თქუმული წმიდისა გრიგოლ ხუცისაჲ ქებაჲ პირველ მოწამისა სტეფანჱსი

    

  ბრწყინვალედ თქუენდა, ძმანო, აწინდელი ესე შევჰრაცხო დღესასწაული
   ამისთჳს. რაჲმეთუ ღუაწლნი სტეფანჱ პირველმოწამისანი მოიჴსენნე. არამედ
   მოყვენით ჩემდა თქუენნი გონებანი. გლოცავ. და მყუდროებით მცირედნი
   ჩემნი სიტყუანი თავს ისხენით. რაჲთა [!] მის გამო სარგებელი ნაყოფიერ იყოთ:

      რაჲმეთუ დასაბამი სწავლისაჲ და წამებისაჲ ესრჱთ იქმნა. იტყჳს ლუკა
   საქმესა შინა მოციქულთასა. "სტეფანჱ სავსე იყო სარწმუნოებითა და
   სულითა წმიდითა იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა":


      სტეფანჱ განთქუმული მოწამჱ, სტეფანჱ კეთილისა ნაყოფისა ტევანი:
   სტეფანჱ შუენიერი გჳრგჳნი. სტეფანჱ. რომელსა ჰსუროდა ზეცისა გჳრგჳნისათჳს [!].
   სტეფანჱ. რომელმან-იგი იღუაწა გჳრგჳნისათჳს. სტეფანჱ სიხარული
   წმიდათაჲ. სტეფანჱ. რომელმან უჩუენა გზაჲ. რაჲთა თითოეული მოღუაწჱ
   მიემთხჳოს- უხრწნელსა გჳრგჳნსა. სტეფანჱ დასაბამი მოწამეთაჲ: რომლისათჳს-ცა
   იმედი აქუნდა ვითარმედ განმზადებულ არს მისთჳს გჳრგჳნი ცათა შინა:
   შოვრის მწიგნობართა და ფარისეველთა დგა. ამხილებდა მათ უშჯულოებასა და
   ეტყოდა. "თქუენ სულსა წმიდასა წინა-აღუდგებით მარადის. ვითარცა იგი
   მამანი თქუენნი".

      ეჰა ჭეშმარიტისა კადნიერებასა მართლისასა. ეჰა გულის-წყრომასა უშჯულოჲსა
   კრებულისასა. დგა სტეფანჱ და ჭეშმარიტსა მათ წარუდგინებდა.
   შჯულისაგან ასწავებდა მათ ვითარცა ძმათა: ხოლო მათ არა თავს იდვეს
   თქუმული იგი მათა მიმართ:

      არამედ იღრჭენდეს კბილთა მათთა. ვითარცა მჴეცნი კრავსა ზედა
   მიმართებულნი მივიდოდეს მოკლვად მართლისა. რაჲმეთუ ვერ დაითმენდეს
   მხილებასა მისსა

      ხოლო ქრისტე ზეცისა გჳრგჳნსა სტეფანეს შეუთხზვიდა: რასა უკუე ღმერთსა
   ჰბაძავ. ჰურიაო. შენ სამე ესრჱთ? ხოლო იგი ღმრთის-მეტყუელებს: ხოლო
   შენ მოკლვად ჰრბი. ხოლო იგი ზეცას რბის: შენ საწუთროჲსა ამის ცხოვრებისაგან
   განშოვრებად ისწრაფი. ხოლო მან საუკუნოჲ ცხოვრებაჲ შეიტკბო:
შენ გარეშე ქალაქსა იგი განსდევნე. ხოლო იგი შენგან ზეცისა ძალთა იქმნა
   და გამოუთქუმელისა და შესაძრწუნებელისა ხილვასა ღირს იქმნა. რომლისათჳს-ცა
   არა დაიდუმა. რომელი იხილა. არამედ იქუხნა. აღჳრ ასხნა ჰურიათა:
   შენ ხარ ჰურიაჲ უშჯულოჲ. ხოლო იგი ქრისტიანჱ ქრისტჱს ნაყოფი წმიდაჲ:
   შენ ფარისეველთა ზიარი. ხოლო იგი კეთილთა ზიარი. დაუბადებელისა სამებისა
   მკჳდრი: შენ შჯული გაქუს და მას არა და იმარხავ. ხოლო [მას] ქრისტე
   აქუს ძჱ ღმრთისაჲ და მას ქადაგებს: შენ წინაჲსწარმეტყუელნი ვითარცა
   მტერნი მოჰკლენ. ხოლო მან მადლი და სული წმიდაჲ მიიღო და სენნი
   ნათესავისა ჩუენისანი განდევნნა სახელითა ქრისტჱსითა:

      რაჲსა ჰფიცხლობ ამისთჳს? რად გშურს სნეულთა კურნებაჲ? რად გშურან
   საკჳრველებანი ქმნულნი მის მიერ? რაჲსათჳს სიკუდილსა ამისსა უფროჲს-ღა
   ცხოვრებასა საუკუნოჲსა ისწრაფი და რაჲმეთუ მტერთაგან არს სარგებელი
   უფროჲსი. რაჲმეთუ ყოველნი მოწამენი და მართალნი მტერთა მიერ ბრძოლილნი
   და მოთმინენი გჳრგჳნოსან იქმნეს:

      რაჲმეთუ [!] უკუეთუ-მცა იგინი არა ჰბრძოდეს. არცა-მცა ამათ ეძლია: არა
   თუ-მცა მათ განეღო ასპარეზი. არცა-მცა ამათ ეღუაწა: თუ-მცა არა მათ ესენი
   მოეკლნეს. ვითარცა იგი უფალი. არა-მცა ესენი გჳრგჳნოსან იქმნეს: კმა
   გეყოფინ: ჰურიანო. უფლისაჲ იგი კლვაჲ: მისთჳს ჯუარი აღჰმართე და
მას ზედა შეჰმშჭუალე. რომელი-იგი იყო ხატი კაცისაჲ ძუელისაჲ მისთჳს
   კაცისა:

      ხოლო აწ მისსა მჴედარსა ზედა მეყსეულად შეიჭურვი: ვერ შეუძლო
   წინა-დადგომად სიბრძნესა და სულსა. რომელსა იტყჳს. რაჲმეთუ ჭეშმარიტად.
   ჰურიაო. ვერ შეუძლებ სწორებად. რომელი-იგი მის თანა ზრახავს ქრისტჱ.
   რაჲმეთუ ფიცხელ არს შენდა დეზისა წიხნაჲ კლდესა. რომელი-იგი არს
   ქრისტჱ:

      აცადე მას. მოშურნეო ჰურიაო. მცირედთა ოდენ დღეთა. რაჲთა მკელობელნი
   და ვნებულნი და სნეულნი ერისა შენისანი განიკურნნენ. აცადე მას საკჳრველებათა
   ყოფად. რაჲთა მის მიერ მრავალნი მოიქცენ უფლისა ღმრთისა მათისა
   და იცნან ჭეშმარიტი მისი ძჱ. პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი ღმერთეებითა
   და უკუანაჲსკნელ ჩუენთჳს ქალწულისაგან განჴორციელებული
   კაცებითა: დაღაცათუ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ინებე დაყენებაჲ
   არა საკჳრველთა საქმედ. დადგა აწ-ცა მოწაფეთა მისთა მიერ საკჳრველთა
   ყოფად უფროჲს-ღა პირველისა:

      რაჲმეთუ იტყჳს უფალი. "რომელსა ჰრწმენეს ჩემი. საქმესა რომელსა მე
   ვიქმ. მან-ცა ქმნეს და უფროჲს-ღა ამისსა ქმნეს საქმჱ". და მიიღე გამოცდილებაჲ
   მკელობელისა მის კურნებისაგან განკჳრვებულმან და მას თანა იბრდღუენდ
   ვითარცა ლომი: პეტრჱს და იოვანჱსთჳს მოციქულთა ქრისტჱსთა.
ხოლო ჰხედევდ. ერსა-ცა მოაქუნდეს რაჲ სნეულნი და შეპყრობილნი სულთაგან
   არა-წმიდათა. რომელნი-იგი განიკურნებოდეს:

      რაჲსა იტყჳ. უღუაწო ჰურიაო. საქმეთა ღმრთისათა ჰხედავ და არა ადიდებ
   ღმერთსა. არამედ განჰრისხნები და სიკუდილსა მათ ექადი:

      სიბრძნჱ ღმრთის-მბრძოლთა ჰურიათაჲ. გულის-წყრომაჲ უშჯულოთა
   ფარისეველთაჲ. სიბრმჱ უღმრთოთა მღდელთაჲ. უცნობელობაჲ უგუნურთაჲ.
   ამაოებაჲ ზრახვაჲ უშჯულოთაჲ. ფიცხელი და ყოვლად-ბოროტი სული
   მათი. გულარძნილი და შეგინებული ცნობაჲ მათი: თქუ. ნეტარო და სამგზის
   ქებულო სტეფანე. მათი შემსგავსებული. თქუ. სათნო ღმრთისაო და ქრისტჱსო და
   წმიდისა სულისაო ამათი უშჯულოებაჲ. თქუ. ეჰა ყოვლად-წმიდაო და
   ბანაკსა მორწმუნეთასა პატიოსანო სტეფანე. რომელი-იგი ჰშუენის მათ. თქუ. ეჰა
   რჩეულო ღმრთისაო და თანა-მკჳდრო ქრისტჱსო. უშჯულოთა და ღმრთის-მბრძოლთა
   ჰურიათაჲ. რომელმან გასწავა შენ სულმან წმიდამან თქუმად:

      რაჲმეთუ ეტყჳს უფალი თჳსთა მოწაფეთა. რაჟამს მიგიყვანებდენ თქუენ
   შესაკრებელსა მათსა. ნუ ჰზრუნავთ ანუ რასა იტყოდით. რაჲმეთუ წმიდამან
   სულმან ჟამსა შინა გასწაოს თქუენ, რომელი ჯერ არს თქუმად":

      რაჲმეთუ სტეფანე მიჰხედნა მათ მწუხარებით სიბრმესა ზედა გულთა
   მათთასა და იწყლა საღმრთოჲთა მჴურვალებითა სულისაჲთა. თქუა მათა
   მიმართ. "თქუენ წმიდასა სულსა წინა-აღუდგებით მარადის. ვითარცა იგი
მამანი თქუენნი. თქუენ უმადლონი მარადის ღმრთისა გამოშჩნდით. ვითარცა
   იგი მამანი თქუენნი. თქუენ მარადის წმიდათა მტერ და წინაჲსწარმეტყელთა
   და მართალთა მკლველ იქმნენით. ვითარცა იგი მამანი [!] თქუენნი. და აწ აღასრულეთ
   თქუენ საწყაული იგი მამათა თქუენთა. ვითარცა იგი უფალი ჩემი
   იტყოდა:

      რაჲმეთუ ვჰბაძავ მე უფალსა ჩემსა. ჰურიაო. და არა ვწუხ სიკუდილად
   სახელისა მისისათჳს, რაჲმეთუ მარადის ცხოველ ვარ მის მიერ. რაჲმეთუ იგი
   არს. რომელი ცხოვრებასა მიანიჭებს ყოველთა: იგი არს. რომელმან ცანი"
   შექმნნა და ქუეყანაჲ დააფუძნა:

      იგი არს. რომელმან აბრაჰამსა ჰრქუა. "გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და
   ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა.
   რომელი შენ გიჩუენო", და მისცა მას შჯული წინა-დაცუეთილებისაჲ: ამან
   შვა ისაკი. იგი არს. რომელმან ისაკი აკურთხა და იაკობ იჴსნა გულის-წყრომისაგან
   ესავის ძმისა მისისა: ესე არს. რომელმან იოსეფს მოსცა მადლი წინაშე
   ფარაო მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა:

      ესე არს. რომელმან ერი ჩუენი განამრავლა ეგჳპტეს შინა და გამოიყვანნა
   მამანი ჩუენნი შოვრის მათსა და განიყვანნა უდაბნოდ და დაანთქა ფარაო და
   ეტლები მისი მეწამულსა შინა ზღუასა:

      ესე არს. რომელმან მოსჱს მიერ მოსცა მადლი და შჯული მამათა ჩუენთა
   და მის მიერ თქუა მათა მიმართ. ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს
თქუენ უფალმან ღმერთმან ვითარცა მე და უფროჲს ძმათა თქუენთა. ხოლო
   იტყოდა ქრისტჱსთჳს. არამედ ამას მარადის აღმოიკითხავთ. რაჲმეთუ ბრმანი
   ხართ გულის- თუალითა":

      ხოლო ესმა რაჲ მათ. განიხერხებოდეს მოკლვად მისა და მიჰხედნეს მას
   რისხვით და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ და დაუკჳრდა:

      რაჲმეთუ სტეფანე აღივსო სულითა წმიდითა. აღიხილა [!] ცად და იხილა
   დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ მდგომარჱ მარჯუენით ღმრთისა და თქუა.
   "აჰა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მდგომარესა მარჯუენით
   ღმრთისა":

      ხოლო ესმა რაჲ ესე. ჴელნი ყურთა დაისხნეს და მიიმართეს ერთბამად
   მის ზედა უშჯულოთა მათ. ვითარცა მოშურნეთა რეცა შჯულისათა და ქვასა
   დაჰკრებდეს მართალსა მას. ილოცვიდა და იტყოდა. უფალო. შეივედრე
   სული ჩემი"! და დაიდგნა მუჴლნი. ღაღად ყო და თქუა. უფალო იესუ
   ქრისტე. ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას"!
   ეჰა სიმშჳდესა მართლისასა! ეჰა სულგრძელებასა ახოვნისა მჴედრისასა!

      ეჰა უბიწოსა სულსა ღირსისასა. რასა იტყჳ. სტეფანე. ქვისა დაკრებასა დაითმენ
   და სისქესა ბოროტის-მოქმედთა მიერ და ვედრებასა მათთჳს შესწირავ.
   მოვედით და იხილეთ ახოვანი ესე მეორჱ მოსე. და მუნთქუეს-ვე მეორჱ
   დავით და კუალად მეორჱ სამოელ:


      რაჲმეთუ მოსჱ იტყოდა. "უფალო, უკუეთუ მიუტევებ მათ შეცოდებათა.
   მიუტევენ. უკუეთუ არა. მე-ცა აღმომჴოცე წიგნისა მისაგან. რომელსა შთამწერე":
   დავით იტყოდა. "უფალო, ჩემ ზედა და სახლსა მამისა ჩემისასა მოაწიე
   რისხვაჲ შენი და ნუ ერსა შენსა ზედა": სამოელ იტყოდა. "ჩემდა ნუ
   იყოფინ. თუ-მცა უგულებელს ყავ წინაშე უფლისა ლოცვაჲ მათთჳს უფლისა
   მიმართ". და სტეფანე ამათ მიმსგავსებული იტყოდა. "უფალო იესუ
   ქრისტე. ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას": და ესრჱთ დაშჯილი ქვა-დაკრებული
   მოკლული ამას იტყოდა: და არა იქმნა ღმრთის-მბრძოლთა ჰურიათა მსგავს:

      დაღაცათუ მათგანი იყო. არამედ უზე მათსა გამოჩნდა. და ჰურიაჲ
   ვიდრემე იშვა. ხოლო ქრისტიანე და სულისა წმიდისა შემწყნარებელ იქმნა.
   მოციქული და მოწამე არს ქრისტე ღმრთისა ჩუენისაჲ და მიიღო ცათა შინა
   გჳრგჳნი უხრწნელებისაჲ და იქმნა იგი წმიდათა თანა ანგელოზთა და მეოხ
   არს ჩუენ ყოველთათჳს სასუფეველსა შინა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.
   რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სახიერით და ცხოველს მყოფელით

   სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ:

No comments:

Post a Comment