XXI სიტყუაჲ მათდა მიმართ. თუ ვითარ ახალ ნათელღებულთა არა აღბეჭდვენ მირონითა
და რაჟამს ვჰკითხოთ მიზეზი თუ რად ესრეთ იქმთ არცა შიშუელთა ემბაზსა შინა ნათელსცემთ სჯულისდებისაებრ სამეუფოსა (რაღა) იქმნას და ეწოდოს მეორედ შობაჲ წყლისაგან და
სულისა: რამეთუ მირონითა დაბეჭდვა სულისა წმიდისა მადლითა მონიჭებისა ცხად ჰყოფს: და არცა მირონითა აღბეჭდავთ სადა არა იყოს ეპისკოპოზი: და არცა დედათა მიერ დააყენებთ ნათლისღებასა.
ხოლო იგინი მოგვიგებენ მათისა მის უწესოებისა შემსგავსებულსა სიტყუასა: ვითარმედ მირონისა ცხებაჲ თჳნიერ ეპისკოპოზისა არა იქმნებისო: სასდა ჰოპეს ესე სჯულისდებაჲ:
ანურომელმან
კრებამან განაწესა ესე: ანუ ვითარ იქმნების წყლისაგან და სულისა შობაჲ უკუეთუ არა
ეცხოს მირონი: არცა აღმოიშუეს წყლისაგან: და უკუეთუ დედაკაცი სრულ იქმს ნათლისღებისა საიდუმლოსა: რაჲსათჳს მღუდელთა არა აქვს ჴელმწიფებაჲ ცხებად მირონისა: ხოლო
განწესებაჲ წმიდათა მამათა ესე არს ვითარცა სჯულის კანონთა შინა წერილ არს. ვითარმედ მღუდელნი ვერ შეიქმენ მირონთა ვერცა საკურთხეველთა დაამყარებენ, ვერცა მის ქუეშეთა მოყუასთა ესე იგი არს დიაკონნი, კერძო დიაკონნი და წიგნის მკითხველნი. ამათ ჴელთა ვერ დაასხმენ: ესე ყოველი ეპისკოპოსისა საქმე არს: ხოლო პირველ მღუდელმთავართა მიერ კურთხეულითა მირონითა ჯერ არს რათა ახალნათელღებულთა მღუდელნი სცხებდენ განწესებისაებრ მამათასა: რომელსა ჰყოფენ ყოველთა მართლმადიდებელნი ეკლესიანი: ხოლო დასავლეთისა ეკლესიათა სხუათა უწესოებათა თანა ესეცა აღუხოციესთ, რათა არა მიენიჭებოდის მადლყ სულისა წმიდისა ახლად ნათელღებულთა: ხოლო ჩუენ მართლმადიდებელთა ეკლესიისა წესი ესე არს ძუელითგანისა მოცემულისა საზღურისაებრ რათა ახალნათელღებულთა რაჟამს აღმოიშვას წყლისაგან წმიდაჲ მირონი ეცხებოდის მღუდელისაგან, რამეთუ თჳნიერ
მირონისა არა ეწოდების მას სრული ნათლისღებაჲ და
უკეთუ სიტყჳსაებრ მათისა თჳნიერ მღუდელისა ყოველთა ერისაგანთა მამათა და დედათა მიერ იქმნების ნათლისღებაჲ:
რაჲსათვისღა პატიოსანთა მღუდელთა მიერ, რომელნი ყოველსა საიდუმლოსა აღასრულებენ არა იქმნების ცხებაჲ მირონისა.
და უკეთუ წმიდისა ჟამისწირვისა საიდუმლო იქმნების დედაკაცისა მიერ ანუ თუ ერისაგანთა მამაკაცთა მიერ ან სხუაჲ რაიმე საიდუმლოთაგანი ესეცა იქმნების რათა მამანი და დედანი ყოველი ნათელსცემდენ: და უკეთუ იქმნების ესე რათა ერთითა ჴელითა ანუ ერთითა ფერჴითა
ანუ მარტოდ თავითა იქმნას შობაჲ ყრმისა და
იქმნამცა სრულ კაც ანუ თუ ყოვლად ცოცხალ: ესეცა იქმნების რათა მცირედისა წყლისა შეხებითა გინა სხურებითა თავსა ზედა გინა სხუასა ასოსა ეწოდამცა ნათლისღებაჲ ანუ
მეორედ შობაჲ[?]
და უკუეთუ იქმნების ესე, რათა თჳნიერ
სულისა წმიდისა სრულ იქმნეს შობაჲ წყლისაგან და
სულისა: ესეცა იქმნების რათამცა თÂნიერ მირონისა ცხებისა იქმნეს მონიჭებაჲ სულისა წმიდისა.
და უკეთუ წმიდისა მის და ნაშობთა ყოველთა უზეშთაესისა და საშოჲთგან
დედისათა სულითა წმიდითა აღვსებულისა, ნათლისმცემელისა მიერი იგი წყლითა ნათლისცემა არა სრულ იყო, არამედ დაკლებულ, რამეთუ არა აქუნდა მინიჭებაჲ სულისა წმიდისა ვითარცა იგი
ზემოთცა მოვიხსენეთ: რომელი წერილ არს საქმესა მოციქულთასა: მიიწია რაჲ ეფესოდ პავლე პოვნა მუნ მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიესთ და
გრწამსთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს. ჰრქუა მათ
პავლე: რაჲთა
უკუე ნათელ გიღებიესთ? ხოლო მათ ჰრქუეს: იოანეს ნათლის-ცემითა. და შემდგომი. (საქმე 19.1-3).
მერმე ნათელიღეს და ჴელდასხმითა პავლესითა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ:
ხედავთა რამეთუ არცაღა ნათლისცემასაიოანესსა აქუნდა სრულებაჲ,
რამეთუ მარტოდ წყლითა ნათელსცემდა და ჯერეთ არა იყო მოცემულ სული წმიდაჲ:
ვიდრემდის პავლე ჴელნი არა დაასხნა და მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ. ამისთჳს
არს განწესებული მღუდელთა მიერ ცხებაჲცა
მირონისა განბანასა თანა წყალითა: რათა მირონითაცა აღიბეჭდოს რომელ არს მინიჭებაჲ სულისა წმიდისა: რამეთუ თჳნიერ ამისა არა სრულ იქმნების: უკეთუ ასწრაფობდეს სიკუდილისა ჟამი და მირონისა უქონოებითა იქმნების მარტოდ წყლითა ნათლისღებაჲ სახელსა ზედა
წმიდისა სამებისასა წესისაებრ და მოცემისა: ხოლო ოდეს განმრთელდეს მერმეღა ეცხოსწმიდაჲ მირონი: ხოლო
მრთელთათჳს თჳნიერ
მირონისა არა იქმნების ნათლისღებაჲ სრული.
ხოლო მათი ნათლისღებაჲ არცა
სამგზის წყალთა შინა შთასლვითა და აღმოშობითა არს: არცა ცხებითა მირონისათა სრულყოფაჲ წყლისაგან და
სულისა: არცაღა თუ მღუდელთა მიერ ნათლისღებაჲ:
არამედ დედათა მეძავთა მიერ. ვითარ ეწოდოს მათსა მას ნათლისღებასა ნათლისღებაჲ,
ანუ მეორედ შობაჲ,
ანუ თუ წყლისაგან და სულისა აღმოშობაჲ[?]
XXII დედათა მიერ ნათლის ცემისათჳს
ვისგან ისწავეს ესე წესი ანუ რომლისა ეკლესიისაგან მოიღეს ესე სჯულისდებაჲ:
რათამცა მეძავნი დედანი ანუ წიდოვანნი: გინა თუ წმიდანიცა დედანი ნათელს სცემდნენ: დაღათუ წმიდათა დედათაგანსა ვისმე ექმნას ესე არაცა ესე სადამე სმენილ არს: და თუ წმიდათა სადამე ქმნილ არს არცა ესე დაიდების სჯულად: ვითარცა იგი არცა დადებულ არს: რამეთუ არა სადა გუასმიეს წმიდათა დედათაგანისა არცა სადა ქმნულ არს: ვითარცა არცა საუფლოჲსა
მსხუერპლისა
შეწირვა: ეგრეთვე არცა ნათლისღებისა ქმნა.
ვინ იყო წმიდისა და სანატრელისა და განმანათლებლისა ჩუენისა მოციქულისა ნინოს უწმიდესი და უზეშთაესთა მადლთა ღირს ქმნილი: რომელმან სხუათა ურიცხუთა საკჳრველებათა და
ზეგარდამოთა
მადლთა თანა მოციქულობისა მადლი სრულებით მიიღო: უკეთუმცა ჯერ
იყო ანუ სმენოდა ოდესცა რაჲმცა
ნათელსცემდენ:
ამის და უმეტეს საჴმარ
იყო: რომელმან სასწაულითა თჳსითა
განანათლნა ესოდენნი ესე ერნი: და რომელნიცა ფრიადცა წყურიელ იყუნეს და მოქენე ნათლისღებისა: რომელსა ევედრებოდეს მეფენი და მთავარნი და ითხოვდეს მისგან ნათლისღებასა: უკეთუმცა წესი იყო რაჲსათჳს არა ნათელ სცა და დააკლო ესე ერთა ნიჭთაგან.
რამეთუ ვიდრემდის არა ითხოვნა საბერძნეთით მღუდელნი და დიაკონნი დიდისა კოსტანტინესაგან: მუნამდე ვერ იკადრა თაჳთ
თჳსით ნათლისღება.
ხოლო ოდეს მოიწინეს მღუდელნი მაშინ სიმრავლემან ერისამან მეფეთა და მთავართა, მამათა და დედათა და ყოველმან ჰასაკმან ნათელიღეს დიდითა სიხარულითა და სარწმუნოებითა მდინარესა შინა დიდსა მტკურისასა: არა სხურებითა, არცა ცხებითა მცირისა წყლისათა, არამედ სრულიად განშისულებითა მდინარეს მას შინა სამგზის სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა ჴელსა ქუეშე მღუდელისასა: ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა შინა წმიდისა ნინოსასა: და ესეცა გულისხმაყავ, რამეთუ ვიდრემდის საბერძნეთით მღუდელნი მოიწეოდეს: ესოდენთა სიმრავლისაგან რომელნი ახალმოქცეულ იყუნეს ვერ იკადრა ნათლისცემაჲ მათი:
ვინ უწყის რავდენნი აღესრულნეს და განვიდეს უნათლავნი: რაჲსათვის ვერ
იკადრა ღირსმა და სანატრელმან ნინომ მოციქულობისა მადლითა ღირსქმნილმან და თჳთ
მოციქულმან ერთისაცა სულისა ნათლისცემა, არამედ ეშინოდა საზღუარსა წმიდათა მოციქულთა და მამათასა გარდასვლა: რამეთუ არასადა ასმიოდა ოდესცა ძუელითგან არცაღა თუ იშჳთ
სადმე: არცა მსხუერპლისა შეწირვა, არცა ნათლისცემა დედათა მიერ: და რად ვიტყჳ დედათა არცაღა თუ
ერისაგანთა მამათა მიერ თჳნიერ
მღუდელთასა:
რამეთუ ვერცაღა დიაკონნი ნათელსცემენ რომელთა ჴელთდასხმა კურთხევისა მიუღიეს განწესებისაებრ შჳდთა
მსოფლიოთა კრებათათა: და უკეთუმცა სმენოდა დედათა მიერ ესევითართა საიდუმლოთა შეხებაჲ უმეტესად ესე
აღასრულებდა:
რამეთუ უფროსად ამისდა საჴმარ
იყო: საჭიროდ.
არამედ ვერ იკადრა რამეთუ ასმიოდა მოციქულთაგან გინა თუ ჩუენ გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისა რომელი მიიღეთ ჩუენგან შეჩუენებულ იყავნ.
ხოლო ჩუენ ზედა მადლი
და კურთხევა ქრისტესი და წმიდათა მისთა მოციქულთა და ნეტართა მამათა იყავნ: და დაგვიცუნეს უფალმან ლოცვითა დედისა ჩუენისა და განმანათლებლისა ნინოსითა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან: რამეთუ ჩუენ ვართ შვილნი კათოლიკე ეკლესიისანი რომელთა არა გარდაგვიქცევიეს, არცა დაგვიხსნიეს წესი და კანონი წმიდათა მოციქულთა. დაღაცათუ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესათა არა ვიმარხავთ: რამეთუ სარწმუნოებაცა თჳნიერ
საქმეთასა მკუდარ არს ვითარცა იგი საქმენიცა თჳნიერ
სარწმუნოებისა
უხმარ მოციქულისა სიტყჳსაებრ: არამედ მხოლოდ ვჰგიეთ მასვე და
ერთსა სარწმუნოებასა ზედა რომელი მოგუეცა წმიდისა მოციქულისა ნინოს ქადაგებითა და ვიდრე აღსასრულამდე ნუცაღა მივდრკებით მართლისა აღსარებისაგან, რათა არა სირცხვილეულ ვიქმნნეთ დღესა მას სასჯელისასა წინაშე საყდარსა ქრისტესა: არმედ ღირსმყუენინ უფალმან მცნებათაცა მისთა დამარხუად მრავლითა მით სახიერებითა მისითა: რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე ამინ.
XXIII ლოცვისათს სიტყუაჲ თუ რაჲსა მიზეზისათჳს იგინი არა ილოცვენ არცაღა საეკლესიოდ არცა თჳსგან და სხუათა ამას ასწავებენ
ხოლო აწ მცირედი რაჲმე
ვთქუათ ლოცვისათჳს,
რომელი იგი სრულიად დახსნილ არს მათ მიერ და ახოცილ ეკლესიით: რამეთუ არა ისმინენ ბრძანებასა ღვთისა: რომელნი მრავალსახედ და მრავალგუარად გუასწავებს სახარებისა იგავისა მიერ: და თჳთ
თავადიცა უფალი კაცადცა იქმნა რათა ჩუენთჳს
ესევე წესი ეპყრა მოუკლებელად და მარადის ილოცვიდის ღამე დად ღე: და ჩუენ სახესა მოგუცემდა მოუწყინებელად ლოცვისა და მარადის მღვიძარებისა: და წმიდათა და სანატრელთა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ესე წესი ეპყრა და მარადის ლოცვით იყო ცხოვრებაჲ მათი
და ყოველნი წმიდანი ამას ქადაგებნ და ამას დაამტკიცებენ: და ეკლესიასა შინა ესე განაწესეს, რათა მოუკლებელად ილოცვიდენ და ღამეთა ათევდნენ: რამეთუ მეუფჱ ჩუენი ქრისტეცა ესრეთვე ჰყოფდა ვითარცა წერილ არს
წმიდასა სახარებასა შინა.
და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ: (ლუკ. 6.12) და კუალად წერილ არს მისვე ლუკას მიერ: ხოლო თავადი განვიდის უდაბნოდ და ილოცავნ. (ლუკ. 5.16) და კუალად წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა: და ვითარცა განუტევა მან ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. (მათე
14.22)
კუალად, რაჟამს იგი განხადა ეშმაკი კაცისაგან რომელი იგი ვერ შეუძლეს მოწაფეთა მისთა: ეტყოდა იესო მოწაფეთა თჳსთა:
ვითარმედ ესე ნათესავი არა რაჲთ
განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა: (მთ. 17.21) რამეთუ მოწაფენი ქრისტესნი ჯერეთ არღა მიწევნულ იყვნეს საზომსა სრულებისასა არცა დაჩუეულ მარადის ლოცვასა: არცა მიმყოვრებულსა მარხუასა: ამისთჳს
ვერცა შეუძლეს განხდად ეშმაკთა და სასწაულთა საკვირველთა ქმნად ვიდრემდის ესე არა ისწავეს. ამისთჳსცა
ღმერთი მარადის ასწავებდის ლოცვისა და მარხვისათჳს
იგავისა სიტყვითაცა დაპირის-პირ გაოცხადებულად: და მერმე თვითცა საქმით აჩუენის: რამეთუ ღამესა ათევდა მრადის ლოცვითა ვითარცა ზემო მოვიხსენეთ: რამეთუ დაღაცათუ მას არარაჲ ეხმარებოდა არცა
მარხვა და არცა ლოცვა ვითარცა არცა რაჲ სხუა
კაცობრივნი საქმენი, რამეთუ ღმერთი იყო ბუნებით: არამედ ვინათგან კაცთა ბუნებაჲ სრულებით მიიღო კაცობრივნი საქმენი ყოველნი სრულებით აღასრულნა თვინიერ ცოდვისა ეგრეთვე კაცთა ბუნებისა სახმარად მარადის ლოცვა შჯულგვიდვა: რათა
მარადის ვილოცვიდეთ ღამე დად ღე მოუწყინებლად: თჳსაგან მარტო და
ეკლესიასა შინა, რომელ არს შესაკრებელი ერისა, რამეთუ თჳნიერ
ამისა არა რაჲ კეთილთაგანი წარემართების, არცა მსოფლიო და ჴორციელი და უმეტესადღა სულიერი და ზეცისა.
დაღაცათუ ბრძანებს ქრისტე მეუფჱ: რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დოგმაჲ და
ლოცვაჲ, რაჲთა
უჩუენონ კაცთა. ამინ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ
კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. (მთ. 6.5-6)
ესე ბრძანებაჲ უფლისა, მათ
ზედა არს, რომელნი თჳსაგან განწესებულსა ლოცვასა და გინა თუ საეკლესიოსა და უფროისღა თვისაგან ლოცვასა საჩუენებლად იქმოდის: და ჭეშმარიტად ორგულთა არს საქმე იგი რომელი ესრეთ ილოცვიდეს: რამეთუ კაცი ილოცავს რათა მოიღოს ღვთისაგან სათხოველი თჳსი,
რომელსა იგი ითხოვს და უჩუენებს კაცთა, რათა მოიღოს ქებაჲ და
დიდებაჲ: და ორგულთა არს საქმე ესე ვითარცა ვთქუ და არა ერთგულთა და საკუთართა მონათა: რაჲთამცა ღმრთისაგან ითხოვდა წყალობასა და
კაცთაგან ეძიებდა ქებასა. ნუ ჰგონებ თუმცა მორამეიღო ღვთისაგან ესევითარად მლოცველმან.
ვითარცა იტყჳს
იაკობ მოციქული: კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა შინა გზათა მისთა ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით: რამეთუ რომელი ორგულებდეს მსგავს არს იგი ღელვასა ზღვისასა ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებ კაცი იგი ვითარმედ მორაჲმეიღოს ღვთისაგან.
ხოლო უკუეთუ არა საჩუენებელად იყოს ლოცუვა იგი და არცა კაცთაგან ეძიებდეს ქებასა: ესევითარად მლოცველმან გინათუ მარტო გინა თუ კრებულსა შორის ილოცოს მოუწყინებლად შემუსრვილითა და დამდაბლებულითა გონებითა: ჭეშმარიტად სათნო არს ღმრთისა და საყუარელ მხედველისა მის დაფარულთასა: და ჭეშმარიტად ყოველსავე მოიღებს კაცი იგი რაოდენსაცა ითხოვდეს: ვითარცა ბრძანებს ღმერთი: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ. და შემდგომი. (მთ. 7.7)
ესე ყოველი ლოცვისათჳს
უბრძანებიეს
რათა მოუწყინებლად ვილოცევდეთ და სამარადისოდ ვრეკდეთ კარსა მოწყალებისა მისისასა: და სხუაჲ:
უმრავლესი ამისა რომელი ქუემორე უვრცელესად აღვწეროთ.
ხოლო თუ: შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად: ამას არა თუ კართა დახშულთა შინა ლოცვისათჳს
იტყჳს, არამედ სიმდაბლით ლოცვისათჳს
ბრძანებს ვითარმედ: შევედ შინაგან საუნჯესა გულისა შენისასა: რამეთუ იგი არს დაფარული საუნჯე კაცისა: ვითარცა უფალი ბრძანებს ესრეთ: კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა
გამოიღის კეთილი: ხოლო ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა
გამოიღოს ბოროტი. (მთ. 12.35) ესრეთ გული არს საუნჯე კაცისა და არა ხილული სახლი: ამისთჳს
ბრძანებს რათა შინაგან გულისა თჳსისა
შევიდეს კაცი და დახშას შესავალი და არა რაჲ კაცობრივი ქებაჲ და სილაღე შეუშვას გულსა შინა თჳსსა:
და არცა რაჲ ცუდი
და წარმავალი მსოფლიო საქმე განიზრახოს, არამედ სიღრმით გულისათ დაფარულთა მხედველისა მიმართ ილოცვიდეს: ესევითარი ლოცვა გინა თუ მარხვა იყოს გინა თუ კრებულსა შორის, ყოველივე შეწირულ არს წინაშე ღვთისა და მსწრაფლ მოხედავს თხოვასა მისსა: და უკეთუ არცა კრებულთა შორის და არცა თჳსაგან ილოცვიდეს მათისაებრ სიცბილისა: მაშა
რაჲსათჳს
განაწესა წმიდათა მოციქულთა საზოგადოდ შესაკრებელად ლოცვა, ვითარცა საქმეა მოციქულთასა წერილ არს.
და ოდეს შევიდეს აღჴდეს
ქორსა მას ზედა, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოანე, იაკობ და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოზ, იაკობ-ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. ესე ყოველნი იყუნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით
და ძმებითურთ მისით. (საქმე 1.13-14)
ესრეთ ზოგად და ერთ კრებულად ილოცვიდეს ყოველნი წმიდანი მოციქულნი და ძმანი, მამანი და დედანი ეკლესიასა შინა და არა თჳს-თჳსად
და მარტო, რამეთუ ქორი იგი იყო მათდა ეკლესია შესაკრებელი, რომელსა შინა მოიღეს აღთქუმაჲ იგი
სულისა წმიდისა ცეცხლისა ენათა განყოფითა და ჯერეთ სხუაჲ ეკლესია არა
იყო მაღდა.
ხოლო წინასწარმეტყველთა თუ გამოეძიებდე საქმესა, უმეტესად მათ მიერ არს განწესებული სამარადისოდ ლოცვა საეკლესიოდ და საიდუმლოდ, საკრებულოდ და თჳსგან
და ყოვლად ყოველსა ჟამსა: რამეთუ დავიტ იტყვის: ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
ხოლო ეკლესიასა შინა ლოცვისათჳს
იტყჳს: ვითარმედ ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა. და კუალად ზოგად საკრებულოსა ლოცვისათჳს
იტყჳს: ვითარმედ კრებულსა შორის დიდძალსა აღგიარო შენ. და კუალად ჟამთა ლოცვისათჳს
იტყვის: შვიდგზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხუათათჳს
სიმართლისა შენისათა. და კუალად შუაღამის ლოცვისათჳს
იტყჳს ვითარმედ: შუაღამე აღვდგე აღსარებად შენდა განკითხუათათჳს
სიმართლისა შენისათა. და კუალად ღამე ლოცვისათჳს
იტყჳს ვითარმედ: ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმინდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. და კუალად განთიად ლოცვისათჳს
იტყჳს ვითარმედ: განთიად შეისმინო ხმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ: და კუალად აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მიმართ შენთა: და კუალად მანვე წინასწარმეტყველმან დავიტ და ძემან მისმან შოლომონ განაწესეს ტაძარსა შინა მარადის მგალობელნი და მეფსალმუნენი რათა სამარადისოდ აქებდეს ღმერთსა ვითარცა წერილ არს წიგნსა მეფეთასა: რამეთუ განაწყო ხორი მგალობელთა და მედღესასწაულეთა: მწუხრი დილეულ და სამხარად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისა: და კუალად იტყჳს:
ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისსა: და სხუანი ყოველნი წინასწარმეტყველნი არა დასცხრებოდეს მარადის ღამე დად ღე ლოცვისაგან ვითარცა დანიელისათჳს
წერილ არს: რამეთუ ოდეს წარიყვანა სპარსესტ კჳროს
სპარსთა მეფემან და იყო მიდეთს: კჳროს
მეფემან დიდად პატივ სცა და იყო მისა განმზრახ რჩეულ: ამისთჳს
შურად აღუდგეს მთავარნი მეფისანი. პირველად ვერარაჲ ღირსი შესმენისა საქმე უპოვეს: ვითარცა წიგნსა მისსა წერილ არს.
მაშინ მოიპოეს ღონე ესევითარი რათა საფრჴე
დაუგონ კაცსა მას ღვთისა: და ჰრქუეს მეფესა: ბრძანე მეფე რათა სამსა შჳდეულსა კაცნი ბრძანებისა შენისა მორჩილნი ვერა
რომელსა სათხოველსა ითხოვდეს ვერცა შენგან და ვერცა ღვთისაგან: ამისთჳს
ჰრქუეს ესე მეფესა: რამეთუ უწყოდეს დანიელისთჳს
ვითარმედ არა დასცხრებოდა მიმდემად ლოცვისა და მუჴლთდრეკისაგან: მაშინ მზირ უყვეს წმიდასა მას და იხილეს იგი მუხლმოდრეკით მლოცველად ღმრთისა მიმართ: და შეასმინეს მეფესა და შთააგდეს იგი მღვიმესა მას ლომთასა: ეგრეთვე წინასწარმეტყველი იერემია მიუწერს ბაბილოვნით იერუსალიმს, რომელნი დაშთომილ იყუნეს მუნ წარტყუენვისაგან, რათა სამარადისოთ ჰყოფდნენ ვედრებასა ტყუეთა მათთჳს და მეფისა ნაბუქოდონოსორისა და ძისა მისისასა შაჰტასარისთვის რათა რათა მშვიდობით იყვნენ და ადრე მიემთხჳნენ
განთავისუფლებასა.
ისმინე პავლესიცა რასა მიუწერს ტიმოთეს: გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა
ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანისცემასა, და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს,
მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჳთა
მშვიდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღვთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილი და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ
და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
(I ტიმ. 2.1-4)
კუალად იტყჳს:
მნებავს უკუჱ ლოცვაჲ
მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად ჴელთა წმიდად თჳნიერ
რისხვისა და გულისსიტყჳსა.
(I ტიმ. 2.8)
ესრეთ ყოველნი წმიდანი მოციქულნი და წინასწარმეტყველნი ლოცვითა და ვედრებითა გარდაიხდიდეს დღეთა თჳსთა
და ჩუენცა ამასვე გუასწავებდეს: რათა არა უქმად გარდავიხდიდეთ დღეთა და ღამეთა: არამედ რათა მარადის ლოცვითა და ვედრებითა შევიჭურნეთ მარტო რაჲ ვიყუნეთ და
კრებულსა შორის დიდძალსა: რამეთუ თვინიერ ლოცვისა და ღვთისა მიმართ ვედრებისა არა რაჲ კეთილთაგანი წარემართების, არამედ ლოცვა იგი რომელსა შევსწირვიდეთ ნუმცა არს საჩუენებელ კაცთა და სილაღით რათა არა სათხოელისა წილ მოიღოს კაცმან ღვთისაგან შეურაცხებაჲ და
ყუჱდრებაჲ:
რომელსა იტყჳს
წინასწარმეტყველისა
მიერ: ვითარმედ ერი ესე ბაგითა მათითა თაყუანისმცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან, რამეთუ ამაოდ მმსახურებენ მე: არამედ ჯერარს ლოცვა ჩუენი შემუსრვილითა და მდაბლითა გონებითა დაფარულთა მხედველისა მიმართ თვისგანცა და ეკლესიასა შინა.
რამეთუ წმიდაჲ
მოციქული პეტრე და კორნელიოს (მრთლი) ერდოთა და ლოცვიდეს ასახილველად ყოველთა: ვითარცა მათთჲს
წერილ არს. არამედ შესმენილ იქმნა წინაშე ღმრთისა ლოცვანი მათნი: და მოუვლინა უფალმან ანგელოზნი შემწირველნი თხოვათა მათთა: ხოლო კაინ ძმის მკულელი მარტო შესწირვიდა მსხუჱრპლთა არამედ არა
კეთილად: ეგრეთვე ფარისეველი მარტო ლოცვიდა ერთისა თანა. არამედ ზუაობით: ხოლო ორნივე დაისაჯნეს ღვთისა მიერ: კუალად ანნა დედა სამოელისი მდუმრიად ილოცვიდა: რამეთუ ბაგენი მისნი არა იძროდეს არამედ უმაღლეს საყჳრისა
შევიდა ყურთა ღვთისათა: ხოლო დავიტ წინასწარმეტყველი კრებულსა შორის დიდ ძალსა: არამედ იგიცა სათნო იყო წინაშე ღვთისა: ხოლო უკეთუ ზუაობით იყოს არცა რაჲ კრებულსა შორის, არცა
რაჲ კრებულსა შორის არცა რაჲ მარტობით სარგებელ არს
ლოცვა: არამედ უფროსღა საგონებელ და სარგებელ წინაშე ღვთისა: ხოლო სიმდაბლით ლოცვა ყოველივე სათნოდ შეწირულ წინაშე ღვთისა: და მე ვჰგონებ უკეთუ სიმდაბლით იყოს კრებულსა შორის უმჯობეს არს.
ამის თჳს
აღაშენეს ყოველსა ქუჱყანასა შინა
ვრცელნი და დიდნი ეკლესიანი: ამისა თჳს
განაწესეს წმიდათა მოციქულთა და წმიდათა სანატრელთა მღდელთმოძღუართა ღამისთევანი და ყოველი საეკლესიო წესნი.
და უკეთუ ესრეთ არა ჯერ იყო არცა წინასწარმეტყველთაგან მოეღოთ ესე წესი: არცა მოციქულთაგან ესწავათ: არცა ქრისტესაგან სმენოდათ: რაჲსათჳს თავს იდებდეს ესოდენსა შრომასა და სიფიცხესა მღჳძარებისა და
ლოცვისასა.
ხოლო უკეთუ ცუდის მეტყველნი იგი წინა გჳყოფდენ სიტყვასა მას
ღვთისა: ვითარმედ რაჟამს ილოცვიდეთ ნუ მრავალსა იტყჳთ:
ვითარცა იგი წარმართთაგანი: რამეთუ ჰგონებენ ვითარმედ მრავლისმეტყველებითა მათითა ისმინოს მათი: ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ: რამეთუ იცის მამამან თქუენმან რაჲ იგი
გიჴმს თქუენ: ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან: ესე ბრძანებანი უფლისანი არა არს მათისაებრ სიტყჳსა
რათამცა კაცნი არა ილოცვიდენ: და მისცენ თავი თჳსი
უდებებასა და ძილსა: და თუმცა ესრეთ ებრძანა ღმერთსა ვითარცა იგინი ჰგონებენ და ესრეთ განეწესა: რაჲსათჳს ვერ გულის ჴმა ყვეს ესე წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა მათთა მღვდელთ მოძღვართა რომელნი ღამე ყოველ დად ღე ყოველ ლოცვიდეს და ყოველსა ეკლესიასა ესე განუწესეს. და სჯულად დაუსხნეს: ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს:
ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს
იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა: ყოველთა წმიდათათჳს. (ეფეს. 6.18)
და კუალად იტყჳს:
ასწავებდით და მოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა მადლითურთ უგალობდით. (კოლასელთა 3.16)
კუალად იტყჳს:
ლოცვასა განეკრძალენით და იღჳძებდით მას
შინა, მადლობდით, ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა. (კოლასელთა 4.2)
ხედავთა ძმანო რამეთუ ყოვლადვე და ყოველსა ჟამსა ლოცვასა და მღჳძარებასა გუმოძღურიან წმიდანი მოციქულნი: და
არა ლიტონად და მცირედ არამედ ფსალმუნებასა და შესხმასა და გალობასა პირითა და გულითა: და არა უქმად და უდებად წოლასა და ძილსა: რამეთუ იაკობისთჳს
წერილ არს ძმისა უფლისა: ვითარმედ მიმდემად ლოცვისა და ღამე და დღე მუჴლთდრეკისაგან და ქუეყანასა ზედა შუბლისა ცემითა (და-------) იყვნეს ვითარცა მუჴლნი
აქლემისანი:
და ღჳნო
და თაფლუჭი არა ესუა: და არცა რაჲ
(----------) (---------) (-----) მისსა. (გვ 113 2 სვეტი)
უკეთუმცა არა ჯერ იყო ესე ვითარი ფიცხელი ცხოვრებაჲ რაჲსათჳს
მოიპოეს ესე
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment