VI და VII თავები. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.

VI თავი. სიტყსა მისთ, ვითარმედ: მე ვარ გზადა მე ვარ ჭეშმარიტება.

კვალად იტყვიან ქრისტე ბრძანებსო: მე ვარ გზადა მე ვარ ჭეშმარიტებაჲ, მერმე იტყსო სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, იგი ჭეშმარიტებაძე არსო და მისგან გამოვალს სული წმიდაო: უკუეთუ გამოსლვასა ზედა მოიღებენ ამას სიტყუასა, მაშა ძისაგანცა გამოვალს და კრავისაგან და რაოდენნი ორციელისა განგებულებისა (სახლნი) ეწოდებიან ქრისტესა, რამეთუ თქუა: მე ვარ გზადა მე ვარ ჭეშმარიტებაჲ; და კვალად: მე ვარ კარი; თუ ვინმე შევიდეს ჩემ მიერ, ცხონდეს. და ესე არს უმსგავსო სიტყუა მათი: ხოლო არა იტყ*(77) ჭეშმარიტებისაგან გამოსლვასა, არამედ სული ეშმარიტებისაო, და მეცა ეგრეთვე მრწამს და აღვიარებ სულად ძისა და სულად ქრისტესა და სულად ჭეშმარიტებისა მოძღვრებისაებრ საღმრთოთა წერილთასა, ვითარმედ გამოავლინა უფალმან სული ძისა სისა გულთა შინა ჩუენთა. და კუალად იტყ, რომელსა სული ქრისტესი არა აქუნდეს, იგი არა არს ქრისტესა, და კუალად: მე ვარ გზადა მე ვარ ჭეშმარიტებაჲ.
ხოლო გამოსვლით ძისაგან არავის უთქუამს, არცა თონ ჭეშმარიტსა ძესა ღვთისასა, არცა მოციქულთა, არცა ღმრთისმეტყუელთაგანსა ვისმე, არამედ ესრეთ ყოველთავე საღმრთოთა წერილთა შინა და წმიდასა სახარებასა შინა წერილ არს, ვითარმედ: მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მოივლინების და მოგუეცემის და მოგუენიჭების,*(78) და მამაარს მიზეზი ძისა შობისა და სულისა გამოსლვისა და ერთობა აქუს უცვალებელი და ხელმწიფება და უფლება მოუკლებელი უკუნითი უკუნისამდე ამინ.



VII თავი. სიტყსა მისთ, ვითარმედ: მდინარე ერთი გამოვალს საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.

ხოლო ერთი სიტყვაესე აქუსთ პაპის მოსავთა მიზეზად ცუდად მეტყუელებისა მათისა, რომელი წერილ არს გამოცხადებასა შინა იოანე ღმრთისმეტყუელისასა, ვითარმედ: მიჩუენა მდინარწმიდა წყლისა ცხოველისაბრწყინვალჱ, ვითარ ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა, შორის სივრცესა მის ქალაქისასა. (იოანეს გამოცხადება 21.1-2) ესე არს თავი და პირველი სიტყსგებამათი ჩუენდა მომართ, და სიტყთა ამით აცთუნებენ მრავალთა წრფელთა და მარტივთა სულთა. და ჩანს ვითარმედ: ძნელ არს სიტყსგებამათი, არამედ მცირედ*(79) მელოდეთ და ადლად დაისნას სიტყუამრავლობამათი და ცუდისმეტყუელებამადლითავე და შეწევნითა სულისა წმიდისათა.
რამეთუ იტყ, ვითარმედ: მდინარე ერთი გამოვალს საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა, შორის სივრცესა მის ქალაქისასა. ვინათგან საყდარი თქუა და სივრცე ქალაქისა, ჩუენ მიერ არღარა საჭირო არს ამისი განმარტება, რამეთუ რომელთა შორის არს მეცნიერებასაღმრთოთა წერილთამათ მიერცა ად არს ამისი უწყება და ძალი, ვითარმედ საყდარნი ღმრთისანი ზეცისა წესთაგანნი არიან ერთი დასი ცხრათა მათ დასთაგანნი უმახლობელესნი ღმრთისანი და უპირველესნი სხუათა მათ ზეცისა განწყობილთანი სერაბინთა და ქერუბინთა თანა გარემო ღმრთისა მყოფნი, რომელთა ზედა განისუენებს მეუფე მეუფეთა, ვითარცა დასწერს ბრძენთმთავარი დიდი დიონისე ზეცისა*(80) განწესებათათ და იტყ: სერაბიმნი და ქერუბიმნნი და საყდარნი, უფლებანი, ძალნი და ელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ვითარცა ვთქუ უპირველესნი და უმახლობელესნი ზეცისა განწესებათა შორის სერაბიმნი და ქერუბიმნი და საყდარნარიან, რომელთა ზედა განისუენებს ნეტარი იგი და მიუწვდომელი ბუნებაწმიდისა სამებისა მიუწდომელად და გამოუთქმელად ზეშთა ბუნებისა, და ზეშთა სიტყსა და მოგონებისა; და უკუეთუ საყდრისაგანცა გამოვალს სული წმიდაჲ, ვითარცა ითქვას ძისაგანცა გამოსლვა ანუ რაღა იყოს უმეტესი პატივი მამისა ანუ ძისა; და კუალად ესაიასიცა იგი ხილვამოიხსენე, ვითარ იხილა მეუფე საყდართა ზედა მჯდომარე ჟამსა მას, რომელსა მოკუდა ოზია მეფე და იტყ.
ვითარმედ: ვიხილე ღმერთი მჯდომარე*(81) საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა, და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა მისითა და სერაბიმნი დგეს გარემო მისა, და შემდგომი; და კუალად წმიდანი სამნი ყრმანი, იყვნეს რა შეთხეულ სამილსა მას ცეცხლისასა, ილოცვიდეს და იტყოდეს
კურთხეულ ხარ შენ საყდართა ზედა დიდების შენისათა; და დავით იტყ: უფალმან ზეცას განმზადა საყდარი სი და სუფევამისი ყოველთა ზედა ეუფლებინ; და კუალად გამოცხადებასა შინა წერილ არს: მეყსეულად ვიქმენ სულითა და აჰა, დგა საყდარი ცათა შინა საყდართა ზედა და მჯდომარე მსგავს იყო ქვასა მას იასპსა და სარდიონსა და ირისე იყო გარემო საყდრისა მის. ესე არს საყდარი იგი, რომლისაგან გამოვალს მდინარე იგი წყალისა ცხოველისა, და საყდრად ღმრთისა, რომელსა ზედა განისუენებს ღმერთი, პირველნი ბრწყინვალებანი არიან ზეცისა*(82) განწყობილთა შორის. ვითარცა პირველვე ვთქუ, და მერმე შორის სივრცესა მის ქალაქისასა, რამეთუ ესენი წმიდანი ანგელოზნი არიან და სულნი წმიდათა კაცთანი, რომელნი იშუებენ ზეცასა იერუსალიმსა შინა ვითარცა სხუანიცა ღმრთისმეტყუელნი ესრეთვე იტყან და ამათ შორისცა გამოვალს, ვითარცა წერილ არს: მდინარე ერთი გამოვალს წმიდა ბრწყინვალე წყლისა ცხოველისა საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა შორის სივრცესა მის ქალაქისასა. და ვითარ ეგების ესე, ანუ ვითარ მოეზავების ესრეთ, რათამცა სული წმიდასაყდრისაგან ღმრთისა და კრავისა გამოვიდა სიტყსაებრ მათისა, შორის სივრცესა მის ქალაქისასა.
ხოლო მდინარე იგი წმიდა, რომელი იხილა ღმრთისმეტყუელმან მან წყლისა ცხოველისა ჭეშმარიტად მადლი სულისა წმიდისაარს და გამოვალს საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა, რომელ არიან საყდარნი ღმრთისანი*(83) წმიდანი ანგელოზნი ნებითა კრავის() მის ჩვენთ დაკლულისათა, და გარდაეცემის უხუად შორის სივრცესა მის ქალაქისასა ანგელოზთა და წმიდანთა სულთა ზედა. და არა ბუნებით და პირველითგან მიზეზობისათ არს ხილვაესე გამოსლვისა, არამედ მადლითა მით მრავალსახეთა სულისა წმიდისა(თა) გამოსლვათათ იტყ: ვითარცა ბრძანებს ქრისტე, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან: მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. ესე თქუსულისა მისთ, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ.
ესე მდინარე იხილა იოანე ღმრთისმეტყველმან გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა, რამეთუ მადლი იყო სულისა წმიდისაუხუებით მომდინარე სახედ მდინარისა შორის ანგელოზთა და წმიდათა სულთა ზედა კაცთასა გარდაცემული, და ჭეშმარიტად,*(84) რომელსა ჰრწმენეს ქრისტე ძედ ღმრთისა() და თანასწორად მამისა და სულისა წმიდისა, უკუანასკნელ ჩუენთ განკაცებული ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა, ღმერთი სრული და კაცი სრული, და მცნებათა და ბრძანებათა მისთა იმარხვიდეს, მისგანცა გარდამოეცემის მდინარე იგი ცხოველსმყოფელი წყლისა ცხოველისა უხუებით მომდინარე, რომელ არს მადლი სულისა წმიდისაბრძანებისაებრ ღმრთისა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი, და შემდგომი. და თუმცა სულისა წმიდისა გამოსვლისათ იტყოდეს მდინარესა მას ღმრთისმეტყუელისა მიერ ხილულსა და მის მიერვე სახარებასა შინა წერილსა, მაშა ესეცა იქმნების, რომელი ყოვლისა მორწმუნისა და წმიდისა კაცისაგანცა გამოვალს სული წმიდადა ვითარ იყოს ესე, ანუ ვითარ ეგების, რამეთუ სული წმიდაჲ*(85) ბუნებით არცა მდინარე არს, არცა ქარი, არცა დის, არცა ქრის, არცა ორთქლი რამე არს განქარვებადი და ვითარცა იგი ძე და სიტყუაღმრთისაჲ, არა თუ სიტყვათაებრ ჩუენთა ჰაერად განბნევადი არს, არამედ სრული გუამოვნებაარს, ვითარცა მამისა და ძისა, ეგრეთვე სულისა წმიდისა, უცვალებელი და მოუკლებელნი, შეურევნელი და განუყოფელნი, და არარაარს მათ შორი, განყოფილი ნიერ უშობელობისა, შობისა და გამოსვლისა და არცა ვინ ესე უწყის და ვერცა ვინ შემძლებელ არს ცნობად, თუ რაარს უშობელობა მამისა, შობა ძისა და გამოსლვა სულისა ვერცა კაცნი და ვერცაღა ორცონი ბუნებანი, არამედ ესოდენ უწყებულ არს ჩუენდა და მოცემულ საღმრთოთა წერილთა მიერ და მეტი არარაჲ; და ნუცა ვინ გამოეძიებს ამისა უმეტესსა,*(86) რათა არა დაინთქას და მიეცეს წარსაწყმედელსა სიტყსაებრ დიდისა ღმრთისმეტყუელისა გრიგოლისა.
რად ვიტყსხუასა, ჭეშმარიტი სიბრძნე და ძალი ღმრთისაძე და სიტყუამამისა ბრძანებს: სული იგი ჭეშმარიტებისარომელი მამისაგან გამოვალს; და წმიდანი მისნი მოციქულნი მართლისა სარწმუნოებისააღსარებასა ესრეთ დასწერენ, ვითარმედ: სული წმიდაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს. და სამასათრვამეტთა ღმრთისმეტყუელთა მამათა ნიკიას ესრეთვე თქუეს და დაამტკიცეს: სული წმიდაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს; ეგრეთვე შემდგომთა დიდთა კრებათა და სხუათა ყოველთა ღმრთისმეტყუელთა ესრეთ დაწერეს და დაამტკიცეს, ვითარმედ: მამისაგან გამოვალს, და არასადა თქუმულ არს, თუ სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალს და ვერცა ვის უკადრებიეს, არამედ მხოლოდ მამისაგან გამოვალს, და ძისა მიერ მოივლინების და მოგუეცემის*(87) და მოგუენიჭების, და ერთი არს პატივი და დიდებამამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.
ხოლო იგინი გმობენ წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა და თავადისა ქრისტეს ბრძანებასა და მოძღურებასა გარდააქცევენ და იტყან ვითარმედ: მათგან დაკლებული და ვერ გულისმისსაყოფელი ჩუენ გამოგუეცხადა გულისმავყოფთო. ამისთ ესრეთ ვიტყვითო; და კოსტანტინეპოლისა კრებამან სული წმიდაღმერთი და ცხოველსმყოფელი შემატესო, რამეთუ მუნამდე ესრეთ იტყოდესო: სული წმიდაჲ,  რომელი მამისაგან გამოვალს, და აწ ჩუენცა ესრეთ შევმატეთო: სული წმიდარომელი მამისა და ძისაგან გამოვალს, და ესრეთ ცუდითა სიტყთა განიმართლებენ თავთა სთა. აღივსნედ სირცხლითა და კდემითა პირნი მათნი, რომელნი ესრეთ ზრახვენ. რომელი არს იგი კრება ერთი მეორისა წინააღმდგომი(?)*(88) ანუ პირველისა განმასაზღვრებელისა მეორე დამსნელი:(?) და არა უფროსად დამამტკიცებელნი ნიერ ფლორეციისა კრებისა, რომელსა იგინი მერვედ უწოდნენ, რამეთუ იგინი არიან დამსნელნი და განმაქარვებელნი ყოვლისა საღმრთოდ სჯულისდებისანი და მოციქულთა განწესებისანი: ესე სიტყუაარა თუ კონსტანტინეპოლისა კრებამან შემატა ღმერთი და ცხოველსმყოფელი, არამედ იაკობ მოციქულმან და მარკოზ მახარებელმან განწესებასა შინა საღმრთოსა წირვისასა ესრეთ დააწესეს ყოვლად საუფლოსა მის სიტყსა, რომელ არს: მიიღეთ და ჭამეთ, ესარს ორცი ჩემი, და შემდგომი. მერმე ესრეთ იტყან წმიდანი მოციქულნი: შეგწყალენ ჩუენ, ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, შეგწყალენ ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შეგწყალენ ჩუენ დიდითა წყალობითა*(89) და გარდამოავლინე ჩუენ ზედა და წინა მდებარესა ამას ძღუენსა ზედა სული შენი ყოვლად წმიდა ღმერთი და ცხოველსმყოფელი თანაარსი შეღმრთისა მამისა და მხოლოდშობილისა ძისა შენისა ერთმეუფებით თანასწორი. ესრეთ ხადიან წმიდანი მოციქულნი სულსა წმიდასა უფლად და ცხოველსმყოფელად, და არა თუ უკუანასკნელ ეწოდეს ესე სახელნი.
რამეთუ სახელნი სულისა წმიდისანი მრავალნი არიან წმიდათა წერილთა მიერ მოსწავებულნი: გინა თუ ღმერთი, გინა თუ ცხოველმყოფი, გინა თუ რავდენიცა სახელნი იწოდებიან. სული ნუგეშინისმცემელი, სული სახიერი, სული წრფელი, სული მთავრობისაჲ, სული გულისხმისყოფისაჲ, სული სიბრძნისა, სული ღმერთმყოფელი.
ესე და ესე()უარნი და უმრავლესნი სახელნი წერილ არიან საღმრთოთა წერილთა შინა სულისა წმიდისათ, და რავდენიცა უწოდოს*(90) კაცმან სულსა წმიდასა, კეთილ არს ფრიად და ჯეროვან, და შეეტყუებიან ყოვლად ბრძენსა მას და ყოვლად სახიერსა ღმერთმთავარსა სულსა. ვითარცა არს ჭეშმარიტად ღმერთი და უფალი და ცხოველსმყოფელი და სხუანი, რავდენიცა ვთქუენ.
ხოლო გუამოვნებისა და თებისა შერევნადა შერწყუმადა ძისაგან გამოსლვაუჯერო არს და უპირულ, რომელი არცაღა სხვასა ვის უთქუამს და არცა სადა წერილ არს და გარეშე არს საზღუარსა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა; და რომელნიცამათ საზღვართა გარდაუქცევენ, მათ ზედა აღესრულების სიტყუაიგი მოციქულისა: გინა თუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ, ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კვალად ვიტყჲ, უკეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი იგი მიიღეთ,*(91) შეჩუენებულ იყავნ.

ხოლო ჩუენ ღმრთისმოყვარენო, ნუ გარდავხდებით საზღვარსა მამათასა, ნუცა შევცვალებთ კანონსა წმიდათა მოციქულთა და წმიდათა ღმრთისმეტყველთასა, ვითარცა არცარა შეგცვალებიეს და არცარა შემოგღიეს უბიწოსა ამას შინა სარწმუნოებასა ჩუენსა, არამედ ვეგნეთ მასვე ზედა საფუძველსა მოციქულთა და წინასწარმეტყუელთასა და ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთა, რათა კურთხევა და მადლი მათი მოვიდეს ჩუენ ზედა დაგცვნეს წმიდამან სამებამან ერთ ღვთაებით თაყუანისცემულმან და დიდებულმან, რამეთუ მისა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

No comments:

Post a Comment