კაცნი მორწმუნენი რომელნი განმზადებულ არიან მარადის წიგნთაგან სმენად ნუგეშინის-ცემისათვის, არა ჯერ-არს, ვითარმცა მწუხარებაჲ ეუფლა მათ ზედა, გინა თუ მგლოვარებამან დააბრკოლნეს გონებანი და სულნი მათნი.
რამეთუ აჰა ესერა სავსე არიან წინას¬წარმეტყუელნი ნუგეშინის-ცემითა და მოციქულნი სასოებითა მათთვის, რომელნი სარწმუნოებით ისმენენ და შეუორგულებელად ჰრწამს, ხოლო უღმრთონი ამისთვის ჰყოფენ გლოვასა, რამთუ არა მოელიან აღდგომასა; და მწვალებელნი ამისთვის მეტად ჰყოფენ მწუხარებასა, რამეთუ არა აქუს სასოებაი აღდგომისა; ხოლო რომელნი ესვენ აღდგომასა, არა მეტად იგლოვენ; და რომელნი მოელიან მერმისა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; და რომელნი მოელიან მერმისა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; და რომელთა ჰრწამნ წმიდათა წიგნთაჲ, მუნვე სმენითა მათ წიგნთაჲთა ნუგეშინის-ცემულ არიედ, რამეთუ წინასწარმეტყუელთა თქუეს განცხოველებისათვის, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომისათვის.
და ერთი წინასწარმეტყუელთაგანი იტყოდა ამას, იგი, რომელ იქმნა შარავანდედ და წინაწარმეტყუელ, დავით მართალი, და თქუა ესრეთ: მოუღის სული მათი მათგან და მოაკლდიან და მიწადვე თვისა მიიქციან. გამოავლინი სული შენი და დაამტკიცნი. და ესაია იტყვის: ცხონდენ მკუდარნი იგი მათნი, და შესუენებულთა განისუენონ, და აღდგენ და აკურთხევდენ ღმერთსა, რომელნი დაძინებულ არიან მიწასა. და ეზეკიელ წინაწარმეტყუელებდა განხმელთა მაგათ ზედა ძუალთა და შეემოსა მათ ყოველთა ხორცი, და აღდგომითა ძუალთაითა განმრავლდა სასოებაჲ კაცთაჲ და დანიელ თქუა: მივედ და განისუენე სიკუდილსა შინა და ასდგე ჟამსა დასასრულსა დღეთასა.
და ყოველსავე ადგილსა გვიჩუენა ჩუენ, ვითარმედ რომელნი-იგი მოკუდეს, იგინივე აღდგენ; და რომელნი განირყუნეს, იგინივე განცხოველდენ; და რომელნი-იგი იქმნეს ვითარცა არარაი, იგინივე განდიდნენ და აღმაღლდენ.
და რაითა არა ეგონოს მწვალებელთა, ვითარმედ წინასწარმეტყუელთა ხოლო ქადაგეს აღდგომისათვის ხორცთაისა, ისმინე მოციქულისაჲ მის, რომელ არს სუეტი და სიმტკიცე, მოძღუარი კეთილი და წინამძღუარი ეკლესიათაჲ, რასა-იგი იტყვის, რამეთუ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელნი, იტყვიან, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არსო. უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, ქრისტეცა არა აღდგომილ არს.
აწ დაჰბრკოლდა სარწმუნოებაჲ იგი თქუენი და ქადაგებაჲ ჩუენი და ვიპოვენით ჩუენ ცრუ მოწამე, რომელთა ვწამეთ ღმრთისათვის, ვითარმედ: აღადგინა ქრისტე, რომელ-იგი არა აღადგინა მკუდრეთით. აწ აღადგინა ქრისტე და მოსცა სასოებაჲ მოკუდავთა, რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ მის მიერ. და მერმე იტყვის მოციქულივე იგი, ვითარმედ: შესუენებულთა მათთვის ნუ მწუხარე იქმნებით ვითარცა სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ. უკუეთუ გრწამს, ვითარმედ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, ეგრეცა, რომელთა შეისუენეს ქრისტეს მიერ, იგი ცხონდენ.
აწ იგი საფასე, მცენარე კეთილი და აღდგომაჲ ცხოველთაჲ, რომელმან დაჰბადა ადამიანი არარაისაგან, და რამეთუ გარდაჰხდა იგი მცნებათა მისთა და დასდვა მას ზედა სიკუდილი. და თავადი იგი განმზადებულ არს განცხოველებად შესუენებულისა მის, რომელმან იჯმნა ჩუენგან.
უკუეთუ ოდეს იგი არა იყო, და შექმნა იგი, უფროჲს აწ განხრწნილისაჲ მის უადვილეს არს განცხოველებაჲ და აღდგინებაჲ, და ჩუენ მეცნიერებით მოგუცა მადლი მისა მიმართ მამისა მიერ, რომელ არა არს განცხადებულ და დაფარულ არს შორის ქუეყანასა და მსგავსად ხორცთა განბნეულ და დათესულ არიან, და ჩუენ განვკუეთით ქუეყანაჲ და აღმოვიღით იგი მიერ, რავდენ უფროის ყოვლისა მპყრობელი იგი მეცნიერებით ყოველსავე, რომელმან არა თუ სიტყვისა ვისგან მოიღო მეცნიერებაჲ, უადვილე არს მისა აღდგინებად ადამისა და მიგებად მართალთა მისაგებელი კეთილი და რჩეულთა მისთა ნიჭი, ხოლო უძღებთა და უღრმთოთა პატიჟი სასიკუდინე.
და ღათუ ძირი ესე მწარე არს და სალმობაჲ ძლიერ და ძალითა თვისითა შეარწყუნა ყოველი გუამი ჩუენი, ხოლო ჩუენდა ეგრე წეს-არს, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი საცნობლნი და ზრახვითა ფრთხილითა ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ და აღსარებითა ღმრთისაითა ნუგეშინის-ვსცეთ თავთა ჩუენთა, ვითარცა წერილ არს: და მოველოდით მეცნიერებით, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი არა სიცრუვით არიან და სასოებაჲ იგი ჩუენი დამარხულად გუელის.
და ღათუ ჟამ ერთ ნაკლულევან ვიქმნნეთ არა ხილვითა მეგობართა ჩუენთაითა მიზეზითა განშორებისა მათისაითა, თუმც განვამრავლებთ მწუხარებასა და გლოვასა, არამედ ნუგეშინის-ვიცეთ სასოებითა ღმრთისაჲთა და შევიკრძალნეთ თავნი თვისნი.
აწ ვინ წარგვიქცინა ჩუენ ძლით, ანუ ვინ წარგუტყუენნა ჩუენ სოფლით? არამედ მანვე, რომელმანცა მომიყვანნა სოფლად. რომელი-ესე არა ვიცოდეთ სოფლად, მანვე წარგვიყვანნეს ჩუენ ამიერ სოფლით ჟამსა თვისსა მსგავსად ნებისა თვისისა. და ვითარცა ხელითა შობისაჲთა იქმნა შემოსვლაჲ ჩუენი სოფლად, ეგრეცა ხელითა სიკუდილისაჲთა იქმნეს წარსვლაჲ ჩუენი სოფლისა ამისგან და მივიცვალნეთ სოფელსა მას წარუვალსა.
რამეთუ გარდაჰხდა ადამი მცნებასა უფლისასა, და მოიწია მის ზედა ბრძანებაჲ სიკუდილისაჲ და მის გამო ყოველნი ნაშობნი მისნი მიიცვალებიან მუნვე მიწად, ვინაიცა დაებადნეს. და დაიხრწნეს ყოველი ხატი მათი, და ბრძანებითა ღმრთისაჲთა და ხმითა ნესტვისაჲთა აღემართნენ მიერ მიწით, რამეთუ მიეახლა ხელი დამბადებელისა მათისაჲ მიწასა მას ადამისსა.
იხილა და ესმა, იყნოსა და გამოცადა, განიშოვრა და გულისხმა-ჰო და ცნა, რამეთუ გარდაჰხდა მცნებათა ღმრთისათა; დაეცა და განიხრწნა და იქმნა ვითარცა არარაი. წყალობითა ღმრთისაჲთა მერმე განცხოველდეს, გამოიცადოს, განდიდნეს და სუფევდეს და ღმერთმან ჩუენმან ძლიერმან და დიდებულმან, რომელმან მოაწია სიკუდილი ყოველთა ზედა ხორციელთა და განაწესა ყოველივე, ვითარცა მას უნდა, და ყოველთაჲვე იგი ჟამი თან უწყის და მანვე რომელმან სათნო-იყო ესე და მიაქცია ესე ჩუენგან, თავადმან განაცხოველოს და დაადგინოს იგი მარჯუენით მისა და ახაროს მას სასუფეველსა მისსა და დაწეროს სახელი მისი წიგნსა მას ცხოველთასა ყოველთა თანა ნების-მყოფელთა მისთა. და სახელი მისი ნუმცა დაივიწყების თქუენ შორის, და სახსენებელი მისი განეწესენ შვილითი შვილად.
და თქუენ რომელთა-ეგე შეგიმოსიეს გლოვაჲ და ჭირი, მოავლინენ ღმერთმან წყალობაჲ მისი და ნუგეშინის-გეცინ თქუენ მადლითა თვისითა და აღასრულენ ნებაჲ თქუენი და მონასა მას თვისსა მიეცინ ნაწილი და მკვდრობაჲ სასუფეველსა მისსა ცხებულისა მისისა მიერ.
და თქუენ, მამანო და ძმანო, რომელნი მოშუერით და აღასრულეთ წესი იგი მეგობრისა მის თქუენისაი, მოგეცინ თქუენ უფალმან მოსაგებელი კეთილი, რამეთუ აღასრულეთ წესი იგი, რომელსა იტყვის: გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა. და თქუენ მოგეცინ უფალმან მეგობართა თქუენთა მიერ პოვნათ კეთილისა, და თავადი უფალი რომელი-იგი ნუგეშინისმ-ცემელი არს ყოველთა მონათა თვისთაჲ, ნუგეშინის-გეცინ თქუენ და მოგაგენ მოსაგებელი კეთილი სასუფეველსა მას ცხოველთასა წმიდისა ცხებულისა მისისა მიერ საუკუნეთა მიერ საუკუნეთასა. ამენ.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VI ტომი.
No comments:
Post a Comment