1. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: 2. ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. 3. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. 4. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. 5. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. 6. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. 7. ხოლო მეუფე
იგი
განრისხნა,
ესმა
რაჲ
ესე,
და
მიავლინა
ერი
თჳსი
და
მოსრნა
კაცის-მკლველნი
იგი
და
ქალაქი
იგი
მათი
მოწუა
ცეცხლითა.
8. მაშინ
ჰრქუა
მონათა
თჳსთა:
ქორწილი
ესე
მზა
არს,
ხოლო
ჩინებულნი
იგი
არა
ღირს
იყვნეს.
9. წარვედით
მებოძირთა
გზათასა
და
რაოდენიცა
ჰპოოთ,
მოუწოდეთ
ქორწილსა
ამას.
10. და
განვიდეს
მონანი
იგი
მისნი
გზათა
ზედა
და
შეკრიბეს
ყოველი,
რაოდენი
პოეს
ბოროტი
და
კეთილი.
და
აღივსო
ქორწილი
იგი
მეინაჴითა.
11. ხოლო
შე-რაჲ-ვიდა მეუფე
იგი
ხილვად
მეინაჴეთა
მათ,
იხილა
მუნ
კაცი,
რომელსა
არა
ემოსა
სამოსელი
საქორწინე.
12. და
ჰრქუა
მას:
მოყუასო,
ვითარ
შემოხუედ
აქა,
რამეთუ
არა
გმოსიეს
სამოსელი
საქორწინე?
ხოლო
იგი
დუმნა.
13. მაშინ
ჰრქუა
მეუფემან
მან
მსახურთა
თჳსთა:
შეუკრენით
მაგას
ჴელნი
და
ფერჴნი
და
განაგდეთ
ეგე
ბნელსა
მას
გარესკნელსა.
მუნ
იყოს
ტირილი
და
ღრჭენაჲ
კბილთაჲ.
14. რამეთუ
მრავალ
არიან
ჩინებულნი
და
მცირედ
– რჩეულნი. (მათე 22,1-14).
წმ. იოანე ოქროპირი |
თარგმანი: იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას
განყოფილებაჲ ძისა და მონათაჲ და თუ რაოდენ არს შორის მათსა?
იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თჳსებაჲ და კუალად ფრიადი განყოფილებაჲ?
რამეთუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა
მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა, და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას
ჰურიათასა და წოდებასა წარმართთასა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ
არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ
ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: 'მიგეღოსო
თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ
ნაყოფსა მისსა', ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და
არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს,
რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს
წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს,
ვითარმედ შემდგომად ჯუარცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი
სასტიკისა რისხვისა ღირს იყვნეს, მაშინცა ქორწილადვე უწესს და პატი/ვად
დიდებულად; და ზემოცა გუაუწყა, ვითარმედ პირველად ჰურიათა
უწოდა, არა წარმართთა, და აქაცა ეგრეთვე, გარნა ვითარცა იგი მუნ, ოდეს
არა შეიწყნარეს, არამედ მოკლეს, მაშინღა მისცა სხუათა ვენაჴი იგი,
ეგრეთვე აქა, ოდეს არა ინებეს მოსლვად ქორწილსა მას, მაშინღა სხუათა
მოუწოდა.
რაჲმცა უკუე იყო უცოფეს მათსა, რომელ ქორწილად იწოდნეს და
განაგდეს? ვინმცა არა ინება მისლვად ქორწილსა, და ქორწილსა მეუფისა/სა,
ოდესღა ძისა თჳსისა იქმნ ქორწილსა. რომელსა ქორწილსა იტყჳს? ესე
იგი არს, ოდეს შეიერთა ქრისტემან ეკლესიაჲ.
და რაჲსათჳს ქორწილად ეწოდა საქმესა ამას? ვინაჲთგან ესე საქმე
უმეტეს ყოველთა სოფლისა საქმეთა სახარულად დეწესებულ არს, და
არაოდეს იქმნების ესევითარი სიხარული, ვითარ დღესა ქორწილისასა, და
უფროჲსღა უკუეთუ სამეუფოჲ იყოს ქორწილი, მამაჲ მეუფე ძესა საყუარელსა
ქორწილსა უქმოდის, უმეტესი სიხარული და განცხრომაჲ ქუეყანისაჲ
არა არს. ამისთჳს ვითარცა თავი სახარულევანთა საქმეთაჲ ესე
აჴსენა, რაჲთა სცნა ღმრთისა სახიერებაჲ და უხუებაჲ ჩუენისა წყალო/ბისაჲ,
ვითარ ცხორებაჲ ჩუენი საწადელ იყო მისდა, და რაჲთა სცნა
ბრწყინვალებაჲ საქმეთაჲ მათ, ვითარმედ არარაჲ არს მათ შინა მწუხარები/სა
და მჭუნვარებისა სახე, არამედ ყოვლითურთ სავსე არს სიხარულითა
სულიერითა. ამისთჳს იოვანე სიძედ სახელ-სდებს უფალსა და ეკლესიასა
სძლად: 'რომელსა აქუს სძალი, სიძე არსო; ხოლო მეგობარი სიძისაჲ,
რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე
სიხარული ჩემი აღსრულებულ არს'. და პავლე იტყჳს: 'მიგათხოენ თქუენ
ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა'. რამეთუ
ვითარცა-იგი ოდეს სიტკბოებასა მცნებათა და განკითხვათა უფლისათა
ენებოს წერილთა გამოსახვად, თაფლსა მოიღებენ სახედ, რამეთუ უტკბილეს
სოფელსა შინა არაჲ იპოების; კუალად, ოდეს შუენიერებასა და პატიოს/ნებასა
მათსა იტყოდის, ოქროსა და ანთრაკსა, ანუ მარგალიტსა მოიღებს;
ოდეს ბრწყინვალებასა იტყოდის, მზესა გჳჩუენებს. არა თუ ესე სახენი
მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს
სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგე/ბულებაჲ
გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ
თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: 'საჲდუმლოჲ ესე დიდ არსო,
ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს'.
ხოლო უკუეთუ ვინ ეძიებდეს, თუ რაჲ არს ესე, რომელ ქორწილად ძისა
ეწოდების საქმესა მას, და ძესა მიეთხოვაა ეკლესიაჲ, ხოლო მამასა არა?
ესე წერილთა შინა, საყუარელო, განუყოფელ არს. გინა თუ ძესა თქუას
მითხოებად, მამისაჲ არს, გინა თუ მამისაჲ თქუას, ძისაჲ არს. რამეთუ
განუყოფელობისათჳს ბუნებისა მათისა ითქუმის ესრეთ.
და ჭეშმარიტად შუამდგომელობითა ძისაჲთა დავეგენით მამასა ჩუენ
განდგომილნი ესე. კეთილად უკუე მოასწავებს აქა აღდგომასა, რამეთუ
ზემოსა მას იგავსა შინა აჴსენა სიკუდილი და აწ ესერა თქუა ქორწილი,
რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ შემდგომად ჯუარცუმისა და სიკუდილისა
ითქუმის აღსრულებაჲ იგი ქორწილისაჲ და სიძედ წოდებაჲ მისი.
ხოლო შენ იხილე სიბრმე ჰურიათაჲ. პირველად წინაჲსწარმეტყუელნი
მოსწყჳდნეს, მერმე ძე მოკლეს. და ამას ზედა იწოდნესვე ქორწილსა მათ
მიერ მოკლულისა მის უფლისასა. და არავე მივიდეს, არამედ მიზეზნი
ცუდნი შემოიხუნეს: უღელნი ჴართანი და აგარაკი და ცოლი, რამეთუ
ნანდჳლვე სულიერნი საქმენი უფროჲს ყოვლისა შეურაცხ იყვნეს მათ
წინაშე, და ცუდნი ესე - პატიოსან და საჴმარ.
ხოლო სახიერმან მან უშურველად ჩინებულ-ყვნა, არა თუ გჳანად, არა/მედ
პირველ მრავლისა ჟამისა. რამეთუ იტყჳს: 'წარავლინნა მონანი თჳსნი
მოწოდებად ჩინებულთა'. და კუალად იტყჳს: 'არქუთ ჩინებულთა მათ
მოსლვად ქორწილსა ამას'. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი.
პირველად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, მერმე იოვანეს მიერ,
რამეთუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა: 'აჰა ტარიგი იგი
ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი'; და 'მისა ჯერ-არსო
აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად'.
მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა:
'მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო
თქუენ'. და კუალად იტყჳს: 'რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა
და სუემდინ'. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწო/და
პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი
სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლ/ვად
უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი
მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.
ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს
მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს.
ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა, და შენდობაჲ
აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ, და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲ/სათჳს
მოსწყჳდნეს? რაჲმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა
შემსგავსებაჲ? ამისთჳს პავლე იტყჳს: 'რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუო
და წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს'. ხოლო რაჲთა ვერ
თქუან, თუ წინააღმდგომ ღმრთისა არს და ამისთჳს არა მოვალთ, იხილეთ,
რასა ეტყჳან მჩინებელნი იგი, ვითარმედ მამაჲ იქმსო ქორწილსა ამას და
მან მოგუავლინნაო წოდებად.
ისმინეთ უკუე შემდგომიცა: ვინაჲთგან არა ინებეს მოსლვად, არამედ
მჩინებელნიცა იგი მოსწყჳდნეს, მიავლინა ერი და მოსრნა კაცის-მკლველნი
იგი და ქალაქი მათი მოწუა ცეცხლითა. ამათ სიტყუათა მიერ მოასწავა
რაჲ-იგი ყოფად იყო მათ ზედა უესპასიანეს და ტიტეს მიერ. რამეთუ
ამისთჳს არა მასვე ჟამსა იქმნა მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ და სრულიადი
იგი დაქცევაჲ ჰურიათაჲ, რაჟამს ქრისტე ჯუარს-აცუეს, არამედ შემდგომად
ორმეოცისა წლისა, რაჲთა აჩუენოს სულგრძელებაჲ თჳსი. ხოლო მოკლეს
რაჲ იაკობ ზებედესი, დაქოლეს სტეფანე, განტჳნეს იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ,
აგინეს და დევნნეს მოციქულნი, მერმე მოიწია შურისგებაჲ იგი. ვიდრეღა
იოვანე მახარებელი სოფელსა შინა იქცეოდა და სხუანი მრავალნი ქრისტეს
თანა ყოფილნი, აღესრულა ესე ყოველი; და მოწამე იყვნეს, რომელთა
ყურითა მათითა ასმიოდა. აწ იხილეთ სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელი
და მათი აურაცხელი სიბოროტე. ვენაჴი დაასხა და ყოვლითურთ
შეამკო; მიავლინნა მონანი და მოსწყჳდნეს; მიავლინნა სხუანი, იგინიცა
მოკლნეს; მერმე მიავლინა ძე თჳსი, იგიცა ჯუარს-აცუეს; და კუალადცა
უწოდა ქორწილად. ოდეს იგიცა მჩინებელნი მოსწყჳდნეს, მერმეღა მიჰფინა
მათ ზედა რისხვაჲ თჳსი და წარმართთა უწოდა. ხოლო უკუეთუ ვინ
თქუას, თუ არა მაშინ იქმნა წოდებაჲ წარმართთაჲ, ოდეს მოციქულნი
დევნნეს და მოსწყჳდნეს, არამედ მეყსეულად შემდგომად აღდგომისა ჰრქუა:
'წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი', ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ:
პირველ ჯუარცუმისაცა და შემდგომად ჯუარცუმისა პირველად
მათა მიმართ ყო ქადაგებაჲ, რამეთუ პირველ ჯუარცუმისა ეტყოდა მოწაფე/თა:
'წარვედით ცხოვართა მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისა,
თა'და შემდგომად ჯუარცუმისა არავე დააყენნა, არამედ უბრძანაცა
ქადაგებად მათდა. რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა, ვითარმედ: 'წარვედით, მოიმოწა/ფენით
ყოველნი წარმართნი', არამედ რაჟამს-იგი ამაღლდებოდა ზეცად,
უბრძანა, რაჲთა ჰურიათაცა უქადაგონ, და უფროჲსად პირველ სხუათასა,
რამეთუ თქუა: 'შეიმოსოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ
ზედა, და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურია/სტანსა
და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა'.
და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: 'რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად
წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ'. ამისთჳსცა
მოციქულთა პირველად ჰურიათა მიმართ იწყეს ქადაგებად და მრავალჟამ
იქცეოდეს იერუსალჱმს, და მერმე იდევნნეს მათ მიერ და ეგრეთ
მიმოდაიბნინეს წარმართთა შორის; ვითარცა აწ მოასწავებს სიტყუაჲ უფლისაჲ,
ვითარმედ: 'მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო
ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რავდენ/ნიცა
ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას'; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, შემ/დგომად
აღდგომისა ჰურიათაცა უქადაგებდეს და წარმართთაცა, გარნა
უმეტესად ჰურიასტანს იქცეოდეს.
ხოლო ვინაჲთგან იგინი გულფიცხელობასავე შინა ეგნეს და სდევნიდეს,
ამისთჳს პავლე თარგმნის ამას იგავსა. ოდეს-იგი მჴდომად აღუდგეს მას
ჰურიანი, მიუგო და ჰრქუა მათ: 'თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად
სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირსად
გიშჯიან თავნი თქუენნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა, ესერა, მივიქცევით
წარმართთა მიმართ. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ ღმერთმან, რაჲთა აღესრულოს
წერილი, ვითარმედ: დაგადგინე ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო
შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა'.
მაშინ აღესრულა სიტყუაჲ ესე ამის იგავისაჲ, ვითარმედ: 'განვედით
უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, გზათა ზედა და ფოლოცთა, და უცხოთა
ბრმათა და მკელობელთა შემოხადეთ აქა'. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის
თქუა, ვითარმედ: მეძავთა და მეზუერეთა უსწრონ მათ სასუფეველად და
იგინი განითხინენ გარე; და კუალად, 'იყვნენო წინანი უკუანა, და უკუანანი
წინა'3, აწ გამოაჩინებს, ვითარმედ სამართლად იქმნა ესე, მათი იგი განვრ/დომაჲ
და წარმართთა შემოსლვაჲ პატივსა მას.
ხოლო კუალად, რაჲთა ესენიცა წარმართთაგანნი მორწმუნენი არა მიენდვნენ
სარწმუნოებასა ოდენ, ამისთჳს გუაუწყებს სასჯელსა მას ბოროტთა საქმეთასა,
რომელი განმზადებულ არს ურწმუნოთათჳს, ამისთჳს, რომელ არა მოვიდეს
სარწმუნოებად, ხოლო მორწმუნეთათჳს ცოდვილთა - არადამარხვისათჳს
ნიჭისა მის, რომელი მიეცა ნათლის-ღებისაგან. რამეთუ სამოსლად საქორ/წინედ
საქმეთა უწესს და მოქალაქობასა. თქუას ვინმე, ვითარმედ: წოდებაჲ
იგი მადლისა მისისაჲ იყო უსასყიდლოჲ, რაჲსათჳს უკუე ესრეთ რისხივთ
ეძიებს სამოსელსა საქორწინესა, რომელ არიან საქმენი კეთილნი? არამედ
გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან ესევითარისამან, ვითარმედ წოდებაჲ ქორ/წილსა
მას და განწმედაჲ ცოდვათაგან უსასყიდლოდ იქმნების მადლისა
მისისაგან. ხოლო ვინაჲთგან შეჰმოსოს სამოსელი სიწმიდისაჲ, მიერითგან
სამოსლისა მის შეუბღალველად დამარხვაჲ თანა-აც ჩინებულთა მათ. უცხონი
იგი ბრმანი და მკელობელნი, რომელნი მებოძირთაგან და ფოლოცთაგან
შეკრიბნა, არავის მათგანსა განურისხდა სამოსელთა მათთჳს დაბებკულთა,
არამედ ყოველნი შემოსნა ბრწყინვალედ; ხოლო უბადრუკმან მან კუალადცა
შებღალა სამოსელი იგი სამეუფოჲ, გინა თუ თჳსივე იგი ხენეში და ბაყლითა
სავსე შეიმოსა, ამისთჳს დაისაჯა.
აწ უკუე ჩინებაჲ იგი არა ღირსებისაგან იყო ჩინებულთაჲსა, არამედ
სახიერებისაგან მეუფისა მის ტკბილისა; ხოლო მიერითგან ჩინებულთა
მათცა თანა-აც ნაცვალად უსასყიდლოჲსა მის წყალობისა დაცვად თავნი
თჳსნი სიწმიდით და არა უკეთურებისა ჩუენებად ნაცვალად ქველისმოქმედებისა
მის.
ამისთჳს ფრიადისა ტანჯვისა თანამდებ არიან უდებნი და ცოდვითა
შებღალულნი, რომელ ესოდენსა პატივსა ზედა უმადლოვე იქმნეს. აჩუენეს
ჰურიათა უმადლოებაჲ და სიბოროტე ყოვლადვე არამოსლვითა ქორწილსა
მას; აჩუენა ხენეშითა სამოსლითა შესრულმანცა მიცემულისა მის პატივისა
შეურაცხად ჴმარებითა. ამისთჳსცა დუმნა, რამეთუ არა აქუნდა სიტყუაჲ,
რაჲმცა მიუგო. ხოლო მეუფემან ცხადსა მას საქმესა ზედა არავე დასაჯა,
ვიდრემდის პირველად მან დასაჯა თავი თჳსი, რამეთუ რომელ-იგი დუმნა
და პასუხი ვერ მისცა, დასაჯა თავი თჳსი და ვერ პოვა სიტყუაჲ, და
მერმეღა მიეცა საუკუნესა სატანჯველსა.
რამეთუ გესმას რაჲ ბნელი, ნუ ჰგონებ, თუ ესე ხოლო არს სატანჯველი
მისი, ბნელსა ადგილსა ყოფაჲ, არამედ შემდგომი ისმინე, ვითარმედ: 'მუნ
იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ', რომელ ესე მოუთმენელთა სატანჯველთა
მოასწავებს.
No comments:
Post a Comment