავჯდი მე გუერდით კერძო
საკურთხეველსა და მოველოდი სულისა წმიდისა მოსლვასა, და
რომელსა ჳამსა მოიწიის და აღავსის ეკლესიაჲ და დაფარის
საკურთხევეი, მასინ დავიწყი მე და აღვასრული შეწირვაჲ მსხუერპლისა
მის საიდუმლოჲსაჲ. და ესე დამიმარხავს დაწესი დამიტევებიეს.
აწ, ვითარცა ბრძალოს სიწმიდემან შენმან ამისთჳს?
მასინ დაუკჳრდა ებისკოპოსსა სიწრფოვებაჲ იგი და სიწმიდჱ
ბერისაჲ მის და მოუწოდა მდაბიოთა მისთა და არწმუნა, რაჲთა
არა აწყინებდენ ბერსა ამისთჳს, არამედ აცადონ, და რაჟამს ენებოს,
აღასრულოს ჟამის-წირვაჲ. და წარვიდეს მშჳდობით.
კგ (27). ამის ხუცისა ოდესმე წარმოსცა ანბა ივლიანოს
მესუეტემან მჩუარი, რომელსა შინა ეკრნეს სამნი ნაკუერცხალნი
ცეცხლისანი დაუშრეტელად, და მოიკიტხა იგი. ხოლო მან შეიწყნარა
მოკითხვაჲ მისი და გამოჰჴსნნა ნაკუერცხალნი იგი და შეუკრა
მჩუარსა მას წყალი და წარსცა ბერისა, და მიჰრქუა: ლოცვა ყავ
ჩემთჳს, წმიდაო მამაო.
კდ (28). მითხრობდა ჩუენ ამბა კჳრიაკოზ, მოწაფჱ ივლიანოს
მესუეტისაჲ, ვიტარმედ: მე და მამაჲ ჩემი და ძმაჲ ჩემი მოვედით
სოფლით ჩიენით ამბა ივლიანჱსსა, რამეთუ გუესმინა ჩუენ სიწმიდისა
მისისათჳს. ხოლო მე მაქუნდა და სალმობაჲ უკურნებელი,
რომელსა ვერვინ მკურნალთაგანმან შეუძლო განკურნაბად ჩემდა,
და ვითარცა მოვიწიენით ბერისა და ლოცვა ყო ჩემთჳს, მუნთქუესვე
განვიკურნე მე ვნებისა მისგან ჩემისა. და დავადგრით
ჩუენ სამნივე მის თანა და მონზონ ვიქმნენით. მაშინ მამაჲ ჩემი
განაჩინა ბერმან სახლსაზედა საიფქლესა მიცემად ძმათა საზრდელსა.
და დღესაერთსა მოვიდა მამაჲ ჩემი ბერისა და ჰრქუა მას:
იფქლი არღარა დაშთომილ არს სახუარბლესა შინა, მამაო. ხოლო
ბერმან ჰერუა მას სუეტით გადამო: წარვედ, ძმაო, და შეკრიბე,
რომელი ჰპოვო, დადაფევ დღეს ძმათათჳს და შეუქმენ, და ღმერთმან
იზრუნოს სხუაჲ ხვალისა. ხოლო მამაჲ ჩემი აეშფოთნა სიტყუასა
ზედა ნერისასა, რამეთუ არარაჲ დაეტევა მას საიფქლესა
მას შინა, დაწარვიდა სენაკად თჳსა. და ვიტარცა მოიწეოდა
ჟამი პურის-ჭამისაჲ, მიავლინა ბერმან მოწოდებად მამისა ჩემისა,
ხოლო იგი ძნიად მივიდა გულის წყრომისაგან თჳსისა. ჰრქუა
მას ბერმან: ძმაო, კანონ, წარვედ და . რომელი ჰპოვო საიფქლესა,
შეუქმენ იგი ძმათა. მაშინ მამან ჩემმან სფოთით აღიხუნა
კლიტენი საიფქლისანი და წარვიდა, რაჲთამცა მტუერი იგი
მოგავა და მოართუა ბერას დასაჯერებლად, ვითარმედ არარაჲ
ძეს ყოლად. და ვითარცა განახუნა კლიტენი, ვერ შეუძლო განღებად
კარისა, რამეთუ აღვსებუ[ლ] იყო სახლი იგი პირის-პირ იფქლითა.
და მსწრაფლ მოვიდა და შეუვრდა ბერსა და აუწყა ყოფილი
იგი, ხოლო ბერი ამხილებდა მცირედ მორწმუნეობასა მისსა
და აკურთხა იგი და განუტევა მშჳდობით.
კე (29). განშორებულად ვითარ ოცდაათი მილიონით ქალაქისა
მისგან ეღონ კი[ლი]კიაჲსასა იყვნეს ორნი სუეტნი და მათ
შინა მესუეტენი. და ეშორნეს იგინი ურთიერთას ექუსით მილიონით.
ერთი იგი უწინარჱსი იყო შჯულითა მართლმადიდებელი,
ხოლო მეორჱ იგი იყო სევეროს მწვალებელისა შჯულსა ზედა. და
დდღითი-დღედ ამხილებნ იგინი მართლმადიდებელსა მას და ჰმოგუნინ,
რაჲთამცა მიაქცია იგი შჯულსა მას წვალებისასა. და მრავალთა
სიტყუათა მიუვლენნ მას და აწყინებნ, ხოლო იგი არა მიერჩდა
სიტყუათა მისთა ყოლადვე. და დღესა ერთსა მიავლინა
მისა მართლმადიდებლმან მან და ჰრქუა: წარმოეც ჩემდა ნაწილი
ერთი ჟამისაგან შენისა, რომელსა ეზიარები. ხოლო მას, ვითარცა
ესმა ესე, ჰგონებდა იგი, ვითარმედ ეზიარების იგი მას,
და სიოხარილით წარსცა მისა. ხოლო მან მოიღო ტაფაკი და
აღადუღა იგი ცეცხლითა. და ვითრცა აღდუღნა წყალი იგი, შთააგდო
მას შინა ნაწილი იგი, რომელი წა[რ]მოსცა მისსა მწვალებელმან
მან და მუნთქუესვე განირღუა იგი, და დაიჴსნა და იქმნა იგი
ვითრაცა არაყოფილი. და კუალად მოიღო ნაწილისაგან მისისა,
რომელსა ეზიარებინ დღითი-დღედ. და შთააგდო იგი წყალსა მას
შინა მდუღარესა, და მუნთქუესვე განცივნა და განჴმა წყალი იგი
და ადშთა ნაწილი იგი ეგრჱთვე უვნებელად. მაშიონ მიუვლინა და
არცხჳნა მწვალებელსა მას მესუეტესა.
კვ (31). ბერნი ვინმე ორნი მონაზონნი განვიდეს ეღონ
ქალაქით წარსლვად ტარსუსდ. და ვითარცა შემწუხრდა, შევიდეს
იგინი ფუნდუკსა ერთსა დადგრომად მას შინა და განსუენებად
სიცხისაგფან. დაპოვნეს მუნ შინა სამნი ჭაბუკნი შემავალნი ეღონდ.
და ჰყვა მათ თანა ერთი ქალი მეძავი. მაშინ ბერნი იგი დასხდეს
ერთკერძო დუქანსა. და ერთმან მათგანმან აღმოიღო მახალაკისაგან
თჳსისა წმიდაჲ სახარებაჲ და იწყო კითხვად მას შინა.
ხოლო მაძავმან მან, რომელი იყო ჭაბუკთა მათ თანა, ვითარცა
იხილა ბერი იგი, რომელი იკითხვიდა სახარებასა, დაუტევნა
ჭაბუკნი იგი და მოვიდა და დაჯდა ბერისა მის მახლობელად და
ისმენდა სიტუათა მათ მიდასა სახარებისათა.
მა[შინ] შეჰრისხნა მას ბერი და ჰრქუა: რაჲღა დიდ არს
ურცხჳნოვებაჲ შენი, საწყალობელო, ვინმე წარწყმედილო, რამეთუ
არა შეიკდიმე მოსლვად და დაჯდომად მახლობელად ჩუენ თანა.
მიუგო მეძავმან მან ბერმან ბერსა ლმობიერად და ჰრქუა: ნუ, წმიდაო
მამაო, ნუ შეურაცხ-მყოფ მე, რამეთუ დაღაცათუ სავსე ვარ
მე ყოვლითა სიბილწითა და უშჯულოვებითა, არამედ არა განაგდო
უფალმან ჩუენმან და ღმერთმან ყოველთამან დედაკაცი იგი
მეძავი, მსგავსი ჩემი, რომელი მოვიდა მისა.
მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: რ{ამეთუ-}იგი არღარა დაადგრა ცოდვასა
ზედა თჳსსა.
მერმე მიუგო ეძავმან მან და ჰრქუა: "და მეცა ვესავ ძესა
ღმრთისა ცხოველისასა, ვითარმედ ამიერითგან არცაღა მე მივაქციო
ცოდვათა ჩემთა.
მაშინ დაუტევნა ჭაბუკნი იგი და ყოველივე, რაჲცა აქუნდა,
და შეუდგა იგი ბერთა მათ. და მათ წარიყვანეს იგი და შეიყვანეს
ქალწულთა მონასტერსა მახლობელად ერონ ქალაქისა, რომელსა
ეწოდა ტონქიბა. და გამოვიდაიგი სრულად მონაზონად სათნოდ ღმრთისა. და მე ვიხილე იგი ფრიად მოხუცებულად და
პირისა მისისაგან მესმა ესე ყოველი, რამეთუ ტირილით მითხრობდა
მე და სახელი ერქუა მარიამ.
კზ (32). იყო ვინმე კაცი ბოროტის მოქმედი ადგილთა ტარსონ
კილიკიაჲსათა, სახელით ბბულას. და ესხნეს მას ორნი მეძავნი
მოყუარენი. ერთსა მას ეწოდა კიმიტა და მეორესა ნიკოსა
და ცხონდენოდა იგი ბოროტად მათ თანა და ასქმენი კისნი იყვნეს
მსგავსად შეწევნისა ეშმაკტაჲსა და მსახუტღა მისთა. ესე
შევიდა დღესა ერთსა ეკლესიად ვითარცა ქრისტეანჱ ლოცვად,
და განგებითა ღმრთისაჲთა იკითხვიდა მღდელი სახარებასა ამას,
ვითარმედ: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი
ცათაჲ. მაშინ ვითარცა ესმა ესე კაცსა მას უკეთურსა, მცირედ
ლმობიერ იქმნა და განჴურდა გონებითა. და იწყო ტირილდ
ცრემლითა მჴურვალითა დათავსა თჳსსა უბადრუკით და საწყალობელით
ჰხადოდა საქმეთა ბოროტთა, და მასვე ჟამსა
გამოვიდა ეკლესიით.
და მოუწოდა ორთა მათ მეძავთა, მოყუარეთა თჳსთა, და
ჰრქუა მათ: თქუენ უწყით ცხორებაჲ ჩემი ბილწებით და შეგინებულად
თქუენ თანა ვიდრე აქამომდე, და არაოდეს ერთსა თქუენგანსა
პატივ-ვეც უფროჲს მოყუსისა თჳსისა, არამედ სწორად
გყუარობდი თქუენ სიყუარულითა მით საემაკოჲთა. და აჰა ესერა
დაგიტევებ თქუენ ყოველსა მონაგებსა ჩემსა, განიყავთ
იგი განსწორებით, რამეთუ მე ამიერითგან წარვალ თქუენგან და მონაზონ
ვიქმნები, და ცსტიროდი ცოდვათა ჩემთათჳს ნეშტთა ამათ
დღეთა ჩემთა და ნუუკუე სახიერებიტა თჳსითა ყოს ღმერთმან
ჩემთჳს წყალობაჲ.
მიუგეს და ჰრქუეს მას მეძავთა მათ ცრემლითა, ვითარცა
ერთითა პირითა: და ესე უკუე არსა სამართალი შენი, რამეთუ
ცხორებასა ამას ბილწებისასა და წარწყმედასა სულთა ჩუენთასა
თანა-მიზიარენ ჩუენ, და აწ, ოდეს გნებავს საქმჱ საღმრთოჲ
და ცხორებაჲ სულისაჲ, დამიტევებ ჩუენ და შენ მარტოჲ წარხუალა?
ჭეშმარიტად გეტყჳთ შენ, არა განგიტეოთ შენ მარტოჲ,
არამედ ვითარცა-იგი ბოროტისა საქმესა მიზიარენ ჩუენ, ეგრჱთვე
კეთილისა საქმესა ნუ განმიშორებ ჩუენ შენგან.
და ვითარცა ესმა ესე კაცსა მას დედათა მათგან, მუნთქუესვე
განყიდა ყოველი მონაგები თჳსი და განუყო გლახაკთა. და შეიყვანნა
იგინი ქალწულთა მონასწტერსა. და თავი თჳსი შეაყენა ერთსა
კოშკთაგანსა ქალაქისათა და არღარა გამოვიდა იგი დღეთა
ცხორებისა მისისათა, არამედ მუნ შინა არასრულნა დღენი მისნი
დიდსა შინა სიმდაბლესა და სინანულსა. და ესრჱთ სათნო ეყო
ღმერთსა იგი და მეძავნიცა იგი მის თანა.
კჱ (37). გჳთხრობდა ჩუენ ერთი მამათაგანი, ვითარმედ:
ებისკოპოსმან ვინმე დაუტევა ღმრთისათჳს ებისკოპოსობაჲ თჳსი
და მოვიდა იგი ქალაქად დიდად ანტიოქიად. და ყო თავი თჳსი
მუშაკ, და იქმოდა იგი დღითი-დღედ მაშენებელთა გალატოზთა
თანა. და იყო ჟამსა მას ჴელმწიფე ქალაქსდა ანტიოქიასა ზედა
კაცი ვინმე მოშიში ღმრთისაჲ და მოწყალჱ. და ჴელ[ს]ა შინა მისსა
იყო ყოველივე მინაგები და საფასჱ საჴელმწიფოჲ და იგი წარაგებდა
საშჱნებელად ქალაქისა, რომელი-იგი ძრვისაგან დაცემულ
იყო. ამან ერთსა შინა ღამესა იხილა ებისკოპოსი იგი მწოლარჱ,
და სუეტი ცეცხლსაჲ ზედა ადგა მას და არიწეოდა ვიდრე ცადმდე.
და სახელი პელმწიფისაჲ მის იყო ეფრემიოს. და კუალადცა
იხილა ესე სასწაული ებისკოპოს[ს]ა მას ზედა არა ხოლო ერთ
გზის და ორ გზის, არამედ მრავალ გზის. და შეიპყრა იგი
შიშმან და ჰანკჳრვებამან მიუთხრობელმან, რამეთუ დიდ და
საშინელ იყო სასწაული იგი. და განცვიფრებული გულის-ზრახვად
დგა დღითი-დღედ და იტყოდა: ნეტარ რაჲმე არს სასწაული ესე.
და არა უწყოდა მან, ვითრამედ მუშაკი იგი ებისკოპოსი არს
და ვინაჲ უკუემცა უწყოდა იგი, ვითარმედ ებისკოპოსი არს იგი,
ვინაჲთგან ჰხედვიდა გარეშჱთ კაცსა გლახაკსა, პირითა შემწუარსა
და თმითა შეტუსვილსა სიცხისა და შრომისაგან დაუცადებელისა,
და ძონძითა სამოსლითა მოსილსა, დაწუნებულად და შეურაცხად
სახილველსა მარხვისა და ჭირისაგან დიდისა.
მაშინ მოუწოდა ეფრემიოს მუშაკსა ამს და ენება ცნობად,
თუ რაჲ არს საქმჱ მისი ანუ ვინაჲ არს, გინა რაჲ არს სახელი
მისი და სახელი ქალაქისა მისისაჲ. და განიყვანა თჳსაგან და
ჰკითხა მას ამისთჳს, რაჲთა აუწყოს მას.
მიუგო მას ებისკოპოსმან მან და ჰრქუა: მე კაცი ვარ გლახაკი,
ამის ქალაქოსა გლახაკთაგანი, და არა მაქუს მე საზრდელი
თავისა ჩემისაჲ, და ამიტ მიყოფიეს თავი ჩემი მუშაკ, რაჲთა ნაშრომიტა
ჴელთა ჩემთაჲთა ვუზარდებოდი, და ესრჱთ მზრდის მე
ღმერთი ჩემი სახიერი.
მაშინ აღიძრა ეფრემიოს ზეგარდამოჲთა აღძრვითა და ჰრქუა
მას: ჭეშმარიტსა გეტყჳ შენ, ვითარმედ არა განგიტეო შენ,
ვიდრემდის არა მაუწყო მე ყოველი საქმჱ შენი და განგებაჲ
ჭეშმარიტებით, და ვე შემძლებელ ხარ დაფარვად ჩემგან ერთსაცა
საქმესა შენსა.
მაშინ, ვითარცა იხილა ებისკოპოსმან, ვითარმედ ღმრთისა
მიერ გამოცხადებყულ არს საქმჱ მისი, მიუგო და ჰრქუა მას: მომეც
მე სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა, რაჲთა არავის კაცთაგანსა
გამოუცხადო საქმჱ ჩემი ცხორებასა ჩემსა, და მე გაუწყო ყოველივე
საქმჱ ჩემი თჳნიერ სახელისა და ქალაქისა ჩემისა.
მაშინ ეფუცა მას ეფრემიოს, რაჲთა არავის გამოუცხადოს
საქმჱ მისი ცხორბასა მისსა, ვიდრემდის ღმერთმან ინებოს გამოცხადებაჲ
მისი.
მასინ მიუგო და ჰრქუა მას ებისკოპოსმან: მე ებისკოპოსი
ვიყავ რომლისამე ქალაქისაჲ და ღმრთისათჳს დაუტევე ებისკოპოსობაჲ
ჩემი და მოვედ მე ქალაქსა ამას, რაჲთა არავინ მიცნას,
და ვიქმ მე დღითი=დღედ და მით მოვირეწავ მე
მცირედსა საზრდელსა თავისა ჩემისასა და ნეშტი იგი მივსცი
გლახაკთა და უღონოთა ქველის საქმარად. ხოლო შენ შეჰმატე
ქველის საქმესა და მოწყალებასა, რამეთუ ამათ დღეთა შინა
დაგსუამს შენ ღმერთი შენი საყდართა ზედა მოციქულისათა,
ეკლესიასა ამას სინა ღმრთისა ქალაქისასა, რაჲთა ჰმწყსიდე საცხოვართა
მისთა პირმეტყუელა ჭეშმარიტებით, რომელნი მოიგნა
პატიოსნითა სისხლითა თჳსითა. ხოლო მე ვითარცა გეტყჳ
შენ, ფრიად იღუაწე მაღთლისა სარწმუნოვებისათჳს და მოწყალებისა,
რამეთუ ესე არიან მცხუერპლნი სათნონი ღმრთისანი. და
ეგრეცა იყო.
შემდგომად მცირედთა დრეთა დაიპყრა ეფრემიოს საყდარი
ქალაქისა ანტიოქიისაჲ და ფრიად ჰმადლობდა ღმერთსა და იტყოდა:
რავდენნი გულითადნი მონანი უსხენან ღმერთსა, დაფარულნი
ქუეყანასა ზედა, რომელნი არავინ იცნის თჳნიერ მის მხოლოჲსა
დაფარულთა მეცნიერისა.
კთ (38). მითხრობდა კაცი ვინმე ქრისტჱს მოყუარჱ ანასტასი
მეფისათჳს, ვითარმედ: შემდგომად განსხმისა ევფემია! და მაკედონისა,
პატრეაქთა მატ კოსტანტინესთა, რომელნი ექსორია
ქმნნა პონტოს კრებისა მისთჳს ქმიდათა მამათაჲსა, რომელი
იყო ქალაქსა შინა ქალკიდონისასა, ვითარმედ დღესა შინა ერთსა
იხილა ანასტასი მეფემან კაცი ვინმე დიდებული ბრწყინვალედ
შემოსილი, მდგომარჱ მის წინაშე და ჴელთა მისთა აქუნდა წიგნი
დაწერილი და იკითხვიდა მას შინა. და გარდაყარა ხუთი ოდენ
ფურცელი და აღმოიკ[ი]თხა სახელი მეფისაჲ მის და ჰრქუა
მას: აჰა ესერა ბოროტად მორწმუნებისა მაგის შენისათჳს აღმოვჰჴოც
აქაჲთ ათოთხმეტსა წელსა ცხოვრებასა შენისასა. და
არმოჴოცა იგი თითითა თჳსითა. და მეორესა დღესა იყო ელვაჲ
და ქუხილი წაშინელი და შეძრწუნდა მეფჱ, და სულნი წარჰჴდეს
მყისსა შინა შფოთისა მისთჳს, რომელი მოაწია ეკლესიათა ზედა
ქრისტჱსთა და მწყემსთა მისთა ზედა საკუთართა.
ლ (40). მითხრობდა ამბა ბასილი ბიზანტიელი და თქუა, ვითარმედ:
ვიყავ მე დიდსა ქალაქსა ღმრთისასა ანტიოქიას გრიგოლი
პატრეაქისა თანა. და მოვიდა მუნ იერისალჱმით ამბა კოზმან
საჭურისი, მონაზონი ფარაჲსა მონასტრისაჲ, კაცი მართლმადიდებელი
და ფრიად მოშურნჱ ღმრთისა მართლისა სარწმუნოვებისათჳს
და მიწევნული ყოველთა წიგნთა საღმრთოთა. და დაყვნა
მუნ მცირედნი დღენი და აღასრულა იგი კეთილითა სარწმუნოვებითა
და ღმრთისა მივიდა. და ბრძანა პატრეაქმან, რაჲთა პატივ-სცენ
ნაწილთა მისთა და დადვან იგი საფლავსა, რომელსა შინა
დადებულ იო ეპისკოპოსი ვინმე ერთი უცხოჲ. და შემდგომად
ამისა დღე რავდენმე მივედ მე საფლავსა მას ზედა, რაჲთა
ვილოცო. და მოვიდრიკენ სამ გზის მუჴლნი და ვიხილე მუნ გლახაკი
ვინმე რომელი ითხოვდა ქველის საქმარსა შემავალთაგან ტაძრად.
და ვითარცა მიხილა მე გლახალმან მან ლოცვად საფლავსა
მას ზედა, მრქუა მე:
უფალო და მამაო, ჭეშმარიტად დიდ არს წინაშე ღმრთისა
კაცი იგი, რომელი დაიდვა უწინარჱს დღეთა ამათ საფლავსა ამას.
და მე ვარქუ მას: და შენ, რაჲთა უწყი ესე?
ხოლო მან მომიგო და მრქუა მე: მე კაცი ვიყავ განრღუეული
ათორმეთით წლითგან და ვიდევ ტაძარსა ამას შინა, და
ვითარცა დადვეს იგი სალავსა პატივითა, ვთქუ, ვიტარმედ დიდი
ვინმე არს; და ვილოცევდ ღმრთისა მიმართ სახელითა მისითა,
და მუნთქუესვე განმკურნა მე ღმერთმან მის მიერ უძლურებისაგან
ჩემისა. და დღითი-დღედ მოვალს და ნუგეშინის-მცემს
მწუხარებასა ჩემსა. და კუალად სხუაჲ საქმჱ მოგაჴსენო მისთჳს
სასწაული, რამეტუ ვინაჲთგან დაჰმარხეთ იგი აქა, ვიდრე დღესამომდე
ყოველთა ამეთა მესმის მე საფლავით გამო, ეტყჳნ რაჲ
იგი ებისკოპოსსა მას, რომლისა თანა დამარხულ არს: ნუ შემომეხები
მე, ჵ მწვალებელო, განმეშორე ჩემგან, მტერო წმიდისა
კათოლიკე ეკლესიისაო.
და ვიტარცა მესმა მე ესე განრღუეულისა მისგან გლახაკისა,
რომელი განკურნებულ იყო, მივედ მე პატრეაქისა და წარმოუთხარ
მას ესე ყოველი და ვევდრეოდე მას, რაჲთა მიბრძანოს
და გამოვიღო გუამი მისი საფლავისა მისგან მწვალებელისა და
სხუასა ადგილსა დავსვა იგი.
მომიგო და მრქუა მე გრიგოლი პატრეაქმან: დაიჯერე ჩემგან,
შვილო ჩემო, ვითარემდ ამბა კოზმანს არარაჲ ევნების ებისკოპოსისა
მისგან მწვალებელისა, არამედ ესეს ამისთჳს იყო, რაჲთა
ჩუენ გუეუწყნენ სათნოვებანი ბერისანი და მჴურვალჱ შური მისი
მართლისა სარწმუნოვებისაჳს შემდგომა[დ]ცა სიკუდილისა მისისა,
და რაჲთა გუეუწყოს ებისკოპოსისა მისცა მწვალებელობაჲ და
არამართლმადიდებლობაჲ.
No comments:
Post a Comment