X-XI თავები. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


X თავი
სიტყუა სამგზის კითხსათვის ღმრთისა მიერ პეტრესა და მერმე დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო
            
კუალად ერთი ესე აქუსთ ცუდი მიზეზი პაპის მოსავთა: სამგზის ჰკითხა რა უფალმან: პეტრე გიყუარ მე? და სამგზის მიუგო პასუხი კითხუასა: მერმე სამგზის ჰრქუა უფალმან დამწყსენ ცხოვარნი  ჩემნიო და აძოვენ კრავნი ჩემნიო. ამისთვის არს მწყემსი ყოველთა ზედა და ყოველთა მთავარიო.
            რა არს ესოდენი გმობა და უპირული სიტყუა, რომლისათ კადნიერ იქმნებიან პეტრეს მიმართ გმობად და შეურაცხებად. ჭეშმარიტად გმობა*(140) არს წმიდისა პეტრესი და არა ქება და ესევითარი დიდება [არა დიდება არს პეტრესი,] არამედ შეურაცხება, რათა სხუათა მოციქულთა უაღრეს და უდიდებულეს იყოს და სხუანი მოციქულნი ვერ ესწორენ პეტრეს და იყუნენ უდარეს და უმრწმეს მისა. ვერცა იოანე ესწოროს მკერდსა სიტყსასა მიყრდნობილი ძედ ქალწულისა და ძმად ქრისტესა წოდებული და სიტყსა ღმრთისა, მამისა სწორად და ღმერთად პირველ საუკუნეთა გამომცხადებელი. არცა იაკობ ყოველთა საიდუმლთა პეტრეს და იოანეს თანაზიარი საღმღთოსა ფერისცუალებასა და სხუათაცა დიდებულთა საქმეთა და მერმე პირველ ყოველთასა სიკუდილისა სასუმელისა მსმელი. არცაღა ანდრია ძმა მისი პირველწოდებული და მერმე პეტრესიცა ქრისტეს მიმართ მომყვანი და დამმოწაფებელი, არცა ფილიპე დაუსაბამოსა და უხილავისა მამისა გამომეძიებელი ქრისტეს*(141) მიმართ მეტყველი: უფალო გვიჩუენე ჩუენ მამა შენი, ხოლო ქრისტემან ჰრქუა: ფილიპე რომელმან მე მიხილა იხილა მამა ჩემი და ვითარმედ მე მამისა თანა და მამა ჩემ თანა: (იოვანე 14.9-10.) არცა თომა ელითა განმხილველი წყლულებათა ქრისტჱსათა და ღმერთად და უფლად აღმსარებელი მისი.
            არცაღა პავლე ჭური იგი რჩეული სამ ცამდე აღწევნილი და გამოუთქმელთა საიდუმლოთა მსმენელი. ესენი ვერცა ერთი ესწოროს და იყუნენ უმრწმეს პეტრესა და იგი იყოს ყოველთა ზედა მთავარ, ვითარ ეგების ესე(?) და ვითარ იყოს, ჭეშმარიტად გმობა არს პეტრესი და არა დიდება, ვითარცა ვთქუ: ვითარცა იგი რომელნი მამასა უფრო აღიარებენ და ძესა და სულსა წმიდასა უდარეს არა არს დიდება მამისა, არამედ სამთავე გმობა და შეურაცხება: ეგრეთვე რომელნი წმიდასა პეტრეს სხუათა მოციქულთა უაღრესად და უდიდებულესად იტყან ათორმეტთავე გმობა არს*(142) და პეტრესიცა შეურაცხება: რათამცა ათორმეტთაგან განათლებულნი კიდენი ყოვლისა სოფლისანი მხოლოდ პეტრეს და მისსა ეკლესიასა მორჩილებდენ და სხვანი მოციქულნი შეურაცხ იქმნენ.
            ოდეს უბრძანა ქრისტემან პეტრეს, დამწყსენ მწყემსნი ჩემნი მოციქულნიო? არამედ ცხოვარნი და კრავნი ჩემნი დამწყსენო, რომელ არნ ესენი წარმართთაგან მოქცეულნიო. დაღაცათუ მოციქულნიცა ქრისტეს ცხოვარნი არიან, არამედ ყოვლისა სოფლისა მწყემსნი არიან.
            რამეთუ  ოდეს წარავლენდა ღმერთი წმიდათა მოციქულთა ქადაგებად პეტრესა და სხუათა ყოველთავე ზოგად უბრძანა: აჰა მე წარგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. (მათე 10.16.) და უკუეთუ სხუანი მოციქულნი ცხოვარნი არიან პეტრეცა მათ თანა ცხოვარი არს, რამეთუ ზოგად ებრძანა ესე და უკეთუ პეტრე მწყემსი არს ყოველთა, სხვანიცა მოციქულნი მწყემსნი*(143) არიან და მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი, რამეთუ ოდეს გამოუჩნდა იესო მთასა გალილჱსასა ზოგად უბრძანა ყოველთა: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და შემდგომნი. არა მარტო პეტრეს, არამედ ზოგად ყოველთა უბრძანა, ვითარცა პეტრეს ეგრეთვე იაკობს და იოვანეს და ანდრიას და სხუათა ყოველთავე და ეგრეთცა იქმნა, რამეთუ უმეტესი კერძი ქუეყანისა სხუათა დამწყსეს და არა მხოლო პეტრე: ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე: რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარება იგი წინადაცუეთილებისა, ვითარცა იგი პეტრეს წინადაცვეთილებისა, რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულობად წინადაცუეთილებისა შემეწია მეცა წარმართთა მიმართ: (გალატელთა 2.7-8.) ამისთ ვიტყ ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტეს ცხოვარნი არიან, არამედ ყოვლისა სოფლისა მწყემსნი არიან და უმეტესობა პეტრესთ არა რა მიუნიჭებია, დაღაცათუ კლდესა და*(144) კლიტეს იქადიან მისთ და შეკრსა და განსნისა ელმწიფებასა, არამედ მცირედ მელოდეთ და ყოველივე გაუწყოთ თავის-თავისსა ადგილსა, თუ ვითარ ზოგად მიანიჭა ყოველთავე რაცა პეტრეს უბრძანა და თუ ვინ არს კლდჱ იგი და ვის ზედა არს აღშენებულ ეკლესია. ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
            უკეთუ სიტყუა იგი, რომელი ჰრქუა პტრეს, ვითარმედ დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო მოციქულების დამწყსისა და ზრუნვისა იყო რათა პეტრეს დაემწყსო იგინი და ეზრუნა. რაჟამს ესე სიტყუა უბრძანა. დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი და აძოვენ კრავნი ჩემნიო? მყის მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი რომელი უყუარდა იესოს მისდევდა რა, რომელი იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა. ესე ვითარცა იხილა პეტრე ჰრქუა იესოს: უფალო, ხოლო ესე რა, რაისათვის ჰრქუა მას იესო უკეთუ მინდეს ყოფა*(145) მაგისი ვიდრემდე მოვიდე, შენდა რა? შენ მე შემომიდეგ
            იხილეთ აწ, რამეთუ რაჟამს იგი ჰკითხა პეტრემ იოანესთ: უფალო ამისთვის რასა ბრძანებო: ხოლო ქრისტემან რა მიუგო? არამედ ესე: ვითარმედ უკეთუ მინდეს მაგისი ყოფა ვიდრე მოვიდე შენდა რა: ესე იგი არს: შენ რას კითხულობო მაგისასა, ანუ სხვისასა, შენ შენთვის იზრუნე და შენ შემომიდეგ: თუ მინდეს ყოფა მაგისი ვიდრე მოსვლად ჩემდამდე ეგოსო.

            უკეთუ ერთისა მოწაფისათ ერთისა სიტყსა პასუხი არა რა უბრძანა სხვათა მოციქულთა თაობასა და ზედამდგომელობასა და გამგეობასა ვითარღა მისცემდა ანუ თუ უფლებასა და ელმწიფებასა, ნუ იყოფინ, არამედ ძმანი არიან და თანასწორნი წმიდანი მოციქულნი სიტყსაებრ ქრისტესა: თქუენ ყოველნი, ძმანი ხართ და შემდგომი.*(146)


XI თავი
სიტყჳს მისთვის, რაჟამს ჰკითხა მოწაფეთა: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად, ხოლო პეტრე მიუგო შენ ხარ ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა

რაჟამს იგი ჰკითხა უფალმან: თქუენ რა სთქუათ ჩემთვის. ვინ ვარ მე. ესე სიტყვა ყოველთა ზოგადად ჰკითხა ათორმეტთავე: არამედ მხოლოდ პეტრე პირ ექმნა ყოველთა და ყოველთა მიერ თქუა: შენ ხარ ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა, მიუგო იესო და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარ იონა, რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან: (მათე 16.16-17). რამეთუ ვინათგან პირ ექმნა ყოველთავე პეტრე და ძედ ღმრთისად აღიარა ქრისტე: ქრისტემანცა ზოგად ყოველთა მისცა ნეტარება ესე: არა თუ მარტო პეტრე აღიარებდა ძედ ღმრთისად და სხვანი მოციქულნი უარყოფდეს ნუ იყოფინ ესე, არამედ ზოგად ყოველნი აღიარებდეს ქრისტესა ძედ ღმრთისად და არა თუ*(147) მარტო ესე ნეტარება მისცა, არამედ რავდენნიცა ნეტარებანი და აღთქუმანი არიან ყოველთა ზოგად უბრძანა და რად ვიტყვი სანატრელთა და ყოვლისა ნეტარებისა ღირსთა წმიდათა მოციქულთა, რომელთა თვალითა იხილეს და ხელითა მსახურეს. თუმცა ესენი ნეტარ ექმნეს, არამედ ყოველნი მორწმუნენი მისნი, რომელნი ძედ ღმრთისად აღიარებენ და მცნებათა მისთა იმარხვენ, იგინიცა ნეტარ არიან: ვითარცა იგი თომას ეტყოდა ღმერთი რაჟამს იგი ხელთა და ფერხთა და გუერდისა წყლულებანი უჩუენა და მან ღმერთად და უფლად აღიარა: არამედ რასა ეტყვის ღმერთი, რამეთუ მიხილე და გრწამ, ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე (იოვანე 20.26-30).
უკეთუ თომას მიერ ხილვითა და ღმერთად და უფლად აღსარებითა ყოველთა, რომელთა არა ეხილვა ვიდრე აღსასრულადმდე ნეტარება მისცა, რა საკვირველ იყო თუმცა*(148) სთა მოწაფეთა ზოგად ჰკითხა. და ყოველთა მიერ პეტრე მიუგო, რათა ყოველთათვის ზოგად მიეცა ნეტარება, არამედ არა არს ესე სათქუმელ არცა დასარწმუნებელ, თუმცა მხოლოდ პეტრე ერთითა მით სიტყთა ნეტარ ექმნა და ზოგად სიმრავლჱ იგი მოწაფეთა ნეტარებისაგან ცალიერ ექმნა, ნუ იყოფინ ესე, არამედ ვითარცა ვთქუ რაოდენნი ჰრქუნა პეტრეს, ზოგად ყოველთა ჰრქუა, ვითარცა წერილ არს სახარებასა შინა. რაოდენსაცა ითხოვდა: ესრეთ იტყოდა მამისა მიმართ: არა ამათთვის ოლო გკითხავ, არამედ ყოველთათ, რომელთა ჰრწმენეს სიტყუითა მათითა ჩემდა მომართ და რათა იგინიცა ერთ იყვნენ ვითარცა შენ მამაო ჩემდამო და მე შენდამო: და კუალად წერილ არს წმინდასა სახარებასა შინა, რაოდენსაცა უბრძანებდის თვის თვისად, მერმე ზოგად ყოველთა ეტყოდა: ამას რა გეტყ თქუენ, ყოველთა ზოგად გეტყ. ჩანს, რამეთუ არა*(149) მარტო პეტრესთვის არს ნეტარება ესე, არამედ ზოგად ყოველთათ მოციქულთა და არა თუ მხოლოდ მოციქულთა, არამედ რომელთა მათითა ქადაგებითა ირწმუნეს ძედ ღმრთისად იესო ქრისტე და მცნებათა და ბრძანებათა მისთა იმარხვენ, იგინიცა ნეტარ არიან.
მოდით ღმრთისმოყუარენო და გულსმოდგინედ გამოვიძიოთ და ვსცნათ თუ რა მისცა უმეტესი მოციქულსა პეტრეს ანუ ვითარ სხუანი მოციქულნი დააკლო მის აღთქუმისა და ნეტარებისაგან, რათა არა ჩუენცა მათებრ(ვე) შეგვემთხვიოს და მოციქულთა შორის აღვძრათ მტერობა და შური და ერთი მეორისა ზედა უფალ და ხელმწიფე ვყოთ.
რა მისცა პეტრეს უმეტესი სხუათა მოციქულთა(?) პირველად გამოირჩინა რა ქრისტემან, ყოველნი ზოგად გამოირჩივნა და შეიწყნარა, ჰრქუა რა: მოდით და შემომიდეგით და გყუნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ესე*(150) სიტყუა ზოგად უბრძანა ყოველთა, ხოლო რამეთუ წარავლინნა რა ქადაგებად ათორმეტნივე ზოგად წარავლინნა და უბრძანა რა იგი. უბრძანა ვითარცა წერილ არს: ესე ათორმეტნი წარავლინნა იესო: ეგრეთვე უბრძანა რა თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი და თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. ზოგად ყოველთა უბრძანა. კვალად ჰრქუა რა აღთქუმა იგი საკრველი და ბუნებისა უაღრესი: რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა ზედა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. (მათე 19.28) არა მარტოდ ერთი და ორი, არამედ ათორმეტნივე ზოგად. არა უმცირეს უაღრესთა საყდართა, არამედ სწორად ათორმეტნივე ათორმეტთა საყდართა ზედა და კუალად თუ სადამე თვის თვისად უბრძანის*(151) მერმე ჰრქვის: ამას რა გეტყ თქუენ, ყოველთა ზოგად გეტყვი.
კუალად რაჟამს ძმად უწოდა და მეგობრად ყოველთავე სწორად უბრძანა ვითარცა წერილ არს: თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ. არღარა გეტყ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმან ღმერთი [უფალი] მისი, ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისაგან, გარქუ თქუენ. (იოანე 15.14-15.) და კუალად იტყ: ვითარცა მომავლინე მე სოფლად მამაო, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად და მათთ წმინდა ვყოფ თავსა ჩემსა, რათა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით. არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყთა მათითა ჩემდა მომართ; რათა ყოველნი ერთ იყვნენ ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე*(152) შენდამი, რათა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ. და კუალად რათა იყვნენ ერთ ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. და კვალად მამაო რომელნი ესე მომცენ  მე მემნებავს რათა სადაცა მე ვიყო იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რათა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა: (იოანე 17.17-24) ესე და უმრავლესი ამისა რავდენი იგი წერილ არს წმინდასა სახარებასა შინა აღთქუმანი და ნეტარებანი, რომელნი აღუთქუნა ქრისტემან ზოგად ყოველთა მოციქულთა და არა მარტოდ პეტრეს, ხოლოდ ჩუენ თოეულად, არა აღვწერეთ უმეტესისა განვრცელებისათ და რომელნი გულისხმისყოფით იკითხვიდენ ყოველნივე ცხადად ეუწყოს, თუ ვითარ სწორებით მისცა ელმწიფება შეკრვისა და განსნისა. პირველად პეტრეს უბრძანა ესე და მერმე ზოგად ყოველთავე უბრძანა.
ამენ გეტყ თქუენ, რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ*(153) იყოს იგი ცათა შინა და რაოდენნი განხსნათ ქუეყანასა ზედა ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. და კვალად ზოგად უბრძანა წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი: და მერმე სულისა წმიდისა მადლი და ნიჭი ზოგად მისცა და სწორად განუყო და რა საკვირველ არს ზოგად ყოვლისავე აღთქმისა და ნეტარებისა მიცემა, ვინათგან განსჯასა მას საშინელსა, ათორმეტთა საყდართა უბრძანა დასხდომა. მაშა ამიერ გეუწყოს ვითარმედ არა რა მეტი მიუცია სხუათა მოციქულთა ზედა პეტრესთ და უკეთუ მას ცალკე უბრძანა შეკრსა და განსნისა ელმწიფება და სხუასა რაოდენსაცა იგინი იქადიან პეტრესთ, არცცა ერთი არს სხუა მოციქულთაგანი, რომელსაცა თუეულად სხუა და სხუაჲ მადლი*(154) არა მისცა უფალმან. იხილე იოვანე, თუ ვითარ საყვარელი იყო ქრისტესი: ვითარ სხუათაგან შეუკადრებელსა და მიუახლებელსა საქმესა ამან ხელ ყო მიახლებად და მკერდსა ღმრთის სიტყვისასა მიეყრდნა და ისწავლნა საიდუმლონი დაფარულნი. მერმე ძედ დედისა სისა უწოდა უფალმან და მშობელი სი მას შეჰვედრა, თუმცაღა პეტრე მოციქულმან ძედ ღმრთისა() აღიარა ქრისტე, ამან ძედ ღმრთისად და თანასწორად მამისა და პირველ საუკუნეთა მამისა თანა ღმერთად აღიარა და სულისა წმიდისა ღმრთაება და მამისაგან გამოსლვა ამან გამოგვიცხადა და აღგვიწერა და სხუა რაოდენნი ღმრთისმეტყუელებანი წერილ არიან. იხილე კუალად იაკობ ძმა იოვანესი, ვითარ იგიცა საყუარელი იყო ქრისტესი, ვითარ ყოველსავე დაფარულსა საიდუმლოსა პეტრეს თანა და*(155) იოანესა, ამასცა გამოუცხადებდა ღმერთი, ვითარ იგი მთასაცა ზედა თაბორსა დიდებულსა ფერიცვალებასა ესმა უსმენელი ხმა მამისა და იხილა უხილავი ღმრთაება ძისა და სხუა მრავალი დაფარული საიდუმლო გამოეცხადა ორცითა ამით განხრწნადითა: და მერმე პირველ ყოველთასა ამან შესვა სასუმელი იგი სიკუდილისა ქრისტჱსთ ჰეროდეს მიერ.
იხილე ანდრიასიცა სიყვარული ქრისტეს მიმართ, ვითარ პირველ ყოველთასა ესე დაემოწაფა ერთისა სიტყსა სმენითა, რაჟამს იოვანე ნათლისმცემელი იტყოდა: აჰა ტარიგი ღმრთისა რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი. მყის შეუდგა ქრისტესა და მერმე ძმა თვისი პეტრე ამან მოჰგუარა ქრისტესა და ესე იქმნა მიზეზ მისისა მის მოწაფობისა, ვითარცა სახარება იოვანესი გუაუწყებს. და უკანასკნელ*(156) ესეცა მსგავსად მხსნელისა ჯვარს ეცვა.
იხილე ფილიპესიცა იგი სრული საზომი, თუ ვითარი კადნიერება აქუნდა ქრისტეს მიმართ და სიყვარული, რომელიესე ვერვინ იკადრა სხუამან მოციქულთაგანმან კითხვად, ხოლო ესე კადნიერ იქმნა და ჰკითხეს: უფალო გვიჩუენე ჩუენ მამაშენი. მიუგო უფალმან: ფილიპე, რომელმან მე მიხილა იხილა მამა ჩემი და არა უწყია, რამეთუ მე მამისა თანა და მამა ჩემ თანა?(იოანე 14.8-9) და უკანასკნელ ესეცა მსგავსად მხსნელისა ჯუარითა დაისაჯა.
ხოლო მათესი გესმისთ დღითი-დღედ, თუ ვითარ ღირს იქმნა აღწერად სახარებისა და ყოველსავე განგებულებასა ქრისტესსა, ბუნებასა და ქუეყანასა ზედა ქცევასა და მერმე საშინელსა მეორედ მოსვლასა აღგვიწერს და ყოველსა დაფარულსა საიდუმლოსა გამოგვიცხადებს, ეგრეთვე მარკოზ და ლუკა დაღაცათუ*(157) არა არიან თავთა მათ ათორმეტთაგანი, არამედ იგინიცა არა თუ დაკლებულ საზომსა მათსა.
ხოლო თომასი რაღა ვთქუა, რამეთუ ყოველთა უწყით ვითარი სრული სიყვარული და ღირსი ყოვლისა ქებისა კადნიერებაჲ აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ოდეს ლაზარეს სნეულება ეუწყა ქრისტესა, ენება წარსლვად ჰურიასტანედ, რამეთუ მაშინ წიაღ იორდანესა იქცეოდა გალილეისასა. მაშინ მოწაფენი ყოველნი შეორგულდეს შიშისათვის ჰურიათასა და ეტყოდეს ქრისტესა: უფალო აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად და კუალად მუნვე მიხვალა(?) მაშინ თომა კადნიერ იქმნა და უშიშ უფრო ყოველთა მათ მოწაფეთასა და ეტყოდა მოციქულთა: მოგუალედ მივიდეთ რაÁთა მოვწყდეთ ჩუენცა მის თანა. ესე არს თომასი იგი უშიშება და სხუათა მოციქულთა ზედა უმხნესი და უაღრესი სიყვარული*(158) ქრისტესი. მერმე ყოვლად მკუდრეთით აღდგომისა კეთილი ურწმუნოება ხელით განხილვა წყლულებათა ქრისტეს()თა და საღმრთოსა გუერდისა და ღმერთად და უფლად აღიარება მისი. და მერმე უკანასკნელ ესეცა ღირს იქმნა ლახვრისა მიერ მოწყვლითა სიკვდილისა. ეგრეთვე პავლესი რაღა ითქუმის, რომელი ყოველთა უკანასკნელ გამორჩეულ იქმნა და ყოველთა წინა წარუსწრო საღმრთოითა ურვალებისა სიყვარულითა და უფრო ყოველთასა დაშურა, ვითარცა თვით აღწერს. იერუსალემით ვიდრე ილორიკ*დმდე ქადაგა სახარება ქრისტესი და უზეშთაესსაცა მადლსა და უმეტესსა გამოცხადებასა ესე ღირს იქმნა, ხოლო ესრეთ რა განვრცელდა თხრობა მოციქულთა, (და) უმეტესი დაუტევე რათა არა საწყინო თქუენდა იყოს, ხოლო ესეცა ამისთვის აღვწერე*(159) რათა არა უკნინეს და უდარეს ჰგონებდეთ ერთსა ერთისა მიმართ და ერთისა ამაღლებითა სხუანი ყოველნი დაამდაბლოთ ანუ ერთისა უზეშთაესისა პატივითა ათორმეტნივე უპატიო ჰქმნეთ და მერმე იგინიცა შეურაცხ იქმნეს, რამეთუ ერთისა უმეტესი დიდება, სახ ყოვლისა უდიდებულობა არს, ხოლო ჩუენ საზომისაებრ და ნიჭისა ქრისტესისა ზოგად ყოველთავე ვადიდებთ და განმაძლიერებელსა მათასა და ღმერთად და უფლად მათ მიერ ქადაგებულსა ქრისტესა უფროსად აღვამაღლებთ თანა მამით და სულითურთ.
ხოლო უკუეთუ გნებავსთ საღმრთოთა წერილთაგანცა ძუელისა სჯულისათა მოვიღოთ უმტკიცესი წამება, რათა უცხადესად გეუწყნენ თანასწორება და ერთობა მათი და არა სილაღე და დიდობა ურთიერთასი*(160) მათ შორის.
იტყვის წინასწარმეტყველი დავით: ყოველსა ქუეყანასა განდა მა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი: ესე ზოგად ყოველთათსვე თქუა და არა სადა გამოაჩინა უმცირეს უდიდესობა მათ შორის და კუალად იტყ:
მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინენ იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.
ანუ აქა სადაღა ჩანს უდარეს უაღრესობა, არამედ ყოველნი სწორად მამათა წილ თქუნა, რომელ არიან ათორმეტნი მამათმთავარნი და მათ წილ მთავრად დადგინებად მოასწავა ყოველსა ქუეყანასა ზედა წმიდანი მოციქულნი, რათა ათორმეტთა მამათმთავართა შვილნი ესენი არიან, რამეთუ ყოველნი სწორად თქუნა და არა თუ ერთი სხუათა ზედა მთავრად.
კუალად იტყ იგივე: განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა: ამას მათ ზედა იტყ,*(161) ოდეს ქრისტემან მეუფემან ხუთნი ათასნი მამაკაცნი ხუთითა პურითა განაძღნა და ნეშტი იგი დაუტევეს ყრმათა მათთა, რომელ არს ნამუსრევი მათგან დანეშტებული ათორმეტი გოდორი და აღიკიდეს ათორმეტთავე მოციქულთა, რომელ არიან ყრმანი მათნი, რამეთუ შვილნი ჰურიათანი არიან წმიდანი მოციქულნი და არა ვინ დაშთა ათორმეტთა მათგანი, რომელმანცა არა იტვირთა სავსე გოდორი: არცა პეტრე და ანდრია, არცა იაკობ და იოვანე, ეგრეთვე მთავრად დადგინებაცა ყოვლისა სოფლისა ზოგად განიყვეს და არასადა მოესწავა წინასწარმეტყუელთაგან, თუმცა ანუ მთავრობა ერთმან სხუათა ზედა მეტი მიიღო. ანუ ნამუსრევითა გოდორი ერთმან ნაკლები იტვირთა.
ეგრეთვე მოსეს მიერ მოასწავნეს ათორმეტთა მათ მოციქულთათვის და სხუათა*(162) მათ სამეოცდაათთათვის, რაჟამს იგი წარმოიყუანნა ზღვით მეწამულით ძენი იერუსალიმისანი და მოიყვანა იერუსალემად და მუნ იყო ათორმეტი წყარო წყლისა და სამეოცდაათი ხე დანაკის კუდისა, რომელნი იყუნეს ჭეშმარიტნი სახენი წმიდათა მოციქულთანი და არა სადა ითქუა მათ შორის უდიდეს უმცირესობა.
ეგრეთვე ელიას მიერ მოესწავა, რაჟამს იგი დარღუეული საკურთხეველი განკურნა ათორმეტთა ლოდთა მიერ შესაწირავად მსხვერპლისა. ესეცა ჭეშმარიტი მოსწავება იყო ათორმეტთა მოციქულთა და არცა აქა ჩანს ლოდნი იგი ერთი რომელიმე მეტ ყოფილი მეორესა ზედა. კუალად მოსეს მიერი იგი ათორმეტი წყარო ერთისა კლდისაგან გამოსრული, რამეთუ კლდე იგი იყო ქრისტე, ვითარცა სთარგმნის*(163) მოციქული პავლე, ხოლო ათორმეტნი იგი წყარონი მისგან გამოსრულნი წმიდანი მოციქულნი იყვნეს და არასადა წერილ არს თუმცა ერთი წყარო მეორესა ზედა უდიდესი იყო, არამედ ათორმეტნივე სწორად გამოეცნეს კლდისა მისგან. ეგრეთვე ქრისტესაგან ათორმეტნი მოციქულნი.
ეგრეთვე ახალსა ამას აღთქუმასა შინა ხილვა იგი იოვანე ღმრთისმეტყუელისა მოიხსენე, რაჟამს იხილა ზეცისა იგი იერუსალიმი და ზღუდეთა მისთათ იტყვის: და ზღუდესა მის ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი: (გამოცხადება იოვანესი 21.14) და არცა აქა იპოების უდიდეს უმცირესობა, არცა უაღრეს უდარესობა, რათა საფუძველნი*(164) იგი ერთი მეორესა არა მეტობდა, რომელთა სახელნი ეწერა ათორმეტთა მოციქულთანი, არამედ სწორ იყვნეს საზომითა.
კუალად წერილ არს მის მიერვე: და მდინარისა მის ამიერ და წიაღსავალ ძელი ცხორებისა, ნაყოფის გამომღებელი ათორმეტთა ნაყოფთა, ყოველთა თუეთა მომცემელი თვისისა მის ნაყოფისა და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა. (იოვანეს გამოცხადება 22.2-3). ესეცა იხილე თუ სადა სჩანს დიდებულება ერთიმეორესა ზედა, რამეთუ სწორის ნაყოფის მომცემი იყო ხე იგი ცხორებისა ათორმეტთა თუეთა შინა თითოსა ნაყოფისა, რამეთუ ესენი ყოველნი ჭეშმარიტნი და ცხადნი მოსწავებანი ათორმეტთა მოციქულთანი არიან და ყოველთა სწორებასა და ერთობასა ესე ყოველნი გამოაჩინებენ.*(165)
და კუალად იხილე ცხადიცა ესე და ხილული მზ ვითარ ვალს ()ის ათორმეტთა ეტლთა ზედა, რათა წელიწადსა შინა თეულსა თუეთა შინა თითოსა ეტლსა ზედა აღვალს და ეგრეთ მოვლის სიმრგულესა ცისასა. ეგრეთვე საცნაური იგი მზ უხილავთა მათთ გულისხმაყავ და უკეთუ გამოეძიებდე მრავალი ესევითარი სახეეპოოს საღმრთოთა წერილთა შინა წმიდათა ათორმეტთა მოციქულთათვის, ვითარმედ სწორ არიან და ერთ პატივნი და არა არს ერთი მეორესა ზედა მთავარ და არცა მისცემიეს ქრისტეს მიერ ელმწიფება ერთი ერთისა ზედა და მთავრობა, არამედ ძმობა და ერთობა, ვითარცა იტყ, ვითარმედ: თქუენ ყოველნი ძმანი ხართ: და კუალად*(166) იტყ ვითარმედ, რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო ჩემდამო და მე შენდამო და სხუა ყოველი, რაცა იგი წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა მათისა ერთობისათ, ეგრეთ გვრწმენეს და ვადიდებთ განმაძლიერებელსა მათსა, მეუფესა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა თანა მამით და სულით წმიდითურთ.

No comments:

Post a Comment