სახარებაჲ: “და წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა
შანთისაჲო. და ვითარ არაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან
მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა
მას, და გარდაჴდად იგი” (18,24-25).
თარგმანი: ყოვლით კეძრო საშინელ-ჰყოფს იგავსა მას. ხოლო
რაჲსათჳს მეუფე იგი ბრძანებს ცოლისა და შვილთა განსყიდად, რამეთუ
იგინიცა მონანი მისნი იყვნეს და მისა მივიდოდა დაჭირვებაჲ? არა თუ
უწყალოებისაგან ბრძანა ესე, არამედ ფრიადისა სახიერებისაგან, რამეთუ
ენება შეშინებად მისა, რაჲთა მოვიდეს ვედრებად მისა და მიანიჭოს მას
წყალობაჲ. ხოლო რაჲსათჳს პირველ სიტყჳს განგებისა არა ქმნა ესე? -
ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს მას, თუ რაოდენთა თანანადებთაგან განათავისუფლა
უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ:
“დავარდაო მონაჲ იგი და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ
იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას
მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას”
(18,26-27).
იხილეა კუალად სახიერებისა ამის გარდამატებულებაჲ? დროებაჲ ხოლო
ითხოა და სულგრძელებაჲ მონამან მან, ხოლო უფალმან უმეტეს თხოისა
მისისა მისცა: შენდობაჲ და მიტევებაჲ ყოვლისავე თანანადებისაჲ, ბევრისა
მის შანთისაჲ. რამეთუ ენება პირველითგანვე ჩუენებად უხუადმიმნიჭებელობისა
მის თჳსისა, გარნა არა ენება, რაჲთა მისი ხოლო იყოს ნიჭი იგი,
არამედ რაჲთა მონისა მისცა ვედრებაჲ მიზეზ ექმნას სახიერებასა მისსა,
რაჲთა არა სრულიად უცხო იყოს კეთილისა მისგან. რამეთუ, დაღაცათუ
იგი შეუვრდა და ევედრა, არამედ ყოველივე საქმე მოწყალებისა მის უფლისაჲ
იყო, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: 'შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი და განუტევა'.
გარნა ეგრეთცა ენება, რაჲთა იგიცა ჩნდეს მიზეზ-მცემელ წყალობისა
მის, რაჲთა არა სრულიად ცარიელ იყოს და სირცხჳლეულ და რაჲთა
თჳსისა მის სახისაგან მოყუსისაცა მიმართ იპოოს იგი სახიერ. გარნა მონაჲ
იგი აქამომდე გონიერ იპოვა და სათნო, რამეთუ აღიარა თანანადები იგი და
აღუთქუა ყოვლისავე მიცემად და შეუვრდა და ევედრა და აბრალა თავსა
თჳსსა და ცნა სიდიდე იგი თანანადებისაჲ მის, ხოლო შემდგომი ამისი
ფრიად უღირს არს და შეუმსგავსებელ პირველისა. რამეთუ განვიდა რაჲ
მიერ მონაჲ იგი, არა შემდგომად მრავლისა ჟამისა, არამედ მუნთქუესვე,
ვიდრეღა ქველისმოქმედებაჲ იგი უფლისაჲ წინაშე თუალთა მისთა იყო,
ბოროტად იჴმარა ნიჭი იგი და აზნაურებაჲ მეუფისაგან მიცემული მისდა,
ვითარცა ესერა გუაუწყებს მახარებელი და იტყჳს:
სახარებაჲ: 'და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი
მოყუასი თჳსი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და
შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა თანა-გაც. შეუვრდა მოყუასი
იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და
მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფროჲსღა აურვებდა მას
და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.
იხილეს რაჲ მოყუასთა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და
მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო. მაშინ
მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა: მონაო ბოროტო, ყოველივე
თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე, არა ჯერ-იყოა
შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე
შენ? და განურისხდა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა,
ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები' (18,28-34).
თარგმანი: იხილეა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ მის და გულფიცხელობაჲ
მონისაჲ? ისმინეთ ყოველთა, რომელნი უსახურ ხართ და ფიცხელ
მოყუასთა მიმართ, რომელნი თანანადებისათჳს მცირედისა საფასისა შეაგდებთ
საპყრობილედ გლახაკთა. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მონასა მას, რომელმან
არა შეიწყალა მოყუასი თჳსი, არცა მოიჴსენა, ვითარმედ იგიცა მათვე
სიტყუათა ეტყოდა უფალსა თჳსსა და პოა შენდობაჲ ბევრისა მის შანთისაჲ;
არა შეიკდიმა სიტყუათა მათგან; არა იცნა ნავთსაყუდელი იგი,
რომლითა განერა დანთქმისაგან; არა მოიჴსენა მოწყალებაჲ იგი მეუფისაჲ,
არამედ ყოველივე იგი დაივიწყა ანგაჰრებისაგან და უწყალოებისა და ძჳრის-ჴსენებისა.
ამისთჳსცა უძჳრეს მჴეცისა აშთობდა მოყუასსა თჳსსა.
რასა იქმ, ჵ, კაცო? არა ხედავა, რამეთუ თავისა შენისა მოსაკლავად
ჰლესავ მახჳლსა და განიახლებ რისხვასა უფლისასა? არა გულისჴმა-ჰყოფა,
უბადრუკო, რამეთუ შენ ბევრისა შანთისა მიტევებასა ითხოვდი და
მოყუასი შენი ასისა დრაჰკნისათჳს დროებასა გევედრების? შენ მეუფესა
ევედრებოდე და იგი მოყუასსა. გარნა ამას ყოველსა უგულისჴმო იყო
უბადრუკი იგი, ამისთჳს მოყუასი იგი შეაგდო საპყრობილედ.
'იხილეს მოყუასთა მისთა საქმე ესე და შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და
აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო'. რამეთუ ესევითარი იგი
უწყალოებაჲ არა ხოლო თუ ღმერთსა, არამედ კაცთაცა სამძიმარ უჩნს და
საძაგელ. ამისთჳს ელმოდა მათ და აუწყეს უფალსა. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ
იგი მეუფისაჲ: 'მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადებნი შენი მიგიტევე შენ,
რამეთუ მევედრებოდე მე, არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიყწალე
მოყუასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ?'
იხილე კუალადცა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ! განიკითხვის მონისა მის
მიმართ და პასუხსა განსცემს, რაჟამს იხილა, ვითარმედ ჯერ-არს ნიჭისა
მის უკურღუევაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მან ქმნა დაჴსნაჲ იგი
შენდობისაჲ. ამისთჳსცა ოდეს-იგი ბევრისა შანთისა თანანადები მის ზედა
გამოჩნდა, არა უწოდა მას მონად ბოროტად, არცა აგინა, არამედ შეიწყალა;
ხოლო ოდეს იპოა იგი მოყუსისა მიმართ უწყალო, მაშინ მონად ბოროტად
უწოდა და ეტყჳს: 'მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე
შენ. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი,
ვითარცა მე შეგიწყალე შენ?'
დაღაცათუმცა მძიმე იყო საქმე იგი, გარნა სარგებელისა შენისათჳს და
დასამტკიცებელად შენ ზედა ქმნილისა მის წყალობისა არა გიჴმდაა შეწყალე/ბად
მოყუასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ? ისმინეთ, ანგაჰრნო, რამეთუ
თქუენდა მომართ არს სიტყუაჲ ესე! ისმინეთ, უწყალონო და ძჳრისმოჴსენენო,
და გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ არა თუ სხუასა ვის უწყალო და
ძჳრისმჴსენებელ ექმნებით, გარნა თავთა თჳსთა, და ჴელისწერილსა მას
ცოდვათა თქუენთასა აღუჴოცელ-ჰყოფთ. თქუენ რაჲცა უყოთ მოყუასთა,
კაცობრივ იქმთ, ხოლო კაცობრივი ყოველი მცირედ ჟამისაჲ არს და წარმავალ.
გარნა უკუეთუ ღმერთი განრისხნეს თქუენ ზედა და მიგცნეს სატანჯველად,
იგი სატანჯველი საუკუნოჲ არს, ვითარცა ესერა გუაუწყებს
მახარებელი.
'განურისხდაო უფალი იგი მონასა მას და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა,
ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადებნი'. ესე იგი
არს, ვითარმედ მისცა სატანჯველსა საუკუნესა, რამეთუ იგი თანანადებისა
მის გარდაჴდად ვერსადა შემძლებელ არს და ამისთჳს სატანჯველი იგი
მისი საუკუნე არს. ვინაჲთგან ქველისმოქმედებითა მით ვერ შეიგონა, სატანჯველითა
მით შეიგონოს.
ეჰა, საკჳრველნი! ნიჭნი ღმრთისანი შეუნანებელ არიან და დაუჴსნელ,
გარნა ესოდენ გარდაემატა მონისა მის უკეთურებაჲ, ვიდრეღა უძლო შჯულისა
მის დაჴსნად. რაჲმცა უკუე იყო უძჳრესი ძჳრის-ჴსენებისაჲ, რომელი
შემძლებელ არს ესევითართა ნიჭთა საღმრთოთა დაჴსნად? რამეთუ განურისხნაო
მონასა მას და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა. ოდეს-იგი
ბრძანა განსყიდაჲ მისი, არა რისხვით იყო სიყტუაჲ იგი, ამისთჳს არცა
ქმნა, არამედ მიზეზსა ეძიებდა წყალობისა მისისასა, ხოლო აწ რისხვითა
ფრიადითა სავსე არს განჩინებაჲ ესე და ტანჯვითა.
რაჲ არს უკუე პირი ამის იგავისაჲ? ისმინეთ, რასა იტყჳს უფალი:
სახარებაჲ: 'ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ,
უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა
თქუენითა ცთომანი მისნი' (18,35).
თარგმანი: არღარა თქუა, თუ: მამამან თქუენმან, არამედ: მამამან
ჩემმანო. რამეთუ ვინაჲთგან ძჳრისმოჴსენეთა და უწყალოთა მიმართ მიაქცია
სიტყუაჲ თჳსი, არცა ღირს იყო მამად მათა წოდებად ღმრთისა, ესევითართა
უკეთურთა და უმადლოთა.
აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ იგავი ესე ორსა საქმესა გუასწავებს:
ერთად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ სიმრავლესა მას თანანადებთა ჩუენთასა,
და თავთა თჳსთა ვაბრალებდეთ, და ლმობიერად შეუვრდებოდით ღმერთსა,
და ვითხოვდეთ წყალობასა და შენდობასა; და მეორედ, რაჲთა გულსმოდგინედ
შეუნდობდეთ მოყუასთა ჩუენთა ყოველსავე ცთომასა, და ამით ჯერითა
ჩუენთაცა ცოდვათა შენდობასა ადვილ-ვჰყოფდეთ. ხოლო არა ესრეთ
ლიტონად და ორგულებით ბრძანებს მიტევებასა, არამედ 'ყოვლითა გულითა'.
No comments:
Post a Comment