ვისმინოთ, რომელნი-ესე უდებ ვართ წიგნის კითხვასა და წერილთა გულისჴმისყოფასა, თუ რაოდენი
ვნებაჲ
შემემთხუევის
ჩუენ,
რაოდენი
სიგლახაკე.
რამეთუ
ოდეს-მე ჴელ-ვყოთ საქმით
მოქალაქობად,
რომელნი-ესე შჯულსა
მასცა
მოქალაქობისასა
უმეცარ
ვართ?
საქმეთა
ზედა
ჴორციელთა
ყოველნი
მოხარკე
არიან
და
სამოსელი
თუ
ვის
აქუნ
შუენიერი
ზედაჲსზედა
ბერტყნ
და
ზრუნავთ,
რაჲთა
არა
მღილთა
შესაჭმელ
იქმნას.
ხოლო
შენ,
კაცო,
ჰხედავ,
ვითარმედ
ყოვლისავე
მღილისა
და
მჭამელისა
უმეტესად
ავნებს
დავიწყებაჲ
სულსა
შენსა
და
არა
მოსწრაფე
იქმნაა
კითხვად
წიგნთა
- სწავლად
გულისჴმისყოფისა,
რაჲთა
განაბრწყინვონ
სული
შენი?
არა
განიცდია
დღითი-დღე ხატსა
მას
სათნოებისასა
და
წესიერებასა
ასოთა
მისთასა?
რამეთუ
ჰქონან
მას
ასონი
ფრიად
შუენიერნი,
თავი
და
ჴელნი
და
სხუაჲ
ყოველივე.
გნებავსა
თავისა
მისისა
ხილვად?
სათნოებათაჲ
არს
სიმდაბლე.
ამისთჳსცა
მისგან
იწყო
უფალმან
ნეტარებათა
მათ,
ვითარმედ:
"ნეტარ
იყვნენ
გლახაკნი
სულითა";
და
კუალად
თქუა
წინაჲსწარმეტყუელისა
მიერ:
"ვის
მივხედნე,
გარნა
მშჳდსა
და
მდაბალსა
და
რომელი
ძრწინ
სიტყუათაგან
ჩემთა";
და
კუალად
იტყჳს:
"მახლობელ
არს
უფალი
მათა,
რომელნი
განკაფულ
არიან
გულითა
და
მდაბალნი
სულითა
აცხოვნნეს".
ესე
არს
თავი
გუამისა
მის
სათნოებათაჲსა,
რომლისა
პირი
შუენიერ
არს
და
სასურველ,
რამეთუ
შემკობილ
არს
იგი
წესიერებითა
და
სიმშჳდითა;
თუალნი
მისნი
განწესებულ
არიან
სიწმიდითა
გულისაჲთა,
ამისთჳსცა
ღირს
იქმნებიან
ხილვად
უფლისა,
ვითარცა
იტყჳს:
"ნეტარ
იყვნენ
წმიდანი
გულითა,
რამეთუ
მათ
ღმერთი
იხილონ";
პირი
მისი
არს
სიბრძნე
და
მეცნიერებაჲ
და
მარადის
გალობაჲ
უფლისაჲ
ლოცვითა
და
ვედრებითა
ლმობიერითა;
გული
მისი
არს
გულისჴმისყოფაჲ
წერილთაჲ
და
დამარხვაჲ
მართლმადიდებლობისაჲ,
და
კაცთმოყუარებაჲ
და
სახიერებაჲ;
გონებაჲ
მისი
არს
სიყუარული,
სრულებაჲ
იგი
და
შემაერთებელი
და
მპყრობელი
სათნოებაჲ,
სიყუარული
ღმრთისა
მიმართ
და
მოყუსისა
მიმართ,
რომელი
ყოველთა
უმაღლეს
არს;
ჴელ
მისა
და
ფერჴ
არიან
მოღუაწებანი
სულიერნი
და
საქმენი
კეთილნი;
სული
გუამისა
მის
სათნოებათაჲსაჲ
არს
ღმრთისმსახურებაჲ
და
გულისჴმის-ყოფით
მართლაღსარებაჲ
წმიდისა
სამებისაჲ
და
მეცნიერებაჲ
საიდუმლოსა
მას
მართლმადიდებლობისასა;
და
სხუანი
ყოველნივე
მცნებანი
ასოებ
არიან
გუამისა
მის
სათნოებათაჲსა.
ესე
გუამი
ასოებითურთ
თჳსით
მოიგეს
ყოველთა
წმიდათა,
ამისთჳს
ღირს
იქმნნეს
ასოებ
ქრისტჱსა
წოდებად,
ვითარცა
იტყჳს
მოციქული:
"თქუენ
ხართ
ჴორცნი
ქრისტესნი
და
ასონი
ასოთა
მისთაგანნი".
გულისხმა-ვყოთ თითოეულისა
წმიდათაგანისა
მოქალაქობაჲ
და
ვპოვოთ
სახე
ესე
მის
თანა.
და,
უკუეთუ
გნებავს,
ვიხილოთ
ესე
მებრ
ნეტარი
მახარებელი
მათე,
რომლისა
სიტყუათა
დღითი-დღჱ აღმოვიკითხავთ.
დაღაცათუ
ყოველნი
საქმენი,
მოღუაწებანი
მისნი,
აღწერილად
გამოწულილვით
არა
გუქონან,
არამედ
მცირედისა
ამისგანცა
შესაძლებელ
არს
ხილვად
ბრწყინვალებაჲ
ხატისა
მისისაჲ.
იხილეთ
უკუე
სიმდაბლე
მისი,
რომელ-იგი ვთქუთ
თავად
სათნოებათა:
ვითარ
შემდგომად
მოციქულებისა
და
მახარებლობისა
არა
თავ-იდიდა
მეზუერედ
წოდებად
თავისა
თჳსისაჲ.
ამისგან
ცანთ
ვითარი
იყო
გონებაჲ
მისი:
მშჳდ
და
მდაბალ
და
შემუსრვილ.
იხილეთ
მოწყალებისაცა
მისისა
საზომი,
ვითარ
ყოველივე,
რაჲცა
იყო
მისი,
მისცა
გლახაკთა,
და
ყოველივე
სოფელი
უვარ-ყო და მისდევდა
ქრისტესა.
იხილეთ
მართლაღსარებაჲ
და
გულისჴმისყოფაჲ
აღწერილისაგან
მისისა.
იხილეთ
სიყუარული
მისი,
ვითარ
უქადაგა
სოფელსა
და
აღუწერა
ღმრთისმსახურებაჲ,
რაჲთა
არა
ცხორებასა
ხოლო
თჳსსა
ქადაგებდეს,
არამედ
შემდგომად
სიკუდილისაცა
ჴმაჲ
მისი
ესმოდის
ყოველთავე.
იხილეთ
სიმჴნე
მისი
გუემათა
მათგან
და
ტანჯვათა,
რომელნი
სხუათა
მათ
მოციქულთა
თანა
თავს-ისხნა.
იხილენით
ყოველნი
კეთილნი
საქმენი
მისნი
საყდრისა
მისგან,
რომელსა
ზედა
დაჯდომად
არს.
ესევითარსა
უკუე
სათნოებასა
ჩუენცა
ვჰბაძვიდეთ,
ძმანო,
და
უფროჲს
ყოვლისა
სიმდაბლესა
და
სიყუარულსა
და
მოწყალებასა,
რამეთუ
თჳნიერ
ამათსა
შეუძლებელ
არს
შესლვად
სასუფეველსა
ცათასა.
ამათგან
სხუანიცა
კეთილნი
საქმენი
მოიგებიან
და
გუამი
იგი
სათნოებისაჲ
სრულ
იქმნების.
ამისთჳსცა
თავ
გუამისა
მის
ვთქუთ
სიმდაბლე
და
გონებად
- სიყუარული
და
გულად
- მოწყალებაჲ.
ესევითარი
ესე
გუამოვნებაჲ
და
შენაწევრებაჲ
სათნოებათაჲ
მოვიგოთ,
საყუარელნო,
ვითარცა
საუნჯე
დიდძალი,
ვითარცა
მარგალიტი
მრავალსასყიდლისაჲ.
ესე
შევიკრძალოთ
ვიდრეღა
სიმდიდრე
სოფლისაჲ
ცუდი
და
წარმავალი
და
მომგებელთა
მისთა
დიდად
მავნებელი,
რომლისა
ზრუნვაჲ,
ვითარცა
გესლი,
სჭამს
სულთა
მათთა
და
მწინკულევანებითა
მით
ცოდვისაჲთა
შებღალულ
და
ყროლებულ-ჰყოფს
მათ.
ხოლო
რომელსა
საუნჯე
ესე
სათნოებათაჲ
აქუნდეს,
დაღაცათუ
ჴორციე/ლად ფრიად
გლახაკ
და
შეურაცხ
იყოს,
არამედ
სული
მისი
ბრწყინავს,
ვითარცა
მარგალიტი;
ყუავის,
ვითარცა
ვარდი;
დიდებულ
არს,
ვითარცა
ანგელოზი;
არა
ჰყვანან
მონანი
და
მსახურნი,
რაჲთა
უბრძანებდეს
მათ,
არამედ
უბრძანებს
ეშმაკთა
და
ძრწოლით
ევლტიან
მას;
არა
მდგომარე
არს
წინაშე
მეფისა
მოკუდავისა,
არამედ
მდგომარე
არს
მარადის
წინაშე
ღმრთისა;
არა
ჰქონან
საუნჯენი
წარმავალნი,
არამედ
საუნჯე
მისა
არიან
კეთილნი
სასუფეველისანი;
მონად
მოუგიენ
ვნებანი
და
გულისსიტყუანი,
რომელნი
მრავალთა
მეფეთა
დაიმონებენ,
რომელნი
მპყრობელთა
სოფლისა
ამის
ამაოჲსათა
ჴელმწიფებით
უბრძანებენ.
იგინი
ამისგან
ძრწიან
და
მიხედვადცა
ვერ
იკადრებენ
ამის
საუნჯისა
მომგებელსა;
მეფობაჲ
ესე
ქუეყანისაჲ
და
ყოველი
საცთური
დიდებისა
მისისაჲ
ესრეთ
საკიცხელად
აქუს,
ვითარცა
სამღერელი
ყრმათა
ჩჩჳლთაჲ,
რამეთუ
ჰმოსიეს
მას
სამკაული,
რომლისა
ხილვადცა
მეფეთა
ქუეყანისათა
ვერ
ჴელ-ეწიფების,
და
აქუს
სიმდიდრე
წარუპარველი.
ესე
საუნჯე
და
ესე
სიმდიდრე
მოვიგოთ
ჩუენცა,
ძმანო,
რაჲთა
ღირს
ვიქმნეთ
სასუფეველსა
ცათასა
მკჳდრ-ყოფად
მადლითა
და
კაცთმოყუარე/ბითა უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრისტესითა,
რომლისაჲ
არს
დიდებაჲ
თანა
მამით
და
სულით
წმიდითურთ
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამენ.
[] იოვანე
ოქროპირო,
მეოხ
გუეყავ
წინაშე
უფლისა
და
ღირს-მყავ უღირსი
ესე
აღსრულე/ბად სწავლათა
ამათ
შენთა
საქმითცა
და
აღწერითცა
ენასა
ამას
ქართულსა,
რაჲთა
მადლითა
შენითა
განათლდეს
ქუეყანაჲ
[იგი].
No comments:
Post a Comment