ზუაობისათჳს
და
მაჩუენებლობისათჳს
მოედით
უკუე
მცირედ
ვთქუათ
მათდა
მიმართ,
რომელნი
მიდრეკილ
არიან
შედგომად
ამის
ვნებისა.
გარნა
რომელთა-მე მიმართ
ვყო
სიტყუაჲ
ჩემი,
რომელნი
საფასეთა
ზედა
ზუაობენ,
ანუ
რომელნი
სამოსელთა,
გინა
მთავრობათა,
გინა
თუ
მოძღურებათა,
ანუ
ძლიერებათა,
ანუ
თავჴედობათა,
ანუ რომელნი-იგი შემდგომად
სიკუდილისა
ზუაობენ?
რამეთუ
ესოდენ
მრავალფერ
არს ვნებაჲ
ესე,
ვიდრეღა
ამასცა
იქმს.
ამისთჳს
მრავალგზის
მესმის,
ვითარმედ
იგი
ვინმე
მოკუდა
და
ესე
რაჲმე
ანუ
იგი
რაჲმე
განაწესა,
რაჲთა
საქებელ
და
სახელოან
იქმნას.
რომელთა-მე მიმართ
უკუე
ვყო
სიტყუაჲ?
რამეთუ
არა
კმა
არს
ერთი
სიტყუაჲ
ყოველთა
მიმართ.
გარნა
მათდა
მიმართ
მივაქციო
სიტყუაჲ,
რომელნი
ქველისსაქმესა
ზედა
ანუ მარხვასა
ანუ
ლოცვასა
ზუაობენ,
რამეთუ
უფროჲს
ყოველთასა
ესენი
ცრემლთა
ღირს
არიან,
რომელ
შრომასა
თავს-იდებენ
და
სასყიდელსა
წარიწყმედენ.
გულისჴმა-ყავ, კაცო,
ვითარმედ
დიდებასა
მას
ღმრთისამიერსა
რაოდენცა
ეძიებდე,
უმეტესად
შეგიყუარებს
ღმერთი
და
მოგანიჭებს,
ხოლო კაცთამიერსა
რაოდენცა
ეძიებდე,
ღმრთისაცა
საძულელ
იქმნები
და
რაჲსათჳს
უკუე
იქმ
ვაჭრობასა
ამას
ხენეშსა,
რომელ
ღმერთსა
მოუპყრიეს
მარჯუენე
მოცემად
სასყიდელთა
გამოუთქუმელთა
და
შენ
გარემიაქცევ
მას და კაცთაგან
ეძიებ
სასყიდელსა,
რომელნი
ყოვლადვე
არარას
მიგცემენ?
არა გესმისა
სიტყუაჲ
უფლისაჲ,
ვითარ
იტყჳს,
ვითარმედ:
ყოველივე,
რომელიცა
ვინ
კაცთა
საჩუენებელად
ქმნას,
წარუწყმედიეს
სასყიდელი
თჳსი?
რამეთუ
ყოველსავე
ზედა
საქმესა
ზუაობაჲ
ბოროტ
არს,
ხოლო
უფროჲს
ყოვლისა
- ქველისსაქმესა
ზედა.
ვითარ
უკუე
ვიჴსნეთ
თავნი
ჩუენნი
ამის
ბოროტისა
ვნებისაგან?
უკუეთუ
მოვიგოთ
გულისჴმისყოფაჲ,
ვცნათ,
თუ
ვინაჲ
ვეძიებდეთ
დიდებასა.
მითხარღა,
საყუარელო,
ვინ
არს
მოძღუარი
და
შჯულისმდებელი
ქველისსაქმისაჲ
და
სხუათა
მათ
სათნოებათაჲ?
საცნაურ
არს,
ვითარმედ
ღმერთი,
რომელმან
წესი
ესე
დაგჳდვა
და
ყოველივე
უცთომელად
უწყის.
ხოლო შენ, უკუეთუ
ასპარეზსა
ისწავლიდე,
ანუ
რკინობასა,
ანუ
ფილოსოფოსობასა,
ვისა წადიერ
ხარ
ჩუენებად
ჴელმარჯუეობისა
და
გონიერებისა
და სიმჴნისა
შენისა?
მასწავლელსა
მას
შენსა,
ანუ
ღჳნის-მოფარდულთა
და
მხლის-მსყიდელთა
და
მეთევზურთა,
რომელთაგან
არცა
ერთი
გაქუს
სარგებელი?
მე ვჰგონებ,
თუ
მრავალთა
მათ
და
უსწავლელთა
ერთა
არცა
ერთი
გაქუნდეს
ზრუნვაჲ,
არამედ
მისა
ხოლო
ჰხედვიდი,
რომელი-იგი უფალ არნ
საქმისა
მის
შენისა.
ვითარ
უკუე
არა
დიდი
ბოროტი
არს
და
უგუნურებაჲ,
რომელ
სხუათა
ჴელოვნებათა
შინა
ყოვლითავე
მოძღურისა
მიმართ
და
განმგებელისა
გიპყრიან
თუალნი,
ხოლო
აქა
არა
ესრეთ
იქმ,
არამედ
დაუტეობ
ღმერთსა
და
ეჩუენები
კაცთა
ამაოთა.
არა
უწყია,
რამეთუ
ქველისსაქმითა
ღმერთსა
მიემსგავსები?
აწ უკუე მიემსგავსე
მას
დაფარვითაცა
ქველისსაქმისაჲთა,
რამეთუ
თავადიცა,
ჰკურნებდა
რაჲ
უძლურთა,
ამცნებდა
არავისა
თხრობად.
რაჲ
სარგებელ
გეყოფის
ქებისაგან
კაცთაჲსა?
არარაჲ
ყოვლადვე.
უფროჲსღა
ზღვევაჲ
ფრიადი
არს,
რამეთუ
იგინი
მებრ,
რომელთა
ეჩუენები,
ავაზაკ
იქმნებიან
და
განჰკრეხენ
საუნჯეთა
სასყიდლისა
შენისათა,
რომელნი
დაუნჯებულ
არიან
ცათა შინა.
და რად მათ ვიტყჳ?
უფროჲსღა
ვთქუა,
თუ:
ჩუენ
თავით
თჳსით
იავარ-ვჰყოფთ
და განვაბნევთ
საუნჯეთა
ჩუენთა,
რომელნი
მოცემად
იყვნეს
ცათა
შინა.
ჵ
უცხოჲ
ესე
განსაცდელი!
სადა-იგი მღილმან
და
მჭამელმან
ვერ
ავნის,
არცა
მპარავთა
წარიპარიან,
ცუდადმზუაობრობაჲ
მიერ
წარმოიპარ/ავს.
ესე არს მღილი
მათ
საუნჯეთაჲ;
ესე
არს
მპარავი
სიმდიდრისა
მის
სულიერისაჲ;
ესე
ყოველსა
სათნოებასა
ჩუენსა
განჰრყუნის
და
უჩინოჰყოფს.
რამეთუ
იხილა
რაჲ
ეშმაკმან,
ვითარმედ
საუნჯე
იგი
ჩუენი
მიუახლებელ
არს ავაზაკთაგან
და
მღილთა
და
სხჳსა
ყოვლისავე
სავნებელისაგან,
მოიპოვა
ღონე
ესე
- ზუაობისა
მიერ
წარპარვად
ყოვლისავე
ნაქონებისა
ჩუენისა.
რაჲსათჳს
სურვიელ
ხარ,
ჵ
კაცო,
დიდებისათჳს
კაცობრივისა
და
ქებისა?
არა კმა არსა შენდა
ღმრთისამიერი
იგი
საუკუნოჲ
დიდებაჲ?
არა
უწყია,
რამეთუ
ქველისსაქმესა
ფარულად
ჯერ-არს აღსრულებაჲ?
'შევედ
საუნჯე/სა
შენსა
და
დაჰჴაშ
კარი
შენი',
თქუა
უფალმან,
'და
ილოცე
მამისა
შენისა
მიმართ
ფარულად;
და
მამაჲ
შენი,
რომელი
ხედავს
დაფარულთა,
მოგაგოს
შენ ცხადად'.
და კუალად
იტყჳს:
'რაჟამს
ჰყოფდე
ქველისსაქმესა,
ნუ
სცნობნ
მარც/ხენე
შენი,
რასა
იქმოდის
მარჯუენე
შენი,
რაჲთა
იყოს
ქველისსაქმე
იგი
შენი ფარულად,
და
მამამან
შენმან,
რომელი
ხედავს
დაფარულთა,
მოგაგოს
შენ ცხადად'.
აწ
უკუეთუ
მცნებასა
უფლისასა
აღასრულებ,
ესრეთ
აღასრულე,
ვითარცა
მან
ბრძანა;
უკუეთუ
არა,
ცუდ
არს
შრომაჲ
შენი.
ამისთჳს
კუალადცა
გეტყჳ:
იქმოდი
რაჲ
ქველისსაქმესა,
დაჰჴაშ
კარი
შენი და მან ხოლო უწყოდენ,
რომელსა
მისცემდე.
უკუეთუ
შესაძლებელ
არს, ნუცამცა
იგი
სცნობს,
რაჲთა
არა
განიქიქოს
საჲდუმლოჲ
შენი,
და
მაშინ
ღმერთმან
ქადაგოს
სათნოებაჲ
შენი.
ხოლო
კაცობრივსა
თუ
ქებასა
ეძიებდე,
სასყიდელიცა
დაგჭირდეს
შრომათა
შენთაჲ
და
კაცთაცა
მაჩუენებელ
და ამპარტავან
გიწოდონ.
აწ უკუე ყოველივე
დაუტეოთ
კაცობრივი
გულისსიტყუაჲ
და
საღმრთოჲ/სა
მის დიდებისათჳს
სურვიელ
ვიქმნეთ,
რაჲთა
საუკუნეთა
მათ
კეთილთა
მივემთხჳნეთ
მადლითა
და
კაცთმოყუარებითა
უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრის/ტესითა,
რომლისაჲ
არს
დიდებაჲ
თანა
მამით
და
სულით
წმიდითურთ
აწ
და მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამენ.
No comments:
Post a Comment