როდესაც
თქვენ მცირერიცხოვნებას
შევყურებ და
ვხედავ, რომ
ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების
შემდეგ სულ
უფრო მცირდება,
ერთდროულად ვწუხვარ
და მიხარია. მიხარია
თქვენს გამო,
ვინც ახლა
აქ ხართ;
ვწუხვარ მათზედ,
ვინც თვენთან
არ არის. ქების
ღირსი ხართ,
რადგან მიუხედავად
სიმცირისა, არ
გახდით გულგრილნი;
ისინი კიგაკიცხვას
იმსახურებენ იმის
გამო, რომ
თქვენებრ მოშურნენი
არ არიან.
ამიტომაც ბედნიერებსა და
ნეტარებს, რამეთუ
მათმა უზრუნველობამ
გავლენა არ მოახდინა
თქვენზე; ხოლო
მათ, რადგან
თქვენი მოშურნეობით
ვერ ისარგებლეს, შევრაცხავ
ვითარცა საბრალოთ
და ვსტირი.
ნუთუ არ
სმენიათ წინასწარმეტყველის სიტყვა:
”ვირჩიე მე
მივრდომა სახლსა
ღმრთისა ჩემისასა,
უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად
ჩემდა საყოფელსა
ცოდვილთასა” (ფს.
83, 11). არ უთქვამს
”ვირჩიე ცხოვრება სახლსა
ღმრთისა ჩემისასა”,
”არცა დამკვიდრება”
და ”ყოფნა”
იხმარა, არამედ ბრძანა:
”ვირჩიე მე
მივრდომა”. მოხარული
ვარ, ვიყო
უკანასკნელთა შორის,
- გვაუწყებს წინასწარმეტყველი - იმაზედაც
თანახმა ვარ,
თუკი კარიბჭესთან
მოხვედრის ღირსი გავხდები.
უდიდეს წყალობად
ჩავთვლი, თუ
სულ უკანასკნელთა
შორის დამაყენებენ ”სახლსა
ღმრთისა ჩემისასა”.
ყველასათვის საერთოს
- ღმერთს, სიყვარული
ითვისებს, ამგვარია
მისი თვისება.
ამიტომაც ამბობს
დავით მეფე:
”სახლსა ღმრთისა
ჩემისასა”. შეყვარებულს
არა მარტო
სატრფოს, არამედ
მისი სახლის,
კარიბჭისა და
ქუჩის დანახვაც კი
ენატრება. ხოლო
თუ მის
სამოსელს მოჰკრავს
თვალს, ჰგონია,
რომ მის
წინაშე თავად იგი
იმყოფება. ასევე
წინასწარმეტყველნი - თუმცა
ვერ ხედავდნენ
ღმერთს, ტაძარს შეჰყურებდნენ
და მასში
ჰყავდათ იგი
წარმოდგენილი. ”ვირჩიე
მე მივრდომა
სახლსა ღმრთისა ჩემისასა
უფროს ვიდრეღა
დამკვიდრებად ჩემდა
საყოფელსა ცოდვილთასა”.
ყოველი
ადგილი, ყოველი
სახლი - იქნება
ის სასამართლო,
სენაკი თუ
ბინა - ღმრთის სახლთან
შედარებით არის
”საყოფელი ცოდვილთა”.
თუმცა იქაც
ისმის ლოცვა-ვედრება, მაგრამ
ამასთანავე თან
ახლავს განხეთქილება,
დავა, ჩხუბი
და თათბირები
ამქვეყნიურ საქმეებზე. ღვთის
სახლი კი
ყოველივე ამისგან
დაცულია. ამიტომაც
არის ეს
ადგილები ”საყოფელი
ცოდვილთა”, ხოლო
ტაძარი - სახლი
ღმრთისა. ისევე
როგორც ქარებისა
და ღელვისაგან
დაცული ნავსაყუდელი
ჰპირდება უსაფრთხოებას
მასში შემავალ
გემებს, ასევე
აღმოიყვანებს ეკლესია
მასში შემსვლელთ
ამქვეყნიურ საქმეთა
მორევიდან, სიმშვიდითა
და ღვთის
სიტყვით დააპურებს
მათ და
დაიცავს ყოველგვარი განსაცდელისაგან.
ამ ადგილს
სათნოებათა სკოლა
და სიბრძნისმოყვარეობის სასწავლებელი
ჰქვია. მოდი,
არა მარტო
ისეთი შეკრების
ჟამს, როცა
წმიდა წერილი
და მამათა
სწავლებანი იკითხება,
არამედ ნებისმიერ
დროს, მხოლოდ
შემოდი წინაკარში
და იმწუთშივე
გადასდებ ყოველნაირ
ამაო საზრუნავს.
დადექი კარიბჭესთან
და შენს
სულში
რაღაც სულიერი
ნიავი დაბერავს.
ეს სიჩუმე
შიშს ჩააგონებს
და
სიბრძნისმოყვარეობას
გასწავლის, გონებას
გაგინათებს,დღევანდელობას
მიგავიწყებს, მიწიდან
ზეცაზე აგიყვანს. თუკი
ეკლესიაში მხოლოდ
შემოსვლაც კი
ასე სასარგებლოა,
მაშ რაოდენ
უფრო
მეტი დარგებლობის
მოტანა შეუძლია
ღვთისმსახურებაზე დასწრებას,
როდესაც წინასწარმეტყველნი ღაღადებენ,
მოციქულნი გვახარებენ,
როდესაც ქრისტე
ჩვენს შორის დგას
და მამისაგან
ყოველივე ეს
კურთხეულია, როდესაც
სულიწმიდა გვაუწყებს
თავის სიხარულს? ხოლო
რამდენს კარგავენ
ისინი, ვინც
ყოველივე ამას
არ ესწრება!
მინდა ვიცოდე, სად
არიან ახლა,
რამ დააბრკოლა
ისინი და
განარიდა საღმრთო
ტრაპეზს? რაზედ
საუბრობენ ახლა?
თუმცა, მე
კარგად ვიცი
ეს: ან
უგვან და
საასაცილო თემებზე ბაასობენ,
ან ამქვეყნიურ
საზრუნავს მისცემიან.
ერთიცა და
მეორეც მიუტევებელია
და მკაცრ
სასჯელს იმსახურებს.
ამაოდ მოლაყბეებზე
საუბარიც არ
არის საჭირო,
არამედ ისინიც კი
ვერ გამართლდებიან,
ვინც ჩვენთან
თავს იმართლებენ
და ამბობენ,
რომ მათ ხელს
უშლის აუცილებელი
საჭიროება ოჯახურ
საქმეთა მოგვარებისა,
რადგან ეკლესიაში მოსლა
კვირაში ერთხელ
ევალებათ და
მაშინაც არ
სურთ
მიწიერ საზრუნავს
მოსწყდნენ. ეს
სახარებიდანაც ნათლად
ჩანს: საქორწინე
ლხინზე მიწვეულებმა უარი
სთქვეს პატიჟზე
ამგვარი მიზეზების
გამო: ერთმა
ხარები იყიდა, მეორემ-აგარაკი,
მესამემ ცოლი
შეირთო და
ამის გამო
ვერ მოიცალეს,
მაგრამ ამისდა მიუხედავად
ისინი დაისაჯნენ
(ლუკა 14, 18-24). ყველა
ეს საქმე
აუცილებელია, მაგრამ მათით
ვერ გავმართლდებით,
რადგან ისინი
ამაონი არიან
ღვთის წინაშე.
უპირველესად ღმერთს მიაგე
პატივი, ხოლო
შემდეგ იზრუნე
სხვა დანარჩენ
საქმეებზე. რომელი მსახური
იზრუნებს უწინ
საკუთარ სახლზე,
სანამ ბატონის
ბრძანებას არ
შეასრულებს? უცნაურია,
რომ ასეთ
მოწიწებასა და
მორჩილებას ვიჩენთ
იმის მიმართ,
ვინც მხოლოდ სახელით
იწოდება ბატონად,
ხოლო ჭეშარიტ
მეუფეს, რომელიც
არა მარტო
ჩვენი, არამედ
ზეციურ ძალთა
მბრძანებელიცაა, იმ
პატივს არ
მივაგებთ, როგორსაც
ვიჩენთ ჩვენისთანა მონების
მიმართ? რომ
შეგვეძლოს იმ
ადამიანთა სინდიში
ჩახედვა, ვინც ეკლესიაში
არ დადის,
დავინახავათ, თუ
რამდენი ჭრილობა
და ეკალია
მათ სულში. როგორც
დაუმუშავებელი მიწა
უხეშდება და
ბუჩქნარით იფარება,
ასევე საღმრთო სწავლებას
მოკლებულ სულშიც
აღმოცენდება ეკლები
და მანკიერი
სურვილები. თუკი ჩვენ,
ვინც ყოველდღიურად
ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა
და მოციქულებს,
ძლივს ვახერხებთ შურის,
გესლის ამოგლეჯას
გულიდან და
საღმრთო წერილიდან განუწყვეტლივ
ვუგალობთ ჩვენს
ვნებებს, - მძვინარე
მხეცებს, რათა
როგორმე დავაცხროთ ისინი,
მაშინ განა
შესაძლებელია ხსნის
რაიმე იმედი
ჰქონდეთ მათ,
ვინც
არასოდეს არ
უსმენს ღვთაებრივ
სიბრძნეს და
ამგვარი მკურნალობით
არ სარგებლობს? ნეტავი
შემეძლოს მეჩვენებინა
მათი სულები
თქვენთვის. დაინახავდით,
თუ რარიგ
ბინძური,
შეგინებული, მოშლილი,
დამცირებული და
უიმედონი არიან
ისინი! როგორც მტვერითა
და ჭუჭყით
იფარება კაცის
სხეული, თუ
იგი აბანოთი
არ სარგებლობს,
ასევე საშინელი ცოდვის
სიბინძურეში ეხვევა
სულიც, თუკი
უგულებელსყოფს სულიერ სწავლებას.
სულიერი განბანა
ხდება ეკლესიაში,
სადაც სულიწმიდის
სითბოთი არა მარტო
განიწმინდება, არამედ
ფერსაც კი
იცვლის იგი.
”უკეთუ იყვნენ
ცოდვანი თქვენნი ვითრაცა
ღებილნი, ვითარცა
თოვლი განვასპეტაკო”
(ესაია 1,18) - ბრანებს
უფალი...რაოდენ
დიდი იქნებოდა
ჩვენი სულიერი
სიხარული, რამდენ
სარგებელს მიიღებდა სული
და იდიდებოდა
ღმერთი, თუ
ყოველი შეკრების
ჟამს ეკლესიას
ხალხით სავსეს ვიხილავდით!
მეზღვაურები ყველაფერს
აკეთებენ, რათა
გადაცურონ ზღვა
და მსწრაფლ
მიაღწიონ ნავსადგურს,
ჩვენ კი-განუწყვეტლივ
ზღვას მიცემულნი
- ცხოვრებისეულ
ტალღათა მორევში
გამუდმებით ვიძირებით,
ხოლო ეკლესიაში წელიწადში
ერთი-ორჯერ
თუ მივალთ.
იქნებ თქვენ
არ იცით,
რომ ღმერთმა
ისევე დააფუძნა ეკლესიები,
როგორც ზღვის
ნაპირას-ნავსაყუდელნი,
რათა ცხოვრების ქარიშხალს
გამორიდებულნი მოვიდეთ
აქ და
იდუმალი სიჩუმითა
და სიმშვიდით დავტკბეთ.
ჭეშმარიტად, აქ
არც მძვინვარე
ტალღების გვეშინია
და არც
ავაზაკთა თავდასხმისა, არც
ქარიშხლისა და
საზარელი მხეცებისა,
რამეთუ ეს
ნავსაყუდელი ყოველივე ამისგან
დაცულია. იგი
მყუდრო სავანეა
სულისა. ამაში
თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ;
თუკი ამ
დროს რომელიმე
თქვენგანი საკუთარ
სინდისში ჩაიხედავს,
იგი უდიდეს
სიმშვიდეს დაინახავს
მასში. მას
არც მრისხანება
ეუფლება, არც
ავხორცობა აღაგზნებს, არც
შური იპყრობს,
არც სიამაყით
ზვაობს, არც
ამპარტავნება ჭამს,
რადგან ყველა ეს
მხეცი მოთვინიერებულია;
საღმრთო წერილი
თითოეულის სულში
აღწევს, როგორც
ღვთაებრივი გამოცხადება
და ამ
უგუნურ ვნებებს
აძინებს. რა
საბრალონი არიან ისინი,
ვისაც ამგვარი
სიბრძნის შეძენის
შესაძლებლობა აქვთ
და ამისდა
მიუხედავად იშვიათად მოდიან
ეკლესიაში - რომელიც
დედაა ყოველთა.
სხვა რა
საქმე შეგიძლია დამისახელო
ამაზე აუცილებელი?
რომელი შეკრებაა
ამაზე მეტად
სასარგებლო? რა გაბრკოლებს,
რომ აქ
მოხვიდე? ამ
მშვენიერ საკრებულოში
არყოფნას შენ
ალბათ სიღარიბეს დააბრალებ? მაგრამ
ეს უსაფუძვლო
მიზეზია. კვირაში
შვიდი დღეა;
ეს შვიდი დღე
ღმერთმა ჩვენთან
გაიყო ისე,
რომ თავისთვის
ბევრი არ
აიღო და
არც ჩვენ
მოგვცა ცოტა. თანაბრადაც
კი არ
გაყო, არამედ
შენ ექვსი
დღე დაგითმო,
თვითონ ერთი დაიტოვა.
შენ კი
ამ დღესაც
არ გსურს
თავი შეიკავო
ამსოფლიური საზრუნავისაგან. მკრეხელურად
იქცევი, რადგან
ეს დღე
საღვთო წერილის
მოსასმენად არის კურთხეული
და დადგინებული,
ხოლო შენ
მას ცხოვრებისეულ
საქმეებისათვის იყენებ! აღარაფერს
ვამბობ მთელი
დღის შესახებ.
ამ დღეს
ისე მოიქეცი,
როგორც მოიქცა სახარებისეული
ქვრივი მოწყალების
გაღების დროს;
მან ორი
გროში გაიღო
და უდიდესი
წყალობა მიიღო
ღვთისაგან. ასევე
შენც, ღმერთს
ორი საათი
მაინც დაუთმე
და დღეგრძელობას
შეიძენ. ხოლო
თუკი ესოდენ
მცირე მსხვერპლის
გაღებაც არ
გინდა და მაინც
მიწიერ საზრუნავს
მისცემიხარ, მაშინ
მრავალი წლის
ნაშრომიც წყალში
ჩაგეყრება. უფალი
განრისხდება და
გაგვიქარწყლებს მთელი
ცხოვრების მანძილზე
დაგროვებულ სიმდიდრეს, თუკი
მას უგუნებელს-ვყოფთ.
”მიიხილეთ მრავალთა
ზედა და
იქმნეს მცირედნი და
შეხმულ იქმნეს
სახიდმი და
მიჰვბერე მათ,
ამისთვის მათ
იტყვის უფალი, ყოვლისა
მპყრობელი: მათ
წილ, რომელ
სახლი ჩემი
არს ოხერ,
ხოლო თქუენ
სდევთ თითოეული სახლისადმი
თვისისა” (ანგია.
1,9) -ასე დაემუქრა
ღმერთი იუდეველებს, როდესაც
მათ ტაძარზე
ზრუნვა შეწყვიტეს.
თუ წელიწადში
მხოლოდ ერთი-ორჯერ მოდიხართ
ჩვენთან, მაშინ
რის შესწავლას
მოასწრებთ? რაზე
გესაუბროთ -სულზე, სხეულზე,
უკვდავებაზე, ცათა
სასუფეველზე, საშინელ
სამსჯავროზე, გეენიაზე,
ღვთის მრავალმოწყალებაზე, სინანულზე,
ნათლობაზე, ცოდვათა
შენდობაზე, შეწყალებაზე, ზეციერსა
და მიწიერ
არსებებზე, ადამიანურ
ბუნებაზე, ანგელოსებზე,
დემონთა სივერაგეზე, ეშმაკის
მანქანებზე, ზნეობაზე,
დოგმატებზე, მაღალ
სარწმუნოებაზე თუ უწმინდურ
მწვალებლობებზე? ქრისტეანმა
ყოველივე ეს
და უფრო
მეტიც უნდა
იცოდეს და შეეძლოს
ყველა ამ
კითხვაზე პასუხის
გაცემა. ხოლო
თქვენ აქედან
მცირედიც კი
არ გეცოდინებათ,
თუ წელიწადში
ერთხელ გავლით
ან ჩვეულებისამებრ
დღესასწაულის გამო შეიკრიბებით
და არა
კეთილგონიერი განწყობით.
თქვენ არა
თუ უბრალო ხელოვნების
შესწავლა გსურთ,
არამედ ყველა
მეცნიერებათა შორის უმნიშვნელოვანესისა-თუ
როგორ შეიძლება
სათნო ვეყოთ
ღმერთს და
ზეციური მადლი მოვიპოვოთ.
ნუთუ თქვენ
გგონიათ რომ
ეს ასე
იოლია და
ამის მიღწევა
მხოლოდ ერთი ან
ორი მოსვლით
შეიძლება? ეს
ხომ უგუნურებაა!
თავად მაცხოვარი
ბრძანებს, რომ
ეს მეცნიერება
უდიდეს ყურადღებას
მოითხოვს: ”ისწავეთ
ჩემგან, რამეთუ
მშვიდ ვარ
და მდაბალ
გულითა” (მათე
11, 29). ასევე გვაუწყებს
წინასწარმეტყველი: ”მოვედით შვილნო”,
ისმინეთ ჩემი,
შიში უფლისაი
გასწავო თქვენ”
(ფს. 33,12). და
კიდევ - ”მოიცალეთ
და გულისხმა-ყავთ,
რამეთუ მე
ვარ ღმერთი”
(ფს. 45,10). როგორც
ხედავთ, ამ
სიბრძნის მოსაპოვებლად
მრავალი მეცადინეობაა
საჭირო.
1989წ. თარგმნა გელა აროშვილმა
სიტყვა მართლის სარწმუნოებისა, ტ. 1.
No comments:
Post a Comment