ამონაჲს სიტყუანი |
ოთხნი საქმენი არიან, უკუეთუ ამათგანი ერთიცა იყოს კაცისა თანა, ვერ შემძლებელ არს იგი კეთილისა რაჲსამე საქმედ და არცა შეიწირავს ღმერთი ლოცვასა მისსა.
პირველი: ამპარტავნებაჲ. ოდეს მოიგონოს კაცმან და თქუას, ვითარმედ კეთილად ცხორებს და ვითარმედ განგებაჲ მისი სათნო არს წინაშე ღმრთისა და კაცნი აღეშენებიან დაყუდებითა მისითა და მარხვითა და ვითარმედ მრავალთაგან ცოდვათა განშორებულ არს კაცთაგან კიდე-ყოფითა და უდაბნოს დამკჳდრებითა მისითა, უკუეთუ ესე განიზრახოს კაცმან გონებასა თჳსსა, უწყოდენ, ვითარმედ არა დაიმკჳდრებს ღმერთი მის თანა უკუნისამდე, რამეთუ გარე-მოქცევით ჯერ-არს მონაზონისა მოგონებაჲ სიტყუად, თუ რაჲმე კეთილისა საქმე ქმნეს, რაჲთა მარადის სიმდაბლით აბრალებდეს თავსა თჳსსა და იტყოდის, ვითარმედ პირუტყუნიცა უმჯობეს არიან მისა და ვითარმედ არარაჲ საქმეთა მისთაგანი სათნო არს წინაშე ღმრთისა, და ყოველი კეთილისა საქმე მისი შეგინებულ არს წინაშე ღმრთისა, ვითარცა ძონძი წიდოვნისა დედაკაცისაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, რამეთუ: უკუეთუ არა უფროჲს შეგინებულად შეჰრაცხოს თავი თჳსი პირუტყუთა და ძაღლთა და მფრინველთა, არა შეიწირავს ღმერთი ლოცვასა მის[ს]ა, რამეთუ პირუტყუთა საცხოვართა, ძაღლთა და მფრინველთა არასადა უცოდავს და არცა განიკითხვიან. და ესე ცხად არს, ვითარმედ კაცი ცოდვილი [უ]უბადრუკეს არს უფროჲს პირუტყუთა, რამეთუ უმჯობეს იყო მისა, თუმცა პირუტყჳ საცხოვართაგანი ყოფილ იყო და არამცა აღდგა მკუდრეთით და არამცა განიკითხა განკითხვისათჳს, რამეთუ საცხოვარნი არავის განიკითხვენ კაცთაგანსა და არცა ამპარტავნობენ, არამედ უფროჲსღა ჰყუარობენ მზრდელთა და საჭმლისა მცემელთა მათთა, ხოლო კაცი არა ჰყუარობს დამბადებელსა თჳსსა ჯერისაებრ, რომელი ზრდის და ჰფარავს მას.
მეორე საქმე. უკუეთუ კაცი იჴსენებდეს ვისთჳსმე ბოროტსა და ძჳრი გულსა ედვას მისთჳს, დაღათუ ვისმე თუალი მარჯუენაჲ მისი წარმოეგდოს, არა აღიწევის ლოცვაჲ მისი წინაშე ღმრთისა. ნუუკუე აცთუნებს ესე თავსა თჳსსა, რამეთუ დაღაცათუ მკუდარნი აღადგინნეს, არა უც ნაწილი ღმრთისა თანა და არცა აქუს მას შენდობაჲ მის მიერ, უკუეთუ არა მოიქცეს და შეინანოს.
მესამე საქმე. უკუეთუ კაცი განიკითხევიდეს კაცთა შეცოდებულთა და იყოს იგი განმკითხველ, დაღაცათუ მრავალნი სასწაულნი ქმ[ნ]ნეს, არა სთნავს ღმერთსა კეთილისა საქმე მისი და არცა შეიწირავს ლოცვასა მის[ს]ა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან თქუა: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (ლუკა 6.37) . და ჯერ-არს ქრისტეანისა, რაჲთა არავინ კაცთაგანი განიკითხოს. რამეთუ მამაჲ არავის სჯის, არამედ ყოველი სასჯელი მისცა ძესა თჳს[ს]ა ქრისტესა. და რომელმან განიკითხოს კაცი უწინარეს ქრისტეს განკითხვისა, მტერ არს იგი ქრისტესა, რამეთუ მრავალნი დღეს მპარავ და მეძავ არიან და ხვალე იქმნიან სათნო და მართალ. ჩუენ ცოდვათა მათთა ვხედვიდით, ხოლო სინანული მათი და კეთილისა საქმე ვერ ვცნით და უსამართლოდ განვიკითხვიდით.
მეოთხე საქმე. უკუეთუ ვისთანა-მე იყოს სიძულილი ძმისაჲ, არა შეწირულ არს ლოცვაჲ მისი წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს მოციქული: "ენასა ღათუ ანგელოზთასა ვიტყოდი და მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ, ვიდრე მთათა ცვალებამდე. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი გლახაკთა და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არარაჲ სარგებელ არს" (I კორ. 13.13).
"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ
ძმამან ჰკითხა მამასა ამონას: მითხარ მე სიტყუაჲ. და ჰრქუა
მას ბერმან: ვიდოდე და ყავ გულის-სიტყუაჲ შენი, ვითარცა ძჳრისმოქმედნი,
რომელნი არიედ საპყრობილესა შინა და ჰკითხვედ კაცთა
და ეტყჳედ, სადა არს მთავარი? და ოდეს მოვალს და მოლოდებისა
მისგან შიშისა ძრწინ, ეგრეთცა მონაზონსა უღირს, რაჲთა
ყოველსა ჟამსა ეკრძალებოდის და ამხილებდეს სულსა თჳსსა. და
იტყოდის: ვაჲმე, ვითარ მე წარდგომად ვარ საყდართა მათ ქრისტესთა
და ვითარ მე სიტყუაჲ მიუგო? უკუეთუ ესრე განიზრახვიდეს
ყოველსა ჟამსა, შემძლებელ იყოს ცხორებად.
იტყოდეს მამისა ამონაჲსთჳს, რამეთუ ბასილიკონი მოკლა.
რომელ არს თუალით მკლველი გუელი, რამეთუ მოვიდა ვსებად
წყლისა უდაბნოდ ჯურღმულისაგან. და იხილა ბასილიკონი და დავარდა
პირსა ზედა თჳსსა და თჴუა: უფალო, მე მოვკუდე ანუ ესე.
და მეყსეულად გუელი იგი ძალითა ქრისტესითა განსთქდა.
თქუა მამამან აპონა, ვითარმედ ათორმეტი წელი დავყავ
სკიტეს შინა და ვევედრებოდე ღმერთსა დღე და ღამე ყოველსა
ჟამსა, რაჲთა მომმადლოს მე ძლევაჲ რისხვისათჳს.
გჳთხრობდა ვინმე მამათავანი, რამეთუ იყო ვინმე ბერი
მშრომელი სენაკებსა, რომელსა ემოსა ჭილი, და მივიდა მამისა ამონაჲსსა.
და ვითარცა იხილა ბერმან ჭილითა შემოსილი, ჰრქუა მას:
ეგე შენდა არაჲ სარგებელ არს. ხოლო მან ჰკითხა მას და ჰრქუა:
მამაო, სამნი გულის-სიტყუანი მაურვებენ მე. ერთი მეტყჳს, რაჲთა
ვიქცეოდი უდაბნოთა ადგილთა, და ერთი მაურვებს მე, რაჲთა ვიდოდი
უცხოსა ქუეყანასა და არავინ მიცოდის, და ერთი, რაჲთა
შევაყენო თავი ჩემი სენაკსა და არავის შევემთხჳო და პურსა ურვით
ვჭამდე.
ჰრქუა მას მამამან ამონა: ვერცა ერთისა მაგათგანისაჲ ძალგიც
ყოფად, არამედ უფროჲს-ღა დაეყუდე სენაკსა შინა შენსა და
ჭამდი მცირე-მცირედ და დღითი-დღედ გაქუნდინ სიტყუაჲ იგი
მეზუერისაჲ მის გულსა შენსა და შემძლებელ იყო ცხორებად.
ძმათა ვიეთმე შეემთხჳა ჭირი ადგილსა მათსა და უნდა, რაჲთამცა
დაუტევეს ადგილი იგი და წარვიდეს მამისა ამონაჲსსა. და
აჰა ესერა ბერი ნავითა შთავიდოდა. და ვითარცა იხილნა იგინი,
მი-რაჲ-ვიდოდეს მდინარისა კიდესა მას, ჰრქუა მენავეთა მათ:
განმსჳთ ჴმელად. და მოუწოდა ძმათა მათ და ჰრქუა მათ: მე ვარ
ამონა, ვისსა-იგი თქუენ მიხუალთ. და ნუგეშინის-სცა გულთა მათთა
და კუალადვე უკ-მოაქცინა იგინი მუნვე, ვინაჲცა მოსრულ იყვნეს,
რამეთუ არაჲ აქუნდა საქმესა მას ზღვევაჲ სულისაჲ, არამედ
გულის-კლებაჲ კაცობრივი.
მოვიდა ოდესმვ მამაჲ ამონა, რაჲთამცა წიაღ-ჴდა მდინარესა
მას და პოა, რამეთუ ნავსა მას განაგებდეს და მათ თანა დაჯდა.
აჰა ესერა სხუაჲ ნავი იყო მდინარესა მას და წილ-ჰკრებდა კაცებსა
მას. და ჰრქუეს მას: მამაო, მოვედ და წიაღ-მოჴედ ჩუენ თანა.
ხოლო მან თქუა: თჳნიერ საეროჲსა ამის ნავისა სხუასა არა
შევალ და აქუნდა კრული ერთი ბაჲაჲ. ჯდა და თხზვიდა მას სირად.
და დაჰჴსნის იგი და კუალად მასვე თხზავნ, ვიდრემდის განაგეს ნავა
იგი, და ესრეთ წიაღ-ჴდა. შეუვრღეს ძმანი იგი ფერჴთა და ჰრქუეს:
რაჲ ჰყავ ესე, მამაო? ჰრქუა მათ ბერმან: რაჲთა არა ოდესვე მოსწრაფესა
გულის-სიტყუასა შეუდგე, არამედ ესე სახე არს, დაწყნარებულად
ვიდოდეთ გზასა ღმრთისასა.
წარემართა ოდესმე მამაჲ ამონა, რაჲთამცა მივიდა ნეტარისა
ანტონისა და მისცთა გზასა და დაჯდა და მიეძინა მცირედ. და
აღდგა და ილოცა ღმრთისა მიმართ და თქუა: გევედრები შენ, უფალო,
ნუ წარსწყმედ დაბადებულსა შენსა. და ეჩუენა მას ჴელი კაცისაჲ
დამოკიდებული ზეცით, რომელი უჩუენებდა გზასა, ვიდრემდის
მოვიდა და დაადგრა ქუაბსა მას ზედა მამისა ანტონისსა.
ამასვე მამასა ამონას უწინაწარმეტყუელა მამამან ანტონი
და ჰრქუა, ვითარმედ: წარემატო შიშსა ღმრთისასა. და გამოიყვანა
იგი სენაკისაგან გარეშე და უჩუენა მას ლოდი და ჰრქუა:
აგინე ლოდი ეგე და სცემდ მაგას. ხოლო მან ყო ეგრე. ჰრქუა მას
მამამან ანტონი: იტყოდა რასა ლოდი ეგე? და მან ჰრქუა: არარას.
და ჰრქუა მამამან ანტონი: ეგრეცა შენ მიწევნად ხარ მაგას საზომსა,
რომელცა იქმნა, რამეთუ ესოდენ წარემატა მამაჲ ამონა, ვითარმედ
დიდისა სახიერებისაგან არღარა იცოდა სიბოროტჱ.
იტყოდეს მისთჳსვე, ვითარმედ წარმო-ვინმე-დგეს საშჯელად.
ხოლო მან თავი მოისულელა და დუმნა. და აჰა ესერა დედაკაცი
ეტყოდა მახლობელსა თჳსსა: ბერი ესე გონებასა მიცთომილ
არს. ხოლო ბერსა ესმა ესე, მოუწოდა და ჰრქუა მას: რაოდენნი
შრომანი ვყვენ უდაბნოს გარე, რაჲთა, ესე გონება-ცთომილებაჲ
მოვიპოვო და აწ შენთჳს წარვწყმიდოა დღეს ესე?
მივიდა ოდესმე მამაჲ ამონა ადგილსა ერთსა, რაჲთამცა პირი
იჴსნა ძმათა თანა და იყო ვინმე მუნ, რომელსა სახელი სიძვისაჲ
დადებულ იყო. და დაემთხჳა დედაკაცისა მის მოსლვაჲ.
და ვითარცა შევიდა სენაკსა მას ძმისასა, აგრძნეს მყოფთა მის ადგილისათა
და შეშფოთნეს და შეკრბეს, რაჲთამცა გამოაძეს მიერ
ადგილით ძმაჲ იგი. და ვითარცა ცნეს, ვითარმედ ეპისკოპოსი ამონა
მას ადგილსა არს, მოვიდეს და ევედრებოდეს, რაჲთამცა მივიდა
მათ თანა. ხოლო ძმამან მან ვითარცა აგრძნა, მოიყვანა დედაკაცი
იგი და დამალა ჭურსა ქუეშე. და ვითარ მოვიდა სიმრავლე იგი
იხილა მამამან ამონა და ღმრთისათჳს დაფარა. და შევიდა და დაჯდა
ჭურსა მას ზედა და უბრძანა გამოხილვაჲ სენაკისაჲ მის. და ვითარ
ეძიებდეს და არა პოეს დედაკაცი იგი, მიუგო მამამან ამონა და
ჰრქუა მათ: რაჲ არს ესე? ღმერთმან შეგინდვენ თქუენ. და ლოცვა
ყო და უბრძანა ძმათა ყოველთა წარსლვაჲ. ხოლო მან თჳსაგან ჴელი
უპყრა მას და ჰრქუა: ეკრძალე თავსა შენსა, ძმაო. და ესე
ჰრქუა და გამოვიდა.
ჰკითხეს ოდესმე მამასა ამონას: რაჲ არს გზაჲ იგი იწროდა
შესაჭირობელი? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: გზაჲ იგი
იწროჲ და შესაჭირვებელი ესე არს იძულებაჲ გულის-სიტყუათა
თჳსთაჲ და განშორებაჲ ღმრთისათჳს ნებისა თჳსისაჲ, და ესე არს
რომელი-იგი თქუა: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდგთ
შენ.
თქუა ვინმე ბერმან, რამეთუ იტყოდა მამაჲ ამონა: არს
კაცი, რომელმან დაყვის ასი წელი სენაკსა შინა თჳსსა და ვერ ისწავლის,
ვითარ-იგი ჯერ-არს სენაკსა შინა ჯდომაჲ, ხოლო განშორებულმან
ერთსა შინა ჟამსა ისწავის. ხოლო ესრე თქჳს, რაჲთა
კაცი მარადის თავსა თჳსსა აბრალობდეს, რამეთუ ესე წესი არს
განშორებულთაჲ.
No comments:
Post a Comment