ჲჱ (96). მითხრობდეს ჩუენ მონაზონნი წმიდისა თევდოსის
მონასტრისანი, ვითარმედ: ბერი ვინმე იყო ნათესავით არაბი,
რომელსა სახელი ერქუა ლულიანე. ესე ბერი მწუხარე* იყო თუალითა
და ურწმუნო იყო მაკარი ებისკოპოსისა იერუსალჱმელისათჳს.*
და არა ეზიარებოდა იგი ჩამსა, რომელსა ზედა სახელი
მისი იჴსენებოდა.* და წარავლინა მან* მოციქული ანტიოქიად
წმიდისა სჳმეონ მესუეტისა, რომელი იყო მთასა საკჳრველსა
ცხრით* მილიონით განშორებულად ანტიოიქსა, დამიჰრქუა მას,
ვითარმდ: მწუხარე ვარ მე თუალითა და ვერ შემძლებელ ვარ*
წარსლვად ვიდრემე, და არა* მაქუს, ვინ დამაჯეროს* ზიარებად
ჟამსა მაკარი პატრეაქისასა, და ამისთჳს მოვავლინე სიწმიდისა
შენისა, რაჲთა მაუწყო მე, რაჲ ჯერ-არს ჩემდა ყოფად.* მაშინ
მოამცნო* წმიდამან სჳმეონ მოციქულსა ბერისა მის თანა* და
ჰრქუა: ნუ განშორები ადგლისგანშენისა და ნუცა კიდე-იქმნები
ეკლესიისა შენისა* ზიარებისაგან, რამეთუ არარაჲ* არს ბოროტი
მას შინა მადლით უფლისა ჩუენისა ისუ ქრისტჱსითა.
და ესეცა უწყოდე, რამეთუ მონასტერსა შინა თქუენსა არს ბერი
ერთი ფრიად იდი წინასე ღმრთისა, რომელსა სახელი ჰრქჳან
პატრიკიოს. და ესე მამასახლისი იყო ქუეყანასა თჳსსა მონასტერსა
მრავალთა ძმათა ზედა და ღმრთისათჳს დაუტევა მწყემსობაჲ
თჳსი* და მანდა მოიწია მრავლით ჟამითგან დამდგომარე არს იგი გარეშე საკურთხეველსა ყოვლსა ძმათა უქუემოეჲს კედელსა
თანა დასავალით ეკლესიასა. და იგი წარიტყჳს ლოცვასა ჟამისწირვისასა
ყოლადვე, რაჟამს მღდელი ჟამსა შესწირვიდეს* და მის
ბერისად შერაცხილ არს ჟამის წირვაჲ ყოველი და ნურას* იჭუეულ
ჲთ (97). მითხრობდა ჩუენ ამბა იოვანე მძოვარი და თქუა,
რომელსა ეწოდა წითელი. და* ესმინა მას* ამბა სტეფანე მოაბელისაგან,
ეტყოდა რაჲ, ვითარმედ: ვიყავ რაჲ მე* მონასტერსა
წმიდისა თევდოსისა, და იყუნეს* მუნ შინა ორნი ძმანი, რომელნი
ფუცებულ იყვნეს ურთიერთას, რაჲთა არა განეშორნენ სიცოცხლესა
მათსა და არცა სიკუდილსა საფლავსა შინა. და იყუნეს
რაჲ ესენი მათსა და არცა სიკუდილსა საფლავსა შინა. და იყუნეს
რაჲ ესენი მონასტერსა შინა კეთილად ქცევითა, და ძმათა
ყოველთა სარგებელ ეყოფვოდა მათგან, მაშინ ბრძოლა-სცა ერთსა
მათგანსა სიძვისა ეშმაკმან ძლიერად, ვიდრემდის მოაუძლურა იგი.
დაცვითარ ვერღარა შემძლებელ იქმნა დათმენად, მაშინ* ჰრქუა
მან* ძმასა თჳსსა: განმიტევე მე, ძმაო, და წარვიდე სოფლად,
რამეთუ მბრძავს მე სიძვისა გულისსიტყუუაჲ და ვერღარა შემძლებელ
ვარ წინააღდგომად მისა.* მაშინ იწყო ძმამან მან მისმან
ვედრებად მისა და ეტუოდა:
_ ნუ, ძმაო ჩემო, ნუ წარსწყმედ და ნუცა ცუდად დაჰღუარავ*
შრომათა შენთა სიყრმით შენითგანთა.
ჰრქუა მან, რომელსა-იგი ბრძოლაჲ აქუნდა:* უკუეთუ ფიცისა
მისთჳს, რომელსა-იგი* ვეფუცენით, გნებავს არა განტევებაჲ
ჩემი, მო-უკუ-ვედ ჩემ თანა სოფლად, და უკუეთუ არა, განმიტევე
მე, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა, რაჲთამცა არა წარვედ
სოფლად და აღვისრულე ნებაჲ გულისა* ჩემისაჲ.
და* ვითარცა ვერ არწმუნა ძმამან მან ვედრებითა* დაყენებაჲ,*
წარვიდა იგიცა მის თანა ქალაქად. და ძმაჲ იგი ბრძოლილი
შევიდა* მეძვისა ერთისა* საყოფელსა აღსრულებად ნებისა
თჳსისა, ხოლო ერთი იგი ძმაჲ დგა გარეშე სახლსა მას და მიწასა
ისხმიდა თავსა და ტიროდა* მწარედ ძმისა თჳსისათჳს. მაშინ,
ვითარცა აღასრულა ძმამან მან ბილწებისა იგი გულის-თქუმაჲ
მისი და გამოვიდა, ჰრქუაძმამან მან გარეშემან:
_ აწ რაჲ უკუე სარგებელი ჰპოვე, ძმაო ჩემო, ამის ცოდვისაგან,
არამედ უფროჲს-ღა ცნებაჲ და სულისა წარწყმედაჲ; ხოლო
აწ გუალე და* კუალად წარვიდეთ მონასტრადვე და ევედრებოდით
ღმერთსა, რაჲთა შეგინდოს შენ ცოდვაჲ ესე, რამეთუ მოწყალე
არს უფალი ცოდვილთა მოქცეულთათჳს.
ჰრქუა მას ძმამან მან დაცემულმან: ვერღარა შემძლებელ
ვარ მე მოსლვად უდაბნოდ ამიერითგან. ხოლო შენ წარვედ, ძმაო,
და დამიტევე მე და ვიყო* სოფელსა შინა.
და ვითარცა ფრიად ევედრა და ვერ არწმუნა მას*
განსლვად მის თანა უდაბნოდ, დადგა იგი მის თანა ქალაქსა შინა
და ორნივე მიზდებით იქმოდეს საქმესა, რაჲთა იზარდებოდენ.
და მას ჟამსა* ოდენ ამბა აბრაჰამ,* რომელი შემდგომად*
კათალიკოზ იქმნა ეფესოსა ზედა, მწყემსი კეთილი და მშჳდი, იწყო
შენებად ბიზანტიისა მონასტერსა, რომელ არს მახლობელად მთასა
ზეთის ხილთასა. მაშინ მივიდეს ძმანი იგი ბიზინტიად და მიზდითა
იქმოდეს მაშჱნებელთა თანა. ხოლო მიზდი იგი ორთავე წარმოიღის*
ძმამან მან* დაცემულმან და დღითი-დღედ შევიდის იგი
ქალაქად და წარაგის იგი მეძავთა თანა. ხოლო ძმაჲ იგი მეორჱ
ყოველთა დღეთა იმარხვიდა და* დაუცადებელად ფსალმუნებდა და
იქმოდა* საქმესა მოუწყინებელად და არავის კაცთაგანსა ჰზრახვიდა
იგი.* იხილეს რაჲ* იგი მაშჱნებელთა მათ ესრჱთ მოქმედი,*
და იმარხავნ ყოლადვე და არავის ჰზრახავნ,* აუწყეს [ჰ]ამბავი
მისი წმიდასა აბრაჰამს და უთხრეს ყოველი განგებაჲ მისი კეთილი.
მაშინ მოუწოდა აბრა[ჰ]ამ ძმასა მას და შეიყვანა იგი სენაკად
თჳსა* და გამოჰკითხა საქმჱ მისი. ხოლო მან აუწყა მას ყოველი
საქმჱ ძმისდა მისისაჲ,* და ვითარ-იგი განრყუნილებასა შინა
იქცევის.*
და მე მისთჳს ვიჭირვი, რჲთა იხილოს ღმერთმან შრომაჲ
ჩემი და იძსნეს ძმაჲ იგი* ჩემი ამის წარწყმედილებისაგან.*
ესმა რაჲ* ესე აბრაჰამს* დიდებულსა, ჰრქუ ძმასა მას: _ აჰა ესერა სიმდაბლისა და სიყუარულისათჳს შენისათჳს მიგანიჭა
შენ* ღმერთმან სული ძმისა შენისაჲ.
და ვითარცა გამოვიდა იგი მისგან, პოვა ძმაჲ იგი მისი გარეშე
და ლმობიერად ევედრებოდა და იტყოდა მისა მიმართ:*
_ ძმაო, წარმიყვანემე უდაბნოდ, ნუუკუე ყოს ღმერთმან
შენდობაჲ ა[ღ]ურაცხელთა ცოდვათა ჩემთაჲ.
და მუნთქუესვე* განიყვანა იგი ძმამან მან იორდანესა უდაბნოთა
და შეაყენა იგი ერთსა ქუაბთაგანსა. და შეინანა ბოროტი
იგი მრავლითა ცრემლითა და სულ-თქუმითა ლმობიერითა, და
მა[ს] შინა გარდაიცვალა იგი* და ღმრთისა მივიდა. და დაშთა
ძმაჲ იგი მეორჱ ქუაბსა მას შინა, ვითარცა იგი ფიცებულ იყო,
რაჲთა განასრულოს ვიდრე სიკუდილ[ად]მდე მისა.
და ვითარცა დაჯდა* იგი ქუაბსა მას შინა, მოვიდა მისა ბერი
ერთი, სათნოჲ ღმრთისაჲ, კალამონსა მონასტრით და ჰრქუა მას:
მითხარ, ძმაო, ესოდენთა ჟამთა დაყუდებითა და მარხვითა რომელსა
მიწე[ვნ]ულ ხარ? ჰრქუა მას ძმამან მან: წარვედ და შემდგომად
ათისა დღისა მოვედ,* და* გაუწყო შენ. მაშინ* წარვიდა
ბერი. და შემდგომად ათისა დრისა მოვიდა იგი* და ცპოვა ძმაჲ
იგი, რამეთუ გარდაცვალებულ იყო კეცსა ზედა ადეწერა
ესრჱთ: შემონდვე, მამაო, რამეტუ არადეს მილოცავს ჟამიცა
ერტი, თუმცა გონებაჲ ჩემი ქუეყანისასა რასმე ზრახვიდა. და
დაჰმარხა* იგი ძმასა თჳს[ს]ა თანა და წარვიდა.
ო (100). კუალად მითხრობდეს მონაზონნი ამის მონასტრისანი,
ვითარმედ: იყო ვინმე აქა კაცი, რომელსა ეწოდა პეტრე,
ხუცესი პონტოელი.* და ამის ბერისა მიერ მრავალნი სასწაულნი
ქმნნა ღმერთმან, რამეთუ ევდორე, რომელი ებისკოპოს იქმნა
რუსაკს, მან მითხრა* ჩუენ, ვითარმედ: დღესა ერთსა, ვიყავ რაჲ
იორდანეს, მოვიდა ჩემდა კოშკებისა მონასტერსა, რამეტუ მუნ
ვიყოფვოდე, და მრქუა მე;
_ ყავ სიყუარული ღმრთისათჳს, ძმაო თევდორე, და წარმოგუალე
ჩემ თანა მთასა სინსა ლოცვად, რამეთუ ესე აღმითქუამს*
ღმრთისა, რაჲთა წარვიდე მე მუნ.
ხოლო მე* ვერ ირჩ ვექმენ ბერსა, არამედ ვარქუ მას: გუალე
და წარვიდეთ.
და ვითარცა წიაღვჴედით წმიდასა იორდანესა, მრქუა მე
ბერმან:
_ ძმაო თევდორე, მოვედ და არვითქუნეთ მატანიით, რაჲთა
არარაჲსა საზრდელისა გემოჲ ვიხილოთ ვიდრე შეს[ლ]ცადმდე ჩუენდა
მთად სინად.
ხოლო მე მიუგე და* ვარუქ მას: ჭეშმარიტსა გეტყჳ, მამაო,
ვითრმედ, მე ვერ შემძლებელ ვარ ამას ყოფად.
ხოლო ბერმან მარტოდ მატანია ყო, რაჲთა არარაჲსა გემოჲ
იხილოს ვიდრე მიწევნადმდე მთასა სინასა, და ყო ეგრე. [196] და
ვითარცა მივიწიენით ჩუენ სინად, ეზიარა ბერი* წმიდასა საიდუმლოსა
და მოიღო საზრდელ. და მიერ წარვედით ჩუენ ალექსანდრიად,
მინა-წმიდად. და ვიდრე მიწევნადმდე მუნ არარაჲსა გემოჲ იხილა,
ვიდრემდის* ეზიარა მინა-წმიდას. და მოიღო საზრდელი. და მენაწმიდით
წარვედით იერუსალჱმდ, და არარაჲ ჭამა, ვიდრემდის
ეზიარა იგი* წმიდასა შინა ა[ღ]დგომასა. და მაშინ მიიღო საზრდელი.
და ამას ყოველსა გზათა სიგრძესა და სიძნელესა ბერმან სამ გზის
მიიღო საზრდელი _ მთასა სინასა და* მენა-წმიდასა და იერუსალემს.
ოა (105). მითხრობდა ამბა თევდოლოს ქრისტეფორჱსთჳს,
ვითარმედ ბერმან უთხრა მათ* და ჰრქუა: შე-ოდესმე-ვედ წმიდად
ქალაქად იერისალჱმდ და ვითარცა* ვილოცე წმიდასა ა[ღ]დგომასა*
და პატიოსანსა ჯუარსა, და* გამოვედ,* ვიხილე კაცი ერთი
მდგომარჱ* გარეშე კართა ეკლესიისათა სტოვასა, განგურვებულად,*
არცა შინა შევიდოდა და არცა ზეუკუნ ვიდოდა.* და
ვიხილე ორნი ყორანი, რომელნი ურცხჳნოდ ზედა ჰფ[რ]ინვიდეს
და ფრთითა პირსა სცემდეს და არა აუფლებდეს* შესლვად ეკლესიად.
მაშინ ვცან მე, ვითარმედ ყორანნი იგი ეშმაკნი არიან, და
ვარქუ მას:
_ მითხარ მე, რაჲსა სდგა შუა* ოდენ კართა და არა
შეხუალ შინა?
ხოლო მან მრქუა: შემინდვე, მამაო, რამეტუ ორნი გულის
სიყუანი მქონან.* ერთი მეტყჳს:* შევედ და ილოცე წინასე პატიოსანსა
ჯუარსა და განმაცხოველებელსა ა[ღ]დგომასა, და მეორჱ
მეტყჳს: ნუ შეხუალ, არამდ წარვედ საქმესა შენსა და სხუასა
ჟამსა შეხჳდე და ილოცო.
ხოლო მე, ვითაცა მესმა მისგან ესე, შეუპყარ ჴელი მისი
და შევიყვანე იგი მიდად ეკლესიად. და მუნთქუესვე წარფრინდეს*
ყორანნი იგი მისგან, და თაყუანის-ვაცემიე იგი პატიოსანსა ჯუარსა
და განმაცხოველებელსა არსადგომელსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა
და განუტევე იგი* მშჳდობით.
ესე* წარმომითხრა მე ამისთჳს, რამეთუ ფრიად შექცეულ
ვიყავ ჴელთ-საქმარსა* და იდებ ვიტავ ლოცვისათჳს. (ვ)
ობ (106). კუალად გჳთხრობდა* ჩუენ ამბა თეოდორე
და თქუა, ვითარმედ: იყო აქა ქსენადოქი, და იყო მას შინა ქსენადოქარი,
რომელ არს განმგე.* და მივედ რაჲ* მე, და მიმიყვანა
მუნ. და ვპოვე მუნ უცხოჲ მონაზონი ასური, და არარაჲ ედვა
თჳნიერ ერთი პალეკარტი და ერთი ფიჩჳ და მცირედ პური. და
მდგომარე იყო იგი ყურესა ერტსა მარადის, დღჱ და ღამჱ* ფსალმუნებად
იგი და არავის კაცთაგანას ჰზრახვიდა*8ა რასმე.* და ვითარცა
მოიწია დღჱ კჳრიაკჱ, მივედ მისა* და ვარქუ მას:
_ მოგუალე, ძმაო, და წარვიდეთ სოფია-წმიდად და ვეზიარნეთ
მუნ.
მომიგო და მრქუა მე: არა მოვალ.
ხოლო მე ვარქუ მას: და რაჲსათჳს არა მოხუალ?
ხოლო მან* მრქუა მე: რამეთუ ვარი მე სევეროსის მოყუასთაგანი
და არა ვეზიარები* კატოლიკე ეკლესიასა.
ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, ვიღარმედ არა ეზიარების იგი
კათოლიკე ეკლესიასა ესოდენთა ღუაწლთა და შრომათა და სათნოვებათა*
მისთა ზედა,* წარვდ სენაკად ჩემდა და ვიწყე ტირილდ
და დავიჴაშ კარი ჩემი და დავვარდი მე პირდაქცევით
და ვვედრებოდე ღმერთსა სამ დღე მრავლითა ცრემლითა და
ვიტყოდე: ჵ უფალო და მაცხოვარო, ქრისტე, ღმერთო ჩემო, რომელმან
გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა მოსდრიკენ ცანი
და გარდამოჰხედ ცხორბისა ჩუენისათჳს, რომელი ჴორციელ
იქმენ წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ქალწულისა მარიამისგან,
გამომიცხადე მე, რომელი სარწმუნოვებაჲ არს* მართალი და ჭეშმარიტი:
ჩუენი, რომელნი ვეზიარებით კათოლიკე ეკლესიასა შინა,
ანუ მათი, რომელნი შეუდგან სევეროსის თქუმულთა? და მსამესა
დღესა* მესმა მე ჴმაჲ უხილავად, რომელი მეტყოდა მე: წარვედ
შენ ხვალე ჟამსა მესამესა ბერისა მის* და იხილო სარწმუნოვებაჲ
მისი. და ვითარცა მესმა* ჴმაჲ იგი,* წარვედ* და დავჯედ პირისპირ
ბერისა მის და მოველოდე ხილვად რასმე, ვითარცე მესმა.
ხოლო ბერი იგი ჩუეულებისაებრ დგა ყურესა მას და ფსალმუნებდა
ასურებრითა ენითა. და აჰა* მივხედე და ვიხილე, და*
მოვიდა ტრედი ერთი შავი,* ფრიად დუხჭირი ხილვითა,* ვითარცა
ნგორებული ჭუარდლსა* და მწჳრესა შინა, და ფრინვიდა თავსა
ზედა მის ბერისასა და თჳსითა ასხურებდა მწჳრესა*
პირსა მისსა და აღავსებდა სიმტრალითა. მაშინ-ღა გულისხმა-ვყავ,
ვითარმედ ტრედი იგიმშავი სარწმუნოვებაჲ არს მათი შეგინებული.
ამას მრავლიტა ცრემლითა და* სულ-თქუმითა* მითხრობდა ჩუენ*
წმიდაჲ იგი.
ოგ (108). ვითარცა მივიწიენით ჩუენ ხერთვისსა მას სამონაჲსასა,*
მივედით ერთსა მონასტერსა, რომელსა ეწოდა
"უცხოთა განმსუენე", ისიდორე მამასახლისა, რომელი იყო კაცი
სათნოვებითა შემკული და სიყუარულითა სრული, რომელიცა
შემდგომად ებისკოპოზ იქმნა* ქალაქსა ზედა სამონასა.
მითხრობდა ჩუენ ესე და თქუა, ვითარმედ: ვითარ რვა მილიონ
ქალაქისაგან არს სოფელი, რომელსა ინა შჱნ არს ეკლესიაჲ.
და იყო მუნ შინა ხიცესი ფრიად საკჳრველი, რომელი ოდესმე
შეიპყრეს მშობელთა მისთა პირველ ხუცობისა და თჳნიერ ნებისა
მისისა აქორწინეს და მოჰგუარეს მას ცოლად დედაკაცი
ვინმე* პირმშუენიერი. და ესე დღაცათუ შჯულიერი ქორწინებაჲ
იყო, ხოლო მან არა ხოლო თუ ჴორცთა იგი გემოჲ* მეუღლებისაჲ
შეურაცხ-ყო, არამედ ყოლადვე არა ინება განხრწნაჲ ქალწულებისა
თჳსისაჲ. და ეგრჱთვე არწმუნა დედაკაცსა ამს, რაჲთა
დაადგრენ დღეთა ცხორებისა მათისათა* ორნივე* უბიწოვებით
ქალწულებასა შინა. და დაისწავეს დავითი და ფსალმუნებდეს
ეკლესიასა შინა. და დაიცვნეს თავნი მათნი სიწმიდით
ვიდრე სიბრედმდე. ესე ხუცესი შე-ოდესმე-ასმინეს ცრუდ კაცთა
ვიეთმე უკეთურთა ებისკოპოსსა თანა მის* ქალაქისასა. ხოლო
ებისკოპოსი უმეცარ იყო საქმეთა მისთა კეთილთა. და წარავლინა
და მოიყვანა ხუცესი იგი* თჳსით* სოფლით და შეაყენა იგი* საპყრობილესა,
რომელსა მღდელნი შეცოდებულნი შეაყენნის.*
და ვითარცა იყო იგი საპყრობილესა მას შინა, მოიწია წმიდაჲ
კჳრიაკჱ. და ღამესა მას ეჩუენა ჭაბუკი ერთი შუენიერი ხილვითა
ფრიად, მიუგო მას და ჰრქუა:
_ წარვედ, ჵ ხუცეს,* ეკლესიად,*, რაჲთა ჟამის-წირვაჲ აღასრულო
დღეს.
და* ჰრქუა მას ხუცესმან მან*: ვერ შემძლებელ ვარ წარსლვად,
რამეთუ საპყრობილესა ამას შეყენებულ ვარ და ვერ ძალმიც*
მე გამოსლვად.
მიუგო მას* ჭაბუკმან მან, რომელი გამოუჩნდა: მე* განგიღო
საპყრობილჱ, აღდეგ და შემომიდეგ მე.
და განუღო მას კარი საპყრობილისაჲ და გამოიყვანა იგი და
წინა წარიძღუა მას. და მიიყვანა * იგი მახლობელად სოფელსა მას
ვითარ ერთ მილიონ, და განუტევა. და ვითარცა განთენა კჳრიაკჱ,
შევიდა შესაპყრობილჱ იგი ხილვად პყრობილთა და არა პოვა
მუნ შინა ხუცესი იგი.
მაშინ მივიდა* იგი და აუწყა ებისკოპოსსა, ვითარმედ: ხუცესი
იგი, რომელ საპყრობილესა შევაყენეთ, ამას ღამესა განპარულ
არს იგი საპყრიბილით და კლიტეთა განსაღებელნი ესერა
ჩემ თანა არიან.*. და კარი კლიტული ვპოვე, ხოლო არა უწყი,
სადაჲთ განიპარა იგი.
მაშინ, ვითარცა ესმა ესე ებისკოპოსსა, ჰგონებდა იგი* ჭეშმარიტად,
ვითარმედ განიპარა იგი. მაშინ წარავლინა ყრმაჲ ერთი
მსახურთაგანი ეკლესიისათაჲ სოფლად და ჰრქუა მას: წარვედ და
იხილე, უკუეთუ ხუცესი იგი სოფელს იყოს, და შენ ნურას მიუგებ,
არამედ მოვედ და მაუწყე მე. მაშინ წარვიდა ყრმაჲ იგი
სოფლად და პოვა ხუცესი იგი ეკკლესიასა შინა, რამეთუ შესწირვიდა*
იგი ჟამსა. და მუნთქუესვე მოიქცა და აუწყა ებისკოპოსსა,
ვითარმედ მუნ არს* და ვპოვე იგი* რამეთუ წარვიდა* ჟამსა
მაშინ განრისხნა ფრიად ებისკოპოსი იგი* მის ზედა და ფუცა,
ვითარმედ ხვალე მრავლითა შეურაცხებითა მოიყვანოს*2 იგი მიერ.
და კჳრიაკესა მწუხრი კუალად ეჩუენა ხუცესსა მას ჭაბუკი
იგი,*, რომელმან საპყრობილით გამოიყვანა, და ჰრქუა მას:*. წარმოგუალე
მუნვე საპყრობილედ, სადა-იგი შეგაყენა ებისკოპოსმან.
და წარმოიყვანა იგი* ქალაქად და შეაყენა მასვე* საპყრობილესა.
და ვითარცა განთენა, მივიდა მესაპყრობილჱ იგი ხილვად
პყრობილთა და პოვა ხუცესი იგი მუნვე საპყობილესა შინა.
მაშინ* მივიდა და აუწყა ებისკოპოსსა, ვითარმედ: ვპოვე ხუცესი
იგი საპყრობილესა* შინა და არა უწყი, ვითარ განსრულ იყო,
ანუ ვითარ კუალად-მოიქცა* მუნვე. და ვითარცა ესმა ესე* ებისკოპოსსა,
მიავლინა და მოუწოდა ხუცესსა მას* და გამოჰკითხა
მას,* თუ ვითარ გამოვიდა საპყრობილით, ანუ ვითარ კუალად
იქცა თჳნიერ ცნობისამესაპყრობილისა. მიუგო* ხუცესმან და
ჰრქუა,* ვითარმედ: შანათსა მწუხრი შემოვიდა ჩემდა ყრმაჲ ერი
ჭაბუკი, შუენიერი ხილვითა და შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა,
საპყრობილედ. და ვითარ მრქუა* მე, ვითარმედ არს იგი მსახურთაგანი
ეკლესიისათაჲ, და განმიღო* კარი და განმიყვანა მე* და
მიმიყვანა მახლობელად სოფელსა, ვითარ ერთ მილიონ, და განმიტევა
მე. და კუალად ამას ღამესა მანვე მომიყვანა საპყრობილედ.
მაშუინ მოჰგუარნა მას ებისკოპოსმან ყოველნი ყრმანი, მსახურნი
ეკლესიისანი, რაჲთა იცნის და აუწყოს, რომელი მათგანი იყო.
ხოლო მან არცაღა* ერთი მათგანი იცნა. მაშინ გილისხმა-ყო
ებისკოპოსმან, ვითარმედ ანგელოზი ღმრთისაჲ იყო იგი, რაჲთა
არა დაეფარნენ* სათნოვებანი იგი ხუცისანი, არამედ, რაჲთა განცხადნენ
ყოველთა წინაშე და ადიდებდენ ღმერთსა, მადიდებელსა
ნების-მყოფელთა მისთათა. და ფრიად სარგებელ ეყო ებისკოპოსსა
და განუტევა ხუცესი იგი მშჳდობით, და ფრიად შეჰრისხნა შემასმენელთა
მისთა, რომელთა-იგი* უსამართლოდ შეასმინეს ხუცესი იგი.
ოდ (112). დაწყებასა ოდენ მეფობისა ტიბერიოს მეფისა
მორწმუნისასა მივიწიენით უსანდ და ვიხილეთ მუნ ბერი ერთი
ფრიად სათნოჲ ღმრთისაჲ; და* იყო იგი ნათესავით კაბადუკიელი,
სახელით ლეონ. ამისთჳს მოტხრობდეს ჩუენ მრავალთა სასაწაულთა,
რომელთაჲ ჯერ-არს მოჴსენებად ჩუენდა, რამეთუ მივემთხჳენით*
ჩუენ და გამოვიწულილენით სათნოვებანი მისნი, და
ფრიად სარგებელ მეყო ჩუენ და უფროჲს-ღა სიმდაბლჱ და სიყუარული
მისი უზაკუველი,* რომელი აქუნდა მას ყოველთა მიმართ.
მრქუა ჩუენ ბერმან ამან* გამთქუმულმან:
_ გრწმენინ ჩემი, შვილნო ჩემნო,* ვითარმედ აწ ოდენ მეფე
ვიქმნები მე.
ხოლო ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: მართლიად* გეტყჳთ* შენ,
ჵ ამბა ლეონ, რამეთუ არასადა ვინ კაბადუკიელი მეფე ქმნულ
არს აქამომდე, და ესე გულის სიტყუაჲ უჟამოდ მოგიგიონებიეს.
და* კუალად მომიგო და მრქუა ჩუენ: ჭეშმარიტსა გეტყჳ,
შვილნო ჩემნო, და გრწმენინ ჩემი, ვითარმედ აწ ოდენ მეფე ვიქმნები.*
და ვერვინ ჩუენგანი შემძლებელ იქმნა ცილობად ბერისა
ამას გულის სიტყუასა.
და ვითარცა მოიწინეს მაზიკნი* და წარტყუენეს ქუეყანაჲ იგი,
მოვიდეს უსანდ და მრავალნი მონაზონნი მოწყვიდნეს მახჳლითა
და მრავალნი მათგანნი წარიყვანნეს. და წარიტყუენნეს*
ლავრისა მისგან უსანისა იოვანე წიგნის მკითხველი და ევსტადი*
ჰრომი და თევდორე კილიკიელი, და ესე სამნივე უძლურ იყვნეს*
გუამითა. და ვითარცა წარიყვანნეს იგინი, მაშინ მიუგო იოვანე
ბარბაროსთა მათ: უკუეთუ ინებოთ, წარმიყვანეთ მე ქალაქად და
მე ვევედრო ებისკოპოსსა და მოგცეს თქუენ ოცდაოთხი* დრაჰკანი;
და განმიტევენით ჩუენ, რამეთუ კაცნი ვართ უძლურნი და არარაჲ
ჩუენგან* სარგებელ გეყოს თქუენ, უკუეთუ წარმიყვანნეთ
ჩუენ.* მაშინ წარმოჰყვა ერთი ბარბაროსთაგანი იოვანეს, რაჲთა
დრაჰკანი წარიღოს. და განუტევნეს იგინი.* და ვითარცა მოვიდა
მახლობელად ქალაქსა, ეფუცა მას, რაჲთა შევიდეს ქალაქად და
გამოართუას დრაჰკანი, და თუ არა, იგი გამოვიდეს. და* დაირწმუნა
ბარბაროსმან მან ფიცი მისი და განუტევა იოვანე. და
შევიდა იგი ქალაქად ებისკოპოსისა და აუწყა მათთჳს, რამეთუ
დაზავებულ* არიან* ოცდაოთხ* დრაჰკნად.* დაევედრა,
რაჲთა იჴსნნეს იგინი ტყუეობისაგან.* ხოლო არა იპოვა ებისკოპოსსა
თანა, გარნა რვაჲ ხოლო დრაჰკანი, და ესეს აძლიეს ბარბაროსსა
მას და არა ინება წარღებაჲ, არამედ ჰრქუა მათ:* უკუეთუ
მომცეთ მე ოცდაოთხი* დრაჰკანი, განუტევნე* ესენი: და თუ
არა, მომეცით მე მონაზონივე ჩემი* იოვანე. და მუნ დაჰხუდა ბერი
იგი ამბა ლეონ, რომელნი მეფობასა მეტყიდა ჩუენ, და სხუანიცა
მონაზონნი მრავალნი, რომელნი შევიდეს ქალაქად და განერნეს
ბარბაროსთაგან,* მაშინ, ვითარცა არა წარიღო ბარბაროსმან
მან რვაჲ იგი დრაჰკანი, და სხუაჲ არარაჲ იპოვა, რაჲმცა
მისცეს, იიძულნეს* მიცემად იოვანჱსსავე* ტყუდ. ხოლო იგი მრავლითა
ტირილითა და სულ-თქუმითა განვიდა ბარბაროსისა მის
თანა* ფიცისა მისთჳს, რომელ ფიცებულ იყო. და მან წარიყვანა
იგი ბანაკად. და შემდგომად ორისა დღისა მოიღო ამბა ლეონ
რვაჲ იგი დრაჰკანი ებისკოპოსისაგან და განვიდა იგი* უდაბნოდ,
სადა-იგი დაბანაკებულ იყუნეს ბარბაროსნი.* და ჰრქუა მათ: მიიღეთ
რვაჲ ესე* დრაჰკანი და განუტევეთ სამნი ეგე მონაზონნი,
რამეთუ უძლურ არიან* და ვერ შემძლებელ არიან მსახურებად
თქუენდა და ვერცა სწლვად სიძნელესა ამის უდაბნოჲსასა, ნუუკუე*
მოჰკლნეთ ეგენი და დაგჭირდეს ფასიცა* და კაცნიცა.
ესე წარიღეთ და მეცა მიმიყვანეთ მათ წილ, რამეთუ მე მრთელ
და ძ[ლ]იერ და შემძმებელ ვარ მსახურებად თქუენდა.* მაშინ
წარიღეს ბარბაროსთა მათ* რვაჲ იგი დრაჰკანი და მიიყვანეს
ამბა ლეონცა მონად მათა, და განუტევნეს სამნი იგი მონაზონნი,
და წარვიდეს სახიდ თჳსა. მაშინ წარჰყვა მათ თანა ანბა ლეონ
და დაშურა იგი, რამეთუ უძლურ იყო იგი ჴორცითა მარხვისაგან
და შრომისა მონაზონებისა* უფროჲს სამთა მათ, რომელნი
განუტევნეს. და ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ, რამეთუ ვერ*
შემძლებელ არს ბერი მსახურებად თავსაცა თჳსსა, განკიცხების
უჩნდა მისგან განტევებაჲ სამთა მათ მონაზონთაჲ. და შეიპყრეს
იგი და დაკლეს ვითარცა ცხოვარი. და აღასრულა ანბა ლეონ
წერილი იგი:* რომელმან*19ა დადვას სული თჳსი* მოყუსისა თჳსისათჳს.
მაშინ-ღა გულისხმა-ვყავთ ჩუენ სიტყუაჲ იგი ბერისაჲ,*
რომელსა* მეტყოდა ჩუენ, ვითარმედ: აწ ოდენ მეფე ვიქმნები,
რამეთუ მეფობასა ზეცისსა იტყოდა და არა*
ქუეყანისასა.
ოე (114). ბერი ვინმე მითხრობდა ჩუენ* დანიელისთჳს მეგჳპტელისა
და თქუა, ვითარმდ: აღსრულ იყო იგი* ოდესმე თესანუთდგანსყიდად
ჴელთ-საქმარისა თჳსისა. ად შეემთხჳა მას ჭაბუკი
ვინმე და ჰრქუა ბერსა: ყავ სიყუარული ღმრთისათჳს, ჵ კეთილო
ბერო, და მოვედ ჩემ თანა სახიდ ჩემდა და ყავ ლოცვაჲ
მას შინა,*4ა და დასწერე ჯუარი* ცოლსა ჩემსა, რამეტუ არს იგი
ბერწ. და ვესავ ღმერთსა, ვითარმედ ლლოოცვითა შენითა მოანიჭიოს
მას შვილიერებაჲ. და ვითარცა აიძულა ბერსა, წარვიდა მის თანა
სახიდ მისა* და ყო მას შინა* ლოცვაჲ, და ულოცა ცოლსა მისსა
და ჯუარი დასწერა მას. და ნებითა ღმრთისაჲთა მოდგომილ იქმნა*
დედაკაცი იგი. მაშინ კაცთა, რომელთა ღმრთისა არა ეშინოდა,
იწყეს გმობად ნერისა და იტყოდეს: ესე უწყით ჭეშმარიტად,
ვითარმედ ჭაბუკი* იგი არა მამაკაცი არს ბუნებით, არამედ
დედაკაცი იგი მიდგომილ იქმნა ბერისა მისგან ბოროტისა ამბა
დანიელისა. და მიიწია ჰამბავი ესე ბერისა. მაშინ მიუვლინა ჭაბუკსა*
დაგრქუა: ოდეს გიშვეს ცოლმან შემან შვილი, მომივლინე*
და მაუწყე მე. და ვითარცა შვა დედაკაცმან მან, წარავლინა ჭაბუკმან
მან* სკიტედ ბერისა და ჰრქუა: ლოცვითა შენითა ღმრთისა
მიერ შვა დედაკაცმან მან,* მამაო. მაშინ მოვიდა მისა ამბა
დანიელ და ჰრუა ჭაბუკსა მას: განჰმზადე სერი კეტილი და
მოჰხადე* ნათესავთა და მეგობართა შენთა ყოველთა. და ვითარცა
უბრძანა ბერმან,* ყო ეგრე ჭაბუკმან.* და იყვნეს ყოველნი
იგი* სერსა მას ზედა. მაშინ* მოიქუა ბერმან ყრმაჲ იგი ჴელთა
თჳსთა ზედა და დასწერა პირსა მისსა ჯუარი წინაშე მათ ყოველთასა
და ჰრქუა მას: ვინ არს მამაჲ შენი, ჵ ყრმაო, თქუ.* ხოლო
ყრმამან მან მიჰხედა ჭაბუკსა მას და თითითა თჳსითა უჩუენა და
ჰრქუა:* აჰა ესე არა* მამაჲ ჩემი. და იყო ყრმაჲ იგი ოცდახუთისა
დღითსაჲ შობითგან. და ყოველთა დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა,
რომელთა ესმა და იხილეს ესე.*.
No comments:
Post a Comment