უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შსჯულისათა,
გარნა სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა (გალატელთა, 2,16).
დღევანდელი სამოციქულო, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იპყრობს თვის შორის დიდსა და ფრიად საჭიროსა ყოველსა ქრისტიანესათვის სწავლასა. იგი აგვიხსნის ჩვენ, რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე. გარნა ვინც კარგა ვერ გაიგებს დღევანდელი სამოციქულოისა აზრსა, მას გულში გაუჩნდება ბევრი ეჭვი და შეიძლება ჩავარდეს შეცდომაში. ამისათვის ჩვენ წინაპირველად უნდა წავიკითხოთ იგი და შევიტყოთ მისი პირდაპირი აზრი, და მერმე მივაქციოთ ყურადღება რას გვასწავლის წმინდა მოციქული პავლე კაცის განმართლებაზე.
უწყით, რამეთუ არა განმართლდება კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა. კაცი ვერ განმართლდებაო სჯულის საქმეთაგანო, ანუ სჯულის აღსრულებითა, არამედ იესო ქრისტეს სარწმუნოებითა. რომელ სჯულზე იტყვის აქ წმიდა მოციქული პავლე? არა ახალის აღთქმისა, არამედ ძველი აღთქმის სჯულზე. ძველ აღთქმაში ღმერთმა მისცა ებრაელთა წინა-დაცვეთილება, სხვადასხვა პირუტყვების შეწირვა მსხვერპლად, სისხლის სხურება, შაბათობა, კარვობა და სხვანი ამის მსგავსნი. ურიებს დიდი სასოება ჰქონდათ ამ წესებზედ და სჯულზე; იგინი ფიქრობდენ, რომ კაცის ცოდვა აღიხოცება, კაცი განმართლდება მხოლოდ მათი საშუალებით. გარნა წმინდა მოციქული პავლე ეტყვის მათ, რომ ზემოხსენებული წესები და მცნებები ვერ გაამართლებენ კაცს ღვთის წინაშე. მაშ, რისთვის მისცა ღმერთმა ებრაელთა ისეთი სჯული და მცნებაები, რომელიც მათ ვერ გაამართლებდა? იქნება ისრედ იფიქროს ვინმემ თავის გულში. ამაზედ მოკლედ გიპასუხებ: ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინა-მოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი სჯული, გაუქმდა. მან დაკარგა თვისი ძალა. ძველი სჯულის წესებს მხოლოდ მით ჰქონდათ მადლი და ძალი განმართლებისა, რომ ისინი მოასწავებდენ, უჩვენებდენ ქრისტე იესოს ჯვარცმასა, და მისი საღმრთო სისხლით ჩვენსა განმართლებასა.
უკეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩვენცა ცოდვილ. თუ ძველის სჯულის საქმეებით ვეძებთ განმართლებასა, ანუ ისე იფიქრებთ, რომ კაცს შაბათი, წინადაცვეთილება,
ვერძის, კრავის და ძროხების სისხლი გაამართლებს, მაშ იესო ქრისტეს მოსვლა ქვეყანაზე არაფერი ყოფილა, და ვინც ახლა იესო ქრისტესაგან ეძიებს განმართლებასა, ის აქამომდე ცოდვაში არის.
უკეთუ რომელი იგი დავარღვიე და კვალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო (18 მუხლი). რაც იესო ქრისტემ დაარღვია, მეც მასთანავე უარვყოფო, ესე იგი ძველი სჯულის საქმეები, რომელნიც იესო ქრისტემ გააუქმა თვისი ჯვარცმით და აღდგომით, თუ ხელახლა დავიწყეთ მისი აშენება, ანუ აღსრულება, იესო ქრისტეს ახალი აღთქმის სჯულისა შეურაცხ-მყოფელი და დამარღვეველი ვიქნებით.
რამეთუ მე შჯულისათვის შჯულითა მოვკედ, რათა ღმთისა ვცხონდე. ქრისტეს თანა ჯვარცმულ ვარ (19 მუხლი). ძველი სჯულისათვის მე მკვდარი ვარო. თვით იმ ძველმა სჯულმა მომკლაო. როგორ? სჯული როგორ მოკლავს კაცს? - იკითხავს ვინმე, თავის გულში. ამაზედაც მოკლედ გიპასუხებ: სჯულს შეუძლია კიდეც აცხონოს და კიდეც მოჰკლას კაცი. ვინც აასრულებს მრთელს სჯულს უნაკლულოდ, იმას სჯული აცხონებს; ვინც არ აასრულებს - იმას დაჰსჯის სიკვდილით. მაგრამ ვის შეუძლია ასრულება მთელის სჯულისა, ესე იგი ვის შეუძლია უცოდველი იყოს? მაშასადამე თვით ის ძველი სჯული ჰსჯიდა, ჰკლავდა ებრაელთა და არ აცხონებდა, ვინაიდან ვერც ერთი მათგანი ვერ ასრულებდა მას. უფალი იესო ქრისტე მოვიდა, თვისი მადლი და, მოღვაწეობა მოგვცა, ჩვენ მაგიერად დაისაჯა და მოკვდა, ახლა ჩვენ მისი მადლით და სარწმუნოებით ვცხონდებით, რადგანაც ჩვენ მასთანავე ჯვარს უნდა ვეცვათ.
ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე ... სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა (20 მუხლი). მე ცხოველ ვარო არა ჩემით, არამედ იესო ქრისტე არის ჩემ შორის ცხოველიო; მისი სარწმუნოებით ვსცხოვრობო, მისი მადლი მოქმედებს ჩემს შორისო.
ეს არის მახლობელი ასო ასოით, აზრი დღევანდელისა სამოციქულოისა. ახლა გადავიდეთ იმ უმთავრეს კითხვაზე ესე იგი რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? გარნა წინაპირველად მოკლედ განვსაზღვროთ, რაი არს განმართლება? განმართლება არის ის, როდესაც კაცს არ დაეთვლება, ანუ არ შეერაცხება თვისი ცოდვა, ვითარცა თანა-შობილი, ანუ გადმოსული მას ზედა ადამისაგან, აგრეთვე საკუთრად მისგან აღსრულებული, მაშასადამე, როდესაც ის შეიქმნა უბრალო ღვთის წინაშე, და არღა ქვემდებარე არც ერთისა პასუხისგებისა, ერთი სიტყვით, როდესაც სცხონდება. ახლა რით შეიქმნება კაცი ამის ღირსი? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებლად? საკმაო არის, თუ არა, მარტო სარწმუნოება და სასოება გასამართლებლად კაცისა, ანუ სხვანიცა უნდა ჰქმნას თავის მხრით გასამართლებლად კეთილი საქმენი? ბოლოს, შეუძლია კაცს რამე ნამდვილი, ჭეშმარიტი, კეთილი საქმმე ჰქმნას ქვეყანაზედა განსამართლებლად თვისდა? ყოველნი ესე კითხვანი დიდ ცილობას აღადგენენ შორის სხვა და სხვა ქრისტიანობის აღმსარებელთა. არიან ისეთნი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არც კი შეუძლია კეთილი ჰქმნას თვისდა განსამართლებლად, და რომ კაცს გაამართლებს ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება. სხვანი ქრისტიანენი, მაგალითებრ, რომელთა ჩვენ ვუწოდებთ ფრანგთა, ანუ კათოლიკებს, თითქმის ამცირებენ სარწმუნოებასა განსამართლებელად ჩვენდა და იტყვიან, რომ კაცს შეუძლია და კიდეც უნდა აღასრულოს საქმენი სჯულისანი, ესე იგი კეთილნი, განსამართლებელად
ღვთისა წინაშე, და თუ ვისმე არ შეუძლია, კიდეც უნდა ისესხოს, ანუ მიიღოს ეკლესიისაგან მადლი და მით განმართლება მოიპოვოს.
ახლა კვალადვე მივიქცეთ დღეს წაკითხულის სამოციქულოსადმი და ვკითხოთ წმიდა მოციქულს პავლეს, რით განმართლდა კაცი? წმინდა მოციქული პავლე დღეს წაკითხულს სამოციქულოში, პირველის შეხედულობით თითქმის იმ აზრს ამტკიცებს, რომ კაცი განმართლდება მარტო სარწმუნოებით. უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან ჰსჯულითა, არამედ სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა. პავლე მოციქული ახსენებს დღევანდელს სამოციქულოში, რომ კაცმან უნდა ჰქმნას კეთილი საქმენი, ანუ საქმენი სჯულისანი თვისდა განსამართლებელად,
არამედ პირდაპირ იტყვის - კაცი განმართლდება მხოლოდ სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა. გარნა რანაირ სარწმუნოებაზე იტყვის აქ წმიდა მოციქული პავლე? ის სარწმუნოება, რომელზედაც ამბობს წმიდა მოციქული პავლე დღეს წაკითხულ სამოციქულოში, არ არის ერთი მხოლოდ უქმი ჭკუის მოსაზრება, ფიქრი, უბრალო გრძნობა კაცის გულისა, არამედ სარწმუნოება, რომელიც გადაიქცა კაცის სიცოცხლედ, რომელსაც კაცი არა თუ მარტო ჰგრძნობს, ანუ ფიქრობს გონებით, არამედ რომლითაც იგი მოძრაობს, სცხოვრებს. მე ქრისტიანი ჯვარცმულ-ვარო, იტყვის წმინდა მოციქული პავლე, ცხოველ არღარა მე ვარო, არამედ იესო ქრისტე ცხოვრობსო ჩემ შორის, იესო ქრისტესით ვსუნთქავ, იგი მოძრაობს, იგი მოქმედობს ჩემ შორის. ჰო, ამისთანა სარწმუნოება დიაღ გაამართლებს და აცხონებს კაცს, ამისათვის, რომელ, როგორც უწინ ვსთქვით, ამისთანა სარწმუნოება არის ცხოველი და განმაცხოველებელი
კაცისა, ეს არის სარწმუნოება მოძრავი, საქმიანი, შემოსილი კეთილთა საქმეთაგან, მოკლედ, იგი არის თვით ცხოვრება კაცისა. ამისთვის წმიდა ჩვენი მართლ-მადიდებელი ეკკლესია, დაფუძვნებული ზემო-მოყვანილსა სწავლასა ზედა პავლე მოციქულისასა და სხვათა მოციქულთა და წმიდათა, ღმერთ-შემოსილთა მამათა, გვასწავლის ჩვენ, ძეთა თვისთა, რომ კაცის განმართლებისათვის საჭირო არის ვითარცა სარწმუნოება იესო ქრისტესი, აგრეთვე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილი საქმენი სარწმუნოებისამებრ. ამასთანავე იგი აგვიხსნის ჩვენ, რომ ყოველი საქმე კაცისა - დიდი და მცირე - მხოლოდ მაშინ იქმნება ნამდვილად კეთილი და გამამართლებელი კაცისა, როდესაც იგი არის ნაყოფი, ანუ წარმომდინარეობს ცხოველი სარწმუნოებისაგან ქრისტე იესოსა. სასოებისა და სიყვარულისაგან, როდესაც თვით იესო ქრისტე სცხოვრებს და მოქმედებს კაცის გულში.
აბა, თუ გსურს, ძმაო ჩემო, განმართლება, ცხონება, და ვინ იქნება იმისთანა კაცი, რომ არ ჰსურდეს იგი! - შეიყვარე იესო ქრისტე, როგორც მოციქულმან პავლემ, რომელი იტყვის, ცხოველ არღა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ესე იგი პავლემ თვისი საკუთარი ცხოვრება, თვისი ნება-სურვილი უარ-ჰყო და ქრისტეს ნება-სურვილს დაემორჩილა.
საღმრთო სჯული მოითხოვს ჩვენგან ყოველთა კეთილთა საქმეთა, მრავალსა მოთმინებასა, მოწყალებასა, ლოცვასა, მარხვასა და სხვათა, გარნა ყოველნი ესენი უნდა ავასრულოთ ქრისტე იესოს სიყვარულით და სარწმუნოებით, არა ურიათაებრ, რომელნი მხოლოდ გარეგნობით, ფორმით ასრულებენ თვისსა სჯულიერსა და თავის ნებას არ იშლიან, შაბათს იმარხავენ, უძრავად არიან და ორშაბათს კი გამოვლენ და ყოველს სიცრუეს, მოტყუებას, სიხარბეს, შურს, მტერობას ასრულებენ, და ცოდვათაც არ მიაჩნიათ. ურიამ რომ ურია მოატყუოს, ცოდვად მიაჩნია, და ქრისტიანე თუ მოატყუა მადლად. არა ესრედ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ ქრისტიანენი! ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნეობა ჩვენი - საქმით შემოსილი, და საქმენი ყოველნი და თვით სიტყვანი, გრძნობანი, შინაგანნი ყოველნი სულის მოძრაობანი სარწმუნოებით შემოსილნი იმყოფებოდენ. ამინ.
No comments:
Post a Comment