თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა არსენისი, მცხეთელ კათალიკოზისა, რომელი იყო სანახებითგან სამცხისაჲთა, საფარით: განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა.

 
საფარა

კაცნო ღმრთის-მოყუარენო, რომელნი იშვებით ემბაზისაგან 
   ცხოველისა, ყოვლად  წმიდისა და დიდებულისა კათოლიკე ეკლესიისა , 
   სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა, რომელი დადვეს 
   წმიდათა მოციქულთა შეურყეველად, და ძირ-უბნ  დათესულსა მათსა, 
   ყოვლად ქებულთა წმიდათა და მღდელთ-მოძღუართა, ჭეშმარიტითა 
   და მართლითა სარწმუნოებითა, და წამეს, ვითარცა  ერთითა 
   პირითა, ექუსთა მათ შინა კრებათა , რომელთა მიერ პირველ ზრახვიდა 
   თჳთ თავადი ღმერთი, და განაწესეს  ესრეთ და გუასწავეს ჩუენ: 

      მამაჲ  ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ყოველთა არსთა _ 
   ხილულთა და უხილავთაჲ;  ძე მხოლოჲ , მამისაგან შობილი უწინარეს 
   ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგანი, ღმრთისაგან ჭეშმარიტისა 
   შობილი  და არა ქმნული, სწორი მამისა  და თანა-მოქმედად მამისა 
   ყოველსავე, რომელმან აღსასრულსა ჟამთასა შეიმოსა სიმდაბლით 
   უძლური კაცებაჲ  ჩუენი საშოსა შინა წმიდისა ქალწულისასა, 
   ჯუარს-ეცუა  და მოკუდა ჭეშმარიტად და არა საოცრად, ბუნებითა 
   ჴორცთაჲთა, და ღმრთეებისა  ძალითა აღდგა და თანა-აღადგინა დაცემაჲ  
   ჩუენი პირველი , ამაღლდა მუნვე მამისა, და კუალად  მოვიდეს 
   განსჯად ცხოველთა და მკუდართა დიდებითა , ჴორცითა მით, რომელ 
   ჩუენგან მიიხუნა; და სული წმიდაჲ, უფალი ცხოველს-მყოფელი , 
   მამისაგან გამომავალი და ძისა თანა თაყუანის-ცემული, 
თანასწორი მამისა და ძისაჲ , თანა-მოქმედად საუკუნეთა, რომელი იტყოდა 
   პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა  ყოველსავე მომავალსა; და 
   ერთი წმიდაჲ  და დიდებული კათოლიკე ეკლესია, რომლისაგან განიდევნნეს 
   ყოველნი მწვალებელნი სიბრმითა უკეთურებისაჲთა, რომელსა 
   შინა იდიდების წმიდაჲ სამებაჲ მარადის მართლითა  
   აღსარებითა. 
საფარა

ხოლო ვითარ განდგეს სომეხნი მართლისა სარწმუნოებისაგან, 
   ესე არს მიზეზი: 

      ვითარ ყოველთა კრებათა იპოვის ვინმე თითოჲ  წინააღმდგომი 
   საქმითა საეშმაკოჲთა და აზმნის ახალ-სახეობითა ღუარძლი წვალებისა, 
   ეგრეთვე წმიდასა კრებასა ქალკიდონისასა  გამოჩნდეს ორნი 
   მგელნი მძჳნვარენი, განჩემებულნი ეშმაკისანი -- ევტჳქი და დიოსკოროს. 
   ვითარ არიოზ, მაკედონიოს  და ნისტორიოს სამთა მათგან 
   კრებათა დაიწყევნეს შეჩუენებულნი და წარწყმდეს, ეგრეთვე ესე 
   ორნი საწყალობელნი ႵႪ-თა  წინააღუდგეს საღმრთოჲთა შურითა 
   აღგზებულთა, რომელთა შორის მკჳდრ იყო ქრისტე, და მათ მიერ 
   შეჩუენებულნი წარწყმდეს და მიზეზ ბოროტისა ექმნნეს ურიცხუთა 
   სულთა უბრალოთა. 

 ხოლო ვითარ ზედა-მიიწივენით, გულისჴმაჲ-ყავთ -- განყოფაჲ 
   სომეხთა ქართლისაგან უეჭუელად  აღვწერე წიგნსა ამას შინა. 
   ჟამთა არკადი მეფისათა ბერძენთა ზედა და სომხითს მეფობასა 
   არშაკისსა იყვნეს სომეხნი ნაწილად ბერძენთა, სჯულსა ზედა მათსა  
   მტკიცედ, ვითარცა ასწავა მათ წმიდამან გრიგოლი პართელმან. და 
   სიმხნით ეპყრა ქუეყანაჲ  მათ  ფრიადითა ღუაწლითა  მოახლეობისაგან 
   სპარსთაჲსა , და მეფენიცა ბერძენნი შეეწეოდეს ლაშქრითა 
   და ოდესვე მცველად უდგიან ძალითა დიდითა მახლობელად. 

      და ესრეთ იყო საქმე მათი: ხოლო მეფემან არკადი, ძემან თეოდოსისმან , 
   დაიცონა საქმე მათი და მოერინეს სპარსნი სომეხთა და 
   იოტნეს ქუეყანით მათით. და ლტოლვილნი მრავალ ჟამ მწირობდეს 
   ელეკეცით კერძოთა ქუეყანათა და ევედრებოდეს არკადის, რაჲთამცა 
   მოუვლინა ძალი, რომლითა შეუძლონ დაპყრობად ქუეყანაჲ  
   თჳსი; და არა ისმინა უფალმან ვედრებაჲ მათი. მაშინ იძიეს ღონე 
   სომეხთა და მოხარკე ექმნნეს სპარსთა. და არწმუნეს მეფესა 
სპარსთასა ფიცისა მიერ და თავს-დებითა მოწყუედაჲ  ბერძენთაგან და 
   შეერთებად მათდა. და განიხარა მეფემან ფრიად ესე და მრავლითა 
   სიხარულითა და ბოძითა უკუნ-სცა ქუეყანაჲ მათი. და  დაყვეს სომეხთა 
   რაჲოდენიმე ჟამი მშჳდობით მართლითა სარწმუნოებითა. 
საფარა
 ხოლო ეშმაკმან , რომელი მარადის ჰბრძავს სიკუდილად 
   კაცთა ნათესავსა, აღძრა ნათესავი უღმრთოჲ  ნისტორის წვალებისა 
   და დიდძალითა ქრთამითა ოქროჲსაჲთა ითხოეს მეფისაგან კეთილად 
   მიცევად სომხითი  სჯულსა მათსა. და განდრიკეს გული მეფისაჲ და 
   არწმუნეს ესრეთ, ვითარმედ: "რაჟამს პოონ ჟამი სომეხთა მიქცევად 
   კუალად ბერძენთავე, არა ერიდნენ ყოვლადვე ფიცსა, არცა 
   თავს-დებათა  სიყუარულისათჳს და სიმტკიცისა სჯულისა, და მოიკიცხოს 
   საქმე შენი მათ მიერ. არამედ უცვალე სჯული და დაჰჴსენ 
   შორის მათსა სიყუარული უკუნისამდე, რომელიცა იქმნა მახითა ეშმაკისაჲთა". 
   და აიძულნა მეფემან პეროზ სომეხნი მსახურებად სჯულისა 
   ნისტორის უღმრთოჲსასა . ხოლო სომეხთა ყოვლადვე არა 
   თავს-იდვეს ესე, არამედ ჰრქუეს  მეფესა მოციქულითა ესრეთ, ვითარმედ: 
   "ნუ იყოფინ ყოვლად ესე ჩუენდა არა მხოლოდ ქუეყანისათჳს, 
   არამედ თავთა და შვილთა ჩუენთა ტყუეობისა  და 
   სიკუდილისა". 
საფარა

      ხოლო მეფე იქცა კუალად სხუად  მანქანებად და განუცხადა 
   საქმე თჳსი განყოფისათჳს ბერძენთაგან და ესრეთ მიუვლინნა მოციქულნი, 
   ვითარმედ: "ერთი ორთაგანი ყავთ -- ანუ გამოირჩიეთ ყოველთა 
   ასურთაგან სჯული თჳნიერ მელქთაჲსა, რომელნი არიან 
   სჯულითა ბერძენ, ანუ დაუტევეთ ქუეყანაჲ თქუენი და ივლტოდეთ 
   ჩუენგან!" 

ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. II ნაწილი.

(9). ბერი ვინმე იყო მძოვარი იორდანისა პირსა. და დღესა
   ერთსა შტავიდა იგი წმიდად იორდანედ სუმად წყლისა. და
   აღეცუა ფერჴსა მისსა ნაკუეთი ლერწმისაჲ და დაშთა იგი ფერჴსა
   შინა  მისსა. და უდებ ყო და არავის უჩუენა იგი. და მოჰლპა ფერჴი
   მისი და ვერღარა შემძლებელ იყო იგი მარტოჲ ქუაბსა შინა
   ჯდომად. და აიძულა იგი შესლვად მონასტერსა კოშკებისასა, რამეთუ
   მოჰვარდა ფერჴნი მისი. და ეტყჳნ მათ, რომელნი მოვლენედ
   მისა ხილვად და ნუგეშინის-ცემად მისა: რავდენ გარეშჱ ესე
   ჩუენი კაცი  განირყუნების, შინაგანი ჩუენი განახლდების.

(10). შემდგომად აღმოსლვისა ბარსაბა მძოვრისა იორდანისა
   ქუაბით კოშკებისა მონასტრად სხუაჲ ვინმე მძოვარი ვიდოდა
   იორდანისა პირსა. და შევიდა ქუაბად მისა და იხილა ანგელოზი
   უფლისაჲ, მდგომარჱ  საკურთხეველსა მის ქუაბისასა მარჯუენით,
   რომელი მას გამოეკუეთა და ეკურთხა.
   და ჰრქუა ბერმან მან ანგელოზსა მას: რასა უკუე იქმ
   შენ აქა?

   ხოლო მან ჰრქუა: მე ანგელოზი ვარ უფლისაჲ, და ვინაჲთგან
   იკურთხა საკურთხეველი ესე, დავიდგინე მე მცველად მას
   ზედა ვიდრე უკუნისამდე.
  
(11). ამბა პეტრე ხუცესი, რომელი იყო ლავრისაგან წმიდისა
   მამისა ჩუენისა საბაჲსა,  გჳთხრობდა, ვიყვენით რაჲ მის თანა,
   ვითარმედ: ოდეს ვიყავ მე მამასახლის მონასტერსა წმიდისა
   ჯერასიმჱსსა, აღესრულა ერთი ძმათაგანი მონასტრისათაჲ და
   არა უწყოდა ბერმან. დავითარცა დაჰრეკა დეკანოზმან სარეკელსა,
   რაჲთა ძმანი შემოკრბენ დამარხვად ძმისა მის, მოვიდა ბერიცა და
   იხილა გუამი იგი ძმისაჲ მის მდებარჱ ზედა ეკლესიასა
   შინა და შეწუხნა, რამეთუ არა მოეკითხა იგი ჟამსა აღ[]რულებისა
   მისისასა. მაშინ მივიდა იგი ზედა მის მკუდრისასა და
   ჰრქუა მას: აღდეგ, ძმაო, და მოგიკითხო. და მუნთქუჱსვე აღემართა
   ძმაჲ იგი ცხედარსა თჳსსა ზედა, და მოიკითხა იგი ბერმან და
   ჰრქუა მას: განისუენე აწ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი იესუ და
   აღგადგინოს შენ. და მიიძინა ეგრჱთვე.

 ია (12). ძმამან ჰკითხა ულუმპია ხუცესსა ჯერასიმჱს მონასტრისასა
   და ჰრქუა: მაუწყე მე სიტყუაჲ, რომლითა ვცხონდე

      ჰრქუა მას ბერმან: ნუსადა დაშჯდები მწვალებელისა თანა
   და შეიკრძალე მუცელი და ენაჲ, და რომელსა ადგილსა მიხჳდე,
   თქუ გონებასა შენსა, ვითარმედუცხო და გლახაკ ვარი მე,
   და განისუენო.


იბ (13). იტყოდეს მარკოზ მძოვრისათჳს, რომელი ჯდა
   ქუაბსა მახლობელად ბანდოკლაჲს მონასტერსა, ვითარმედ დაეყო
   მას სამეოცდასამი წელი ქუაბსა მას შინა ამით კანონითა, რამეთუ
   იმარხავნ იგი კჳრიაკითი-კჳრიაკედ, ვითარცა უჴორცოჲ. და
   იქმოდა იგი დაუცადებელად ჴელთ-საქმარსა დღჱ და ღამჱ და
   მისცემდა გლახაკთა, და არასადა მი-რაჲ_ვისგან-იღის ჴორცთა
   საჴმარი. და ესმა მისთჳს კაცთა ქრისტჱს მოყუარეთა და მიართუეს
   მას ჴორცთა საჴმარი. ხოლო მან არარაჲ მიიღო მათგან,
   არამედ ჰრქუა მათ: ჴელთა ჩემთა ნაქმარი კმა არს ჩემდა საჴმარად,
   და მათდაცა, რომელნი მოვიდოდიან ჩემდა ღმრტისათჳს.

 იგ (14). ამბა პოლოხრონიოს, ხუცესი ბანდუკელს მონასტრისაჲ,
   მითხრობდა, ვითარმედ: კრებულსა ჩუენსა შორის იყო ძმაჲ
   ერტი ფრიად მოსწრაფჱ და მოღუაწჱ საქმესა მონაზონებისასა და
   ცხორებასა სულისა თჳსისასა. და ეწყო მას სული სიძვისაჲ ძლიერად,
   ვიდრემდის მოაუძლურა. და ვითარ ვერღარა დაუთმო, წარვიდა
   იგი იერიქოდ, რაჲთა აღასრულოს ნებაჲ თჳსი. და ვითარ    შევიდა იგი სახლსა მეძვისასა, რაჲთამცა დააცხრო გულის თქუმაჲ
   თჳსი, და მყისა შინა განკეთრებულ იქმნა ყოველი გუამი
   მისი. და ვითარცა იხილა თავი თჳსი ვნებასა მას შინა, მუნთქუესვე
   შეიქცა  თჳსა მონასტრად და ჰმადლობდა ღმერთსა და
   იტყოდა, ვითარმედ: ღმერთმან  სახიერებითა თჳსითა მომივლინა
   მე სწავლაჲ ესე, რაჲთა იჴსნეს სული ჩემი საუკუნოჲსა მისგან
   სატანჯველისა.  და შეჰმატა მან სათნოვებასა, და მადლობასა შინა
   ღმრთისასა აღესრულა.

 იდ (15). იგივე ამბა პოლოხრონიოს გჳთხრობდა ამბა კონონისთჳს
   ბონდოკლელ მამასახლისისა, ვითარმედ:  წარვიდოდა  
   ოდესმე ამორიად ბერი, და შეემთხჳნეს მას ჰურიანი  ბოროტის
   მოქმედნი. და ვითარცა იხილეს ბერი, ენება მოკლვაჲ მისი.
   და აღმოიჴადეს მახჳლები მათი და მიეტევნეს მის ზედა, რაჲთა-მცა
   მოკლეს იგი. და ვითარცა მიეახლეს, რაჲთა აღიპყრნენ
   მახჳლნი მათნი ხეთქნებად მისა, დაშთეს იგინი განჴმელად ეგრჱთ
   აპყრობილნი, მარჯუენენი მათნი, ჰაერთა  შინა შეუდრეკელად.
   მაშინ, ვითარცა იხილა ბერმა[] ვნებაჲ იგი მათი, ულოცა მათ და
   დასწერა ჯუარი და განკურნნა. და ჰმადლობდეს ღმერთსა და
   წარვიდეს.

 იე (18). ბერი ვინმე იყო მძოვარი  მახლობელად ამბა პეტრჱს
   მონასტერსა, ქუაბსა შინა. და ვალ[] იგი ყოლადვე პირსა
   წმიდისა იორდანისას და, სადაცა პოვის ბუდჱ  ლომისაჲ,
   მუნცა დაწვის იგი. და დღესა ერთსა მოიყვანნა ლეკუნი ლომისანი
   ფიჩჳთა თჳსითა ეკლესიად.

      და ეტყოდა ძმათა: უკუეთუმცა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი
   ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისანი, ამათმცა ეშინოდა ჩუენფან, ხოლო
   დღეს ცოდვითა ჩუენითა ჩუენ გუეშინის ამათგან.

      და სარგებელ იყვეს ძმათა მათ და წარვიდეს.

ივ (20). ბერი ვინმე გჳთხრობდა, ვითარმედ: მჴედართაგანი
   ერთი იყო მონასტერსა ჩუენსა და მან გჳთხრა ესე, ვითარმედ:
   დავეპყრენით ოდესმე ბრძოლასა იფრიკიაჲთ კერძო მავრიტიანთასა
   და ვიძლიენით ჩუენ წინაშე მათსა, და შემოგჳდგეს ჩუენ
    ბარბაროზნი და მოსრეს ერისა ჩუენისაგან ურისხჳ სული. და
   მეწია მე ერთი ბარბაროზთაგანი და აღიპყრა ლახუარი თჳსი
   ხეთქნებად ჩემდა და მოკლვად. ხოლო მე, ვითარცა ვიხილე იგი,
   ღაღად-ვყავ ღმრთისა მიმართ და ვთქუ: ქრისტე, ძეო ღმრთისაო,
   რომელი გამოუჩნ[] მჴევალსა შენსა ტეკლას და განარინე იგი
   ჴელთაგან უშჯულოთაჲსა, განმარინე მეცა, მონაჲ შენი, ჭირისა
   ამისგან და მიჴსენ მე მწარისაგან სიკუდილისა, და მე განვიდე
   უდაბნოდ  და გმსახურებდე შენ დღეთა ცხორებისა ჩემისათა.
   და მუნთქუესვე უკუნ-ვიხილე და არავინ ბარბაროზთაგანი.
   და მუნთქუესვე გამოვედ მე ამას მონასტერსა და მადლითა
   ღმრთისაჲთა დღეს  მაქუს მე ამას ქუაბსა შინა ოცდაათხუთმეტი
   წელი.

 იზ (17). ბევრი ვინმე იყო პეტრჱს მონასტრსა. ჯდა იგი
   ქუაბსა შინა ორმეოცდაათსა წელსა. პური არაჭამა და სასუმელი
   არა სუა, არამედ საზრდელადმისა იყო ქატოჲ, და ესე მიიღის
   კჳრიაკესა შინა სამ გზის. და მრავალთა სასწაყულთა იქმოდა ღმერთი
   ჴელითა მისითა.

იჱ (22). ბერი ვინმე სხუაჲ იყო მონასტერსა წმიდისა თევდოსისსა,
   სახელით კონონ, ნათესავით კილიკიელი. და ესე კანონი
   ეპყრა მას, რამეთუ კჳრიაკესა შინა ერთ გზის ხოლო მიიღის საზრდელად
   პური და წყალი. ოცდაათსა წელსა დაუცადებელ იქმნ
   და ეკლესიით  არა განეშორებოდა.

ით (23). და კუალად სხუაჲ ვინმე ბერი იყო მჴედართაგანი
   მასვე მონასტერსა და მასცა ესევე  კანონი აქუნდა: მარხვაჲ
   კჳრიაკითი-კჳრიაკედ  და გუერდსა ზედა არა დაწვებოდა.

  (24). სხუაჲ ვინმე ბერი იყო ხუზიბისა  მონასტერსა, და
   გჳთხრობდეს მისთჳს მკჳდრნი მის მონასტრისანი, ვითარმედ: ოდეს
   იყო-ღა იგი სოფელსა შინა, მუშაკი იყო. და ოდეს იხილის ვინმე  კაცი
   გლახაკი, რომელსა ჴარნი არა უდგანედ დათესლი არა აქუნ, და
   ვერ შემძლებელ არნ საქმედ აგარაკისა თჳსისა, წარვიდის იგი
   თკნიერ ცნობისა მისისა და კეტილად მოქმნის აგარაკი იგი მისი
   და დასთესის თესლი და დაუტევის. ხოლო რაჳამს დაემკჳდრა იგი
   ხუზიბას, იგივე წყალობაჲ იყო მის თანა, რამეთუ დღითი-დღედ
    აღმოვიდის იგი გზასა მას, რომელი შტავალს იერუსალემით იორდანედ.
   და აქუნნ მის თანა პური და წყალი, და სადგისი და ღუედი.
   და უკუეთუ შეემთხჳის მას კაცი მშიერი, სცის მას პური და
   წყურიელსა სჳს ქყალიდა უკუეთუ შე[]მთხჳს მას კაცი
   დამაშურალი, მოჰჴადის ტჳრთი მისი და აღკიდის იგი და აღჰყვის
   იგი  ვიდრე მთადმდე ზეთის ხილთაჲსა, და კუალად-იქცის იგი
   სხუათა თანა გამომავალთა ქალაქით და აღიკიდის ტჳრთი მათი და
   ფრიადითა ოფლითა  და შრომითა უტჳრთავნ იგი. და უკუეთუ
   ვისმე განუწყდის ცანდალი, მუნთქუესვე განუგის იგი და მისწიის
   იგი მოყუასთავე თჳსთა. და თუ სადა  იხილის სხეული, იღუაწის
   იგი. და თუ მკუდარი იხილის, შემოსის იგი თჳსითა სამოსლითა
   და დაჰმარხის.  და ყო იგი დღეთა ცხორებისა მისისათა ესევითარსა

   ღუაწლსა და შრომათა შინა.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon001.htm