XIX-XX თავები. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


სიტყსა მისთ, რომელსა იტყიან ლათინნი ვითარმედ: ქრისტე საუკუნოსა ჯოჯოხეთსა შინა არა შთასრულ არსო

კუალად ამასცა იტყან სხუათა თანა გმობასა, ვითარმედ ქრისტე მეუფე საუკუნოსა ჯოჯოხეთსა შინა არა შთასრულ არსო, და უკეთუ მუნ შთასრულიყო ვერცაღა იგი გამოვიდოდაო: ჰო გმობა დიდი და პირი უსირცხვილო, რომელნი ესრეთ ზრახვენ: ჭეშმარიტად სამარა ზე აღებულ არს ორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. შადა არს იგი საუკუნო ჯოჯოხეთი, ანუ რომელი არს იგი ადილი რომელსა შინა ქრისტე არა მიწევნულ არს და თუმცა მიწევნულ იყო ვერღარა გამოვიდოდა: ჯერეთ ეშმაკნი არა არიან მას შინა შეწყუდეულ და ვერცა იპყრობს იგი მათ და ქრისტე გარეშემოუწერელი იგი ძე და სიტყუა მამისა თუმცა შთასრულ იყო ვერღარა გამოვიდოდა?
ეშმაკნი ღაღადებდეს და იტყოდეს: იესო ძეო ღმრთისაო მოჰხუედ უწინარეს ჟამისა წარწყმედად ჩუენდა(მთ. 8.29): ეშმაკნი უწინარეს ჟამისა არა არიან წარწყმედილ ვითარცა აღიარებენ, არამედ ჯერედ ქუეყანასა ზედა იქცევიან: ხოლო თუ ქრისტე მიწევნულ იყო ვერღარა რომელ ძალ ედუა გამოსლუად:[?] ეშმაკნი, რომელ დასაბამითგან ჩუენისა წარწყმედისა მიზეზნი არიან და აცთუნებენ კაცთა, იგინი ჯერეთ ქუეყანასა ზედა იქცევიან და სულნი კაცთანი აწვე პირველ მეორედ მოსლვისა შეიწყუდევიან საუკუნოსა ჯოჯოხეთსა შინა და ვერღარა გამოვლენ.[?]
დაღაცათუ იუდა მოციქული იტყ:(კათოლიკე იუდა 1.6) ვითარმედ ანგელოზი, რომელთა იგი არა დაიმარხეს სი იგი სამთავრო, არამედ დაუტევეს სამკვიდრებელი მათი: სასჯელად დიდისა მის დღისა, საკვირველებითა მით სამარადისოთა წყვდიადსა ქუეშე დაჰმარხნა
ესენი, რომელნი მოციქულმან მოიხსენა პირველნი მთიებნი არიან მთავარნი ორცოთა დასთანი, რომელთა იზრახნეს პირველნი განდგომილება: იგინი არიან წყვდიადსა შინა დამარხულნი საკრველებითა სამარადისოთა შეკრულნი სასჯელად დიდისა მის დღისა: ესე იგი არს ვეთარმედ დღესა მას დიდსა სასჯელისასა მათიცა ჯერ არს გამოსლვა, ვითარცა წერილ არს და შემდგომად ათასისა მის წლისა განისნას ეშმაკი საპყრობილისაგან სისა და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა. (გამოცხადება 20.7) ხოლო სხუანი იგი მიმდგომნი დასნი მისნი ქუეყანასა ზედა იქცევიან და რომელნიმე ჰეარტ შინა ვიდრე მეორედ მოსლვადმდე: მაშინ მცირედ ჟამ იგინიცა განისნებიან და აღმოვლენ უფსკრულით ვითარცა მოვიხსენეთ: და მერმე საუკუნოდ შეიწყუდევიან და დაშთებიან მას შინა, ხოლო სულნი ცოდვილთანი იქმნებისა რამცა არა გამოვიდა ჯოჯოხეთით გინა თუ პირველ მეორედ მოსლვისა ლოცვითა და ქუელის საქმითა: გინა თუ დღესა მას მეორედ მოსვლისასა: რათა მიეგოს ღირსად საქმეთა სთაებრ და უკუეთუ იქმნებისღა გამოსლვა, რა ზოგად მიიღონ მისაგებელი სულთა და ორცთა: ვითარცა წერილ არს: და მოსცა ზღუამან მისთანა მკუდრნი, რომელნი იყვნეს მას შინა, და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყუნეს მათ შორის, და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ სთა.(გამოცხადება 20.13).
აწ სადღა იყოს საუკუნო ჯოჯოხეთი სიცბილისაებრ მათისა, რომელსა შინა არღარა იყოს სულთა მათ დასჯილთა გამოყვანება და არცაღა ქრისტე მიწევნულ არს: და ვითარმე იყოს ესე.[?]
რაისათ იტყ წმინდა მოციქული პეტრე ქრისტესთ: მოკუდა ორცითა და ცხოველ იქმნა სულითა (1 კათ.პეტრე 3.19) რათა საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ჰქადაგა: რომელნი იგი ურჩ ოდესმე იყუნეს: რაჟამს ერთგზის თავს ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისა დღეთა მათ ნოესთა შემზადებასა მას კიდობნისასა. ამას არა ხოლო თუ მართალთა და ღირსთათ იტყ, არამედ ურჩთა და გარდამსლველთა და ცოდვილთათ, რომელნი უსჯულოებათა შინა აღესრულნეს, რამეთუ პირველ წყლით რღუნისა ნოეს ზე ვინ იყუნეს მორწმუნენი ნიერ ერთისა მის ნოესა, რომელსა ეტყოდა ღმერთი: ვითარმედ შენ ხოლო იპოვე მართალ ქუეყანასა ზედა წინაშე ღვთისა, რამეთუ განხრწნილ იყო ყოველი კაცი წინაშე ღმრთისა: ამისთ აღხოცა უფალმან ყოველნი აღმდგომნი, ვითარცა წერილ არს: ხოლო ვინ იყუნეს მათსა უსჯულოესნი რომელთა იგი შექმნა და დაბადება შეინანა უფალმან: ვითრცა წერილ არს: ვითარმედ შევინანე, რამეთუ შევქმენ კაცი: ანუ ვინმცა იქმნებოდა მათ უმძვინვარესსა და უსასტიკესსა ტანჯვასა და ჯოჯოხეთსა შინა, რომელნი მოიხსენა მოციქულმან ნოეს ზე მყოფთა უსჯულოთა, რომელთა თანა შთასვლასა ხმობს ქრისტესა და საპყრობილედ სულთა უწოდს და მათ შორის ხარებასა: ვჰკითხოთ მათ: რაღა არს ამისა უბოროტესი სხუა საუკუნო ჯოჯოხეთ, რომელსა შინა არცა ქრისტე მისრულ არს, არცაღა იქმნების გამოხსნა სულთა მუნ შეყენებულთა მრავლითა ქუელის საქმისა და აურაცხელითა მოწყალებითა ღმრთისათა.
ხოლო ვთქუათ უკუე ვითარმედ მეუფესა ქრისტესა უკუეთუ ღირსნი ოდენ და წმიდანი გამოეხსნა ჯოჯოხეთით: რა იყო საკრველ ანუ რა სასწაული უცხო ანუ მოწყალება ღმრთისა უსაზღვრო.
არამედ შთარახდა ღმერთი ქუესკნელთა შინა მუნ შეყენებულთა მიჰფინა ნათელი და ახარა მყოფთა მათ შინა და ჰქადაგა ღვთაება სი: ვითარცა იგი ქუეყანასაცა ზედა: ხოლო რომელთაცა ჰრწმენა იგინიცა აღმოიყუანნა: ვითარცა წერილ არს: რათა სახელისა მიმართ იესო ქრისტესა ყოველი მული მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და ყოველმან ენამან აღუაროს მას. (ფილიპელთა 2.10)
ამას სიტყუასა ზოგნი ვინმე ესრეთ სთარგმნიან ვითარმედ რაჟამს იქმნეს მოსლვა ქრისტესი მეორედ საშინელებით და აღდგენ მკუდარნი: მაშინ იხილონ რა ღმერთი დიდებით მოსრული მკდართა ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, იცნან ღუთაება მისი და მაშინ ყოველმან ვინმცა აღუაროს: რამეთუ ესრედცა იქმნების მას ჭამსა შინა ვინათგან იხილვენ ღვთაებასა მისსა, არამედ სიტყვასა ამას მოციქული უმეტესად ჯოჯოხეთს შთასვლისათ ღმრთისა იტყ, რათა სახელისა მიმართ იესო ქრისტესა ყოველი მული მოდრკეს ვითარცა ზეცისათანი და ქუეყანისათანი, ეგრეთცა ქუესკნელისათანი და ყოველმან ენამან აღუაროს მას: ისმინე გულსმოდგინედ და მე გაუწყო ყოველივე: რაოდენი საღმრთოთა წერილთაგან გამოვიძიენ და მისწუდა უცები გონება ჩემი იგი აღვწერო და არა გარდავხდე საზღუარსა მათსა: მოციქულისა სიტყუა გესმა ვითარ იტყ ყოვლისა მუÃლისა მოდრეკასა და ქუესკნელს შინა აღსარებასა. ვინათგან წინასწარმეტყველი დავით იტყ: სიკუდილსა შინა ვინ მოგიხსენოს შენ ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ: ხოლო არა წინა აღუდგების მოციქული სიტყუასა მას წინასწარმეტყველისა, არამედ ფრიადცა დაამტკიცებს, რამეთუ ვიდრე ქრისტეს მოსლვამდე არა იქმნა ჯოჯოხეთს შინა აღსარება, არამედ იქმნა რა დიდი იგი განგებულება ღვთისა _ სიტყსა განხორციელება და ჯუარცუმა და სიკუდილი: და შთარახდა ქუესკნელს პყრობილთა მიმართ და ჰქადაგა მუნ შინა შეყენებულთა მიმართ: მაშინ აღუარეს და მოუდრკეს მუÃლი ქუესკნელთა შინა მყოფთანი: ვითარცა ზეცისათანი და ქუეყანისათანი: ეგრეთცა ქუესკნელისათანი: და რომელთაცა აღუარეს იგინაცა აღმოიყუანნა: არამედ არა ყოველნი რომელნიცა არა მორწმუნე ექმნეს: ამის სიტყსა უვრცელესი(რე) განმარტება წმიდისა იოანე დამასკელისა მიერ თქმული მცირედ ქუემორე აღვწერო: რათა უმეტეს სარწმუნო თქუენდა იქმნეს: ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ, რათა ჩუენ მიერცა გეუწყოს ძალი ამათ სიტყუათა.
ხოლო ვინ იყვნეს რომელნი არა მორწმუნე ექმნეს: ვინათგან ნათელი იგი თვალშეუდგამი შთახდა პყრობილთა მიმართ ქუესკნელს ბნელთა და აჩრდილთა სიკუდილისათა და ქადაგა მუნ შეყენებულთა მიმართ ვითარცა მოვიხსენეთ მოციქულისა პეტრეს მიერ თქმული ვინ იყო სრულიად დაბნელებული და დანთქმული ურწმუნოებითა ეგევითარსა სასჯელსა შინა ყოფითა არა შეიწყნარებდა მისლვასა მისსა ანუ არა აღიარებდა ღვთაებასა მისსა ანუ არა მოუდრეკდა მულთა.
რამეთუ არა უხმდა ქადაგება დიდსა აბრაჰამს, არცა ისააკსა და იაკობს: არცა ნოეს და იობს: არცა სხუათა წინასწარმეტყველთა და მართალთა, რამეთუ შორითვე ხედვიდეს იგინი მოსლვასა მისსა და ჯოჯოხეთს შინაცა მიწევნასა მათდა მიმართ და რადღა უხმდა ქადაგება: ანუ მუნ მიწევნულსა მათდა მიმართ ვითარ არა იცნობდეს: არამედ თავადი ბრძანებს: არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რამეთუ მუნცა წოდებად ცოდვილთა შთავიდა და ქადაგა, რომელნი ურჩ ოდესმე იყვნეს ნოეს ზე შემზადებასა მას კიდობნისასა: ესე ვითართა უღმრთოთა შორის ქადაგა: და რასათ არა შეიწყნარეს: არამედ მე ესრეთ ვჰგონებ ვითარმედ ეშმაკნი მუნ მყოფნარელთა ჰყუა მუნ შინა პყრობილნი ადამისითგან და ვიდრე ქრისტესამდე: დიდად იქადოდა მათ ზედა და ვინათგან მასაცა ასმიოდა წინასწარმეტყველთაგან იგავით მოსვლა ქრისტესი დამ უნ პყრობილნიცა მიელოდეს, ხოლო ეშმაკნი ტყუვილისა მიერ და ბგერებისა მიერ ხმათასა და ოცნებისა  ეტყოდა მოსლვასა მხსნელისასა და შეაცდუნებდეს რომელნი პირველვე ცთუნებულ იყუნეს მათ მიერ: ურწმუნოებისა თანა: სხÂთაცა მრავლითა ბუნებისა გარეგანითა ცოდვითა.
ამისთსცა არღარა ისმინეს ქადაგება ქრისტესი შთასლვისა: არცა აღუარეს არცა მოუდრიკნეს მულნი: არამედ უმეტესად დაბნელდეს და დაშთეს მუნვე ქუესკნელთა შინა: ხოლო რომელნი მორწმუნე ექმნნეს უღვთონი და ცოდვილნი და სახლნი განმამწარებელთანი. პრველ წყლით რღუნისა ნოეს ზე: და შემდგომ ნოესა კერპთ მსახურნი და მერმე სჯულსა შინა ისრაელთაგანნი, რომელ არიან სახლნი განმამწარებელნი მისნი: ამათ რომელნიცა დაღაცათუ უღვთონი იყვნეს და ურწმუნონი, არამედ ბუნებითსა სჯულსა ჰყოფდეს და სიმართლესა ირუწიდეს მუნ მიწევნასა  ქრისტესა გამოუბრწყინდა ნათელი მუნცა ისმინეს ქადაგება ქრისტესი და მათცა მოუდრიკნეს მულნი და მორწმუნე ექმნნეს: იგინი აღმოიყვანნა სიღრმეთაგან ქუესკნელისათა: ვითარცა წიგნი ფსალმუნთა იტყ: რომელმან გამოიყუანნის კრულნი სიმხნითა სითა: ეგრეთცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა: ხოლო ვინ არიან განმამწარებელნი მისნი, რომელთა განამწარეს იგი(?) არამედ სახლნი ისრაელთანი, რომელნი მრავალგზის განუდგეს ღმერთრსა და მიიქცეს კერპთმსახურად და განამწარეს წმიდა იგი იგი ისრაელისა: ვითარცა იგი ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამხილებს და იტყ:
თქუა უფალმან ჩემდა მომართ: ძეო კაცისაო, მიგავლინო შენ სახლსა ისრაელისასა განმამწარებელთა მათ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე: და მამათა მათთა შეურაცხმყუეს მე ვიდრე დღეინდელად დღედმდე და ძეთა მათ ქედფიცხელთა და გულფიცხელთა: (ეზეკია) და შემდგომი: ესენი არიან განმამწარებელნი მისნი და ამათ ესევითართა ვითარ ეტყვის წინასწარმეტყველი გამოყვანასა ჯოჯოხეთით: და ვითარ იქმნა გამოსნა მათი შთასლვითა ქრისტესითა: თქუენ იხილეთ და განიცადეთ, რამეთუ წმიდა მოციქული პეტრე იტყ ვითარ ზემო ვახსენეთ: საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ქადაგა, რომელნი იგი ურჩ ოდესმე იყუნეს რაჟამს ერთგზის თავს ედვა სულგრძელებასა მას ღვთისა დღესა მათ ნოესთა შემზადებასა მას კიდობნისასა: და დავით წინასწარმეტყველი იტყ: გამოყვანასა კრულთასა სიმხნითა და განმამწარებელთა მისთასა დამკდრებულთა აჩრდილთა სიკუდილისათა: ამისთ ვიტყ ვითარმედ შთასლვითა მხსნელისათა ჯოჯოხეთს შინა მრავალთა იქმნა გამოხსნა: არა ხოლო თუ ისრაელთაგანთა მართალთა და წმიდათა, არამედ პირველ წყლით რღუნისა და შემდგომად სჯულსა შინა განმამწარებელთა მისთასა: და ჩუენ მიერ თქმული ესე არს, რომელნი წამებითა მრავლითა საღმრთოთათა წერილთასა განგიმარტე დაფარულნი და ძნიად მისაწდომელნი საიდუმლონი და აწ წმიდისა იოანე დამასკელისა სიტყვები ისმინეთ, რომლისა მეგულვების აღწერა და ნუ უცხოდა გიჩნდების სიტყუანი ესე წმიდათანი.
ხოლო სიტუისა მისთ წინასწარმეტყველისა ვითარმედ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ: წინასწარვე გვითქუამს ვითარმედ საშინელ არიან შინებით თქუმანი ყოველთა მხედველისანი, არამედ მათ ყოველთა სძლევს კაცთმოყვარება მისი, რამეთუ შემდგომად სიტყუვისა ამის წინასწარმეტყველისა მიერ თქმისა უკანასკნელღა იქმნა ჯოჯოხეთს შინა აღსარება ჭული. მათ მიერ ვიტყ რომელთა იგი ჰრწმენა მისი: შთასრული იგი მათდა მაცხოვარება მეუფისა: რამეთუ არა ლიტონად ყოველნი აცხოვნნა მომცემელმან ცხოვრებისამან: არამედ ვითარ თქმულ არს: მუნცა მორწმუნენი ოდენ: აწ უკუე ვიეთნიმე იტყან ვითარმედ მათ ხოლო იტყუიან მორწმუნედ, რომელნი წინათვე მორწმუნე ყოფილიყუნეს მისნი: ესე იგი არიან მამანი და წინასწარმეტყველნი, მსაჯული და მეფენი და მათ თანა ადგილ მპყრობნი: და სხუანი ვიეთნიმე ერისაგან ებრაელთასა ადვილად აღსარიცხუელნი და ყოველთა და საცნაურქმნილნი: ხოლო ჩუენ წინა აღუდგებით ამისთა ესრეთ მგონებელთა და ვიტყ ვითარმედ: არცა ნიჭი, არცა სასწაულ გინა საკვირველება არს ამისი ესრეთ თქუმა ვინათგან მხოლო მსაჯული სიმართლისა არს და ყოველი, რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ არა დაეყენების: და რა საკვირველ არს ქრისტეს მიერ ცხოვნება და ჯოჯოხეთისა და კრულებათაგან გამოხსნა მათი შთასვლითა მათდა ყოველთა მეუფისა ღვთისათა, რომელი ესე იქმნა წინაგანსაზღვრებულითა მით განგებულებითა მისითა.
არამედ მართლმსაჯულებით ცხოვნებულთა თანა ჯერ იყო ვიეთიმე ცხოვნება მხოლოდ მიზეზითა ოდენ კაცთმოყუარებისათ: რომელნი იგი არიან ვითარ ესე მე ვჰგონებ: ყოველნი, რომელთა განწმედილნი ცხოვრება აქუნდა: და ყოველთავე სათნოებისა საქმესა აღასრულებდეს კეთილად: ცხოურებითა კრძალულებით და სიწმიდით: ხოლო სარწმუნოებისა სრულება და საღად განბრწყინვება ყოვლად არა მიეღო არცა გამოცდილ იყუნეს, არამედ ყოვლად უსწავლელად დაშთომილ იყუნეს: ესენი ყოველთა სახიერებისა საუნჯემან და მეუფემან მოიზიდნა და მოინადირნა ბადითა მით საღმრთოთა წყალობათათა: რამეთუ მათცა ყოველთა მუნ ჰრწმენა: ყოვლად ყოვლითურთ მათ ზედა გამობრწყინვებითა საღმრთო შარავანდედი: რაჯამს ქრისტემან უჩუენა მათ ნათელი ჭეშმარიტებისა.
არა თავს იდვა ბუნებით თანა ლმობილმან ცუდყოფა შრომათა მათთა რომელი იგი მოეგო მათ ცხოვრება საჭირველი სატკივარი და იწრო: ზეშთა სიტყსა მპყრობელ ქმნითა ვნებათათა: რაჟამს განიყარეს ბიწი გემოვნებათა: მოიღვაწეს უპოვარება და მარხვა მღძარებითურთ: და ერთბამად ყოველთა კეთილთა მოქმედება: დაღაცათუ არა ღვთის მსახურებით: გარნა ექმნავე ვითარ იგინი ჰგონებდეს ჯეროვნად მონებითა ზეგარდამოსა განგებულებისათა, არამედ იგიცა ცთომილადვე: და იყვნეს ვიეთნიმე რომელთა საღმრთო იგი დიდება ყოვლად ძლიერისა სამებისა ეცნა რამე: დაღაცათუ წულილად და მცირედ, არამედ ეგრეთცა ცნობითვე და კუალად სხუანი იტყოდეს განორციელებასა სიტყვისასა წმიდათა მათ ვნებათა და აღდგომასა მისსა.
ხოლო სხუათა შობაცა იგი მისი ქალწულისაგან წინათვე თქუეს სახელებითა რათმე: რამეთუ ბევრეულნი სახელნი თქუნეს ყოვლადწმიდისა ქალწულისანი: კუალად სხუათა ვიეთმე წინათვე წარმოთქუნეს ზეშთა ბუნებუსანი იგი საკრველებანი ქრისტესნი: აღდგინება მკუდართა, განკურნება ყრუთა და უტყუთა, განრღვეულთა და ძნიად მეტყველთა: დახსნა ურვებათა ეშმაკეულებათა და წყლით მანკიერებათა, განმრთელება ელისა განხმულისა, სლვა ზღვასა ზედა, კურთხევა პურთა და თევზთა: წყლისა ღვინოდ შეცვალება, დაყენება სისხლის დინებისა, აღმართება ღრეკილისა: ესე ყოველნი სხუათა უმრავლესთა თანა წინა მოასწავნეს წინასწარმეტყველებით: ვინაცა ესევითართა მათ ძლიერებამან საღმრთისა სიტყსამან არა თავს იდვა უგულებელსყოფა წარწყმედულებასა შინა: არცა წარწყმედა კეთილთა საქმეთა მათთა, რამეტუ მისდა ვასხებულსა რასმე ვერცა ერთი რა შეაშთობს სიმრავლე წელთა: ვითარ იგი პირველვე ვთქუთ: არამედ დამარხულად უკუნ სცეს მას ყოველთა კეთილად ცხოვრებულთა აღნადგინებითურთ.
ხოლო რომელნი ბოროტად ცხოვრებულ იყვნეს და არცა რა ექმნა კეთილთა საქმეთაგნი: არცა ერთი რა მოეგო თესლთა ანუ ნაყოფთაგანი, არამედ ცხოვრებითა და სიტყთა და სარწმუნოებითა ყოვლითურთ ცთომილ იყვნეს და არცაღა ზეცით გარდამოსრული იგი მათ ზედა წვიმა მიეღო ჯერისაებრ სახმარად: ვითარცა პირველ ვთქუ უღონოებითა თესლისათა. რასათ არა აღმოუბრწყინდა მათ მზე დიდებისა: ამისთსცა განხმეს ვითარცა ყოვლად უნაყოფონი, რომელთა ყოვლად არა სარგებელ ეყო მოსლვა იგი ქრისტესი. ესენი ვითარ ჰგონებ არა აღადგინნა მის თანა დაცემულებისაგან(?) ვითარცა ყოვლად უღირსნი ცხოვრებისანი: ვინადგან არცაღა მაშინ ჰრწმენა მისა მიმართ: რამეთუ დაბრმობილ იყუნეს გონებანი მათნი და დაბნელებულ თვალნი ბნელისაგან ამპარტავნებისა და ვეშაპისა მისგან ბოროტისა, რომელსა იგინი ჰმონებდეს პირველითგან: რათა ხილვით იხილონ დ ავერ გულისხმაყონ: სმენით ესმოდის და არა იცნან, არცა ყოვლად მოიქცეს: ხოლო სხვანი ყოველნი, რომელთა მათ შორის ქონებითა კეთილთა თესლთათა სარგებელ იყვნეს ნაყოფიერებისათჳს მათდა აღმობრწყინვებული იგი მზე, ნაყოფი აღდგომისა მიენიჭა მათწვიმისა მიერ ზეგარდამოჲსა.
იხილეთ სადა აღმოიყუანნა სიტყუამან წინაძღომითა თჳსითა და მყუნა შეწევნითა ღვთისათა აღმხსნელ და განმბრჭობელ საქმესა კნინ[ღანთ]ა დაფარულსა. ღომელი ესე ვთქუათ არა თუ განჩინებით ვერ ღირსებისათჳს: არამედ გამოძიებით ძმათმოყვარებისათჳს: ვითარმედ ესენი არიან ჯოჯოხეთს შინა ცხოვნებულნი ქრისტეს მიერ, ვითარმედ ესე მე ვჰგონებ: ვინაცა თანამოქმედებითა ქრისტესითა საცნაურ ვყავთ ვითარმედ იქმნა ჯოჯოხეთს შინა აღსარებაჲ: ხოლო ამას რაჲ ვიტყჳთ, არა თუ წინასწარმეტყველებასა წინა აღუდგებით ნუ იყოფინ, არამედ გამოჩინებაჲ გუნებავს ზეშთა სახიერებისა ღვთისა: რომელი იგი მარადის იძლევის თჳსითა კაცთმოყვარებათაგან.
ესე სიტყუანი წმიდისა იოანე დამასკელისანი არიან, რომელი ესერა ვრცელად აღვწერეთ და მოვიხსენეთ: და ჩუენ მიერცა თქმული ზემოთგან მოხსენებულნი, რომლისა მოწამედ მომიყუანიან წმიდანი მოციქულნი და წინასწარმეტყველნი: ვითარმედ იქმნა ჯოჯოხეთს შინა შთასლვა ქრისტესი, აღსარებაჲ და გამოხსნა მუნ შინა პყრობილთა: არა ხოლო თუ მართალთა და ღირსთა: არამედ უღირსთა და უღვთოთაცა, რომელთა მცირედცა რაჲმე კეთილისა საქმე უძღოდა: არა ხოლო თუ იუდევჱლთა, არამედ კერპთ მსახურთაცა და ნოეს ზე უღვთოთა: და არცა ესე არს საკვირველ თუმცა მეუფესა ქრისტესა ვინათგან კაცთათჳს სიკვდილი დაითმინა რათა სისხლითა თჳსითა არა ხოლო თუ ღირსნი წყალობისანი გამოეხსნნა, არამედ უღირსნიცა: ვინადგან მონათაცა თჳსთა მისცა ესე ვითარი ჴელმწიფებაჲ, რათა ქვესკნელით ჯოჯოხეთით იხსნიდენ უღვთოთა და უსჯულოთა: ვითარცა დიდმან გრიგოლი უღვთო და უსჯულო ტრაიანე მეფე: წმიდამან თეკლე პირველმოწამემან ასული ფალკონილასი: წმიდამან გიორგი მღვდელი კერპთა და დიდმან მაკარი ძველთა მეკერპეთა მკუდართაგანი გამოიყვანეს ჯოჯოხეთით სულნი მათნი და შეაერთნეს ჴორცთა და წარმოადგინნეს.
ხოლო ესე ჴორცითა წარმოდგინებაჲ წმიდამან მოწამემან გიორგი და დიდმან მაკარი ქმნნეს: ხოლო წმიდამან თეკლა და წმიდამან გრიგოლი: სულნი ოდენ გამოიხსნნეს ჯოჯოხეთით: ვინ იყნეს ამათსა უმძვინვარესსა და უსასტიკესსა ტანჯვასა შინა ანუ რაჲ არს სხუაჲ საუკუნო ჯოჯოხეთი რომელსა შინა ესენი არა იყვნეს.
არამედ ესე არს ნებაჲ მათი რათა დაამტკიცონ მათ მიერ მოგონებული და დამტკიცებული სჯული ვითარმედ არს სხვაჲ ჯოჯოხეთი ცეცხლისა სულთა განმწმედელი და საუკუნო სხვაჲ ჯოჯოხეთი, რომლისაგან არღარა იქმნების მუნით გამოყვანებაჲ სულთა: და აწვე მიეგების მართალთა და ცოდვილთასაქმეთაებრ თვჳსთა პირველ მეორედ მოსლვისა: ჩანს სიტყჳთა ამითა, რამეთუ არა აღიარებენ აღდგომასა მკვდართასა და მეორედ მოსლვასა ქრისტესა: არცა განახლებასა ხორცთასა, რათა მრავლობით მიეგოს მისაგებელი სულსა და ჴორცთა.
რაჲსათჳს არა მოიხსენებენ წმიდისა მოციქულისა პეტრეს სიტყუათა, რომელსა სიცრუით იქადიან და არა ემორჩილებიან, რომელსა იტყჳს: ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ სასჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა: (II კათოლიკე. პეტრესი 3.7) რაჲსათჳს არა მისწერა უღვთოთა აწვე მიეგებისო და არღარა ალოდინებენ მეორედ მოსლვასა არცა მკუდართა აღდგომასა არცაღა მრავლობით მიგებასა სულთა და ჴორცთაო: არამედ ესრეთ ვითარმედ ცეცხლისა დამარხულნი დღედ სასჯელისა და წარწყმედილისა უღვთოთა კაცთასა.
ესე და სხუანი უმრავლესნი ამათსა წერილ არიან სხუათა წიგნთა შინა ამის პირისა დასამტკიცებელი ვითარცა პირველცა აღგვიწერიეს და სხუაჲცა მრავალი, რომელი სიმრავლისათჳს არა აღვწერეთ, რათა გრწმენესთ ვითარმედ პირველ მეორედ მოსლვისა ვიდრემდის სულნი და ჴორცნი არა შეერთდენ, რომელთა ზოგად იმოქმედეს კეთილი გინა თუ ბოროტი, მუნამდე არა იქმნების სრული მისაგებელი: დაღაცათუ აწვე სულნი ცოდვილთანი განრაჲვიდენ ჴორცთაგან, შევლენ სასჯელთა შინა, ეგრეთვე სულნი მართალთანი სიხარულსა შინა იშუებენ, არამედ კერძოებით და დაკლებულად: რამეთუ ჴორცნი აქავე არიან მათ ყოველთანი და არღა ქმნილ არს აღსასრული, არცა არს ჯერეთ საუკუნო ჯოჯოხეთი: არცა ცეცხლი განმწმედელი, რომელსა იგინი ბოროტად ზრახვენ და არა შეუდგებიან მოძღვრებასა წმიდათა მოციქულთა და ნეტართა მამათასა, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყველებითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი.

ხოლო თქუენ შვილნი კათოლიკე ეკლესიისანი დაფუძნებულნი და აღშენებულნი საფუძველსა მოციქულთა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავსაკიდურთა მისთა არს ქრისტე იესო: ლოდი რჩეული და კლდე ცხოვრებისა: ნუ დაუტეობთ საფუძველსა მას, ნუცა გარდავხდებით საზღუარსა მამათასა, რათა მკვიდრ ვიქმნნეთ ცხოვრებასა საუკუნოსა ქრისტე იესოს მიერ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ პატივი და თაყუანისცემა მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

XX ნათლისღებისათ: თუ ვითარ ჩუენ მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილთა მამათასა სამ გზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა ნათელვიღებთ ელითა მღუდელთათა:ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოვლითურთ წინააღმდგომსა იქმენ: არცა ემბაზსა შინა სამგზის შთაყოფითა: არცა მხოლოდ მღვდელთაგან: არამედ ვითარცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელსცემენ

ნათელმან სოფლისამან ქრისტემან ინება რა ხსნა კაცთა ნათესავისა: გარდამოხდა უხრწნელთა წიაღთაგან დაუსაბამოსა და უხილავისა მამისათა და იქმნა მსგავს ჩუენდა ნიერ ცოდვისა: და იხილვა ვითარცა კაცი ორითა ბუნებითა ღვთაებისა და კაცებისათა: და ჩუენი ყოველივე თავს იდვა უცოდველნი საქმენი რათა ადამ აღიყვანოს პირველსავე პატივსა და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნნეს.
ხოლო პირველი და თავი გამოხსნისა ჩუენისა და ცხოვნებისა სხუა არა რა არს ნიერ ნათლისღებისა და მეორედ შობა წყლისაგან და სულისა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა: რამეთუ ნიერ ამისა არა იქმნების ცხოვნება ჩუენი.
ამისთ მან თავადმან ყოვლად უხრწნელად შობისა და ქუეყანასა ზედა ქცევისა მეოცდაათესა წელსა პირველად ესე მიიღო: და თავს იდვა უცოდველმან მან და ყოველთა ბილწებათაგან თავისუფალმან განბანა წყლითა: და განშიშვლებული შთახდა იორდანესა შინა მდინარესა ელსა ქუეშე იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემელისა: და ნათელიღო: რომელსა დაუსაბამო იგი მამა უხილავად ეწამა: ზეგარდამო და თქუა ესე არს ძე ჩემი სასყვარელი: ხოლო ხმა იგი დაამტკიცა ტრედის სახითა მოსრულმა სულმან წმიდამან: და ჩუენ დაგვიდვა სახე ესევითარი, რათა შიშუელნი შთავხდეთ წყალთა შინა ელთა ქუეშე მღვდელისათა: და სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა აღმოვიშუნეთ: ვითარცა იგი თავადი წყალთა შინა ელსა ქუეშე იოანესთა.
და ვითარცა იგი ორციელად შიშულნი ვიშუნით დედის მუცლითგან, ეგრეთვე მეორდ ვიშუნეთ სულიერად წყლისაგან და სულისა.
ვითარცა იგი თავადი ეტყოდა ნიკოდიმოსს სჯულის მოძღვარსა: ამენ, ამენ გეტყ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა: (იოანე 3.3) ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ელეწიფების კაცსა ბერსა შობად(?) ნუ უკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა სისასა შესლვად მეორედ და შობად(?) მიუგო იესო და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა: შობილი იგი ორცთაგან ორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს: ნუ გიკრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობა: სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და მა მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინა მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე(?) მიუგო იესო და ჰრქუა მას: შენნ ხარ მოძღუარი ისრალისა და ესე არა იცია(?)(იოანე 5.10).
რასათ ეტყ ღმერთი ნიკოდიმოსს: შენ ხარ მოძღუარი ისრალისა და ესე არა უწყია(?) ოდეს ეხილვა ანუ ასმიოდა სჯულსა შინა ნიკოდიმოსს ისრალთა შორის ნათლისღება: ნიერ იოანეს მიერ ნათლისმცემელისა: ხოლო მასაცა არა ელეწიფებოდა სულისა წმიდისა მონიჭება: ვითარცა აჳთვე თავადი იოანე ეტყოდა ჰურიათა ვითარმედ მე ნათელ გცემ თუენ წყლითა: ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა: მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
და მოციქული პავლე მიიწია რა ეფესოდ პოვნა მოწაფენი: და ჰრქუა უკეთუ სული წმიდა მიგიღებიეს და გრწამს: და მათ ჰრქუეს მას არცაღა არს თუ სულიწმიდა გუასმიეს: ჰრქუა მათ პავლე: რათა უკუე ნათელგიღებიეს(?) ხოლო მათ ჰრქუეს მას: იოანეს ნათლისცემითა. ჰრქუა მათ პავლე: იოანე ნათელსცემდა ერსა და ეტყოდა მომავლისა მისთ შემდგომად მისა, რათა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესო ქრისტე. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს: და დასხმითა ელთა პავლესთათა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდა, იტყოდეს ენათა და წინასწარმეტყველებდეს:(საქმე 19.1-6)
ესე ამისთ ვთქუ ვითარმედ ნიერ ამისა ნიკოდიმოსს არა ეხილვა ნათლისღება ისრალთა შორის და ვერცა ლიტონითა წყლითა სინანულად და არა თუ მონიჭებითა სულისა წმიდისათა.
რასათ ეტყვის ქრისტე: შენ ხარ მოძღუარი ისრალისა და ესე არა უწყია(?) არამედ უკეთუმცა ძულითგანვე წინასწარმეტყველთაგან მოსწავებით არა თქმულ იყო და იგავით და სახით და უფროსად ჭეშმარიტებით არა ქმნილ იყო: არცა ღმერთი უბრძანებდა ნიკოდიმოსს: შენ ხარ მოძღუარი ისრალისა და ესე არა უწყია(?) და უკეთუ სხუჱბ რადმე ქმნულ იყო სჯულსა შინა ნათლისღება ვითარცა ლათინნი იქმან მცირედისა წყლისა შეხებითა გინა სხურებითა: და არა შიშულივ წყალთა შინა აღმოშობა ძულთა სჯულსა შინა. არცა ღმერთი უბრძანებდა ესრეთ ჯერარს თქუენდა მეორედ შობა: არცა თავადი ღმერთი შიშული აღმოიშობოდა წყლისაგან: არცა კუალად ეტყოდა ნიკოდიმოსს: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა: ვერ ელეწიფების შესლვად სასუფეველსა ცათასა.
აწ ვიტყოდით ძლითა სულისა წმიდისათა თუ ვითარ ძულსა სჯულსა შინა მოესწავა ანუ ვითარ ასმიოდა ნიკოდიმოსს.
მოსე დიდი იგი წინასწარმეტყველთა შორის რაჟამს განიყვანებდა ისრაელთა ეგვიპტით: და განუპო ზღუა იგი მეწამული და განიყვანნა მას შინა არა სხადი და ჭეშმარიტი ნათლისღებისა სახე იყოა(?) და წყლისაგან აღმოშობისა: ვითარცა განმარტებს მოციქული პავლე და იტყ: არა მნებავს უმეცრება თქუენი ძმანო: რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყუნეს და ყოველნი ზღუასა განდეს: და ყოველთა მოსეს მიერ ნათელიღეს ღრუბლითა მით და ზღთა: და ყოველთა იგივე საზრდელი ჭამეს და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუ: რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა რომელიცა შეუდგა: ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე: ესე არს ცხადი მეორედ შობა წყლითა: რამეთუ ესეოდენნი იგი სიმრავლე ისრალთა ფერითგან ვიდრე თავადმდე და მრავალ წელ უმაღლეს ზეშთა თავისა იყო წყალი იგი და ესრეთ განვლეს მას შინა.
ეგრეთვე დავითის მიერ თქმული გულისმაყავ: ვითარმედ უფალმან წყლით რღუნა დაამკდრნის და დაჯდეს ღმერთი მეუფედ უკუნისამდე.
რა არს ესე წყლით რღუნა რომელი უფალმან დაამკდრა(?) –ესე არს ჭეშმარიტად წმიდა ნათლისღება, რამეთუ ამით წარირღუნების ყოველი ბილწება ცოდვისა და შვილ ღვთისა და თანამკდრ ქრისტესა გუყოფს: და უკუეთუ არა იშუეს კაცი წყლისაგან, ანუ ისხუროს, ანუ ერთკერძო ასოთაგანცა იცხოს, ვითარ იქმნების წყლით რღუნა და ვითარ ერქუმის: უკეთუ უმრავლესი ასოთაგან დაშთეს წყლისაგან მიუახლებელი: არამედ მას ეწოდების წყლით რღუნა. რათა სრულიად შთადეს კაცი წყალთა შინა და აღმოიშუეს დამ ას შინა განიბანოს ბიწი ორცთა და სულისა სახელითა წმიდისა სამებისათა: ამას ეწოდების წყლით რღუნა: და ვითარცა ორცთა ბიწი არა განიბანების და არა განირ[]ცხების უკუეთუ არა დაილტოს წყლითა: ეგრეთვე სულისა გულისმაყა ყავ: დაღაცათუ ნიერ სულისა წმიდისა არა იქმნების. არამედ ყოველივე საიდუმლო ხილულთაგან დამტკიცნების და უხილავთაგან სრულ იქმნების.
ეგრეთვე ელისეს მიერ წინასწარმეტყველისა სიღრმეთაგან წყლისათა რკინისა აღმოღება: ესეცა ნათლისღებისა განცხადებული სახე იყო: რამეთუ წყალთა შინა შთასლვითა და აღმოშობითა ვიქმნებით შვილ ღვთისა. და არა თუ გარეშე სხურებითა და შეხებითა: ეგრეთვე ნემან ასურისა იორდანესა შინა შიშულივ შთასლვა და აღმოსლვა ელისეს სიტყთა და განწმედა კეთროვნებისაგან: ესეცა უმეტესი ნათლისღებისა სახე იყო, რამეთუ შიშულივ შთადა წყალთა შინა და აღმოიშუა: და არა თუ ერთ კერძო იცხო ანუ თუ ისხურა. ესე და ესევითარნი წარეკითხნეს ნიკოდიმოსს და მეცნიერ იყო ამისთჳს ეტყოდა ღმერთი: შენ ხარ მოძღვარი ისრაჱლისა და ესე არა უწყია(?)
ამის ყოვლისა ვითარცა ჭეშმარიტად ზედამიწევნით მეცნიერი: წმიდაჲ იოანე ნათლისმცემელი შიშუჱლთა ნათელსცემდა ჰურიათა იორდანესა შინა და ეტყოდა: რომელმან მომავლინა ნათლისცემად: მან მრქუა მე ესრეთ. და შემდგომი.(იოანე 1.33)
ეგრეთვე წმიდანი მოციქულნი ყოველნივე შიშუელთა ნათელ სცემდენ წყალთა შინა სამ გზის სახელსა ზედა წმიდისა სამებისა. ვითარცა წერილ არს ფილიპესთჳს რაჟამს საჭურისსა მას ნათელსცა: რამეთუ ესრეთ წერილარს : შთაჴდენ ორნივე წყალთა მათ შინა ფილიპე და საჭურისი იგი: (საქმე მოციქულთა 8.38) ეგრეთვე წმიდაჲ მოციქული პეტრე განშიშულებულთა ნათელსცემდა წყალთა შინა ვითარცა წმიდისა კლემენტოზის ცხოვრებასა შინა წერილ არს ვითარმედ მამა დედათა წმიდისა კლემენტოზისასა და სხუათა ურიცხუთა ერთა შიშუჱლთა ნათელსცა მდინარესა შინა.
კუალად წმიდისა პანკრატ მოციქულისა ცხოვრებასა შინა წერილ არს რომელი იყო მოწაფე წმიდისა პეტრესი: და ესეცა ურიცხუთა ერთა შიშუჱლთა ნათელსცემდა მდინარეთა შინა: ხოლო ამის პირისათჳს მრავალი გუაქუს მოსახსენებელი წმიდათა წერილთაგან და ცხოვრებისაგან წმიდათა მოციქულთასა: ვითარმედ ყოველნივე შიშუჱლთა წყალთა შინა ნათელსცემდენ არამედ შეუძლებელ იყო ყოვლისავე თჳთეულად აღწერა: გარნა მცირეთღა ოდენ აღვწერო რათა ცხად იქმნას ჭეშმარიტებაჲ.
კუალად გრიგოლი პართეველმან განმანათლებელმან სომხითისამან: მეფესა თრდატს და ერსა მისსა რიცხჳსა უმრავლესსა: მდინარესა შინა დიდსა შიშუჱლთა ნათელსცა: ვითარცა წერილარს ვრცელად ცხოვრებასა შინა მისსა.
ამისათჳს განეწესა ეკლესიასა შინა წმიდათა მოციქულთა მიერ ემბაზსა შინა ანუ თუ მდინარესა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა ნათლისცემა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთასა: რომელი აღცერა წმიდამან კლემენტოს ბრძანებითა წმიდათა თავთა მოციქულთა, რომელსაცა დაამტკიცებს კრებაჲცა იგი პირველი ნიკიისა სამას ათრვამეტთ მამათა: რომელსა შინა წერილარს ესრეთ: ვითარმედ უკუეთუ ვინმე არა სამგზის შთაყოფითა ნათელ სცესო სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა: იყავნ შეჩუენებულ: ეგრეთვე ყოველნი კრებანი დაამტკიცებენ. ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე: ვითარმედ ძმანო რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იჱსოს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ-ნათელვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, და შემდგომი. (ჰრომაელთა 6.3) რამეთუ თანადაფლვასა ჴმობს წყალთა შინა მოციქული არა თუ სხურებასა ანუ თუ ცხებასა ნუ იყოფინ.
ხოლო წმიდაჲ სილიბისტრო პაპა ჰრომისა დიდსა ემბაზსა შინა ნათელსცემდა მრავალთა: ვითარცა დიდსა კონსტანტინეს მასავე ემბაზსა შინა ნათელ-სცა და ყოველთა მთავართა მისთა და აწცა ვიდრე დღეინდელად დღედმდე იგივე ემბაზი დგას მასვე მოციქულთა ეკლესიასა შინა: და სხუაჲ მეორე უდიდესი ემბაზი მდგომარე არს მასვე ეკლესიასა შინა საკდემელად და პირისდასაყოფელად მათდა, რომელნი გარდაჴდებიან განწესებასა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა.
აწ ვჰკითხოთ მოსავთა პაპისათა თუ რაჲ სიტყუაჲ აქუსთ რომელნი სხურებითა წყლისათა ანუ თუ მცირისა წუეთისა შეხებითა ნათელსცემენ: გინა თუ მღუდელნი ანუ თუ ერის კაცნი: გინა თუ დედანი, რომელნიცა დახუდეს ეგრეტ ნათელსცემენ და ნათლისა წილ დაუტევებენ ბნელსა შინა სრულიად განუნათლებელსა: უკეთუ წმიდანი მოციქულნი და ღმერთშემოსილნი მამანი ესრეთ ნათელსცემდნენ: და წმიდაჲ სილიბისტრო პაპა ჰრომისა მობაძავ მოციქულთა და შჳდნივე მსოფლიონი კრებანი ესრეთ განაწესებენ: რათა ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა ნათელსცემდენ. თვით თავადისა ქრისტეს ჭეშმარიტისა სჯულის მდებელისა მოძღვრებისაებრ: რამეთუ მანცა შიშუელმან შთასრულმან იორდანესა შინა ნათელ-იღო ჴელსა ქუეშე იოანესა, რომელი იყო სამღუდელოსა ტომისაგან, თჳთ მღვდელთმოძღვრისა ზაქარიას ძე და არა სადა წერილ არს არცა სმენილ თუმცა თჳნიერ ამისა რომელი მოვიხსენეთ სხუებრ ვისმე ნათელეღო: რომელსა აწ ჰყოფენ მოსავნი პაპისანი: და ესრეთ ყოველთავე სამეუფოსა სჯულსა დაჰხსნიან და გარდავლენ საზღუარსა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა: და არა გულისჴმაყოფენ ბრძანებასა ღმრთისასა, რომელსა იტყჳს: რომელმან დაჰხსნას ერთი მცირეთა ამათ მცნებათაგანი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა: (მათე 5.19) ესე იგი არს ვითარმედ შეურაცხ იქმნეს და უპატიო და დაისაჯოს მეორედმოსლვასა მას საშინელსა წინაშე საყდართა ქრისტესთა, რამეთუ სასუფევლად მოსლვასა მას თჳსსა უწოდა თარგმანებისაებრ წმიდისა ოქროპირისა.
და უკეთუ მცირეთა მცნებათა დაჴსნისათჳს ესოდენი საშინელი სასჯელი განაწესა მეუფემან, რომელი არს ამისა უდიდესი მცნებაჲ ანუ რომელი არს ამისა უაღრესი და უპირატესი სჯულისდება, რომელი თჳთ თავადმან პირველად ესე აღასრულა რაჟამს გამოუცხადა თავი თჳსი სოფელსა: და საქმით გუასწავა განშიშულებულთა წყალთა შინა ნათლისცემა: და ნიკოდიმოსცა ესრეთვე სჯულ-უდვა და ჰრქუა: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ღვთისა. ამას შინა დაჰხსნიან და გარდაჴდებიან და არა ეშინისთ სასჯელთაგან არცა შეიკდემენ ესეოდენთა უწესობათაგან: და იტყჳან: რომელსაცა ასოსა გუამისასა შეეხების წყალი სრულიად განწმედილი შეიქმნებისო: ამის სიტყჳსა გარეშე საღმრთოსა სიტყუათასა იტყჳან, რამეთუ არავინა ჰყავთ მოწამე ამისი არცა ვისგან სმენილ არს თუმცა ესრეთ ნათელ ეცა ანუმცა იგავით მოესწავებინა რომლისამე, არამედ თვით თაჳთ თჳსით დაჰხსნეს სამეუფო ესე სჯულისდებაჲ: და თჳთ განაწესეს წესო ესე მოძღვრებაჲ: ვითარცა სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი: ჰგონებდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს: და შემდგომი. (ჰრომაელთა 1.22)
ვინათგან მეორედ შობაჲ უბრძანებია ღმერთსა წყლისაგან და სულისა: ესე არს შობაჲ იგი რამეთუ ვითარცა ყრმა იშუების მუცლისაგან დედისა თჳსისა ეგრეტ ჯერ არს ჩუენდა მეორედ შობაჲ წყლისაგან ემბაზსა შინა გინა თუ მდინარეთა შინა და არა ერთ კერძოსა ასოსა დალტობაჲ და სხჳსა განხმობაჲ იქმნების რათამცა ერთი რომელიმე ასო იშუას გინა თუ თაჳ: ანუ სხუაჲ რომელიმე ასო დედის მუცლითაგან: და სხუაჲ იგი გუამი დაშთეს მუცელსა შინა დედისასა: თუმცა ერქუა შობაჲ ანუმცა სრული კაცი იყო იგი, ანუმცა ითქუმოდა ყოვლადვე კაცად: რამეთუ ვერცაღა ყოვლად სიცოცხლედ შემძლებელ არს მოსლვად.
ეგრეთვე არცა ესე იქმნების თუმცა ერთსა ასოსა მიაახლოს წყალი და სხუა იგი დაშთეს ყოვლად განუბანელი და შეირაცხამცა იგი ძედ ნათლისა და შჳლად სასუფევლისა: არცა იქმნების მეორედ შობაჲ.
ესრეთ გარდავლენ ყოველსა წესსა და კანონსა მოციქულთა და მამათასა: არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის: არცა მარტოდ ოდენ მღვდლისა მიერ, არამედ უკეთუ მღვდელი მუნ არა იყოს ერისაგანი: მამაკაცნი უფრისღა დედაკაცნი ყოველნივე ნათელსცემენ თჳნიერ მღუდელისა: რომელი ესე არასადა სმენილ არს: და თუმცა სადავე იშვით [იშვიათ] სმენილ არს ერთგზის ოდესმე და ვჰგონებ თუ არცა ერთგზის სადავე სმენილ არს: რამეთუ იშვიათი [იშვიათი] საქმე არა დაიწესების სჯულად: არამედ სჯულისდებაჲ ქრისტესი და წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა და მობაძავთა მათთა ღვთისმეტყველთა მამათა არს მტკიცე და უცვალებელი: რამეთუ იგი ბრძანებს: ცანი და ქუეყანა წარხდენ ხოლო სიტყუანი ჩემნი არა სადა წარხდენ: ესე ბრძანებაჲ და განწესებაჲ ქრისტესი უნდა დაიჴსნეს, ხოლო ბრძანებაჲ და განწესებაჲ პაპისა ჯერარს რათა მტკიცე იყოს და უცვალებელ: რამეთუ დღითი-დღე სცვალებს წესსა და საზღუარსა მამათასა: და თჳსსა მას სჯულისდებასა გარეშე მოძღვრებისა წმიდათასა უმოძღურის ყოველთა.
რამეთუ მათგან არს ახლადდადებული ესე კანონნი რათა არცა ემბაზსა შინა წყლითა ნათელსცემდენ სამგზის შთასლვითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა და მიერ აღმოშობითა ჴელითა მღუდელთათა: არამედ ვითარცა ვთქუ მცირისა წყლისა შეხებითა და უმღდელოსა კაცისა მიერ გინა დედაკაცისა. ესე არს სჯულისდებაჲ მათი და სხუაჲცა მრავალი უწესობაჲ.

ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment