IX თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


სიტყსა მისთ უფლისა, რომელი ჰრქუა პეტრეს: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი, არამედ მე ვევედრე მამასა ჩემსა *(130) შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი.

ამისი განმარტება არა ძნელ არს, არამედ ადვილ მადლითა ქრისტესითა და კეთილად გულისხმისმყოფელთაგან ცხადად საცნაური.
რამეთუ წმიდა პეტრე თავი იგი მოციქულთა, არა თუ სიტყსა რასათვისმე იჩინა თავად, არამედ ამისთვის ითქმის თავად ჩვენ მიერ, რათუ ქრისტესგან აქუს თაობა. არცა ათორმეტთა მოციქულთაგანსა ვისმე უთქუამს თავად არცა სადა წერილ არს სახარებათა და მოციქულთა შინა, არამედ უფროსღა წინააღმდგომი: რამეთუ ქრისტემან უბრძანა: ნუ წარმართთაებრ მსთავრობთ ერთი მეორესა: ნუცა გერქუმინ წინამძღვარ, რამეთუ ყოველნი სწორნი ძმანი ხართ ვითარცა ზემორე აღვწერე უვრცელესად, არამედ ჩუენ მორწმუნეთა მიერ ითქუმის თავად მოციქულთა. ეგრეთვე ათორმეტნი*(131) ყოველნივე ითქუმიან თავად და არა მარტო პეტრე ვითარცა წერილ არს: მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნენ იგინი მთავრად ყოველსა ქვეყანასა ზედა: არამედ პეტრე ჩუენ მიერ ითქუმის თავად ვითარცა ვთქუ: - ერთად ამისთ, რამეთუ სხუათა ზედა უმოხუცებულესი იყო ვითარცა ხატიცა მისი საცნაურ ჰყოფს, მეორედ ამისთვის, რამეთუ პირველად ესე და ანდრია დაემოწაფნეს ქრისტესა უწინარეს სხვათა მოციქულთასა ვითარცა წერილ არს იოანეს სახარებათა შინა, ვითარმედ უპირატეს ანდრია დაემოწაფა და მერმე ამან მოჰგუარა იგი ქრისტესა. მერმე შემდგომითი შემდგომად სხუანი მოციქულნი დაემოწაფნესა, მესამედ ამისთვის ითქუმის თავად არა თუ სხუაებრ რადმე, არამედ საღმრთოისა მხურვალებისათვის, რამეთუ ყოველსა საქმესა და სიტყუასა ამან მიუსწრის*(132) სხუათა და პირ ექმნის ყოველთა მოციქულთა და ყოველთა მაგიერ ამან თქუვის რაცა იგი თქუვის და სხუათა არა აცალის საღმრთოთა მხურვალებითა ვიდრემდის ორ გზის და სამ გზის ურვებისა და უარისყოფისა ბრალსა შთავარდა და ქრისტეს მიერ იმხილა და მერმეღა განისწავლა სიმდაბლედ და მორჩილებად, რამეთუ ესრეთცა იქმნების და ესრედცა ჯერარს, რამეთუ უმეტესისა მხურვალებისა და საღმრთოსა შურისა მქონებელსა უმეტესიცა განკრძალვა უხმს, რათა არა უბრკმეს, რამეთუ ესევითართა ეშმაკნიცა უფიცხესად ებრძვიან და ახლოს არს დაცემა: [და] მრავალთათვის გვირგვინი უბრწყინვალესი: ხოლო დაცემულთათ ტანჯუა უსასტიკესი
ვითარცა ვთქუ, შემდგომად დაცემისა განისწავლა პეტრე როდეს ჯვარცმისა და სიკუდილისა სისათ მიუთხრობდა*(133) მოწაფეთა სთარომელთა ეგულვებოდა ხსნა დაბადებულთა თვისთა და ეტყოდა: ვითარმედ აღვალ იერუსალემდ და ძე კაცისა მიეცემის ჯუარცუმად: მაშინ პეტრე წინა აღუდგა და ეტყოდა შენდობაO იყოს შენდა, არა იყოს ეგრეო: შეჰრისხნა მას უფალმან და ჰრქუა წარვედ ჩემგან სატანა, რამეთუ საცთურ ჩემდა ხარ და შემდგომი: შემეგ ამისა ესმა რა შერისხვა ესე მერმე რაოდენიცა უბრძანის ქრისტემან მცირედრე განისწავლა სიმდაბლედ და ეგრეთ კადნიერად არღარა აცილობდა. მერმე სერობასა  მას იტყოდა რა ღმერთი: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე: ვერღარა იკადრა კითხუად, არამედ იოანეს აწვია რათა მან ჰკითხოს: და ეუწყა რა იუდას მიერ განცემა მერმე გული განუმაგრდა სსა დაცემულობასა ზედა და სილაღით თქუა არა სადა უარგყო შენდ და კუალად*(134) ურჩ ექმნა რა დაბანად ფერხთა ესმა რა ქრისტესაგან: არა გაქუნდეს ნაწილი ჩემთანაო: მერმე თავიცა და ხელნი ფერხთა თანა მიუპყრა და კუალად შთავარდა რა უარისყოფისა ბრალსა: მერმე ძალითა ღმრთისათა განისწავლა სიმდაბლედ და მორჩილობად. ისმინეთ თუ ვითარ განისწავლა: რამეთუ შემდგომად მკუდრეთით აღგომისა ახარებდა რა მარიამ მაგდალინელი მოწაფეთა, პეტრე და ოივანე წარვიდეს საფლავად. ორნივე ზოგად რბიოდეს, ხოლო იოვანე უმოსწრაფეს რბიოდა და პეტრე უგვიანესად. აქაცა რამე იჭვი შეუხდა პეტრეს: ნუ უკუე ნაცილი იყოს აღდგომა: ვითარცა წერილ არს: იხილეს და ჰრწმენა. რამეთუ არღა იცოდეს წერილისა ვითარმედ ჯერ არს მისი მკუდრეთით აღდგომა. უფროსდა ამისთვის უგვიანეს მივიდოდა, რამეთუ ჰრცხვენოდა  უარისყოფისა მისთვის ნუ უკუე*(135) ჭეშმარიტად იყოს აღდგომა  და ვერ მკადრე იყოს ხილვად ღმრთისა. და მერმე კუალად შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა წარვიდეს რა ნადირობად პეტრე და ძენი ზებედესნი თომა და ნათანაელ, გამოჩნდა იესო კლდესა ზედა: სხუანი კადნიერად დგეს დაუცემელობისათვის. ნავითა მივიდეს და მოეახლნეს. ხოლო პეტრეს ესმა რა იოანესაგან, ვითარმედ ღმერთი არს მოირტყა სესამოსელი სი, რამეთუ შიშუელ იყო და შთაიგდო თავი სი ზღუად: სირცხვილითა ვერღარა იკადრა მიახლებად, არამედ შთაიგდო ზღუად და ოდეს ისადილნეს სამ გზის ჰკითხა რა ღმერთმან პეტრეს: გიყვარ მე უფრო ამათსა: ვერღარა მიუგო პირველისა მისებრ კადნიერად, არამედ ესრეთ ჰრქუა: უფალო შენ ყოველი იცი და ყოველი უწყი, რამეთუ მიყვარ შენ.
ესრეთ დაამდაბლებს კაცსა განსაცდელი და ასწავებს მორჩილებასა. *(136)
ხოლო პირველსავე სიტყვასა აღვიდეთ: ჰრქუა უფალმან სიმონ, სიმონ ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი: ჭეშმარიტად ყოველნი მოციქულნი გამოითხოვნა ეშმაკმან აღცრად არა თუ მარტო პეტრე, არამედ ყოველნი. ვითარცა დიდი იობ, გამოითხოვა ეგრეთვე ესენი, რამეთუ ეშმაკსა ყოველთა წარწყმენდა ჰნებავს, ვითარცა ღმერთსა ცხოვნება ყოველთა. არამედ ღმერთი ეტყვის მხოლოდ პეტრეს და არღარა ყოველთა, არამედ პეტრეს ოდენ: ვითარმედ მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთ, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი. არა ჰრქუა თუ ყოველთათვის ვევედრე, რამეთუ ყოველნი გამოითხოვნა ეშმაკმან, არამედ ესრეთ იტყვის შენთვისო. ესე ამისთ უბრძანა, რამეთუ უწყოდა სხუათა დაუცემელობა, ხოლო პეტრესი მრავალ გზის შერყევა და უარისყოფისა ბრალსა შთავრდომა. ამისთ ჰრქუა მას, ვითარმედ: შენთ ვევედრე რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი.*(137) რაჟამს იგი უწინარეს ამისაცა ეტყოდა, ოდეს იგი უბრძანა წყალთა ზედა სლვადა ვიდოდა რა პეტრე წყალთა ზედა მერმე მოაკლდა მცირედ სარწმუნოება და იწყო დანთქმად. მაშინ ჰრქუა მას იესო: მცირედ მორწმუნეო რასათ შეორგულდი: ხოლო სხუათა მოციქულთა არა სადა სჩანს მცირედცა მიდრეკა, გინა ურჩება თვინიერ იუდა გამცემლისა, რამეთუ სიმდაბლისა მუშაკნი იყუნეს და ვერა სადა მძლე ექმნა ეშმაკი. ვერ შეაბრკოლნა ვერცა შეარყინა, ხოლო იუდა მისცა თავი სი მტერსა ბოროტსა და არღარა შეიგონა. არცაღა შემდგომად დაცემისა ინება მოქცევა და სინანული ვითარცა წმიდამან პეტრე, არამედ წარვიდა და შიშთვილიბა, რამეთუ იძულებით არავისი ნებავს ღმერთსა სინანულად მოსლვა, არამედ სითა წინააღრჩევითა ნებავს ყოველთა კაცთა მოქცევა*(138) და სინანული, რათა უმრავლესი სასყიდელი აქუნდეს.
მერმე ჰრქუა: შენ რაჟამს მოიქცე განამტკიცენ ძმანი შენიო. ესე იგი არს რაჟამს მოიქცე უარისყოფისაგან ასწავე და განკრძალე რათა არა შთავარდნენ იგინიცა შენებრ უარისყოფასა, გინა ურჩებასა. ასწავე და განამტკიცენ არა თუ უდარესნი და უმრწმესნი შენსა, არამედ თანასწორნი და თანაზიარნი ძმანი შენნი და სახე ექმენ შენ მათ, უკეთუ ვისმე უბრკმეს ნუ წარიკუეთნენ სასოებასა იუდასებრ, არამედ შენნებრ ისწაონ სიმდაბლ და სინანული.

ხოლო არა უბრძანა თუ დამწყსენ და ზედამდგომელ და მთავარ ექმენო, არამედ განამტკიცე და სახ ექმენო, რამეთუ დაცემულნი და შებრკოლებულნი სხუათა მტკიცეთა და დაუცემელთა უმტკიცესისა კრძალულებისა მომტყუებელ ექმნების, ხოლო რომელნი უძლურ*(139) არიან და შერყეულ გონებითა იგინი უმეტეს შებრკოლდებიან და ადრე დაეცემიან, ვითარცა იუდას შეემთხვ, რამეთუ შებრკოლდა და დაეცა და არღარა ინება გულისხმისყოფა, არცა სინანული.

No comments:

Post a Comment