იყო ვინმე ბერი სენაკებსა მას, რომელსა სახელი ერქუა
აპოლო.
და
თუ
ვინმე მოვიდის და ხადინ მას საქმედ, სიხარულით
მივალნ
და
იტყჳნ:
დღეს
ქრისტეს
თანა
მივალ
საქმედ
და
სულისა
ჩემისათჳს.
და
ესე
არს
სასყიდელი
მისი.
თქუა მამამან აპოლო შეწყნარებისათჳს ძმათაჲსა, რამეთუ
ჯერ-არს მომავალთა
ძმათაჲ
თაყუანის-ცემაჲ.
არა
თუ
მათ,
არამედ
ღმერთსა
თაყუანის-ვსცემთ.
რამეთუ
იხილო
ძმაჲ
შენი,
იხილო
უფალი
ღმერთი
შენი,
და
ოდეს
შეიწყნარნეთ
იგინი,
განსუენებად
აიძულებდით,
რამეთუ
ესე
ლოთისგან
ვისწავეთ,
ვითარ
იგი
ანგელოზთა
მათ აიძულებდა.
და
ოდეს
აღესრულებოდა
მამაჲ
აპოლო,
ევედრებოდეს
მას
ძმანი,
რაჲთა
დაუწერნეს
და
დაუტევნეს
მათ
სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.
ხოლო
მან
ჰრქუა
მათ:
რომელი
გულსა
ღმრთისასა
არს,
დაწერა
მაკარი
მეგჳპტელმან
ორთა
მათ
შინა
ებისტოლეთა
მისთა,
იგი
დაიმარხეთ
და
იხილთთ
იესუ.
No comments:
Post a Comment