უჩვეულო სასწაული, გამოუთქმელი ძალი და საშინელი საიდუმლოა მღვდლობის საიდუმლო! იგი სულიერი, წმიდა, მაღალღირსი და უყვედრელია. გარნა ზეცით ქრისტემან მოანიჭა ესე მდაბალთა. გმოძ¬ღვრავთ და გვედრით ცრემლითა და სულ¬თქმითა, რაითა მოვხედოთ ამა საუნჯეს მღვდლობისას, რომელ დამმარხველია სიწმიდისა და ღირსებისა. და კუალად ნათელია იგი და საჭურველი უბადლო, სვეტი ურყევი და გალავანი ურღვევი. იგივ საძირკველია მტკიცე, მიწითგან ზეცად აღმავალი; და რაჲსა ვიტყვი, ძმანო? უზეშთაესა ცასა-ცათასა აღვალს იგი და შორის უხორცოთა მათ ანგელოზთა თანა მკვიდრობს და შორის ძალთა ზეცისათა სამღვდელონი თვით მეუფისა და შემოქმედისა თანა ზრახვენ და მოიღებენ მხნეობას. გარნა არა დავცხრები, ძმანო ქებად მის ხარისხისა, რომელ მოანიჭა სამებამ ადამის ძეთა. მით იხსნა ქმნული ყოველი და განანათლა; მოძღვართ მეოხებითა აღივსო წმიდათა და ღვთივსათნო კაცთაგან მთანი და ბორცვნი და ტყენი და უფსკრულნი. ხოლო ვიტყვი ამას მონაზონთათვის, ვითარ თქუა ესაია დიდებითმეტყველმან: „ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა“ (ესაია 42. 11,
12).
მოძღვართ აღგავეს ქვეყნითგან უსჯულოება, მოძღვართ დამკვიდრეს სოფლად ქალწულება; შეიკრა ეშმა დაცემული; და განიწმიდენ მრუშნი, და განსპეტაკდენ მეძავნი და წინამძღვარად ჭეშმარიტებისად გამოჩნდნენ უგუნურნი; ხოლო უსჯულონი სათნო-იქმნეს და ღვთისმოსავ; მღვდელთაგან უქმ-იქნა სიკვდილის მპყრობელობა და ჯოჯოხეთმან დაჰკარგა ძალი; მღვდელთაგან დაირღვა კრულება ადამისა და განმზადნა სასუფეველი ცათაი, და ამაღლდა ბუნება კაცობრივი უხორცოთ ხარისხში. და რაი კუალადა ვთქვა, ანუ ვითარ ვადიდო ნიჭი ესე, რამეთუ უმეტეს სიტყვათა და გონებათა არს ხარისხი მღვდლობისა. და ვზრახავ, ვითარმედ ამასვე გულისხმაგვყოფს პავლე მოციქულიცა, ოდესცა გვეტყვის განცვიფრებული: „ოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომაელთა 11, 33). და კუალად, მოძღვარი ვედრებათა ჩვენთა ღმრთისად აღავლენს და მეოხია წინაშე უფლისა მონათა მისთა.
მოძღვართ აღგავეს ქვეყნითგან უსჯულოება, მოძღვართ დამკვიდრეს სოფლად ქალწულება; შეიკრა ეშმა დაცემული; და განიწმიდენ მრუშნი, და განსპეტაკდენ მეძავნი და წინამძღვარად ჭეშმარიტებისად გამოჩნდნენ უგუნურნი; ხოლო უსჯულონი სათნო-იქმნეს და ღვთისმოსავ; მღვდელთაგან უქმ-იქნა სიკვდილის მპყრობელობა და ჯოჯოხეთმან დაჰკარგა ძალი; მღვდელთაგან დაირღვა კრულება ადამისა და განმზადნა სასუფეველი ცათაი, და ამაღლდა ბუნება კაცობრივი უხორცოთ ხარისხში. და რაი კუალადა ვთქვა, ანუ ვითარ ვადიდო ნიჭი ესე, რამეთუ უმეტეს სიტყვათა და გონებათა არს ხარისხი მღვდლობისა. და ვზრახავ, ვითარმედ ამასვე გულისხმაგვყოფს პავლე მოციქულიცა, ოდესცა გვეტყვის განცვიფრებული: „ოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომაელთა 11, 33). და კუალად, მოძღვარი ვედრებათა ჩვენთა ღმრთისად აღავლენს და მეოხია წინაშე უფლისა მონათა მისთა.
გულისხმა-ვყოთ, ძმანო საიდუმლო და საშინელი ესე სიტყვანი; რამეთუ თვინიერ მაღალ-ღირსთა მათ სამღდელოთა, მოკვდავთ შენდობა არ ექნებათ. აწ ვმოწმეთ ჩვენ მღვდლობის საიდუმლოსათვის, ვითარმედ: რტო ვაზისა, მარცვალი პურისა დ მღვდლობა ერთბამად ერთარსს მიდრკების. გარნა ვაზი და ხორბალი მონანი არიან, ხოლო მღვდელობა თავისუფალი. და ოდესცა ესე ყოველნი შეერთვიან, მაშინ ყოველი კრძალვით შესწირავს უმჯობესს ყოველთა საუნჯეთასა ძალთა ნაყოფთა თვისთასა; ვაზი სისხლსა მოიღებს, ხორბალი პურსა, ხოლო მღვდელნი შეუვრდებიან მხნედ მეუფეს და აღავლენენ ლოცვას ზეცადა და ავედრებენ ღმერთსა მონათა და ცრემლთა, სულთქმათა და სინანულთა მათთასა. და ამა ძღვენთა მხურვალედ შესწირავენ მეუფეს თვისსა, ხოლო გამოსთხოვენ კეთილმოწყალესა უფალსა მოტევებასა, წყალობასა და მოწყალებასა, რაითა გარდამოვიდეს სული ნუგეშინისმცემელი და აკურთხოს წინადაგებული ძღვენი; ხოლო მეყვსეულად შეიწირვის უკვდავებითა აღსრულებულის საშინელის საიდუმლოთი ძღვენი იგი, რამეთუ წარდგომილი მოძღვარი ყოველთათვის აღავლენს ლოცვასა. მაშინ შეუდგებიან სულნი და საშინელის საიდუმლოთი ბიწთაგან გაიწმინდებიან, მოხედეთ, ღვთისმოყვარენო, რამეთუ ვაზსა და ხორბალს ქვეყნად არა აქვთ ქმედება, ვინემ ნება ზეციური არ გარდამოვა განცხადებული, და მოხედე ვითარ კეთილად განწმედს მღვდელობის ხარისხი სულიერს მწიკვლთა. კურთხეულ არს მაცხოვარი, რომელმან მოსცა სოფელსა ყოვლადწმიდა და განმწმედელი ესე ძღვენი, მადლითა თვისთა მღვდელთა გამაბრწყინებელი, რაითა ნათობდნენ ისინი სოფლად მსგავსად ლამპართა! ნათესავნი უწინარესნი ჩვენნი, რქითა ზეთისათა განიწმიდებოდენ, ხოლო ჩვენ კურთხეულისა უხმართა მონათა არცა რქა მოვიღეთ და არცა ზეთი გრძნობისა, არამედ გარდამოხდა ზეცით თავად უზენაესი და შესაძრწუნებელი ბეჭთსაშუალი და ხელდასხმითა მოგვანიჭა სული თვისი, ვითარცა ცეცხლი გარდამავალი მოციქულთა ზედა. ოი, ძალი გამოუთქმელი, წმიდა მღვდელთა ხელდასხმით ჩვენში დასადგურების კეთილმნებებელი! ჰე, რაგვარ მაღალი, უცნაური და საოცარია მღვდლობის ხარისხი! და ნეტარ არს ვინც წმიდადა და უყვედრელად ჰგიეს მასში. მოხედეთ პეტრეს, რომელ იწოდა კლდედ და რომელი ზღვის პირს სათხეველითა ითხევდა, და რომლისათვის სწამა მწყემსმან დიდებულმან: „და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი“ (მათე, 16,18). ხოლო მოციქულმან მან, ვითარცა ღირსმან, მღვდლობით მოიღო სასუფევლისა კლიტენი. და მსგავსადვე პავლეც, რომელ იყო მდევნელ, მღვდლობის ხარისხში ამაღლებულმა ფრთაშესხმულივით მოვლო სამყარო და ჰქადაგებდა მკვდრეთით აღდგომას.
და აწვე მოვხედოთ მართალს აბელსაცა, რომელ მღვდელ იყო ქმნულთ დასაბამსა, და ვისწაოთ მისგან. ოდეს პირველ მღვდელმოქმედებდა იგი წინაშე ღმრთისა, გარნა არა გარდამოხდა ზეცით ცეცხლი და შესჭამა მსხვერპლი მისი? ხოლო ვითარცა იტყვის წერილი: ჟამსა მას ოდეს აბელ შეწირვიდა ნაწილთა: „მოხედნა ღმერთმან აბელს და მსხუერპლთა მისთა“ (დაბ. 4,4); ხოლო კაენის მსხვერპლზე არ ინება მოხედვად. ხოლო ნოემაც, ოდეს კიდობნით გამოიხსნა, მთასა ზედა არარატისასა „შესწირა მსხუერპლი ღმრთისა საკურთხეველსა მას ზედა. და იყნოსა უფალმან სულად სულნელად“ (დაბად. 8. 20,
21); ხოლო ამისთვისა დადო მის თანა აღთქმა მხსნელმან: „არღარა მოსწყდეს ყოველი ხორციელი წყლით რღუნითა, და არღარა იყოს მერმე წყლით რღუნაჲ განრყუნად ყოვლისა ქუეყანისა“ (11). და აკურთხა უფალმა ნოე და შთამომავალნი მისნი: „აღორძინდით და განმრავლდით“ (9,11).
აწ უკვე იხილე სასწაულქმედება მღვდელობისა, და განიცადე პირველშობილთა პირველი მღვდელი აბელი, თუ ვითარ გარდამოიყვანე ზეცითგან ქვეყნად ცეცხლი თვის უყვედრელთა ნაყოფთაგან; და კუალადცა გესმა ნოესათვის, მეორედ ქმნულთა მღვდელისა წმიდისათვის, თუ ვითარ აღუთქვა მას ღმერთმა; და აბრაამიცა ღირს იქმნა მის მადლისა და ღმრთისად იზრახა საყვარელი ისააკისა შეწირვა და მღვდელმოქმედება. ხოლო განმზადნა ყოვლითურთ შესაწველად ნაწლევნი თვისთა ხორცთაგან და აქა გამოუცხადა ღმერთმა აბრაამს დიდებული სასწაული შობა ქრისტესი და კუალად ძალი კურთხევისა, რომლითაცა აკურთხა იგი: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი“. (დაბ. 22, 18). ღვთაებრივი მოსეც ღირს იქმნა მის მადლისა, რომელ სინას მთაზე ღმრთისად ამაღლდა და მოიღო სჯული, რომლითაცა განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. და მადლი მღვდლობისა მოიღო აარონმაც, რომელ მეოხ იყო წინაშე ღმრთისა კაცთა ცოდვათათვის, ხოლო: „მოსე და აარონ მღუდელთა შორის მისთა, და სამუილ მათთანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა, ხადოდეს უფალსა, და მას ესმა მათი“ (ფს. 98, 6). და ფინეზმაცა ყოვლადპატიოსანსა მას ხარისხში სიკვდილი დააბრკოლა თავის ერში. გარნა ილია, ოდეს ხარისხი მღვდელობისა შეიმოსა, ღმერთმა უსმინა და გარდამოხდა ცეცხლი (3 მეფ. 18, 36).
მაშ, გულისხმავყოთ, ძმანო, რომ განუზომელია ღირსება მღვდელობისა. დიდება სახიერსა ერთარსსა, რომელიც ახლისა აღთქმითა თვისითა აუწყებს მოწაფეთა თვისთა, რაითა სამაგალითოდ იგინიც ხელთა დაასხმიდენ ღირსეულთ! ამისთვის პატივს ვაგებდეთ და სათნო-ვუყოფდეთ ყოველთა, რომელთა აქვნდეთ ხარისხი პატიოსნისა მღვდლობისა; და მტკიცედა გვწამდეს, ვითარმედ თუ ვისმე უყვარს მეგობარი უფლისა, უმეტესადა შეიყვარებს მასცა უფალი. ამისთვის შევიყვარნოთ ღმრთისა მოძღვარნი, რომელ სახიერისა მეუფისა მეგობარნი არიან, ხოლო შუამდგომელნი ჩვენი და ყოვლისა სოფლისა. პატივი აგე მოძღვართა და აღასრულე მცნება ქრისტესი, რომლითაცა იტყვის: „რომელმან შეიწყნარის წინას¬წარმეტყველი სახელად წინსწარმეტყველისა, სასყიდელი წინას¬წარმეტყველისაი მოიღოს“ (მათე 10,44). დაღათუ არა უწყოდეთ, ღირს არს, ანუ უღირს ვინმე მის წოდებისა, მაშინ ნუ მოიძაგებ მას ქრისტეს მცნებებისათვის; გარნა ვითარცა ოქროს ბრწყინვალსა ვერას დააკლებს მწვირი, ანუ უწმიდურნი რამ ნივთნი ვერასა ვნებენ მარგალიტთა, მსგავსადვე ვერცა მღვდელობა შეიგინების კაცთაგან, თუნდაც, რომ უღირსთაგანმა ვინმე მოიღოს ხარისხი ესე. დაღათუ ვინმე ღირსებით შეიმოსავს ხარისხსა ამას ცხოვრებასა დაიმკვიდრებს იგი და განიმზადებს გვირგვინს უხრწნელსა; ხოლო უღირსებითა და კადნიერებით მღვდლობის ხარისხის მომღებელი, უკუნეთს განიმზადებს და მსჯავრს უწყალოს.
სხვათ მაგალითთაცა გეტყვი, კაცო, რათა ქედმაღლობითა შენითა, ვერღა ძალგედვას უღირსად მღვდლობის ხარისხის მოღება.
და რამეთუ წმიდა არს ღმერთი და არა სათნო-იყვნეს ქედმაღლობითა ხელდასხმის მომღებელნი. გახსოვდეს, რაჲ შეემთხვიათ მათ უბადრუკთა, რომელ წინააღუდგნენ ოდესმე მოსეს და აარონს და უგუნურებითა, ურცხვებითა და თვითნებობითა იზრახეს ღმრთისათვის საკმევლის შეწირვა. გარნა შეწვნა ისინი ცეცხლმა ზეცისამ, რამეთუ კადნიერებით შებედეს და მიითვისეს აღმატებული მათდა ხარისხი. მსგავსადვე ეყო წინასწარმეტყველსა ღმრთისასა მარიამს, რამეთუ მცირე რამ სიტყვითა ყვედრა მოსეს მღვდელობა, და შეირისხა უზენაესისაგან და კეთრმა დაფარა და შვიდი დღე განაძეს ბანაკით. ხოლო აწცა სიწმიდით ეგნეთ, ძმანო ცხოვრებად და ბაძევდით მოსეს, აარონსა და ელიაზარს. იხილე, ვითარ ღვთისმოსავთა მათ მღვდლობის ხარისხში შური-მიუგეს ლაშქარს უღვთოთა მტრისათა. ხოლო მოსემ, ვითარცა მღვდელმან, განიპყრნა ხელნი ღმრთისა მიმართ და შერისხნა ამალეკ უკურნებელითა წყლულითა; გარნა მღვდლობითა წელმორტყმულმა აბრაამმა სივლტოლა უყო მეფეთა და მელქისედეკმა, შეიმოსა რა ხარისხი მღვდლობისა, უზენაესის კურთხევით აკურთხა გამორჩეული აბრაჰამ.
დაღათუ მოშურნე ხარ, ძმაო, მღვდლობის ხარისხისა მაშინ დამშვერი სათნო-ყოფად მეუფისა, იღვაწე სიმართლითა, ღვთაებრივის სიბრძნითა და ქალწულების სპეტაკებითა; მგზნებარე თანამოსაგარედ გამოჩნდი, მსგავსად უბიწოს იოსებისა; უცხოთმოწყალე ვითარ აბრაამ, ღატაკთმოყვარე ვითარ იობი, აღვსილ სიყვარულითა მსგავსად დავითისა; მშვიდ იყავ, ვითარცა მოსე; და გზადაბნეულს გზად მოაქცევდე, ხოლო მკელობელთ განამკიცებდე; ხელთა უპყრობდე დაცემულთა და მფარველ ეყავ უძლურთ ყოველგან, გარნა სხვათ მსგავსთაც მრავლად იქმოდე.
ხოლო მე, ძმანო საყვარელნო, ძრწოლა მიპყრობს, ოდეს ვხედავ, ვითარი ზნე აქვთ კადნიერი ზოგთ უგუნურთა, რომელნი ურცხვად და განუსჯელად ეძიებენ მღვდელობას, და მოიღებენ მას ხარისხს, გარეშე ქრისტეს მადლით წოდებისა, გარნა არა უწყიან მათ უბადრუკთა, რომე ცეცხლსა და სიკვდილსა შეიკრებენ უბადრუკნი. და რამეთუ არაოდენ მასზედა ვიტყვი, კაცო, რომე წინდაუხედავად არა მოიღებდე მღვდელობისა, არამედ რაითა არცა შეეხო რომელთამე ჭურჭელთაგანთა ყოვლადწმინდისა მსახურებისასა. წაგიკითხავსა რაჲ შეემთხვია ოსეს, ოდეს შეეხო სახატეს ღვთისას, მუდამ გახსოვდეს მაშინ, საყვარელო ძმაო, ესაია წინასწარმეტყველის პირით უწყებული „ვისზედა განვისვენო? მხოლოდ მშვიდსა და მდუმარეზე, და რომელნი ძრწოდნენ სიტყვათა ჩემთაგან“ (ესაია 66, 2). გულისხმაყავ და გახსოვდეს სიტყვა ესე, რაითა შეიძინო საუნჯე ზრახვაჲ მშვიდი და რაჲთა შეიძლო გონებით ამაღლება ზეციერსა მას ქალაქსა იერუსალიმსა, და რაითა შესწირო მსხვერპლი დასაბამსა ყოველთასა უფალსა ღმერთსა. გარნა იქ იწვნება უხილავი გვირგვინი და თვით უფალი დააგვირგვინებს წინაშე ანგელოზთა უკვდავებისა გვირგვინითა. ხოლო შენ ანგელოზთა დასთა თანა დაშთები უკუნითი უკუნისამდე წმიდისა სამებისა ძლევისა გალობისა მგალობელი. ამინ.
"სიტყვა მართლისა სრწმუნოებისა". VI ტომი.
"სიტყვა მართლისა სრწმუნოებისა". VI ტომი.
No comments:
Post a Comment