სწავლაჲ ჲა. წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ.


                                      
ძჳრის-ჴსენებისათჳს


აწ უკუე, საყუარელნო, გევედრები, ნუ ვლესავთ მახჳლსა ძჳრის-ჴსენებისასა
და განვაწონებთ გულთა ჩუენთა, რამეთუ ვერარას ესრეთ გუავნებენ შემაწუხებელნი ჩუენნი, ვითარ ჩუენ ვავნებთ თავთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითარამეთუ სასჯელსა ღმრთისა მიერ მოვაწევთ თავთა ზედა ჩუენთა; ხოლო
   ძჳრუჴსენებლობაჲ თუ მოვიგოთ, მერმე თავსა ზედა შემაწუხებელთა და
   მავნებელთა ჩუენთასა დაკრბების ყოველივე ბოროტი.

      ნუ იტყჳ უკუე, კაცო, თუ მან ვინმე მაგინა და შემასმინა და ბევრეული
   ბოროტი შემაჩუენა, რამეთუ რაოდენიცა ესევითარი სთქუა, უფროჲსად
   ქველისმოქმედად გამოაჩინებ მას, რამეთუ მოგცა მიზეზი განბანად ცოდვათა
   შენთა. რაოდენცა უკუე დიდად ძჳრი შეგამთხჳა, ესოდენ დიდადთა ცოდვათა
   შენდობისა მიზეზ გექმნა; და ნანდჳლვე, უკუეთუ გუენებოს, ვერვის ჴელ-ეწიფების
   ვნებად ჩუენდა, არამედ მტერნიცა დიდად სარგებელ გუეყვენ.

      და რად ვიტყჳ კაცთა, ეშმაკისა უძჳრეს არავინ არს, არცა უმეტესად
   მტერ ჩუენდა, გარნა, უკუეთუ გჳნდეს, მისთაცა ბრძოლათაგან დიდი სარგე/ბელი
   შეგუეძინების. და მოწამე არს სიტყჳსა ამის იობ. ხოლო უკუეთუ
   ეშმაკისა ბრძოლანი მიზეზ გჳრგჳნთა ექმნებიან წმიდათა, რად გეშინის
   მტერობისაგან კაცთაჲსა, საყუარელო? იხილე უკუე, რაოდენ სარგებელ-/გეყოფის,
   უკუეთუ სიმშჳდით და ძჳრუჴსენებელად თავს-იდებდე ზედააღდგომასა
   და ბრძოლასა მტერთა შენთასა: პირველად და ყოვლისა უაღრესად მოტევებასა
   ცოდვათასა მოიღებ; მეორედ მოთმინებასა და სულგრძელებასა ისწავებ;
   მესამედ სიმშჳდესა და კაცთმოყუარებასა შინა წარემატები, რამეთუ რომელი
   ძჳრისმოქმედთა მიმართ სახიერ იყოს, რავდენ უფროჲსად მოყუარეთა
   მიმართ ჭეშმარიტი აჩუენოს სიყუარული? მეოთხედ მრისხანეობისაგან განჰთავისუფლდები,
   რომელ-ესე დიდი კეთილი არს, რამეთუ რომელი რისხვისაგან
   თავისუფალ იყოს, იგი მწუხარებათა მრავალთაგან თავისუფალ არს და
   შურისაგან და სიძულილისა, და განსუენებით გარდაიჴდის დღეთა თჳსთა.
   ამას ყოველსა ზედა პატიოსან იყო წინაშე ღმრთისა და კაცთა და არავინ
   გესუას მტერი და წყალობაჲ ღმრთისაჲ ბრწყინვიდეს თავსა ზედა შენსა.

      უკუეთუ ცოდვანი გაქუნდენ, აღიჴოცნენ, უკუეთუ სათნოებანი გაქუნდენ,
   აღემატნენ უმეტესად ფრიად. ამისთჳს, საყუარელო, მოვიგოთ ძჳრუჴსენე/ბლობაჲ,
   რაჲთა საყუარელ ღმრთისა ვიქმნეთ, რაჲთა თანანადებნი ბევრისა
   მის შანთისანი მოგუეტევნენ. ხოლო მრავალი თუ ბოროტი შეგამთხჳა

   მოყუასმან, უფროჲსღა შეიწყალე იგი და ნუ მოიძულებ, ცრემლოდე მისთჳს
   და იგლოვდ, რამეთუ არა შენ გავნო, არამედ თავსა თჳსსა. ხოლო შენ,
   უკუეთუ მოთმინე იქმნე, უფროჲსღა სანატრელ ხარ.

      გულისჴმა-ყავ, რამეთუ ოდეს-იგი ჯუარს-ეცუმოდა ქრისტე, თავისა თჳსი/სათჳს
   მხიარულ იყო, ხოლო ჯუარმცუმელთათჳს ცრემლოოდა. ეგრეთცა
   ჩუენ გჳღირს ქმნად, რაჟამს ძჳრი შეგუემთხუეოდის, რაჲთა უფროჲსღა
   ძჳრისმოქმედთა მათთჳს ვწუხდეთ, რამეთუ მათ შეემთხუევის ბოროტი,
   ხოლო ჩუენ - კეთილი. აწ უკუე გინა თუ ვინ გაგინა, თავი თჳსი უმეტესად
   სირცხჳლეულ-ყო და არა შენ. გინა თუ შეგასმინა, თჳსსა სულსა ზედა
   ბრალი დაიკრიბა, რაჲთა არა ხოლო ცოდვათა თჳსთათჳს, არამედ ამისთჳს/ცა
   მისცეს სიტყუაჲ, რომლისათჳს შენ შეგასმინა. და რაჲ საკჳრველ არს
   ესე შენ ზედა? უფალიცა ჩუენი იესუ ქრისტე შეასმინეს მტერთა მათ და
   იგი არა განრისხნა, და შესმენაჲ არა მცირე, არამედ დიდი და ფიცხელი
   დასდვეს მის ზედა.

      უკუეთუ რომლისადა ფრიადი კეთილი გეყო, ბოროტი მოგაგო, ამასცა
   ზედა ამისთჳს გელმოდენ, რომელ ავნო სულსა თჳსსა, ხოლო თავისა
   შენისათჳს გიხაროდენ, რამეთუ მსგავს ღმრთისა იქმენ, რომელმან აღმოაბრწყინვის
   მზე თჳსი უმადლოთა ზედა და ცოდვილთა, რამეთუ მოცემულ
   არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს ბაძვად ღმრთისა, რაოდენ
   შესაძლებელ არს ბუნებასა შინა კაცობრივსა. გარნა უკუეთუ ესე დიდად
   გიჩნს და უმეტეს ბუნებისა, მოვედ, გიჩუენნე მონანი მისნი, რომელნი
   ჩუენისა ამის ბუნებისანი არიან: იხილე იოსებ, რომელმან შემდგომად ესოდენთა
   ბოროტთა კეთილი უყო ძმათა თჳსთა; იხილე მოსე, რომელსა მრავა/ლი
   ძჳრი შეამთხჳეს ებრაელთა და იგი მათთჳს ევედრებოდა ღმერთსა;
   იხილე ნეტარი პავლე, რომელსა აღრიცხუვადცა ვერ ეძლო ბოროტთა
   მათთა და ცეცხლებრ ეტყინებოდა სიყუარულითა მათითა; იხილე სტეფანე,
   რომელსა დაჰკრებდეს ქვასა და იგი იტყოდა: 'უფალო, ნუ შეურაცხ ამათ
   ცოდვასა ამას'.

      ესე ყოველივე გულისჴმა-ვყოთ, საყუარელნო, და განვაგდოთ ჩუენგან
   ყოველი რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს ღმერთმან
   თანანადებნი ჩუენნი, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ
   ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ,
   სიმტკიცე, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუ/ნისამდე,
   ამენ.


No comments:

Post a Comment