ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. IV ნაწილი.


ლა (40). მითხრობდა ჩუენ ეს[]ვე ამბა ბასილი ამის ბერისათჳს,
   ამბა კოზმანისა, ვითარემდ: მოვედ ოდესმე მისა, იყო რაჲ
   იგი ფარაჲსა მონასტერსა, ლოვცისა მოღებად მისგან. და მან
   მრქუა მე: შვილო ჩემო, დღესა შინა ერთსა ვჯედ რაჲ სენაკსა
შინა ჩემსა და ვიკითხევდ წმიდასა სახარებასა, მივემთხჳე მე
   სიტყუასა მას, რომელი ჰრქუა უფალამნ მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ:
   რომელსა არა აქუს მახჳლი, განყიდენ სამოსელი თჳსი
   და მოიგენ თავისა თჳსისა მახჳლი. და მათ ჰრქუეს: არიან ჩუენ
   თანა  ორ დანაკ. და მან ჰრქუა მათ: კმა არს თქუენდა. და
   გულს ვეტყოდე მე ამისთჳს, ვითარმედ რაჲმე არს სიტყუაჲ ესე?
   და ვერ გულისხმა-ვყავ და დავადგერ ურვასა შინა მისთჳს. მაშინ
   მომიჴდა მე გულსა ჩემსა, რაჲთა წარვიდე მე იორდანედ
   კოშკებისა მონასტერსა მამისა თეოფილჱსსა, რაჲთა მას ვჰკითხო
   სიტყუაჲ ესე.

      და გამოვედ მე შოვა სამხრის ოდენ, ჟამსა სიცხისასა, სენაკით
   ჩემით და წარვემართე იორდანედ. და ვითარცა მივიწიე მე
   უდაბნოსა მას, მახლობელად კალამონისა მონასტრსა, ვიხილე, და
   აჰა ესერა ვეშაპი იდი და ფრიად საშინელი ჩამოვიდა მთისა
   მისგან, რომელ არს დასავალით კალამონსა, და მოიწია ჩემდა. და
   ვითარ თანა წარვჰვიდოდე, ვიწყე მე მწუხარებით შეწევნად ლოცვასა
   ბერისასა, რაჲთა განმარინოს მე საშინელისა მისგან ვეშაპისა
   და ვითარ თანა-წარმვიდოდა, აღზჳრთნებოდა იგი კამარედად
   ხოლო მე განვლე ერთსა კამარასა ქუეშე მისსა ღულარჭნილობისა
   მისისასა და მშჳდობით განვერი []ნებელად დავიცევ ლოცვითა
   მის ბერისაჲთა. და ვითარცა მივიწიე მისა, წარმოუთხარ მას
   ესე ყოველი ყოფილი. ხოლო მან მრქუა მე ესრეთ, რამეთუ მტერსა
   ენება დაშრეტად სიმჴურვალჱ სარწმუნოვებისა შენისაჲ და
   მისთჳს გეჩუენა შენ ვესაპი იგი საშინელი. ხოლო ორთა მათ დანაკთა
   მოგებაჲ მახჳლისაჲ ესე არს მტკიცჱ და მართალი სარწმუნოვებაჲ
   და საქმჱ სათნოვებათაჲ, და რომლისა თანა ესე ორნი საქმენი
   იყუნენ, იგი სრულ არს. და ესე კმა არს მისა ცხორებად

  ლბ (40). მისრულ ვიყავ მე ანბა კოზმანისა ფარაჲსა მონასტერსა
   და დავყავ მის თანა ათი წელი. და ოდეს ზრახავნ იგი
   სულისა ცხორებისათჳს, და შემოვარდის სიტყუაჲ წმიდისა იოვანე
   ოქროპირისაჲ, თქჳს ბერმენოდეს გესმეს სიტყუაჲ წმიდისა
   იოვანე ოქროპირისაჲ და არა გაქუნდეს შენ ქარტაჲ, რომელსამცა
    დასწერე, დაიწერე იგი სამოსელსაშენსა და უნდოდ ნუ განუტევებ
   მას, რამეღუ ესევითარი სიყუარული აქუნდა მას მოძღუართა
   მიმართ ეკლესიისათაჲსა.

  ლგ (43). თესალონიკეს იყო ვინმე ებისკოპოსი, სახელით თელანიოს,
   რომელსა ღმრთისა არა ეშინოდა და არცა ჰრწმენა
   აღდგომაჲ მკუდართაჲ და შეურაცხ-ეყო პატიოსნებაჲ მღდელთ-მოძღ[]რობისაჲ,
   და ნაცვალად მწყემსობისა იყო იგი მგელ. მან უვარ-ყო
   სარწმუნოვებაჲ სამებისაჲ, წმიდაჲ, და ჰმონა მან ეშმაკთა და უგო
   კერპთა. მაშინ ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ
   და მწყემსთა ეკლესიისათა, რომელნი იყვნეს ჟამთა მათ ესევითარსა
   შინა განრყუნილებასა, განკუეთეს იგი და განჴადეს ეკლესიით
   მსგავსად ბრძანებისა მის ეკლესიისა კანონისა. და ვითარ წარჴდეს
   დღენი მცირედნი, კუალად ენება სავსესა მას ყოვლითა ცოდნითა
   და უშჯულოვებითა, რაჲთამცა დაიპყრა საყდარი იგი თჳსი
   მღდელთ-მოძღ[]რობით დიდძალითა ოქროჲთა და ვერცხლითა, რომელი
   აქუნდა მას, ვითარცა წერილ არს სოლომონ ბრძენსა, ვითარმედ:
   ყოველივე ოქროჲთა განემარჯჳს. და ესე ესვიდა ოქროსა
   თჳსსა და უნდა კუალად დაპყრობად საყდარი ქალაქისა თჳსისაჲ,
   რამეთუ კოსტანტინეს შინა იყო იგი.

      ხოლო ღმერთმან არა განწირა ეკლესიაჲ თჳსი. და დღესა
   ერთსა შეიმკო იგი შუენიერად, და აღიღო ოქროჲ დიდძალი და
   შეიკრიბნა თჳსნი შემწენი და გამოვიდა, რაჲთა შევიდეს იგი წინაშე
   მეფეთა და მიუპყრას ოქროჲ იგი და მით დაიპყრას კუალად
   მღდელთ-მოძღურობაჲ იგ თჳსი. და ვითარცა შეიმკო იგი და
   გამოვიდა საყოფლით თჳსით და ერი მისი მის თანა, მყისსა შინა
   შეელმო მას მუცელი და შევიდა იგი გარეგანსავალთა და დაჯდა
   იგი მუნ შინა. და დაყოვნდა იგი ვითარ  ორ ჟამ ოდენ. და
   []მწენი იგი მისნი დგეს და ელოდეს გამოსლვასა
   მისსა. დავითარ დაყოვნდა, შევიდაერთი მაღგანი, რაჲთა გამოუწოდოს
   მას და რაჲთა იხილოს მიზეზი იგი დაყოვნებისა მისისაჲ.
   და ვითარცა შევიდა იგი, იხილა, რამეთუ თავი მისი სთაეყო ჴურელსა
   მას გარეგანსავალისსა და ფერჴნი მისნი იყუნეს ზედაჲთ
   კერძო და ნაწლევნი მისნი ყოველნი გამოსრულ იყუნეს და ზე
   ეკიდნეს, ვიდრე თავადმდე მისა. და ვითარცა იხილა მან ხილვაჲ
    იგი საშინელი, შემოუწოდა მოყუასთა თჳსთა და პოვეს იგი, რამეთუ
   მომკუდარ იყო ბოროტითა სიკუდილითა, ჴორცითა სულისა თანა
   საუკუნოდ. და რომელთა ესმა და იხილეს, ჰმადლობდეს იგინი
   ღმერთსა.

ლდ (44). მითხრობდა ჩუენ ერთი ვინმე ბერთაგანი, ვიყვენით
   რაჲ ჩუენ თებაიდას, ვითარმედ: ბერი ერთი მკჳდრ იყო გარეშე
   დიდსა ქალაქსა ანტინუსა. ამას დაეყო სენაკსა შინა თჳსსა გამოუვალად
   სამეოცდაათი წელი. დაესხნეს მას ათნი მოწაფენი სათნოვებითა
   შემკულნი, თჳნიერ ხოლო ერთი მათგანი დიდად უდები
   იყო სულისა თჳსისაჳს. და დღითი-დღედ ასწავებნ მას ბერი
   და ეტყჳნ: იზრუნე, ძმაო, სულისა სენისათჳს, რამეთუ მოსიკუდიდ
   ხარ. ხოლო იგი ყოლადვე ურჩ იყო სიტუიათა ბერისათა და არა
   შეიწყნარებდა. და შემდგომად მცირედთა დღეთა მოკუდა ძმაჲ
   იგი და შეწუხნა ბერი ფრიად მისთჳს, რამეთუ უდბად წა[]ვიდა. და
   იწყო ლოცვად ღმრთისა მიმართ და იტყოდა: უფალო ღმერთო
   ჩემო, იესუ ქრისტე, მიჩუენე მე ადგილი იგი ძმისაჲ მის, სადა
   მიიწია იგი. და იხილა მდინარჱ ცეცხლისაჲ და ურიცხუნი
   სულნი შთაყრილნი მას შინა, და ძმაჲცა იგი იხილა და[]თქმული
   ცეცხლსა მას შინა ვიდრე ყელადმდე მისა.

      მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, ამისთჳს გეტყოდე
   მე შენ დღითი-დღედ, რაჲთა იზრუნო სულისა შენისთჳს.

      მაშინ მიუგო ძმამან მან  ბერსა და ჰრქუა: ვჰმადლობ
   ღმერთსა, მამაო, რამეთუ თავსა ჩემსა აქუს მცირდ განსუენებაჲ და
   ნუგეშინის-ცემაჲ. უწყის ლოცვამან შენმან, რამეთუ ფერჴნი ჩემნი
   დგანან თავსა ზედა ებისკოპოსისა.

 ლე (46). მივიწიენით ოდესმე ამბა კჳრიაკოზ ხუცისა კალამონელისა
   იორდანედ. და ესე მითხრობდა ჩუენ და თქუა:
   ღამესა ერთსა ვიხილე მე აქა დედაკაცი ფრიად შუენიერი,
   მოსილი სამოსლითა პორფირითა, ბრქყინვალჱ, და ორნი კაცნი მის
   თანა, იგიცა ბრწყინვალედ, შუენიერად შემკობილნი და მდგომარენი
   გარეშე კარსა სენაკისა ჩემისასა. და გულისხმა-ვყავ, ვითარმედ
   დედაკაცი იგი წმიდაჲ ღმრთის მშობელი არს და ორნი იგი კაცნი _
   ერთი იოვანე ნათლის-მხცემელი არს და ერთი _ იოვანე მახარობელი.
   მაშინ გამოვედ სენაკით ჩემით და ვევედრებოდე წმიდასა ღმრთის
    მშობელსა და ვარქუ: შემოვედ საყოფელსა მონისა შენისასა და
   ყავ ლოცვაჲ მას შინა. მან არა ინება შემოსლოვად. და ვითარ
   ფრიად ვევედრებოდე და ვაიძულებდ, რაჲთამცა შემოვიდა სენაკად
   ჩემდა, და არა კუალად-ვიქეც მე სირცხჳლეული, მაშინ მომიგო
   მე რისხვით და მრქუა: სენაკსა შენსა შინა არს მტერი ჩემი
   და ვითარ შემოვიდე მე მას შინა? და ვითარცა ესე მრქუა,
   წა[]ვიდა ჩემგან. ხოლო მე ვითარცა განმეღჳძა ძილისაგან, შემიპყრა
   მე მწუხარებამან მიუთხრობელმან და გულის ზრახვად
   ვდეგ, ნუუკუე სადამე გმობაყ გლსა მომიპდა მე წმიდისა მისთჳს
   და ვერარაჲ შევაცან ცოდვაჲ თავსა ჩემსა, და სხუაჲ არავინ იყო
   სენაკსა შინა ჩემსა თჳნიერ ჩემსა. მასინ მრავლისა მისგან მწუხარებისა
   აღვიხუენ წიგნნი და ვიწყე კითხვად მათ შინა, რაჲთა ნუგეშინის-მეცეს
   მე მცირედ. ხოლო წუგნსა მას შინა იყუნეს თქუმულნი
   ევსუქი ხუცისა იერუსალჱმელისანი და მეთხოვნეს მე ერთისაგან 
   ძმათაგანისა, რაჲთა ვიკითხვიდე მათ შინა. და ვითარცა
   წარვიკითხენ თქუმულნი იგი, ვპოვენ უკუანა კერძო მატსა ორნი
   თავნი თქუმლნი ნისტორის უღმრთოჲსანი და გუისხმა-ვყავ, ვითარმედ
   იგი არს მტერი დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისაჲ,
   და მუნთქუესვე წარვიხუენ იგინი და მივართუენ უფალსა
   მათსა.

      და ვარქუ მას: მიიხუენ წიგნნი შენნი, ძმაო, რამეთუ სარგებელისა
   წილ უფროჲს-ღა ვივნე მა[გა]თგან.

      ხოლო იგი მაიძულებდა მე, რაჲთამცა ვაუწყე მას მიზეზი
   იგი ვნებისა ჩემისაჲ. და მე ვაუწყე მას ყოველი იგი ყოფილი
   და საკითხავსა მათთჳს ნისტორის უღმრთოჲსათა.

      ხოლო იგი მუნთქუესვე აღივსო საღმრთოჲთა შურითა და
   მოიღო დანაკი და აღმოჰკუეთნა საკითხავნი იგი წინაშე ჩემსა და
   ცეცხლსა შთაყარნა იგინი, და თქუა: არა უტეო სენაკსა შინა ჩემსა
   მტერი დედოფლისა ჩემისა წმიდისა ღმრთის მშობელისაჲ.
 ლვ (48). მითხრობდა ჩუენ ანასტასი ხუცესი წმიდასა აღდგომისაჲ,
   ვითარმედ: მოვიდაოდესმე აქა დედაკაცი წარჩინებულთაგანი,
   ცოლი გერმანა ერისთავისაჲ, და კჳრიაკესა რამესა უნდა
   მას ლოცვაჲ საფლავსა შინა მჴსნელისა ჩუენისსა. და ვითარცა
   შევიდოდა იგიკარსა საკურტხველისასა, შეემთხჳა მას წმიდაჲ
    დედოფალი ღმრთის მშობელი და მის თანა მრავალნი დედანი
   დიდებულნი.

      და ჰრქუა დედაკაცსა მას: ვიდრე უკუე ხუალ შენ აქა? რამეთუ
   არა ჩუენგანი ხარ და ვერცაღა ძალ-გიც შენ აქა შემოსლვად
   ჩუენ თანა.

      რამეთუ იყო იგი შჯულითა სევეროს უთაოჲსაჲთაჲ.

      და იგი ევედრებოდა მას ლმობიერად, რაჲთა აცადოს შეს[]ვად
   და ლოცვად წმიდასა საგლავსა.

      მიუგო და ჰრქუა წმიდამან ღმრთის მშობელმან: გრწმენინ
   ჩემი, დედაკაცო, ვითარმდ ცერ შემძლებელ ხარ შენ შემოსლვად
   აქა, უკუეთუ არა ეზიარო ჩუენ ტანა.

      მაშინ გულისხმა-ყო დედაკაცმან  მან, ვითარმედ ამისთჳს არა
   უფლა შესლვად, რავდენ არს იგი მწვალებელი. და მუნთქუესვე
   შეაჩუენა წვალებაჲ თჳსი. დაუბრძანა და ოჰგუარეს მას სადიაკონოჲთ
   პორცი და ისსხლი ქრისტჱსი. და ვიტარცა ეზიარა იგი,
   ესრჱთ დაუბრკილებელად შევიდა და თაყუანის-სცა განმაცხოველებელსა
   საფლავსა მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ

   ქრისტჱსსა

No comments:

Post a Comment