XXIV აღმოსავლეთით ლოცვისათჳს.
ვთქუთ რაჲ
იგი ჯერ იყო ლოცვისათჳს
მადლითა სულისა წმიდისაჲთა
და არა ხუებულ ვიქმნენით შემდგომითი შემდგომად აღწერად: აწ კუალად აღმოსავლეთით ლოცვისათჳს
ვიტყოდით, თუ ჩუენ რაჲსა
და ვითარისა მიზეზისათჳს
ვილოცავთ აღმოსავალით მხედველნი: და პაპის მოსავთა შორის არცაღა ესე იპოების: არამედ ვითარ და სადეთცა დაემთხვიოს აღმოსავალით გინა დასავალით, ჩრდილოთ ანუ სამხრით, მუნით ლოცვენ და თაყვანისცემრნ და საკურთხეველთაცა ეგრეთვე აღმართებენ: და არა იმარხავნ ამასცა ზედა ძუელითაგანსა მოცემულსა წესსა და საზღუარსა წმიდათა მოციქულთა და წინასწარმეტყველთაგან მოსწავებულსა.
ხოლო ჩუენ მართლმადიდებელნი არა გარდავალთ მათ მიერ დადებულსა საზღუარსა: რამეთუ წმიდათა მოციქულთა აღმოსავლეთით განგვიწესეს თაყუანისცემა და ყოველსა ქუეყანასა ყოვლით კერძო და ყოველსა შინა სოფელსა ეკლესიანი რაჲ დაამყარნეს, მას
შინა აღმსავალით კერძო აღმართნეს საკურთხეველნი: და ესრეთ განგჳწესეს ლოცვა და
თაყუანისცემა:
რამეთუ ვერ სადა ჰპოო რომელსაცა ქუეყანასა მიიწიო თჳნიერ
აღმოსავლეთისა
სხვით კერძო დამყარებული ეკლესია: არცა მცირე და არცა დიდი, არცა საკურთხეველი: არა ხოლო თუ ჩუენ მართლმადიდებელთასა, არამედ არცაღა სხუათა მათ ქრისტიანედ სახელდებულთა მწვალებელთა მრავალთა ქუეყანათა შინა განფენილთა: და უკეთუ მოციქულთაგან ძუელითგანვე არა იყო მოცემულ და მათ მიერ განწესებულ: რაჲსათჳს ერთსაცა შინა ქუეყანასა ანუ დაბასა არა იპოებისა სახით კერძო აღმართებული საკურთხეველი გინა ეკლესია თჳნიერ
აღმოსავლეთისა.
ხოლო იტყვიან ჰრომსა შინა რომელთამე ძუელითაგანთა ეკლესიათა ახლად შეცვალებულთა: და აღმოსავალისა ნაცვლად დასავალით გინა თუ სამხრით ანუ ჩრდილოით კერძო საკურთხეველთა აღმართებასა: არა ძუელითგან, არამედ ახლად მათ მიერ შეცვალებულსა: რათა ამითცა განეყონ და განეშორონ აღმოსავლეთისა ეკლესიასა და ყოველი მათი უცხო იყოს ძუელითაგანისა განწესებისამებრ: და უკეთუმცა ძუელითგანმცა ყოფილიყო ესრეთ ვითარცა იგინი იტყჳან:
ერთსამცა ადგილსა იპოებოდა თჳნიერ
აღმოსავლეთისა
დამყარებული
ეკლესია.
რამეთუ არცაღა ამას ზედა დაიმარხეს წესი და საზღუარი წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა და ძუელითაგანსა მოცემულსა წესსა ზედა არა დაადგრეს: რამეთუ წმიდათა და სანატრელთა მოციქულთა თვალით მხილველთა ქრისტესთა და ჴელით მსახურთა:
აღმოსავალით
განგვიწესეს
თაყუანისცემა
და ლოცვა უწერლად, ვითარცა დასწერს დიდი ბასილი და წმინდა იოანე დამასკელი ვითარმედ უწერელად მოგუეცნესო მრავალნი ქრისტეანობისა წესნი მოციქულთაგან ვითარცა იგი აღმოსავლეთით ლოცვა და ჯვრისწერით თაყვანისცემაო.
რამეთუ მოციქულთა მიერ არს განწესებული ესე რათა აღმოსავალით კერძო მხედველნი ილოცვიდეთ: რამეთუ მოციქული იტყჳს:
ძმანო გაქებ თქუენ, რამეთუ ვითარი ჟამი გახსოვს თქუენ რომელი მოგეც: რამეთუ წიგნისა წილ ყოვლისა ქუეყანისა ეკლესიანი ღაღადებენ აღმოსავლით მიმართ ლოცვასა, რამეთუ მათ მიერ არს პირველად ეკლესიანი ყოველსა ქუეყანასა დამყარებულნი: ამის მიზეზისათჳს,
რამეთუ პირველი მამული ჩუენი აღმოსავალით გვისწავიეს, რომელი წარწყმიდა ადამ მამამან ჩუენმან მას მოვიხსენებთ ვინა
იგი გამოვეხუენით: და კუალად მოველით პირველისა მიმართ საშუებელისა მიქცევასა: ვითარცა დასწერს წინასწარმეტყველთა შორის დიდი მოსე ღვთის მხილველი: ვითარმედ დაასხა უფალმან სამოთხე აღმოსავალით: დამ უნ დაამკვიდრა კაცი იგი პირველი.
ხოლო დავით იტყჳს:
მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა რომელი იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით.
და კარავსა მასაცა საწამებელსა აღმოსავლეთით აქუნდა კრეტსაბმელი და სალხინებელი.
და ტომი იუდასი ვითარცა უპატიოსნესი აღმოსავალით კერძო იყო მდგომარე.
და სახელოვანსა მას ტაძარსა სოლომონისასა ბჭე აღმოსავლეთით აქუნდა.
და კუალად ესაია წინასწარმეტყველი იტყჳს: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ: რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი: აღმოსავალ არს სახელი მისი: და კუალად ეზეკიელ საკვირველი წინასწარმეტყველთა შორის იტყჳს:
და მომაქცია მე გზასა მას ბჭისა მის წმიდათასა გარეშესა: რომელი ხედავს მზისა აღმოსავალად.
ხოლო ზაქარია წინასწარმეტყველი, მამა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა იტყოდა: მოწყალებითა წყალობისა ღვთისა ჩუენისათა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით.
ხოლო მოგუნი იგი მოვიდეს რაჲ
ბეთლემს განმაცხოველებელსა მას შობასა უფლისასა: იტყოდეს რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით: და მოვედით თაყუანისცემად მისა.
ხოლო მეუფე ჩუენი ქრისტე რაჟამს იგი ჯუარს ეცუა ხსნისათჳს
ყოვლისა სოფლისა დასავლით მხედველი დამსჭუალეს ჰურიათა ჯვარსა ზედა, რათა ვითარცა პირისპირ მისა მიმართ მხედველთა აღმოსავლით თაყუანისვცემდეთ: ვითარცა მოგვითხრობენ წმიდანი მამანი (122.6)
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment