ცხოველისა, ყოვლად წმიდისა და დიდებულისა კათოლიკე ეკლესიისა ,
სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა, რომელი დადვეს
წმიდათა მოციქულთა შეურყეველად, და ძირ-უბნ დათესულსა მათსა,
ყოვლად ქებულთა წმიდათა და მღდელთ-მოძღუართა, ჭეშმარიტითა
და მართლითა სარწმუნოებითა, და წამეს, ვითარცა ერთითა
პირითა, ექუსთა მათ შინა კრებათა , რომელთა მიერ პირველ ზრახვიდა
თჳთ თავადი ღმერთი, და განაწესეს ესრეთ და გუასწავეს ჩუენ:
მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ყოველთა არსთა _
ხილულთა და უხილავთაჲ; ძე მხოლოჲ , მამისაგან შობილი უწინარეს
ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგანი, ღმრთისაგან ჭეშმარიტისა
შობილი და არა ქმნული, სწორი მამისა და თანა-მოქმედად მამისა
ყოველსავე, რომელმან აღსასრულსა ჟამთასა შეიმოსა სიმდაბლით
უძლური კაცებაჲ ჩუენი საშოსა შინა წმიდისა ქალწულისასა,
ჯუარს-ეცუა და მოკუდა ჭეშმარიტად და არა საოცრად, ბუნებითა
ჴორცთაჲთა, და ღმრთეებისა ძალითა აღდგა და თანა-აღადგინა დაცემაჲ
ჩუენი პირველი , ამაღლდა მუნვე მამისა, და კუალად მოვიდეს
განსჯად ცხოველთა და მკუდართა დიდებითა , ჴორცითა მით, რომელ
ჩუენგან მიიხუნა; და სული წმიდაჲ, უფალი ცხოველს-მყოფელი ,
მამისაგან გამომავალი და ძისა თანა თაყუანის-ცემული,
თანასწორი მამისა და ძისაჲ , თანა-მოქმედად საუკუნეთა, რომელი იტყოდა
პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა ყოველსავე მომავალსა; და
ერთი წმიდაჲ და დიდებული კათოლიკე ეკლესია, რომლისაგან განიდევნნეს
ყოველნი მწვალებელნი სიბრმითა უკეთურებისაჲთა, რომელსა
შინა იდიდების წმიდაჲ სამებაჲ მარადის მართლითა
ხოლო ვითარ განდგეს სომეხნი მართლისა სარწმუნოებისაგან,
ესე არს მიზეზი:
ვითარ ყოველთა კრებათა იპოვის ვინმე თითოჲ წინააღმდგომი
საქმითა საეშმაკოჲთა და აზმნის ახალ-სახეობითა ღუარძლი წვალებისა,
ეგრეთვე წმიდასა კრებასა ქალკიდონისასა გამოჩნდეს ორნი
მგელნი მძჳნვარენი, განჩემებულნი ეშმაკისანი -- ევტჳქი და დიოსკოროს.
ვითარ არიოზ, მაკედონიოს და ნისტორიოს სამთა მათგან
კრებათა დაიწყევნეს შეჩუენებულნი და წარწყმდეს, ეგრეთვე ესე
ორნი საწყალობელნი ႵႪ-თა წინააღუდგეს საღმრთოჲთა შურითა
აღგზებულთა, რომელთა შორის მკჳდრ იყო ქრისტე, და მათ მიერ
შეჩუენებულნი წარწყმდეს და მიზეზ ბოროტისა ექმნნეს ურიცხუთა
სულთა უბრალოთა.
ხოლო ვითარ ზედა-მიიწივენით, გულისჴმაჲ-ყავთ -- განყოფაჲ
სომეხთა ქართლისაგან უეჭუელად აღვწერე წიგნსა ამას შინა.
ჟამთა არკადი მეფისათა ბერძენთა ზედა და სომხითს მეფობასა
არშაკისსა იყვნეს სომეხნი ნაწილად ბერძენთა, სჯულსა ზედა მათსა
მტკიცედ, ვითარცა ასწავა მათ წმიდამან გრიგოლი პართელმან. და
სიმხნით ეპყრა ქუეყანაჲ მათ ფრიადითა ღუაწლითა მოახლეობისაგან
სპარსთაჲსა , და მეფენიცა ბერძენნი შეეწეოდეს ლაშქრითა
და ოდესვე მცველად უდგიან ძალითა დიდითა მახლობელად.
და ესრეთ იყო საქმე მათი: ხოლო მეფემან არკადი, ძემან თეოდოსისმან ,
დაიცონა საქმე მათი და მოერინეს სპარსნი სომეხთა და
იოტნეს ქუეყანით მათით. და ლტოლვილნი მრავალ ჟამ მწირობდეს
ელეკეცით კერძოთა ქუეყანათა და ევედრებოდეს არკადის, რაჲთამცა
მოუვლინა ძალი, რომლითა შეუძლონ დაპყრობად ქუეყანაჲ
თჳსი; და არა ისმინა უფალმან ვედრებაჲ მათი. მაშინ იძიეს ღონე
სომეხთა და მოხარკე ექმნნეს სპარსთა. და არწმუნეს მეფესა
სპარსთასა ფიცისა მიერ და თავს-დებითა მოწყუედაჲ ბერძენთაგან და
შეერთებად მათდა. და განიხარა მეფემან ფრიად ესე და მრავლითა
სიხარულითა და ბოძითა უკუნ-სცა ქუეყანაჲ მათი. და დაყვეს სომეხთა
ხოლო ეშმაკმან , რომელი მარადის ჰბრძავს სიკუდილად
კაცთა ნათესავსა, აღძრა ნათესავი უღმრთოჲ ნისტორის წვალებისა
და დიდძალითა ქრთამითა ოქროჲსაჲთა ითხოეს მეფისაგან კეთილად
მიცევად სომხითი სჯულსა მათსა. და განდრიკეს გული მეფისაჲ და
არწმუნეს ესრეთ, ვითარმედ: "რაჟამს პოონ ჟამი სომეხთა მიქცევად
კუალად ბერძენთავე, არა ერიდნენ ყოვლადვე ფიცსა, არცა
თავს-დებათა სიყუარულისათჳს და სიმტკიცისა სჯულისა, და მოიკიცხოს
საქმე შენი მათ მიერ. არამედ უცვალე სჯული და დაჰჴსენ
შორის მათსა სიყუარული უკუნისამდე, რომელიცა იქმნა მახითა ეშმაკისაჲთა".
და აიძულნა მეფემან პეროზ სომეხნი მსახურებად სჯულისა
ნისტორის უღმრთოჲსასა . ხოლო სომეხთა ყოვლადვე არა
თავს-იდვეს ესე, არამედ ჰრქუეს მეფესა მოციქულითა ესრეთ, ვითარმედ:
"ნუ იყოფინ ყოვლად ესე ჩუენდა არა მხოლოდ ქუეყანისათჳს,
არამედ თავთა და შვილთა ჩუენთა ტყუეობისა და
ხოლო მეფე იქცა კუალად სხუად მანქანებად და განუცხადა
საქმე თჳსი განყოფისათჳს ბერძენთაგან და ესრეთ მიუვლინნა მოციქულნი,
ვითარმედ: "ერთი ორთაგანი ყავთ -- ანუ გამოირჩიეთ ყოველთა
ასურთაგან სჯული თჳნიერ მელქთაჲსა, რომელნი არიან
სჯულითა ბერძენ, ანუ დაუტევეთ ქუეყანაჲ თქუენი და ივლტოდეთ
მაშინ სომეხნი შეწუხნეს ფრიად ორსავე ამას სახესა ზედა და
შეიპყრნა ურვამან და იქმნა ანჯმნობაჲ შორის მათსა მრავალთა დღეთა.
და მიუგდეს საქმე ესე ნერსე კათალიკოზსა, რომელსა ეწოდა
მიჯინ. და ჰრქუა მეფემან სომხითისამან და ყოველმან ერმან, ვითარმედ:
"უმჯობესი ჩუენი შენ უწყი. რაჲცა ჰბრძანო უმჯობესი, სულთა
დაუყუდნებლად დავემორჩილნეთ ბრძანებათა შენთა".
ხოლო მან საწყალობელმან დაამონნა სულნი ჴორცთა და არა
მიხედნა ყოვლადვე საუკუნეთა გუემათა და შუებათა და არა ისმინა
ჴმაჲ უფლისაჲ სახარებისაგანი, ვითარმედ: "უკუეთუ ყოველი სოფელი
შეიძინო და სული შენი მოიკლა, რაჲ მისცე მისი ნაცვალიო?"
არამედ აზრახა მსგავსი თჳსი პირუტყუებრ და ესრეთ ჰრქუა: "უმჯობეს
არს ჩუენდა სიკუდილი, ვიდრე-ღა ჟამსა ამას კუალად-მიქცევაჲ
ბერძენთა და მეორედ დაგდებაჲ ქუეყანისა და მოწყუედაჲ ჩუენი
მწირობით". და ყოველი ზრახებაჲ მისი იყო საწუთროჲ და
ამპარტავნად.
და მიუვლინეს მეფესა მწუხარებით და ითხოვეს სჯული იაკობთაჲ ,
რამეთუ სხუანი ყოველნი უძჳრეს შეჰრაცხნეს. ხოლო "ცოდვაჲ
მცირე აღორძინდის უფროჲს დიდისა უდბობასა შინა" -- ვითარცა
წერილ არს. ხოლო მეფე დაჯერებულ იქმნა და მოუვლინნა
მოძღუარნი იაკობნი ბოროტნი ცხრანი, ვითარცა მელნი მცბიერნი ,
ვითარცა თქუა სიბრძნემან ღმრთისამან სოლომონის მიერ. და მათ
განრყუნეს [ქუეყანაჲ] სომხითისაჲ, შრომილი წმიდისა გრიგოლისი,
მრავლითა ღუაწლითა და ცრემლითა მისითა მორწყული. რომელთა
სახელები ესე არს: აბდიშოჲ, პეტროზ მკაწრველი, სჳმონ ბოროტი,
იაკობ, და თანა ჰქონდეს წიგნნი ფილაქსოსისნი, ივლიანესნი ალიკარნელისნი,
ტიმოთე კუერნი და სევეროს ნაბიკელი .
და ყვეს კრებაჲ ქალაქსა შინა დვინს. და შესძინეს ხაჩეცარი
(ესე არს: სამწმიდარსსა შორის შეჰმატეს ჯუარცუმული, დააჩემეს
ვნებაჲ ღმრთეებისა ძალსა უვნებელსა, უკუდავსა -- სიკუდილი), და
განდგეს მართლისაგან და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა და უცხო იქმნნეს
და განისხნეს წმიდისაგან და დიდებულისა სამოციქულო კათოლიკე
ეკლესიისა, რომელ არს თავი სარწმუნოებისა და დედა ყოველთა
მორწმუნეთაჲ სიტყჳსაგან უფლისა , რომელი უბრძანა წმიდასა
მოციქულსა პეტრეს, ვითარმედ: "შენ ზედა ეგოს მტკიცედ
სარწმუნოებაჲ ჩემიო". ჭეშმარიტად უცხო იქმნნეს ცოდვითა მათითა დედისაგან
ღმრთისა და განაწესეს არაჯორი მუნვე დვინს, რამეთუ თქუეს: "ესე არს
დღე პირველი სარწმუნოებისა ჩუენისაო ". და
შესძინეს კუალად ბოროტი ბოროტსა და ნებით დაიწყევნეს თავნი,
რაჲთა არა ეზიარნენ კრებასა ქალკიდონისასა. და განისხნეს სრულიად
პირისაგან ღმრთისა, რამეთუ პირველთა მათ შინა და რომელთა
ენუქის ძე ებერისა , გინა ნაქორისთა კაცნი შეპყრობილნი
ფრიადითა საცთურითა ეშ[მაკისაჲთა], შეკრულ იყვნეს მსახურებითა
კერპთაჲთა . და ვითარცა ბნელსა შინა ფესუებითა და ფილოსოფოსობისა
რაჲსმე მიდევნითა მიდრკეს ბოროტად და დაავიწყდა
ღმერთი: გინა თუ სიგრძოჲსაგან ჟამთაჲსა დავიწყებულ იქმნა შორის
მათსა ჴსენებაჲ ღმრთისაჲ, გარნა სულგრძელებითა ღმრთისაჲთა
ხოლო, ჰურიათა და მწვალებელთა შეეჩქუეფა ბნელი, სიტყჳსაებრ
იობისა, მოეხვია ჰრული თუალთა და დაბრმა უგულისჴმოჲ გული
მათი; ჰხედვიდეს ყოველსა დიდებასა ღმრთისა და პირის-პირ
მტერად აღუდგეს კეთილთა და მადლთა მისთა მინიჭებულთა: "ოჲ,
ფრიადსა მას მეცნიერებასა და გარდარეულსა სიბრმეს", ვითარცა
თქუა საღმრთომან წიგნმან .
და ვითარცა იხილეს კათალიკოზმან ქართველთა კჳრიონ მცხეთისამან
და კათალიკოზმან ჰერთა აბაზ , რამეთუ ჴელითა აბდიშო
ასურისაჲთა კრებაჲ ყვეს სომეხთა ქალაქსა დვინსა და შეჩუენებით
განდგეს აღსარებისაგან წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და განეყენნეს
ოთხთა საპატრიაქოთაგან და გარდააქციეს აღთქუმაჲ იგი, რომელი
დაუდვა წმიდამან გრიგოლი კესარია ეკლესიისა, უკუნისამდე
არა განშორებად მისგან ჴელთ-დასხმაჲ ებისკოპოსებისა სომხითისაჲ
და რამეთუ სომხითმან ბრძანებაჲ მოიღო სპარსთა მეფისაგან
ჴელთ-დასხმაჲ ეპისკოპოსებისა თავით თჳსით, ესე რაჲ ცნეს ჭეშმარიტად
კჳრიონ კათალიკოზმან, აბაზ ჰერთა კათალიკოზმან და გრიგოლი
სივნელთა ეპისკოპოსმან , და იქმნა ცილობაჲ დიდი შორის
სომხითისა და ქართლისა. ქართველნი ეტყოდეს, ვითარმედ: "წმიდამან
გრიგოლი საბერძნეთით მოგუცა ჩუენ სარწმუნოებაჲ, რომელი
თქუენ დაუტევეთ აღსარებაჲ მისი წმიდაჲ და დაემორჩილენით აბდიშოს
ასურსა და სხუათა ბოროტად მწვალებელთა, და სერაბინთა
იგი სამწმიდაარსობით დიდების-მეტყუელებაჲ შეაშფოთეთ და
უჴორცოსა, გამოუთქმელსა წმიდასა სამებასა შორის ჰქადაგეთ ჯუარი
და ვნებაჲ ვითარცა საბელიანოზთა, და იქმნენით მოწაფე ბოროტთა
მოძღუართა და არა დაემორჩილენით სარწმუნოებასა წმიდისა
გრიგოლისსა, დააჩემეთ ვნებაჲ უვნებელსა სამებასა, ვითარცა მოგცა
განცოფებულმან მკაწრვალმან პეტროზ ანტიოქელმან".
მაშინ სომეხთა შეასმინეს ქართლი მეფესა თანა სპარსთასა, ვითარმედ
ჰრომთა უპყრია სარწმუნოებაჲ. და ესე ცილობაჲ იყო შორის
სომეხთა და ქართველთა დღეთა ნერსე კათალიკოზისა სომეხთასა
და აღსრულებასა ნერსესსა. ნერსე, რომელსა ეწოდა "შუაჲ",
განვიდა ბოროტად ცხორებისაგან და დაჯდა აბრაჰამ საყდარსა
მისსა. და განდევნა კჳრიონ ქართლისა კათალიკოზმან მოსე ეპისკოპოსი
ცურტავისაჲ საყდრისაგან თჳსისა, რომელი დაედგინა წმიდასა შუშანიკს
ნაწილსა თანა სომხითისასა. და ითხოვა აბრაჰამ კჳრიონისგან
საყდარი მისი, ხოლო იგი არა ერჩდა მას. და განზჳნდა ცილობაჲ
იგი შორის მათსა, და მოუწოდა აბრაჰამ მღდელთა არარატისათა და
ჰრქუა მათ: "ანუ შეაჩუენეთ კრებაჲ ქალკიდონისაჲ, ანუ განვედით
სამკჳდრებელით თქუენით!" და რომელნიმე დაემორჩილნეს, ვითარცა
წერილ არს, "დიდებაჲ ურთიერთარს მიიღეს და დიდებაჲ მხოლოჲსა
ღმრთისა შეურაცხყვეს" და შეაჩუენეს წმიდაჲ იგი კრებაჲ
და ჯუარი შორის წმიდასა სამებასა დააწესეს. და რომელნიმე არა
დაემორჩილნეს და განისხნეს სამკჳდრებელით მათით და უცხოებით
აღესრულნეს.
და შემდგომად აბრაჰამისა დაჯდა კომიტოს, რომელი იყო
მდიდარ და მოხარკე სამოსელთა და საჴედართა ზედა, რომელიცა
თუალთაგან პატიოსანთა ბივრილთა შეამკობდა თავსა კუერთხისასა .
ამან უფროჲს ყოველთასა შესძინა ცილობაჲ კრებასა ზედა ქალკიდონისასა
და მისცა შჳდი საეპისკოპოსო ჴელსა ქუეშე ჰერთა კათალიკოზისასა
და შეიერთა იგი და შეჩუენებად სცა კრებაჲ ქალკიდონისაჲ
და მისცა ჯუარი სივნელთა ეპისკოპოსსა, რაჲთა ვიდოდის
ჯუარითა წინაშე მისსა ვითარცა კათალიკოზი და განუფართნა ნაწილნი
მისნი; და კუალად სხუათაცა ეპისკოპოსთა განუვრცნა ნაწილნი
მათნი და ესრეთ შეიერთა ყოველი სომხითი წინა-აღდგომად კრებისა
ქალკიდონისაჲსა, და მაჲრეგუემელი ვინმე, დაწყეული იოჰანე,
რომელსა ეწოდა რეცა-მოძღუარ, აღჭურა წიგნთა წინა-აღსადგომელთა
კრებისათჳს წმიდისა ქალკიდონისა და აღუთქუა მას შემდგომად
თჳსა დაჯდომაჲ საყდარსა მისსა, და თარგმანებად სცნა წიგნნი
მწვალებელნი ტიმოთე ალექსანდრიელისანი, რომელსა ეწოდა "კუერნი ",
და პეტროზ მკაწრველისანი , რომელსა ეწოდა "მგელი", და
სევეროსისნი და სხუათა მწვალებელთანი, და სახელად დაწერნა
თქუმულად მართლმადიდებელთა მოძღუართანი -- წმიდისა საჰაკისი
და მოსესი. და ამით ტყუვილითა დააჯერა ქუეყანაჲ ყოველი სომხითისაჲ
და მრავალნი საკითხავნი გამოთქუნა და სახელ-სდვა თჳსად
და ეგრეთვე კანონნი და წესნი პირველნი ცვალნა და თჳთ დაუსხნა
მრუდნი, რომლითა აიშალა ძუელი და ვერ დაამტკიცეს ახალი, არამედ
ყოველი კაცი თჳს-თჳს სახეობს ვიდრე მოაქამომდე. და ესე ყოეელი
ქმნა ჴვლითა განცოფებულისა იოანე მაჲრეგუემელისაჲთა , და
რომლისათჳს დაშურა, ვერ მიემთხჳა ჴორციელსაცა საწადელსა მისსა,
რამეთუ ესე ყოველი ბოროტი საყდრისათჳს იძმაცუა და არაჲ
ირგო. არამედ ქრისტეფორე ვინმე დაჯდა, რომელი იყო მტერ მაჲრეგუემელისა
და განმწარდა სულითა იოჰანე. და კუალად გარდააგდე
იგი მიზეზითა რაჲთმე და ელხინა იოჰანეს, და აქაჲთცა არა მიხუდა
საყდარი, რამეთუ ეზრა დაიპყრა. და უფროჲს * შეაწუხა სული
მისი მზაკუვარი, რამეთუ "ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყვის უფალმან",
ხოლო "უკეთურნი დღედ რისხჳსად დაჰმარხნის ".
და ესევითარითა ზაკუვითა განდიდნა პირველმოჴსენებული იგი
კომიტოს და ეუფლა ნაწილსა ზედა წმიდისა გრიგოლისსა, და მაჲრეგუმელისა
მიერ აღავსო ქუეყანაჲ სომხითისაჲ სიკუდილისა მომტყუებელითა
სწავლითა.
აქა უკუე აღესრულა ჩუენებაჲ იგი წმიდისა გრიგოლისი,
რომელი აუწყა მას სულმან წმიდამან, ვითარმედ: "რომელნიმე ცხოვართაგანნი
უკუნიქცეს და მგელ იქმნნეს და ზედა-მოეტევნეს ცხოვართა
და დაბძარნეს უწყალოდ". ეგრეთვე აღესრულა ჩუენებაჲ იგი
წმიდისა საჰაკისი, რომელ იხილა ბირთჳ ოქროჲსა და ინაფორი ზედა
წმიდასა საკურთხეველსა, რამეთუ აჴოცასა თანა მეფობისა არშაკთაჲსა
აეღო მღდელობაჲცა წმიდისა გრიგოლის ნათესავისა და ეყენნეს
ქარტასა მას ოქროწერილნი იგი როარდაგნი და შეჴორცილმან დაიპყრა
ადგილი იგი ოქრო-ბრწყინვალეთაჲ (ესე არს: რომელნი შეუდგეს
მაჲრეგუემელისა მოძღურებასა ).
ხოლო არამცირედი აღთქუმაჲ ყო ხუასრო მეფემან ნერსე კათალიკოზისა
მომართ, რომელსა ეწოდა "შუაჲ" (ესე არს სომხურადჳ
"მიჯინ"), რომლითა შეარყია უგულისჴმოჲ გული მისი, ქმნა კრებაჲ
პირველი დვინს და განეშორნეს სჯულითა ბერძენთა და იერუსალემსა.
ხოლო ქართლი ყოველი და მეოთხედი სომხითისა განეყენნეს
ჴელთ-დასხმასა მღდელობისასა სომეხთაგან, არამედ ჰერსი და სივნელნი
ჟამ ერთ განეყენნეს და კუალად შეერინნეს ნერსეს ვისმე,
რომელი წუერთა ოქრო-ცხებულ ჰყოფდა.
ქმნა კრებაჲ სომეხთა კათალიკოზმან იოჰანე მანაწკერტს
და წყლისა რთვაჲ და პურისა ცომი გააშორნა წმიდასა საიდუმლოსა ,
და ბალარჯი და ურწყოჲ დაამტკიცა. რომელი არა ესწავა წმიდათა
კრებათაგან პირველთა, და წინა-აღუდგა საღმრთოთა წერილთა, რომელსა
იტყჳს წმიდაჲ მოციქული: "სამნი არიან, რომელნი წამებენ:
სული, სისხლი და წყალი", რამეთუ წყლითა ნათელ-ვიღებეთ ერთგზის
ცხორებად საუკუნოდ და ყოვლადვე განჰვზავებთ კეთილად
მსახურებითა სასუმელსა მას წყლითა და ვეზიარებით მისატევებლად
და საჴსრად. და სოლომონ თქუა: "უსხი თჳსი დაკლა და განზავა ტაკუკითა
თჳსითა ღჳნოჲ და მორწმუნეთა ჰრქუა: მოვედით და სუთ
ყოველთა". და დიდი ათანასი იტყჳს, ფსალმუნსა განჰმარტებს: "სასუმელი,
ჴვლთა შინა უფლისათა, ურწყული სავსე არს სხმულითა".
ურწყოჲ ღმრთეებასა მოასწავებს და სხმული იგი კაცებასა (ესე არს
წყალი), რამეთუ პირველი სიმდაბლე ღმრთეებასა თანა შერევნაჲ იყო
უძლურისა ბუნებისა ჩუენისა. და ესე მოასწავებს ორსა ბუნებასა
ღმრთეებისა და კაცებისა ქრისტჱსსა. და ამით ჯერ-არს განზავებაჲ
ღჳნისაჲ " და ეპიფანე კჳპრელი მოასწავებს ამასვე სახესა, რომელ
იტყჳს: "შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა ,
რამეთუ მელქიზედეკ პურსა და ღჳნოსა შესწირვიდა არა
უცომოსა, არცა ურწყოსა, და ამისთჳს ვცანთ მისი მღდელობისა
სახე", და წმიდაჲ ბასილი იტყჳს წმიდათა საიდუმლოთა მეორესა,
ვითარმედ: "აღიღო პური და ამაღლებული მიგიპყრა შვნ, ღმერთსა-მამასა;
აკურთხა, განტეხა და მისცა მოწაფეთა. ეგრეთვე სასუმელი,
მოსთულებული ვენაჴისაჲ აღიღო, განზავა და მისცა კურთხეული
მოწაფეთა თჳსთა".
ხოლო მრავალსახე იყვნეს წვალებანი მათნი -- საბელიანოსნი,
იაკობისნი და ტიმოთე კუერნისნი, რომელთა სენი მანიქეველთაჲ
ეპყრა განშორებულნი ყოვლისა სიმართლისა და კანონისაგან.
რამეთუ ამათ ჴელი ალიკარნელისა მომკუდარისა დაიდვეს მოწამედ
თავსა, ოდეს მოყუასთა მისთა ორთა არა აქუნდა მოწამე, და
მამათა თქუეს ვითარმედ: "სამთა ჯერ არს წამებაჲ სარწმუნოთაჲ ".
მათ, ვიდრე არა დაეფლა ივლიანე, აღიღეს ჴელი მისი და დასდვეს
მოწამედ თავსა ზედა ერთისა მათგანისასა, რომლისათჳს სახელ-ედების
ვიდრე მოაქამომდე "ჴელ-ნამკუდრევნი".
და ესრეთ დღითი-დღე შეურაცხ-იქმნნეს და მოაკლდებოდეს
-წვალებელნი იგი და არა აქუნდა ადგილ, სადამცა იკურთხეს ეპისკოპოსი.
და განისმა სომხითისა, ვითარმედ განდგეს სარწმუნოებისაგან
წმიდისა გრიგოლისა და ჴელ-დასხმისაგან კესარიისა, ვითარცა
ესწავა მისგან. და მოუვლინეს ნერშაპუს, ტარონისა ეპისკოპოსსა,
რომელი დაედგინა სპარსთა მეფესა, ორთა თანა მოყუასთა მისთა, და
ჰრქუეს , ვითარმედ; "ყოველი გარდაიქცეს ერთბამად და აღიღეს
ნისტორის წვალებაჲ; და კრებაჲ ქალკიდონისა დაამტკიცეს. და ჩუენ
არა გუაქუს საყდარი, სადა ჴელნი დავისხნეთ და მივჰმართეთ შენსა
-კეთილად მსახურებასა. რაჲთა დაგჳდგინნე ჩუენ ეპისკოპოსნი".
რამეთუ ყოველთა ცნეს გარდაქცევაჲ მათი წვალებად , და რამეთუ
სპარსთა მეფენი აიძულებდეს სომეხთა, რაჲთა განეშორნენ ბერძენთა
სარწმუნოებასა, ვითარ პირველ ვაჴსენეთ, და რაჲთა სიძულილი
შთავარდეს შორის მათსა განშორებითა სჯულისათა და ამით
უმეტეს მორჩილ იყვნენ სამეფოსა სპარსთასა, და ქრთამი დიდძალი
აღუთქჳან წინამძღუართა სომეხთა, რაჲთამცა იქმნა ეგრე.
რაჟამს აღებულ იყო მღდელთ-მოძღურებაჲ გრიგოლის სახლისაგან,
და აუწყა ნერშაპო ეპისკოპოსმან ნერსე კათალიკოზსა,
რომელი იყო აშხარაკალი (ესე იყო ბოროტად მწვალებელი) და პვტრეს
ვისმე ქერდულსა, სხუათაცა ეპისკოპოსთა და აზნაურთა, და ბრძანეს
მეორედ კრებაჲ დიდი ყოფად მუნვე დვინს მისვე ნერსეს ზე წელსა
მეორესა, და მეათოთხმეტესა წელსა ისტჳნიანე მეფისასა წელიწადსა
მეორესა ხუასრო სპარსთა მეფისასა, წელიწადსა მას, რომელსა
ეწამა იზიდ-ბუზიტ და კუალად შეაჩუენეს წმიდაჲ იგი კრებაჲ ქალკიდონისაჲ,
სახელ-სდვეს ნესტორიანი სიტყჳსაებრ აბდიშო უღმრთოჲსა,
და მასვე წვლს განაცხადეს წიგნი იგი, თარგმნილი ტიმოთეს
და ფილაქსონ სწვალებელთანი (რომელნი იყვნეს ასურ), რომელნი
პირველვე აღწერნეს წინა-აღსადგომელად ქალკიდონისა და
ორთა ბუნებათა ქრისტჱს ღმრთისათა, და კუერნისა წერილთა მორჩილ
ექმნნეს სიკუდილად თავთა მათთა. და თქუეს ერთი ბუნებაჲ
სიტყჳსა ღმრთისაჲ და ჴორცითა და უკუდავითა ბუნებითა ქადაგეს
ქრისტე ჯუარცუმულად და მომკუდარად (ესე არს: შეჰმატეს ჯუარცუმული
"წმიდაო ღმერთოსა". რომელ არს ხაჩეცარი, სიტყჳსაებრ
პეტროზ ანტიოქელისა, რომელსა საბელისი აქუნდა სენი) და განსაზღვრეს
შენუენებით კიდე-განდგომა მართლისაგან სარწმუნოებისა.
და პირველ-მოჴსენებულნი იგი მწვალებელნი მოძღუარნი წარავლინნეს
ყოველსა ასურეთსა ხარებად უკუნისამდე, პყრობად ერთობით
წვალებაჲ მათი და მეტრაპოლიტად თჳსად დაიდგინეს ალიკარნელისაჲ
მის ჴელმომკუდარისაჲ და ზოგთა, აბდიშოჲს კერძთა, სხუაჲ
ვინმე.
ხოლო ყოვლადვე არასადაჲთ აქუნდა წამებაჲ პირველ მამათაგან
და კრებათა წინა-აღმდგომად კრებასა ქალკიდონისასა და ორთა
ბუნებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა, და თჳთ იცოდეს
სალმობაჲ გულისა მათისა, რამეთუ განშორებულ იყვნეს ჭეშმარიტებისაგან,
რომელი ესწავა წმიდისა გრიგოლისგან მართალი. და
სამი ოდენ წელი გარდასრულ-იყო კრებითგან ქალკიდონისაჲთ , და
მერმე წმიდაჲ საჰაკ და მასტოც შვილისშვილნი გრიგოლისნი და ყოველნი
მოწაფენი მათნი და მოძღუარნი მათნი, რომელთა პირველნი
წიგნნი თარგმნეს, ნეტართა ლეონტი და იოსებ წინამძღუართა
სომხითისათა და სხუათა ურიცხუთა წმიდათა, და იფქლი წმოდაჲ დასთესეს
მათ შორის. ხოლო მათ ფიცხელი ეკალი ნეფსით განაწონეს
სულთა მათთა და ერსა უბრალოსა, და თჳთ მოსე ქერდულმან მიუთხრა
წარწყმედაჲ მათი და არცა მისი ისმინეს.
ამის შემდგომად გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე. მოკუდა
ვაჰან მამკუენი, რომელმან სიმჴნითა თჳსითა დაიპყრა მარზაპნობაჲ
სპარსთაგან და ძებნნა სამართალნი ქრისტეანეთანი, თრდატ მეფისაგან
დადებულნი წესნი ეკლესიათანი და გლახაკთანი, უკუ-მოიხუნა
სოფელნი და უხარკოდ განათავისუფლნა.
აქაჲთგან სპარსთა მარზაპანთა დაიპყრკს სომხითი და შეურაცხიქმნა
წესი საქრისტიანოჲ, და ეკლესიათა განგებაჲ აღიჴოცა, და აზნაურთა
ჴელმწიფებაჲ დაეცა სპარსთა მარზაპანთაგან, და კათალიკოზნი
და ეპისკოპოზნი განდრკეს სიმართლისაგან და კადნიერებაჲ
მოიღეს სპარსთაგან წინა-აღმდგომად აზნაურთა, და ჴარკსა სოფელთასა
თჳთ გარდაიჴდიდეს, რამეთუ ეპოსკოპოსთა და ქორეპისკოპოსთა
მიანდვეს ქუეყანაჲ, ვითარცა მორჩილთა მეფობისა სპარსთაჲსა.
და რომელთამე კათალიკოზთა და ეპისკოპოსთა მეფენი სპარსთანი
დაიშვილნეს და ძეობილად უწოდდეს კავადს და ხუასროს. რომლისათჳსცა
მსაჯულებაჲ მთავრობისა თჳთ მიიტაცეს და არა სამართლისაებრ
კანონთაჲსა , არამედ თჳსისაებრ ნებისა იქცეოდეს და საჴმარი
ეკლესიათა არა ვითარ დაწესებულ-იყო ეკლესიათათჳს, არამედ
საჴმარად თჳსა და კაცთა საჩუენებლად განაბნევდეს, რომლისათჳს
ეპისკოპოსნი ყოველნი და მამასახლისნი ყოველნი მიიქცეს ღმრთისა
გასარისხელსა ამაოსა შესაძონილსა სათნოებითა მეფეთა უღმრთოთაჲთა .
და მერმე აზნაურნი და ერისაგანნი მიბაძვითა მათითა განეშორნეს
ყოვლადვე კანონთა, განწესებულთა წმიდისა ნერსჱსთა და
წმიდისა საჰაკისთა, რომელ დღეთა ვაჰან მამკუენისათა დაესხნეს ,
ერთგზის წელიწადსა შინა სახლთა ყოველთა დიდებულთასა ყოფად
საჴსენებელი ერთისა ვისმე წმიდათაგანნსა, რაჲთა განისუენონ გლახაკთა,
სნეულთა და ჭირვეულთა, ობოლთა და უპოვართა აღაპითა
სახლთა შინა მათთა სადიდებელად ღმრთისა .
ესე ყოველი განაქარვეს თავთა თჳსთა შესაძინელისათჳს და
დაჴსნდა და დაირღუა ყოვლისა სულიერისა კეთილისა ჩუეულებაჲ
და წესი. და დაიმკჳდრა ბოროტმან მიდღენდელად დღედმდე, და
იქმნნეს საეპისკოპოსონი ვითარცა საკერპონი. და მივიდიან აზნაურნი
კარად საეპისკოპოსოდ და არა ჰპოვიან ჟამი შესლვად, და შეიქციან
სირცხჳლეულნი ვითარცა კარისაგან მარზაპანთაჲსა და უფროჲსღა ,
რომლისათჳს ვერღარა დაითმინეს შეურაცხებაჲ იგი ფრიადი .
ვარდან მამკუენმან , რომელსა "ჩოქხი" ეწოდა (რომელ არს
"ურჩ") და ნათესავთა მისთა, აზნაურთა შერაცხილთა, მოკლეს სურენ
ვინმე, მარზაპანი სპარსი, და სახლები მისი მოწუეს ცეცხლითა;
და დედა-წულითურთ ლტოლვილნი წარვიდეს კოსტანტინიპოლის .
და წარვიდეს და შეიწყნარნა კეთილად მეფემან ისტჳნიანე. ხოლო
იგინი არა ეზიარნეს მათ თანა. და დაუკჳრდა მეფესა ესე და იკითხა
მიზეზი. ხოლო მათ უთხრეს, ვითარმედ: "ცილობაჲ იქმნა კრებისათჳს
ქალკიდონისა, და მოძღუართა ჩუენთა არა შეიწყნარეს". და
ბრძანა მეფემან მოწოდებაჲ მოძღუართა და ეპისკოპოსთა სომხითისათა,
რაჲთა გამოიკითხონ და ცნან მართალი.
და შემოკრბა კრებაჲ დიდი კოსტანტინეპოლის და ფრიადი გამოწულილვაჲ
ყვეს. და განმართლდა სამართალი და აღიარეს ყოველთა
ერთობით კრებაჲ ქალკიდონისა. და თჳთ სომხითმან ყოველმან
დაწყევა და შეაჩუენეს მგმობარი მისი და შეერთნეს მათ თანა,
და ითხოვეს მეფისაგან კეთილად დასავლისა კარი სოფიაჲსა აღშენებად
ფასითა თჳსითა, რამეთუ მას ოდენ ჟამსა აშენებდეს მას. და
მიანიჭა მეფემან საწადელი მათი და მათ მისცეს ფასად შენებისა
ვეცხლი წმიდაჲ ათი ბევრი და სახელად უწოდეს კარი სომხითისაჲ
ვიდრე მოაქამომდე.
და მოიქცეს კრებისა მისგან და მოიწივნეს სომხითს და რომელთამე
გულს-მოდგინედ შეიწყნარეს და დაემორჩილნეს ერთობასა , და
რომელთამე ვითარცა გუელთა უფროჲსღა შესძინეს აღძრვაჲ ერისაჲ
და შფოთი ბირებითა მაჲრეგუემელისასთა. და ესე იქმნა დღეთა
იოჰანე კათალიკოზისათა.
ამისა შემდგომად მავრიკ კეისარმან წარავლინა მუშელ
მამკუენი , დიდი ზორავარი სომხითისაჲ , და მისცა სამეფოჲ სომხითისა
ხუასროს. ხოლო ხუასროვ დვინითგან ყოველი დაამორჩილა
კეისარსა და იქმნა მშჳდობაჲ შორის მათსა. და მუშელს ნიჭი დიდძალი
მისცა და წარავლინა იგი სამეფოდ. და ვითარ მიიწია მუშელ
კოსტანტინეპოლის, და დაემთხჳა დღესასწაული ჯუართა აპყრობისაჲ ,
და არა ეზიარა იგი მათ თანა და ყოველნივე, რომელნი-იგი მის
თანა იყვნეს. და იკითხა მეფემან და აუწყეს, ვითარმედ: "კრებისათჳს
ქალკიდონისა და ორთა ბუნებათა ქრისტჱსთა". ხოლო მეფემან
ჰრქუა, ვითარმედ: "უწინარეს შენსა ვარდან და მისთანათა აზნაურთა
ყოველთა შეიწყნარვს ჴელითა მოძღუართა თქუენთაჲთა და
მრავლითა გამოძიებითა წერილთაჲთა ". ხოლო მუშელ ჰრქუა: "ნუუკუე
უმეცრებითა გინა შიშითა თქუენითა, არამედ უკუეთუ ბრძანოს
ქრისტეს-მოყუარემან მეფობამან შენმან და სიმართლით შუამდგომელ
იქმნე , ჰპოო ამისთჳს ჭეშმარიტი მოძღუართა ჩუენთაგან".
და უბრძანა მეფემან კათალიკოზსა სომხითისასა მოსეს და ყოველთა
ეპისკოპოსთა, რაჲთა მოვიდენ კოსტანტინეპოლის და კუალად
გამოიწულილონ და დაემტკიცოს მართალი. ხოლო მოსე კათალიკოზი
არა დაემორჩილა წარსვლად , არამედ ესრეთ ჰრქუა მოციქულთა:
"არა წიაღ-ვჴდე მდინარესა აზატსა, რომელ არს საზღვარი
სპარსთაჲ, არა ვჭამო ფურნიდი ბერძენთა და არცა ვსუა თერმონი
მათი". და ეგრეთვე ეპისკოპოსთა ვასპურაგანისათა, რომელნი იყვნეს
სახელმწიფოსა ქუეშე სპარსთასა, არა ინებეს წარსვლაჲ .
ხოლო ეპისკოპოსი ტარონისა და ყოველნი ეპისკოპოსნი, რომელნი
იყვნეს ჴვლსა ქუეშე ბერძენთასა, მსწრაფლ მიიწინეს სამეფოდ
და კუალად ყვეს გამოძიებაჲ და დაამტკიცეს მეორედ კრებაჲ
ქალკიდონისა წინაშე მავრიკ მეფისა ერთობით ყოველთა, და აღიარეს
ორი ბუნებაჲ ქრისტსსი ჭეშმარიტი, და დაწერეს ფიცი ერთობასა
ზედა უკუნისამდე და წარმოვიდეს.
და ვითარ მოვიდეს სომხითს, არა შეიწყნარა მათი მოსე კათალიკოზმან
და სხუათა ეპისკოპოსთა, რომელნი იყვნეს სპარსთა კერძონი,
და განიყო სომხითი, და ამათ დაიდგინეს კათალიკოზად იოჰანე
გოგოვიტელი. და მიერითგან მრავლითა წინა-აღდგომითა ვიდოდეს
კრებისათჳს ქალკიდონისა და ორთა ბუნებათა ქრისტჱს, უფლისა
ღმრთისა ჩუენისათა, ათოთხმეტ წელ ვიდრე აღსრულებადმდე მავრიკი
მეფისა.
და პირველ-მოჴსენებულმან აბრაჰამ კათალიკოზმან ოდეს
განასხნა არარატით მღდელნი იგი და იოჰანე კათოლიკე წმიდისა
მამასახლისი (შოლოკათ უჴმიან წმიდასა კათოლიკეს და მიტრს წმიდასა
რიფსიმესა ), და ოშაკნისა . და ელივარდისა, და არამუნთა , და
გარნისისა, და ყოველთა მონასტერთაჲ და ყოველთა არარატისათა
მძლავრებით, რომელთამე შეჩუენებად სცა წმიდაჲ იგი კრებაჲ.
და შემდგომად სამისა წლისა იქმნა ჰომი იგი ბასიანისა , რომელსა
იძლივნნეს იონნი სპარსთაგან და წარტყუენეს ქალაქი კთრიჯი
ჰაშტენოსაჲ და მეოთხესა წელსა -- კარნუ-ქალაქი ფოკა უღმრთოჲსა
კეისრისსა, რამეთუ დაჴოცნა ძენი მავრიკ მეფისანი, მახჳლითა
ასპარეზსა განიყვანნა.
ამას წელსა წარიტყუენა კარნუ-ქალაქი აჰმადისგან და იოჰანე
კათალიკოსი, რომელი იყო ნაწილსა ბერძენთასა. და ამასვე წელსა
განასხნა მოსე კათალიკოზმან მღდელნი თჳსისა ჴელისაგან, იოჰანეს
კერძნი, და წარვიდეს რომელნიმე ტაოს, რომელნიმე იონთა თანა და
მათ უწოდიან შოლაკათ, ვითარცა იხილა წმიდამან გრიგოლი ჩუენებაჲ
იგი, ოდეს განეხუნეს და ნათელი გარდამოჴდა მას ადგილსა.
და მერმე წარჴდეს რაოდენნიმე ჟამნი. მოვიდა ჰერაკლე მეფე
სომხითს და იხილა წვალებაჲ სომეხთაჲ და ფრიად შეწუხნა
წარწყმედისა მათისათჳს უნებლიებოთ მიქცევითა. და ბრძანა კრებაჲ
დიდი ყოფად ეპისკოპოსთა და მოძღუართა სომხითისათა და მიწერა
წიგნი ეზრა კათალიკოზისა და აზნაურთა, რაჲთა შემოკრბენ
კარნუ-ქალაქს და გამოიძიონ სარწმუნოებაჲ კრებისათჳს ქალკიდონისა
და ცნან ჭეშმარიტად ორი ბუნებაჲ ქრისტჱსი სომეხთა. და
მოიწივნეს ყოველნი ერთობით წინაშე მეფისა და გამოიწულილეს
მესამედ მრავლითა ძიებითა და დაამტკიცეს მართალი. და დაემორჩილნეს
სომეხნი ფიცით ჴელით-წერილითა, რაჲლთა არღარავის წინააღუდგენ
ცილობად მისთჳს.
და ვითარ უკ-მოიქცეს დვინს, მიიქცეს მასვე ვნებასა წყმედულსა,
რამეთუ მოძღურებისა ადგილი მათი იგი იყო და თქჳან
მუნ შინა მართალი ყოველი კუალ-რყუნითა *. ხოლო იგივე მაჲრეგუემელი
აღსძრვიდა ვიეთმე მონაზონთა მწვალებელთა და სტეფანის
ეპისკოპოსსა გარდმანისასა, და მათუსალას ქერდულსა სივნელსა, და
სხუაჲ ვინ პოის მღდელი, რომელნი არა დახდომილ იყვნეს კრებასა
მას, რაჲთა არა ეზიარნენ ეზრა კათალიკოზისაგან, და რომელნი მის
თანა შეერთებულ-იყვნეს.
შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდეს სტეფანე ეპისკოპოსი
და მათუსალა ეზრა კათალიკოსისა და ეზიარნეს მათ თანა. ვითარცა
ესმა ესე ბერსა ბოროტსა მაორეგუემელსა, რამეთუ შეერთნეს
იგინი ეზრას და მათუსალა იკურთხა სივნისა ეპისკოპოსად, დიდითა
შეურაცხებითა აგინებდა სტიფანეს და ქერდულსა. და იტყოდა:
"უმცირეს არს მიდრეკაჲ ეზრაჲსი ცთომასა თქუენსა, რამეთუ იგი
ანუ შიშოთა მეფეთაჲთა, ანუ მეცნიერთა კაცთა მიახლებითა მიდრკა
სჯულისაგან, ხოლო თქუენ ცუდად დებისა და სათნოებისათჳს წარსწყმდით
უკურნებელად".
და ვითარ ცნა ესე ეზრა, მოუწოდა მას ბერსა ბოროტსა და
ჰრქუა წინაშე ყოველთა: "გიჴმე შენ სამგზის, და მათუსალას სამგზის,
და სტეფანეს, ვითარმედ ქუეყანისა მოძღუარნი და მეცნიერნი
თქუენ ხართ, მოვედით და სიტყუა-უგეთ მეფესა, და არა მოხუედით .
და აწ ჩუენსა გაგებულსა წინა-აღუდგები კადნიერად. ჩუენ,
რომელი ჭეშმარიტად გამოვიძიეთ წიგნთა და მოძღვართავგან , მართალი
შევიწყნარეთ: ორი ბუნებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსო
_ სრული ღმრთეებითა და სრული კაცებითა, ერთი გუამი და
ერთი ხატი განუყოფვლი განგებულებითა. და წიგნნი წმიდათა მამათა
პირველთანი, რომელნი აღმოვიკითხენით, ამას წამებდეს და ჩუენ
დავემორჩილენით ბრძანებათა მათთა და შევიწყნარეთ კეთილისა
მიმართ. და აწ არავე წარსულ-არს, საღმრთონი წიგნნი ჩუენთანა
არიან. მოვიხუნეთ და ჭეშმარიტი ვისწავოთ".
და ვითარ დაუჴშა პირი წამებითა წიგნთანთა, აღმოიბოყინა
სიმყრალე, მსგავსი ბოროტისა წვალებისაჲ, და თქუა: "ღონედ არა
შევიწყნარო ეგე წერილი, რამეთუ ნისტორიანთა შეჰმატეს ეგე წმიდათა
წიგნთაო". და აღიძრა წვალებად სიტყჳთა მრავლითა, რომელ
მოყუასთაცა მისთა ვერ შეარწყუნა და განისწავლნეს ურთიერთას და
მას უწოდდეს მაჲრევნელად თჳსნი მოყუასნი სახელად სოფლისა
თჳსისა. ხოლო იგი წარვიდა საბერძნეთს მისვე წინა-აღდგომისათჳს
და ისწავა მცირედ ენაჲ, რაცთამცა მით მიზეზითა არწმუნა სომეხთა
უფროჲს-რე. და მოიქცა სომხითსვე, უძვირეს პირველისა წვალებდა
და უმზირდა უეჭუელად შემდგომად ეზრაჲსა დაპყრობად მისსა
საყდარსა შეწევნითა დიდ-დიდთა კაცთაჲთა და ნებითა მწვალებელთაჲთა,
ქადებითა მათითა წინა-აღდგომისათჳს ქალკიდონისა კრებისა.
ხოლო შემდგომად ეზრაჲსა დაიპყრა საყდარი ნერსე იშბნელმან,
კაცმან ღირსმან და მართალ-მორწმუნემან, ნებითა ღმრთისაჲთა.
და განიწირა სრულიად სასოებისაგან ბერი იგი იოჰანე მზაკუარი ,
და უფროჲსად ამისთჳს, რამეთუ ზიარებად ეხილვა ნერსე
საბერძნეთს მეფისა თანა კოსტანტინე მცირისა. და არავე დასცხრა
წინა-აღდგომად და სიტყუად ამას, ვითარმედ ეზრასებრვე შესცთა
ნერსეცა შედგომად ქალკიდონისა, რომლისთჳსცა მოუწოდა ნერსე
მას წინაშე ეპისკოპოსთა და მოძღუართა მრავალთა და აზნაურთა
მრავალთა. და დიდი გამოძიებაჲ ყვეს ცილობისა მისთჳს და დაასაჯეს
მათ ყოველთა განჴდაჲ მისი ქუეყანით , ვითარცა მაცთურისაჲ .
და განაძო წმიდამან კათალიკოზმან ნერსე რისხვით და თეოდორე
რშტუნთა უფალმან, ერისთავმან სომხითისამან, მელი სპილენძისაჲ
მხურვალი დასდვა ნიშად შუბლსა მისსა წვალებისათჳს ორთა თანა
მონაზონთა, მოყუასთა მისთა. და წარვიდა ოტებული კავკასისა მთასა
და მუნით უკ-მოიქცა მსწრაფლ, რამეთუ არა შეიწყნირეს იგი
მთეულთა მათ კაცთა, რამეთუ იყვნეს იგინი კერპთ-მსახურ. და გარდამოვიდა
კანბეჩანს და დაემკჳდრა ჴევსა შინა მცირესა, რომელსა
ჰრქჳან ჴევი სომხითისა. და მრავალნი დაიმოწაფნა არა თუ მას შინა
ოდენ, არამედ ამიერ მტკურისა -- არარატს, გარდმანს, ძორფორს
და სომხითს. და მრავალნი ქმნა მონაზონ უწესთთა მით მოძღურებითა,
და აღავსო ქუეყანაჲ წვალებისა ღუარძლითა.
და შემდგომად სიკუდილისა ნერსე კათალიკოზისა, მოვიდა
არარატს დამოწაფებულთა მათ მისთა თანა დღეთა ანასტას კათალიკოზისათა .
და შემდგომად სიკუდილისა ანასტასისა შემოჴდა სომხითს
მსგავსად მჴეცისა თჳსსავე სოფელსა პირველსა ბიჯნის და
მაირევანს სავსე მითვე წინა-აღდგომითა და წვალებითა, და მუნ
მოკუდა დაძუელებული ძაღლი ბოროტი დღეთა Ⴐ^ႪႢ-ს წლისა,
წარმღები და განმჴრწნელი სომხითისაჲ , და მოწაფენი მისნი დაბერეებით
ჟამ ერთ -- მაჲრევანს, ელივარდს და თეოდორე-წმიდას. და
მერმე ისრაელ კათალიკოზისაგან და გრიგოლ ერისთვისა განისხნეს
და განიბნივნეს ყოველსა სომხითსა აქ და იქი, ქალაქთა და სოფელთა,
საცთურად ყოველთა კაცთა ვიდრე დღეინდელად დღედ და
მოაქამომდე.
No comments:
Post a Comment