XIV განსაწმედელისათვის
თქმული,
რომელსა
იტყვიან
მოსავნი
პაპისანი
ერთი ესე არს მათ შორის წვალება შემოღებული მსგავსად წვალებისა მის ორიგენესა, რომელი იტყოდა ამასცა სხვათა მრავალთა წვალებათა თანა და გმობათა, ვითარმედ დასასრული იქმნების სატანჯველისაო და ეშმაკნიცა აღვლენ ღვთისა პატივსა, ეგრეთვე ცოდვილნი შევლენ და რავდენსაცა ჟამსა აქა უცოდავთ ეგოდენსა ჟამსა მუნ იტანჯებიან და მერმე იგინიცა გამოვლენო.
ეგრეთვე ესენი აღიარებენ და იტყვიან, ვითარმედ საუკუნო ჯოჯოხეთი სხუაჲ არსო,
რომელსა შინა შევლენ უნათლავნი და ურწმუნონი და ეგრეთვე ქრისტეანენი უაღსარებონი და ცოდვათაგან მოუქცეველნი მუნ შევლენ და არღარა იქმნების გამოხსნა მათიო, ხოლო ერთი სხუაჲ ადგილი არსო
სატანჯველისა,
ცეცხლსა მას შინა ჯოჯოხეთისასა, რომელსა შინა ქრისტეანენი, რომელთაცა აღსარებაჲ უთქვამს და
სინანული არა აღუსრულებიეს, იგინი შევლენ მას შინა, ჟამ რავდენმე იტანჯებიან და მერმე განწმედილნი გამოვლენო, და უფროსღა ჯერ არს ჭეშმარიტისა თქმა, ვითარ იტყვიან იგინი, უკეთუ არა იყვნენ მოწამენი და სრულნი წმიდანიო, იგინიცა მუნ შევლენ და სრულად განწმედილნი გამოვლენო, ხოლო აქეთგან არარაჲ იქმნების მათთვის სარგებელი, არცა
წირვითა, არცა ლოცვითა, არცაღა სხუათა ქუელისსაქმეთა, ვიდრემდის მათთვის განჩინებული ჟამი მუნ არა აღასრულონ და მერმე განწმედილნი გამოვლენო.
აწ ისმინეთ ქრისტიანენო და გულისხმაყავთ, თუ რასა ზრახვენ მეტყველნი იგი ამაოებისანი. ვკითხოთ მათ, თუ ვისგან მოუღიეს ესე სჯულისდებაჲ ანუ
ვისგან ისწავეს, მოციქულთაგან ანუ წინასწარმეტყველთაგან, გინათუ კრებათაგან, ანუთუ ღვთისმეტყველთაგან და წმიდათა კაცთაგან. ნუ იყოფინ ესე. არარაჲსა
სჯულისდებისაგან
მოსცემიეს ესე, არამედ თვით თქუეს ესე და თვით განაწესეს თვინიერ საღმრთოთა წერილთა და გარეშე მოძღვრებისაგან წმიდათასა, რამეთუ ორიგენე მწვალებელისაგან და პლატონ კერპთმსახურის წიგნისაგან მოიღეს წვალება ესე და ბრძანებითა პაპისათა დაამტკიცეს.
ხოლო ჩუენ წინააღუდგებით სიცბილთა მათთა და არა შევიწყნარებთ ორიგენე მწვალებლის მოძღვრებასა, არცა კერპთმსახურისა პლატონის ელინურსა სჯულისდებასა, არამედ მეთევზურთა და მეპრატაკეთა სჯულისდებასა შეუდგთ და მასვე წმიდისა პავლე ტარსელისა „ულელმეტყველებასა“ მოვიხსენებთ, „გინათუ ჩუენ,
გინათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ, ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწცა ვიტყვი, უკეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რაჲ იგი მიიღეთ თქუენ შეჩუენებულ იყავნ“ (გალატელთა 1.8)
ვკითხოთ მათ: ვისგან მოეცა ესე წესი ანუ ვისგან ისწავეს, რაჲმცა
არღარა ელხინა ამიერ წარსრულთა სულთა ჯოჯოხეთს შინა წირვითა და ლოცვითა და გლახაკთა მიცემითა? ანუ: რომელი არს სხუაჲ ჯოჯოხეთი, რომელსა შინა
შევლენ პაპის მოსავნი და თვინიერ აქეთგან მოხმარებისა ადრე განწმედილნი გამოვლენ?
ისმინეთ ამის ცუდმეტყველებისათვის, თუ რავდენნი მქონან სიტყვისგებანი დასაყოფელად ამაოებისა მზრახველთა პირთა მათთა საღმრთოთა წერილთაგან წამებაჲ.
უკეთუ ისმინონ და შეიკდიმონ, კეთილ და ფრიადცა კეთილ, ხოლო უკეთუ არა ისმინონ, არცა გულისხმაყონ, ჩუენ ოდენ განვეკრძალნეთ და ნუ მიუპყრობთ ყურთა ჩუენთა ამაოებისა მზრახველთა მათ.
პირველად ესე ვთქუათ აწ, რომელი მეგულვების თქმად და მერმე შემდგომითი-შემდგომად სიტყვამან ყოველი დაფარული საძიებელი განაცხადოს.
კუალად ვჰკითხოთ მათ: უკეთუ არა იქმნების ჯოჯოხეთით გამოხსნა, რომელ თქუენ საუკუნოდ ჯოჯოხეთად უხმობთ, ვითარ გამოიხსნა წმინდამან თეკლა ფალკონია, ასული იგი ქურივისა მის კერპთმსახურისა, და თვით ქალიცა იგი კერპთმსახური, რომელმან შეიწყნარა კეთილად წმინდა თეკლა, რაჟამს-იგი აწამებდეს იკონია ქალაქსა შინა, რამეთუ მას ოდენ ჟამსა აღსრულებულ იყო ქალი იგი კერპთმსახურებასა შინა და ამან ლოცვითა გამოიყვანა ჯოჯოხეთით?
ეგრეთვე წმინდამან მოწამემან გიორგი მღვდელი იგი კერპთაჲ ჯოჯოხეთით ლოცვით ვითარ გამოიყვანა?
ეგრეთვე წმინდამან დიდმან მაკარი ლოცვით ვითარ აღმოიყვანა მღვდელი კერპთაჲ ჯოჯოხეთით და
წარმოუდგინა
მათ ცოცხალი ხორცითა, რომელთა არა ჰრწმენა აღდგომაჲ მკუდართაჲ?
მასვე მამასა მაკარის, რაჟამს იგი სული შიშისა ებრძოდა, შევიდა ძუელთა მეკერპეთა საფლავთა შინა და სამი წელი დაყო მას შინა. მერმე ოდეს განთავისუფლდა შიშისაგან, ენება რაჲ გამოსლვა, აღდგა ერთი
მკუდართა მათგანი, უპყრა სამოსელსა მისსა და არა უტევებდა გამოსლვად და ეტყოდა: ნუ განხვალ წმიდაო მამაო, რამეთუ ოდეს შემოხვედ აქა, მიერითგან დიდი ლხინება მოგუეცა ჯოჯოხეთს შინა ლოცვითა შენითა და არა განუტევა იგი ვიდრე ზეგარდამოსა ხმისა მიერ დაიხსნა მკუდარი იგი და მუნვე მიიძინა სადა იგი იყო მდებარე.
ეგრეთვე დიდმან გრიგოლი პაპამან ჰრომისამან, რომელსა ეწოდა დიოლოღონი, დღესა ერთსა მირაჲვიდოდა გზასა ზედა,
მიიწია ადგილსა მას, რომელი შეემზადა უსჯულოსა მეფესა ტრაიანეს განსასვენებელად მაშვრალთათვის. განისვენა რაჲ მუნ
წმინდამან გრიგოლი და ილოცა ტრაიანესთვის, დაიხსნა სული მისი ჯოჯოხეთით, რამეთუ იყო იგი კერპთმსახური და მრავალთა ქრისტიანეთა მომწყუედელი.
უკეთუ არა იქმნების ლხინებაჲ და
გამოხსნა ჯოჯოხეთით აქეთგან ლოცვითა და მოხმარებით, ვითარ იხსნნეს ესენი ჯოჯოხეთით, ანუ ვინ იყვნეს ამათსა უმძვინვარესსა და უსასტიკესსა სატანჯველსა შინა, რამეთუ ზოგნი ქრისტიანეთა მტანჯველნი მეფენი იყვნეს და ზოგნი მღვდელნი კერპთანი და სხუანი კერპთმსახურნი და ზოგად ყოველნი მეკერპენი და უღმრთონი? უკეთუ ესენი ლოცვითა წმიდანთათა გამოიხსნნეს, რაჲ დიდ
არს ანუ რაჲ საკვირველ, თუმცა აქეთგან ლოცვითა და
მოხმარებითა
ქრისტიანეთა
სულნი იხსნნეს ჯოჯოხეთით?
და უკეთუ გრქუან, ვითარმედ: ზემოხსენებულნი დიდნი წმიდანი იყვნეს და საკვირველნი, მათგან არარაჲ საკვირველ არსო,
ჩუენ მიუგოთ: უკეთუ იგინი დიდნი წმიდანი იყვნეს, არამედ მათ მიერ გამოხსნილნი ჯოჯოხეთით დიდნი ცოდვილნი, უნათლავნი და კერპთმსახურნი იყვნეს, რაჲ დიდ
არს ანუ რაჲ საკვირველ, რათა
ცოდვილისა ქრისტიანისათვის, რომელნი მართლმადიდებლობითა აღესრულნენ მართლმადიდებელმან მღვდელმან შეწიროს მსხვერპლი, ანუ თვისნი მიცვალებულთათჳს
ქველისსაქმითა
გლახაკთათა და ლოცვითა ევედრნენ ღმერთსა და მრავლითა მით მოწყალებითა მისითა იხსნნეს სულნი მათნი ჯოჯოხეთით, განწესებისაებრ წმიდათა მამათასა?
რამეთუ ძუელთაგან არს ესე წესი მოცემულ ეკლესიათა და წმიდათა მოციქულთა მიერ და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთაგან, რათა სახსენებელსა ჩუენგან მიცვალებულთასა აღვასრულებდეთ, ვითარცა დასწერენ წმიდანი ღვთისმეტყველნი: დიდი ბასილი, დიდი ათანასი, წმინდა იოანე ოქროპირი და წმინდა იოანე დამასკელი მიცვალებულთა საკითხავთა შინა, რათა მართლმადიდებლობით მიცვალებულთათვის, ცოდვილნი იყვნენ გინათუ მართალნი, სარწმუნოებით აღასრულებდენ ლოცვასა და ჟამისწირვასა და ძალისაებრ ქუელისსაქმისა და სახიერებითა მრავალმოწყალისა ღვთისა იქმნების ლხინებაჲ ცოდვილისა ჯოჯოხეთს შინა
და გამოხსნა სატანჯველთაგან.
დაღაცათუ დიდი დიონისი არიოპაგელი იტყვის, ვითარმედ, უღვთოთათვის არა ჯერ-არსო მსხვერპლის შეწირვა, ესე არათუ ქრისტიანისა ცოდვილისათვის უთქვამს წმინდასა მას, არამედ უნათლავთა და ურწმუნოთათვის და ჩვენცა ეგრეთვე ვიტყვით, ვითარმედ უღმრთოთა და უნათლავთათვის არა იქმნების მსხვერპლისა შეწირვა, არამედ ჩუენ ქრისტეანისა ნათელღებულისათვის ვიტყვით, ვინათგან უძლურებაჲ კაცობრივი ზედა-აც და არავინ არს ბრალთაგან თავისუფალი. მათგან დაკლებული მათვე ხორციელთა კაცთა მიერ ჯერ-არს აღვსებად, რათა მლხინებელ ექმნეს უფალი ღმერთი სულთა მათთა.
ხოლო აწ კადნიერ ვიქმნები თქმად: უკეთუ ვინმე იყოს მათ ზემოხსენებულთა წმიდათა მსგავსნი და აღიძრნენ ვედრებად მრავალმოწყალებისა მიმართ ღმრთისა, უღმრთოთა და უსჯულოთათვის და ილოცონ მათთვის, აწცა იქმნების ლხინებაჲ და
გამოხსნა მათი ჯოჯოხეთით.
მაშა, ქრისტეანე მართლმადიდებელი რაბამცა ცოდვილი იყოს, თუ ვინმე აღდგეს მისთვის მეხუაიშნედ წირვითა და ქუელისსაქმითა, ვითარ არა იქმნების ლხინებაჲ და
გამოხსნა მათი მიუწდომელითა მოწყალებითა ღვთისათა?
ხოლო ლათინნი არა ესრეთ იტყვიან, არამედ საუკუნოსა ჯოჯოხეთსა იტყვიან ერთსა, რომელსა შინა შევლენო უნათლავნი, პაპის ურჩნი და ურწმუნონი და ვერა-რომლითა მოხმარებითა, ვერცა წირვითა და ლოცვითა არღარა იქმნების გამოხსნაო. ხოლო ერთსა ჯოჯოხეთსა იტყვიან, ვითარცა პირველვე ვიტყოდი, რომელსა შინა შთავლენ პაპის მოსავნი და ადრე გამოვლენ სრულიად განწმენდილნი და სასუფევლად აღვლენო და ორთავე მიეგების, მართალთა და ცოდვილთა, მისაგებელი მათი პირველ მეორედ მოსლვისა. ამისთვის უხმობენ საუკუნოსა ჯოჯოხეთსა.
ხოლო ჩუენ ამის პირისა და მიზეზისათვის ქვემორე ვიტყოდით სხვასა თავსა შინა, რომელსა იგინი აწვე იტყვიან მისაგებელად მართალთა და ცოდვილთასა პირველ მეორედ მოსლვისა, და აწ განსაწმედელისა და საუკუნოსა ჯოჯოხეთისათვის ვიტყოდით, რომელსა იგინი ბოროტად მადიდებლობენ.
ჰოი შვილნო ეკლესიისანო მართლმადიდებელნო, არა ითქმის, არცა სახელ-იდების პირველ აღსასრულისა და საშინელისა მეორედ მოსლვისა საუკუნო ჯოჯოხეთი, არამედ ოდეს იქმნეს აღდგომა მკუდართა და დაჯდეს მეუფე საყდართა ზედა დიდებისათა და განეხუნენ წიგნი გულთანი და განცხადნენ დაფარულნი კაცად კაცადისანი და მაშინ ჰრქუას მეუფემან მარცხენით მდგომარეთა მათ, წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის, ეგრეთვე მარჯვენით მდგომარეთა ეტყოდის და წარგზავნიდეს სიხარულსა საუკუნოსა, მაშინ ითქმის საუკუნო, რამეთუ ჯერეთ ესე ხმაჲ არა
სმენილ არს, თუ: „წარვედით ჩემგან ცეცხლსა მას საუკუნესა“,
არცათუ: „განმეშორენით ჩემგან, არა გიცნი, ვინანი ხართ“,
და სხუანი იგი მისაგებელნი ცოდვილთანი ფერად-ფერადნი, რავდენნი-იგი წერილ არიან წმიდასა შინა სახარებასა და საუკუნოდ სახელიდებიან, დღისა მისთვის და ჟამისა.
ამისათვის არა ითქმის ჯერეთ საუკუნო, ვითარცა ვთქუ, რამეთუ ვიდრე მეორედ მოსლვადმდე მოწყალებისა და ლხინებისა მომლოდნე არიან სულნი ამიერ წარსრულნი, დაღაცათუ იტანჯებიან მწარედ, არამედ მხოლოდ სულნი ოდენ და არა ხორცნიცა. ხოლო ოდეს იქმნეს აღდგომა მკუდართა და შეემოსნენ ხორცნი ესე რაითაცა ქმნეს ცოდვა, რამეთუ თვინიერ ხორცთასა სულსა ვერარაჲ ძალ-უც, ეგრეთვე ხორცთა თვინიერ სულისა, მაშინ იქმნების მწარედ და უსასტიკესად დასჯა სულით და ხორცით საუკუნოდ ცეცხლსა მას შინა გეენიისასა და სხვათა მათ მწარეთა სატანჯველთა, რავდენ-იგი წერილ არნ საღვთოთა წერილთა შინა, რამეთუ მუნამდე არა იწოდების საუკუნოდ.
ხოლო თვინიერ აქეთგან მოხმარებისა ქველისსაქმისა და წირვისა, სულსა ვერ ხელ-ეწიფების გამოხსნა
სატანჯველთაგან
და უკეთუ, სიტყვისაებრ მათისა, იქმნების სულისა ლხინებაჲ და
გამოხსნა თვინიერ აქეთგან მოხმარებისა, მაშა ეშმაკთაცა იქმნების გამოხსნა წვალებისაებრ ორიგენესა, რამეთუ იგინიცა სულნი არიან და უკეთუ სულნი კაცთანი, რომელნი შეუდგენ ნებასა ხორცთასა და დაემორჩილნენ ეშმაკთა და თვინიერ აქეთგან მოხმარებისა იხსნენ ჯოჯოხეთით და ეშმაკნი არა იხსნენ, რამეთუ იგინიცა სულნი არიან, ვითარცა ვთქუ, უსამართლო იქმნების, იხილეთ, ღვთისმოყვარენო, სადა მიიწევის გმობაჲ ესე,
ხოლო ეშმაკნი ამისთვის არა იხსნებიან, რამეთუ უხორცო არიან და ერთგზის რაჲ ცოდეს და
განდგომილ იქმნნეს, მყის დაისაჯნენ უხორცოებისათვის, რამეთუ უძლურებაჲ ხორცთაჲ
არა თავს-ედვა მათ და არცა ვინ აქუს მეხუაიშნედ უძლურთა ხორცთა მქონებელი, ამისთვის არცა იხსნებიან სასჯელისაგან.
ხოლო კაცთა ამისთვის აქუს მრავალთა ცოდვათა მიტევებაჲ ამას
სოფელსა სინანულისა მიერ, რამეთუ ხორციელ არიან და უძლურებაჲ ზედა-აც, და გან-რაჲ-ვიდენ რაჲ ხორცთაგან, ხორციელნი შემწენი მეხუაიშნენი ჰყვანან და უკეთუ ხორციელნი შემწენი არა აქუნდენ, მარტო სულისა ხსნა არღარა იქმნების, ვითარცა იგი არცაღა ეშმაკთა.
და უკეთუ სულნი კაცთანი, სიტყვისაებრ მათისა, ჟამ რავდენმე იტანჯებიან ცეცხლსა შინა და მერმე განწმედილნი გამოვლენ და შევლენ სიხარულსა შინა, სწორნი ვიდრემე იქმნებიან და ერთპატივნი სულნი ცოდვილთა კაცთანი და სულნი დიდთა მათ და სახელოვანთა წმიდათანი, მოციქულთა და წინასწარმეტყველთანი, მოწამეთა და ნეტართა მამათანი და აწინდელთა ცოდვილთა კაცთანი, რამეთუ ცეცხლისაგან განწმენდილთა და გამოხურვებულთა არღარა გამოჰყუების ბიწი რათვე ანუთუ მწიკული და ბრძვილი ცოდვისა.
ვითარცა იქმან ხელოვანნი ოქროსა-მქანდაკებელნი, რაჟამს იხილონ ოქრო დაკლებული ბუნებითისა სიკეთისაგან, ბრძმედსა შინა გამოხურვებითა ცეცხლისათა მსგავს-ჰყოფენ და შეასწორებენ ფრიად-რჩეულთა ოქროთა, ეგრეთვე იქმნების, სიტყვისაებრ მათისა, რამეთუ რაჟამს სულნი ცოდვილთანი წარვიდენ უნანელად და ცეცხლსა შინა იტანჯნენ და გამოიხურნენ და სწორ იქმნენ წმიდისა ნათლისმცემლისა, უზეშთაესისა მის ნაშობთა შორის დედათასა, და სხვათა მათ დიდთა წმინდანთასა და არღარა იყოს მათ შორის უდარეს-უაღრესობაჲ,
რამეთუ რავდენ უმეტესი ხელოვნებაჲ აქუს
მოკუდავთა კაცთასა უზეშთაესსა მას არსებათასა ღმერთსა და წამისყოფასა მისსა მორჩილობს ყოველი, ეგოდენ უმოსწრაფეს სცვალებს და შეასწორებს ბოროტთა და კეთილთა და მართალთა და ცრუთა და ვითარ იგინი ოქროჲთა,
ეგრეთვე ღმერთი - სულითა, და რაჲ სამართალი ესე
ღმრთისაჲ წმიდათა ზედა და მისთვის დამაშვრალთა ანუ მოწყალებაჲ უსაზღვრო ცოდვათა ზედა.
არამედ ესე არს სჯული ღმრთისა, რომელსა მე ვიტყვი, არა ხოლო თუ მე, არამედ დიდნი ღვთისმეტყველნი, რამეთუ მართალთა თანამდებობით მიანიჭებს სასყიდელსა შრომისა მათისასა, ხოლო ცოდვილთა სინანულისა მაგიერ მიჰმადლებს მიტევებასა და ამიერ წარსრულთა სულთა აქეთგან მოხმარებითა მიჰმადლებს ლხინებასა, ვითარცა წერილ არს: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“
(ფს. 100.1),
და კუალად იტყვის, ვითარმედ: „წყალობაჲ და
მსჯავრი უყუარს უფალსა“(ფს. 32.5), რამეთუ ვითარცა მოწყალებაჲ აქუს
მიუწვდომელი,
ეგრეთვე სამართალი აქუს შეუცვალებელი.
და უკეთუ ესრეთ არა იყოს, ცუდ იქმნების შრომა წმიდათა და ღვაწლნი და ფერად-ფერადნი სატანჯველნი მოწამეთანი და კეთილ იქმნენ გემოთმოყვარენი და მრავალფერნი განსვენებანი ცოდვის მოყვარეთანი, ვინათგან მერმესა მას ცეცხლსა შინა გამოხურვებითა სწორ იქმნებიან ცოდვილნი და წმიდანი.
და ვინათგან ცეცხლსა შინა გამოხურვებითა და გამოდნობითა განიწმიდებიან სულნი, მაშა, არღარავინ დაშთების ცეცხლსა შინა და ნეტარ თუმცა ესე ესრეთ იქმნას, არამედ არა ჯერ არს ამისი რწმუნებაჲ,
რათა არა უსამართლობაჲ ითქვას ღვთისათვის, რათამცა პაპის მოსავნი გამოვიდნენ განწმენდილნი, ხოლო ქრისტეს მოსავნი მუნ შინა დაშთენ შემწვარნი ცეცხლითა. და უკეთუ ცეცხლსა შინა გამოხურვებულ იქმნების და შესწორებაჲ მართალთა და
ცოდვილთა, რაჲსათვის ბრძანებს ღმერთი, „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“? რამეთუ „სავანე მრავალი“ ესე
არს საზომისაებრ მოღვაწეთასა აქათა ამათ შრომათაებრ, რომელსა იმოქმედებენ კაცნი, რომელნიმე მცირედ და, რომელნიმე დიდად. ეგრეთვე საზომისაებრ განეყოფის საშუებელნი იგი და კეთილნი საუკუნენი, რომელსამე დიდად, რომელსამე უდარესად.
ხოლო ესე მწვალებელთა ზედა არა იქმნების, თარგმანებისაებრ წმინდისა მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათა მათ ღმრთისმეტყველთასა, არამედ მართლმადიდებელთა მოღვაწეთა ზედა, რამეთუ რომელნი წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა მათთა ღმერთშემოსილთა მამათა და შვიდთა კრებათა მიერ დამტკიცებულსა და განსაზღვრებულსა ანუ შემატებს, გინათუ მოაკლებს არა იქმნების მისთვის სავანესა მიწევნა, არცა სახლსა მას უხილავისა მამისასა დამკვიდრებად.
რამეთუ შეკვრისა და გახსნისა ხელმწიფებაჲ მათ
აქუს, რომელნი მოციქულთა და წმიდათა ღვთისმეტყველთა
მამათა მოძღვრებასა არა გარდახდებიან სიტყვისაებრ მოციქულისა: „გინათუ ჩუენ, გინათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი იგი მიიღედ, შეჩუენებულ იყავნ“,
ხოლო რომელი-იგი მათ შეაჩუენეს და შეკრეს, ვინ არს, რომელმანცა განხსნეს იგი? მაშა, რომელი მათ მიერ დადებულსა სარწმუნოებასა გარდაუქცევს და სხუებრ რასმე მოძღვრის, ვითარ შევლენ იგინი მას სავანესა, რავდენიცა იღვაწონ? არამედ, ვითარცა ვთქუ, მართლმადიდებელნი კეთილისა საქმითა დაიმკვიდრებენ მას სავანესა მართალთასა, ხოლო ცოდვილნი, რომელთა მართალი სარწმუნოებაჲ არა
შეეცვალოს, გან-რაჲ-ვიდენ ხორცთაგან და მივიდნენ სატანჯველთა, აქეთგან მოხმარებითა და კაცთაგან ხუაიშნითა ჰპოვებენ ლხინებასა ცეცხლისაგან და სხვათა მათ მწარეთა სატანჯველთაგან და მართალი მოწყალისა ღმრთისაგან ღირს იქმნებიან განთავისუფლებასა.
ხოლო უკეთუ გუეტყოდიან: ეგე ეგრეთ იყოს, სიტყვისაებრ თქუენისა, აქეთგან წირვითა და მოხმარებითა იქმნების ლხინებაჲ და
თვინიერ ამისა ვერა-რომლითა სხვითა საქმითა იქმნების ლხინებაჲ,
მაშა მდიდარნი და მრავლის სახმარისა მქონებელნი აცხონებენ მათსა მიცვალებულთაო, და გლახაკნი და უპოვარნი დაშთებიან ცეცხლსა შინა, რომელთა არღარა აქუს, რაიმცა მისცეს.
ხოლო ჩუენ ესრეთ მიუგებთ, სიტყვისაებრ ღმრთისა, ვითარმედ, „კაცთაგან შეუძლებელი ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“
(მთ. 19.26). არათუ სიმდიდრესა და საფასეთა სიმრავლესა ზედა არს უსაზღვრო მოწყალებაჲ ზეშთასახიერისა ღმრთისა, არამედ სარწმუნოებასა და გულისმოდგინებასა ზედა მორწმუნეთასა იქმნების თვალუხუობათა მისთა მსჯავრი და განყოფაჲ და
მიფენაჲ ღმრთისა აურაცხელთა მოწყალებათაჲ,
ვითარცა წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა, რამეთუ მრავალთა მდიდართა მოიღეს შესაწირავი ფასისსაცავსა მას, მრავალნი სახმარნი და შანთნი ოქროსა და ვერცხლისა, ხოლო ქურივმან ვინმე გლახაკმან მოიღო ორი მწულილი
და შეწირა, რომელ არს მწულილი ვერცხლი, ფულისაგან უმცირესი, მიხედა იესო და თქვა: „ამინ, გეტყვი თქუენ. ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, რამეთუ ამათ ნამეტნავისაგან მათისა შეწირეს, ხოლო ამან ნაკლულოვანებისაგან მისისა, რაჲცა აქუნდა ყოველი საცხოვრებელი თვისი შეწირა“ (მარკ. 12.42-43).
ესრეთ იქმნების საზომისაებრ სარწმუნოებისა და გულსმოდგინებისა და არა სიმრავლისა და სიმდიდრისაებრ სახმართასა. ვინ იყოს ქურივისა მის უგლახაკესი, რომელსა არარაჲ ეპოებოდა არცათუ დღიური საზრდელი თვინიერ ორისა მის
მწულილისა, ვითარცა ბრძანა უფალმან, ვითარმედ ყოველი საცხოვრებელი შეწირა და სხუაჲ არარაჲ
დაუტევა თავისა თვისისა თანა, ხოლო მდიდართა ნამეტნავისაგან მათისა შეწირეს და უმრავლესი თავისა თვისისათვის დაუტევეს.
იხილეთ მოწყალებაჲ ღმრთისა და
თვალუხუაობაჲ მსჯავრთა მისთა, თუ ვითარ შეასწორა და უმეტესადცა შეჰრაცხა კნინი იგი და უნდო შესაწირავი მრავალთა მათ და დიდ-დიდთა შესაწირავთა მდიდართასა.
რამეთუ მდიდართა და პოვნიერთაგან
დიდნი შესაწირავნი ჯერ არს შეწირვად ღმრთისა, ხოლო გლახაკთა უპოვართაგან - მცირედნი და კნინნი, ძველისაებრ
სარწმუნოებით
შეწირულნი, და დიდად შეიწირვიან და უმეტეს მიითუალვის მრავლითა მით წყალობითა და მსჯავრითა მით სიმართლისა ღმრთისათა, ვითარცა-იგი ავაზაკისაცა ერთი იგი მცირე სიტყუაჲ ჯუარსა ზედა
შეიწირა უფროს და უმეტეს მრავალთა ბრძენთა და რიტორთა მეტყველებისა, რამეთუ რომელსა აც ერთისა მცირისა სიტყვისა უკნინესი და უუნდოესი? რამეთუ მას ჟამსა სხუაჲ არარაჲ
აქუნდა, ვერცა რას შემძლებელ იყო თვინიერ სიტყვისა. მაშინ აღმოთქუა სიტყუაჲ ერთი
მცირე სარწმუნოებით და დიდად შეეწირა და პირველ ყოველთასა სამოთხე დაიმკვიდრა და ქანანელისა იგი მცირე სიტყუაჲ მიითუალა და
მეზვერისა სულთქმათა და სიმდაბლესა მიხედა და ცოდვათა მიტევება მიჰმადლა, ეგრეთვე გლახაკნი, რომელთა არარაჲ ეპოებოდის სახმარი და
საფასე და შეიწროებული იყვნენ სიგლახაკითა და მიმძლავრებულ მოხარკეთა მიერ, რაოდენსაცა შესწირვიდენ სარწმუნოებითა, რომლისაებრ გინათუ მსხვერპლისა შეწირვითა, გინათუ სანთელ-საკმეველი შეწირონ, ანუ მშიერი განაძღონ, ანუთუ სასმელი გრილი მიუპყრან მწყურვალეთა
და სხვისაგან კიდე უღონონი იყვნენ, დიდად შეიწირავს ღმერთი და მრავლითა კაცთმოყვარებითა თვისითა მისცემს ლხინებასა მიცვალებულსა მას.
და უკეთუ ესრეთ აქეთგან არა იქმნეს შეწევნა და ხელისაპყრობაჲ,
არღარა იქმნების ლხინებაჲ ამიერ წარსრულისა. არცა
გამოხსნა ჯოჯოხეთით, არცა მუნით გამოსვლა.
ამის პირისათვის დასწერს წმინდა გრიგოლი პაპა ჰრომისაჲ მისმიერსა თხრობასა შინა,
წიგნსა მას, რომელსა „დიალოღო“ ეწოდების, რამეთუ მას
შინა იპოების ყოველთა დაფარულთა და ძნიად მისაწვდომელთა საიდუმლოთა განმარტებაჲ,
რომელსა ჰკითხავს პეტრე მთავარდიაკონი, საყვარელი მოწაფე მისი, და იგი განუმარტებს ყოველთავე ზედამიწევნით, მეოთხესა თავსა შინა წერილ არს ესრეთ: „ჰკითხა პეტრე:
მეუფეო წმინდაო, მაუწყე: ამიერ წარსრულთა სულთა იქმნების პირველ აღსასრულისა ჯოჯოხეთს შინა წარსვლა, ანუ არსა ჯოჯოხეთს შინა სხვა და სხვა რიგი სატანჯველი ანუ დიდთა და მცირედთა ცოდვათა მოქმედნი სწორედ იტანჯებიან ანუთუ ერთსახე არს ცეცხლი იგი გეჰენიისა ანუ მრავალსახე და სხვაჲ და
სხვაჲ? მიუგო წმინდამან გრიგოლი: შვილო პეტრე, ჯოჯოხეთი ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა არს, ვითარცა უწყი, არამედ არა ერთსახე არს სატანჯველნი იგი ჯოჯოხეთისანი, არამედ სხუაჲ არს
ცეცხლი იგი გეჰენიისა დაუშრეტელი, სხუაჲ ტარტაროზი სიცივისაჲ
განუტფობელი,
სხუაჲ ბნელი გარესკნელი და სიმყრალე და მატლი დაუძინებელი და საკრველნი განუხსნელნი და ღრჭენა კბილთა დაუსრულებელი, ვითარცა მოგვითხრობენ საღმრთონი წერილნი. ესე ყოველნი ცოდვილთათვის არს განმზადებულნი, ხოლო ცეცხლი იგი გეჰენიისა ერთი არს, რომელსა შინა
შეითხევიან ცოდვილნი,, რომელთა არა შეენანის, არამედ საზომისაებრ ცოდვათასა კაცად-კაცადი
მიიღებს სასჯელსა, დიდად მცოდველნი დიდად იტანჯებიან და მცირეთა ცოდვათა მოქმედნი უსუბუქესად,
ვითარცა იქმნების ხილულსა ამას შინა სოფელსა: ოდეს შემოჰხდეს სენი რაჲმე სასიკუდინე, არა ყოველთა სწორედ შეეხების სენი იგი,
არამედ რომელთამე მსწრაფლ მოაკვდინებს, რომელთამე უგვიანესად და სხუათა უსუბუქესად
და სხუათა მცირედ და უადვილესად, ერთი და იგივე სენი ზოგად ყოველთა ბუნებასა კაცთასა
ამასვე აერსა შორის და ამავე ერთსა სოფელსა შინა. ეგრეთვე იქმნების მასვე და ერთსა
ჯოჯოხეთს შინა ზოგად ყოველთა კაცთათვის, რამეთუ საზომისაებრ ცოდვათასა მიიღებენ სატანჯველსა
მას ჯოჯოხეთისასა“.
იხილეთ, მორწმუნენო, უკეთუმცა იყო სადმე სხუაჲ რაჲმე ჯოჯოხეთი, რომელსა იგინი „განსაწმედელად“ უხმობენ, რაჲსათვის არა თქუა წმინდამან გრიგოლი და არა აუწყა პეტრეს,
საყვარელსა თვისსა, და უკეთუმცა ყოფილიყო, რაჲსათვის დაჰფარევდა და არა გამოაცხადებდა, და უკეთუ არა
არს განსაწმენდელი და ჭეშმარიტად არცა არს და არცა სადა წერილ არს და არცა ვის წმიდათაგანსა
უთქვამს, რაჲსათვის
მოიგონეს და ვითარ იტყვიან ესეოდენთა ამაოებისა სიტყვათა? იგი სანატრელი გრიგოლი პაპაცა
იყო ჰრომისა და ცხადად სული წმიდა ზრახვიდა პირით მისით, რამეთუ მრავალგზის იხილიან
სული წმიდა სახედ ტრედისა პირსა მისსა ზედა მფრინველი, რაჟამს სწერნ იგი წიგნთა საღმრთოთა,
და ვინათგან მან სანატრელმან ვერ გულისხმა-ჰყო და ვერცა აღწერა, და აწინდელნი პაპები
და კარდინალები, რომელნი ჰგმობენ სულსა წმიდასა, ურცხვინოდ იტყვიან და ჰხსნიან ყოველსა
წესსა და საზღუარსა მამათასა, იგი სანატრელი გრიგოლი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა,
ვითარცა ცხოვრებასა მისსა წერილ არს, არარასა სჭამდა თვინიერ დამბლისა ოსპნისა და ოდესმე
მცირედი პური იხმიის, ხოლო ესენი ბუნებითსა საჭმელსა არა კმა-იყოფენ, არამედ მრავალსა
არაწმიდასა და დაყენებულსა ჭამადსა იხმევენ და იგინი ზრახვენ წმიდათა მოციქულთა და
ჭეშმარიტთა მოძღვართაგან ჩუენ უმჯობესად გულისხმავჰყოფთო და ეკლესიასა შინა მარადის
უახლესსა და უახლესსა სჯულსა და წესსა შემოიღებენ და სხუასა და სხუასა სარწმუნოებასა
გარდასცვლიან.
მრავალგზის სახმარ არს მათთვის სიტყუაჲ იგი მოციქულისა:
„გინათუ ჩუენ, გინათუ ზეცით ანგელოზი
გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“, ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწცა კუალად ვიტყვი: უკეთუ
ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ.
აწ შეჩვენებაჲ
ესე და წყევა, რომელი აღმოთქუეს წმიდათა მოციქულთა, არათუ მათ ზედა არს, რომელნი
არა გარდახდებიან მათსა განწესებულსა საზღუარსა, არამედ მათ ზედა აღესრულების, რომელნი
ანუ შემატებს ანუ მოაკლებს, ანუ დაჰხსნის ანუ სხვებრ რასმე გარდაუქცევს, სიტყვისაებრ
საუფლოჲსა:
„რომელმან დაჰხსნეს ერთი მცირეთა ამათ მცნებათაგანი და ასწაოს ესრეთ კაცთა“... (მათე 5.19) და შემდგომი, და ისმინეთ პავლე მოციქულის,
რომელსა მიუწერს ჰრომაელთა და ეტყვის: „გლოცავ თქუენ, ძმანო. ეკრძალებოდეთ მათგან,
რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან, გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს,
და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითარნი იგი ღმერთსა ჩუენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ,
არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილადმეტყველებითა მით და კურთხევითა აცდუნიან გულნი უმანკოთანი“ (რომ. 16.18-19). იხილეთ ძმანო ცხადი წინასწარმეტყველებაჲ და მოსწავებაჲ წმიდისა მოციქულისა
პავლესი, რასა მიუწერს თვით ჰრომსა და მას შინა დამკვიდრებულთა, თუ ვითარ სულითა წმიდითა
ხედვიდა ადრევე წვალებასა მათსა და აკრძალებდა ყოველთა, რათა არავინ ერჩდეს წვალებასა
და საცდურსა მათსა, არამედ მოძღვრებასა მას მოციქულთასა შეუდგენ, რამეთუ იგინი არიან
და არა სხუაჲ
ვინმე, რამეთუ სახელდებით მათ მისწერს და არა სხვათა ვიეთმე არამედ ჰრომაელთა,
რომელნი ტკბილადმეტყველებითა და მუცლისა-მონებითა და გემოვნებითა აცდუნებენ გულსა უმანკოთა
და წრფელთასა, და ასწავებენ გარეშე მის მოძღვრებისა, რომელნი ანუ პავლესაგან მიიღეს
გინა პეტრესაგან გინა სხვათა მათ მოციქულთაგან. ვჰკითხოთ უკუე მათ ვისთვის იტყვის მოციქული
ამას: არა სახელდებით თქუენთვის ხმობსა? ჰრომნი არა თქუენ ხართა? ტკბილადმეტყველებითა
არა თქუენ აცთუნებთა ყოველთა? რამეთუ არარასა საჭიროსა, არცა იწროსა გზისასა უმოძღვრით
კაცთა, რომელი ქრისტემან ბრძანა: „იწრო
არს და საჭირველ გზა იგი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, ვითარ იგი ვრცელ არს და ფართო,
რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად“ (მათე
7.13-14), არცა მოციქულისა სიტყვითა ასწავებთ კაცთა, რომელი ხმობს, ვითარმედ: „ჭირითა
გვიღირს შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (საქ.
14.22), არამედ ყოველთავე ხორცთა საშვებელსა და მუცლისა გემოვნებათა ასწავებთა ყოველთა
კაცთა, რათა ძილითა და მრავალმჭამელობითა აჰვლონ ვრცელი იგი და ფართო გზა მიმყვანებელი
ჯოჯოხეთად.
კუალად ესეცა ვჰკითხოთ: ესევითარნი მწვალებელნი, რომელნი საცდურს
იქმენ და ტკბილადმეტყველებითა აცდუნებენ მრავალთა, ვინათაგან მოციქული ჰრომაელთა მისწერს,
ვინ არიან იგინი, პირველად იყვნენ, თუ აწ არიან, ანუთუ ამისა შემდგომად გამოჩინებად
არიან იგი მწვალებელნი, რომელნი ჰრომს შინა გამოჩინებად მოასწავა მოციქულმან, ტკბილადმეტყველნი
და მუცლისა-მონანი და არა ქრისტეს-მონანი.
უკეთუ გრქუან, ვითარმედ: ჰრომს შინა წვალება არა შესრულ არსო,
არცაღა შევალსო, მაშა მოციქული ვის ეტყვის ამას, არა ჰრომელთა მისწერსა ამას და მათ
ეტყვის, ვითარმედ იგინი არიან ტკბილად მეტყველნი და მუცელღმერთნი, რომელთა ბუნებითი
ჭამადი, ღმრთისა მიერ მოცემული მადლობით მისაღებელად, არა კმა-ეყოფის, არამედ ყოველთავე
არაწმიდათა ქუეწარმავალსა სისხლსა და დამშთუარსა ურიდად ჭამენ და არა ეკრძალებიან?
ხოლო ჩუენცა ეგრეთ ვიტყვით, ვითარმედ გარეთით სხუაჲ არავინ შესრულ არს, არამედ მუნით აღმოეცენნეს და მათგან
გამოვიდეს და განეფინნეს ყოველსა ქუეყანასა.
ვითარცა იგივე მოციქული აუწყებს, რაჟამს მიიწია მელიტონს, რომელ
არს მალთა, მოუწოდა ხუცესთა და ეტყოდა: „აჰა, მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდნენ თქუენდა
შემდგომად განსვლისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა, და
თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რათა განადგინენ მოწაფენი
შემდგომად მათდა“ (საქ.
20.29-30), და რამეთუ მოციქულიცა ეგრეთვე ხმობს: „თვით თქუენგანნი კაცნი აღდგენ, რომელნი
არა ერიდებოდიან სამწყსოსა ქრისტესაო“. „თვით თქუენგანნი“ თქუა და არა „გარეთ შემოსრულნი“, რამეთუ მათგან და მათ მიერ და მათ შორის აღმოეცენა
ესე საცთური და წვალებაჲ
და არა სხუათა მიერ ისწავეს, რომელნი ტკბილადმეტყველებითა და კურთხევითა აცთუნებენ
მრავალთა და მუცლისა-მონებითა და ყოვლითა გემოვნებითა ჰმოძღვრიან ყოველთა და დაუტევებიესთ
იწროჲსა მის
გზისა სტადიონი, რომელსა შინა ვიდოდეს ყოველნი ღირსნი და მართალნი, და ვლენან იგინი
ვრცელსა მას გზასა ცეცხლად მიმყვანებელსა, და ვერღარა ძალუძს შრომითა და ჭირითა მღვიძარებითა
და მარხვითა და სხვითა მოღვაწებითა ამასვე სოფელსა განწმედა თავთა თვისთა და მოელიან
ცეცხლსა მას შინა გეჰენიისასა განწმედასა და ესრეთ აცდუნებენ თავთა თვისთა და მორჩილთა
თვისთა.
ხოლო ჩუენ, ძმანო, არა მოგვიღიეს და არცა გვისწავიეს ესე წესი
მოციქულთაგან, არცა ნეტართა მამათაგან, რათამცა აქა მივცენით თავნი ჩუენნი შუებასა
და განცხრომასა და ვნებათა და გემოვნებათა, და მუნ ცეცხლსა შინა ველოდით განწმედასა,
რამეთუ ამიერ წარსრულნი სულნი ვერღარას შემძლებელ არიან, ვერცა თავით თჳსით სინანულსა, ვერცა ცეცხლისა მიერ განწმედასა, რამეთუ
თქმულ არს: „ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ?“
(ფს. 6.6), თვინიერ აქეთგან მოხმარებისა და ხორციელთა კაცთა მიერ შეწევნისა, რათა ღმრთის
აურაცხელითა მოწყალებითა იქმნეს ლხინებაჲ და მიტევებაჲ სულთათვის ამიერ წარსრულთა.
No comments:
Post a Comment